მზის სხივები – თქვენი სხეულის ბუნებრივი ანტიბიოტიკი!
- ვირუსებს
- სოკოვან ინფექციებს
- პარაზიტებს


🔬 2024 წელს წითელას ვირუსის გავრცელება საგანგაშო მასშტაბს აღწევს — როგორც გლობალურად, ასევე ევროპის რეგიონში. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორისა და თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ეს ტენდენცია განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემების, არამედ მთელი საზოგადოების მხრიდან.
📊 ისტორიული ანტირეკორდი – ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონში წითელას 127,000 შემთხვევა დაფიქსირდა — ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1997 წლის შემდეგ. ასეთი მასშტაბის გავრცელება ბოლო 25 წელში პირველად აღინიშნება.
📍 ყველაზე მძიმე ვითარება რუმინეთში
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში საერთო ჯამში 32 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, რუმინეთი განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაშია — სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის დაახლოებით 27,000 შემთხვევა. გარდა ამისა, ევროპის კონტინენტზე 18 ადამიანის გარდაცვალება უკავშირდება წითელას გართულებებს.
მისი თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა აშშ-ში. 2024 წელს 285 შემთხვევა იყო, ახლა 4 თვეში არის 712. 2 შემთხვევა უკვე დაფიქსირებულია გარდაცვალების, რომელიც ამ ქვეყანაში ათწლეულებია არ ყოფილა.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, საქართველოშიც მატების დინამიკაა, მაგრამ არა ისეთი მკვეთრი, როგორც სხვა ქვეყნებში.
„ჩვენთან 2022 წელს წითელას 12 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 2023 წელს 26 და 2024 წელს 337. 2025 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში 142 შემთხვევაა წითელასი ქვეყანაში. საქართველოს რეგიონებში ყველაზე მაღალი მატება სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და თბილისში ფიქსირედება. გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა 2022 წელს დაფიქსირდა და ისიც სამცხე-ჯავახეთში”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან”.
მისი თქმით, საქართველოს ორ რეგიონში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ბოლო სამი წელია არ დაფიქსირებულა წითელას შემთხვევები.
მოზარდების ეკრანთან დიდი დროით გატარება პირდაპირ კავშირშია ძილის პრობლემებთან, რაც თავის მხრივ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას — განსაკუთრებით ეს ტენდენცია გოგონებში შეინიშნება.
🧠 ახალი კვლევის შედეგები შვედეთიდან
შვედმა მეცნიერებმა ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში 4,810 მოზარდის ჩვევები და მდგომარეობა შეისწავლეს და დასკვნა საკმაოდ ნათელია: ეკრანთან გატარებული დრო ზემოქმედებს როგორც ძილის ხანგრძლივობაზე, ასევე მის ხარისხსა და ქრონობიოლოგიურ რიტმებზე (ქრონოტიპზე).
მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები მჭიდროდ უკავშირდება დეპრესიული სიმპტომების გაძლიერებას — განსაკუთრებით გოგონებში, რომელთა შემთხვევაში ძილის დარღვევა შესაძლოა დეპრესიის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი ფაქტორი იყოს.
👦 ბიჭებში შედეგები განსხვავებულია
კვლევაში მონაწილე ბიჭებშიც დაფიქსირდა ძილის ხარისხის გაუარესება, თუმცა მათ შემთხვევაში ეს არ ასოცირდებოდა აშკარა ფსიქოემოციურ ცვლილებებთან ან დეპრესიის ზრდასთან. ეს მიანიშნებს, რომ სქესობრივი სხვაობა შესაძლოა მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ტექნოლოგიების ზემოქმედების სიმძიმეში.
ეკრანები, ძილი და ფსიქიკური ჯანმრთელობა
კვლევა ჩაატარა შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა სებასტიან ჰოკბის ხელმძღვანელობით და გამოქვეყნდა ჟურნალ PLOS Global Public Health-ში.
კვლევის მიზანი იყო გამოერკვია, მოქმედებს თუ არა ეკრანთან გატარებული დრო ძილზე და არის თუ არა ეს გავლენა დაკავშირებული მოზარდებში დეპრესიის სიმპტომებთან.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეკრანის გამოყენება აფერხებს ძილის ოთხ ძირითად ასპექტს:
ძილის ხანგრძლივობას
ძილის ხარისხს (დაძინების სირთულე, გამოღვიძება ღამით და ა.შ.)
ქრონოტიპს (სხეულის ბიოლოგიურ რიტმს – გვიან დაძინება და გვიან გაღვიძება)
სოციალურ ჯეტლეგს (კვირის დღეებსა და შაბათ-კვირას ძილის განსხვავებული რეჟიმი)
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ძილის ხარისხი — ეს იყო ის მაჩვენებელი, რომელიც გოგონებში დეპრესიულ სიმპტომებზე ყველაზე მეტად მოქმედებდა.
განსხვავებული გავლენა გოგოებსა და ბიჭებზე
კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ეკრანთან გატარებული დრო გოგონებში მნიშვნელოვნად უკავშირდებოდა დეპრესიის სიმპტომებს, ხოლო ეს კავშირი გამოწვეული იყო ძილის დარღვევებით.
ეს დარღვევები — განსაკუთრებით ძილის ხარისხის, ქრონოტიპისა და ხანგრძლივობის ცვლილებები — განაპირობებდნენ ეკრანის გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
რაც შეეხება ბიჭებს, ეკრანთან გატარებულ დროს ჰქონდა გავლენა ძილზე, თუმცა ამ გზით განვითარებული ცვლილებები არ იყო მყარად დაკავშირებული დეპრესიასთან კვლევის 12-თვიან პერიოდში. მკვლევრების თქმით, ბიჭებში ეკრანის ნეგატიური გავლენა შესაძლოა გამოიხატოს სხვა ქცევით პრობლემებში — მაგალითად, იმპულსურობაში, ყურადღების დეფიციტში ან ქცევით სირთულეებში — რაც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიზარდოს დეპრესიაში.
ძილი — როგორც გადამწყვეტი რგოლი
„ჩვენ დავინახეთ, რომ მოზარდებს, რომლებიც ეკრანთან მეტ დროს ატარებდნენ, დროთა განმავლობაში უვითარდებოდათ ძილის უარყოფითი ჩვევები. ეს ცვლილებები, განსაკუთრებით ძილის ხარისხის გაუარესება, მნიშვნელოვანწილად იყო დაკავშირებული დეპრესიულ სიმპტომებთან — გოგონებში.” წერენ კვლევის ავტორები,
“ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ეკრანთან ნაკლები დრო, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის უკეთესია — რაც შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინა რეკომენდაციებს. თუ ეკრანთან გატარებული დრო საზოგადოებრივ დონეზე, მაგალითად ჯანდაცვის პოლიტიკის მეშვეობით შემცირდება, სავარაუდოა, რომ მოზარდ გოგოებში, და შესაძლოა ბიჭებშიც, ფსიქიკური ჯანმრთელობის ტვირთი შესამჩნევად შემცირდეს.“
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობაა და არა მხოლოდ დაავადებებისა და ფიზიკური დეფექტების არარსებობა. თავის მხრივ, „ფიზიკური ჯანმრთელობა“ ადამიანის ბიოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმის ყველა ორგანო სრულფასოვნად ასრულებს თავის ფუნქციას. ხოლო, ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი თავის მოსავლელად ყოველდღიურად დგამს რუტინულ ნაბიჯებს, ახერხებს საკუთარი პოტენციის რეალიზაციას, წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რაც მნიშვნელოვანია, შეუძლია თავი გაართვას ცხოვრებისეულ სტრესებს.
ადამიანისთვის ხასიათის ცვლილება, დღეში რამოდენიმეჯერაც კი, სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ბედნიერების და სიხარულის შეგრძნებას, შესაძლოა, სტრესის და უარყოფითი ემოციებით სავსე პერიოდი ჩაენაცვლოს. მაგრამ, თუ ხასიათის ცვლილებები ცხოვრებისეულ მოვლენებთან კავშირის გარეშე ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება და უმიზეზოა, ხოლო ადამიანს ამის ფონზე ყოველდღიური ფუნქციონირება უჭირს, შესაძლოა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან გვაქვს საქმე.
ნორმის და პათოლოგიის გამიჯვნა საკმაოდ რთულია. არასწორ ქცევას, ან შეუსაბამოდ ხასიათის ცვლილებას, ყოველთვის პათოლოგიად ვერ შევაფასებთ. მაგალითად, თითოეული ჩვენგანი შესაძლოა უმიზეზოდ გაბრაზდეს, თავი უსარგებლოდ, ყველასგან მიტოვებულად იგრძნოს და გარკვეულ სიტუაციებში არაადექვატურად მოიქცეს. ეს თავისთავად ფსიქიკურ ავადმყოფობას არ ნიშნავს. ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებადია და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადოს.
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირია და მდგომარეობების ფართო სპექტრს, უბრალო „შიშებით“ (ფობიებით) დაწყებული სერიოზული ფსიქიკური პრობლემებით დამთავრებული (შიზოფრენია, დეპრესია, მანიაკურ-დეპრესიული სინდრომი…), მოიცავს.[i] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აღენიშნება.[ii] საქართველოში კი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 78 ათასზე მეტი შემთხვევაა აღნუსხული. ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზი დეპრესიაა.[iii] [iv]
გლობალურად, თითქმის ყოველი მეოთხე ოჯახი გარკვეული თვალსაზრისით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პირისპირ დგას. მიუხედავად ასეთი სიხშირისა, ეს ადამიანები სირცხვილისა და გარიყულობის მსხვერპლი ხდებიან არცთუ იშვიათად. ამისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სტიგმა და დისკრიმინაციაა, რომელიც საზოგადოების მიერ ამ ტიპის აშლილობის აღქმას სდევს თან.[v] [vi]
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა სტიგმატიზაციას ჯერ კიდევ შორეულ წარსულში დაედო საფუძველი. ისტორიამ შემოგვიანახა ფაქტები იმის შესახებ, რომ საუკუნეების მანძილზე ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები საზოგადოებისთვის „საშიში“ და მიუღებელი იყვნენ. ევროპაში მათ კოცონზე წვავდნენ ჯადოქრობის ბრალდებით (XVI- XVII), ხოლო უფრო მოგვიანებით, სპეციალურ დაწესებულებებს (LUNATIC HAUSE)აგებდნენ მათი იზოლირებისთვის. საბედნიეროდ, ყოველივე ეს წარსულს ჩაბარდა, თუმცა, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები გარშემომყოფების, მათ შორის, ოჯახის წევრების მხრიდან ჯერაც განიცდიან დამკვიდრებული სტიგმიდან გამომდინარე ზეწოლას. საზოგადოების არასწორი და არაჯანსაღი დამოკიდებულება ის ძირითადი მიზეზია, რომელიც აკნინებს დაავადებულების თვითშეფასებას და უარყოფითად მოქმედებს მათ უნარზე იყვნენ სოციალიზებულები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთა 2/3 არ მკურნალობს. კვლევებმა კი უჩვენეს, რომ ამ ადამიანთა 70% მკურნალობაზე უარს სწორედ დისკრინიმაციის და „სულიერად დაავადებულის“ იარლიყის მიკერების შიშით ამბობს. ეს კი თავის მხრივ, უფრო ამძიმეს პრობლემას[vii]. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც არ იტარებს სათანადო მკურნალობას ან/და ვერ პოულობს თანადგომას, მხარდაჭერას, ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს.[viii]მაგ, კვლევებმა დაადასტურეს, რომ იმ ადამიანების 90%-ს, რომელთაც სუიციდით (თვითმკვლელობა) დაასრულეს ცხოვრება, ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა, თუმცა, მოცემულ მომენტში არ მკურნალობდა.[ix][x]
ისტორიაში სუიციდის ფაქტები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდეა აღწერილი. თვითმკვლელობის ფენომენი კი ყოველთვის იწვევდა მკვლევართა ინტერესს. ფსიქოლოგებისა და სოციოლოგების მტკიცებით, თვითმკვლელობა მულტიფაქტორული მოვლენაა და გარდა ფსიქიკური დარღვევებისა (რომელზეც უკვე ვისაუბრეთ) მას სხვადასხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს[xi]. კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი გენეტიკაა. გერმანიასა და შვედეთში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ სუიციდის შემთხვევების ოჯახური ისტორია ზრდის პიროვნების სუიციდური ქცევის რისკს.[xii],[xiii] კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებას ენდოგენური დეპრესია (დეპრესია, რომელიც ფიზიოლოგიურიფაქტორებითააგამოწვეული) განაპირობებს. აღმოჩნდა, რომ დეპრესიის სწორედ ეს ფორმაა გენეტიკური და განმსაზღვრავს პიროვნების ქცევით თავისებურებებს.[xiv]
სექსუალური ორიენტაცია, ჰობი, სოციალური სტატუსი, პროფესია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი… ეს იმ ფაქტორების მოკლე ნუსხაა, რომლებიც ფსიქიკური პრობლემებისა თუ დატვირთული მემკვიდრეობისაგან დამოუკიდებლად, ან მათი თანხლებით, ასევე გავლენას ახდენს პიროვნების სუიციდისადმი მიდრეკილებაზე[xv]. მაგ, აღმოჩნდა, რომ ექიმებში 2-ჯერ მაღალია სუიციდის შემთხვევები, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენლებში.[xvi] ხოლო, ისეთი მავნე ჩვევა, როგორიცაა თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის თვითმკვლელობის რისკს. ვაშინგტონის სამედიცინო სკოლის (Washington University School of Medicine) მკვლევარებმა თამბაქოს, სუიციდურ აზრებსა და თვითმკვლელობის მცდელობას შორის მჭიდრო კავშირი დაამტკიცეს – მწეველებში, რომლებიც დღეში 20 ღერამდე სიგარეტს მოიხმარენ, სუიციდის რისკი არამწეველებთან შედარებით ორჯერ მაღალია. [xvii] [xviii]
ფსიქოლოგების მტკიცებით, სუიციდისადმი მიდრეკილი ადამიანები სხვებზე მეტ სტრეს შესაძლოა სრულებითაც არ განიცდიდნენ. თუმცა, მათი ხასიათის გარკვეული შტრიხები პრობლემებთან გამკლავებისთვის ბარიერი ხდება. ასეთ სიტუაციებში ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორიცაა ავადმყოფობა, განშორება, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, ოჯახური პრობლემები, სამსახურის დაკარგვა და ა.შ. სუიციდური ფიქრების და თვითმკვლელობის მიზეზი ხდება.
ზოგადად, სუიციდი გლობალური პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. ის, 15-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილობის სამიდან ერთ-ერთი, ხოლო 15-29 წლამდე მეორე წამყვანი მიზეზია. სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 70-ზე მეტ ასაკობრივ ჯგუფებში ფიქსირდება. ხოლო თვითმკვლელობათა 75% დაბალ და საშუალო შემოსავლებიან ქვეყნებში ხდება. თავის ჩამოხრჩობა, ცეცხლსასროლი იარაღით თავის მოკვლა და მომწამლავი ნივთიერების დიდი ოდენობით მიღება, სუიციდის ყველაზე გავრცელებული მეთოდებია. ამ თუ სხვა საშუალებით ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი ემშვიდობება სიცოცხლეს. გლობალურად, ყოველწლიურად 800 000 ადამიანი იღუპება სუიციდით.[xix]
სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სუიციდი აქტუალური საკითხია. ასაკის, სქესის თუ ეროვნების მიუხედავად, ბევრი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. რამდენადაც ქართველ საზოგადოებაში (ისევე როგორც ფაქტიურად მთელს მსოფლიოში) გარკვეული ტაბუ არსებობს ამ საკითხებთან მიმართებაში, თვითმკვლელობის ოფიციალური მონაცემები არასრულფასოვანია. ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, დამალონ შემთხვევები, როცა მათი ოჯახის წევრები სიცოცხლეს თვითმკვლელეობით ასრულებენ.
თვითმკვლელობა ძლიერ სტრესულ სიტუაციაზე ადამიანის უკიდურესი რეაქციაა. ასეთ დროს მას არ შეუძლია, ან ვერ ბედავს სხვას მიმართოს დასახმარებლად. ამ მხრივ, თვითმკვლელობის მცდელობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ მოზარდები არიან. ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემები (მაგალითად, პრობლემები სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობაში, ან სწავლის კუთხით, გარეგნობის კომპლექსები, მშობლებთან უთანხმოება..) გლობალურად, 12-დან-16 წლამდე მოზარდებში ბიჭების 10% და გოგოების 20%-ის თვითმკვლელობის მიზეზი ხდება[xx].
ფსიქოლოგების მტკიცებით, სუიციდის შემთხვევების უმეტეს ნაწილს წინ გამაფრთხილებელი ნიშნები ახლავს. ფსიქოლოგიურად დამარცხებული ადამიანები ხშირად მკვეთრად იცვლიან ქცევებს (მაგ, იწყებენ ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკების მოხმარებას), კარგავენ ინტერესს თავიანთი საქმის და ზოგადად, ცხოვრების მიმართ: უჭირთ კონცენტრირება, მუდმივად დაღლილები და გაღიზიანებულები არიან. ხშირად, ხმამაღლა აცხადებენ კიდეც, რომ „სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიათ“… გარეგნობას, ჰიგიენას და ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არცთუიშვიათად, სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ სიტუაციებს ხელოვნურად ქმნიან.
ადამიანების უმეტესობა, რომლებიც თვითმკვლელობისკენ დგამენ ნაბიჯს, ამითი მხოლოდ ტკივილის, დისკომფორტის თუ იმედგაცრუების თავიდან აცილებას ცდილობს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ იმ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც სცადეს თვითმკვლელობა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ბოლომდე ვერ მიიყვანეს ჩანაფიქრი, შემდგომში ამ მცდელობას აღარ იმეორებენ. თანადგომა და ამ ადამიანების პრობლემების გაზიარება, სუიციდზე ღიად ლაპარაკი კი უხშირესად თვითმკვლელობის თავიდან აცილების საშუალება ხდება.[xxi]
და ბოლოს…
ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით სწავლობენ იცხოვრონ და გაუმკლავდნენ ამ პრობლემას; ადამიანები, რომლებსაც სუიციდისკენ მიდრეკილება აქვთ, სწავლობენ აკონტროლონ თავიანთი ემოციები. იქნებ, დროა, ფიზიკურად და ფსიქიკურად „ჯანმრთელმა“ ადამიანებმაც ისწავლონ, რომ „ნორმა“ და „ნორმიდან გადახრა“ ხელოვნურად შექმნილი მცნებებია როცა საქმე ადამიანის პიროვნებას ეხება. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს კი გარიყვა და იზოლირება კი არა, მხარში დგომა და გულისხმიერებით გაძლიერება ესაჭიროება, ისევე, როგორც ადამიანთა აბსოლუტურ უმეტესობას.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო
[i] http://www.dhhs.tas.gov.au/mentalhealth/about_mental_illness/types_of_mental_illness
[ii] http://www.who.int/whr/2001/media_centre/press_release/en/
[iii] http://ncdc.ge/pdf/GEO688.pdf
[iv] http://www.cdc.gov/mentalhealth/basics/burden.htm
[v] http://www.who.int/mental_health/media/en/investing_mnh.pdf
[vi] http://www.bhr.org/mentalill.asp
[vii] http://www.mayoclinic.org/diseases-conditions/mental-illness/in-depth/mental-health/art-20046477
[viii] http://www.mentalhealth.org.uk/help-information/mental-health-a-z/S/suicide/
[ix] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12956832
[x] http://journals.cambridge.org/action/displayAbstract?fromPage=online&aid=8264063
[xi] http://facts.randomhistory.com/2009/07/15_suicide.html
[xii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK107191/
[xiii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/4021024
[xiv] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/622217
[xv] http://www.nhs.uk/Conditions/Suicide/Pages/Causes.aspx
[xvi] http://www.medscape.com/viewarticle/410643_2
[xvii] http://genetics.wustl.edu/blog/study-smoking-may-contribute-to-suicide-risk/
[xviii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2585177/
[xix] http://www.who.int/mediacentre/news/releases/2014/suicide-prevention-report/en/
[xx] http://chealth.canoe.ca/channel_condition_info_details.asp?disease_id=135&channel_id=40&relation_id=55627
[xxi] http://www.helpguide.org/articles/suicide-prevention/suicide-prevention-helping-someone-who-is-suicidal.htm
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
ძირითადი ფაქტები
არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების (ფსიქიკური აშლილობა) მრავალი ფორმა, რომლებიც განსხვავებულად მანიფესტირდება. ზოგადად, ამ ტიპის დარღვევების მქონე ადამიანები განსხვავებულად გამოხატავენ აზრებს, იდეებს, ემოციებს, ქცევით რეაქციებს.
ფსიქიკურ აშლილობას მიეკუთვნება: დეპრესია, ბიპოლარული აფექტური დარღვევები, შიზოფრენია და სხვა ფსიქოზები, ასევე დემენცია, გონებრივი ჩამორჩენილობა და განვითარების სხვა დარღვევები, მათ შორის აუტიზმი.
ფსიქიკური დარღვევების, მათ შორის დეპრესიის პრევენციისთვის არსებობს ეფექტური სტრატეგიები.
დანერგილია მკურნალობისა და ზრუნვის ხელმისაწვდომი მეთოდები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას.
მთავარი ფაქტორია ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა.
მსოფლიოს მასშტაბით, ფსიქიკური დარღვევების ტვირთი იზრდება. იგი გავლენს ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე, სოციალურ სფეროზე, ადამიანთა უფლებებსა და ეკონომიკაზე.
დეპრესია
დეპრესია გლობალურად გავრცელებული ფსიქიური აშლილობაა, რომელიც ინვალიდობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. დეპრესიით დაახლოებით 350 მილიონი ადამიანია დაავადებული მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, უფრო ხშირად აღენიშნებათ ეს მდგომარეობა.
დეპრესია ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ხასიათის დათრგუნვა, ინტერესისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა, დანაშაულის შეგრძნება, ძილისა და მადის დარღვევა, ადვილად დაღლა და დაქვეითებული კონცენტრაცია. ხანგრძლივად მიმდინარე, ისევე როგორც ეპიზოდური დეპრესია მძიმე გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მუშაობასა თუ სწავლაზე. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში დეპრესიამ შესაძლებელია სუიციდი (თვითმკვლელობა) გამოიწვიოს.
არსებობს პრევენციული პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს დეპრესიული დაავადებების შემცირებას როგორც ბავშვებში (მაგალითად, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდგომი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და დახმარება), ასევე მოზრდილებში (მაგალითად, სტიქიური უბედურებისა და კონფლიქტების შემდგომი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა).
დანერგილია მკურნალობის ეფექტური მეთოდები. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეპრესია ექვემდებარება კოგნიტურ-ქცევით და ფსიქოთერაპიას. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა წარმატებით გამოიყენება დეპრესიის საშუალო და მძიმე ფორმების დროს; თუმცა, მსუბუქ შემთხვევებში მათი გამოყენება არ ხდება. აღსანიშნავია, რომ ანტიდეპრესანტები არ გამოიყენება დეპრესიით დაავადებულ ბავშვებში, მოზარდებში კი ინიშნება დიდი სიფრთხილით.
დეპრესიის მართვა უნდა მოიცავდეს ფსიქოსოციალურ ასპექტებს სტრესული ფაქტორების (როგორიც არის ფინანსური პრობლემები, სირთულეები სამსახურში, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა) გამოვლენის ჩათვლით; ასევე მნიშვნელოვანია მხარდაჭერის წყაროს, მაგ, ოჯახის წევრებისა და ახლობლების გამოვლენა. დამატებით, აუცილებელია სოციალურ აქტივობებსა და საზოგადოებაში ჩართულობის შენარჩუნება.
ბიპოლარული აფექტური დარღვევები
ბიპოლარული აფექტური დარღვევებით 60 მილიონი ადამიანია დაავადებული მსოფლიოში. იგი ხასიათდება ცხოვრების ნორმალურ პერიოდებისა და მანიაკალური და დეპრესიული ეპიზოდების მონაცვლეობით.
მანიაკალური ეპიზოდები გამოიხატება გაღიზიანებული და/ან აგზნებული განწყობით. მისთვის დამახასიათებელია მომატებული აქტივობა, გადაჭარბებული მეტყველება, მაღალი თვითშეფასება, ძილის მოთხოვნილების დაქვეითება. პაციენტებს, მანიაკალური შეტევებით დეპრესიული ეპიზოდების გარეშე, ასევე უსვამენ „ბიპოლარული აშლილობის“ დიაგნოზს.
ბიპოლარული აშლილობის მკურნალობისა და რეციდივების თავიდან ასაცილებლად არსებობს ეფექტური სამკურნალო საშუალებები. ეს მედიკამენტები გამოიყენება განწყობის სტაბილიზაციისათვის. მკურნალობის მნიშვნელოვან ელემენტს ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა წარმოადგენს.
შიზოფრენია და სხვა ფსიქოზები
შიზოფრენია მძიმე ფსიქიკური აშლილობაა, რომლითაც მსოფლიოში 23 მილიონი ადამიანია დაავადებული.
ფსიქოზებს, მათ შორის შიზოფრენიას, ახასიათებს განსხვავებული აზროვნება, ემოციები, მეტყველება, საქციელი; სამყაროსა და საკუთარი თავის არასწორად აღქმა. ყველაზე გავრცელებულ ფსიქოზურ სიმპტომებს მიეკუთვნება მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები (არარსებულის დანახვა და მოსმენა) ან არარსებულის შეგრძნება, ასევე ბოდვები (მცდარი რწმენების ან ეჭვების არსებობა საპირისპირო მტკიცებულების შემთხვევაშიც კი). ამ სახის აშლილობა ადამიანებს დიდ სირთულეებს უქმნის სწავლისა თუ მუშაობის პროცესში.
ფსიქოზებით დაავადებულ პირებში მაღალია ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი, მაგალითად, დიდ ინსტიტუციებში ხანგრძლივი ყოფნის გამო. დამატებით, ჯანმრთელობასა და სოციალურ დახმარებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას იწვევს.
როგორც წესი, შიზოფრენია მოზარდობის გვიან, ან ზრდასრულობის ადრეულ ასაკში ვლინდება. შიზოფრენიის მედიკამენტოზური მკურნალობა ეფექტურია ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პარალელურად, პაციენტებს შეუძლიათ პროდუქტიული ცხოვრება და საზოგადოებაში ინტეგრირება. ყოველდღიური მომსახურება და ზრუნვა, საცხოვრებლითა და სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა შესაძლებელია მძიმე ფსიქოზებით, მათ შორის შიზოფრენიით დაავადებული ადამიანებისათვის, გამოჯანმრთელების საფუძველი გახდეს; რადგან ეს ადამიანები ხშირად იმყოფებიან სამუშაო ადგილისა და საცხოვრებლის პრობლემების წინაშე.
დემენცია
დემენციით მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანია დაავადებული. როგორც წესი, აღნიშნული სინდრომი ქრონიკული ან პროგრესირებადია და ახასიათებს კოგნიტიური ფუნქციის (აზროვნების უნარი) დეგრადირება უფრო მეტად, ვიდრე ეს მოხუცებულობის ასაკშია მოსალოდნელი. ხდება მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების, ორიენტაციის, ანგარიშის, სწავლისა და მსჯელობის უნარის დაქვეითება. კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითებას ხშირად თან ახლავს ან წინ უსწრებს ემოციურ მდგომარეობაზე კონტროლის, ასევე სოციალური ქცევის ან მოტივაციის გაუარესება.
დემენციის განვითარებას ხელს უწყობს ისეთი დაავადებები და ტრავმები, რომლებიც ტვინის დაზიანებას იწვევს; მაგალითად, ალცჰეიმერის დაავადება და ინსულტი.
ამჟამად არ არსებობს თერაპიული მეთოდი, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა დემენციისაგან განკურნება ან მისი პროგრესირების შეჩერება; თუმცა, სხვადასხვა სტადიაზეა მრავალრიცხოვანი მედიკამენტოზური საშუალებების კლინიკური კვლევები. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია დემენციით დაავადებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მათზე მზრუნველონითა და ოჯახების მხარდაჭერით.
განვითარების დარღვევები, მათ შორის აუტიზმი
განვითარების დარღვევები ზოგადი ტერმინია, რომელიც მოიცავს როგორც განვითარების შეფერხებას, ასევე განვითარების კომპლექსურ დარღვევებს, მათ შორის აუტიზმს. როგორც წესი, იგი ბავშვობიდან იწყება და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების განვითარების შეფერხებას ან დარღვევას იწვევს. სხვა ფსიქიკური დარღვევებისაგან განსხვავებით, განვითარების დარღვევები მეტნაკლებად ერთგვაროვნად მიმდინარეობს, მკაფიოდ გამოხატული რეციდივებისა და რემისიის პერიოდების გარეშე.
ხშირად, განვითარების შეფერხება, განვითარების სხვადასხვა მიმართულების დარღვევებით ხასიათდება (მათ შორის კოგნიტიური და ადაპტური ქცევის). ის ხელს უშლის ადამიანს ადვილად გაუმკლავდეს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ამოცანებს.
აუტიზმის დამახასიათებელ სიმპტომოკომპლექსს წარმოადგენს სოციალური ქცევის, კომუნიკაციის და მეტყველების დარღვევა, ინტერესების შეზღუდვა, განმეორებითი ქმედებები. სიმპტომები უნიკალურია თითოეული ადამიანისათვის. განვითარების დარღვევები, რომელსაც ხშირად სხვადასხვა დონის განვითარების შეფერხება ახლავს, ძირითადად ჩვილობის ან ადრეულ ასაკში ვლინდება.
განვითარების დარღვევების მქონე პირთა ზრუნვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართვა. აუცილებელია სტრესის გამომწვევი, ან პირიქით დამამშვიდებლად მოქმედი ფაქტორების გამოვლენა, ასევე სწავლისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. დროული კვების, ძილის, თამაშის, სწავლის, სხვებთან ურთიერთობის ყოველდღიური რეჟიმი ხელს უწყობს სტრესის თავიდან აცილებას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (ბავშვებსა და ზრდასრულებს), ასევე მათ მომვლელებს, რეგულარულად უნდა ჰქონდეთ ჯანმრთელობის მომსახურების მიღების საშუალება.
ზოგადად, აღნიშნული დარღვევების მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხში უდიდესი როლი საზოგადოებას ენიჭება.
ვინ მიეკუთვნება ფსიქიკური დარღვევების მქონე რისკ-ჯგუფს?
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქიკური დარღვევების დეტერმინანტებს (განმსაზღვრელს) წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალური თვისებები (უნარი მართოს საკუთარი აზრები, ემოციები, ქცევა, გარშემომყოფებთან ურთიერთობა), არამედ სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკოლოგიური ფაქტორები – ეროვნული პოლიტიკა, სოციალური დაცვა, ცხოვრების დონე, სამუშაო პირობები და გარშემომყოფთა მხარდაჭერა.
ფსიქიკურ დარღვევებს ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მიღებული ფსიქიკური ტრავმა და სტრესი, გენეტიკა, კვებითი ჩვევები, პერინატალური ინფექციები, გარემოს არახელსაყრელი პირობები და სხვა ფაქტორები განაპირობებს.
ჯანდაცვის სისტემების მხარდაჭერა
ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სისტემები არაადეკვატურად რეაგირებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების ტვირთზე. შედეგად, მსგავსი პრობლემების მქონე პაციენტების მოთხოვნილებებს, გაწეულ დახმარებასა და მკურნალობას შორის დიდი უფსკრულია.
დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობა 76-85%-ში საერთოდ არ ხდება. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში კი, ანალოგიურ მდგომარეობაში 35%-დან 50%-მდე პაციენტი იმყოფება. პრობლემას შეთავაზებული ზრუნვის დაბალი ხარისხიც აღრმავებს.
ჯანდაცვის სტრუქტურის პარალელურად, მეტად მნიშვნელოვანია გარშემომყოფთა მიერ ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა დახმარება და მხარდაჭერა. ამ სახის პაციენტებს ხშირად ესაჭიროებათ მათ მოთხოვნილებაზე ადაპტირებულ სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, მხარდაჭერა საცხოვრებლისა და სამუშაოს მოძიებაში, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ჯანმოს ქმედებები
ჯანმოს ფსიქიკური ჯანმრთელობის 2013-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცდა 2013 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მიერ, ითვალისწინებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მკურნალობის გაუმჯობესებას. გეგმა ოთხ ძირითად მიზანს მოიცავს:
ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება;
ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე პაციენტთა მკურნალობისა და სოციალური დახმარების თემზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი და კომპლექსური მომსახურება;
მკურნალობის ეფექტურობის ამაღლებისა და პრევენციის სტრატეგიების განხორციელება;
საინფორმაციო სისტემების, სამეცნიერო კვლევებისა და მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესება/გაძლიერება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2008 წლიდან წამოწყებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარვეზების სამოქმედო პროგრამა (mhGAP) იყენებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სახელმძღვანელოს, ინსტრუმენტებსა და სასწავლო პაკეტებს, რათა გააფართოვოს სერვისები ქვეყნებში, განსაკუთრებით მწირი რესურსების პირობებში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
ფსიქიკური ჯანმრთელობა ზოგადად, ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია, აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია ჯანმრთელობა გონებრივი სიჯანსაღის გარეშე. ფსიქიკური ჯანმრთელობა უფრო მეტია, ვიდრე ფსიქიკური მოშლილობების არ არსებობა. ფსიქიკური ჯანმრთელობა განისაზღვრება მთელი რიგი სოციალ–ეკონომიკური, ბიოლოგიური და გარემო ფაქტორებით. ფსიქიკური ჯანმრთელობა განიხილება როგორც ჯანმრთელობის აუცილებელი კომპონენტი.
ფსიქიკური ჯანმრთელობის დეტერმინანტები
მრავალრიცხოვანი სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორები განსაზღვრავენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხს დროის სხვადასხვა მონაკვეთში. მაგალითად, პერმანენტული სოციო–ეკონომიკური წინააღმდეგობები, არის საფუძველი ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკებისა ინდივიდუალურ და თემის დონეზე. დაბალი ფსიქიკური ჯანმრთელობა ასოცირებულია სიღარიბესა და დაბალი განათლების ფაქტორებთან, სტრესულ სამუშაო გარემოსა და ასევე სომატურ დაავადებებთან, ძალადობასა და არაჯანსაღ ქცევებთან.
ასევე განიხილება სპეციფიკური ფსიქოლოგიური და პერსონალური ფაქტორები, როგორც განმაპირობებელი ინდივიდის მზაობისა ფსიქიკური დარღვევების განვითარების მხრივ და ბოლოს, გათვალისწინებულ უნდა იქნას ზოგიერთი ბიოლოგიური მიზეზი, როგორიცაა გენეტიკური დატვირთულობა, ტვინის ცვლითი პროცესების დარღვევა, დისბალანსი.
ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ხანდაზმულებში
მრავალი სოციალური, დემოგრაფიული, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორი განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას. თითქმის ყველა ეს ფაქტორი უფრო აქტუალური ხდება ხანდაზმულობის პერიოდში. სიღარიბე, სოციალური იზოლაცია, ფიზიკური უუნარობის ან მატერიალური მიზეზების გამო გამოწვეული დამოუკიდებლობის დაკარგვა, მარტოობა გავლენას ახდენს ადამიანის როგორც ზოგად ჯანმრთელობაზე, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ხოლო სოციალური მხარდაჭერა და ოჯახური ურთიერთობები ხანდაზმული ადამიანისათვის დამცავი ფაქტორია ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
დემენცია
დემენცია ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც იწვევს მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის გაუარესებას, ქცევის შეცვლასა და ქმედუნარიანობის დაქვეითებას ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს დაავადება ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებს ემართებათ. მას ხშირად წინ უსწრებს ემოციური გაუწონასწორებლობა, სოციალური ქცევის შეცვლა და მოტივაციის დაქვეითება.
დემენცია ინვალიდობის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია მსოფლიოს მასშტაბით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 35.6 მილიონი ადამიანი დემენციით დაავადებულია და მათი რიცხვი ყოველწლიურად 7.7 მილიონით იზრდება. ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის დემენციით დაავადებული ადამიანების რიცხვი გაიზრდება 65.7 მილიონამდე, ხოლო 2050 წლისთვის-115.4 მილიონამდე.
დემენცია უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არამარტო დაავადებული ადამიანისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვისაც, სოციალური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით. დაავადების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობა იწვევს ავადმყოფის სტიგმატიზაციას და იქმნება ბარიერები დაავადების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.
ნიშნები და სიმპტომები
საწყისი სტადია:
დაავადების ადრეული გამოვლენა (ადრეული ვიზიტი ექიმთან) მისი პროგნოზის განმსაზღვრელია.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და პრევენცია
ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა მოიცავს საცხოვრებელი და გარემო პირობების ადაპტაციას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას.
ხელშეწყობა დაკავშირებულია ინტერსექტორალურ აქტივობებთან, როგორიცაა:
საზოგადოებრივი აქტივობა – სოციალური მობილიზაცია და ადვოკატირება, განსაკუთრებით აქტუალურია ფსიქიკური დარღვევების მქონე პირების შემთხვევაში. აღნიშნულ ნოზოლოგიათა კატეგორიისათვის უმნიშვნელოვანესია ოჯახური, სოციალური მხარდაჭერა. 2008 წელს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის კოალიციის მიერ ვაშინგტონში მიღებულ რეგულაციებში „Bill of Rigths for Children’s Mental Health Disorders and their Families“, ხაზგასმულია ოჯახის ერთგვარი ვალდებულება, ჩართული იყოს მკურნალობის დაგეგმვის, შეფასების, იმპლემენტაციისა და მონიტორირებისას, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და აქედან გამომდინარე მისი განსაკუთრებული როლი, ამ კონტიგენტის ზრუნვის კონტინიუმში. ძირითადი პრობლემა ამ მხრივ, ინფორმაციული ასიმეტრიულობა და კომუნიკაციის დეფიციტია.
სახელმწიფოს ძალისხმევის მხრივ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არა მარტო ამ დარღვევათა პრევენცია, არამედ უკვე არსებული მოშლილობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება:
ჯანსაღი ცხოვრების წესი –სრულყოფილი ფსიქიკური ჯანმრთელობის გარანტიაა
http://www.wfmh.org/2013DOCS/WMHDay%202013%20final%20doc2.pdf
ჯილეხი (ციმბირის წყლული) ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა. ჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა. ინფიცირებული ცხოველი გარემოში შარდითა და ფეკალიებით გამოყოფს გამომწვევს, ნიადაგში სპორებად გარდაიქმნება და ათეული წლობით ინარჩუნებს დაავადების გამოწვევის უნარს.
ჯილეხი ადამიანს ძირითადად გადაეცემა :
ადამიანიდან ადამიანზე ჯილეხი, როგორც წესი, არ გადადის
როგორ მივიტანოთ ეჭვი ჯილეხზე?
ადამიანი შეიძლება დაავადდეს ჯილეხის რამდენიმე ფორმით:
საქართველოში ძირითადად გვხვდება ჯილეხის კანის ფორმა
თუ ფიქრობთ, რომ ჯილეხი გაქვთ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს –
ჯილეხის მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს!
დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში ინფექცია შესაძლებელია
გართულდეს და სიკვდილით დასრულდეს.
ცხოველებში ჯილეხით დაავადების საეჭვო ნიშნებია: მადის დაკარგვა, ქოშინი, წყურვილი, ცხვირიდან, პირიდან და სწორი ნაწლავიდან სისხლიანი, ქაფისებური გამონადენი, მაღალი ტემპერატურა. დაცემული ცხოველის ლეში გაბერილია, სუსტად არის გამოხატული გაშეშება. ცხოველებში დაავადების ყველა შემთხვევა სრულდება სიკვდილით.
თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენს შინაურ ცხოველს ჯილეხი დაემართა –
სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს.
როგორ ავიცილოთ თავიდან ჯილეხით ინფიცირება?
ü აუცილებელია ცხოველების დროული ვაქცინაცია! . თუ შინაური პირუტყვი აცრილია ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით დაავადების საშიშროება პრაქტიკულად აღარ არსებობს;
ü ავადმყოფი ცხოველის გამოვლენისას დაუყოვნებლივ განაცალკევეთ დაავადებული ცხოველი ჯანმრთელისაგან და მიმართეთ ვეტერინარს;
ü ინფიცირებული ცხოველი გაანადგურეთ სპეციალური წესით, რომელიც უნდა განახორციელოს ვეტერინარულმა სამსახურმა. ნუ გადააგდებთ პირუტყვის ლეშს. გადაგდება იწვევს ჯილეხის ახალი კერის წარმოქმნას;
ü დაიცავით პირადი უსაფრთხოება და გამოიყენეთ სპეციალური ტანსაცმელი (რეზინის ხელთათმანი, ხალათი, წინსაფარი, ჩექმები, ნიღაბი) ცხოველების მოვლის, დაკვლა-დამუშავების, ლეშთან შეხების, სადგომის დასუფთავების, მატყლის დამზადების, ხორცის დამუშავების დროს.
დაუშვებელია! ჯილეხით ინფიცირებული ცხოველის დაკვლა, ხორცის საკვებად გამოყენება და გაყიდვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნით არა მარტო თქვენს, არამედ მრავალი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
• მართალია: სწავლას დიდი დრო სჭირდება,
• მართალია: კარგად სწავლა და კარგი აკადემიური მოსწრება (მაღალი ქულები) ძალიან მნიშვნელოვანია,
• მართალია: კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები კარგად უნდა იცოდე, ამას კი დღის განმავლობაში არც თუ ისე მცირე ხნით ჯდომა სჭირდება,
• ისიც მართალია: რომ ფიზიკური აქტივობა დადებით გავლენას ახდენს შენს აკადემიურ მოსწრებაზე და ძვალ-კუნთოვანი სისტემის განვითარებაზე. ფიზიკური აქტივობის გარეშე არცერთი დღის დაკარგვა არ შეიძლება, სთხოვე მშობლებს დღეში არანაკლებ ერთი საათი მოგცენ მსუბუქი თამაშებისა და ვარჯიშისათვის (მაგ: სწრაფი სიარული, ბანდმიქტონით ან ბურთით ნებისმიერი თამაში, რომელიც მოძრაობას საჭიროებს) ან კვირაში რომელიმე სამი დღე გამოგიყონ ერთი საათი აერობიკის, ცეკვის, სირბილის, ბურთით თამაშის, ლახტით ხტუნვის, იატაკიდან აზიდვების გასაკეთებლად, რათა ახლაც და მომავალში დაცული იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისაგან.
და ბოლოს:
აიყოლიე თანატოლები: ირბინეთ, ითამაშეთ ბურთით, იხტუნეთ ლახტით, ისეირნეთ ველოსიპედით, იარეთ ლაშქრობებზე და მუდმივად იყავით ფიზიკურად აქტიურნი.
საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები, თასები, მედლები და სიგელები.
ასევე, ორივე დღეს გაიმართება სტუდენტებს შორის სამოყვარულო შეჯიბრი შესაბამის წონით კატეგორიებში, სადაც აუცილებელი იქნება წინასწარი რეგისტრაცია (ბმული დაიდება)
ორგანიზატორები:
მასპინძელი: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი: https://www.facebook.com/gruni.ge
15 აპრილს ამავე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ტურნირის ორგანიზატორები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან, სადაც ფედერაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ როგორც სპორტის ამ ორი სახეობის შესახებ, ასევე გააცნობენ საქართველოში არსებულ საერთაშორისო და სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე შპს პირველი ფიტნეს აკადემიის (www.facebook.com/profile.php?id=100064573488587) და შპს ევროპული ფიტნეს აკადემიის www.facebook.com/fitnessacademyeurope.edu.ge ერთობლივ
სერვისებს ამ სფეროში დასაქმების პერსპექტივით.
ზურაბ ჩეკურაშვილი განმარტავს, რომ პროდუქტი სადაც დარღვევა გამოვლინდა, ქსელიდან დაუყონებლივ ამოიღეს.
გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საბაჟო სამსახურმა იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე კონტროლიც გაამკაცრა.
“მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამჭვირვალობა, საზოგადოების ინფორმირება, მასთან კომუნიკაცია, როგორც მომხმარებლის ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, ჩვენი, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია.
პირველი და მნიშვნელოვანი – კომპანია “სოფლის ნობათის” რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტის და პრაქტიკის შესაბამისად. დარღვევის გამოვლენისთანავე, საზოგადოებას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. სააგენტოსთან აქტიურად ითანამშრომლა კომპანიამ. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ყველა ის პარტია, სადაც დარღვევა იყო, სააგენტოს ზედამხედველობით, სრულად არის ამოღებული ქსელიდან.
სააგენტოს მისამართით დაისვა კითხვა დახლებზე განთავსებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. აქაც კიდევ ერთხელ განვმარტავ – არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი.
სამომხმარებლო ქსელში არსებული პროდუქცია მაქსიმალურად კონტროლდება, ისევე როგორც აქტიურად მოწმდება თვითონ საწარმოები.
ორიოდე სიტყვით შევეხები რძის და რძის პროდუქციის წარმოებაში არსებულ ვითარებას. ეს ის სექტორია, რომელიც გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია, რაც კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ მომხმარებლის ინტერესები უმთავრესი პრიორიტეტია”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმპორტირებულ რძეში დარღვევა გამოვლინდა და, საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით, კონტროლი გამკაცრდება.
ზურაბ ჩეკურაშვილმა, კიდევ ერთხელ, გააკეთა განმარტება “სოფლის ნობათის” რძის პარტიის ამოღებასთან დაკავშირებით, სადაც აფლატოქსინები იქნა აღმოჩენილი. მისი თქმით, პარტია სრულად არის ამოღებული და იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რაც ახლა იყიდება, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.
“კომპანია “სოფლის ნობათის” რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად. დარღვევის გამოვლენისთანავე, საზოგადოებას მყისიერად მივაწოდეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და კომპანიასთან ერთად სააგენტომ დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაზარზე განთავსებული ამ პარტიის პროდუქციის ამოღება. დღეისათვის, ეს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სრულად არის ამოღებული. დღეს არსებული პროდუქცია, რომელიც არის დახლებზე განთავსებული, როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული, არის სრულად შესაბამისობაში სტანდარტებთან, არის უვნებელი. ყველა პარტია, რომელიც იმპორტირებული იქნება, არა მხოლოდ აზერბაიჯანიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, იქნება შემოწმებული”, – აცხადებს ზურაბ ჩეკურაშვილი.
პრესკონფერენციას დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა ალფატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა დაიწყო.