პარასკევი, ივნისი 12, 2026

ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას

#post_seo_title

ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას

ცხელ პერიოდებში მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავი რეკომენდაციები:

ბიოსაწვავის (ტყის მასივების) არასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით და გოგირდის დიოქსიდით და ორგანული მინარევებით.

მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებია:

  • პირები ჯანმრთელობის უკვე არსებული პრობლემებით (ასთმა და სხვა რესპირატორული დაავდებები, კარდიოვასკულური დაავადებები)
  • ხანდაზმული ადამიანები, ბავშვები და ორსული ქალები
  • მწეველები
  • მეხანძრეები

 

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში იმოქმედეთ ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით:

  • ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების ეპიზოდების დროს დარჩით შენობაში, განსაკუთრებით, კი  ბავშვები და ხანშიშესულები;
  • ეცადეთ ბინაში შეინარჩუნოთ შედარებით დაბალი ტემპერატურა, არ გააღოთ ფანჯრები;
  • კონდენციონერი იცავს ინდივიდს სიცხისა და დაბინძურებული ჰაერისაგან, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
  • თუ კონდიციონერს აქვს, როგორც „გარე“, ისე „რეცირკულაციის“ მოწყობილობა, ხანძრის შემთხვევაში ჩართეთ მხოლოდ რეცირკულაციის რეჯიმი;
  • შესაძლებლობისამებრ შეუცვალეთ კონდენციონერს ფილტრი და დაუყენეთ მაღალი ეფექტურობის ფილტრი;
  • ხანძრის შემთხვევაში გამორთეთ კონდიციონერის სუფთა ჰაერის სავენტილაციო სისტემა;

სახელმწიფო და კომერციულ დაწესებულებებში არსებული სავენტილაციო სისტემები მექანიკურია და განსხვავებულ მიდგომასა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

  • უზრუნველყავით ჰაერის დამაბინძურებელი ყველა სხვა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ სიგარეტის გამონაბოლქვი, პროპანის გაზის ან შეშის ღუმელის გამოყენება, აეროზოლების მიმოფრქვევა, საკვების შეწვა
  • განსაკუთრებით მოწყვლადმა (რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პაციენტები) პირებმა  უნდა გამოიყენოს კორპუსკულარული რესპირატორი
  • გარეთ გასვლისას გამოიყენეთ სპეციალური ნიღაბი ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისგან თავის დასაცავად. ასეთი ნიღბების შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი უნდა ფილტრავდეს  ძალიან მცირე ნაწილაკებსაც კი, და გერმეტულად იცავდეს ცხვირისა და პირის ღრუს.
  • ადრე არსებული ქრონიკული რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირები დაბინძურებული ჰაერის მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან და ესაჭიროებათ დაცვის სხვა მექანზმებიც და  სამედიცინო მომსახურეობისადმი ხელმისაწვდომობის მაღალი დონე
  • დაბინძურებული ჰაერისადმი მოწყვლადმა პოპულაციამ უნდა მიაკითხოს ეფექტური ვენტილაციის მქონე გაგრილებულ ადგილებს.

ყველაზე ტრენდულ შოკოლადში ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობები აღმოაჩინეს – რა ნივთიერებებს მიაკვლიეს „დუბაის შოკოლადში“

ყველაზე ტრენდულ შოკოლადში ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობები აღმოაჩინეს - რა ნივთიერებებს მიაკვლიეს „დუბაის შოკოლადში“
#post_seo_title

პრემიუმ კლასის, ყველაზე ტრენდული და მაღალ ფასიანი შოკოლადი, რომელიც ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეულია, შეიძლება, თქვენი ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს.

გერმანიაში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, დუბაის შოკოლადში ობის სოკო და ტრანსცხიმები აღმოჩნდა.

კვლევის საგანგაშო შედეგებს გერმანული გავლენიანი გამოცემა “შპიგელი” ავრცელებს.

გერმანიის სურსათის უვნებლობის ლაბორატორიაში შემოწმდა გაერთიანებულ საამიროების, თურქეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის 6 მსხვილი მწარმოებლის დუბაის შოკოლადი.

კვლევის შედეგად კი თურქეთიდან და საამიროებიდან იმპორტირებულ ყველაზე ძვირადღირებულ ნიმუშებში აღმოჩნდა – გლიციდიდინის ტოქსინები, რაფინირებული პალმის ზეთი, ობის აფლატოქსინები, მიკოტოქსინები, ტოქსიკური არომატიზატორები და საღებავები.

შესწავლილი ტკბილეულის შემთხვევაში დარღვეულია ეტიკეტირების წესიც. შეფუთვაზე მითითებული შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალურად გამოყენებული ინგრედიენტებისგან. ასევე არცერთი პროდუქტის ანოტაცია არ იძლევა ინფორმაციას მასში არსებული მძიმე ალერგენების შესახებ.

შემოწმებულ დუბაის შოკოლადის ფილებში აღმოჩენილი დამაბინძურებლები კლასიფიცირებულია, როგორც პოტენციური კანცეროგენები, კანცეროგენები კი სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებელია.

გამოცემა ასევე ამახვილებს ყურადღებას დუბაის შოკოლადის კოლოსალურ ფასზე. ირკვევა, რომ რეალიზაციის ფასი შოკოლადის ინგრედიენტებისა და წარმოების საფასურს, ანუ თვითღირებულებას 20-ჯერ აჭარბებს.

დუბაის შოკოლადი კლასიკური რეცეპტით უნდა შეიცავდეს კაკაოს ცხიმს, ფსტის პასტას, ტახინის ანუ სეზამის პასტას და ცომის ოქროსფერ ძაფებს იგივე კადაიფს. თუ ტკბილეული ხარისხიანი მასალით მზადდება და მომხმარებელს არ აქვს ალერგია ინგრედიენტებზე, ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
#post_seo_title

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.

მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

„ეს ინიციატივა შემუშავდა საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციით, ვინაიდან მისი სურვილიც იყო, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს კანონით გარანტირებული მექანიზმები ჰქონოდა, მათ შორის, სოციალური დაცვის, დაზღვევის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, კანონისმიერი გარანტიები იყოს შემუშავებული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცვლილების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომლებზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისათვის, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგთან აქვს უშუალო შემხებლობა და მაღალი პასუხისმგებლობა გააჩნიათ, ეს ნამდვილად დამატებითი მოტივაცია იქნება.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ანტონ ობოლაშვილი და არჩილ გორდულაძე.

ამავე სხდომაზე კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ წარადგინა.

კომიტეტმა იმსჯელა ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილ საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილ პეტიციაზე „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან“ საქართველოს გამოსვლის მოთხოვნის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება პეტიციის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადაგზავნის შესახებ მისი შემდგომი განხილვის მიზნით.

მარტივი ანალიზით რთული დაავადებების დიაგნოზი – AI ცვლის სამედიცინო დიაგნოსტიკას

#post_seo_title

მარტივი ანალიზით რთული დაავადებების დიაგნოზი – AI ცვლის სამედიცინო დიაგნოსტიკას

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ერთადერთი სისხლის ანალიზი, რომელიც რამდენიმე დაავადებას ერთდროულად ამჟღავნებს — ეს უკვე რეალობაა და არა სამეცნიერო ფანტასტიკა.
მკვლევრებმა შეიმუშავეს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული მოდელი, რომელიც სისხლში B და T ლიმფოციტების რეცეპტორების გენების ანალიზით საშუალებას იძლევა ისეთი დაავადებების სკრინინგი, როგორიცაა:
• HIV
• 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტი
• წითელი მგლურა (ლუპუსი) და სხვა აუტოიმუნური მდგომარეობები
როგორ მუშაობს მოდელი?
• ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედებს (B და T უჯრედებს) აქვთ უნიკალური რეცეპტორები, რომლებიც იცვლებიან დაავადებების დროს
• AI მოდელი სწავლობს ამ გენეტიკურ ნიმუშებს და ცნობს დაავადების არსებობის მიკროსკოპულ ნიშნებს ჯერ კიდევ სიმპტომების გამოვლენამდე
ეს ნიშნავს, რომ:
• მომავალში შესაძლებელი იქნება მრავალრიცხოვანი დაავადების სკრინინგი მხოლოდ ერთი ანალიზით
• დიაგნოსტიკა გახდება უფრო სწრაფი, ზუსტი და ადრეული, რაც მკურნალობასაც უფრო ეფექტიანს გახდის
• ხელს შეუწყობს ისეთი რთულად დასადგენი დაავადებების გამოვლენას, როგორებიცაა აუტოიმუნური და ვირუსული დაავადებები
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
“ეს არის გარდამტეხი მომენტი მედიცინაში – დიაგნოსტიკა გადადის იმ დონეზე, სადაც AI და გენეტიკა ერთიანდებიან.
დღეს უკვე შესაძლებელია ისეთი დაავადებების აღმოჩენა, რომლებიც ადრე მხოლოდ გვიანდელ სტადიაზე ვლინდებოდა.
ეს ინოვაცია აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის – არა მხოლოდ ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში, არამედ საქართველოშიც.”
წყარო:
Medscape – AI Tool Diagnoses Multiple Diseases From One Blood Sample
სტატია სრულად: https://www.medscape.com/viewarticle/992513
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – ჯანმრთელობა, გენეტიკა და ინოვაციური მკურნალობა: https://www.sheniekimi.ge
შენი მედიცინა – სამეცნიერო ფაქტები და პრევენციული რჩევები: https://www.shenimedicina.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD); საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. 25+ წლიანი გამოცდილება გლობალურ და ადგილობრივ ჯანდაცვაში.

შეიძლება იყოს text გამოსახულება

მოდერნას კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა – რეალური იმედი მელანომის და ფილტვების კიბოს წინააღმდეგ

გრიპის ლეტალური შემთხვევები საქართველოში – როგორ ავიცილოთ თავიდან?
გიორგი ფხაკაძე

მოდერნას კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა – რეალური იმედი მელანომის და ფილტვების კიბოს წინააღმდეგ

პროფესორი გიორგი ფხაკაძე
ახალი სამეცნიერო შედეგები გვიჩვენებს, რომ Moderna-ს ექსპერიმენტული კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა mRNA-4157 (V940), რომელიც გამოიყენება კომბინაციაში Merck-ის იმუნოთერაპიით KEYTRUDA® (პემბროლიზუმაბი), რეალურ იმედს იძლევა კანის კიბოს (მელანომა) და ფილტვების კიბოს მკურნალობაში.
რა აჩვენა კვლევამ?
• კვლევა ჩატარდა მელანომის მქონე პაციენტებზე, რომლებსაც კიბო ქირურგიულად ამოეწყვიტათ, მაგრამ მაინც ჰქონდათ მაღალი რისკი ავთვისებიანი უჯრედების დაბრუნების.
• ამ კომბინირებული მკურნალობის შედეგად:
კიბოს განმეორების ან სიკვდილის რისკი შემცირდა 49%-ით
ავთვისებიანი უჯრედების სხვაგან გავრცელების ან სიკვდილის რისკი შემცირდა 62%-ით
გვერდითი მოვლენები უმეტესად მსუბუქი ან საშუალო ხარისხის იყო
ახლა უკვე მიმდინარეობს ფაზა 3-ის კლინიკური ცდები, სადაც ეს მკურნალობა უფრო დიდ ჯგუფებზე ისინჯება, სხვადასხვა ტიპის კიბოზე:
• მელანომა
• არასწორჯრედოვანი ფილტვის კიბო (NSCLC)
• კანის სხვა ავთვისებიანი კიბოები და თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ეს არის მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად სწრაფად პროგრესირებს მედიცინა მაშინ, როცა ინოვაციები და მეცნიერება ერთმანეთს ერთიანდებიან. mRNA ტექნოლოგია, რომელიც უკვე ცნობილია COVID-19 ვაქცინებიდან, ახლა უკვე კიბოს წინააღმდეგაც გვეხმარება. მაგრამ მინდა განვმარტო – ეს ჯერ მხოლოდ კვლევების ფაზაშია და არ ნიშნავს, რომ კიბოს წამალი უკვე გვაქვს. თუმცა ეს არის დიდი ნაბიჯი წინ.“
წყაროები:
1. Clinical Trials Arena. Moderna, MSD’s mRNA-4157 plus Keytruda reduces risk of recurrence in melanoma trial. 27 March 2025.
2. Moderna Investors. Merck and Moderna Initiate Phase 3 Trial Evaluating V940-mRNA-4157.
შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge
შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: https://www.shenimedicina.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.

GLP-1 მიკროდოზირება – მოდის ტენდენცია თუ სამედიცინო რისკი

GLP-1 მიკროდოზირება – მოდის ტენდენცია თუ სამედიცინო რისკი
#post_seo_title

GLP-1 მიკროდოზირება – მოდის ტენდენცია თუ სამედიცინო რისკი.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

დღეს, როგორც პაციენტები, ისე ექიმებიც, სულ უფრო მეტად მიმართავენ GLP-1 agonist პრეპარატების მიკროდოზირებას – მაგალითად, Ozempic, Wegovy და სხვ. მიზანი?

  • ფულის დაზოგვა
  • გვერდითი ეფექტების შემცირება

მაგრამ – ყველა სპეციალისტი არ ეთანხმება, რომ ეს კარგი იდეაა.

რატომ მიმართავენ მიკროდოზირებას?

GLP-1 პრეპარატები თავდაპირველად შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ იყო განკუთვნილი, მაგრამ დღეს ბევრმა ადამიანმა დაიწყო მათი გამოყენება წონის დასაკლებად. იმის გამო, რომ ეს პრეპარატები ძვირია და ხშირია გვერდითი ეფექტები (მათ შორის, გულისრევა, თავბრუსხვევა, ნაწლავური პრობლემები), ზოგი ცდილობს თვითნებურად შეამციროს დოზა.

რა არის პრობლემა?

  • თვითნებური დოზირების შეცვლა არ ნიშნავს უსაფრთხოებას.
  • მიკროდოზა შეიძლება არ იყოს საკმარისი ეფექტისთვის
  • არ არსებობს საკმარისი კვლევები იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური ან უსაფრთხოა მიკროდოზირება
  • წამლის არასწორმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წინააღმდეგობრივი შედეგები

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

„წამალი არის სამედიცინო პროტოკოლით განსაზღვრული საშუალება, და არა TikTok ტენდენცია. მიკროდოზირება შეიძლება იყოს გამოსავალი მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და მკაფიო სამედიცინო მიზეზებით. თვითნებურად შემცირებული დოზით მიღება არ ნიშნავს, რომ გვერდითი ეფექტები აღარ იქნება – შეიძლება უბრალოდ ვეღარ მივიღოთ ის შედეგი, რასაც ველოდით, ან უარესი – მივიღოთ სხვა რისკები.“

წყარო:

Medscape. Some Patients — And Doctors — Turn to Microdosing GLP-1s.

ლინკი: https://www.medscape.com/viewa…/microdosing-glp1-weight-loss

შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge

შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: https://www.shenimedicina.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #GLP1 #მიკროდოზირება #დოზირება #წონისდაკლება #შაქრიანიდიაბეტი #ჯანმრთელობამთავარია #შენიექიმი #შენიმედიცინა @[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/] Giorgi Pkhakadze

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

რა ვირუსია რუსეთში? – სისხლიანი ხველა და მაღალი სიცხე მიკოპლაზმური პნევმონიის ფონზე

#post_seo_title

რა ვირუსია რუსეთში? – სისხლიანი ხველა და მაღალი სიცხე მიკოპლაზმური პნევმონიის ფონზე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
რუსეთში კვლავ აღინიშნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საშიში ახალი გამოწვევა – მიკოპლაზმური პნევმონიის გავრცელება, რომელსაც გარკვეულ რეგიონებში „უცნობ ვირუსადაც“ მოიხსენიებდნენ. ეს დაავადება უკვე იწვევს მძიმე კლინიკურ მიმდინარეობას – მაღალი სიცხით, ძლიერი ხველით და ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლიანი ნახველითაც.
გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ საქმე გვაქვს მიკოპლაზმური პნევმონიით (Mycoplasma pneumoniae) გამოწვეულ ინფექციასთან, რომელმაც თავი დეკემბერშივე იჩინა, თუმცა ახალი ტალღა 2025 წლის მარტში განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდა.
სიმპტომები და მიმდინარეობა:
• დაწყება – დაავადება იწყება საერთო სისუსტით, კუნთების ტკივილითა და უმადობით.
• გართულება – რამდენიმე დღეში ტემპერატურა 39–40°C-მდე იწევს, ხოლო პაციენტები ხშირად ვეღარ დგებიან საწოლიდან.
• ტიპური სიმპტომები – ძლიერი ხველა, ქოშინი, და ხშირად – სისხლიანი ნახველი.
• ტესტების პრობლემა – ინფიცირებულთა COVID-19 და გრიპის ტესტები უარყოფითია, რაც დიაგნოზს ართულებს და პანიკას ზრდის.
გავრცელება და რეაქცია რუსეთში:
პირველი შემთხვევები დეკემბერში დაფიქსირდა, თუმცა 2025 წლის მარტში გავრცელება საგრძნობლად გააქტიურდა. ადგილობრივი მედია საუბრობს ინფიცირებულთა ზრდაზე, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა კვლავ ბუნდოვანია. ექიმების ნაწილი ვირუსს “უცნობს” უწოდებდა მანამ, სანამ დეტალები დაადასტურებდა მიკოპლაზმურ პნევმონიას.
რატომ არის ეს სიგნალი ანტივაქცინაციური მოძრაობებისთვის?
  • მიუხედავად იმისა, რომ მიკოპლაზმური პნევმონია ვაქცინით პირდაპირ არ პრევენირდება, ასეთი დაავადებების გავრცელება ხშირად უფრო მძაფრია ისეთ საზოგადოებებში, სადაც იმუნიზაციის ზოგადი დონე დაბალია.
  • რუსეთში COVID-19-ის ვაქცინაციის მიმართ წინააღმდეგობა ფართოდ იყო გავრცელებული. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა ნდობის კრიზისზე, დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე მიანიშნებს.
მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინა (Evidence-Based Medicine) სწორედ ასეთ ვითარებაში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას – მხოლოდ სანდო სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ეფექტური და უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღება.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„როცა მეცნიერება პროგრესირებს და ახალი ვაქცინები სიცოცხლეს გვინარჩუნებს, ანტივაქცინაციური პროპაგანდა მოსახლეობას საფრთხეში აგდებს. ახალი დაავადებების გავრცელება ხშირად კავშირშია იმუნიზაციის დაბალ დონესთან და მოსახლეობის დაუცველობასთან. დროა, საზოგადოებამ გააცნობიეროს ვაქცინაციის მნიშვნელობა და უარი თქვას დეზინფორმაციაზე.“
წყაროები:
1. Helsinki Times, 29 მარტი, 2025 – “მისტიური ვირუსი რუსეთში იწვევს მძიმე დაავადებას და სისხლიანი ხველას”
2. Dagens, 28 მარტი, 2025 – “მისტიური ვირუსი ვრცელდება რუსეთში: პაციენტები სისხლს ახველებენ”
3. EADaily, 29 მარტი, 2025 – “უცნობი ვირუსი, რომელიც სისხლის ამოხველებას იწვევს, გამოჩნდა რუსეთში”
4. WHO – “ვაქცინები და იმუნიზაცია”
5. CDC – “ვაქცინაციის სარგებელი”
6. ScienceDirect, 2022 – “COVID-19-ის ვაქცინაციის მიმართ მერყეობისა და წინააღმდეგობის განმსაზღვრელები რუსეთში”
7. Известия, მარტი, 2025 – “Вирус, вызывающий у россиян кашель с кровью и высокую температуру, оказался микоплазменной пневмонией”
ლინკი: https://iz.ru
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
პირდაპირი ეთერი:
მოუსმინეთ პროფესორ ფხაკაძეს დამატებით კომენტარებში – როგორ დავიცვათ თავი მსგავს ეპიდემიებზე და როგორ დავძლიოთ დეზინფორმაცია.
გთხოვთ გააზიაროთ პოსტი და დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარებში – ერთად შეგვიძლია საზოგადოების უკეთ დაცვა!
#post_seo_title
შეიძლება იყოს text that says 'ကဗပတခါဂ ടയറ သဖ်ကဝဲဂ 3ဂကဗလ የየ፡ና' გამოსახულება

სტრესი – კიბოს განვითარების რისკფაქტორი

სტრესი – კიბოს განვითარების რისკფაქტორი
#post_seo_title

სტრესი – კიბოს განვითარების რისკფაქტორი.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე 

თანამედროვე სამედიცინო კვლევები მიუთითებენ, რომ ქრონიკული სტრესი შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს კიბოს განვითარების რისკზე. სტრესი არა მხოლოდ ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, არამედ მას შეუძლია ფიზიოლოგიური ცვლილებების გამოწვევა, რომლებიც ორგანიზმის სხვადასხვა სისტემას აზიანებს.

სტრესის გავლენა იმუნურ სისტემაზე

ქრონიკული სტრესი ასუსტებს იმუნურ სისტემას, რაც ორგანიზმს ნაკლებად ეფექტურს ხდის ინფექციებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. სტრესის დროს გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც თრგუნავს იმუნური სისტემის აქტივობას, ამცირებს ანტისხეულებისა და თეთრი სისხლის უჯრედების რაოდენობას, რაც ზრდის ინფექციებისა და სხვადასხვა დაავადების რისკს. 

სტატისტიკური მონაცემები

კვლევების მიხედვით, ქრონიკული სტრესი დაკავშირებულია სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემასთან:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: სტრესი ზრდის მაღალი არტერიული წნევის, გულის შეტევისა და ინსულტის რისკს. 
  • ავტოიმუნური დაავადებები: სტრესის მქონე პაციენტები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ავტოიმუნური დარღვევებისკენ, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი და ფსორიაზი. 

სტრესის მართვის რეკომენდაციები

სტრესის შემცირება და მართვა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. რეკომენდაციები მოიცავს:

  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა: ვარჯიში ხელს უწყობს სტრესის ჰორმონების დონის შემცირებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას. 
  • ჯანსაღი კვება: ბალანსირებული დიეტა ამარაგებს ორგანიზმს საჭირო ნუტრიენტებით, რაც იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
  • საკმარისი ძილი: ხარისხიანი ძილი აუცილებელია ორგანიზმის აღდგენისთვის და სტრესის შემცირებისთვის.
  • რელაქსაციის ტექნიკები: მედიტაცია, იოგა და ღრმა სუნთქვის ვარჯიშები ამცირებს სტრესის დონეს და აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

„სტრესი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ მისი ქრონიკული ფორმა სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს ეფექტური მეთოდები სტრესის მართვისთვის და რეგულარულად იზრუნოს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.“

პროფესორი გიორგი ფხაკაძე 

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

#გიორგიფხაკაძე #სტრესი #კიბო #იმუნური_სისტემა #ჯანმრთელობა #ფსიქიკური_ჯანმრთელობა #საზოგადოებრივი_ჯანდაცვა Giorgi Pkhakadze @[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

 

 

მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო კონფერენციაში – „მშვიდობისა და ნდობის წელი: საერთაშორისო ქმედებების განვითარება ბავშვებისთვის“, მონაწილეობს

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში – „მშვიდობისა და ნდობის წელი: საერთაშორისო ქმედებების განვითარება ბავშვებისთვის“, მონაწილეობს.

კონფერენციაზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სტრატეგიის მიმართულებითა და სოციალური პროგრამების განხორციელების კუთხით.

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის და მიზნობრივი, ვერტიკალური პროგრამების მეშვეობით, მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც მოიცავს ანტენატალურ, პერინატალურ და პოსტნატალურ მოვლას, იმუნიზაციასა და ადრეულ სკრინინგს,
ამასთან, შემცირდა ფინანსური ბარიერები ოჯახებისთვის. ამ ყოვლისმომცველი და ინტეგრირებული მიდგომის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია: ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ერთი წლის ასაკის ბავშვთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 55%-ით შემცირდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ჯანდაცვა და უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის.
„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) პარტნიორობით, ვახორციელებთ ტექნიკური თანამშრომლობის პროექტს, რომლის მიზანია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელოს დანერგვა. ეს ხელს უწყობს ქალებს აქტიურად ჩაერთონ საკუთარი და შვილების მოვლაში ორსულობიდან ბავშვის ადრეულ
განვითარებამდე“, – განაცხადა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძემ, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული ინიციატივების ეფექტიანობას.საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

რა არის TMJ-ს ანკილოზი

რა არის TMJ-ს ანკილოზი
#post_seo_title

ძვლები და სახსრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოძრაობა და ყოველდღიური აქტივობების შესრულება შევძლოთ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დაავადება მათ აზიანებს და არამხოლოდ დისკომფორტს გვიქმნის, არამედ ცხოვრების ხარისხსაც მნიშვნელოვნად აუარესებს.

საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის (TMJ) ანკილოზი დაავადებაა, რომელიც აღნიშნული სახსრის შეხორცებით გამოიხატება; ეს პროცესი ყბის მოძრაობას სრულად ან ნაწილობრივ ზღუდავს. შედეგად, შესაძლოა, ადამიანს მნიშვნელოვნად გაურთულდეს საუბარი, კვება და რთულ შემთხვევებში სუნთქვაც კი. სიტყვა ანკილოზი ბერძნულიდან მომდინარეობს და გაშეშებულ სახსარს ნიშნავს.

TMJ-ის ანკილოზი საკმაოდ იშვიათია, ამიტომ მისი გავრცელების სიხშირე საფუძვლიანად არ არის შეფასებული. ჩვეულებრივ, იგი 10 წლამდე ვითარდება, თუმცა ეს შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს. იმისათვის, რომ მდგომარეობა არ გართულდეს, სიმპტომების დროული ამოცნობა და სამედიცინო ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ დაავადებას ხშირად შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:

  • ყბის მოძრაობის შეზღუდვა ან პირის გაღების უუნარობა;
  • საფეთქელ-ქვედაყბის მიდამოში ტკივილი ან დისკომფორტი;
  • სახის ასიმეტრია;
  • ყბის გადახრა პირის გაღებისას;
  • ჭამისა და ლაპარაკის, ასევე ორალური ჰიგიენის დაცვის გაძნელება;რთულ შემთხვევებში სუნთქვის გაძნელება და ძილის ობსტრუქციული აპნოე.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights