ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო დიდია ნაწლავში ამ ბაქტერიის რაოდენობა, მით...

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო დიდია ნაწლავში ამ ბაქტერიის რაოდენობა, მით უფრო მძიმეა დაავადების სიმპტომები

პარკინსონის დაავადების შემთხვევები ძალიან სწრაფად იზრდება გლობალურად. სწრაფად იზრდება იმ კვლევების რაოდენობაც, რომლებიც ნაწლავ- ტვინის ღერძის მნიშვნელობას ადასტურებს და კოგნიტურ პათოლოგიებს ვირუსებთან და ბაქტერიებთან აკავშირებს.

ერთ-ერთი მორიგი კვლევა ნაწლავის მიკრობიოტის გარკვეულ ბაქტერიებს, Desulfovibrio ბაქტერიების ოჯახის სპეციფიკურ შტამებს, პარკინსონის დაავადების განვითარებასთან აკავშირებს.
კვლევები აჩვენებს, რომ პარკინსონის დაავადების შემთხვევების მხოლოდ მცირე წილი, დაახლოებით 10% არის გამოწვეული ცალკეული გენებით.
2021 წელს პროფესორ პერ სარისის ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, რომელმაც აჩვენა, რომ Desulfovibrio ბაქტერიების ოჯახის ერთ-ერთი ბაქტერია დაკავშირებულია პარკინსონის დაავადების განვითარებასთან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო დიდია ნაწლავში ამ ბაქტერიის რაოდენობა, მით უფრო მძიმეა დაავადების სიმპტომები.
იგივე კვლევის გამეორებით, ჩინელი მკვლევარებიც მივიდნენ იმავე დასკვნამდე, რომ Desulfovibrio ბაქტერიების სპეციფიკურმა შტამებმა შესაძლოა გამოიწვიოს პარკინსონის დაავადება.
ამ ბოლო კვლევის ძირითადი აღმოჩენა იყო ის, რომ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების ნაწლავში ეს შტამები იწვევენ α-სინუკლეინის ცილების აგრეგაციას სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე, რომლებიც ცთომილი ნერვის მეშვეობით გადაადგილდებიან თავის ტვინში. ამ ბაქტერიების ნაწლავიდან ელიმინაციის შემდეგ წყდება α-სინუკლეინის ცილის აგრეგაცია, რაც პოტენციურად ანელებს და ამსუბუქებს პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების სიმპტომებს.
აღნიშნული კვლევები იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც თავის ტვინის პათოლოგიებს ვირუსებთან და ბაქტერიებთან აკავშირებს; კონკრეტულად კი, ეპშტეინ-ბარის ვირუსს კვლევები აკავშირებს გაფანტული სკლეროზის განვითარებასთან და ბაქტერიებს, Porphyromonas gingivalis და Fusobacterium nucleatum, ალცჰაიმერის დაავადებასთან.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ვირუსები და ბაქტერიები სავარაუდო გამომწვევი ფაქტორებია, რომელთა არსებობა ჩვენს ორგანიზმში არ მიუთითებს იმაზე, რომ დაავადება აუცილებლად განვითარდება. პერსონალიზირებული მედიცინის პროტოკოლებმა, ცხოვრების წესის არჩევანმა და სწორად შერჩეულმა ანტივირუსულმა ან ანტიბაქტერიულმა საშუალებებმა- ყველა ამ ფაქტორმა ერთად, შეიძლება იმოქმედოს დაავადების განვითარების რისკებზე და შედეგებზე.
პრევენცია
Desulfovibrio ბაქტერიების (პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებული) პრევენცია:
Desulfovibrio არის ბაქტერიების მრავალფეროვანი ჯგუფი და ყველა შტამი არ არის საზიანო. ამიტომ, პრევენციაზე საუბრისას, აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ პოტენციურად მავნე შტამების ზემოქმედების შემცირებაზე, არამედ, მთლიანობაში დაბალანსებული და მრავალფეროვანი ნაწლავის მიკრობიომის პოპულარიზაციაზე. სასურველი იქნება შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
-რამდენადაც Desulfovibrio ბაქტერიების მავნე შტამების ექსპოზიცია გარემოდან ხდება, ამიტომ, პირადი ჰიგიენის დაცვა, როგორიცაა ხელების რეგულარული დაბანა საპნითა და წყლით, დაგეხმარებათ შეამციროთ მავნე ბაქტერიების ზემოქმედების რისკი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭამამდე, ტუალეტის გამოყენების შემდეგ და პოტენციურად დაბინძურებულ ზედაპირებთან ან საგნებთან კონტაქტის შემდეგ.
-მოიხმარეთ სუფთა, გაფილტრული წყალი და სწორად მოხარშული და დამუშავებული საკვები. ზედმიწევნით კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული მოამზადეთ ხორცი რეკომენდებულ ტემპერატურაზე.
-ნაწლავის ჯანსაღი და მრავალფეროვანი მიკრობიომი დაგეხმარებათ დაბალანსებული ეკოსისტემის შენარჩუნებაში, რაც ამცირებს მავნე ბაქტერიების ჭარბად ზრდის ალბათობას. ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომისტვის ყურადღება გაამახვილეთ ბოჭკოთი, ნატურალური, მთლიანი საკვებით და სხვადასხვა ხილითა და ბოსტნეულით მდიდარ დიეტაზე. მიირთვით ფერმენტირებული საკვები, როგორიცაა იოგურტი, კეფირი, მჟავე კომბოსტო და კიმჩი, რომელიც შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს. განიხილეთ პრობიოტიკების დამატება ჯანდაცვის პროფესიონალის ხელმძღვანელობით.
-ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაწლავის მიკრობიომზე და გაზარდოს მგრძნობელობა გარკვეული ბაქტერიების მიმართ. სტრესის მართვის ტექნიკები, როგორიცაა რეგულარული ვარჯიში, მედიტაცია, ღრმა სუნთქვის ვარჯიშები და ადეკვატური ძილი დაგეხმარებათ როგორც ნაწლავის ჯანმრთელობის, ასევე, ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ოპტიმიზაციაში.
-მოერიდეთ ანტიბიოტიკების გადაჭარბებულ გამოყენებას: ანტიბიოტიკები არღვევენ ნაწლავის ბაქტერიების ბალანსს, რაც პოტენციურად იწვევს დისბიოზის განვითარებას. გამოიყენეთ ანტიბიოტიკები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და ზუსტად დაიცავით დადგენილი რეჟიმი. თუ ანტიბიოტიკები აუცილებელია, განიხილეთ პრობიოტიკების დამატება კურსის დროს და კურსის შემდეგ, ექიმის ხელმძღვანელობით.
-თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ნაწლავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, გაიარეთ კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც, თქვენი ინდივიდუალური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის საჭიროებების გათვალისწინებით, მოგაწვდით პერსონალიზებულ რჩევებს და მითითებებს.
ეპშტეინ-ბარის ვირუსის (EBV) (გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებული) პრევენცია:
ეპშტეინ-ბარის ვირუსისგან თავის დასაცავად უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა – დაიბანოთ ხელები ხშირად, არ აკოცოთ ან არ გაუზიაროთ სასმელი, საკვები ან პირადი ნივთები, როგორიცაა კბილის ჯაგრისი, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ EBV ინფექცია.
ბაქტერიების, Porphyromonas gingivalis და Fusobacterium nucleatum (ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული) პრევენცია:
ამ ბაქტერიების ექსპოზიცია ასევე გარემო ფაქტორებთანაა კავშირში. ამიტომ, პირადი ჰიგიენა და ნაწლავის ჯანმრთელობა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ კვლევების მიხედვით, ეს ბაქტერიები განსაკუთრებით ჭარბად აღენიშნებათ ალკოჰოლის რეგულარულ მომხმარებლებს და მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პირებს. ჯანმრთელი კბილების/ღრძილების შენარჩუნება, ღრძილების ანთების დროული მკურნალობა, ალკოჰოლის, შაქრის შემცველი საკვების აკრძალვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ამ ბაქტერიების მავნე ზემოქმედება.
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ მეტყველება არ დაუგვიანდეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights