COVID-19-ის ვაქცინაცია ამცირებს გულის შეტევებისა და ინსულტების რისკს – ახალი, მასშტაბური კვლევის შედეგები



კითხვა: რას წარმოადგენს ფოლის მჟავა და რატომაა ის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისათვის?
პასუხი: ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლ-წარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლის მჟავა (ფოლატი) პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოება.
ორსულებში ფოლის მჟავას ნაკლებობა (დეფიციტი) განაპირობებს ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის განვითარების მანკების წარმოშობას. ამდენად, დედის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია ახალშობილის ჯანმრთელობისათვის.
ნერვული მილის ყველაზე გავრცელებული დეფექტებია:
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება დედამ გააკეთოს ნაყოფის დეფექტების პრევენციის მიზნით, არის ფოლის მჟავას ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით, ჩასახვის წინა და ორსულობის პერიოდში.
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ქალებში, რომლებიც ორსულობის წინ და ორსულობის პერიოდში ყოველდღიურად იღებენ 400 მკგ (0.4 მგ) ფოლის მჟავას, ნაყოფის ნერვული ღეროს სერიოზული დეფექტების განვითარების რისკი 50-70%-ით შემცირებულია.
დაავადების გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის არასრულფასოვანი (ფოლატით ღარიბი) კვება. ფოლის მჟავას დეფიციტი ხშირია, როდესაც საკვებად არ იყენებენ ხორცს, ბოსტნეულს კი თერმულად დიდხანს ამუშავებენ.
ფოლატი შედის როგორც მცენარეულ ისე ცხოველურ პროდუქტებში. აღსანიშნავია, რომ ქალისა და ძროხის რძე შეიცავს ფოლატების დაახლოებით თანაბარ რაოდენობას (50 ნგ/გ), ხოლო თხის რძეში მისი რაოდენობა 8-ჯერ ნაკლებია. ფოლის მჟავა თერმოლაბილურია, რის გამოც კულინარიული დამუშავებისას ფოლატების 50% იშლება, ამიტომ მისი დეფიციტის თავიდან ასაცილებად აუცილებელია უმი ბოსტნეულისა და ხილის მიღება.
კითხვა: ფოლის მჟავას მიღების რა პერიოდებია ოპტიმალური ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში?
პასუხი: ნერვული მილის დეფექტები ვითარდება ორსულობის პირველი 28 დღის განმავლობაში – ჩვეულებრივ, სანამ ქალი გაიგებს, რომ იგი ორსულადაა.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფოლის მჟავას მიღება რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც გეგმავს დაორსულებას. ცნობილია, რომ ორსულობათა საშუალოდ 50% დაუგეგმავია (საქართველოში, 2010 წლის RHS კვლევის მონაცემებით, ბოლო ორსულობის 36 % იყო დაუგეგმავი; 2005 წელს ეს მაჩვენებელი იყო 52%; ხოლო 1999 წელს – 59%). ყველა ქალი, ვინც კი შესაძლებელია, რომ დაორსულდეს, უნდა იღებდეს ფოლის მჟავას, სასურველია დაორსულებამდე 1 წლის განმავლობაში მაინც (სულ მცირე 3 თვის განმავლობაში) და ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში .
კითხვა: კიდევ რა ნიშნებით ხასიათდება ფოლატების დეფიციტი?
პასუხი: ფოლატების დეფიციტის ნიშნებია: ზრდის შეფერხება ბავშვებში; ანემია მოზრდილებში; საჭმლის მონელების პრობლემები – დიარეა, უმადობა, წონაში კლება; სისუსტე და ადვილად დაღლა; მტკივნეული ენა; თავის ტკივილი; გულის რითმის დარღვევები; გაღიზიანებადობა და გულმავიწყობა.
კითხვა: ვინ წარმოადგენს რისკის ჯგუფს?
პასუხი: დაავადების რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ერთ წლამდე ასაკის ბავშვები, მოზარდები, და ორსულები. ვინაიდან ამ პერიოდში გაზრდილია მოთხოვნილება ფოლატებზე.
კითხვა: რომელი პროდუქტები შეიცავს ბუნებრივად ფოლის მჟავას?
პასუხი: ფოლის მჟავა ბუნებრივად, საკვებ პროდუქტებში წარმოდგენილია ფოლატების სახით. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს: მუქ-მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი, სალათის ფურცელი, მწვანე სოიო, ოხრახუში), პარკოსნები, სატაცური, ხილი (ბანანი, შავი მოცხარი, კივი, ფორთოხალი, ფეიხოა), სოკო, ხორცი (საქონლის ღვიძლი და თირკმელი), თევზი, ხიზილალა, პომიდორი.
კითხვა: რამდენად ხელმისაწვდომია ფოლის მჟავა საქართველოში?
პასუხი: საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე ფოლის მჟავა საკმაოდ იაფია და ხელმისაწვდომია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის (თვის სამყოფი რაოდენობა არ აღემატება 2 ლარს)
კითხვა: კიდევ რა დადებითი ეფექტი აქვს ფოლის მჟავას მიღებას?
პასუხი: ყველა ადამიანი საჭიროებს ფოლის მჟავას. იგი გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს: როგორიცაა მეხსიერების დაკარგვა, ალცჰეიმერის დაავადება, სმენის ასაკობრივი დაქვეითება, ასაკობრივი მხედველობის პრობლემა, ოსტეოპოროზი, ძილის პრობლემები, დეპრესია, ნევრალგია, კუნთების ტკივილი, შიდსი, კანის დაავადება – ვიტილიგო; ასევე გამოიყენება დაბერების ნიშნების შემცირების მიზნით.
ფოლის მჟავას დეფიციტი ხელს უწყობს აგრეთვე ანემიის განვითარებას. მდგომარეობა გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, გულმავიწყობა, უმადობა, ადვილად გაღიზიანებადობა, წონაში კლება. ფოლის მჟავის დეფიციტის დროს ასევე იმატებს ინფარქტისა და ინსულტის რისკი, კიბოს ზოგიერთი ფორმის (მაგ., კუჭის კიბო) რისკი, მამაკაცებში უნაყოფობის რისკი და სხვ.
კვლევებით დასტურდება, რომ ფოლის მჟავა ასევე ხელს უშლის სხვა დეფექტების განვითარებას, როგორიცაა კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა და გულის ზოგიერთი მანკი. არსებობს კვლევები, რომელიც ამტკიცებს ფოლის მჟავას მნიშვნელობას ინსულტის, ნეირობლასტომის და ლეიკოზების პრევენციისათვის.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ფოლის მჟავას საკმარისი რაოდენობით მიღება კარგად დაბალანსებული მრავალფეროვანი კვებით? და როდისაა საჭირო ფოლის მჟავას დამატებითი მიღება?
პასუხი: ფოლატის საჭირო რაოდენობის მიღება შესაძლებელია დაბალანსებული (ფოლატის მაღალი შემცველობის პროდუქტით) კვების საშუალებით. თუმცა ამ პროდუქტების არასაკმარისად მიღების ან გაზრდილი საჭიროების მდგომარეობების დროს, ადამიანებმა, რომლებიც არიან ფოლის მჟავას დეფიციტის რისკის ქვეშ, დამატებით უნდა მიიღონ ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტები ან ფოლის მჟავას პრეპარატები.
სინთეზური ფოლის მჟავა უკეთესად შეითვისება, ვიდრე საკვებით მიღებული. ორსულებმა უნდა მიიღონ 600 მკგ, მეძუძურებმა 500 მკგ, დანარჩენებმა 400 მკგ დღეში. მეცნიერული გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ადამიანების უმეტესობა იმაზე ნაკლებ ფოლატებს მოიხმარს ვიდრე მას ესაჭიროება. ამის გამო მე-20 საუკუნის ბოლოდან ბევრ ქვეყანაში მიღებულ იქნა კანონი საკვები პროდუქტების აუცილებელი ფორტიფიკაციის შესახებ. ფოლის მჟავით პურისა და სხვა პროდუქტების ფორტიფიცირებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიის რიცხვი, ორსულობისა და მშობიარობის გართულებები, ნერვული სისტემის პათოლოგიები ახალშობილებში. აშშ-ში, კანადაში, ინგლისში ფორტიფიკაციამ კარგი შედეგი გამოიღო აგრეთვე გულის კორონალური პათოლოგიის შემცირებაში.
ფოლის მჟავას დამატებითი მიღების საჭიროების მიზეზები შეიძლება იყოს:
რკინის დეფიციტის ძირითად გამოვლინებას რკინა-დეფიციტური ანემია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რკინის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ რკინის შემცველი პროდუქტების არასაკმარისი მიღებით, არამედ, აგრეთვე ფოლიუმის მჟავას და B12 ვიტამინის ბრალეულობით, ჰელმინთოზით, სისხლის დაკარგვით და სხვ.
რკინადეფიციტური ანემია (რდა) არის ანემია, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში რკინის რაოდენობის შემცირებით, რის შედეგადაც ირღვევა ჰემოგლობინის სინთეზი და მცირდება მისი კონცენტრაცია თითოეულ ერითროციტში. ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა ბალანსი მიღებულსა და დახარჯულ რკინას შორის. იგი ყველაზე გავრცელებული კვებითი დეფიციტია და ანემიის უპირველეს მიზეზს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში.
გამოყოფენ რკინის დეფიციტის 2 ფორმას:
1. რკინის ფარული (ლატენტური) დეფიციტი _ ხასიათდება რკინის მარაგისა და სატრანსპორტო რკინის შემცირებით, ნორმალური ჰემოგლობინისა და ერითროციტების მაჩვენებლებით;
2. რკინადეფიციტური ანემია _ ხასიათდება ყველა მეტაბოლური ფონდის (მათ შორის სატრანსპორტოც) შემცირებით, ასევე ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებით.
რა შეიძლება გამოიწვიოს რკინის დეფიციტმა?
რკინის დეფიციტმა:
რა იწვევს რკინის დეფიციტს?
რკინის დეფიციტი შეიძლება მრავალმა ფაქტორმა განაპირობოს. გამომწვევი მიზეზები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა:
1. ორგანიზმის მოთხოვნილების გაზრდა რკინისადმი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს:
2. ა) რკინის არასაკმარისი მიღება, ან
ბ) შეწოვის დაქვეითება (ორგანიზმის მიერ რკინის არასაკმარისი ათვისება)
რით განისაზღვრება ორგანიზმის მიერ რკინის ათვისების მდგომარეობა?
საკვებიდან ათვისებული რკინის რაოდენობას განსაზღვრავს მრავალი ფაქტორი:
რომელი პროდუქტებია რკინით მდიდარი?
რკინით მდიდარი პროდუქტებია: ხილი (გარგარი, ანანასი, ყურძენი, ვაშლი), მჭლე ხორცი (საქონლის და ღორის ღვიძლი), თევზი, მოლუსკები, ხამანწკები, ბოსტნეული (წითელი წიწაკა, სალათის ფოთოლი, კარტოფილი, ნიორი) პარკოსნები (ლობიო), რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, ნიგოზი და მარცვლოვანი პროდუქტი, გოგრის თესლი, კომბოსტო (ყვავილოვანი კომბოსტო), ჭარხალი, ცხოველური საკვებიდან რკინა უფრო კარგად შეითვისება ვიდრე მცენარეულიდან.რკინის შეწოვა ამ პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად არის დამკიდებული კვების რაციონზე.
რა რაოდენობის რკინა გვესაჭიროება?
რკინის მიღების დღიური საჭიროება ((Recommended Dietary Allowance (RDA)) საშუალოდ შეადგენს მოზრდილებისათვის 8 მგ მამაკაცებში და 18 მგ ქალებში, ხოლო ორსულებში 27 მგ.
ვინ წარმოადგენს რისკის ჯგუფს?
რისკის ჯგუფს წარმოადგენს:
რა ნიშნები ახასიათებს რკინის დეფიციტს.
რკინის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს 2 სინდრომით: ანემიური და სიდეროპენიული.
ანემიური სინდრომი – განპირობებულია ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცირებით და წარმოდგენილია არასპეციფიური სიმპტომებით: თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გულისცემის გახშირება, ჰაერის უკმარისობა, ძილიანობა, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება. გამოხატული ანემიის დროს ხშირდება სტენოკარდიული შეტევები, ვითარდება იშემიური დაავადებების გამწვავება. სინდრომის გამოვლენა მნიშვენლოვნად არის დამოკიდებული დაავადების განვითარების სიჩქარეზე. უფრო ხშირად დაავადება ნელა ვითარდება. ავადმყოფი ეგუება ამ მდგომარეობას, განსაკუთრებით ეს ეხებათ ქალებს და ისინი უკვე ღრმა ანემიის შემთხვევაში მიმართავენ ექიმს.
სიდეროპენიული სინდრომი – ჰიპოსიდეროზი დაკავშირებულია რკინის ქსოვილოვან დეფიციტთან. გამოყოფენ ორგანოების 4 ჯგუფს, რომლებშიც ჰიპოსიდეროზი მაქსიმალურად არის გამოხატული:
1) კანი და ლორწოვანი გარსები (სიმშრალე, თმის და ფრჩხილების დაზიანება);
2) კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (მადის დაქვეითება და გაუკუღმარეთება, დისფაგია, შეკრულობა ან დიარეა);
3) ნერვული სისტემა – ადვილად დაღლა, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება;
4) სისხლძარღვოვანი სისტემა (ტაქიკარდია, დიასტოლური დისფუნქცია). ქვეითდება ასევე უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლები.
ავადმყოფები ადვილად ავადდებიან ინფექციური და ვირუსული დაავადებებით. დამახასიათებელია გაუკუღმართებული გემოვნება – სურვილი ჭამონ ცარცი, მიწა, უმი ხორცის ფარში და სხვა (პათოფაგია). უჩვეულო მიდრეკილება გარკვეული სუნების მიმართ: აცეტონი, ბენზინი და სხვა (პათოსომია). დამახასიათებელია ლორწოვანისა და კანის სიფერმკრთალე, ზოგჯერ მომწვანო ელფერით – ქლოროზი. კანს აქვს მოყვითალო ცვილის ფერი მხოლოდ პირის ირგვლივ. ლურჯი სკლერების სიმპტომი ხასიათდება სკლერების სილურჯით. შარდის შეუკავებლობა სიცილის, ხველის დროს, ზოგჯერ ღამის შარდის შეუკავებლობა,.
როგორ ხდება რკინის დეფიციტის მკურნალობა?
მკურნალობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და რკინის დეფიციტის გამომწვევი მიზეზი. რკინის დეფიციტის დროს ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რკინის პრეპარატები და გარკვეული დროის შემდეგ ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის განმეორებითი ტესტირება. თუკი ექიმი გადაწყვეტს, რომ რკინის დეფიციტი გამოწვეულია საკვების საშუალებით რკინის მცირე რაოდენობის მიღებით, შესაძლოა გირჩიოთ რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოსტირება ექიმის მიერ, ვინაიდან რკინის დეფიციტი შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული კვებასთან და გამოწვეული იყოს სხვა მიზეზით. ექიმის რეკომენდაციები ინდივიდუალურია ყველა ცალკეული შემთხვევისთვის.
რა უნდა გავაკეთოთ რკინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად?
იკვებეთ ჯანსაღად და რკინის საკმარისი რაოდენობით შემცველი საკვებით. გარდა ამისა, მიირთვით საკვები, რომელიც დაეხმარება თქვენს ორგანიზმს რკინის უკეთ ათვისებაში. მაგალითად, შეგიძლიათ მიირთვათ C ვიტამინით მდიდარი ხილი ან ბოსტნეული იმ საკვებთან ერთად, რომელიც შეიცავს „არაჰემურ“ რკინას. C ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს „არაჰემური“ რკინის ათვისებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „არაჰემური“ რკინითა და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები მიღებულია ერთ კვებაზე.
მაღალი რისკის ჯგუფებისთვის მოწოდებულია შემდეგი რეკომენდაციები:
ჩვილი ბავშვები
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები
სქესობრივად მომწიფებული გოგონები და რეპროდუქციული ასაკის ქალები
ორსული ქალები
რა მდგომარეობა რკინის დეფიციტის მხრივ მსოფლიოში და მ.შ. საქართველოში?
ანემიის დაახლოებით 2 მილიარდი შემთხვევა აღირიცხება მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში, სხვადასხვა გენეზის ანემიათა შორის რკინა-დეფიციტურ ანემიაზე (რდა) მოდის 70-80%. ის ყველაზე ხშირად გვხვდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, ორსულ და მეძუძურ ქალთა შორის, აგრეთვე ადრეული და პუბერტული ასაკის ბავშვებში. განსაკუთრებით მაღალია ავადობის სიხშირე სუსტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში (არასრულფასოვანი კვება – რკინით, ცილებითა და ვიტამინებით ღარიბი საკვები პროდუქტების მიღება, სამედიცინო მომსახურების მიუწვდომლობა). განვითარებულ ევროპის ქვეყნებში ქალებისა და ბავშვების რდა ავადობა შეადგენს 7-14%. განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 40%-ზე მეტია (ანემიის გავრცელების მაჩვენებელი ორსულ ქალებსა და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში აღწევს 50%-ს). აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 65-70% აღწევს. მსოფლიოში ორსული ქალების თითქმის ნახევარი სავარაუდოდ ანემიურია. ბოლო წლებში რდა ავადობამ მოიმატა საქართველოშიც.
ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით, საქართველოსთვის ანემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის „საშუალო“ სირთულის პრობლემას წარმოადგენს (პრევალენტობა 20–39%). ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
2009 წელს საქართველოში ჩატარდა ნუტრიციის ეროვნული კვლევა (GNNS), რომელმაც მოიცვა 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 15-49 ასაკის არაორსული ქალები და ორსულები. კვლევის შედეგების მიხედვით: 1) 5 წლამდე ასაკის ბავშვთა 22.8%-ს; არაორსული ქალების 24.1%-ს და ორსულების 25.6%-ს აღენიშნა სხვადასხვა ფორმით გამოხატული ანემია.
რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს ამ პრობლემების (ფოლიუმის და რკინის დეფიციტის) მოსაგვარებლად?
აღნიშნული ჯანდაცვითი პრობლემების პრევენციის ერთ-ერთი მეცნიერულად დადასტურებული მიდგომაა ამ მიკრონუტრიენტებით საკვები პროდუქტის გამდიდრება და გამდიდრებული პროდუქტის ან/და ვიტამინის სახით გამოყენების ხელშეწყობა. პურის ფქვილის ფორტიფიკაციის ინიციატივას (FFI) 15 წლიანი ისტორია აქვს. 1996 წელს, ომანი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ნაციონალურ დონეზე დანერგა ფქვილის ფორტიფიკაციის სტრატეგია, ნერვული ღეროს დეფექტების პრევენციის მიზნით. აშშ-მ და კანადამაც ამ წელს (1996) დაიწყეს ფქვილის ფორტიფიკაცია. 2007 წელს დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს მიუწვდებოდა ხელი „გამდიდრებულ“ პროდუქტზე, რაც 540 მილიონით აღემატებოდა 2004 წლის მონაცემებს. ყოველწლიურად იზრდება ქვეყნების რიცხვი, სადაც რკინის და ფოლიუმის მჟავას, მოსახლეობის რისკის ჯგუფებისათვის დამატებითი მიწოდების საჭიროება ეროვნულ სტრატეგიულ გეგმებში აისახება.
ამჯამად ფქვილის სავალდებულო ფორტიფიკაცია მსოფლიოს 61 ქვეყანაში მიმდინარეობს. აქედან 55 ახდენს გამდიდრებას ორივე კომპონენტით (რკინით და ფოლიუმით), 5 მხოლოდ რკინით და 1 მხოლოდ ფოლიუმის მაჟავათი.
აშშ -ში ყოველწლიურად იმართება ფოლიუმის მჟავას შესახებ ცნობიერების ამაღლების ნაციონალური კვირეული (National Folic Acid Awareness Week), როდესაც ხდება მოსახლეობის ინფორმირება და სხვა მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარება.
და პრევენციული შედეგიც ასეთია:
აშშ გაკეთებულმა ეკონომიკურმა ანალიზმა ფოლიუმის მჟავათი ფორტიფიკაციის ეფექტურობის შესახებ აჩვენა, რომ ფქვილის ფორტიფიკაციის პროგრამულმა დანახარჯმა შეადგინა 3 მლნ აშშ დოლარი/წელიწადში და დაზოგილ იქნა 145 მლნ აშშ დოლარი/წელიწადში, ანუ ინვესტირებულ 1 დოლარზე კეთდება 45 დოლარის ეკონომია (მარტო “spina bifida” -ს მკურნალობას 460.000 აშშ დოლარი/პაციენტზე სჭირდება).
NTDs ის გავრცელების მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო ფორტიფიკაციის სავალდებულო სტრატეგიის დანერგვის შედეგად. კერძოდ 2006 წლისთვის აშშ-ში ნერვული მილის დეფექტების გავრცელება შემცირდა 37%-ით (1998 წლიდან აშშ-ში ფედერალური კანონი ითვალისწინებს ფოლიუმის მჟავათი ისეთი პროდუქტების სავალდებულოდ გამდიდრებას, როგორიცაა: მარცვლეული, ფქვილი, პურ-ფუნთუშეული, მაკარონი); კანადაში 46% -ით, კოსტა-რიკაში -35%-ით; ჩილეში -41%-ით; სამხრეთ აფრიკაში კი -31%-ით. ანუ ფორტიფიკაციის დაწყებიდან ქვეყნებმა დაადასტურეს ნერვული ღეროს დეფექტების (NTDs) 30-50% -ით შემცირება (დადასტურებულია, რომ NTDs-ს 50-70% შეიძლება თვიდან იქნას აცილებული ყოველდღიურად ფოლიუმის მჟავას ადეკვატური მიღებით). მსოფლიოში სულ მცირე 22 000 ფატალური შედეგი ან ნერვული ღეროს დეფექტი („spina bifida“) არის თავიდან აცილებული ამ სტრატეგიის წყალობით ყოველწლიურად, ანუ დღეში 60 ბავშვის გადარჩენა ხერხდება. აგრეთვე „spina bifida“ -ს სამკურნალო თანხების დაზოგვაა შესაძლებელი, რომელიც მილიონობით დოლარს ითვლის. ვინაიდან, აშშ -ში ყოველწლიურად დაახლოებით 3000 ორსულობაა მოსალოდნელი „Spina bifida” -ს ან “ანენცეფალის“ -ის თანხლებით.
კითხვა: ბავშვებსაც შეზღუდული რაოდენობით მარილი უნდა მიეცეთ?
პასუხი: დიახ. რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდებაბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე.
კითხვა: რა რაოდენობით მარილი უნდა მივიღოთ ყოველდღიურად?
პასუხი: თანამედროვე რეკომენდაციის მიხედვით დღიურ ნორმას შეადგენს 6 გრამი. ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია.
კითხვა: რომელი პროდუქტი შეიცავს მარილს დიდი რაოდენობით?
პასუხი: მარილის ჭარბი შემცველობით ხასიათდება დაკონსერვებული და შებოლილი პროდუქტები. თუ გიჭირთ, საერთოდ უარი თქვათ ზოგიერთი მათგანის მიღებაზე, გახსოვდეთ, მათი მოხმარება აუცილებლად უნდა შეზღუდოთ.
კითხვა: როგორ უნდა შეფასდეს, პროდუქტებში მარილის შემცველობის დონე მაღალია თუ დაბალი?
პასუხი: დაბალი შემცველობა: 0.3გრ მარილზე ნაკლები ან 0.1გრ Na 100 გრ პროდუქტზე;
საშუალო შემცველობა: 0.3-1.5 გრ მარილი ან 0.2-0.4გრ Na 100 გრ პროდუქტზე;
მაღალი შემცველობა: 1.5 გრ მარილზე მეტი ან 0.5გრ Na 100 გრ პროდუქტზე.
კითხვა: რა განსხვავებაა მარილსა და Na-ს შორის?
პასუხი: Na მარილის შემადგენელი ნაწილია.
კითხვა: როგორ უნდა შეფასდეს პროდუქტებში მარილის შემცველობა, თუ ეტიკეტზე მხოლოდ Na-ის რაოდენობა იქნება მითითებული?
პასუხი: ხშირად ეტიკეტი იძლევა ინფორმაციას როგორც Na-ის, ასევე მარილის შემცველობის შესახებ, მაგრამ თუ მხოლოდ Na-ის შემცველობაა მოცემული, იგი უნდა გაამრავლოთ 2.5-ზე და მიიღებთ მარილის რაოდენობას.
კითხვა: მიყვარს მარილიანი საკვები, რა ალტერნატივა შეიძლება გამოვიყენო?
პასუხი: საკვების გემოვნებითი ღირებულების ასამაღლებლად შესაძლოა გამოყენებული იყოს ნაციონალური სანელებლები, ლიმონის წვენი, ძმარი, ჯინჯერი, ხახვი, ნიორი და სხვ.

1. რა არის ებოლას ვირუსი?
ებოლას ვირუსით (წარსულში ცნობილი იყო, როგორც ებოლას ჰემორაგიული ცხელება) გამოწვეული დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხშირად ფატალურად; ლეტალობა 90%-ს აღწევს. ავადმყოფობა ვრცელდება ადამიანებსა და პრიმატებში (მაიმუნი, გორილა და შიმპანზე).
ებოლას ვირუსი პირველად აღმოჩნდა 1976 წელს წელს ორი ეპიდაფეთქების სახით კონგოს რესპუბლიკაში, მდინარე ებოლასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში.
აღნიშნულ ინფექციას იწვევს ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახს, ებოლავირუსების გვარს.
2. როგორ ავადდება ადამიანი?
დასავლეთ აფრიკაში მიმდინარე ეპიდაფეთების დროს შემთხვევების ძირითად ნაწილში დაავადება გავრცელდა ადამიანიდან ადამიანზე.
ადამინის დაინფიცირება ხდება დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სისხლთან ან სისხლის კომპონენტებთან ან ამ ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოსთან ან საგნებთან კონტაქტის შედეგად.
ჯანმო არ ურჩევს მოსახლეობას სახლის პირობებში იზრუნონ ადამიანზე, რომელსაც აღენიშნება ებოლას ვირუსული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.
გარდა ამისა, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს საზოგადოებაში, ებოლას ვირუსით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვისას. ამ დროს ვირუსის გადაცემა, ძირითადად, ხდება მგლოვიარე ადამიანის უშუალო შეხებით გარდაცვლილი პირის გვამთან
3. ვინ არიან ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?
ეპიდაფეთქების დროს, მაღალი რისკის ქვეშ არიან:
4. რა ნიშნები და სიმპტომებია დამახასიათებელი ინფექციისთვის?
დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომებია: უეცარი ცხელება; ძლიერი სისუსტე; კუნთების, თავისა და ყელის ტკივილი; ამას მოსდევს ღებინება, დიარეა, გამონაყარი, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის გაუარესება და, ზოგ შემთხვევაში, შიდა და გარე სისხლდენა ერთდროულად.
ებოლას ვირუსით ინფიცირება დასტურდება მხოლოდ ლაბორატორიული ტესტირებით.
თუ პირი იმყოფებოდა ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია ებოლას ვირუსის გავრცელების არედ ან ჰქონდა კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანთან და მას შემდეგ დაეწყო დამახასიათებელი სიმპტომები, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დახმარებას.
5. როგორ ხდება მკურნალობა?
მძიმედ დაავადებული პაციენტები საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიას. მათი ორგანიზმი დეჰიდრატირებულია და საჭიროებს ორალურ რეჰიდრატაციას ან ინტრავენურ სითხეებს, რომლებიც შეიცავს ელექტროლიტებს.
ზოგიერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევით.
6. რაც შეეხება აზრს, რომ ზოგიერთ საკვებს შეუძლია ინფექციის თავიდან აცილება ან მკურნალობა
ჯანმო დაჟინებით უწევს რეკომენდაციას, ადამიანებმა გაითვალისწინონ რჩევები, რომელსაც იძლევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სპეციფიკური წამალი ებოლას წინააღმდეგ, საუკეთესო გზა სამედიცინო პერსონალის მიერ საავადმყოფოებში ინტენსიური მკურნალობის ჩატარებაა ინფექციის მკაცრი კონტროლის პროცედურების დაცვით. ინფექციის კონტროლი შესაძლებელია რეკომენდირებული დამცავი ღონისძიებების მეშვეობით.
7. ეპიდემიის დროს, ოფიციალური მონაცემები დაავადებულებისა და გარდაცვლილების შესახებ შეიძლება იცვლებოდეს, რა არის ამის მიზეზი?
ებოლას ეპიდაფეთქების განმავლობაში დაზარალებული ქვეყნების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები აფასებენ დაინფიცირების შემთხვევათა და გარდაცვლილთა რაოდენობას. ციფრები შეიძლება შეიცვალოს ყოველდღიურად. ეს ციფრები მოიცავენ ებოლას საეჭვო და ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს.
შემთხვევების ტენდენციების ანალიზი და დამატებითი ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რათა შეფასდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განისაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები.
8. უსაფრთხოა თუ არა მოგზაურობა ეპიდემიის დროს? რჩევები მოგზაურთათვის.
მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურები ყოველთვის უნდა უფრთხილდებოდნენ ჯანმრთელობას, ინფექციის რისკი მათთვის ძალიან დაბალია, რადგან ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ხდება დაავადებული ადამიანის მიერ გამოყოფილი ბიოლოგიური სითხეებით და გამონაყოფებით.
ჯანმოს რჩევები მგზავრობასთან დაკავშირებით
დამატებიტი ინფორმაცია ებოლას ვირუსული დაავადების შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ჯანმოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე:
მსხვილი ნაწლავის კიბო (კოლონკას კიბო) ერთ-ერთია იმ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, რომლის შემთხვევებიც ყოველწლიურად მატულობს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. კოლონკას კიბო მსოფლიოში მესამე ადგილზეა როგორც გავრცელებით, ასევე კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით.
დაავადება ხშირია 60+ ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ბოლო წლებში ახალგაზრდებში შემთხვევათა ზრდა საგანგაშო ტენდენციად ითვლება.
კოლონკას კიბოს გაჩენაზე მოქმედი მიზეზები მრავალფეროვანია:
გენეტიკური მიდრეკილება
ნაწლავის ქრონიკული ანთებები
არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა
სიმსუქნე, თამბაქო და ალკოჰოლი
შაქრიანი დიაბეტი
დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა შემდეგ ნიშნებზე ყურადღება უნდა მიაქციოთ:
სისხლდენა სწორი ნაწლავიდან
რკინადეფიციტური ანემია
მუცლის ტკივილი, შებერილობა
ნაწლავთა მოქმედების ცვლილება (ფაღარათი ან ყაბზობა)
სწრაფი წონაში კლება
ნაწლავთა გაუვალობა ან პერფორაცია
დროული კონსულტაცია სპეციალისტთან მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის შანსს.
თანამედროვე მედიცინა კოლონკას კიბოს დიაგნოსტიკისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებს:
კოლონოსკოპია – ოქროს სტანდარტი
ბიოფსია და სიმსივნური მარკერები
CT, MRI და PET სკანები
ულტრაბგერითი და რენტგენოგრაფია
პროფილაქტიკური გამოკვლევები საშუალებას იძლევა, რომ დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს.
“სკრინინგი რეკომენდებულია 45-დან 70 წლამდე პირებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც რისკჯგუფშია.”
შესაძლებელია ფარულ სისხლზე განავლის ტესტი ან საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპია.
კოლონკას კიბოს მკურნალობა ინდივიდუალურია და სტადიის მიხედვით განსხვავდება. ძირითადი მეთოდებია:
ქირურგიული ჩარევა (ღია და ლაპარასკოპიული)
ქიმიოთერაპია
სამიზნე თერაპია და იმუნოთერაპია
სხივური თერაპია
რადიოსიხშირული აბლაცია
მკურნალობის შედეგი დიდად დამოკიდებულია დიაგნოზის დროულად დასმაზე:
ადრეული სტადია – 90% ხუთწლიანი გადარჩენა
რეგიონალური გავრცელება – 71%
მეტასტაზური ფორმა – 14%
რეგულარული სკრინინგი
ბალანსირებული კვება (მეტი ბოჭკოვანი და ნაკლები გადამუშავებული საკვები)
ფიზიკური აქტივობა
მავნე ჩვევების შეზღუდვა
წონის კონტროლი
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
Bloomberg-ის ინფორმაციით, Novo Nordisk ამ პროექტში 2.2 მილიარდ დოლარს დააბანდებს, თუმცა საერთო ხარჯები უფრო მაღალი იქნება – ამას დაემატება Septerna-სთვის გადახდილი თანხები და ცდების საფასური. კომპანიის ეს გადაწყვეტილება დიდწილად იმ ფაქტმა განაპირობა, რომ მისმა ამერიკულმა კონკურენტმა Eli Lilly-მ ანალოგიური აბების წარმოების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც Novo Nordisk-ის აქციები 10%-ით დაეცა.
ჯამში, ბოლო წლის განმავლობაში დანიური კომპანიის აქციები 52%-ით დაეცა, რადგან სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატების ბაზარზე – „ოზემპიკის“ მრავალი ანალოგი გაჩნდა, მათ შორის აბებისა და კაფსულების სახით. აბების შექმნის დაანონსების შემდეგ Septerna-ს აქციები 63%-ით, ხოლო Novo Nordisk-ის – 2.2%-ით გაიზარდა.
„ოზემპიკი“ გლობალური გაყიდვების ლიდერია სიმსუქნისა და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს შორის. ის გამოდის ინიექციის სახით და იყიდება კალმის მსგავსი შპრიცით. აბები უფრო მარტივად გამოსაყენებელი, შესანახი და ტრანსპორტირებადია, რის გამოც ფარმაცევტული კომპანიები ცდილობენ, თავიანთი პრეპარატები სწორედ ამ ფორმატზე გადაიყვანონ.
