აგვისტო ფსორიაზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
“თბილისის სასწრაფო დახმარების მე-8 და მე-10 ფილიალის ბრიგადებმა გამოძახება ლოზუნგით – მშობიარობა მიიღეს. ორივე შემთხვევაში ახალგაზრდა ქალბატონებისთვის ეს მესამე მშობიარობა იყო.
სამშობიარო მოქმედებები მოულოდნელად განვითარდა და ჰოსპიტალიზაციის დრო არ რჩებოდა.
პირველ შემთხვევაში დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი, რომელმაც მაშინვე წამოიტირა. მეორე შემთხვევაში კი ჯანმრთელი გოგონა.
ექიმების მიერ მოხდა პარამეტრების შეფასება, პაციენტები აყვანილ იქნენ მონიტორზე, ჩატარდა ჭიპლარის დამუშავება და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა, რის შემდეგაც თბილისის სხვადასხვა კლინიკაში იქნენ გადაყვანილნი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სისხლძარღვებზე ზრუნვა აუცილებელია, რადგან ხშირად, სწორედ აქ გროვდება მავნე ნივთიერებები, რაც თავის მხრივ უამრავი დაავადების, მათ შორის ათეროსკლეროზის, ვარიკოზის და მაღალი წნევის გამომწვევია. ჩვენ გთავაზობთ იდეალური საშუალების მომზადების მეთოდს, სცადეთ და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ბუნებრივი ინგრედიენტების დახმარებით! გააგრძელეთ კითხვა

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სიცხის დაწევის ხალხური გამოცდილი მეთოდი – ამის წაკითხვის შემდეგ კარტოფილს მოიმარაგებთ
სიცხის აწევის შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზმს საკმარისი სითხე მიაწოდოთ ინფექციებთან გასამკლავებლად. კარტოფილის კანის ბულიონი სწორედ ამაში დაგეხმარებათ და თანაც საჭირო ვიტამინებით და მინერალებით გააძლიერებს თქვენს სხეულს. გააგრძელეთ კითხვა

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მედიის ცნობით, პრობლემის მოსაგვარებლად, მთავრობა გეგმავს გარეული ღორის ხორცის დაკონსერვებას და უკრაინაში გაგზავნას.
ესტონეთში ტახებში შავი ჭირი ვრცელდება, რაც მათი დიდი რაოდენობით არის გამოწვეული. მონადირეები ამბობენ, რომ ისინი რაც შეიძლება მეტ გარეულ ღორს კლავენ, თუმცა ხორცის შენახვის პრობლემას აწყდებიან. ამის გამო ესტონეთის მონადირეთა საზოგადოება თვლის, რომ საქმეში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს.
„რადგან ესტონელი მონადირეები არ არიან მიჩვეულები უბრალოდ მოკლან ცხოველი, ჩვენ ნედლ ხორცთან, რომელმაც შემოწმება გაიარა და რომელშიც ვირუსი არ აღმოჩნდა, მოპყრობის წესს უნდა გადავხედოთ. ახლა ჩვენ ტახის ნედლი ხორცის გაყიდვა აკრძალული გვაქვს, მისი გაყიდვა ხორცის გადამმუშავებელ ქარხნებსაც აკრძალული აქვთ, მიუხედავად იმისა, შემოწმებულია ის, თუ არა და აღმოჩენილია, თუ არა მასში ვირუსი. ეს წესი ევროპიდან შემოვიდა, და ჩვენ მას უნდა გადავხედოთ და გამონაკლისი დავუშვათ“, – განაცხადა ესტონეთის მონადირეთა საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა, ტინის კორტსმა.
როგორც ესტონური მედია წერს, თერმულად დამუშავებული ხორცის გაყიდვა დაშვებულია, თუმცა მყიდველი ნაკლებია. ხორცის გადამმუშავებელ კომპანიებში რანაროოტსი და ლინამაეში აცხადებენ, რომ ტახის ხორცი მოთხოვნას აჭარბებს.
ლინამაეს ხორცკომბინატში აცხადებენ, რომ მათ აქვთ სიმძლავრეები, რათა ხორცის კონსერვები აწარმოონ და შემდეგ ესტონეთის თავდაცვის ძალებს გადასცენ. ესტონეთის რეგიონულ საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ჰენდრიკ იოჰანეს ტერასის თქმით, სახელმწიფო ხორცის კონსერვების შესყიდვას მართლაც აპირებს, მაგრამ არა ესტონეთის რეზერვების შესავსებად, არამედ უკრაინისთვის გადასაცემად.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გარდატეხის ასაკი მოზარდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ეტაპია, როდესაც მათი სხეული და ემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ამ პერიოდში სასქესო ჰორმონების – ესტროგენისა და ტესტოსტერონის – დონის ცვლილება იწვევს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ გარდატეხებს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ეს ცვლილებები ნორმის ფარგლებს სცდება და ჰორმონალურ დისბალანსზე მიანიშნებს.
მკერდის ზრდის დაწყება 7 წლამდე – ადრეული თელარქე
13 წლისთვის მკერდის ზრდის არარსებობა – გვიანი თელარქე
მენსტრუაციის დაწყება 10 წლამდე – ადრეული მენარქე
მენსტრუაციის არარსებობა 15 წლის ასაკში – გვიანი მენარქე
ციკლის არარეგულარულობა ან უჩვეულო ტკივილები
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) სიმპტომები
სასქესო ორგანოების ზრდის დაგვიანება 14 წლის შემდეგ
პენისისა და სათესლეების ზრდა 10 წლამდე – ადრეული პუბერტატი
ხმის დაბოხება და სიმაღლეში მკვეთრი ზრდა 9-10 წლამდე
პირიქით, ზრდის და ხმის ცვლილების არარსებობა 15 წლის შემდეგ
ენერგიის დონის ცვლილება, დაღლილობა ან მოტივაციის ნაკლებობა
განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანებადობა ან შფოთვა
მკვეთრი წონაში მატება ან კლება კვების ცვლილების გარეშე
აკადემიური მოსწრების გაუარესება, კონცენტრაციის პრობლემები
1. არაჯანსაღი ცხოვრების წესი
ძილის უკმარისობა, არასრულფასოვანი კვება, გაზრდილი სტრესი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა – ეს ფაქტორები ხშირად ჰორმონულ ფონზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
2. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
ჰიპოთირეოზი – შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესია, სიმსუქნე, ძილიანობა
ჰიპერთირეოზი – იწვევს ნერვიულობას, წონის კლებას და გულისცემის დაჩქარებას
თუ მოზარდს აღენიშნება ერთზე მეტი საეჭვო სიმპტომი, აუცილებელია ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია. ექიმი დაგინიშნებთ შესაბამის კვლევებს, როგორიცაა:
TSH და თავისუფალი T4 – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გასარკვევად
ინსულინი და გლუკოზა – შაქრიან დიაბეტთან ან ინსულინრეზისტენტობასთან კავშირის დასადგენად
კორტიზოლი – სტრესის ჰორმონის შეფასება
ლეპტინი – მადისა და წონის რეგულაციის ჰორმონი
სასქესო ჰორმონები – საჭიროების შემთხვევაში გოგონებში ციკლის დარღვევის მიზეზის დასადგენად
დამატებით რეკომენდებულია სისხლის საერთო ანალიზი და ლიპიდური პროფილი, რათა დაიგეგმოს კომპლექსური მკურნალობა.
ხშირად ჰორმონული პრობლემების საფუძველი ცხოვრების სტილში იმალება. ამიტომ გირჩევთ:
დაბალანსებული კვება – მინიმუმამდე დაიყვანეთ შაქარი, ტკბილეული და ფქვილოვანი პროდუქტები
ფიზიკური აქტივობა – ყოველდღიური სეირნობა ან სპორტი
ჯანსაღი ძილი – მინიმუმ 8 საათი ღამით
ფსიქოემოციური მხარდაჭერა ოჯახიდან – მოზარდმა თავი დაცულად და გაგებულად უნდა იგრძნოს
გარდატეხის ასაკი მხოლოდ გარდამავალი ფიზიოლოგიური პროცესი არ არის – ეს არის პერიოდი, როცა ორგანიზმი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. ჰორმონალური დარღვევების იგნორირებამ შეიძლება სერიოზულ გართულებამდე მიგვიყვანოს, ამიტომ მნიშვნელოვანია დროული რეაგირება, სპეციალისტთან ვიზიტი და სწორი დიაგნოსტიკა. გახსოვდეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და მშობლების მხარდაჭერა – ყველაზე ძლიერი იარაღებია მოზარდის ჰორმონალური ბალანსის დასაცავად.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ავსტრალიის სამხრეთ უნივერსიტეტის 2025 წლის კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ დღეში ორი კვერცხის მიღება, დაბალცხიმოვანი რაციონის ფონზე, ხელს უწყობს LDL ქოლესტერინის (ე.წ. „ცუდი ქოლესტერინი“) შემცირებას.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi