სამშაბათი, მაისი 5, 2026
მთავარიშენი ექიმიგლობალური ჯანდაცვის ახალი ნაბიჯი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში! - ეს არის სერიოზული წინგადადგმული...

გლობალური ჯანდაცვის ახალი ნაბიჯი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში! – ეს არის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი. პრევენციული მედიკამენტების ფართო ხელმისაწვდომობა გვაძლევს საშუალებას, არ ველოდოთ დიაგნოზს

გლობალური ჯანდაცვის ახალი ნაბიჯი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში!

WHO (ჯანმო) რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, ჩართონ ახალი პრევენციული წამალი — ლენაკაპავირი (Lenacapavir) — HIV ინფექციების შესამცირებლად, განსაკუთრებით იმ ჯგუფებში, სადაც შიდსის გავრცელება ჯერ კიდევ მაღალია.
რა არის ლენაკაპავირი?
ეს არის ახალი თაობის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება არა მკურნალობისთვის, არამედ პირველადი პროფილაქტიკისთვის — ანუ არაინფიცირებულ ადამიანებში ვირუსისგან დასაცავად.
მას აქვს განსაკუთრებული უპირატესობა:
– მოქმედებს გრძელვადიანად (შეიძლება ინიექციად ჩატარდეს რამდენიმე თვეში ერთხელ)
– მეტად მოსახერხებელია მოწყვლადი ჯგუფებისთვის (მაგ. სექსუალური მუშაკები, ტრანს ადამიანები, კაცები რომლებიც სექსუალურად აქტიურები არიან კაცებთან და სხვ.)
– შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ახალი შემთხვევების შემცირებაზე
ჯანმოს მიზანია, რომ ლენაკაპავირი გახდეს გლობალურად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით იქ, სადაც შიდსის ტვირთი ჯერ კიდევ მძიმეა.
პროფესორი გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ეს არის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი. პრევენციული მედიკამენტების ფართო ხელმისაწვდომობა გვაძლევს საშუალებას, არ ველოდოთ დიაგნოზს — არამედ თავიდან ავიცილოთ ინფექცია. ეს ნიშნავს მეტი სიცოცხლე, ნაკლები სტიგმა და უფრო ძლიერი საზოგადოება.“
Q&A | კითხვები და პასუხები პროფესორ გიორგი ფხაკაძესთან
Lenacapavir – ახალი იარაღი HIV-ის წინააღმდეგ
1. რა არის ლენაკაპავირი (Lenacapavir)?
ლენაკაპავირი არის ინოვაციური ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება HIV-ის პროფილაქტიკისთვის — ანუ ინფექციის თავიდან ასაცილებლად. ის მოქმედებს როგორც PrEP (pre-exposure prophylaxis), ანუ შეჰყავთ იმ ადამიანებში, რომლებიც ჯერ არ არიან ინფიცირებულები, მაგრამ აქვთ მაღალი რისკი.
2. რით განსხვავდება ლენაკაპავირი სხვა პროფილაქტიკურ პრეპარატებისგან?
მისი მთავარი უპირატესობა არის გრძელვადიანი მოქმედება — ერთჯერადი ინიექცია საკმარისია რამდენიმე თვიანი დაცვისთვის, რაც ბევრად ამარტივებს პრევენციას.
3. არის თუ არა ეს მკურნალობა ინფიცირებულებისთვის?
არა. ლენაკაპავირი განკუთვნილია მხოლოდ პრევენციისთვის. ის არ არის შიდსის მკურნალობის ნაწილი, არამედ მოქმედებს როგორც პრევენციული ბარიერი.
4. რატომ გამოუშვა ჯანმომ ახლა ეს რეკომენდაცია?
ახალი კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ლენაკაპავირი მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის რისკს, არის უსაფრთხო და მოსახერხებელი. ჯანმოს მიზანია, ეს პრეპარატი გახდეს გლობალურად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც HIV-ის გავრცელება კვლავ პრობლემაა.
5. როდის გახდება ლენაკაპავირი ხელმისაწვდომი საქართველოში?
ეს დამოკიდებულია რეგისტრაციის, მარეგულირებლის თანხმობისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მზად იყოს მედიკამენტის ინტეგრირებისთვის პრევენციის ეროვნულ სტრატეგიაში.
6. არსებობს თუ არა გვერდითი ეფექტები?
კვლევების მიხედვით, გვერდითი ეფექტები იშვიათია და ძირითადად მსუბუქი ხასიათისაა (მაგალითად, ინიექციის ადგილას ტკივილი ან გაღიზიანება). პრეპარატი კარგად გადაიტანება.
7. დაფინანსდება თუ არა ლენაკაპავირი სახელმწიფოს მიერ?
ეს დამოკიდებულია ქვეყნის პრიორიტეტებსა და საერთაშორისო დახმარებაზე. მაგრამ იმისთვის, რომ იგი ხელმისაწვდომი გახდეს, აუცილებელია სამთავრობო და დონორული რესურსების მობილიზება.
8. როგორ მიიღება ლენაკაპავირი — აბის სახით თუ ინიექციით?
ის მიიღება ინტრამუსკულარული ინიექციის სახით (მკურნალობის სპეციფიკის მიხედვით – შესაძლოა 6 თვეში ერთხელ).
9. რამდენად ეფექტურია ლენაკაპავირი?
კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ლენაკაპავირი ძალიან მაღალი ეფექტიანობით იცავს ინფექციისგან, რაც მას მომავალში HIV-ის კონტროლის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად აქცევს.
მეტი ინფორმაცია ჯანმრთელობაზე იხილეთ:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights