ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში “სარფი”, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორის 2 სასაქონლო პარტია (საერთო წინა 32 039 კგ.) იქნა შეჩერებული.
სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის (Tuta Absoluta) დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. “პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა” – თურქეთიდან შემოტანილი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 2]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/04/30/%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98/
sheniekimi.ge
