ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას
ცხელ პერიოდებში მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავი რეკომენდაციები:
ბიოსაწვავის (ტყის მასივების) არასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით და გოგირდის დიოქსიდით და ორგანული მინარევებით.
მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებია:
- პირები ჯანმრთელობის უკვე არსებული პრობლემებით (ასთმა და სხვა რესპირატორული დაავდებები, კარდიოვასკულური დაავადებები)
- ხანდაზმული ადამიანები, ბავშვები და ორსული ქალები
- მწეველები
- მეხანძრეები
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში იმოქმედეთ ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით:
- ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების ეპიზოდების დროს დარჩით შენობაში, განსაკუთრებით, კი ბავშვები და ხანშიშესულები;
- ეცადეთ ბინაში შეინარჩუნოთ შედარებით დაბალი ტემპერატურა, არ გააღოთ ფანჯრები;
- კონდენციონერი იცავს ინდივიდს სიცხისა და დაბინძურებული ჰაერისაგან, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
- თუ კონდიციონერს აქვს, როგორც „გარე“, ისე „რეცირკულაციის“ მოწყობილობა, ხანძრის შემთხვევაში ჩართეთ მხოლოდ რეცირკულაციის რეჯიმი;
- შესაძლებლობისამებრ შეუცვალეთ კონდენციონერს ფილტრი და დაუყენეთ მაღალი ეფექტურობის ფილტრი;
- ხანძრის შემთხვევაში გამორთეთ კონდიციონერის სუფთა ჰაერის სავენტილაციო სისტემა;
სახელმწიფო და კომერციულ დაწესებულებებში არსებული სავენტილაციო სისტემები მექანიკურია და განსხვავებულ მიდგომასა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
- უზრუნველყავით ჰაერის დამაბინძურებელი ყველა სხვა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ სიგარეტის გამონაბოლქვი, პროპანის გაზის ან შეშის ღუმელის გამოყენება, აეროზოლების მიმოფრქვევა, საკვების შეწვა
- განსაკუთრებით მოწყვლადმა (რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პაციენტები) პირებმა უნდა გამოიყენოს კორპუსკულარული რესპირატორი
- გარეთ გასვლისას გამოიყენეთ სპეციალური ნიღაბი ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისგან თავის დასაცავად. ასეთი ნიღბების შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი უნდა ფილტრავდეს ძალიან მცირე ნაწილაკებსაც კი, და გერმეტულად იცავდეს ცხვირისა და პირის ღრუს.
- ადრე არსებული ქრონიკული რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირები დაბინძურებული ჰაერის მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან და ესაჭიროებათ დაცვის სხვა მექანზმებიც და სამედიცინო მომსახურეობისადმი ხელმისაწვდომობის მაღალი დონე
- დაბინძურებული ჰაერისადმი მოწყვლადმა პოპულაციამ უნდა მიაკითხოს ეფექტური ვენტილაციის მქონე გაგრილებულ ადგილებს.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/03/31/%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%ab%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90/
sheniekimi.ge


