კვირა, მაისი 10, 2026

ბავშვების რეგულარული ფიზიკური აქტივობა – გაეცანით ინტენსივობის  დონეებს და თქვენი ასაკისათვის განსაზღვრულ ნორმებს:

რას ნიშნავს რეგულარული ფიზიკური აქტივობა? 
#post_seo_title

ბავშვების რეგულარული ფიზიკური აქტივობა

რას ნიშნავს რეგულარული ფიზიკური აქტივობა? 

ფიზიკური აქტივობა არის ჩვენი სხეულის ნებისმიერი მოძრაობა კუნთებით,  რომელიც მოითხოვს ენერგიის ხარჯვას. რეგულარული კი ნიშნავს, როდესაც ამ მოძრაობებს  თანაბრად და სისტემატურად ვასრულებთ.

ფიზიკური აქტივობის დასახასიათებლად გამოიყენება ინტენსიურობა და მისი დონეები.

ინტენსიურობა ეს არის ფიზიკური აქტივობის საზომი ერთეული და გვიჩვენებს თუ რამდენად დაძაბული მუშაობს ადამიანი, განსაზღვრული სახის აქტივობის შესრულების დროს[i],  (ან ეს არის ენერგიის რაოდენობა, რომელსაც იყენებს ორგანიზმი მოძრაობის დაწყების მომენტიდან[ii]). დაძაბულობის მიხედვით კი ასხვავებენ: დაბალინტენსიურ, საშუალო ინტენსიურ და მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას.

დაბალინტენსიური ფიზიკური აქტივობის დროს, ხვდებით ალბათ, ისე არ დავიღლებით რომ გულის ცემა და პულსი აგვიჩქარდეს, არც კუნთები დაგვეძაბება და გაგვივარჯიშდება. ამიტომ, დამეთანხმებით ასეთი ფიზიკური აქტივობისთვის  დროის დაკარგვა არ ღირს.

თუ გნებავთ, რომ ფიზიკური აქტივობით სერიოზულად დაკავდეთ, გაეცანით ინტენსივობის  დონეებს და თქვენი ასაკისათვის განსაზღვრულ ნორმებს:

  • საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის დროს გულის ცემის რითმი და პულსი, ოდნავ შესამჩნევად შეგეცვლებათ და აგიჩქარდებათ, თუ: ყოველდღე არანაკლებ ერთი საათი ივლით ჩქარი ნაბიჯებით, იცეკვებთ, ველოსიპედით ისეირნებთ ზომიერი სიჩქარით, საშინაო საქმიანობაში მოეხმარებით ოჯახის წევრებს და სხვა მრავალი, თვითონაც შეგიძლიათ ყოველდღე რამე ახალი მოიფიქროთ.
  • მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობის დროს გულის ცემის რითმი და პულსი საგრძნობლად აგიჩქარდებათ, ოფლიც უხვად გამოგივათ. თუ: ირბენთ, ველოსიპედით მაღალი სიჩქარით ისეირნებთ, ენერგიულად იცეკვებთ, დაკავდებით აერობიკით, იცურავებთ, სხვადასხვა სპორტულ თამაშებში და შეჯიბრებებში ჩაერთვებით. აგრეთვე, თუ ასეთი ფიზიკური აქტივობით კვირაში არანაკლებ სამი დღე მინიმუმ ერთი საათით დაკავდებით, ეს თქვენი ძვალ-კუნთოვანი სისტემის განვითარებისათვის საუკეთესო საშუალება იქნება.

ზაფხული  საუკეთესო დროა სუფთა ჰაერზე, ნებისმიერ ამინდში, დროის დიდი ნაწილი გაატაროთ  რეგულარული ფიზიკური აქტივობით და აინაზღაუროთ მთელი წლის დანაკლისი, რასაც სკოლაში სწავლის გამო ვერ ახერხებდით.

თუ ზაფხული ძალიან ცხელი აღმოჩნდა ფიზიკური აქტივობა უნდა განახორციელოთ დღის შედარებით გრილ ნაწილში: დილით ადრე ან საღამოს. შუადღის სიცხეში, სახლში დარჩით და წიგნი წაიკითხეთ: გონებასაც ხომ უნდა „გავარჯიშება“ ზაფხულში?!ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

რატომ უნდა ჩავალბოთ ფეხები ძმარში კვირაში ერთხელ

ფეხები ძმარში
#post_seo_title

ვაშლის ძმარს წონის დასაკლებად, მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ და სასუნთქი სისტემის გასაჯანსაღებლად უკვე დიდი ხანია იყენებენ. იგი ასევე იდეალურად ანახლებს კანის მდგომარეობასაც.

ჩვენ ფეხებს ყოველდღიურად უამრავ მიკრობთან აქვთ შეხება და ჟანგბადის ნაკლებობის შედეგად ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების, სოკოს, ცუდი სუნის და წყლულების გაჩენა. მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ძმარის აბაზანა საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს.

ძმარში ფეხების ჩაყოფა მოგაშორებთ უსიამოვნო სუნს, განკურნავს სოკოვან ინფექციებს, შეარბილებს კანს და ა.შ. გააგრძელეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

„პრეპარატებს გააჩნია მკაცრად განსაზღვრული ჩვენება, დოზირება და გამოყენების ხანგრძლივობა – არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ეს მედიკამენტები არ იყიდება რეცეპტის გარეშე და არ გამოიყენება იმ რაოდენობით, რაც საქართველოში..“

#post_seo_title

პარაზიტოლოგი ირმა კოკაია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს ჭიების საწინააღმდეგო – ანტიჰელმინთური პრეპარატების გამოყენებაზე:

“ძვირფასო მეგობრებო, ვინც მე მიცნობთ, ყველამ იცით ჩემი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ და ზოგადად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სიყვარული და პატივისცემა თქვენს მიმართ. ისიც იცით, რომ დიდად არც პოსტების წერით გამოვირჩევი. თუმცა, დღეს მინდა შევეხო ბოლო პერიოდში ანტიჰელმინთური წამლების ასე გახშირებულ და არასწორ გამოყენებას.
ანტიჰელმინთურ პრეპარატებს გააჩნია მკაცრად განსაზღვრული ჩვენება, დოზირება და გამოყენების ხანგრძლივობა, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ეს მედიკამენტები არ იყიდება რეცეპტის გარეშე და არ გამოიყენება იმ რაოდენობით, რაც საქართველოში. ანტიჰელმინთური პრეპარატები არ უნდა იყოს გამოყენებული ე.წ პროფილაქტიკის მიზნით ან საეჭვო შემთხვევაში.
მეტიც, ზოგ შემთხვევაში პარაზიტის მიერ მიყენებული ზიანი ნაკლებია, ვიდრე წამლის. ამიტომ, ყოველ კონკრეტულ პაციენტში და არა მარტო ანალიზზე დაყრდნობით, უნდა განისაზღვროს დანიშვნის ჩვენება.
უმეტეს შემთხვევებში, ერთი ტაბლეტი ალბენდაზოლის და მებენდაზოლის გამოყენება აბსოლუტურად საკმარისია. სწორედ ამ პრეპარატების, განსაკუთრებით ბენზიმიდაზოლების, ხანგრძლივ და არასწორ გამოყენებას უკავშირებენ (ხშირად სარწმუნო მტკიცებულების გარეშე) ტოქსიკურ ეფექტებს, რაც არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში თითქმის არ ფიქსირდება. ბენზიმიდაზოლებს სწორი გამოყენების შეთხვევაში საკმაოდ კარგი უსაფრთხოების პროფილი აქვს.
უმეტეს შემთხვევაში, პარაზიტოლოგიური დიაგნოზი ემყარება სეროლოგიურ კვლევებს, რომლებიც ხშირად ცრუ ტიტრებს ან ჯვარედინ რეაქციებს აჩვენებენ და ესეც კლინიცისტის მიერ უნდა შეფასდეს.
ლაბორატორიული დიაგნოზი ყოველთვის არ ნიშნავს კლინიკურ დიაგნოზს. ბოლო პერიოდში გახშირდა ლაბორატორიების მიერ პაციენტებისათვის ე.წ პარაზიტული პანელების შეთავაზება. ეს პანელები ხშირად კლინიკური სიმპტომებით ურთიერთგამომრიცხავ დაავადებებს მოიცავენ და საერთოდ გაუგებარია, რა პრინციპით შეირჩა. დამერწმუნეთ, არანაირი პარაზიტული პანელი არ არსებობს და პაციენტს კვლევა ენიშნება ინდივიდუალურად, სიმპტომების მიხედვით. ეს პოსტი არ გულისხმობს, იმას, რომ არ დავნიშnოთ ანტიჰელმინთური პრეპარატები, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ მკაცრად განსაზღვრული ჩვენებებით და იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია. საკმაოდ კრიტიკულად უნდა შევხედოთ ლაბორატორიულ მონაცემებს, ჯობს ზოგჯერ სხვა ლაბორატორიაშიც გადავამოწმოთ და შემდეგ დავნიშნოთ.
როცა პაციენტს თითქმის ყველა ანტიჰელმინთურია პრეპარატი გამოყენებულია აქვს და ანალიზში ისევ უფიქსირდება მაგ. ასკარიდი, ეს დიდი ალბათობით, ლაბორატორიის შეცდომაა და არა წამლის მიმართ რეზისტენტობა. ანტიჰელმინთური პრეპარატი უნდა დაინიშნოს შესაბამისი სპეციალისტის მიერ.
ორი სიტყვით ასევე მინდა შევეხო ე.წ. ” უსაფრთხო ” მცენარეულ წამლებს, რომელთა კლინიკური ეფექტურობა არც ერთი სარწმუნო კვლევით დადასტურებული არა არის და წმინდა მარკეტინგია. მათ ნაცვლად ნიორი და გოგრის თესლი გამოყენებაც შესაძლებელია და თან ბევრად იაფიც ღირს. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, დიდი სიფრთხილეა საჭირო ანტიჰელმინთური პრეპარატების გამოყენებისას”.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

რატომ გვავიწყდება მარტივი დეტალები და როდის უნდა მივმართოთ ექიმს – “თუ ადამიანს დღის მანძილზე 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც აქვს განცდა, რომ რაღაც დაავიწყდა, საყურადღებოა”

#post_seo_title

როგორ მივხვდეთ, რომ მეხსიერების პრობლემები გვაქვს, რატომ გვავიწყდება მარტივი დეტალები და როდის უნდა მივმართოთ დაუყოვნებლივ ექიმს

ყველას გვქონია მომენტი, როცა ვერ ვიხსენებთ, – დავკეტეთ კარები? ტელეფონი დასატენად ჩავრთეთ? თუმცა, როცა ასეთი შემთხვევები გახშირდება და ყოველდღიურ რეჟიმში გვხვდება, შესაძლოა საქმე მხოლოდ უბრალო გადაღლას არ ეხებოდეს.

გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე საუბრობს:

რატომ გვავიწყდება ის, რაც თითქოს უნდა გვახსოვდეს?

დავიწყების ასეთი ეპიზოდები ხშირად სტრესულ პერიოდებთანაა დაკავშირებული. როცა გონება გადატვირთულია ან ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეა კონცენტრირებული, ტვინს აღარ რჩება რესურსი ყოველდღიური დეტალების დასამახსოვრებლად. ასეთ დროს შეიძლება თავი ისე ვიგრძნოთ, თითქოს “ავტოპილოტზე” ვმოქმედებთ — კალამი ხელში გვიჭირავს და მაინც ვეძებთ, ან ტელევიზორის პულტის სად დავდეთ, გვავიწყდება.

მაგრამ თუ მსგავსი ქცევა ყოველდღიურობას აფერხებს, ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. მაგალითად:

  • დღის განმავლობაში რამდენჯერმე გახსენება გჭირდება, დაასხი თუ არა ყავა,

  • დილიდან გიჩნდება განცდა, თითქოს რაღაც დაგავიწყდა და ვერ იხსენებ რა,

  • ხშირად იკარგება ნივთები, სათვალე, გასაღები, მობილური და ა.შ.

ეს ყველაფერი ქრონიკული სტრესის სიმპტომი შეიძლება იყოს, რომელიც მეხსიერებაზე ნეგატიურად მოქმედებს.


მეხსიერების გაუარესების ეტაპები და რისკები

დასაწყისში ადამიანი მხოლოდ მოქმედების შესრულებაში ეჭვობს — მაგალითად, გათიშა თუ არა დენი. შემდგომ ეტაპზე შესაძლოა საუბრის კონკრეტული ფრაზაც დაავიწყდეს. როცა დავიწყება ყოველდღიური ხდება და უკვე ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას, აუცილებელია პროფესიონალ თერაპევტთან კონსულტაცია.

როდის მივმართოთ სპეციალისტს?

მეხსიერების პრობლემის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ნიშნებს:

  • თუ დღის განმავლობაში 2-3-ჯერ მაინც გიჩნდება განცდა, რომ მნიშვნელოვანი რამ დაგავიწყდა;

  • გახსენებისთვის საჭირო ენერგია და დრო იმატებს;

  • ყურადღების ფოკუსირება გიჭირს, ვერ ერთვები პროცესებში;

  • ცხოვრება აღარ არის კომფორტული ყოველდღიური დავიწყების გამო.

ეს შეიძლება მეხსიერების პრობლემის ან ფსიქოლოგიური სტრესის ნიშანი იყოს. ორივე შემთხვევაში საჭიროა პროფესიული შეფასება და საჭიროების შემთხვევაში — თერაპია.


როგორ მოქმედებს სქროლვა და სოციალური ქსელები მეხსიერებაზე?

თანამედროვე ციფრული ჩვევები, განსაკუთრებით მოკლე ვიდეოების ყურება და უწყვეტი სქროლვა, მეხსიერების დაქვეითებას ხელს უწყობს. სპეციალისტების თქმით:

„როცა ადამიანი სწრაფად ითვისებს დიდ ინფორმაციას მოკლე დროში — მაგალითად, 15 წამში რამდენიმე ვიზუალურ შეტყობინებას იღებს — აღქმა ზედაპირული ხდება. ეს გრძელვადიანი მეხსიერებისთვის საზიანოა.“

სქროლვა აქვეითებს კონცენტრაციის უნარს და ტვინს აჩვევს ზედაპირულ და სწრაფ რეაქციებზე დაფუძნებულ ქცევას. ეს იწვევს იმას, რომ ტვინი აღარ “ფიქრობს” დეტალებზე — შედეგი კი დავიწყებაა.


როგორ დავიცვათ მეხსიერება სტრესისგან?

რეკომენდაციები:

  • მეტი ფიზიკური აქტივობა – ფეხით სიარული, ბუნებაში ყოფნა;

  • ეკრანთან გატარებული დროის რეგულირება;

  • საკმარისი ძილი და სტაბილური დღის რუტინა;

  • ცნობიერების ვარჯიშები (Mindfulness, Journaling);

  • საჭიროების შემთხვევაში – თერაპიასთან მიმართვა.

„ადამიანს, როგორც წესი, გამოცდილებაში ერთხელ მაინც აქვს მომენტი, როცა არ იცის, ესა თუ ის მოქმედება გააკეთა თუ არა. ან შესაძლებელია, ჰგონია, რომ რაღაც შეასრულა, მაგრამ დარწმუნებული არ არის… ეს, როგორც წესი, დასაწყისში შფოთვიდან გამომდინარეა. ადამიანი შესაძლოა სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხზეა ფოკუსირებული და დავიწყებაც აქედან გამომდინარეობს. მაგრამ, თუ ანალოგიური შემთხვევები ძალიან ხშირია და თუნდაც ყოველდღიური ხასიათი აქვს, ადამიანს ყოველდღე ავიწყდება, სად დადო ტელევიზორის პულტი, სათვალე, საყურადღებოა. ან შესაძლოა, კალამი ხელში უჭირავს და მაინც ეძებს – ასეთ დროს ქრონიკულ სტრესზე ვსაუბრობთ, რომელიც შესაძლებელია, უფრო მძიმე ფორმაში, მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებში გადავიდეს. ამას ცალკე დამატებითი კვლევები სჭირდება. მეხსიერების პრობლემებს განგრძობადობა და ჩაღრმავება ახასიათებს. მაგალითად, გართულების ნაწილში შეიძლება, დღეს ადამიანმა არ იცოდეს, რა გააკეთა, გამორთო თუ არა ტექნიკა. ხოლო, ხვალ ისიც დაავიწყდეს, იმ მომენტში რა თქვა. ეს უკვე რთულ ფორმად ითვლება.

თერაპევტთან მისვლის საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანს ცხოვრების პირობებში ხელი ეშლება. როდესაც ესა თუ ის ქცევა ნამდვილად აზიანებს და ძალიან დიდი ენერგიის ჩადება სჭირდება იმისათვის, რომ სხვადასხვა მომენტი გაიხსენოს. მიუხედავად განრიგისა, თუ ადამიანს დღის მანძილზე 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც აქვს განცდა, რომ მეხსიერების ნაწილში რაღაც დაავიწყდა, არ არის კომფორტულად, უჭირს, სრულად იყოს ჩართული პროცესში, რა თქმა უნდა, ასეთ დროს თერაპევტები ერთვებიან. შეიძლება, მეხსიერების პრობლემა საერთოდ არ ჰქონდეს და აღნიშნულ ნიშნებს სტრესი განაპირობებდეს. ხშირ შემთხვევაში, მეხსიერების დაბინდვა, დავიწყება, სხვადასხვა მომენტის ამოვარდნა შეიძლება, ძლიერი სტრესის მკაფიო სიმპტომი იყოს. ეს სიმპტომები მეც, თერაპევტსა და ჩემს კლიენტებსაც მიანიშნებს, რომ რაღაც სასწრაფოდ შესაცვლელია. შესაძლოა, ცხოვრების ხარისხი შეიცვალოს, ძილიანობა გამოკეთდეს. ფეხით სიარული, ბუნებასთან მეტი კონტაქტი – ესეც დამხმარე მექანიზმია ხოლმე.“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

გლობალური დათბობის გავლენა – 2100 წლისთვის ზაფხულმა შესაძლოა წელიწადის ნახევარი მოიცვას

კლიმატური პირობების გაუარესების გამო დედამიწის ზედაპირი შეცვლილია - ასტრონომებმა პლანეტის ახალი ფოტოები მიიღეს
ფოტო: NASA

გლობალური დათბობის გავლენა: ზაფხულის სეზონი შეიძლება ექვს თვემდე გაიზარდოს 2100 წლამდე

ახალი სამეცნიერო კვლევის მიხედვით, საუკუნის ბოლომდე დედამიწაზე ზაფხულის პერიოდი შესაძლოა მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს – თუკი კლიმატის ცვლილება იგივე ტემპით გაგრძელდა, 2100 წლისთვის ეს სეზონი ნახევარ წელზე მეტხანს გასტანს.

ეს პროგნოზი კარგად ჟღერს დასვენებებისთვის. მეცნიერები მიუთითებენ, რომ გრძელი და ინტენსიური სიცხის პერიოდები მრავალი საფრთხის მატარებელია როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, ისე ბუნებრივი გარემოსთვის და სოფლის მეურნეობისთვის.

ზაფხულის გახანგრძლივების შესაძლო შედეგები

ხანგრძლივი სიცხე შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი პრობლემები:

  • კოღოებით გადამდები ინფექციების (მაგალითად, დენგეს ცხელება) გავრცელების ზრდა

  • ტყის ხანძრების გახშირება

  • ალერგენების უფრო ხანგრძლივი სეზონი

  • ბუნებრივი ეკოსისტემების დისბალანსი

  • ცხოველთა მიგრაციის და მცენარეული საფარის ცვლილება

  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ვარდნა ან არასტაბილურობა

კლიმატის ცვლილება უკვე ახდენს გავლენას სეზონურ ციკლებზე, რაც აშკარად აისახება ბუნებრივ პროცესებსა და ადამიანთა ეკონომიკურ საქმიანობაზე.

როგორ შეიცვალა სეზონები ბოლო 60 წელიწადში?

გლობალურ დონეზე სეზონური ცვლილებების ტენდენცია უკვე თვალსაჩინოა. 1950-იან წლებიდან დღემდე ზაფხულის ხანგრძლივობა საშუალოდ 17 დღით გაიზარდა. კონკრეტულად, 1952-დან 2011 წლამდე პერიოდში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხული 78 დღიდან 95 დღემდე გაიზარდა. იმავე პერიოდში, ზამთარი 76-დან 73 დღემდე შემცირდა და თანდათან თბილი გახდა. გაზაფხული და შემოდგომაც შეკვეცილ სეზონებად იქცა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კლიმატოლოგი იუპინგ გუანი, ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესები გავლენას ახდენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ისე მთელ ბიომრავალფეროვნებაზე.

რატომ არის ეს პროგნოზი მნიშვნელოვანი?

გახანგრძლივებული ზაფხული ნიშნავს არა მხოლოდ მეტ ცხელ დღეს, არამედ ღრმა სისტემურ ცვლილებებს გარემოში. ეს გავლენას მოახდენს მოსავლის ციკლებზე, წყლის რესურსებზე, ტყეებზე, ცხოველთა მიგრაციაზე და იმ დაავადებებზე, რომელთა გავრცელებას კლიმატი განაპირობებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო დიდია ნაწლავში ამ ბაქტერიის რაოდენობა, მით უფრო მძიმეა დაავადების სიმპტომები

პარკინსონის დაავადების შემთხვევები
#image_title

პარკინსონის დაავადების შემთხვევები ძალიან სწრაფად იზრდება გლობალურად. სწრაფად იზრდება იმ კვლევების რაოდენობაც, რომლებიც ნაწლავ- ტვინის ღერძის მნიშვნელობას ადასტურებს და კოგნიტურ პათოლოგიებს ვირუსებთან და ბაქტერიებთან აკავშირებს.

ერთ-ერთი მორიგი კვლევა ნაწლავის მიკრობიოტის გარკვეულ ბაქტერიებს, Desulfovibrio ბაქტერიების ოჯახის სპეციფიკურ შტამებს, პარკინსონის დაავადების განვითარებასთან აკავშირებს.
კვლევები აჩვენებს, რომ პარკინსონის დაავადების შემთხვევების მხოლოდ მცირე წილი, დაახლოებით 10% არის გამოწვეული ცალკეული გენებით.
2021 წელს პროფესორ პერ სარისის ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, რომელმაც აჩვენა, რომ Desulfovibrio ბაქტერიების ოჯახის ერთ-ერთი ბაქტერია დაკავშირებულია პარკინსონის დაავადების განვითარებასთან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო დიდია ნაწლავში ამ ბაქტერიის რაოდენობა, მით უფრო მძიმეა დაავადების სიმპტომები.
იგივე კვლევის გამეორებით, ჩინელი მკვლევარებიც მივიდნენ იმავე დასკვნამდე, რომ Desulfovibrio ბაქტერიების სპეციფიკურმა შტამებმა შესაძლოა გამოიწვიოს პარკინსონის დაავადება.
ამ ბოლო კვლევის ძირითადი აღმოჩენა იყო ის, რომ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების ნაწლავში ეს შტამები იწვევენ α-სინუკლეინის ცილების აგრეგაციას სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე, რომლებიც ცთომილი ნერვის მეშვეობით გადაადგილდებიან თავის ტვინში. ამ ბაქტერიების ნაწლავიდან ელიმინაციის შემდეგ წყდება α-სინუკლეინის ცილის აგრეგაცია, რაც პოტენციურად ანელებს და ამსუბუქებს პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების სიმპტომებს.
აღნიშნული კვლევები იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც თავის ტვინის პათოლოგიებს ვირუსებთან და ბაქტერიებთან აკავშირებს; კონკრეტულად კი, ეპშტეინ-ბარის ვირუსს კვლევები აკავშირებს გაფანტული სკლეროზის განვითარებასთან და ბაქტერიებს, Porphyromonas gingivalis და Fusobacterium nucleatum, ალცჰაიმერის დაავადებასთან.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ვირუსები და ბაქტერიები სავარაუდო გამომწვევი ფაქტორებია, რომელთა არსებობა ჩვენს ორგანიზმში არ მიუთითებს იმაზე, რომ დაავადება აუცილებლად განვითარდება. პერსონალიზირებული მედიცინის პროტოკოლებმა, ცხოვრების წესის არჩევანმა და სწორად შერჩეულმა ანტივირუსულმა ან ანტიბაქტერიულმა საშუალებებმა- ყველა ამ ფაქტორმა ერთად, შეიძლება იმოქმედოს დაავადების განვითარების რისკებზე და შედეგებზე.
პრევენცია
Desulfovibrio ბაქტერიების (პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებული) პრევენცია:
Desulfovibrio არის ბაქტერიების მრავალფეროვანი ჯგუფი და ყველა შტამი არ არის საზიანო. ამიტომ, პრევენციაზე საუბრისას, აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ პოტენციურად მავნე შტამების ზემოქმედების შემცირებაზე, არამედ, მთლიანობაში დაბალანსებული და მრავალფეროვანი ნაწლავის მიკრობიომის პოპულარიზაციაზე. სასურველი იქნება შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
-რამდენადაც Desulfovibrio ბაქტერიების მავნე შტამების ექსპოზიცია გარემოდან ხდება, ამიტომ, პირადი ჰიგიენის დაცვა, როგორიცაა ხელების რეგულარული დაბანა საპნითა და წყლით, დაგეხმარებათ შეამციროთ მავნე ბაქტერიების ზემოქმედების რისკი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭამამდე, ტუალეტის გამოყენების შემდეგ და პოტენციურად დაბინძურებულ ზედაპირებთან ან საგნებთან კონტაქტის შემდეგ.
-მოიხმარეთ სუფთა, გაფილტრული წყალი და სწორად მოხარშული და დამუშავებული საკვები. ზედმიწევნით კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული მოამზადეთ ხორცი რეკომენდებულ ტემპერატურაზე.
-ნაწლავის ჯანსაღი და მრავალფეროვანი მიკრობიომი დაგეხმარებათ დაბალანსებული ეკოსისტემის შენარჩუნებაში, რაც ამცირებს მავნე ბაქტერიების ჭარბად ზრდის ალბათობას. ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომისტვის ყურადღება გაამახვილეთ ბოჭკოთი, ნატურალური, მთლიანი საკვებით და სხვადასხვა ხილითა და ბოსტნეულით მდიდარ დიეტაზე. მიირთვით ფერმენტირებული საკვები, როგორიცაა იოგურტი, კეფირი, მჟავე კომბოსტო და კიმჩი, რომელიც შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს. განიხილეთ პრობიოტიკების დამატება ჯანდაცვის პროფესიონალის ხელმძღვანელობით.
-ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაწლავის მიკრობიომზე და გაზარდოს მგრძნობელობა გარკვეული ბაქტერიების მიმართ. სტრესის მართვის ტექნიკები, როგორიცაა რეგულარული ვარჯიში, მედიტაცია, ღრმა სუნთქვის ვარჯიშები და ადეკვატური ძილი დაგეხმარებათ როგორც ნაწლავის ჯანმრთელობის, ასევე, ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ოპტიმიზაციაში.
-მოერიდეთ ანტიბიოტიკების გადაჭარბებულ გამოყენებას: ანტიბიოტიკები არღვევენ ნაწლავის ბაქტერიების ბალანსს, რაც პოტენციურად იწვევს დისბიოზის განვითარებას. გამოიყენეთ ანტიბიოტიკები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და ზუსტად დაიცავით დადგენილი რეჟიმი. თუ ანტიბიოტიკები აუცილებელია, განიხილეთ პრობიოტიკების დამატება კურსის დროს და კურსის შემდეგ, ექიმის ხელმძღვანელობით.
-თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ნაწლავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, გაიარეთ კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც, თქვენი ინდივიდუალური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის საჭიროებების გათვალისწინებით, მოგაწვდით პერსონალიზებულ რჩევებს და მითითებებს.
ეპშტეინ-ბარის ვირუსის (EBV) (გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებული) პრევენცია:
ეპშტეინ-ბარის ვირუსისგან თავის დასაცავად უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა – დაიბანოთ ხელები ხშირად, არ აკოცოთ ან არ გაუზიაროთ სასმელი, საკვები ან პირადი ნივთები, როგორიცაა კბილის ჯაგრისი, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ EBV ინფექცია.
ბაქტერიების, Porphyromonas gingivalis და Fusobacterium nucleatum (ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული) პრევენცია:
ამ ბაქტერიების ექსპოზიცია ასევე გარემო ფაქტორებთანაა კავშირში. ამიტომ, პირადი ჰიგიენა და ნაწლავის ჯანმრთელობა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ კვლევების მიხედვით, ეს ბაქტერიები განსაკუთრებით ჭარბად აღენიშნებათ ალკოჰოლის რეგულარულ მომხმარებლებს და მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პირებს. ჯანმრთელი კბილების/ღრძილების შენარჩუნება, ღრძილების ანთების დროული მკურნალობა, ალკოჰოლის, შაქრის შემცველი საკვების აკრძალვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ამ ბაქტერიების მავნე ზემოქმედება.
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

მეცნიერთა უნიკალური აღმოჩენა – სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 30-ით გაზარდა

სიცოცხლე 30%-ით გაუხანგრძლივა
#post_seo_title

ევროპელმა მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატი თაგვებზე გამოცადეს და აღმოაჩინეს, რომ ამან მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 30-ით გაზარდა. ასევე, მღრღნელები ჯანმრთელ მდგომარეობაში უფრო დიდხანს იყვნენ, მათში ქრონიკული ანთება შემცირდა და სიმსივნის ჩამოყალიბებაც გადავადდა.

მედიკამენტები რეპამიცინი და ტრამეტინიბი სწორედ სხვადასხვა ტიპის სიმსივნის სამკურნალოდაა შექმნილი. ასევე, პირველი მათგანი გადანერგილი ორგანოების უკუგდების პრევენციისთვისაც ინიშნება და ექსპერიმენტებში ცხოველთა სიცოცხლეც გაახანგრძლივა. მეორე პრეპარატმა იგივე შედეგი მწერ დროზოფილას შემთხვევაში აჩვენა, მაგრამ უფრო დიდ ორგანიზმებზეც ვრცელდებოდა თუ არა ეს ეფექტი, უცნობი იყო.

ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა თაგვებზე ისინი ცალ-ცალკე და ერთად გამოცადეს. რეპამიცინმა მღრღნელების სიცოცხლე 17-18%-ით გაახანგრძლივა, ხოლო ტრამეტინიბმა — 7-16%-ით. საერთო ძალებით ჩატარებული თერაპიისას ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყო და 26-35%-ს აღწევდა. გააგრძელეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ახალი კვლევა: „შეიძლება უკავშირდებოდეს მამრობითი სქესის ბავშვების დაბადებას აუტიზმით“

რა გავლენა შეუძლია მოახდინოს ვირუსმა ორსულზე და როგორ შეიძლება სხვადასხვა ვირუსის პრევენცია.
#post_seo_title

ორსულობის დროს დიეტური გაზიანი სასმელების მიღებამ შეიძლება გაზარდოს თქვენი შვილის აუტიზმის განვითარების ალბათობა, ნათქვამია ახალ კვლევაში.

ორსული ან მეძუძური ქალები, რომლებიც მოიხმარენ ასპარტამის შემცველ საკვებს და სასმელს, ხელოვნურ დამატკბობელს, შეიძლება უკავშირდებოდეს მამრობითი სქესის ბავშვების დაბადებას აუტიზმით. ტეხასის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აუტიზმის მქონე ბიჭებს შორის მათი დედები სამჯერ უფრო ხშირად სვამდნენ დღეში მინიმუმ ერთ დიეტურ გაზიან სასმელს – ან მოიხმარდნენ ეკვივალენტური რაოდენობით ხუთს.

კვლევაში აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 235 ბავშვის დედები გამოიკვლიეს. აუტიზმის მქონე მამრობითი სქესის ბავშვების დედები სამჯერ უფრო ხშირად სვამდნენ მსგავს სასმელებს ბავშვის მუცლადყოფნის დროს.

„ჩვენ ვნახეთ ეს ასოციაციები აუტიზმთან დაკავშირებით ბიჭებში, მაგრამ არა აუტიზმთან დაკავშირებით გოგონებში”, – თქვა დოქტორმა ფაულერმა.

ავტორებმა აღნიშნეს, რომ კვლევა ჩატარდა ქალების ორსულობის შემდეგ რამდენიმე წლის შემდეგ.

კვლევაში მონაწილე დოქტორი მოუწოდებს ორსულებს ან მეძუძურ ქალებს – ან მათ, ვინც დაორსულებას ცდილობს – მოერიდონ ასპარტამის შემცველ სასმელებს. ”

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს საბოლოო პასუხები, ქალებს შეუძლიათ ახლავე იმოქმედონ ხელმისაწვდომი მონაცემებით, რათა დაიცვან თავიანთი ბავშვები”, – თქვა მან.

ტვინისა და აუტიზმის მკვლევარი დოქტორი რობერტ მელილო, რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, ამბობს, რომ დასკვნები ემთხვევა მის კვლევასაც.

„აუტიზმის მაჩვენებლები გაიზარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, 10000-დან 1-დან ახლა 36-დან 1-მდე, ხოლო ბიჭების დიაგნოზი ოთხჯერ აღემატება გოგონებს”, – თქვა მან.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

10 გზა, რათა გაუფრთხილდე შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას

 ფსიქიკური ჯანმრთელობა - სად გადის ზღვარი?
#post_seo_title

გაუფრთხილდი ფსიქიკურ ჯანმრთელობას

10 გზა, რათა გაუფრთხილდე შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას:

  1. ისაუბრე შენს გრძნობებზე
  2. იყავი აქტიური
  3. იკვებე კარგად
  4. სასმელი ზომიერად მიიღე
  5. ეკონტაქტე მეგობრებს
  6. ითხოვე დახმარება
  7. შეისვენე
  8. იზრუნე სხვებზე
  9. აკეთე ის საქმე, რაც გიყცარს და კარგად გამოგდის
  10. მიიღე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

მობილური კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექოსკოპიისა და კარდიოგრაფიის აპარატით, დეფიბლირატორით, ოფთალმოლოგიური ნაკრებითა და კლინიკური ლაბორატორიით, რაც სრულად უზრუნველყოფს სამსახურის ბენეფიციართათვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას

ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს მობილური კლინიკა გადაეცა
ფოტო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დღეს გაიმართა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA)-ს მიერ ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის მობილური კლინიკის გადაცემის ცერემონიალი.

აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, მობილური კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექოსკოპიისა და კარდიოგრაფიის აპარატით, დეფიბლირატორით, ოფთალმოლოგიური ნაკრებითა და კლინიკური ლაბორატორიით, რაც სრულად უზრუნველყოფს სამსახურის ბენეფიციართათვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. მობილურ კლინიკას მოემსახურება ვ. სანიკიძის სახელობის კლინიკური ჰოსპიტლის 8 სპეციალისტი. მობილური კლინიკა, მნიშვნელოვნად გააადვილებს რეგიონებში, მით უფრო,მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

მისასალმებელ სიტყვაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვეს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას და შედეგზე ორიერნტირებულ თანამშრომლობას.; მადლობა გადაუხადეს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს საქართველოს ვეტერანების თანადგომისა და მხარდაჭერისთვის; საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს ხელმძღვანელის მოადგილემ, დოქტორმა უმით ნაჯი იორულმაზმა აღნიშნეს, რომ თურქული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელთაც TIKA საქართველოში, მით უფრო, საქართველოს ვეტერანების მხარდასაჭერად ახორციელებს, რადგან მათთვის განსაკუთრებული პატივია, თანადგომა გამოხატონ იმ დამსახურებული ადამიანების მიმართ, ვინც თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ძალისხმევა არ დაიშურეს და დღესაც მზად არიან, სამშობლოს ემსახურონ.

თურქმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო კვლავ განაგრძობს საქართველოს ვეტერანების თანადგომას და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და TIKA-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA)-ს თბილისის კოორდინატორი ზეინეფ ბაირაქი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, ვ. სანიკიძის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი და ჰოსპიტლის მედპერსონალი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ურთიერთობა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან 2016 წლიდან იღებს სათავეს. სწორედ ამ თანამშრომლობის პირველი შედეგია სამსახურის საკონფერენციო დარბაზი, რომლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა, TIKA-ს თანადგომით 2018 წელს განხორციელდა. თანამშრომლობამ შემდეგ მოიცვა სოფლის მეურნეობის სფეროც – TIKA-მ გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას, 2022 წელს გადასცა 100 სკა და მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი, დღეს კი, თანამშრომლობა უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა და სამედიცინო სფეროც მოიცვა.

„TIKA“ თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის, თითქმის ყველა რეგიონში, 1994 წლიდან, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights