ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო დიდია ნაწლავში ამ ბაქტერიის რაოდენობა, მით უფრო მძიმეა დაავადების სიმპტომები

პარკინსონის დაავადების შემთხვევები
#image_title

პარკინსონის დაავადების შემთხვევები ძალიან სწრაფად იზრდება გლობალურად. სწრაფად იზრდება იმ კვლევების რაოდენობაც, რომლებიც ნაწლავ- ტვინის ღერძის მნიშვნელობას ადასტურებს და კოგნიტურ პათოლოგიებს ვირუსებთან და ბაქტერიებთან აკავშირებს.

ერთ-ერთი მორიგი კვლევა ნაწლავის მიკრობიოტის გარკვეულ ბაქტერიებს, Desulfovibrio ბაქტერიების ოჯახის სპეციფიკურ შტამებს, პარკინსონის დაავადების განვითარებასთან აკავშირებს.
კვლევები აჩვენებს, რომ პარკინსონის დაავადების შემთხვევების მხოლოდ მცირე წილი, დაახლოებით 10% არის გამოწვეული ცალკეული გენებით.
2021 წელს პროფესორ პერ სარისის ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, რომელმაც აჩვენა, რომ Desulfovibrio ბაქტერიების ოჯახის ერთ-ერთი ბაქტერია დაკავშირებულია პარკინსონის დაავადების განვითარებასთან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო დიდია ნაწლავში ამ ბაქტერიის რაოდენობა, მით უფრო მძიმეა დაავადების სიმპტომები.
იგივე კვლევის გამეორებით, ჩინელი მკვლევარებიც მივიდნენ იმავე დასკვნამდე, რომ Desulfovibrio ბაქტერიების სპეციფიკურმა შტამებმა შესაძლოა გამოიწვიოს პარკინსონის დაავადება.
ამ ბოლო კვლევის ძირითადი აღმოჩენა იყო ის, რომ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების ნაწლავში ეს შტამები იწვევენ α-სინუკლეინის ცილების აგრეგაციას სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე, რომლებიც ცთომილი ნერვის მეშვეობით გადაადგილდებიან თავის ტვინში. ამ ბაქტერიების ნაწლავიდან ელიმინაციის შემდეგ წყდება α-სინუკლეინის ცილის აგრეგაცია, რაც პოტენციურად ანელებს და ამსუბუქებს პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების სიმპტომებს.
აღნიშნული კვლევები იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც თავის ტვინის პათოლოგიებს ვირუსებთან და ბაქტერიებთან აკავშირებს; კონკრეტულად კი, ეპშტეინ-ბარის ვირუსს კვლევები აკავშირებს გაფანტული სკლეროზის განვითარებასთან და ბაქტერიებს, Porphyromonas gingivalis და Fusobacterium nucleatum, ალცჰაიმერის დაავადებასთან.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ვირუსები და ბაქტერიები სავარაუდო გამომწვევი ფაქტორებია, რომელთა არსებობა ჩვენს ორგანიზმში არ მიუთითებს იმაზე, რომ დაავადება აუცილებლად განვითარდება. პერსონალიზირებული მედიცინის პროტოკოლებმა, ცხოვრების წესის არჩევანმა და სწორად შერჩეულმა ანტივირუსულმა ან ანტიბაქტერიულმა საშუალებებმა- ყველა ამ ფაქტორმა ერთად, შეიძლება იმოქმედოს დაავადების განვითარების რისკებზე და შედეგებზე.
პრევენცია
Desulfovibrio ბაქტერიების (პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებული) პრევენცია:
Desulfovibrio არის ბაქტერიების მრავალფეროვანი ჯგუფი და ყველა შტამი არ არის საზიანო. ამიტომ, პრევენციაზე საუბრისას, აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ პოტენციურად მავნე შტამების ზემოქმედების შემცირებაზე, არამედ, მთლიანობაში დაბალანსებული და მრავალფეროვანი ნაწლავის მიკრობიომის პოპულარიზაციაზე. სასურველი იქნება შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
-რამდენადაც Desulfovibrio ბაქტერიების მავნე შტამების ექსპოზიცია გარემოდან ხდება, ამიტომ, პირადი ჰიგიენის დაცვა, როგორიცაა ხელების რეგულარული დაბანა საპნითა და წყლით, დაგეხმარებათ შეამციროთ მავნე ბაქტერიების ზემოქმედების რისკი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭამამდე, ტუალეტის გამოყენების შემდეგ და პოტენციურად დაბინძურებულ ზედაპირებთან ან საგნებთან კონტაქტის შემდეგ.
-მოიხმარეთ სუფთა, გაფილტრული წყალი და სწორად მოხარშული და დამუშავებული საკვები. ზედმიწევნით კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული მოამზადეთ ხორცი რეკომენდებულ ტემპერატურაზე.
-ნაწლავის ჯანსაღი და მრავალფეროვანი მიკრობიომი დაგეხმარებათ დაბალანსებული ეკოსისტემის შენარჩუნებაში, რაც ამცირებს მავნე ბაქტერიების ჭარბად ზრდის ალბათობას. ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომისტვის ყურადღება გაამახვილეთ ბოჭკოთი, ნატურალური, მთლიანი საკვებით და სხვადასხვა ხილითა და ბოსტნეულით მდიდარ დიეტაზე. მიირთვით ფერმენტირებული საკვები, როგორიცაა იოგურტი, კეფირი, მჟავე კომბოსტო და კიმჩი, რომელიც შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს. განიხილეთ პრობიოტიკების დამატება ჯანდაცვის პროფესიონალის ხელმძღვანელობით.
-ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაწლავის მიკრობიომზე და გაზარდოს მგრძნობელობა გარკვეული ბაქტერიების მიმართ. სტრესის მართვის ტექნიკები, როგორიცაა რეგულარული ვარჯიში, მედიტაცია, ღრმა სუნთქვის ვარჯიშები და ადეკვატური ძილი დაგეხმარებათ როგორც ნაწლავის ჯანმრთელობის, ასევე, ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ოპტიმიზაციაში.
-მოერიდეთ ანტიბიოტიკების გადაჭარბებულ გამოყენებას: ანტიბიოტიკები არღვევენ ნაწლავის ბაქტერიების ბალანსს, რაც პოტენციურად იწვევს დისბიოზის განვითარებას. გამოიყენეთ ანტიბიოტიკები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და ზუსტად დაიცავით დადგენილი რეჟიმი. თუ ანტიბიოტიკები აუცილებელია, განიხილეთ პრობიოტიკების დამატება კურსის დროს და კურსის შემდეგ, ექიმის ხელმძღვანელობით.
-თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ნაწლავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, გაიარეთ კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც, თქვენი ინდივიდუალური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის საჭიროებების გათვალისწინებით, მოგაწვდით პერსონალიზებულ რჩევებს და მითითებებს.
ეპშტეინ-ბარის ვირუსის (EBV) (გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებული) პრევენცია:
ეპშტეინ-ბარის ვირუსისგან თავის დასაცავად უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა – დაიბანოთ ხელები ხშირად, არ აკოცოთ ან არ გაუზიაროთ სასმელი, საკვები ან პირადი ნივთები, როგორიცაა კბილის ჯაგრისი, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ EBV ინფექცია.
ბაქტერიების, Porphyromonas gingivalis და Fusobacterium nucleatum (ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული) პრევენცია:
ამ ბაქტერიების ექსპოზიცია ასევე გარემო ფაქტორებთანაა კავშირში. ამიტომ, პირადი ჰიგიენა და ნაწლავის ჯანმრთელობა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ კვლევების მიხედვით, ეს ბაქტერიები განსაკუთრებით ჭარბად აღენიშნებათ ალკოჰოლის რეგულარულ მომხმარებლებს და მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პირებს. ჯანმრთელი კბილების/ღრძილების შენარჩუნება, ღრძილების ანთების დროული მკურნალობა, ალკოჰოლის, შაქრის შემცველი საკვების აკრძალვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ამ ბაქტერიების მავნე ზემოქმედება.
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

მეცნიერთა უნიკალური აღმოჩენა – სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 30-ით გაზარდა

სიცოცხლე 30%-ით გაუხანგრძლივა
#post_seo_title

ევროპელმა მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატი თაგვებზე გამოცადეს და აღმოაჩინეს, რომ ამან მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 30-ით გაზარდა. ასევე, მღრღნელები ჯანმრთელ მდგომარეობაში უფრო დიდხანს იყვნენ, მათში ქრონიკული ანთება შემცირდა და სიმსივნის ჩამოყალიბებაც გადავადდა.

მედიკამენტები რეპამიცინი და ტრამეტინიბი სწორედ სხვადასხვა ტიპის სიმსივნის სამკურნალოდაა შექმნილი. ასევე, პირველი მათგანი გადანერგილი ორგანოების უკუგდების პრევენციისთვისაც ინიშნება და ექსპერიმენტებში ცხოველთა სიცოცხლეც გაახანგრძლივა. მეორე პრეპარატმა იგივე შედეგი მწერ დროზოფილას შემთხვევაში აჩვენა, მაგრამ უფრო დიდ ორგანიზმებზეც ვრცელდებოდა თუ არა ეს ეფექტი, უცნობი იყო.

ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა თაგვებზე ისინი ცალ-ცალკე და ერთად გამოცადეს. რეპამიცინმა მღრღნელების სიცოცხლე 17-18%-ით გაახანგრძლივა, ხოლო ტრამეტინიბმა — 7-16%-ით. საერთო ძალებით ჩატარებული თერაპიისას ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყო და 26-35%-ს აღწევდა. გააგრძელეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ახალი კვლევა: „შეიძლება უკავშირდებოდეს მამრობითი სქესის ბავშვების დაბადებას აუტიზმით“

რა გავლენა შეუძლია მოახდინოს ვირუსმა ორსულზე და როგორ შეიძლება სხვადასხვა ვირუსის პრევენცია.
#post_seo_title

ორსულობის დროს დიეტური გაზიანი სასმელების მიღებამ შეიძლება გაზარდოს თქვენი შვილის აუტიზმის განვითარების ალბათობა, ნათქვამია ახალ კვლევაში.

ორსული ან მეძუძური ქალები, რომლებიც მოიხმარენ ასპარტამის შემცველ საკვებს და სასმელს, ხელოვნურ დამატკბობელს, შეიძლება უკავშირდებოდეს მამრობითი სქესის ბავშვების დაბადებას აუტიზმით. ტეხასის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აუტიზმის მქონე ბიჭებს შორის მათი დედები სამჯერ უფრო ხშირად სვამდნენ დღეში მინიმუმ ერთ დიეტურ გაზიან სასმელს – ან მოიხმარდნენ ეკვივალენტური რაოდენობით ხუთს.

კვლევაში აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 235 ბავშვის დედები გამოიკვლიეს. აუტიზმის მქონე მამრობითი სქესის ბავშვების დედები სამჯერ უფრო ხშირად სვამდნენ მსგავს სასმელებს ბავშვის მუცლადყოფნის დროს.

„ჩვენ ვნახეთ ეს ასოციაციები აუტიზმთან დაკავშირებით ბიჭებში, მაგრამ არა აუტიზმთან დაკავშირებით გოგონებში”, – თქვა დოქტორმა ფაულერმა.

ავტორებმა აღნიშნეს, რომ კვლევა ჩატარდა ქალების ორსულობის შემდეგ რამდენიმე წლის შემდეგ.

კვლევაში მონაწილე დოქტორი მოუწოდებს ორსულებს ან მეძუძურ ქალებს – ან მათ, ვინც დაორსულებას ცდილობს – მოერიდონ ასპარტამის შემცველ სასმელებს. ”

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს საბოლოო პასუხები, ქალებს შეუძლიათ ახლავე იმოქმედონ ხელმისაწვდომი მონაცემებით, რათა დაიცვან თავიანთი ბავშვები”, – თქვა მან.

ტვინისა და აუტიზმის მკვლევარი დოქტორი რობერტ მელილო, რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, ამბობს, რომ დასკვნები ემთხვევა მის კვლევასაც.

„აუტიზმის მაჩვენებლები გაიზარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, 10000-დან 1-დან ახლა 36-დან 1-მდე, ხოლო ბიჭების დიაგნოზი ოთხჯერ აღემატება გოგონებს”, – თქვა მან.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

10 გზა, რათა გაუფრთხილდე შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას

 ფსიქიკური ჯანმრთელობა - სად გადის ზღვარი?
#post_seo_title

გაუფრთხილდი ფსიქიკურ ჯანმრთელობას

10 გზა, რათა გაუფრთხილდე შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას:

  1. ისაუბრე შენს გრძნობებზე
  2. იყავი აქტიური
  3. იკვებე კარგად
  4. სასმელი ზომიერად მიიღე
  5. ეკონტაქტე მეგობრებს
  6. ითხოვე დახმარება
  7. შეისვენე
  8. იზრუნე სხვებზე
  9. აკეთე ის საქმე, რაც გიყცარს და კარგად გამოგდის
  10. მიიღე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

მობილური კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექოსკოპიისა და კარდიოგრაფიის აპარატით, დეფიბლირატორით, ოფთალმოლოგიური ნაკრებითა და კლინიკური ლაბორატორიით, რაც სრულად უზრუნველყოფს სამსახურის ბენეფიციართათვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას

ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს მობილური კლინიკა გადაეცა
ფოტო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დღეს გაიმართა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA)-ს მიერ ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის მობილური კლინიკის გადაცემის ცერემონიალი.

აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, მობილური კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექოსკოპიისა და კარდიოგრაფიის აპარატით, დეფიბლირატორით, ოფთალმოლოგიური ნაკრებითა და კლინიკური ლაბორატორიით, რაც სრულად უზრუნველყოფს სამსახურის ბენეფიციართათვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. მობილურ კლინიკას მოემსახურება ვ. სანიკიძის სახელობის კლინიკური ჰოსპიტლის 8 სპეციალისტი. მობილური კლინიკა, მნიშვნელოვნად გააადვილებს რეგიონებში, მით უფრო,მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

მისასალმებელ სიტყვაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვეს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას და შედეგზე ორიერნტირებულ თანამშრომლობას.; მადლობა გადაუხადეს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს საქართველოს ვეტერანების თანადგომისა და მხარდაჭერისთვის; საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს ხელმძღვანელის მოადგილემ, დოქტორმა უმით ნაჯი იორულმაზმა აღნიშნეს, რომ თურქული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელთაც TIKA საქართველოში, მით უფრო, საქართველოს ვეტერანების მხარდასაჭერად ახორციელებს, რადგან მათთვის განსაკუთრებული პატივია, თანადგომა გამოხატონ იმ დამსახურებული ადამიანების მიმართ, ვინც თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ძალისხმევა არ დაიშურეს და დღესაც მზად არიან, სამშობლოს ემსახურონ.

თურქმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო კვლავ განაგრძობს საქართველოს ვეტერანების თანადგომას და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და TIKA-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA)-ს თბილისის კოორდინატორი ზეინეფ ბაირაქი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, ვ. სანიკიძის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი და ჰოსპიტლის მედპერსონალი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ურთიერთობა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან 2016 წლიდან იღებს სათავეს. სწორედ ამ თანამშრომლობის პირველი შედეგია სამსახურის საკონფერენციო დარბაზი, რომლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა, TIKA-ს თანადგომით 2018 წელს განხორციელდა. თანამშრომლობამ შემდეგ მოიცვა სოფლის მეურნეობის სფეროც – TIKA-მ გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას, 2022 წელს გადასცა 100 სკა და მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი, დღეს კი, თანამშრომლობა უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა და სამედიცინო სფეროც მოიცვა.

„TIKA“ თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის, თითქმის ყველა რეგიონში, 1994 წლიდან, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ნაყოფი მდიდარია C და PP ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებ­ლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.

უნაბი
#post_seo_title

უნაბი 9 მ-მდე სიმაღლის ეკლიანი ხეა. გვარში (ეკუთვნის ხეჭრელასებრთა ოჯახს) 50-მდე სახეობაა, რომლებიც გვხვდება დედამიწის სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში.

მრგვალი ან ოვალური ფორმის, ტკბილი კურ­კიანი ნაყოფი მოწითალო-ყავისფერია. რბილობი შეიცავს 40%-მდე შაქრებს, 5% პროტეინს, 1,5%-ზე მეტ ქარვისა და ვაშლის მჟავებს, 5,5% პექტინოვან ნივთიერებას, 2%-ზე მეტ ფისებს და 1,2% მთრიმლავ ნივთიერებას.

ნაყოფი მდიდარია C და PP ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებ­ლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის. იჭმება როგორც ახალმოკრეფილი, ისე გამშრალი, დაკონსერვებული. გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში. გააგრძელეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ალოეს და თაფლის ასეთი ნაზავით საუკეთესო შედეგებს მიიღებთ სახლში მკურნალობისას

ალოე და თაფლი
#post_seo_title

მთელი ორგანიზმის გამაჯანსაღებელი ნაზავის მოსამზადებლად უნდა გაატაროთ გარეცხილი ალოეს  ფოთლები ხორცის საკეპ მანქანაში 2 ლიტრი ნაყენის მიღებამდე.

მიღებული მასა უნდა შეურიოთ 3კგ. თაფლს და აურიოთ კარგად. საბოლოო ნაზავი უნდა ჩაასხათ 3 ლიტრიან ქილებში და შეინახოთ მაცივარში. 10 დღის შემდეგ გამოიღეთ ქილა მაცივრიდან და დაიწყეთ მისი მოხმარება. მიირთვით 1 ს/კ ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

საშიში ინფექციით დაავადების და სხვადასხვა ტრავმების მიღების რისკი განსაკუთრებულად იზრდება

განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხა
#post_seo_title

გაატარეთ ზაფხული უსაფრთხოდ და ჯანმრთელად!

ზაფხული ყოველთვის დასვენებასთან, ძალების აღდგენასთან და თავგადასავლებთან ასოცირდება, თუმცა წლის ამ სეზონზე ბევრი საშიში ინფექციით დაავადების და სხვადასხვა ტრავმების მიღების რისკი განსაკუთრებულად იზრდება.  დასვენებასთან ერთად თუ გაითვალისწინებთ მარტივ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც ძნელი არ არის თავიდან აიცილებთ ისეთ ინფექციებს, როგორიცაა: A ვირუსული ჰეპატიტი, სალმონელოზი, დიზინტერია, ამებიაზი, საკვების მიერი ტოქსიკოინფექციები, ჯილეხი, ბრუცელოზი, ლეპტოსპიროზი, მალარია,  სხვადასხვა პარაზიტული დაავადებები, ჰელმინთები და სხვა დიარეით მიმდინარე ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექციური დაავადებები საკმაოდ ფართოდაა  გავრცელებული, მოსახლეობის მონდომება გარემოს დაბინძურებისგან დაცვის საქმეში, საკვები პროდუქტის მომზადება-ტრანსპორტირება-რეალიზაციის წესების განუხრელად დაცვაში, ხელების  ხშირი და სწორი დაბანით ამ დაავადებებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

•            ხელები ხშირად და  გულმოდგინედ უნდა დავიბანოთ თბილი გამდინარე წყლითა და საპნით. განსაკუთრებით: სახლში შესვლისთანავე, ჭამის წინ, ტუალეტით სარგებლობის, ნაგავთან შეხების, ცხოველებთან კონტაქტის, ცხვირის მოწმენდის, დახველების ან დაცემინების შემდეგ.  ხელების დაბანას სულ მცირე 40-60 წამი მაინც უნდა დავუთმოთ. დაბანის შემდეგ საგულდაგულოთ გავიმშრალოთ მშრალი, სუფთა ხელსაწმენდით, შეიძლება ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცის გამოყენებაც[i]. ამ ელემენტარული რეკომენდაციის გათვალიწინების დახმარებით შევამცირებთ დაავადების რისკს: შიგელოზით (დიზინტერია), A ვირუსული ჰეპატიტით, ამებიაზით, ჰელმინთებით.

•            აუცილებელია უარის თქმა: ვეტერინალური სამსახურის მიერ შეუმოწმებელი ცხოველური საკვები პროდუქტების შეძენა-მოხმარებაზე,  “ქუჩაში კვებაზე“,  საეჭვო დაწესებულებებში მომზადებულ კვების პროდუქტებზე,  კარგად უნდა მოიხარშოს ან შეიწვას  მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები:  ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი და კვერცხის პროდუქტი (დიდი რისკია უმი და არასრულად მოხარშული საკვების გამოყენება), კრემები, ნამცხვრები და ტორტები უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 80C ტემპერატურისა, მოვერიდოთ მათ ტრანსპორტირებას (ზაფხულის პერიოდში უმჯობესია კრემიანი ტორტებისა და ნამცხვრების მოხმარებისაგან თავის შეკავება) დაუშვებელია აუდუღარი/არაპასტერიზებული რძისაგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ან მისი მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვრისკავთ ჯილეხით[ii], ბრუცელოზით, სალმონელოზით, სხვა საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციებით ინფიცირების რისკით[iii].

•           ხილი და ბოსტნეული მოხმარების წინ   საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს. მწვანილი  გამოყენების წინ 10-15 წუთით უნდა ჩალბეს სუფთა წყალში  და შემდეგ კარგად გაირეცხოს გამდინარე წყლით. გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი ხილისა და ბოსტნეულის მოხმარების დროს სერიოზული რისკია სხვადასხვა პარაზიტული და ჰელმინთებით დაავადების განვითარების.

•   ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს  შეამცირებს საცხოვრებელი ბინების მწერებისა (კარ-ფანჯრის აბადვა)  და მღრღნელებისაგან დაცვა.

•   მოვერიდოთ წყალსატევებთან და ჭაობიან ადგილებთან ახლოს ყოფნას. ბანაობას უნდა მოვერიდოთ იქ სადაც შინაური ცხოველები წყურვილის მოსაკლავად ხშირად დადიან და შარდით აბინძურებენ სანაპიროს. ამ რეკომენდაციის გათვალიწინებით თავიდან აიცილებთ ლეპტოსპიროზით დაავადების რისკს[iv],  რომელიც მაღალი ცხელებით, ღებინებით, სიყვითლით და ზოგადი ძლიერი სისუსტით მიმდინარეობს, საჭიროებს ხანგრძლივ და სერიოზულ მკურნალობას (რამდენიმე დღიდან, სამ კვირამდე და მეტიც)[v].

მოვერიდოთ ხშირ-ბუჩქნარიან ადგილებში სეირნობას, სადაც შესაძლებელია მწერების, სხვადასხვა ტკიპებისა და ქვეწარმავლების არსებობა. სავარაუდოდ გველები იმ ადგილებს ეტანებიან სადაც ბევრი ბაყაყი და მღრღნელია. შემთხვევით მაინც თუ  გადაეყრებით მოერიდეთ აქტიურ მოქმედებებს, არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.

გველისაგან დაკბენის შემთხვევაში ნუ დაიწყებთ იმის გარკვევას შხამიანი იყო თუ უშხამო, სასწრაფოდ იმოქმედეთ და დაიწყეთ უახლოესი სამედიცინო დახმარების  პუნქტის ძებნა ანტიგიურზული შრატის გასაკეთებლად და შემდგომი ღონისძიებების ჩასატარებლად, რასაც ექიმები გადაწყვეტენ, მანამდე ნაკბენი ადგილი ცივი სუფთა წყლითა და საპნით ჩამოიბანეთ და სუფთა სახვევით შეიხვიეთ, არ შეიძლება სისხლის გამოწოვა, ნაკბენის გაკვეთა, ლახტის დადება. თუ ნაკბენი კიდურზეა, გააჩერეთ კიდური ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. სამედიცინო პუნქტამდე მისვლამდე მიიღეთ დიდი რაოდენობით ნებისმიერი სითხე სპირტიანი სასმელის გარდა[vi].

ზაფხული მზეზე გარუჯვის გარეშე ძნელი წარმოსადგენია, გაირუჯეთ ნელა და თანდათან. მზისგან დამცავი კრემი წაისვით სახლიდან გასვლის წინ 20 წუთით ადრე. ზაფხულის ცხელ დღეებში რეკომდირებულია თავისუფალი, ღია ფერის ტანსაცმლისა და საზაფხულო ქუდის ტარება. მზის დაკვრა ხდება როგორც მზიან, ასევე ღრუბლიანი ამინდშიც. ზაფხულის ძალიან ცხელ დღეებში არ არის რეკომენდირებული ძლიერი ფიზიკური აქტივობა არც ვარჯიშის და არც ფიზიკური შრომის დროს. მიიღეთ დიდი რაოდენობის სითხე. ზღვაში არ შეხვიდეთ მარტო ან ნასვამ მდგომარეობაში[vii].

უსაფრთხოდ და ჯანმრთელად გატარებული ზაფხული მთელი წელი ხალისიან და ჯანსაღ განწყობას შეგიქმნით!

[i] http://www.cdc.gov/handwashing/

[ii] http://www.who.int/csr/disease/Anthrax/en/index.html

[iii] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs237/ru/

[iv] http://www.cdc.gov/leptospirosis/prevention/index.html

[v] http://www.cdc.gov/leptospirosis/symptoms/index.html

[vi] http://wwwnc.cdc.gov/travel/page/relief-workers.htm

[vii] http://www.cdc.gov/niosh/docs/2010-116/

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

როგორია უძილობის გამომწვევი მიზეზები – შესაძლოა, უძილობა მრავალი განსხვავებული ფაქტორით იყოს გამოწვეული. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი

გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?
#post_seo_title

უძილობა (ინსომნია) — ეს არის ძილის დარღვევა, რომელიც ხასიათდება დაძინების სირთულით, ხშირი გამოღვიძებით ან დილით ადრე გაღვიძებით, რის შედეგადაც ადამიანი თავს დაღლილად და გამოუძინებლად გრძნობს. უძილობა შეიძლება იყოს ხანმოკლე (მწვავე) ან ხანგრძლივი (ქრონიკული).

მწვავე ინსომნია — გრძელდება რამდენიმე ღამიდან რამდენიმე კვირამდე და ხშირად გამოწვეულია სტრესით, ტრავმით ან გარემო პირობების ცვლილებით.

ქრონიკული ინსომნია — გრძელდება მინიმუმ სამი თვე და კვირაში სამჯერ მაინც იჩენს თავს. ამ დროს უძილობა ხშირად დაკავშირებულია სხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან, როგორიცაა დეპრესია ან ქრონიკული ტკივილი.

როგორია უძილობის გამომწვევი მიზეზები?

შესაძლოა, უძილობა მრავალი განსხვავებული ფაქტორით იყოს გამოწვეული. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ფსიქოლოგიური ფაქტორები:

  • სტრესი, შფოთვა და დეპრესია.
  • მნიშვნელოვანი ცვლილებები ცხოვრებაში, როგორებიც არის სამსახურის დაკარგვა ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალება.​

ფიზიოლოგიური და სამედიცინო ფაქტორები:

  • ქრონიკული დაავადებები, როგორებიც არის ასთმა, ართრიტი, პარკინსონის დაავადება, ჰიპერთირეოზი.
  • ტკივილი, რომელიც ხელს უშლის ძილს.
  • სუნთქვასთან დაკავშირებული დარღვევა, როგორი არის, მაგალითად, ძილის აპნოე.

ცხოვრების სტილი და გარემო ფაქტორები:

  • ალკოჰოლის, კოფეინის ან ნიკოტინის გადამეტებული მოხმარება.
  • არარეგულარული ძილის გრაფიკი; ღამის ცვლაში მუშაობა.
  • არაკომფორტული, ხმაურიანი გარემო.​

მედიკამენტები:

ზოგიერთმა მედიკამენტმა, როგორიც არის ანტიდეპრესანტები, ბეტა-ბლოკატორები და სტიმულატორები, ასევე შეიძლება გამოიწვიოს უძილობა.​

რას იწვევს უძილობა?

უძილობა — ეს არ არის მხოლოდ ღამით ძილის პრობლემა; მან შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე:

  • დეპრესია და შფოთვა: უძილობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ფსიქიკურ დარღვევებთან, როგორებიც დეპრესია და შფოთვა. კვლევებმა აჩვენა, რომ უძილობა შეიძლება იყოს ამ მდგომარეობების განვითარების რისკ-ფაქტორი. ​
  • გაღიზიანება და კონცენტრაციის პრობლემები: ძილის ნაკლებობა იწვევს გაღიზიანებას, კონცენტრაციის დაქვეითებას და ემოციური რეგულაციის გართულებას.

გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე:

  • გულის დაავადებები: უძილობა გულის შეტევის რისკს 69%-ით ზრდის.
  • მეტაბოლური დარღვევები: უძილობა ასოცირდება სიმსუქნესთან, ტიპი 2 დიაბეტთან და ჰიპერტენზიასთან.
  • იმუნური სისტემის დაქვეითება: ძილის ნაკლებობა ამცირებს იმუნურ ფუნქციებს, რაც ზრდის ინფექციების მიმართ მგრძნობელობას.​

გავლენა კოგნიტიურ ფუნქციებზე:

მეხსიერება და გადაწყვეტილების მიღება: უძილობა უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე, გადაწყვეტილების მიღების უნარზე და შემეცნებით ფუნქციებზე.

უსაფრთხოება და ყოველდღიური ფუნქციონირება უძილობისას:

ავარიების რისკი: უძილობა ზრდის ავტოსაგზაო და სამუშაო ადგილებზე ავარიების რისკს, რაც დაკავშირებულია ყურადღების დაქვეითებასთან და რეაქციის დროის გაზრდასთან.

სიცოცხლის ხანგრძლივობა (გრძელვადიანი შედეგი): ქრონიკული უძილობა შეიძლება დაკავშირებული იყოს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან.​

როგორია უძილობის გამომწვევი მიზეზები ახალშობილებში, ბავშვებში და მოზარდებში?

ახალშობილები (0–12 თვე)

ძილის პრობლემები:

  • ძილის ციკლის არასტაბილურობა: ახალშობილებს აქვთ მოკლე ძილის ციკლები და ხშირად იღვიძებენ.
  • ჭამის ან ქანაობის ასოცირება ძილთან: თუ ბავშვი იძინებს მხოლოდ კვების ან ქანაობის დროს, შესაძლოა, გაღვიძების შემდეგ დამოუკიდებლად დაძინება ვერ შეძლოს.
  • მოჭარბებული დაღლილობა: გადაღლილობა იწვევს კორტიზოლის დონის მატებას, რაც ართულებს დაძინებას.
  • გარემო ფაქტორები: ხმაური, სინათლე ან ტემპერატურის ცვლილებები შეიძლება ხელს უშლიდეს მშვიდ ძილს.​

ბავშვები (1–12 წელი)

ძილის პრობლემები:

  • ქცევითი უძილობა: ბავშვი ვერ იძინებს მშობლის ან კონკრეტული პირობების გარეშე, ან, მაგალითად, ხშირად ითხოვს დამატებით დროს თამაშისთვის, რათა გადადოს დაძინება.
  • შფოთვა და სტრესი: სკოლასთან, ოჯახურ გარემოსთან ან სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულმა შფოთვამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის პრობლემები.
  • არარეგულარული ძილის რუტინა: არასტაბილური ძილის გრაფიკი და არაკონსისტენტური ძილის რუტინა ხელს უშლის ბავშვს დროულად დაძინებაში.
  • სამედიცინო მდგომარეობები: ასთმა, ალერგია, ADHD, აუტიზმის სპექტრის დარღვევები და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება ზემოქმედებდეს ძილზე. ​

მოზარდები (13–18 წელი)

ძილის პრობლემები:

  • ცირკადული რიტმის ცვლილება: მოზარდებში ბუნებრივად იწევს ძილის დრო, რაც ართულებს ადრე დაძინებას და ადრე გაღვიძებას.
  • ტექნოლოგიის გამოყენება: სმარტფონების, ტაბლეტების და კომპიუტერების გამოყენება ძილის წინ იწვევს ძილის დაგვიანებას და მისი ხარისხის დაქვეითებას.
  • კოფეინის მოხმარება: ენერგეტიკული სასმელების და კოფეინის შემცველი პროდუქტების მოხმარება ართულებს დაძინებას.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები: დეპრესია, ნევროზი, შფოთვა და სხვა ფსიქიკური მდგომარეობები ხშირად ასოცირდება უძილობასთან.

რა იწვევს უძილობას ორსულობის დროს?

​უძილობა ორსულობის დროს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და შეიძლება ნებისმიერ ტრიმესტრში გამოვლინდეს. კვლევების მიხედვით, ორსულთა დაახლოებით 66%–94% განიცდის ძილის პრობლემებს ორსულობის განმავლობაში.

ორსულობის პერიოდში უძილობის გამომწვევ მიზეზებს შორის არის:

  1. ჰორმონალური ცვლილებები

ორსულობის დროს ჰორმონების, განსაკუთრებით ესტროგენისა და პროგესტერონის დონეების ცვლილება ზემოქმედებს ძილის ციკლზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევები.​

  1. ფიზიკური დისკომფორტი

მუცლის ზრდა, ზურგისა და ფეხების ტკივილი, გულძმარვა და ხშირი შარდვა განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში ართულებს კომფორტულ ძილს.​

  1. ფსიქოლოგიური ფაქტორები

შფოთვა, სტრესი და ორსულობასთან დაკავშირებული ფიქრები ხშირად იწვევს უძილობას.​

  1. სხვა ფაქტორები
  • ღამის კოშმარები და უცნაური სიზმრები
  • ფეხების კრუნჩხვები და მოუსვენარი ფეხების სინდრომი
  • მუცლის შიგნით ბავშვის მოძრაობები
  • სუნთქვის პრობლემები და ხვრინვა

როგორ დავძლიოთ უძილობა?

​უძილობის დაძლევა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, რომლებიც მოიცავს ცხოვრების წესის შეცვლას, ბუნებრივი საშუალებების გამოყენებას და, საჭიროების შემთხვევაში, პროფესიონალურ დახმარებას.

ცხოვრების წესის ცვლილება

  1. სტაბილური ძილის გრაფიკი: ეცადეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ, მათ შორის შაბათ-კვირასაც.
  2. ძილის ჰიგიენა:
  • ძილის წინ მოერიდეთ კოფეინის, ალკოჰოლისა და ნიკოტინის მიღებას.
  • დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე შეწყვიტეთ ეკრანებთან ურთიერთობა.
  • საძინებელი ოთახი უნდა იყოს ბნელ, წყნარ და გრილ გარემოში.​
  1. საღამოს რუტინა: დაძინებამდე შეასრულეთ დამამშვიდებელი აქტივობები, როგორიცაა თბილი აბაზანა, მედიტაცია ან მსუბუქი კითხვა.​
  2. ფიზიკური აქტივობა: დღის განმავლობაში რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს ღამის ძილს, თუმცა ეცადეთ, ძილის წინ არ ივარჯიშოთ.

ბუნებრივი საშუალებები

  • ბალახოვანი ჩაები: მაგალითად, გვირილასა და ვალერიანას ჩაის ნაყენები ცნობილია დამამშვიდებელი ეფექტით.​
  • ეთერზეთები: ლავანდის არომათერაპიის გამოყენება ხელს უწყობს მოდუნებას.​
  • ბალიშის არომატიზაცია: ბალიშში სვიის გირჩების ან არყის ფოთლების მოთავსება შეიძლება დაგეხმაროთ ძილის გაუმჯობესებაში.​

ფსიქოლოგიური მეთოდები

  • კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია (CBT-I): ეს თერაპია, რომელიც მოიცავს მავნე ფიქრებისა და ქცევების შეცვლას, ეფექტიანი საშუალებაა ქრონიკული უძილობის სამკურნალოდ.​
  • სუნთქვითი ვარჯიშები და მედიტაცია: დაძინებამდე სუნთქვითი ვარჯიშები და მედიტაცია ამცირებს სტრესს, ხელს უწყობს მოდუნებას.

მედიკამენტური მკურნალობა

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები არ არის ეფექტიანი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მედიკამენტური მკურნალობა. საძილე პრეპარატები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მოკლევადიანად, რათა თავიდან აიცილოთ დამოკიდებულება.​

ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ვამელისი, რომელიც ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებაა და ძილის მოწესრიგებას უწყობს ხელს. კერძოდ, ის წარმოადგენს ოთხი სამკურნალო მცენარეული კომპონენტის — ვალერიანის, ბარამბოს, ვნების ყვავილისა და კუნელის, ასევე ამინომჟავა გლიცინის — კომბინაციას. პრეპარატი ხსნის სტრესის, შფოთვის, დეპრესიისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სიმპტომებს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს, იცავს ორგანიზმს გულის დაავადებებისგან.

ამასთან, პრეპარატში შემავალი ნივთიერება ბარამბო ხსნის სტრესის სიმპტომებს და ასტიმულირებს ძილს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და კოგნიტიურ ფუნქციებს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის მსუბუქი დარღვევების, მათ შორის შებერილობის შემსუბუქებას.

ხოლო კუნელი აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას — ზრდის კორონარული არტერიების სისხლის ნაკადს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხსნის ნერვულ დაძაბულობასთან დაკავშირებულ გულის ისეთ დროებით ჩივილს, როგორიცაა პალპიტაცია (გულისცემის გაძლიერებული შეგრძნება). კუნელი ასევე ეფექტურია მენტალური სტრესისა და ძილის დარღვევების სიმპტომების მოსახსნელად.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ის, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ გამოიყურება, ხშირად ვენური დაავადების განვითარების სიგნალია – პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ცხელ სეზონზე

ვარიკოზული დაავადება
#post_seo_title

ის, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ გამოიყურება, ხშირად ვენური დაავადების განვითარების სიგნალია.

პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ცხელ სეზონზე.
ცხელი სეზონის მოახლოებასთან ერთად ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება, ხოლო დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თრომბოფლებიტი, ვენის თრომბოზი, ქვედა კიდურებზე ტროფიკული წყლულების გაჩენა და კიდევ ბევრი სხვა სერიოზული გართულება.
სწორედ ამიტომ ქრონიკული ვენური დაავადებების სიმპტომები არავითარ შემთხვევაში  არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ.
რა სიმპტომები ახასიათებს ვენურ დაავადებებს, როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ გართულებების თავიდან ასარიდებლად – ამ საკითხებზე გადაცემაში “ოჯახის ექიმი” ანგიოლოგი, ანგიოქირურგი, კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსის” სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი გიგი ბრეგაძე საუბრობს:
ქრონიკული ვენური დაავადებების სიმპტომები:
ქვედა კიდურების სიმძმე, ტკივილი, ქავილი, წვის შეგრძნება, სიმხურვალის შეგრძნება, დაღლილი ფეხის სინდრომი, მკვეთრად გამოხატული შეშუპება, წვივის კუნთების სპაზმი.
თუ ეს სიმტომები გაწუხებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლებელია იყოს ვენური დაავადებება…
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights