ნიგოზი და ტვინის ფუნქცია – ახალი კვლევა!
ე.წ. VIP პალატით სარგებლობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებისთვის კრიტერიუმები განსაზღვრა
ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის პაციენტს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა აღარ მოუწევს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა.
„სიახლის ამოქმედების შემდეგ, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა – მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით არჩეული პალატის ღირებულება – 350 ლარი (პირველი კატეგორიის), ან 250 ლარი (მეორე კატეგორია) გადაიხადოს.
სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური კონსულტაციების შედეგად, განისაზღვრა ე.წ. VIP პალატის კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტულ პალატასთან შედარებით, მთელ რიგ დამატებით პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
უნდა იყოს მაღალი კლასის სასტუმროს ნომრის ფორმის, სამედიცინო დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკურობით და იზოლირებული უნდა იყოს სხვა პალატებისგან.
უნდა მოიცავდეს პაციენტის მოსასვენებელ სივრცეს, საოფისე სამუშაო სივრცეს, სამზარეულო სივრცეს, სააბაზანოს და ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეს.
აღჭურვილი უნდა იყოს პაციენტების მოვლისთვის საჭირო შესაბამისი მოწყობილობებითა თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ტექნიკით და ინვენტარით.
აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ნივთებით.
უნდა ითვალისწინებდეს პაციენტთან თავმდგმურის დარჩენის შესაძლებლობას და სხვა.
პაციენტს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება და თუ მას ე.წ. VIP პალატით სარგებლობა არ სურს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ზოგადი წესის მიხედვით ისარგებლებს. პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, პაციენტს, სამედიცინო დაწესებულება მიაწვდის. ამასთან, კლინიკა განუმარტავს დამატებითი თანხის გადახდის პირობებს.
თუ სამედიცინო დაწესებულებაში, სტანდარტული პალატების არარსებობის გამო, პაციენტს ე.წ. VIP პალატაში განათავსებენ, ის დამატებით ღირებულებას არ გადაიხდის.
არჩეულ, ე.წ. VIP პალატის სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობისთვის, შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
სამედიცინო დაწესებულებაში, სიახლის ამოქმედებისთვის, მისმა ხელმძღვანელობამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართოს და შესაბამისი ნებართვა მიიღოს. სწორედ ამის შემდეგ შეძლებს პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში, არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, თანაგადახდით სარგებლობას“, – აცხადებენ სამინისტროში.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს ე.წ. ვიაპ პალატით სარგებლობისას თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს არჩეული, ე.წ. ვიაპ პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა.
სიახლის ამოქმედების შემდეგ, პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა. მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით.
სექტორის ერთობლივი, აქტიური კონსულტაციების შედეგად, განისაზღვრა ვიაიპ პალატის კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტულ პალატასთან შედარებით, მთელ რიგ დამატებით პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.
UNICEF: 2024 წელს ევროპის რეგიონში წითელას 127 350 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 1997 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნისეფის მონაცემებით ევროპის რეგიონში წითელას შემთხვევების მაჩვენებელმა 1997 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
შემთხვევების 40%-ზე მეტი ხუთ წლამდე ბავშვებზე მოდის. ორივე ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპის რეგიონს დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები ვაქცინაციის მაჩვენებლის ასამაღლებლად.
2024 წელს ევროპის რეგიონში წითელას 127 350 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 1997 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. სპეციალისტების თქმით, ეს არის მსოფლიოს საერთო მაჩვენებლის მესამედი.
ჯანმოს ინფორმაციით, 2023 წელს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნახევარმა მილიონმა ბავშვმა არ გაიარა. ცნობისთვის, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ინფექციისგან 97%-ით იცავს.
სპეციალისტების აზრით, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია. ისინი აღნიშნავენ, რომ წითელა ერთ-ერთი სერიოზული ინფექციური დაავადებაა და მას ისეთი გართულებების გამოწვევა შეუძლია, როგორებიცაა: პნევმონია, ენცეფალიტი, სიბრმავე და სხვა.
“მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, – დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას” – ფსიქიატრი
პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ნარკოლოგები დადებითად აფასებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ანტინარკოტიკულ პროპაგანდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათივე თქმით, მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ფსიქიკურ აშლილობასაც იწვევს. განსაკუთრებით საშიშია ის ახალი ჯიშები, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა.
“ნარკოდამოკიდებულება აზიანებს ადამიანში სხეულს, მის ქცევებს, უნარებს, ფსიქიკას, რწმენებს, ფასეულობებს. ვიტყვი, რომ მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, მითუმეტეს დღევანდელი მარიხუანა, რომელიც ჰიბრიდული ჯიშებია. ახლა გაძლევს რელაქსაციას, გაძინებს, მაგრამ, გრძელ ვადაში, გინადგურებს ფსიქიკას, აგრესიული ხდები, პიროვნულ აშლილობებს იწვევს,”- აცხადებს ფსიქიატრი, სარეაბილიტაციო ცენტრ “მებას” დამფუძნებელი თამაზ ტუღუში.
პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ნარკოლოგები დადებითად აფასებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ანტინარკოტიკულ პროპაგანდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათივე თქმით, მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ფსიქიკურ აშლილობასაც იწვევს:
“მძიმე ნარკოტიკი”, ყველამ იცის, რომ დამოკიდებულებას იწვევს და ძალიან ბევრ ზიანს აყენებს, მაგრამ კანაფი რატომღაც მიჩნეული იყო როგორც მსუბუქი ნარკოტიკი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. კანაფს აქვს ძალიან დიდი დამოკიდებულება, ძალიან დიდი მოხსნის სინდრომი, რასაც “ლომკას” ეძახიან. კანაფის შემდეგ არის ძალიან ბევრი ფსიქიკური დაზიანება, რომლებიც რჩება – შექცევადიც და შეუქცევადიც. არის დეპრესიულობა, კონცენტრაციის პრობლემები, ძილის არევა.
თუმცა, არის, სამწუხაროდ, ძალიან შეუქცევადი პროცესებიც და ეს არის კანაფის ფსიქოზი, რომელიც არ არის იმაზე დამოკიდებულება, თუ რამდენად ხშირად მოიხმარს ადამიანი… შესაძლებელია, იყოს ერთჯერადი მოხმარება, რადგან არ ვიცით, ვისი ფსიქიკა რას მალავს და ამ ადამიანის ცხოვრება გაიყოს მანამდე და – შემდეგ. ფსიქოზი არის მთელი ცხოვრების ტვირთი,” – აცხადებს სარეაბილიტაციო კლინიკების – “სანამენტეს” და “პომელის” დამფუძნებელი ნინო მენაღარიშვილი.
დიალიზის სერვისის სატარიფო პოლიტიკა, ხარისხის კონტროლისა და ჰემოდიალიზის პროგრამის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, დიალიზის სერვისის სატარიფო პოლიტიკა, ხარისხის კონტროლისა და ჰემოდიალიზის პროგრამის მიმდინარეობის საკითხები განიხილა. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
მინისტრის განცხადებით, წლების განმავლობაში, ჰემოდიალიზის დაფინანსების მოდელი და ტარიფი უცვლელი იყო, დღეს კი აღნიშნული ტარიფი გაზრდილია.
შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნითა და პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ თირკმლის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, მარტის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას თირკმლის დაავადებებისა და ამ დაავადებების თავიდან აცილების გზების შესახებ.
შეხვედრას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია, თეა გიორგაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა
ვარჯიშების სისტემა
1. ვარჯიშის მოცულობა:
კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა. სიმატო ტიპზე, სხეულის კომპოზიციაზე, ცხოვრების წესზე (სამუშაო გრაფიკი, დასვენების ინტერვალი, კვება) ვარჯიშის მოცულობა უნდა იყოს ყველა ამ ფაქტორის მიხედვით გათვალისწინებული.
2. მოდერაციული ინტენსივობა:
ჩვეულებრივ გამოიყენება ვარჯიშის მოდერაციული ინტენსივობა, რაც ნიშნავს თითოეულ მისვლაზე 8-12 გამეორებას. გამეორებათა ეს დიაპაზონი ოპტიმალურად ითვლება კუნთების ჰიპერტროფიის განვითარებისთვის. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობის შესრულების დრო. ერთ გამეორებაზე ოპტიმალურია 5-6 წამი.
3. დასვენების კონტროლირებადი დრო:
კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას რეკომენდებულია მისვლებს შორის დასვენების დროის კონტროლი. დასვენების ინტერ ვალი ყველას ინდივიდუალური აქვს, თუმცა არის საერთო რეკომენდაციები, 40-60 წამი პატარა ჯგუფის კუნთების ვარჯიშის შემთხვევაში, ხოლო 90-120 წამი – დიდი ჯგუფის კუნთების ვარჯიშისას.
არსებობს ფორმულა – „დატვირთვის ხანგრძლივობა გამრავლებული 5-10 წამზე = დასვენების ინტერვალს“.
5 წამზე უნდა გავამრავლოთ, თუ დატვირთვა იყო საშუალო ინტენსივობის და 10 წამზე – თუ დატვირთვა იყო მაღალი ინტენსივობის. თუმცა ყველა ფორმულა მიახლოებითია.
4. ვარჯიშების მრავალფეროვნება: მაქსიმალური ჰიპერტროფიის მისაღწევად რეკომენდებულია სხვადასხვა მოძრაობის ჩართვა კუნთების თითოეული ჯგუფისთვის. ეს იძლევა სხვადასხვა კუნთოვანი ბოჭკოს გააქტიურებისა და მათი ზრდის სტიმულირების შესაძ ლებლობას.
5. პროგრესული გადატვირთვა: პროგრესული გადატვირთვა კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშის მთავარი პრინციპია.
ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებისა და კუნთების ადაპტაციის მიხედვით წონა და ვარჯიშის ინტენსივობა თანდათან უნდა გაიზარდოს კუნთების ზრდის სტიმულის შესანარჩუნებლად.
გამძლეობის ვარჯიშების სისტემა მიზნად ისახავს კარდიორესპირატორული გამძლეობის განვითარებას, გულსის ხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას.
იგი ემყარება ვარჯიშებს, რომლებიც ზრდის ფიზიკური აქტივობის ხანგრძლივობას და ინტენსივობას. აქ მოცემულია გამძლეობის ვარჯიშების სისტემის რამდენიმე ძირითადი პრინციპი
1. კარდიოვარჯიშები:
კარდიოვარჯიშები, როგორიცაა: სირბილი, ცურვა, ველოსიპედის ტარება ან ელიპტიკური ტრენაჟორი, საერთო გამძლეობის განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დატვირთვის ინტენსივობა იყოს კარდიო ზონაში ან ესაზღვრებოდეს აერობულსა და ანეორობულს. ის ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას და კუნთებით ჟანგბადის მოხმარების გაუმჯობესებას.
2. ინტერვალური ვარჯიში: ინტერვალური ვარჯიში მოიცავს მაღალი და დაბალი ინტენსივობის ვარჯიშების მონაცვლეობას. მაგალითად, სპრინტების მონაცვლეობას აქტიური დასვენების პერი ოდებთან. ეს მიდგომა ხელს უწყობს გამძლეობის განვითარებას და ფიზიკური მომზადების დონის გაზრდას.
3. დატვირთვის თანდათანობითი ზრდა: მნიშვნელოვანია, თანდათან გაიზარდოს ვარჯიშის ინტენსივობა და მოცულობა იმისათვის, რომ ორგანიზმს შევუქმნათ ადეკვატური იმპულსი ადაპტაციისათვის. არსებობს სტრესის რამდენიმე ტიპი, მათ შორისაა: დისტრესი – ნეგატიური და ეუტსტრესი – სასარგებლო, ზომიერი. როცა ფიზიკური აქტივობით ვართ დაკავებულები, ამ აქტივობის ხანგრძლივობა და ინტენსივობა განაპირობებს სტრესის დონეს და კორტიზოლის ზრდას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება მეტი სიფრთხილე და თვითდაკვირვება.
როგორც წესი, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ვთქვათ, უკვე არსებული სამუშაო წონის 5 პროცენტით გაზრდა. რაც უფრო მაღალია თქვენი სამუშაო წონა და რაც უფრო ახლოს ხართ ე. წ. პიკთან, მით უფრო ნაკლებია პროგრესის პროცენტი.
4. ვარჯიშების მრავალფეროვნება: პლატოების თავიდან ასაცილებლად და მოტივაციის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის გამძლეობის ვარჯიშის ჩართვა.
ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი, ნელი, ინტერვალური, გორაკების დაძლევითი ვარჯიშები და ფიზიკური აქტივობის სხვა ფორმები.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გულის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) დაფინანსება დაიწყო
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გულის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) დაფინანსება დაიწყო.
გულმკერდის აორტის დისექცია სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას!
გულმკერდის აორტის დისექცია სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას!
- არაკონტროლირებული ჰიპერტენზია;
- სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი;
- აორტის ანევრიზმა/დილატაცია;
- ოჯახური ისტორია აორტის დისექციის;
- აორტის სარქვლის დაავადებები (აორტის ორკარიანი სარქველი);
- გულის თანდყოლილი მანკები (აორტის კოარპტაცია);
- თანდაყოლილი სინდრომები (მარფანის სინდრომი,
- ტერნერის სინდრომი და სხვა შემაერთებელქსოვილოვანი დარღვევები);
- რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან მამაკაცები (65%), რომელთა ასაკი 60-70 წელია.












