ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს
რას ნიშნავს ჯანსაღი დაბერება?
რას ნიშნავს ჯანსაღი დაბერება?
რა სხვაობაა მედიცინასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას შორის?
აკაკი ზოიძე “ჯანსაღი დიალოგის” ახალ ეპიზოდში !
- მოთხოვნა-მიწოდების შეტრიალებული პრინციპი ჯანდაცვაში
- პრევენციაზე ორიენტირებული ჯანდაცვის პოლიტიკის სარგებელი
- პოლიტიკური კურსის შედეგი საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სისტემებზე
- ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს ზიანი
- ჯანდაცვის მართებული პოლიტიკის მაგალითები სხვადასხვა ქვეყანაში
- “ხეჭეჭური” რეფორმები ოპტიმალური გრძელვადიანი ჯანდაცვის პოლიტიკის ნაცვლად
- სტატისტიკის ვაკუუმი
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. სახსრის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის, მათ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, ერთჯერადად, უარის თქმა აღარ მოუწევთ. პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას გადაიხდის, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს.
ცვლილება სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური მუშაობის შედეგად ამოქმედდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე პაციენტების ინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით ამოქმედდა.
შეხვედრაზე განიმარტა, რომ პაციენტებს თავისუფალი არჩევანის საშუალება რჩებათ. თუ ბენეფიციარს თანაგადახდით სარგებლობა არ სურს, ოპერაციის ხარჯებთან ერთად, პროგრამით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილობის ხარჯსაც სახელმწიფო დაფარავს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი რეგულაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების – FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალებს იყენებს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი სასანია და ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე. ასევე – ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში თანაგადახდის სისტემა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა – პირველ ეტაპზე, სიახლე არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობას შეეხო. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად, სხვა სერვისებზეც გავრცელდება.
როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა
„როდესაც კუნთები დაძაბულია, წნევა მატულობს, ამიტომაც მისი გაზომვის დროს, აუცილებლად სხეული უნდა იყოს მოდუნებული…“
ტყვიის შემცველი საღებავების გლობალური ელიმინაცია რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები ქვეყნებმა
ტყვიის შემცველი საღებავების გლობალური ელიმინაცია რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები ქვეყნებმა
შესავალი
ტყვიას აქვს ტოქსიკური ზემოქმედება სხეულის ყველა სისტემაზე და განსაკუთრებით, საზიანოა ბავშვებისა და ორსულებისთვის. ტყვიის შემცველი საღებავი არის ტყვიის ზემოქმედების წყარო, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია.
“ტყვია საღებავებში” ან “ტყვიის შემცველი საღებავი” არის საღებავი, რომელსაც მწარმოებელმა შეგნებულად დაამატა ერთი ან მეტი ტყვიის ნაერთი, გარკვეული მახასიათებლის მისაღებად. ქვეყნებმა უნდა მიიღონ იურიდიულად სავალდებულო მარეგულირებელი ზომები საღებავებში ტყვიის დამატების აკრძალვის მიზნით. ეს ექსპოზიციის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზაა.
პოლიტიკის ამ დოკუმენტის მოკლე შინაარსი გადმოსცემს ძირითადად ინფორმაციას, რომელშიც ახსნილია ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის ფონი და საფუძველი, და აღწერს თუ რა უნდა მოიმოქმედონ ქვეყნებმა1.
გაიზარდა ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის საერთაშორისო ქმედებები
მთავრობები ერთობლივად მუშაობენ ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე, ტყვიის
ექსპოზიციისგან ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად.
2009წელს ქიმიური ნივთიერებების მართვის საერთაშორისო კონფერენციის მეორე
სესიაზე საღებავებში ტყვია(ICCM2, ჟენევა,11–15მაისი,2009) დასახელდა,როგორც ქვეყნების მიერ ნებაყოფლობით ერთობლივი მოქმედების პოლიტიკის საკითხი, ქიმიური ნივთიერებათა საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის (SAICM) პოლიტიკის პროექტის ფარგლებში(1).
2011 წელს, გაერთიანებული ერების გარემოს დაცვითი პროგრამის (UNEP) და
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ერთობლივი ხელმძღვანელობის ქვეშ,
მთავრობების მოთხოვნის საფუძველზე (ICCM2),შეიქმნა ტყვიის შემცველი საღებავების
ელიმინაციის გლობალური ალიანსი (ტყვიის საღებავების ალიანსი).
ალიანსის მთავარი მიზანია, თითოეულ ქვეყანაში იურიდიულად სავალდებულო კონტროლის დაწესებით, გლობალურად საღებავებში ტყვიის შემცველობის
ეტაპობრივი გაუქმების ხელშეწყობა.
2017 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ დაამტკიცა, ქიმიური ნივთიერებათა
საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიულ მიდგომაში ჯანმრთელობის დაცვის სექტორის ჩართვის წახალისების სამოქმედო გეგმა 2020 წლის მიზნის მისაღწევად(2)(decision WHA70(23)), რომელიც მოიცავს, საღებავებში ტყვიის გამოყენების ეტაპობრივი შემცირების ეროვნულ ქმედებას.
2017წელს, გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია
UNEP/EA.3/Res.9,ტყვიის შემცველი საღებავების ექსპოზიციის აღმოფხვრის და ტყვია-მჟავას ელემენტების ეკოლოგიური მართვის ხელშეწყობის შესახებ.
ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაცია ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების, განსაკუთრებით 3.9 და 12.4 მიზნების მიღწევას.
არსებობს იურიდიულად სავალდებულო კონტროლის ზომების საჭიროება გლობალური მიზნის მისაღწევად, ტყვიისშემცველი საღებავების ეტაპობრივი ამოღებისათვის ყველა
ქვეყანას უნდა ჰქონდეს იურიდიულად სავალდებულო კონტროლის ზომები, ტყვიისშემცველი საღებავის წარმოების, რეალიზაციის, დისტრიბუციისა და იმპორტის
შეასაჩერებლად.
ამგვარი ზომები, შესაძლოა, მოიცავდეს დებულებებს, რეგულაციებს და/ან სავალდებულო ტექნიკურ სტრანდარტებს, რომლებიც აწესებენ საღებავებში ტყვიის
სავალდებულო აღსასრულებელ ლიმიტს, ხოლო შეუსრულებლობისთვის ჯარიმებს(3). მოკლედ რომ ვთქვათ, აქ ისინი მოიხსენიებიან, როგორც “ტყვიისშემცველი საღებავის კანონები”.
„ტყვიისშემცველი საღებავის კანონის“ აღსრულების რამოდენიმე კარგი მიზეზი არსებობს:
o ტყვიისშემცველი საღებავების კანონი ექვემდებარება აღსრულებას, მაშინ როდესაც
ნებაყოფლობითი კონტროლის ზომები არ არსებობს;
o ტყვიისშემცველი საღებავების კანონიქმნის ცვლილებების ძლიერ სტიმულს,
რაც ხელს უწყობს:
– მწარმოებლების მიერ საღებავების რეფორმულირებას;
– საღებავების ინგრედიენტების მომწოდებლების მიერ უფრო მეტი და უკეთესი ინგრედიენტების წარმოებას, რომლებიც არ შეიცავს ტყვიას, და – საღებავების იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების მიერ ისეთი საღებავების გაყიდვას, რომლებიც პასუხობს კანონის მოთხოვნებს.
o ძლიერი კანონი ქმნის სამართლიან, კონკურენტულ ბაზარს, საღებავების ყველა
მწარმოებლის, იმპორტიორისა და ექსპორტიორისათვის;
o იქ, სადაც ტყვიის შემცველი საღებავების კანონები ჰარმონიზებულია ქვეყნებს შორის,
შეიძლება, გამოიწვიოს სავაჭრო ბარიერების შემცირება რეგიონალურ და გლობალურ
დონეებზე.
ტყვიის ექსპოზიციის მთელი რიგი წყაროების რეგულირება, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, უზრნველყოფს ბევრი ქვეყნის მოსახლეობის სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირებას. (4).
ტყვიის ექსპოზიცია იწვევს ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების ფართოს პექტრს
ტყვიის ზემოქმედების თუნდაც დაბალი დონე, ტოქსიკურ გავლენას ახდენს სხეულის მრავალ სისტემაზე, მათ შორის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ, რეპროდუქციულ, ჰემატოლოგიურ, იმუნოლოგიურ სისტემებსა და თირკმელებზე (5).
დღემდე, არ არის დადგენილი ზემოქმედების დონე, რომელსაც არა აქვს დამაზიანებელი ეფექტი ბავშვების ან მოზრდილების ჯანმრთელობაზე (5-7).
მცირეწლოვანი ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან ტყვიის ზემოქმედებისგან,
ექსპოზიციის მცირე დონემაც კი შეიძლება, გამოიწვიოს ინტელექტის კოეფიციენტის
შემცირება(IQ), ყურადღების დაქვეითება, ანტისოციალური ქცევის ჩამოყალიბება და დაბალი აკადემიური მოსწრება (5-7). აღნიშნული ზემოქმედება შესაძლოა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, თავისი პერსონალური და საზოგადოებრივი შედეგებით (8,9). არ არსებობს თერაპიული ზომები, რომელიც შექცევადს გახდის
ტყვიის ზემოქმედებით განვითარებულ ნეიროკოგნიტური ანქცევითი დარღვევების
განვითარებას (10,11).
ორსული ქალები ასევე დაუცველნი არიან ტყვიის ზემოქმედებისაგან, რაც ასოცირდება: ნაყოფის ზრდის შეფერხებასთან, წონის დაქვეითებასთან, ნაადრევ მშობიარობასთან და თვითნებურ აბორტთან
(5,7,12). მოზრდილებში ტყვიის ზემოქმედება ასოცირდება გულსისხლძარღვთა დაავადებების მომატებულ რისკთან, მათ შორის არტერიულ ჰიპერტენზიასა და კორონარულ დაავადებებთან (5,13,14).
ჯანმრთელობაზე ასეთი გავლენის შედეგად, ტყვიის ზემოქმედების შედეგად განვითარებული ავადობის ტვირთი მაღალია: ჯანმრთელობის გაზომვებისა და
შეფასების ინსტიტუტის (IHME) მიერ წარმოებული გათვლებით, 2017 წელს ტყვიის ექსპოზიციამ 1.06 მილიონი სიკვდილის შემთხვევა და 24.4 მილიონი ჯანმრთელი ცხოვრების წლის დაკარგვა გამოიწვია (შრომისუუნარობით განვლილი სიცოცხლის წლებიDALYs) მთელ მსოფლიოში (15).
გარდა ამისა, ტყვია არის დადასტურებული ეკოტოქსიკანტი, რომელიც საფრთხეს უქმნის,
როგორც წყლის, ისე ხმელეთის ეკოსისტემას (16).
ტყვიით მოწამვლის სიმპტომები
ტყვიით მოწამვლის სიმპტომები
ტყვიით მოწამვლა იწვევს ფსიქიკური/გონებრივი განვითარების შეფერხებას, კრუნჩხვით გულყრებს, სიბრმავეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში სიკვდილსაც კი.
ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევა, შესაძლებელია, რთული გამოსავლენი იყოს, რადგან ის სპეციფიკური ნიშნებით არ ხასიათდება. ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ადგილი აქვს შემდეგ ქცევით სიმპტომებს:
- ყურადღების კონცენტრაციის დარღვევას,
- ინტელექტის შეფასების ტესტებში დაბალ დონეს,
- ჰიპერაქტიულობას,
- სირთულეებს კითხვისას,
- კოორდინაციის გაძნელებას,
- ქცევით დარღვევებს,
- დაბალ მოსწრებას სკოლაში,
- ზრდისა და განვითარების შეფერხებებს.
კლინიკური სიმპტომები:
- ტკივილი მუცლის არეში,
- ანემია,
- ყაბზობა,
- თავის ტკივილი,
- მადის დაქვეითება.
ტყვიით მოწამვლა განსაკუთრებით სახიფათოა ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რომელთა ცენტრალური ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
როგორ დავიცვათ ბავშვები ტყვიით მოწამვლისაგან?
- ხშირად დაალაგეთ სახლი და ბავშვის ოთახი სველი წესით,
- მიზანშეწონილია ხშირად გარეცხოთ ბავშვის სათამაშოები,
- მიაჩვიეთ ბავშვი ქუჩიდან ან ეზოდან სახლში შემოსვლის შემდეგ დაიბანოს ხელი,
- ბავშვს მიეცით რკინით, კალციუმით და ცილებით მდიდარი საკვები, რადგან ისინი ზრდიან ტყვიისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობას,
- ბავშვს მოუმზადეთ ნაკლებცხიმიანი საკვები, რადგან ცხიმიანი საჭმელი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტყვიის შენარჩუნებას,
- განსაკუთრებით მოერიდეთ ტყვიის ექსპოზიციას ფეხმძიმობის დროს,
- მოერიდეთ ფეხით სიარულს ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში,
- აქტიურად ჩაებით ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვის აკრძალვის კამპანიებში,
- არ გამოიყენოთ ტყვიის შემცველი საღებავები.
არ არსებობს ტყვიის უსაფრთხო დოზა.
დედის ორგანიზმში ტყვიის მომატებული შემცველობა გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე.
სისხლში ტყვიის დონე საგრძნობლად კლებულობს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი წყვეტს ტყვიის შემცველ ნივთიერებასთან კონტაქტს.
ბავშვის ტყვიით მოწამვლის ყველაზე ხშირი მიზეზია საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებული საღებავი.
ჩაის ფინჯანში 11 მილიარდზე მეტი მიკროპლასტმასი?!
ჩაის ფინჯანში 11 მილიარდზე მეტი მიკროპლასტმასი?!
- ქრონიკული ანთება
- ჰორმონული დარღვევები
- უშვილობა
- სიმსივნე
გამოიგონეს წამალი, რომელიც ინსულტის შემდეგ მოძრაობას აღადგენს
ინსულტის მქონე პაციენტებისთვის გამოჯანმრთელების ახალი იმედი არსებობს.
ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიგონეს პირველი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ინსულტის მქონე პაციენტების ყოვლისმომცველი რეაბილიტაცია რთული, გრძელვადიანი ფიზიოთერაპიის საჭიროების გარეშე და მას „გარღვევა” უწოდეს. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ერთ-ერთმა წამალმა, DDL-920-მა გამოიწვია კონტროლის სრული აღდგენა, რასაც, როგორც წესი, ბევრი ინსულტის მქონე პაციენტი ვერ აღწევს.
გამოცემა წერს, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი სამედიცინო მიღწევა გახდა, რადგან აქამდე არ არსებობდა წამლები, რომლებიც ეფექტური იყო რეაბილიტაციის დროს.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ინსულტის დროს გამოჯანმრთელება განსხვავდება მედიცინის სხვა სფეროებისგან, სადაც მედიკამენტები ხელმისაწვდომია დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა კარდიოლოგია, ინფექციური დაავადებები ან კიბო.
მას შემდეგ, რაც პრეპარატი თაგვებზე გამოსცადეს, წამალმა აღადგინა გამა რხევები და, თავის მხრივ, ნეირონული კავშირი, რაც რეალურად ხელს უწყობს ტვინის შეხორცებას მძიმე ფიზიკური რეაბილიტაციის გარეშე.
სტატიაში ნათქვამია, რომ წამალმა ჯერ კიდევ უნდა გაიაროს მრავალი ტესტირება ადამიანებზე მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესამოწმებლად, მაგრამ ეს უკვე არის გარღვევა ინსულტის მკურნალობაში, რომელსაც შეუძლია მილიონობით პაციენტის სასარგებლოდ მოქმედება.














