ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობაშიც კოვიდის პერიოდში გამოვლენილია ნაკლოვანებები და აქვთ ფინანსური ვალდებულებები, სახელმწიფო გარკვეულ საშეღავათო პირობებს სთავაზობს

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
#post_seo_title

ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადება:

„იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობაშიც კოვიდის პერიოდში არსებობდა ნაკლოვანებები და აქვთ სახელმწიფოს წინაშე ფინანსური ვალდებულებები, სახელმწიფო გარკვეულ საშეღავათო პირობებს სთავაზობს.“

კერძოდ, სარჯველაძის თქმით, შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ სამედიცინო დაწესებულებები დღევანდელი მდგომარეობით დავალიანებული თანხის 25 პროცენტს თუ აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, დანარჩენი პასუხისმგებლობისგან პირდაპირ გათავისუფლდებიან.

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ჯამური ვალდებულებების ოდენობა დაახლოებით 26 მილიონ ლარს შეადგენს.

„რამდენიმე საკითხზე მინდა გავაკეთო კომენტარი. პირველი უკავშირდება კოვიდის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების საკითხს. მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული არაერთგვაროვანი შეხედულებები საზოგადოებაში, ინფორმაციაც, რომ სამედიცინო სერვისების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით იყო წარმართული და არსებობდა გარკვეული პრობლემები თვითონ სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაში. მათ შორის, ეს ასახულია არაერთ აქტში, რომლითაც შემოწმდა ასეთი დაწესებულებების იმ პერიოდის საქმიანობა და რომელთან დაკავშირებითაც გამოვლენილი იქნა კონკრეტული ნაკლოვანებები.

მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყველა ამ დაწესებულებას, რომელსაც აქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები წარმოშობილი სახელმწიფოს წინაშე, ფინანსური პასუხისმგებლობის სახით, შეეთავაზება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი მდგომარეობით დავალიანებული თანხის 25 პროცენტს აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, დანარჩენი პასუხისმგებლობისგან პირდაპირ გათავისუფლდებიან. ეს შეთავაზება, პრაქტიკულად, უკვე ძალაში შევა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ.

სამედიცინო დაწესებულებებს მიეცემათ გარკვეული პერიოდი, რომ მომართონ სახელმწიფოს და სწორედ ამგვარად წარიმართება ეს ურთიერთობები. მოგახსენებთ, რომ ჯამური ვალდებულებების ოდენობა გახლავთ დაახლოებით 26 მილიონი ლარი. რაც შეეხება შეთავაზებას, მასთან დაკავშირებით მოგახსენეთ და ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი შეთავაზება. აღნიშვნას იმსახურებს ასევე ის გარემოებაც, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საკმაოდ აქტიური კონსულტაციები თვითონ სამედიცინო დაწესებულებებთან, მათ შორის ბიზნეს სუბიექტებთან, რომლებიც ამ სფეროში ოპერირებენ და ვფიქრობ, მათი მხრიდანაც ამას ექნება პოზიტიური განწყობა, პოზიტიური დამოკიდებულება და არაერთი სამედიცინო დაწესებულება შეძლებს, რომ მინიჭებული შეღავათით ისარგებლოს. ჩვენთვის მთავარი ამოცანა, რომელსაც ვისახავთ ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად, არის მეტი შესაძლებლობის მინიჭება სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რათა მათ შორის ეს ფინანსები წარმართონ და მოახმარონ სწორედ იმას, რასაც ჰქვია პაციენტის საუკეთესო ინტერესის დაკმაყოფილება, ექიმებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, პროფესიული მოვალეობების განსახორციელებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„მთავრობამ მიიღო აქტი, რომელიც დაარეგულირებს სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს“-მიხეილ სარჯველაძე

„გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“-მიხეილ სარჯველაძე
#post_seo_title

ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადება:

„მთავრობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ნორმების განმტკიცება და ამ თვალსაზრისით მოდევნო ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი რეზულტატები ამ მიმართულებით, რომელიც შედეგად მოჰყვა, მათ შორის შრომის ინსპექციის სამსახურის ჩამოყალიბებას, მის ფუნქციონირებას“.

მინისტრის თქმით, მთავრობამ მიიღო აქტი, რომელიც დაარეგულირებს სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა რჩება სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და დასახიჩრებების მაღალი რაოდენობა. სწორედ ამიტომ, შრომის უსაფრთხოების გაძლიერება მთავრობის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. ახალი რეგულაციების მიღება ემსახურება რისკების შემცირებას და დასაქმებულთა დაცულობის უზრუნველყოფას.

ამჟამად ამოქმედდა ახალი ნორმატიული დადგენილება, რომელიც არეგულირებს კონკრეტული სახის დანადგარების უსაფრთხო ფუნქციონირებას სამუშაო სივრცეში. ეს რეგულაცია პირდაპირ გავლენას ახდენს ყველა იმ დაწესებულებაზე და კომპანიაზე, სადაც გამოიყენება ტექნიკური მოწყობილობები.

ახალი სამართლებრივი ჩარჩო მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას აკისრებს დამსაქმებლებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. მათ მოუწევთ შეასრულონ მკაცრად განსაზღვრული ვალდებულებები, რაც მიზნად ისახავს როგორც სამუშაო გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ასევე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას“, –  განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარველაძის განცხადებით, , აღნიშნული ინიციატივა სრულად თავსებადია საქართველოს მთავრობის ერთიან ხედვასთან და სამთავრობო პროგრამის ფარგლებშია გათვალისწინებული. მიმდინარე რეფორმები ქმნის მყარ საფუძველს შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლისთვის.

დგინდება ისეთი სახის ვალდებულებები, როგორიცაა უშუალოდ დანადგარების განთავსებასთან დაკავშირებული ნორმები და სტანდარტები.

„ასევე დგინდება ვალდებულება პროფესიონალებისთვის, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ ამ დანადგარებთან, მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამუშაო ინსტრუქციები, დოკუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოდ ამ დანადგარების გამოყენებას და სხვა. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ ნორმატიული აქტის მოქმედების შემდეგ, 2025 წლის სექტემბრიდან, ესეც თავის მხრივ გამოიწვევს კლებას უბედური შემთხვევებისა დასაქმების ადგილებზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ნორმატიული აქტის მიღებას ითავლისწინებს ასოცირების შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შესასრულებელი აქვს გარკვეული ამოცანები და ამ თვალსაზრისით საკმაოდ მსუყე ნაწილი ჩაითვლება შესრულებულად. ესეც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, მათ შორის ევროპულ სტანდარტებთან ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა მინისტრმა.

ქოლესტერინი – მტერი თუ მეგობარი… როგორ იწვევს ინფარქტს?

ქოლესტერინი – მტერი თუ მეგობარი…
#post_seo_title

ქოლესტერინი – მტერი თუ მეგობარი…

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
ქოლესტერინი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.
ის გვეხმარება:
• უჯრედების სტრუქტურის შენარჩუნებაში
• ჰორმონების გამომუშავებაში
• ვიტამინ D-ის სინთეზში
მაგრამ როცა მისი დონე სისხლში მაღალ ნიშნულს აღწევს — იგი ხდება ჩუმი საფრთხე, რომელიც ეტაპობრივად აზიანებს გულს, ტვინს და მთელ სისხლძარღვთა სისტემას.
რატომ არის ცუდი ქოლესტერინი და როგორ იწვევს ინფარქტს?
ქოლესტერინის ორი ძირითადი ფორმა არსებობს:
• LDL (ცუდი ქოლესტერინი) – გროვდება არტერიების კედლებში და იწვევს ანთებას
• HDL (კარგი ქოლესტერინი) – ეხმარება ორგანიზმს ჭარბი ქოლესტერინის ღვიძლში დაბრუნებაში და გამოდევნაში
LDL-ის მაღალი დონე იწვევს არტერიების შიგნით პლაქების (ბალთების) დაგროვებას, რაც ამცირებს სისხლის ნაკადს.
ეს მდგომარეობა ეწოდება ათეროსკლეროზი — და სწორედ აქედან იწყება:
• ინფარქტი
• ინსულტი
• პერიფერიული არტერიული დაავადება
თუ პლაქა გასკდება, იქ წარმოიქმნება სისხლის შედედება (თრომბი) — რაც შესაძლოა სრულად გადაკეტოს არტერია.
რატომ გვემართება მაღალი ქოლესტერინი?
• ცხიმიანი და მავნე საკვები
• სიმსუქნე
• ფიზიკური უმოქმედობა
• მოწევა
• გენეტიკა
• შაქრიანი დიაბეტი
**მითი: ქოლესტერინი ცუდია —
სიმართლე: ქოლესტერინი აუცილებელია, მაგრამ სწორი ბალანსით!**
რა შეგვიძლია ვქნათ, რომ გულს არ ვავნოთ?
  • ჯანმრთელი კვება – ნაკლები გადამუშავებული ცხიმი და ტრანსცხიმი
  • მეტი ბოჭკოვანი პროდუქტები – ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული
  • ფიზიკური აქტივობა – დღეში 30 წუთი ფეხით სეირნობა მაინც
  • მოწევის სრული შეწყვეტა
  • ექიმთან რეგულარული კონსულტაცია და სისხლის ანალიზი
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ქოლესტერინი ბევრს ეშინია — მაგრამ რეალურად ბალანსი არის გასაღები.
სწორად შერჩეული კვება, მოძრაობა და ინფორმირებულობა არის გულის დაავადებების საუკეთესო პრევენცია.
გულს სჭირდება თავისუფალი გზა – ნუ მისცემთ ქოლესტერინს საშუალებას, რომ დაბლოკოს იგი.“
დასკვნა:
ქოლესტერინი არც “დამნაშავეა” და არც “გმირი”. ის უბრალოდ ბუნებრივი კომპონენტია, რომლის მენეჯმენტი ჩვენზეა დამოკიდებული.
ზედმეტი LDL და ნაკლები HDL = გულის ჩუმი საფრთხე.
დააბალანსეთ სხეული, შეინარჩუნეთ სიცოცხლე.
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – განათლება გულის გადასარჩენად:
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. პროფესორი ფხაკაძე არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კონსულტანტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში და ასევე HelpAge International-ის ყოფილი რეგიონული მრჩეველი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისთვის. მისი საქმიანობა მოიცავს ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიული პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას, განსაკუთრებული აქცენტით მოწყვლადი ჯგუფების — ლტოლვილების, ხანდაზმულების, ბავშვებისა და ქრონიკული პაციენტების მხარდაჭერაზე.
შეიძლება იყოს text გამოსახულება

ვიტამინ K და მეხსიერება – ახალი კვლევა გვაფრთხილებს!

რატომ არის აუცილებელი ხარისხიანი ძილი? - ძილის მნიშვნელობა ტვინის ჯანმრთელობისთვის
#post_seo_title

ვიტამინ K და მეხსიერება – ახალი კვლევა გვაფრთხილებს!

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე,
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ვიტამინ K-ის დაბალი შემცველობა საკვებში შეიძლება უარყოფითად აისახოს მეხსიერებასა და ტვინის მუშაობაზე— განსაკუთრებით სწავლისა და სივრცითი აღქმის უნარებზე.
რა აჩვენა კვლევამ?
კვლევა ჩატარდა შუახნის თაგვებზე. მათ შორის, ვინც დაბალ K ვიტამინის შემცველობით იკვებებოდა, შეინიშნებოდა:
• დაბალი კოგნიტური ფუნქცია
• სუსტი მეხსიერება
• გაუჭირდათ ახალი საგნების ცნობა
• გაუგრძელდათ დრო ლაბირინთიდან გამოსასვლელად
• შეიცვალა ჰიპოკამპის სტრუქტურა (მეხსიერების მთავარი უბანი)
• შემცირდა ნეიროგენეზი — ტვინში ახალი ნეირონების წარმოქმნა
• გაიზარდა ანთებითი პროცესები და ჟანგვითი სტრესი ტვინში
რატომ არის ვიტამინ K ასე მნიშვნელოვანი?
ვიტამინ K მონაწილეობს:
• ნეიროგენეზში (ახალი ნეირონების შექმნა)
• ნეიროანთების შემცირებაში
• ჟანგვითი სტრესისგან ტვინის დაცვაში
• სისხლძარღვების დაცვაში ტვინის შიგნით
რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
ამ კვლევის შედეგები ჯერ მხოლოდ თაგვებზეა დადასტურებული, მაგრამ ტენდენცია ნათელია –
ვიტამინ K შესაძლოა ერთ-ერთი დამცავი ფაქტორი იყოს ტვინის დაბერებისა და კოგნიტური დარღვევების წინააღმდეგ.
სად გვხვდება ვიტამინ K ბუნებრივად?
🥬 ბოსტნეული: ისპანახი, კალე, ბროკოლი, კომბოსტო
🥑 ავოკადო
🥦 ბრიუსელის კომბოსტო
🫛 მწვანე ბარდა
🥒 კიტრი
ზოგიერთი რძის პროდუქტი (განსაკუთრებით ფერმენტირებული)
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„საქართველოში ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების დარღვევები, ალცჰაიმერის შემთხვევები და დეპრესიული ფონი მატულობს.
საკვების ხარისხი და ვიტამინების დეფიციტი ამაში დიდ როლს ასრულებს.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ყოველდღიური რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, ბუნებრივი და მდიდარი ისეთი ვიტამინებით, როგორიცაა ვიტამინი K.“
წყარო:
Hess DC, et al. Vitamin K Deficiency and Cognitive Impairment in Middle-Aged Mice. Journal of Nutrition. 2024.
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – ჯანსაღი აზროვნება იწყება სწორი კვებით:
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. პროფესორი ფხაკაძე არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კონსულტანტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში და ასევე HelpAge International-ის ყოფილი რეგიონული მრჩეველი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისთვის. მისი საქმიანობა მოიცავს ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიული პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას, განსაკუთრებული აქცენტით მოწყვლადი ჯგუფების — ლტოლვილების, ხანდაზმულების, ბავშვებისა და ქრონიკული პაციენტების მხარდაჭერაზე.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – მიხელ სარჯველაძის განცხადება

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
#post_seo_title

ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადება:

„მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამართლებრივად ყველა დაწესებულების მიმართ, რომელთაც აქვთ გარკვეული ფინანსური ვალდებულებები წარმოშობილი სახელმწიფოს წინაშე ფინანსური პასუხისმგებლობის სახით, შევთავაზებთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი მდგომარეობით თანხის დავალიანებაის 25%-ს ისინი აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში დანარჩენი პასუხისმგებლობისგან ისინი პირდაპირ განთავისუფლდებიან…“

 

პაციენტთა საბჭო – “ვივამედში” „აკრედიტაცია კანადის“ ყოველთვიური ვიზიტი და პაციენტთა საბჭოს ჩართულობა – როგორ უმჯობესდება კლინიკის ხარისხი

#post_seo_title

პაციენტთა საბჭო

2025 წლის 30 აპრილს კლინიკა „ვივამედის“ პაციენტთა საბჭო მორიგ შეხვედრაზე შეიკრიბა. შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, რადგან პარალელურად კლინიკას სტუმრობდა „აკრედიტაცია კანადა“ – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვიურად აფასებს კლინიკის ხარისხსა და პაციენტებზე ორიენტირებულ მომსახურებას.

აკრედიტაცია კანადის და ვივამედის პაციენტთა საბჭოს წარმომადგენლები

„აკრედიტაცია კანადა“ ამ დროისთვის ერთადერთი აკრედიტაციის ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ყოველთვიურ მონიტორინგს მის მიერ აკრედიტირებულ 9 კლინიკაში და ჰყავს ადგილობრივად გადამზადებული საერთაშორისო დონის ექსპერტთა გუნდი.

აკრედიტაცია კანადის ექსპერტები თამარ კრავეიშვილი და ირაკლი აფშინაშვილი ყოველთვიური ვიზიტით კლინიკა ვივამედში

ახალი წევრი პაციენტთა საბჭოში – ჩართულობის გაძლიერება

შეხვედრაზე საბჭოს თავმჯდომარემ წარადგინა ახალი წევრი, რომლის დამტკიცებაც ერთხმად მოხდა. საბჭოს შემადგენლობის განახლება კიდევ უფრო ზრდის გადაწყვეტილებების მრავალმხრივობას და პაციენტთა ინტერესების დაცვას.

აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლები იოსებ დემეტრაშვილი და თათია გოჩაძე პაციენტთა საბჭოსთან ერთად ამოწმებენ კლინიკის ფიზიკურ გარემოს

ფიზიკური გარემოს შეფასება – თანამშრომლობა საერთაშორისო ექსპერტებთან

საბჭოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს კლინიკის ფიზიკური გარემოს ყოველთვიურ შემოწმებაში, რომელიც ჩატარდა „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლებსა და კლინიკის მენეჯმენტთან ერთად. ერთობლივად შეფასდა პაციენტებისთვის შექმნილი გარემო, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების მახასიათებლები.

აკრედიტაცია კანადის ექსპერტი ირაკლი აფშინაშვილი ვივამედის თანამშრომლები და პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე

Wi-Fi წვდომის გაუმჯობესება – პაციენტთა რჩევის შედეგი

კლინიკის ადმინისტრაციამ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი რეკომენდაცია ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე უკვე შესრულებულია. Wi-Fi ქსელი გაძლიერებულია კლინიკის მთელ პერიმეტრზე, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტთა გამოცდილებას.


ლაბორატორიის განახლება – კომფორტი და ფუნქციონალი ერთ სივრცეში

შეხვედრის ბოლოს საბჭოს წევრებმა მოინახულეს განახლებული ლაბორატორიული სივრცე. აღინიშნა, რომ გარემო გახდა უფრო ფუნქციური, მოწესრიგებული და მორგებული პაციენტთა საჭიროებებზე, რაც კლინიკის განვითარების კიდევ ერთ წარმატებულ ეტაპს წარმოადგენს.

აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლები იოსებ დემეტრაშვილი და თათია გოჩაძე

 თანამშრომლობა, რომელიც რეალურ შედეგს იძლევა

ვივამედის პაციენტთა საბჭო, „აკრედიტაცია კანადასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით, მკაფიოდ აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართულობამ რეალური ცვლილებები მოიტანოს. კლინიკის სისტემური გაუმჯობესება ყოველთვიური მონიტორინგით და უკუკავშირის მექანიზმებით – სწორედ ეს ქმნის ხარისხიან და ადამიანზე ორიენტირებულ ჯანდაცვას.

 

“პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა” – თურქეთიდან შემოტანილი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

#post_seo_title

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში “სარფი”, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორის 2 სასაქონლო პარტია (საერთო წინა 32 039 კგ.) იქნა შეჩერებული.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის (Tuta Absoluta) დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

თბილისის მერია მიმდინარე წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ ბავშვებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს

თბილისის მერია მიმდინარე წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ ბავშვებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს
#post_seo_title

თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად, შშმ პირებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკურორტო ვაუჩერის მფლობელებს მისი გამოყენება პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, მათთვის სასურველ დროს შეეძლებათ.

„საქართველოს კურორტებზე დასასვენებელ ადგილსა და სასტუმროს ვაუჩერით მოსარგებლე შშმ პირის კანონიერი წარმომადგენელი თავად ირჩევს. როგორც საკურორტო ვაუჩერის რაოდენობა, ისე ვაუჩერის თანხა ყოველწლიურად იზრდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ აღნიშნული ვაუჩერები „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით დარიგდება.

„შშმ პირი/კანონიერი წარმომადგენელი საკურორტო ვაუჩერს მითითებულ მისამართზე „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში მიიღებს. ვაუჩერის მფლობელი, რომელიც კურიერს სახლში არ დახვდება, უკან დაბრუნებული ვაუჩერის აღებას მერიის სერვისცენტრში შეძლებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქალაქები ბერდება – როგორ უნდა მოემზადოს მომავლისთვის საზოგადოება? რას გვთავაზობს მსოფლიო გამოცდილება? – რეკომენდაციები

ქალაქები ბერდება – როგორ უნდა მოემზადოს მომავლისთვის საზოგადოება? რას გვთავაზობს მსოფლიო გამოცდილება? - რეკომენდაციებია
#post_seo_title

ქალაქები ბერდება – როგორ უნდა მოემზადოს მომავლისთვის საზოგადოება?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
დღეს მსოფლიო ორ პარალელურ პროცესს აწყდება:
1. ურბანიზაცია,
2. და მოსახლეობის სწრაფი დაბერება.
მხოლოდ ერთ ფაქტს გადავხედოთ:
2050 წლისთვის 60 წელს გადაცილებულთა რაოდენობა გაორმაგდება და მიაღწევს 2.1 მილიარდს.
მათგან 1.5 მილიარდი ქალაქებში იცხოვრებს.
ეს ნიშნავს, რომ ქალაქების ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის სისტემები, ტრანსპორტი და საზოგადოებრივი სერვისები უნდა გადაკეთდეს იმგვარად, რომ ხანდაზმულთა საჭიროებებს მოერგოს.
რას გვთავაზობს მსოფლიო გამოცდილება?
1. WHO-ს ხედვა – ჯანმრთელი დაბერება იწყება გარემოსთან ადაპტაციით
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ფიზიკურ და სოციალურ გარემოს უზარმაზარი გავლენა აქვს ხანდაზმულთა ჯანმრთელობასა და ფუნქციონირებაზე.
პარტკები, საზოგადოებრივი შენობები, ტროტუარები, ტრანსპორტი — ეს ყველაფერი უნდა იყოს უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ადაპტირებული.
2. BCG-ის რეკომენდაციები – ქალაქების სისტემური ცვლილება აუცილებელია
Boston Consulting Group გვაფრთხილებს:
ყველა ქალაქმა უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც მოიცავს:
• საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას
• ტრანსპორტის მოდერნიზაციას
• ტექნოლოგიებისა და პროდუქტების ადაპტაციას ხანდაზმულთათვის
• კერძო სექტორის ჩართულობას — რესტორნებიდან სასტუმროებამდე
მაგალითად:
• გაზქურები, რომლებიც ტოვებისას სიგნალს გამოსცემენ
• სლაიდერი სახელურები – მექანიკური მოძრაობის გამარტივებისთვის
• დაბალი საწოლები, არასრიალა იატაკები სასტუმროებში
• მორგებული მენიუები ხანდაზმულთათვის რესტორნებში
• ტრანსპორტი და ავიარეისები, რომლებიც ითვალისწინებენ მოძრაობის დარღვევას და სამედიცინო დახმარებას
3. HelpAge International – ხანდაზმულები უნდა გახდნენ ურბანული განვითარების ცენტრი
HelpAge International, რომელიც მრავალი ქვეყნის გამოცდილებას აერთიანებს, ამბობს:
„ქალაქები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ხანდაზმულებს, საკუთარი მომავლის წინააღმდეგ მუშაობენ.“
მათი რეკომენდაციებია:
• მეტი საზოგადოებრივი ჩართულობა – ხანდაზმულების რჩევით საბჭოები
• ჯანდაცვის მომსახურების ადაპტირება და ჰუმანიზაცია
• მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა
• იზოლაციის და მარტოობის პრევენცია
ჯანმრთელობის კომპონენტები დაბერების პროცესში
ხანდაზმულებთან მუშაობისას ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს:
• ქრონიკული დაავადებები: ჰიპერტენზია, დიაბეტი, ართროზი, კარდიოპათიები
• გონებრივი ჯანმრთელობა: დემენცია, დეპრესია, სოციალური იზოლაცია
• ფიზიკური შეზღუდვები: მხედველობის, სმენისა და მოძრაობის დარღვევები
• საზოგადოებრივი მხარდაჭერა: ოჯახის როლი, კავშირი სამეზობლოსთან, სათემო სტრუქტურები
ხანდაზმულების ჯანმრთელობა არის კომბინაცია ბიოლოგიის, სოციალური პირობებისა და გარემოსი.
და საქართველო? მზად ვართ?!
საქართველოში მოსახლეობის დაბერების ტემპი მნიშვნელოვნად აჭარბებს ევროპულ საშუალო მაჩვენებლებს.
ახალგაზრდების მიგრაცია და დაბალი შობადობა ნიშნავს, რომ ჩვენი ქალაქები სულ უფრო მეტად გახდებიან ხანდაზმულთა სივრცეები.
თუმცა რეალობა ასეთია:
• საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითქმის არ ითვალისწინებს ხანდაზმულებს
• კლინიკებში რიგები, ბიუროკრატია და ინფორმაციული ბარიერები
• არ არსებობს მორგებული მენიუები ან მომსახურებები რესტორნებში
• ტროტუარები სრიალა, განათება სუსტი, საზოგადოებრივი პარკები მოუვლელი
საქართველომ უნდა დაიწყოს მუშაობა “ასაკზე მორგებული პოლიტიკის” შექმნაზე — ყველა დონეზე.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„დაბერება არ არის კატასტროფა — ის არის ჩვენი ყველას მომავალი.
თუ დღეს არ მოვამზადეთ ქვეყანა, ქალაქები და სისტემა ხანდაზმულებისთვის, ხვალ ჩვენივე თავი აღმოჩნდება იგნორირებული და დაუცველი.
ასაკი არ უნდა გახდეს ბარიერი, არამედ გახდეს გონივრული განვითარების საშუალება.
დაწყება შეგვიძლია იქიდან, სადაც ვცხოვრობთ — ჩვენი ქუჩიდან, კლინიკიდან, ტროტუარიდან.“
წყაროები:
1. Boston Consulting Group. Urban Populations Are Aging. How Can Cities Adapt? 2025
2. World Health Organization. Global Age-Friendly Cities: A Guide. WHO, 2007
3. HelpAge International. Ageing and the City: Making Urban Spaces Work for Older People. 2022
4. გაეროს მოსახლეობის განვითარების განყოფილება (UN DESA), World Population Prospects, 2022
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – ჯანდაცვა ყველა თაობისთვის:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. პროფესორი ფხაკაძე არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კონსულტანტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში და ასევე HelpAge International-ის ყოფილი რეგიონული მრჩეველი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისთვის. მისი საქმიანობა მოიცავს ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიული პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას, განსაკუთრებული აქცენტით მოწყვლადი ჯგუფების — ლტოლვილების, ხანდაზმულების, ბავშვებისა და ქრონიკული პაციენტების მხარდაჭერაზე.
შეიძლება იყოს 2 ადამიანი and ქუჩა გამოსახულება

რას ამბობს ექსპერტი და რა ცვლილებებია მოსალოდნელი? – „აკრედიტაცია საკმარისი არ არის“

„აკრედიტაცია საკმარისი არ არის“
#post_seo_title

კლინიკებისთვის სავალდებულო აკრედიტაციის ვადა იწურება – რას ამბობს ექსპერტი და რა ცვლილებებია მოსალოდნელი?

1 მაისიდან საქართველოში მოქმედ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებს სრულად უნდა ჰქონდეთ მიღებული საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც მათ საშუალებას მისცემთ გააგრძელონ მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. მიუხედავად მთავრობის მიერ გადავადებული ვადისა, ახლა საკითხი ისევ აქტუალურია – აკრედიტაცია შესაძლოა აღარ იყოს საკმარისი კრიტერიუმი ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად.


რატომ არ კმარა მხოლოდ აკრედიტაცია?

ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ აკრედიტაციის შემოღება არ არის საკმარისი სისტემური ცვლილებისთვის. მისი თქმით, აუცილებელია სანებართვო პირობების გამკაცრება, რათა ბაზარზე დარჩნენ მხოლოდ ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალი ხარისხის მომსახურების და უსაფრთხოების სტანდარტებს.

“თუ კლინიკა ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, ის არ უნდა ფუნქციონირებდეს ბაზარზე – მიუხედავად იმისა, ჩართულია თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში,” – ამბობს ზოიძე.


რას ითვალისწინებს აკრედიტაციის სისტემა?

საერთაშორისო აკრედიტაციის ფარგლებში, კლინიკებმა უნდა დაიცვან სტანდარტები შემდეგ მიმართულებებში:

  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი

  • სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია

  • ინფრასტრუქტურული მოწყობა

  • პაციენტის უსაფრთხოება და გარემო

ეს მოთხოვნები სავალდებულოა ყველა იმ დაწესებულებისთვის, რომელიც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსებით საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში.


ვადები – რას უნდა ელოდნენ კლინიკები?

  • სტაციონარულ კლინიკებს სავალდებულო სერტიფიცირება 2025 წლამდე ჰქონდათ განსაზღვრული, თუმცა ვადა 1 მაისს იწურება.

  • ამბულატორიულ დაწესებულებებს მეტი დრო აქვთ – 2025 წლის ბოლომდე.

2024 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ვადები გადაეწიათ. მიუხედავად ამისა, 1 მაისი რჩება გარდამტეხ დღედ სტაციონარული დაწესებულებებისთვის.


აკრედიტაციის მიღმა – რატომ არის სანებართვო წესების გამკაცრება საჭირო?

ზოიძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორში ხარისხის პრობლემები ხშირად არ შემოიფარგლება მხოლოდ აკრედიტაციის არქონით. ბაზარზე მრავლად არსებობს ისეთი დაწესებულებები, რომლებიც:

  • ვერ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს

  • არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა

  • არ ჰყავთ კვალიფიციური პერსონალი

ამასთან, არსებობს კლინიკებიც, რომლებიც არ არიან ჩართული სახელმწიფო პროგრამებში, თუმცა მაინც აგრძელებენ პაციენტების მიღებას უსაფრთხოების მინიმალური გარანტიების გარეშე. ზოიძე სწორედ ამას მიიჩნევს სისტემის ერთ-ერთ მთავარ რისკად.


დასკვნა

აკრედიტაცია – მხოლოდ დასაწყისია. სისტემის რეფორმირებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ სტანდარტების შემოღება, არამედ მკაცრი რეგულაციებისა და სანებართვო წესების დამკვიდრებაც, რათა პაციენტებს ყველა სამედიცინო დაწესებულებაში დახვდეთ უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურება.

კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის აუცილებლობაზე ჯანდაცვის სამინისტრო 2022 წლიდან საუბრობს. პირველ ეტაპზე სტანდარტებზე მორგების ვადად 2025 წელი განისაზღვრა. 2024 წლის 31 დეკემბრის მთავრობის დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო აკრედიტაციის ვადები გახანგრძლივდა. ამბულატორიებს ვადა 2025 წლის ბოლომდე აქვთ, სტაციონარულმა დაწესებულებებმა კი შესაბამისი სერტიფიკატები სამინისტროს 1 მაისამდე უნდა წარუდგინონ.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights