ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვაქცინაციის მეშვეობით, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 3.5-5 მილიონი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა წითელა, დიფთერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ყივანახველა და სხვა.
პირველი ოპერაციული სისტემა კვანტური კომპიუტერებისთვის, რომლის გამოყენებაც მომავლის კვანტური ინტერნეტის მართვისთვის იქნება შესაძლებელი
კვანტური ინტერნეტი სულ უფრო რეალური ხდება. QNodeOS – ასე ჰქვია მსოფლიოში პირველ ოპერაციულ სისტემას, რომელიც კვანტური კომპიუტერებისთვისაა გათვლილი და მისი გამოყენება მომავლის კვანტური ინტერნეტის მართვისთვის იქნება შესაძლებელი.
მეცნიერები მომავლის ინტერნეტის ანუ კვანტური ინტერნეტის შექმნაზე მუშაობენ. ინფორმაცია ახალ ოპერაციულ სისტემასთან დაკავშირებით სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კვანტური ინტერნეტი ეხება კონცეპტუალურ ინტერნეტ კავშირს კვანტურ კომპიუტერებსა და მოწყობილობებს შორის. კვანტური ინტერნეტი ინფორმაციის გადაცემის სრულიად უსაფრთხო გზას გვთავაზობს. მისი გაშიფვრა შეუძლებელი იქნება. ინფორმაციის გადაცემა მოხდება ქუბიტებით და თუ ვინმე მის “გატეხას” შეეცდება, მონაცემები უბრალოდ წაიშლება.
ახლად წარმოდგენილი ოპერაციული სისტემის მეშვეობით, შესაძლებელია რამდენიმე კვანტური კომპიუტერის გაერთიანება და ერთი ცენტრალური პლატფორმის მეშვეობით მათი მართვა.
სპეციალისტების თქმით, ახალი ოპერაციული სისტემის განვითარება და კვლევების ამ მიმართულებით გაგრძელება კვანტური ინტერნეტის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
მოზარდებში მაღალი შაქარი – გულის დაზიანების 3-ჯერ გაზრდილი რისკი!
მოზარდებში მაღალი შაქარი – გულის დაზიანების 3-ჯერ გაზრდილი რისკი!
- გადამოწმება — თინეიჯერებს და ახალგაზრდებს რეგულარულად უნდა გაეზომოთ შაქარი და ინსულინის დონე
- კვების გაუმჯობესება — ნაკლები შაქარი, ტკბილეული, გაზიანი სასმელები და რაფინირებული ნახშირწყლები
- მეტი ბოსტნეული, ცილა, სრულმარცვლოვანი პროდუქტი და ფიზიკური აქტივობა
- კარგი ძილი და სტრესის მართვა
- განათლება — მშობლებისთვის, სკოლებისთვის, ახალგაზრდებისთვის


შეხვედრაზე, აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს საკითხები განიხილეს
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ირმა ხონელიძე ესწრებოდნენ, რომელიც იმავდროულად, გლობალური ფონდის პროექტის დირექტორია.
შეხვედრაზე, აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს საკითხები განიხილეს. ისაუბრეს გლობალურ ფონდში წარდგენილ ახალ საგრანტო განაცხადზე და მიმოიხილეს, ფონდის დაფინანსების ფარგლებში, განხორციელებული აქტივობები, რომელთაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, მაღალი შეფასება მიეცა.
შეხვედრაზე, სილვიუ დომენტემ, მინისტრს გააცნო პანდემიის ფონდის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ახალი, მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტის დაწყებისთვის განხორციელებული მოსამზადებელი ღონისძიებები. შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გასულ წელს წარადგინა განაცხადი და მაღალი კონკურენციის პირობებში აღნიშნული დაფინანსება მოიპოვა. ქვეყნის შერჩევა განპირობებული იყო ჯანდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმებითა და მიღწეული ხელშესახები შედეგებით.
შეხვედრაზე, აღინიშნა, რომ ამჟამად არსებულმა გლობალურმა ტენდენციებმა შესაძლებელია, გავლენა იქონიოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოში მიმდინარე საგრანტო პროექტების კონფიგურაციასა და პრიორიტეტებზეც. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილებები, პრიორიტეტული პროგრამების შეუფერხებელ მუშაობას და დაფინანსების უფრო ეფექტიან გამოყენებას ემსახურება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გლობალურ დონეზე პარტნიორობის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, ერთობლივად იმუშაონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ გლობალურ ფონდთან პარტნიორობა გაგრძელდება, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სფეროში მიღწეული პროგრესის შესანარჩუნებლად და შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კლიმატური პირობების გაუარესების გამო დედამიწის ზედაპირი შეცვლილია – ასტრონომებმა პლანეტის ახალი ფოტოები მიიღეს
„ცისფერი მარმარილო“ – ასე ჰქვია NASA-ს ეკიპაჟიანი მთვარის მისიის, „აპოლო 17“-ის წევრების მიერ დედამიწისთვის გადაღებულ ფოტოს. იგი ზუსტად 53 წლის წინ იყო გადაღებული.
კამერა Hasselblad-ით გადაღებული ეს სურათი პირველი იყო, რომელზეც დედამიწის მთლიანი სიმრგვალე იყო ასახული. იქამდე, დედამიწა კაცობრიობას მხოლოდ ფრაგმენტირებულად ჰქონდა ნანახი. 53 წლის შემდეგ პლანეტის ახალ ფოტოებზე, რომლებიც ძველს შეადარეს, ცვლილებები დაინახეს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კაცობრიობა ძალიან ჩქარი ტემპებით ცვლის დედამიწას და ეს თუ აქამდე არც თუ ისე შესამჩნევი იყო, ახლა თვალში საცემია. ურბანიზაცია, ტყეების გაჩეხა, გამონაბოლქვი, დაბინძურებული ადგილები – ეს ყველაფერი დედამიწის იერსახეს ცვლის.
ასტრონომების თქმით, მთავარი, რაც კოსმოსიდან გადაღებულ დედამიწის ზედაპირზე ჩანს – ეს არის გაჩეხილი ტყეები და მცენარეების შემცირება. ასევე მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის მკვეთრი შემცირება აღნიშნეს, რაც კლიმატის ცვლილების მთავარი ინდიკატორია. ასტრონომები ასევე აღნიშნავენ ქალაქების მკვეთრ მატებას და განაშენიანების ზრდას, გაზრდილია ხანძრების რიცხვი.
მომდევნო ეკიპაჟიანი მთვარის მისია Artemis II 2026 წელს არის დაგეგმილი და ასტრონომები კოსმოსიდან გადაღებულ დედამიწის ახალ ფოტოებს მოუთმენლად ელოდებიან.

როგორია სტრესის გავლენა მხედველობაზე – როგორ დავიცვათ თვალის ჯანმრთელობა?
როგორ მოქმედებს სტრესი მხედველობაზე და როგორ დავიცვათ თვალის ჯანმრთელობა?
სტრესი ხშირად დაკავშირებულია ემოციურ და ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას ჩვენს მხედველობაზე. სინამდვილეში, სტრესის დროს აქტიურდება ისეთი პროცესები, რომლებიც პირდაპირ აუარესებს თვალის ფუნქციებს და მხედველობის სიმკვეთრეს.
აკომოდაციის მექანიზმი და მისი როლი
აკომოდაცია — ეს არის თვალის უნარი შეცვალოს ფოკუსი ისე, რომ საგნები ახლო და შორ მანძილზე ნათლად ჩანდეს. სწორედ ამ მექანიზმის წყალობით ბევრ ადამიანს არ აწუხებს დაბალი ხარისხის მიოპია (ახლომხედველობა) ან ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა).
როგორ უშლის ხელს სტრესი თვალის ფუნქციას?
მძიმე ან ხანგრძლივ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას ორგანიზმში მცირდება კომპენსატორული უნარები. შედეგად, აკომოდაციის მექანიზმიც სუსტდება. მაგალითად, თუ ადამიანს ჰქონდა არადამახასიათებელი, დაუფიქსირებელი მხედველობის პრობლემა, შესაძლოა პირველად სწორედ სტრესის ან ძილის ქრონიკული დეფიციტის ფონზე დაიწყოს მხედველობის გაუარესება.
ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ქალებს, მშობიარობის შემდეგ სტრესისა და ძილის დეფიციტის ფონზე, უვლინდებათ მხედველობის პრობლემები, რომლებიც მანამდე შეუმჩნეველი იყო.
ჰორმონული ცვლილებები და თვალის ფუნქცია
სტრესი იწვევს ისეთი ჰორმონების აქტივაციას, როგორებიცაა:
-
კორტიზოლი
-
ადრენალინი
-
პროლაქტინი
ეს ჰორმონები გავლენას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რაც თავის მხრივ ცვლის თვალის სისხლმომარაგებას და იწვევს თვალის კუნთების გადატვირთვას. ხანგრძლივ სტრესს შეუძლია დაასუსტოს თვალის კუნთები და საბოლოოდ გამოიწვიოს მხედველობის გაუარესება.
შეიძლება თუ არა მხედველობის აღდგენა?
მხედველობის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია, როდესაც ორგანიზმი ნელ-ნელა გამოდის სტრესული მდგომარეობიდან. თუმცა აღდგენა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა:
-
ასაკი
-
ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა
-
ორგანიზმის ადაპტაციის უნარი
ყველა შემთხვევაში მხედველობის სრული აღდგენა არ ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენცია.
როგორ დავიცვათ მხედველობა სტრესის ზემოქმედებისგან?
გთავაზობთ ეფექტურ რჩევებს თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად:
-
დავიცვათ ძილის რეჟიმი — თვალის დატვირთვა საგრძნობლად მცირდება სრულფასოვანი ძილით.
-
ფიზიკური აქტივობა — აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თვალის კვებას.
-
თვალის ვარჯიშები — რეგულარული თვალის ვარჯიშები აუმჯობესებს აკომოდაციას.
-
სტრესის მართვა — სასურველია ისწავლოთ რელაქსაციის ტექნიკები, მედიტაცია ან სუნთქვითი ვარჯიშები.
-
კვება — თვალისთვის აუცილებელია A, C, E ვიტამინებით და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვები.
დასკვნა
სტრესი არამარტო ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს, არამედ პირდაპირ აფერხებს თვალის ფუნქციებს. თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სტრესის კონტროლი, ცხოვრების ჯანსაღი წესი და თვალის მოვლა. გახსოვდეთ — თვალებზე ზრუნვა იწყება სტრესის მართვით!
ახალი კვლევა: სიმსუქნე მხოლოდ ზედმეტი კილოგრამები არაა — ის თქვენს ცხიმის უჯრედების DNA-საც ცვლის!
სიმსუქნე მხოლოდ ზედმეტი კილოგრამები არაა — ის თქვენს ცხიმის უჯრედების DNA-საც ცვლის!

2025 წლის 29 აპრილს “აკრედიტაცია კანადის” გუნდი საპატრიარქოს კლინიკას ყოველთვიური ვიზიტით ესტუმრა
2025 წლის 29 აპრილს საპატრიარქოს “წმ. იოაკიმე და ანას სამედიცინო ცენტრს” ყოველთვიური მონიტორინგის ფარგლებში სტუმრობდა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაცია „აკრედიტაცია კანადა“.
ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის მოთხოვნებს, რომელსაც ეს ორგანიზაცია საქართველოში დანერგილ კლინიკებში სისტემურად ახორციელებს.
Accreditation Canada-სთან თანამშრომლობა კლინიკის რეპუტაციას მნიშვნელოვნად აძლიერებს, რადგან ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო ხარისხის და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების სტანდარტებთან.

ჯანდაცვის ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების პროცესში საქართველო მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას შეუერთდა — Accreditation Canada-ს. ეს ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში ცნობილია მკაცრი სტანდარტებით, ხოლო საქართველოში მისი საქმიანობა ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება გლობალური სტანდარტი წარმატებით დაინერგოს ადგილობრივ დონეზე.

ვინ არის გიორგი ფხაკაძე და რა ცვლილება მოიტანა მან?

Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში, WHO-ს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე არის ადამიანი, რომელმაც ამ პროცესს საქართველოში საფუძველი ჩაუყარა.
მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ადგილობრივ ექსპერტთა გუნდი, რომელიც სრულად გადამზადდა კანადური სტანდარტების შესაბამისად.

ეს გუნდი დღეს უკვე არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ატარებს კლინიკების შეფასებასა და აკრედიტაციის პროცესებს.
რა ეტაპზეა აკრედიტაციის პროცესი საქართველოში?
საქართველოში 24-მა კლინიკამ დაიწყო თანამშრომლობა Accreditation Canada-სთან, თუმცა მხოლოდ 9 კლინიკამ შეძლო პლატინის ხარისხის მოპოვება.
რა განასხვავებს Accreditation Canada-ს სხვა ორგანიზაციებისგან?
გიორგი ფხაკაძის განმარტებით, Accreditation Canada-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიდგომა არის მუდმივი, თვიური მონიტორინგი.
თუ სხვა აკრედიტაციის სისტემები მხოლოდ 3 წელიწადში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ ამოწმებენ დაწესებულებას, კანადური სტანდარტის შესაბამისად, თითოეული ცხრავე კლინიკა ყოველთვიურად მიიღებს მონიტორინგს, რაც სერიოზულად ამაღლებს ხარისხს და აკონტროლებს სტანდარტების დაცვას რეალურ დროში.
პაციენტთა საბჭოები – კლინიკების განვითარების ახალი მოდელი
Accreditation Canada-ს სტანდარტების მიხედვით, პაციენტთა და ოჯახის წევრების ჩართულობა აუცილებელია ჯანდაცვის დაწესებულების მუშაობაში. გიორგი ფხაკაძის ინიციატივით, საქართველოში ამ ცხრავე კლინიკაში ჩამოყალიბდა პაციენტთა საბჭოები, რომლებიც შედგება პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისგან.
პაციენტთა საბჭოები:
- თვეში ერთხელ იკრიბებიან
- აძლევენ კლინიკებს უკუკავშირს
- სთავაზობენ იდეებს სერვისების გაუმჯობესებისა და პაციენტზე მორგებული გარემოს შესაქმნელად
პაციენტთა საბჭოების სამდივნო კოორდინაციას უწევს პროცესს და აერთიანებს ყველა საბჭოს საერთო ხედვაში.
Accreditation Canada-ს მიდგომა საქართველოში შეიძლება ჩაითვალოს როგორც წარმატებული მაგალითი იმისა, როგორ უნდა განხორციელდეს ხარისხის მართვა სისტემურად, მდგრადად და პაციენტზე ორიენტირებულად. გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველომ არა მხოლოდ მიიღო მაღალი სტანდარტები, არამედ თავადაც გახდა ექსპორტიორი — ექსპერტების, ცოდნისა და გამოცდილებისა.
როგორ გახდნენ ქართველები საერთაშორისო დონის აკრედიტაციის ექსპერტები?
როგორც სტატიაში აღინიშნა, Accreditation Canada-ს ინოვაციური მიდგომის შედეგად, საქართველოში პირველად ჩამოყალიბდა ადგილობრივი ექსპერტთა გუნდი, რომელიც დღეს უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ სპეციალისტებად ითვლებიან.

გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, ქართველმა სპეციალისტებმა:
- გაიარეს სრული გადამზადება კანადური ჯანდაცვის ხარისხის სტანდარტებით.
ეს გუნდი დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც:
- მართავს კლინიკების მონიტორინგს
- მონაწილეობს აკრედიტაციის პროცესებში
- წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ფორუმებსა და შეხვედრებზე
ქართველი ექსპერტების წარმატება აჩვენებს, რომ საქართველოში შესაძლებელია მაღალი დონის პროფესიული მომზადება და მსოფლიო დონის სტანდარტების დანერგვა ადგილობრივ დონეზე.
სიხარულით და სიამაყით გიზიარებთ: უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ქსელი (UHN) – მსოფლიო ლიდერი! და საქართველო – სერიოზული წარმატების გზაზე!
უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ქსელი (UHN) – მსოფლიო ლიდერი! და საქართველო – სერიოზული წარმატების გზაზე!

თქვენი თვალები თქვენი შესახებ ბევრს ამბობს – მეცნიერებმა ADHD-ის პროგნოზირება თვალის სკანით ისწავლეს!
თქვენი თვალები თქვენი შესახებ ბევრს ამბობს – მეცნიერებმა ADHD-ის პროგნოზირება თვალის სკანით ისწავლეს!












