რატომ არ მუშაობს Greentest-ის მსგავსი მოწყობილობები სწორად?


iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ფსორიაზი და შშმ სტატუსი საქართველოში: რა უნდა ვიცოდეთ
სტატია sheniekimi.ge -ს მოაწოდა ფსორიაზით დაავადებულ პაციენტთა ასოციაცია “ალფას” ხელმძღვანელმა, ქეთევან ფირცხალავამ.
| შენი ექიმი – შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა
ფსორიაზი ხშირად აღიქმება, როგორც მხოლოდ კანის დაავადება, თუმცა სინამდვილეში ის სისტემური, ქრონიკული და მულტიფაქტორიული მდგომარეობაა, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტზე იქონიოს გავლენა – ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, მძიმე ფორმის ფსორიაზი შეიძლება გახდეს შშმ სტატუსის მინიჭების საფუძველი, თუკი ის ზღუდავს პაციენტის ფუნქციურ შესაძლებლობებს.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი (შშმ სტატუსი) ენიჭებათ პირებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საფუძველზე. ეს პროცესი გულისხმობს შემდეგის შეფასებას:
🔹 დაზიანებულია სხეულის 30%-ზე მეტი, მათ შორის — სახე, ხელისგულები, ტერფები
🔹 თან ახლავს მუდმივი ქავილი, ტკივილი, სითხის გამოყოფა კანისგან
🔹 ხშირია ინფექციები, კანზე ბზარები და მოძრაობის გაძნელება
📌 შეფასებისას ყურადღება ექცევა:
🔹 ფსორიაზი აზიანებს სახსრებს, იწვევს ქრონიკულ ტკივილს, შეშუპებას, დეფორმაციას
🔹 ძლიერ ზღუდავს სიარულს, დამოუკიდებელ გადაადგილებას და შრომისუნარიანობას
🔹 ხშირია მრავალსახსროვანი დაზიანება და ფუნქციური უუნარობა
📌 ამ ფორმას ხშირად აღიარებენ შშმ სტატუსისთვის საკმარის საფუძვლად — განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს რენტგენოლოგიური მტკიცებულება და მრავალსახსროვანი შეზღუდვა.
🔹 ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა
🔹 სხეულის თითქმის სრული ზედაპირი წითლდება, იქერცლება, გამოყოფს სითხეს
🔹 თან ახლავს სიცხე, სისუსტე, სითხის დაკარგვა — ხშირად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
📌 მაღალია ინფექციების და გართულებების რისკი — შესაბამისად, შშმ სტატუსი თითქმის ავტომატურად მინიჭებადია.
🔹 ჩნდება ჩირქოვანი ბუშტუკები (პუსტულები) ხელისგულებსა და ტერფებზე
🔹 მძიმე ტკივილი და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა
🔹 შრომისუნარიანობა მნიშვნელოვნად კლებულობს
📌 აღნიშნული ფორმა ძალიან მძიმედ ზღუდავს ყოველდღიურ ფუნქციონირებას, ამიტომ ითვლება ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად შშმ სტატუსის მინიჭებისთვის.
🔹 დეპრესია, შფოთვა, სოციალური იზოლაცია
🔹 თვითშეფასების დარღვევა, სუიციდური აზრები
🔹 ფსიქო-ემოციური სტრესი, რაც ხშირად აუარესებს კანის მდგომარეობას
📌 ფსიქიკური სირთულეები დოკუმენტურად დასტურდება საერთაშორისო კვლევებითაც, და ამ საფუძველით შესაძლებელია შშმ სტატუსის მინიჭება შერეული ექსპერტიზის საფუძველზე (ფსიქიატრი / ნევროლოგი).
ფსორიაზი არის არა მხოლოდ კანის დაავადება, არამედ მრავალმხრივი სისტემური გამოწვევა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭებას ამართლებს.
თუ ფსორიაზი გავლენას ახდენს გადაადგილებაზე, თვითმოვლაზე, შრომაზე ან ფსიქიკურ მდგომარეობაზე — აუცილებელია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარება და შშმ სტატუსის განხილვა.
📣 გაითვალისწინე:
👉 მეტი სანდო ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სამართლებრივი უფლებების შესახებ იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
🔗 www.sheniekimi.ge
დისქლეიმერი
აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალას და არ ითვლება სამედიცინო, იურიდიულ ან ფინანსურ კონსულტაციად. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ, გთხოვთ, მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს.
sheniekimi.ge, pacient.ge, sheniambebi.ge და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) მიერ მართული ყველა სოციალური მედიის პლატფორმა არ ატარებს პასუხისმგებლობას მოცემული შინაარსის გამო. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სტატიების ავტორს — ფსორიაზის პაციენტთა ასოციაციას (საქართველო).

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მეცნიერები არ ამტკიცებენ, რომ ჰაერის დაბინძურება პირდაპირ ფილტვების სიმსივნეს იწვევს. მათ მხოლოდ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ამგვარი კავშირი შესაძლებელია, არსებობდეს.
„არამწეველებში ფილტვების სიმსივნის მაჩვენებელი იმატებს, რაც სერიოზული პრობლემაა. ამის გამომწვევი მიზეზი დანამდვილებით ჯერ კიდევ არ ვიცით”, – ამბობს მეცნიერი ლუდმილ ალექსანდროვი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან – “ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება იმ ტიპის დნმ-ის მუტაციებთან, რომლებიც ძირითადად მოწევას უკავშირდება, მჭიდრო კავშირშია”.
ამ მასშტაბურ საერთაშორისო ანალიზში ოთხი კონტინენტიდან 871 ადამიანი მონაწილეობდა. მათ ფილტვების კიბო ჰქონდათ მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არ მოუწევიათ. მათ, ვინც მაღალი დაბინძურების რეგიონებში ცხოვრობდნენ, უფრო მეტად TP53 და EGFR გენების მუტაციებით აღენიშნებოდათ, ისევე, როგორც მოკლე ტელომერები.
TP53 და EGFR გენები ფილტვის კიბოს დამახასიათებელი ნიშნებია. მოკლე ტელომერები კი სწრაფ დაბერებას უკავშირდება. იმ არამწეველებს, რომლებიც დაბინძურებულ რეგიონში ცხოვრობენ, SBS4 მუტაციის განვითარების თითქმის 4-ჯერ მაღალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ძირითადად სუფთა ჰაერს სუნთქავს.
სიმსივნის რისკფაქტორია მოწევაც. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ პასიურ მწეველებს მუტაციების განვითარების შანსი არც ისე მაღალი ჰქონდათ.
“თუ პასიური მოწევის ეფექტი მართლაც მუტაგენურია, შესაძლოა, ის ისეთი სუსტი იყოს, რომ ჩვენი ინსტრუმენტებით მისი აღმოჩენა ჯერ ვერ ხერხდებოდეს”, – აცხადებს გენეტიკოსი თუნგუ ჭანგი აშშ-ის სიმსივნის ეროვნული ინსტიტუტიდან (NIH).
დღეს აშშ-ში ფილტვის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 10-20 პროცენტი მათზე მოდის, ვისაც მთელ ცხოვრებაში 100 სიგარეტზე ნაკლები ან საერთოდ არ მოუწევია. მეცნიერებს დიდი ხანია ეჭვი აქვთ, რომ ჰაერის დაბინძურება შეიძლება, სიმსივნის გამომწვევი იყოს. მიუხედავად ამისა, რამდენად მსგავსია უარყოფითი ეფექტი მტვრის ნაწილაკებისა და მოწევის ზემოქმედების შემთხვევაში, ეს გაურკვეველია.
ზოგიერთი კვლევა მიანიშნებს, რომ დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა შეიძლება, ისეთივე მავნე იყოს, როგორც დღეში ერთი კოლოფის მოწევა. ამჟამინდელმა კვლევამ ეს საკითხი უფრო ღრმად შეისწავლა და გენომურ მექანიზმებს დააკვირდა. მეცნიერებმა 871 არამწეველის ფილტვის სიმსივნე 345 მწეველისას შეადარეს, რათა მსგავსებები და განსხვავებები დაედგინათ.
არამწეველთა უმეტესობას ფილტვის ადენოკარცინომა (ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპი) ჰქონდა. თითქმის 5-პროცენტს SBS4 მუტაცია აღენიშნებოდა. გარდა ამისა, 28-პროცენტ არამწეველს ახალი მუტაცია, SBS40a, ჰქონდა, რომელიც მწეველებში ვერ იპოვეს.
“ეს მუტაცია კვლევის ფარგლებში მონაწილეების უმრავლესობაში ვნახეთ, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით, რა იწვევს მას”, – ამბობს ალექსანდროვი.
აღსანიშნავია, რომ კვლევა მხოლოდ რეგიონული ჰაერის დაბინძურების მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარეს. გარდა ამისა, შესაძლოა, რაღაც შემთხვევებში ინფორმაცია ზუსტი არ იყო.
ამ შეზღუდვების მიუხედავად, კვლევის საერთო დასკვნები სხვა მტკიცებულებებსაც ემთხვევა. ისინი მიანიშნებს, რომ სმოგსა და ნამწვს სიმსივნის გამოწვევაში ისეთივე როლი აქვს, როგორიც სიგარეტის ქიმიურ ნივთიერებებს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მომავალში კვლევა გლობალურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდება.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
