„ეს არასწორია, როცა ადამიანს ვეუბნებით – „თავი ხელში აიყვანე”
ისტორიულ მიღწევა – მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია სუპერბაქტერიების წინააღმდეგ ახალი ანტიბიოტიკების შექმნა 24 საათზე ნაკლებ დროში
ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია სუპერბაქტერიების წინააღმდეგ ახალი ანტიბიოტიკების შექმნა 24 საათზე ნაკლებ დროში
ჩინურმა ბიოტექნოლოგიურმა ლაბორატორიამ მიაღწია სასწრაფო და ისტორიულ მიღწევას – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ერთ დღეში შექმნა ძლიერი ახალი ანტიბიოტიკები.
ეს პრეპარატები არ წარმოადგენს ძველი პრეპარატების მცირე ვარიაციას – ისინი სრულიად ახალია, ნულიდან შექმნილია წამლის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების სამიზნედ, რომლებიც ყველა არსებულ მკურნალობას უპირისპირდებიან.
ეს ნამუშევარი, რომელიც ცინჰუას უნივერსიტეტსა და პეკინის გენომიკის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობით შესრულდა, მოიცავდა ხელოვნური ინტელექტის მოდელის ტრენინგს 2 მილიონზე მეტი ნაერთის ქიმიურ სტრუქტურებზე. სისტემა სწავლობს, თუ როგორ მუტაციას განიცდიან ბაქტერიები და ვითარდებიან რეზისტენტობა, შემდეგ კი ახდენს ათასობით მოლეკულის სიმულირებას, რომლებიც დაუკავშირდებიან სპეციფიკურ ბაქტერიულ მემბრანებს ან ფერმენტებს.
ადრეულ ლაბორატორიულ ტესტებში, ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებულმა რამდენიმე ანტიბიოტიკმა გაანადგურა Klebsiella, MRSA და Acinetobacter შტამები – პათოგენები, რომლებიც ცნობილია თითქმის ყველა ჩვეულებრივი პრეპარატისადმი რეზისტენტობით. ზოგიერთმა მათგანმა თაგვებში ეფექტი აჩვენა ინექციიდან 12 საათის განმავლობაში.
სიჩქარე ყველაფერია. ტრადიციული ანტიბიოტიკების შემუშავებას წლები სჭირდება. ამ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეადგინოს და გამოსცადო კანდიდატების მოკლე სია ღამით. თუ უფრო ფართომასშტაბიან კვლევებში დადასტურდება, ამან შეიძლება გადატვირთოს გლობალური ანტიბიოტიკების შეიარაღების რბოლა.
გუნდი ამჟამად სისტემის ლიცენზირებას აზიის მასშტაბით საავადმყოფოებისა და ბიოტექნოლოგიური სტარტაპებისთვის ისახავს მიზნად, რაც სხვებს ადგილობრივ აფეთქებებზე მყისიერი რეაგირების საშუალებას მისცემს.
უცხო სხეულის ამოღებისას ექიმს სამედიცინო იარაღი ჩაუტყდა ყურის სასმენ მილში – 3 წლის ბავშვისთვის ზიანის მიყენებისთვის ექიმს 6 თვით პროფესიული საქმიანობა შეუჩერდა
საიას ინფორმაციით, სამი წლის ბავშვისთვის გაწეული არასწორი, არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გამოწვეული ზიანისთვის, სამედიცინო დაწესებულებას ზიანის ანაზღაურება დაევალა.
სამი წლის ბავშვის და მისი ოჯახის ინტერესებს საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა.
„საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 3 წლის პაციენტი სამედიცინო დახმარებისთვის მიიყვანეს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვს უცხო სხეული (პლასტმასის ბურთულა) ჰქონდა ყურში მოთავსებული და საჭიროებდა მის ამოღებას.
უცხო სხეულის ამოღებისას ექიმს სამედიცინო იარაღი ჩაუტყდა ყურის სასმენ მილში, რომლის ამოღებაც ვეღარ მოხერხდა. აღნიშნულის შედეგად ბავშვს განუვითარდა სახის ასიმეტრია და დაუზიანდა სასმენი მილი. ბავშვის დიაგნოზია სმენის მეორე ხარისხის დაქვეითება მარჯვენა ყურში, რის გამოც მას მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი“, – წერს საია.
მათივე ინფორმაციით, მცირეწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ და სასამართლოს.
„სააგენტომ გაწეული სამედიცინო დახმარების შემოწმების შედეგად დაადგინა მთელი რიგი დარღვევები. კერძოდ, გამოიკვეთა, რომ ბავშვის მიმართ არ იქნა გათვალისწინებული პედიატრიული გადაუდებელი მდგომარეობების შემთხვევაში პაციენტის საგულდაგულო გამოკვლევის/გასინჯვის მოთხოვნები, დიაგნოსტიკური ტესტების ერთდროული გამოყენების შედეგად არ იქნა შეფასებული რისკები და განხორციელებული მკურნალობა და სხვ.
პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას, ექიმს 6 თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებით, ბავშვისა და ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებას მათ სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ გაწეულ სამედიცინო დახმარებას შედეგად არ მოჰყვა პაციენტის გამოჯანმრთელება. მეტიც, მისი მდგომარეობა პოსტოპერაციულად გართულდა და საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბავშვი დამატებით ოპერაციულ ჩარევას და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს“, – წერს საია.
ბავშვების რეგულარული ფიზიკური აქტივობა – გაეცანით ინტენსივობის დონეებს და თქვენი ასაკისათვის განსაზღვრულ ნორმებს:
ბავშვების რეგულარული ფიზიკური აქტივობა
რას ნიშნავს რეგულარული ფიზიკური აქტივობა?
ფიზიკური აქტივობა არის ჩვენი სხეულის ნებისმიერი მოძრაობა კუნთებით, რომელიც მოითხოვს ენერგიის ხარჯვას. რეგულარული კი ნიშნავს, როდესაც ამ მოძრაობებს თანაბრად და სისტემატურად ვასრულებთ.
ფიზიკური აქტივობის დასახასიათებლად გამოიყენება ინტენსიურობა და მისი დონეები.
ინტენსიურობა ეს არის ფიზიკური აქტივობის საზომი ერთეული და გვიჩვენებს თუ რამდენად დაძაბული მუშაობს ადამიანი, განსაზღვრული სახის აქტივობის შესრულების დროს[i], (ან ეს არის ენერგიის რაოდენობა, რომელსაც იყენებს ორგანიზმი მოძრაობის დაწყების მომენტიდან[ii]). დაძაბულობის მიხედვით კი ასხვავებენ: დაბალინტენსიურ, საშუალო ინტენსიურ და მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას.
დაბალინტენსიური ფიზიკური აქტივობის დროს, ხვდებით ალბათ, ისე არ დავიღლებით რომ გულის ცემა და პულსი აგვიჩქარდეს, არც კუნთები დაგვეძაბება და გაგვივარჯიშდება. ამიტომ, დამეთანხმებით ასეთი ფიზიკური აქტივობისთვის დროის დაკარგვა არ ღირს.
თუ გნებავთ, რომ ფიზიკური აქტივობით სერიოზულად დაკავდეთ, გაეცანით ინტენსივობის დონეებს და თქვენი ასაკისათვის განსაზღვრულ ნორმებს:
- საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის დროს გულის ცემის რითმი და პულსი, ოდნავ შესამჩნევად შეგეცვლებათ და აგიჩქარდებათ, თუ: ყოველდღე არანაკლებ ერთი საათი ივლით ჩქარი ნაბიჯებით, იცეკვებთ, ველოსიპედით ისეირნებთ ზომიერი სიჩქარით, საშინაო საქმიანობაში მოეხმარებით ოჯახის წევრებს და სხვა მრავალი, თვითონაც შეგიძლიათ ყოველდღე რამე ახალი მოიფიქროთ.
- მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობის დროს გულის ცემის რითმი და პულსი საგრძნობლად აგიჩქარდებათ, ოფლიც უხვად გამოგივათ. თუ: ირბენთ, ველოსიპედით მაღალი სიჩქარით ისეირნებთ, ენერგიულად იცეკვებთ, დაკავდებით აერობიკით, იცურავებთ, სხვადასხვა სპორტულ თამაშებში და შეჯიბრებებში ჩაერთვებით. აგრეთვე, თუ ასეთი ფიზიკური აქტივობით კვირაში არანაკლებ სამი დღე მინიმუმ ერთი საათით დაკავდებით, ეს თქვენი ძვალ-კუნთოვანი სისტემის განვითარებისათვის საუკეთესო საშუალება იქნება.
ზაფხული საუკეთესო დროა სუფთა ჰაერზე, ნებისმიერ ამინდში, დროის დიდი ნაწილი გაატაროთ რეგულარული ფიზიკური აქტივობით და აინაზღაუროთ მთელი წლის დანაკლისი, რასაც სკოლაში სწავლის გამო ვერ ახერხებდით.
თუ ზაფხული ძალიან ცხელი აღმოჩნდა ფიზიკური აქტივობა უნდა განახორციელოთ დღის შედარებით გრილ ნაწილში: დილით ადრე ან საღამოს. შუადღის სიცხეში, სახლში დარჩით და წიგნი წაიკითხეთ: გონებასაც ხომ უნდა „გავარჯიშება“ ზაფხულში?!ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო
რატომ უნდა ჩავალბოთ ფეხები ძმარში კვირაში ერთხელ
ვაშლის ძმარს წონის დასაკლებად, მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ და სასუნთქი სისტემის გასაჯანსაღებლად უკვე დიდი ხანია იყენებენ. იგი ასევე იდეალურად ანახლებს კანის მდგომარეობასაც.
ჩვენ ფეხებს ყოველდღიურად უამრავ მიკრობთან აქვთ შეხება და ჟანგბადის ნაკლებობის შედეგად ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების, სოკოს, ცუდი სუნის და წყლულების გაჩენა. მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ძმარის აბაზანა საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს.
ძმარში ფეხების ჩაყოფა მოგაშორებთ უსიამოვნო სუნს, განკურნავს სოკოვან ინფექციებს, შეარბილებს კანს და ა.შ. გააგრძელეთ კითხვა
„პრეპარატებს გააჩნია მკაცრად განსაზღვრული ჩვენება, დოზირება და გამოყენების ხანგრძლივობა – არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ეს მედიკამენტები არ იყიდება რეცეპტის გარეშე და არ გამოიყენება იმ რაოდენობით, რაც საქართველოში..“
პარაზიტოლოგი ირმა კოკაია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს ჭიების საწინააღმდეგო – ანტიჰელმინთური პრეპარატების გამოყენებაზე:
რატომ გვავიწყდება მარტივი დეტალები და როდის უნდა მივმართოთ ექიმს – “თუ ადამიანს დღის მანძილზე 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც აქვს განცდა, რომ რაღაც დაავიწყდა, საყურადღებოა”
როგორ მივხვდეთ, რომ მეხსიერების პრობლემები გვაქვს, რატომ გვავიწყდება მარტივი დეტალები და როდის უნდა მივმართოთ დაუყოვნებლივ ექიმს
ყველას გვქონია მომენტი, როცა ვერ ვიხსენებთ, – დავკეტეთ კარები? ტელეფონი დასატენად ჩავრთეთ? თუმცა, როცა ასეთი შემთხვევები გახშირდება და ყოველდღიურ რეჟიმში გვხვდება, შესაძლოა საქმე მხოლოდ უბრალო გადაღლას არ ეხებოდეს.
გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე საუბრობს:
რატომ გვავიწყდება ის, რაც თითქოს უნდა გვახსოვდეს?
დავიწყების ასეთი ეპიზოდები ხშირად სტრესულ პერიოდებთანაა დაკავშირებული. როცა გონება გადატვირთულია ან ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეა კონცენტრირებული, ტვინს აღარ რჩება რესურსი ყოველდღიური დეტალების დასამახსოვრებლად. ასეთ დროს შეიძლება თავი ისე ვიგრძნოთ, თითქოს “ავტოპილოტზე” ვმოქმედებთ — კალამი ხელში გვიჭირავს და მაინც ვეძებთ, ან ტელევიზორის პულტის სად დავდეთ, გვავიწყდება.
მაგრამ თუ მსგავსი ქცევა ყოველდღიურობას აფერხებს, ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. მაგალითად:
-
დღის განმავლობაში რამდენჯერმე გახსენება გჭირდება, დაასხი თუ არა ყავა,
-
დილიდან გიჩნდება განცდა, თითქოს რაღაც დაგავიწყდა და ვერ იხსენებ რა,
-
ხშირად იკარგება ნივთები, სათვალე, გასაღები, მობილური და ა.შ.
ეს ყველაფერი ქრონიკული სტრესის სიმპტომი შეიძლება იყოს, რომელიც მეხსიერებაზე ნეგატიურად მოქმედებს.
მეხსიერების გაუარესების ეტაპები და რისკები
დასაწყისში ადამიანი მხოლოდ მოქმედების შესრულებაში ეჭვობს — მაგალითად, გათიშა თუ არა დენი. შემდგომ ეტაპზე შესაძლოა საუბრის კონკრეტული ფრაზაც დაავიწყდეს. როცა დავიწყება ყოველდღიური ხდება და უკვე ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას, აუცილებელია პროფესიონალ თერაპევტთან კონსულტაცია.
როდის მივმართოთ სპეციალისტს?
მეხსიერების პრობლემის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ნიშნებს:
-
თუ დღის განმავლობაში 2-3-ჯერ მაინც გიჩნდება განცდა, რომ მნიშვნელოვანი რამ დაგავიწყდა;
-
გახსენებისთვის საჭირო ენერგია და დრო იმატებს;
-
ყურადღების ფოკუსირება გიჭირს, ვერ ერთვები პროცესებში;
-
ცხოვრება აღარ არის კომფორტული ყოველდღიური დავიწყების გამო.
ეს შეიძლება მეხსიერების პრობლემის ან ფსიქოლოგიური სტრესის ნიშანი იყოს. ორივე შემთხვევაში საჭიროა პროფესიული შეფასება და საჭიროების შემთხვევაში — თერაპია.
როგორ მოქმედებს სქროლვა და სოციალური ქსელები მეხსიერებაზე?
თანამედროვე ციფრული ჩვევები, განსაკუთრებით მოკლე ვიდეოების ყურება და უწყვეტი სქროლვა, მეხსიერების დაქვეითებას ხელს უწყობს. სპეციალისტების თქმით:
„როცა ადამიანი სწრაფად ითვისებს დიდ ინფორმაციას მოკლე დროში — მაგალითად, 15 წამში რამდენიმე ვიზუალურ შეტყობინებას იღებს — აღქმა ზედაპირული ხდება. ეს გრძელვადიანი მეხსიერებისთვის საზიანოა.“
სქროლვა აქვეითებს კონცენტრაციის უნარს და ტვინს აჩვევს ზედაპირულ და სწრაფ რეაქციებზე დაფუძნებულ ქცევას. ეს იწვევს იმას, რომ ტვინი აღარ “ფიქრობს” დეტალებზე — შედეგი კი დავიწყებაა.
როგორ დავიცვათ მეხსიერება სტრესისგან?
რეკომენდაციები:
-
მეტი ფიზიკური აქტივობა – ფეხით სიარული, ბუნებაში ყოფნა;
-
ეკრანთან გატარებული დროის რეგულირება;
-
საკმარისი ძილი და სტაბილური დღის რუტინა;
-
ცნობიერების ვარჯიშები (Mindfulness, Journaling);
-
საჭიროების შემთხვევაში – თერაპიასთან მიმართვა.
„ადამიანს, როგორც წესი, გამოცდილებაში ერთხელ მაინც აქვს მომენტი, როცა არ იცის, ესა თუ ის მოქმედება გააკეთა თუ არა. ან შესაძლებელია, ჰგონია, რომ რაღაც შეასრულა, მაგრამ დარწმუნებული არ არის… ეს, როგორც წესი, დასაწყისში შფოთვიდან გამომდინარეა. ადამიანი შესაძლოა სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხზეა ფოკუსირებული და დავიწყებაც აქედან გამომდინარეობს. მაგრამ, თუ ანალოგიური შემთხვევები ძალიან ხშირია და თუნდაც ყოველდღიური ხასიათი აქვს, ადამიანს ყოველდღე ავიწყდება, სად დადო ტელევიზორის პულტი, სათვალე, საყურადღებოა. ან შესაძლოა, კალამი ხელში უჭირავს და მაინც ეძებს – ასეთ დროს ქრონიკულ სტრესზე ვსაუბრობთ, რომელიც შესაძლებელია, უფრო მძიმე ფორმაში, მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებში გადავიდეს. ამას ცალკე დამატებითი კვლევები სჭირდება. მეხსიერების პრობლემებს განგრძობადობა და ჩაღრმავება ახასიათებს. მაგალითად, გართულების ნაწილში შეიძლება, დღეს ადამიანმა არ იცოდეს, რა გააკეთა, გამორთო თუ არა ტექნიკა. ხოლო, ხვალ ისიც დაავიწყდეს, იმ მომენტში რა თქვა. ეს უკვე რთულ ფორმად ითვლება.
თერაპევტთან მისვლის საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანს ცხოვრების პირობებში ხელი ეშლება. როდესაც ესა თუ ის ქცევა ნამდვილად აზიანებს და ძალიან დიდი ენერგიის ჩადება სჭირდება იმისათვის, რომ სხვადასხვა მომენტი გაიხსენოს. მიუხედავად განრიგისა, თუ ადამიანს დღის მანძილზე 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც აქვს განცდა, რომ მეხსიერების ნაწილში რაღაც დაავიწყდა, არ არის კომფორტულად, უჭირს, სრულად იყოს ჩართული პროცესში, რა თქმა უნდა, ასეთ დროს თერაპევტები ერთვებიან. შეიძლება, მეხსიერების პრობლემა საერთოდ არ ჰქონდეს და აღნიშნულ ნიშნებს სტრესი განაპირობებდეს. ხშირ შემთხვევაში, მეხსიერების დაბინდვა, დავიწყება, სხვადასხვა მომენტის ამოვარდნა შეიძლება, ძლიერი სტრესის მკაფიო სიმპტომი იყოს. ეს სიმპტომები მეც, თერაპევტსა და ჩემს კლიენტებსაც მიანიშნებს, რომ რაღაც სასწრაფოდ შესაცვლელია. შესაძლოა, ცხოვრების ხარისხი შეიცვალოს, ძილიანობა გამოკეთდეს. ფეხით სიარული, ბუნებასთან მეტი კონტაქტი – ესეც დამხმარე მექანიზმია ხოლმე.“
გლობალური დათბობის გავლენა – 2100 წლისთვის ზაფხულმა შესაძლოა წელიწადის ნახევარი მოიცვას
გლობალური დათბობის გავლენა: ზაფხულის სეზონი შეიძლება ექვს თვემდე გაიზარდოს 2100 წლამდე
ახალი სამეცნიერო კვლევის მიხედვით, საუკუნის ბოლომდე დედამიწაზე ზაფხულის პერიოდი შესაძლოა მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს – თუკი კლიმატის ცვლილება იგივე ტემპით გაგრძელდა, 2100 წლისთვის ეს სეზონი ნახევარ წელზე მეტხანს გასტანს.
ეს პროგნოზი კარგად ჟღერს დასვენებებისთვის. მეცნიერები მიუთითებენ, რომ გრძელი და ინტენსიური სიცხის პერიოდები მრავალი საფრთხის მატარებელია როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, ისე ბუნებრივი გარემოსთვის და სოფლის მეურნეობისთვის.
ზაფხულის გახანგრძლივების შესაძლო შედეგები
ხანგრძლივი სიცხე შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი პრობლემები:
-
კოღოებით გადამდები ინფექციების (მაგალითად, დენგეს ცხელება) გავრცელების ზრდა
-
ტყის ხანძრების გახშირება
-
ალერგენების უფრო ხანგრძლივი სეზონი
-
ბუნებრივი ეკოსისტემების დისბალანსი
-
ცხოველთა მიგრაციის და მცენარეული საფარის ცვლილება
-
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ვარდნა ან არასტაბილურობა
კლიმატის ცვლილება უკვე ახდენს გავლენას სეზონურ ციკლებზე, რაც აშკარად აისახება ბუნებრივ პროცესებსა და ადამიანთა ეკონომიკურ საქმიანობაზე.
როგორ შეიცვალა სეზონები ბოლო 60 წელიწადში?
გლობალურ დონეზე სეზონური ცვლილებების ტენდენცია უკვე თვალსაჩინოა. 1950-იან წლებიდან დღემდე ზაფხულის ხანგრძლივობა საშუალოდ 17 დღით გაიზარდა. კონკრეტულად, 1952-დან 2011 წლამდე პერიოდში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხული 78 დღიდან 95 დღემდე გაიზარდა. იმავე პერიოდში, ზამთარი 76-დან 73 დღემდე შემცირდა და თანდათან თბილი გახდა. გაზაფხული და შემოდგომაც შეკვეცილ სეზონებად იქცა.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კლიმატოლოგი იუპინგ გუანი, ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესები გავლენას ახდენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ისე მთელ ბიომრავალფეროვნებაზე.
რატომ არის ეს პროგნოზი მნიშვნელოვანი?
გახანგრძლივებული ზაფხული ნიშნავს არა მხოლოდ მეტ ცხელ დღეს, არამედ ღრმა სისტემურ ცვლილებებს გარემოში. ეს გავლენას მოახდენს მოსავლის ციკლებზე, წყლის რესურსებზე, ტყეებზე, ცხოველთა მიგრაციაზე და იმ დაავადებებზე, რომელთა გავრცელებას კლიმატი განაპირობებს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო დიდია ნაწლავში ამ ბაქტერიის რაოდენობა, მით უფრო მძიმეა დაავადების სიმპტომები
პარკინსონის დაავადების შემთხვევები ძალიან სწრაფად იზრდება გლობალურად. სწრაფად იზრდება იმ კვლევების რაოდენობაც, რომლებიც ნაწლავ- ტვინის ღერძის მნიშვნელობას ადასტურებს და კოგნიტურ პათოლოგიებს ვირუსებთან და ბაქტერიებთან აკავშირებს.
მეცნიერთა უნიკალური აღმოჩენა – სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 30-ით გაზარდა
ევროპელმა მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატი თაგვებზე გამოცადეს და აღმოაჩინეს, რომ ამან მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 30-ით გაზარდა. ასევე, მღრღნელები ჯანმრთელ მდგომარეობაში უფრო დიდხანს იყვნენ, მათში ქრონიკული ანთება შემცირდა და სიმსივნის ჩამოყალიბებაც გადავადდა.
მედიკამენტები რეპამიცინი და ტრამეტინიბი სწორედ სხვადასხვა ტიპის სიმსივნის სამკურნალოდაა შექმნილი. ასევე, პირველი მათგანი გადანერგილი ორგანოების უკუგდების პრევენციისთვისაც ინიშნება და ექსპერიმენტებში ცხოველთა სიცოცხლეც გაახანგრძლივა. მეორე პრეპარატმა იგივე შედეგი მწერ დროზოფილას შემთხვევაში აჩვენა, მაგრამ უფრო დიდ ორგანიზმებზეც ვრცელდებოდა თუ არა ეს ეფექტი, უცნობი იყო.
ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა თაგვებზე ისინი ცალ-ცალკე და ერთად გამოცადეს. რეპამიცინმა მღრღნელების სიცოცხლე 17-18%-ით გაახანგრძლივა, ხოლო ტრამეტინიბმა — 7-16%-ით. საერთო ძალებით ჩატარებული თერაპიისას ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყო და 26-35%-ს აღწევდა. გააგრძელეთ კითხვა










