ორშაბათი, მაისი 11, 2026

მუმიოს მალამოს სასარგებლო თვისებები – სასწაულმოქმედი მალამო

მუმიოს მალამოს სასარგებლო თვისებები - სასწაულმოქმედი მალამო
#post_seo_title

მუმიოს სასწაულმოქმედი მალამო, რომლის შესახებაც ახლა გახდა ცნობილი

მუმიოს მალამოს შემადგენლობაში შედის უმაღლესი ხარისხის ალტაის მთების შავი ნატურალური მუმიო. ასევე შეიცავს თაფლის სანთელს, რომელიც ასევე არის 100% ნატურალური პროდუქტი, პროპოლისს (დინდგელი) და სელის ცივად გამოწურულ ზეთს.

ეს ინგრედიენტები თანაბარი რაოდენობით შეაზავეთ კარგად ერთმანეთში. ჯამში ჩადეთ და ორთხლზე გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ მინის ქილაში. მათი კომბინაცია საოცარ ეფექტურ მალამოს ქმნის. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რას ნიშნავს მზის დარტყმა და როგორ გავუწიოთ ადამიანს ამ დროს პირველადი დახმარება. რჩევები

მზის დარტყმა
#post_seo_title

მზის დარტყმა არის იშვიათი, მაგრამ ყველაზე მძიმე სიცხესთან დაკავშირებული დაავადება. ის ჩვეულებრივ ვითარდება, როდესაც ადამიანი სითბური დაკვრის სიმპტომებს ყურადღებას არ აქცევს.

მზის დაკვრა სერიოზული სამედიცინო შემთხვევაა. მის დროს სიმპტომები შემდეგია: დაზარალებულს აღენიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, წითელი კანი, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი ან ტენიანი, ცნობიერების დაბინდვა, სწრაფი, სუსტი პულსი, გახშირებული სუნთქვა, ღებინება. მზის

დარტყმა სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამ დროს აუცილებელია 112-ზე დარეკვა, თუმცა აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გაუწიოთ მას პირველადი დახმარება და როგორ მოიქცეთ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე:

უპირველესად – სწრაფად გააგრილეთ სხეული დაზარალებულის კისრამდე წყალში მოთავსებით, თუ ეს შესაძლებელია ან მიასხურეთ წყალი, წაუსვით მთელ სხეულზე ყინულივით ცივი წყლით დასველებული პირსახოცი, ხშირად შეცვალეთ ცივი, სველი პირსახოცებით, დაადეთ ყინულიანი ჩანთები, საფენები. თუ არ შეგიძლიათ გაზომოთ ტემპერატურა, სცადეთ სწრაფი გაგრილების მეთოდები 20 წუთის განმავლობაში, ვიდრე დაზარალებულის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები:

განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია.

სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია, გადახურება, სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების(გულსისხლძარღვთა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების) მქონე პირებისთვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

ესენია ძირითადად დიარეებით მიმდინარე დაავადებები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ასევე, ხშირია სხვადასხვა ტოქსიკო-ინფექციები ანუ საკვებით მოშხამვები. ამიტომ, თუ არ ვართ წყლის ხარისხში დარწმუნებული, აუცილებლად უნდა გადადუღდეს და ისე იქნეს მიღებული. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მალფუჭებადი საკვების და კრემიანი ნამცხვრების მიმართ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაშია ნათქვამი, სახლში ტემპერატურა უნდა შემოწმდეს დილის  08:00 საათიდან 10:00 საათის შემდეგ.

“შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ”- წერია რეკომენდაციაში.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გარუჯვის მსურველებს რეკომენდაციას აძლევს და ურჩევს, რომ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე მზის აბაზანების მიღებას მოერიდონ.

რა სიმპტომებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში

მზის დარტყმა ბავშვებში
#post_seo_title

რა სიმპტომებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში და როგორ ავაცილოთ თავიდან? – ამ თემაზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა.

– რა არის მზის დაკვრა და როგორ ვითარდება?

– ადამიანის ორგანიზმზე მზის სხივების და გარემოს მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ვითარდება – სხეულის ტემპერატურის მომატება, გადახურება ანუ მზის დაკვრა. როდესაც გარემოს ტემპერატურა მაღალია და ორგანიზმი ვერ გამოყოფს სითბოს საკმარის რაოდენობას ხდება გადახურება. არაადეკვატური თერმორეგულაცია იწვევს შინაგანი ორგანოების და თავის ტვინის ფუნქციის მოშლას, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს.

– მზის დაკვრის მხრივ ბავშვები მაღალი რისკის ჯგუფში ხომ არ შედიან?

– მზის დაკვრა შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, ხოლო მაღალი რისკის ჯგუფში შედიან: ბავშვები და მოხუცები, ასევე, გულ-სისხლძარღვთა დაავადების და ჭარბი წონის მქონე ადამიანები.

– რა სიმპტმებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში?

სხეულის ტემპერატურის მომატება, 40*C- მდეც კი;
გულისრევა, პირღებინება;
ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
კანი მშრალი, წითელი და ცხელია;
სუნთქვა გახშირებულია და პულსი ტაქიკარდიული;
მძიმე შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, გულყრა და უგონო მდგომარეობაც კი;

– როგორ დავეხმაროთ პატარას?

პირველ რიგში, ბავშვი გადაიყვანეთ გრილ ადგილას – ჩრდილში ან გრილ ოთახში;
გახადეთ ტანსაცმელი;
გადაავლეთ გრილი წყალი ან დაადეთ ცივი საფენები (თავზე, კისერზე, საზარდულის არეში);
მიეცით სითხე ან ელექტროლიტები დიდი რაოდენობით;
სიცხის დამწევი მედიკამენტი – მაღალი ცხელების შემთხვევაში;
აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასაწრაფო სამედიცინო დახმარება (112).

– როგორ ავიცილოთ თავიდან მზის დაკვრა?

– ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატებს მზის დაკვრის საშიშროება. თავდაპირველად, მოარიდეთ ბავშვები მზეზე ხანგრძლივად ყოფნას და ჩააცვით გარემოს ტემპერატურის შესაბამისი ტანსაცმელი. განსაკუთრებით მოერიდეთ მზეზე ყოფნას მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების პერიოდში – 11:00-17:00-მდე. წაუსვით თქვენს პატარებს კანზე მზის დამცავი საშუალებები 50-SPF დაცვით, თავზე დააფარეთ ღია ფერის ქუდი და დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე.

რა არის მზის დარტყმა და როგორ დავიცვათ თავი?

მზის დარტყმა
#post_seo_title

რა არის მზის დარტყმა და როგორ დავიცვათ თავი?

მზის დარტყმა — ეს არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ვითარდება სხეულის გადახურების შედეგად. ძირითადად ეს ხდება ცხელი ამინდების დროს, განსაკუთრებით თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია ან დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება მზეზე. სხეულის ტემპერატურის მატება 40°C-მდე და ზევით იწვევს სერიოზულ ზიანს ორგანიზმის შიგნით: ზეწოლა ექმნება ტვინს, გულს, თირკმელებს და კუნთებს. თუ დროულად არ მივიღეთ ზომები, მდგომარეობა შეიძლება ფატალურად დასრულდეს.


ძირითადი გამომწვევი ფაქტორები

მზის დარტყმის ორი ძირითადი ფორმა არსებობს:

🔸 კლასიკური მზის დარტყმა (არაძალისმიერი):
აღმოცენდება მაშინ, როდესაც ადამიანი იმყოფება ცხელ და ნესტიან გარემოში რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს ფორმა განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმულებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.

🔸 აქტივობით გამოწვეული მზის დარტყმა:
წარმოიშობა მაშინ, როდესაც ადამიანი ვარჯიშობს ან ასრულებს ფიზიკურად დამღლელ მოქმედებებს ცხელი ამინდში. განსაკუთრებით ხშირია მათთან, ვინც ჯერ კიდევ არ არის შეჩვეული ასეთ ამინდს.


დამატებითი რისკფაქტორები

  • ზედმეტად სქელი ან არაგამტარი ტანსაცმელი

  • ალკოჰოლის მიღება, რომელიც არღვევს ორგანიზმის თერმორეგულაციას

  • გაუწყლოება — სითხის ნაკლებობა ამცირებს ოფლიანობას და აბრკოლებს გაგრილებას


სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ:

  • სხეულის ტემპერატურა 40°C-ზე მაღალი

  • გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, გაღიზიანება, გულყრა

  • მშრალი და ცხელი კანი (არ ვლინდება ოფლიანობა), თუმცა ზოგჯერ ოფლიანი კანიც შეიძლება ჰქონდეს

  • გულისრევა და პირღებინება

  • კანის გაწითლება

  • ჩქარი და ზედაპირული სუნთქვა

  • აჩქარებული პულსი

  • ძლიერი თავის ტკივილი


როგორ ვიმოქმედოთ გადაუდებელ სიტუაციაში

თუ ეჭვი გაქვთ, რომ ადამიანი განიცდის მზის დარტყმას:

  1. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება (112).

  2. გადაიყვანეთ დაზარალებული გრილ ან ჩრდილიან ადგილას.

  3. გახადეთ ზედმეტი ტანსაცმელი სხეულის გასაგრილებლად.

  4. გააგრილეთ ორგანიზმი სხვადასხვა გზით:

    • ცივი წყლის აბაზანა ან შხაპი

    • წყლის შესხმა სხეულზე

    • სველი პირსახოცის დადება თავზე, კისერზე, იღლიებზე, საზარდულზე

    • ჰაერის დანიავება (ვენტილატორით ან ხელით)


როგორ ავიცილოთ თავიდან მზის დარტყმა?

✅ იყავით გრილ და ჩრდილიან ადგილას ცხელი ამინდის დროს
✅ დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი
✅ მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას
✅ ატარეთ მსუბუქი, ღია ფერის ტანსაცმელი
✅ თუ ვარჯიშობთ, გააკეთეთ პაუზები და დაისვენეთ სუსტად განათებულ ადგილებში


დასკვნა:
მზის დარტყმა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებელ ჩარევას. დროული რეაგირება და სწორი პრევენცია საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გასწავლით რეცეპტს, რომლითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ დარიჩინისა და ბანანის თვისებები, რაც დაგეხმარებათ  სხეულის „გამოკვებაში“

გასწავლით რეცეპტს, რომლითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ დარიჩინისა და ბანანის თვისებები, რაც დაგეხმარებათ  სხეულის „გამოკვებაში
#post_seo_title

მოხარშული ბანანი დარიჩინით: ყველაზე ძლიერი საშუალება ჩაანაცვლებს ნებისმიერ წამალს! თქვენ მოგეწონებათ ეს პროდუქტი! აი როგორ უნდა გააკეთოთ.

Ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულისთვის, მაგრამ ზედმეტი დატვირთვა, სტრესის მაღალი დონე და ფიზიკური დაღლილობა ნიშნავს, რომ ძილი არ შეგვიძლია, რაც გავლენას ახდენს დღის განმავლობაში ჩვენს მუშაობაზე. ამიტომ, ამ ძლიერი საშუალებით უნდა შევეცადოთ მინიმუმ რვა საათი დაძინებას.

დღეს გასწავლით რეცეპტს, რომლითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ დარიჩინისა და ბანანის თვისებები, რაც დაგეხმარებათ  სხეულის „გამოკვებაში“. გააგრძელეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ანაფილაქსია – მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა

ანაფილაქტიკური შოკი  – ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
#post_seo_title

ანაფილაქსია – მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა, რომელიც ალერგიის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა.

ანფილაქსიური შეტევის დროს სიმპტომები ალერგენთან კონტაქტიდან სულ რამოდენიმე წუთშიც შეიძლება გამოვლინდეს.
ანაფილაქსიური შეტევა სწრაფად მწვავდება და საფრთხეს უქმნის სხეულის ისეთ სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა.
ანაფილაქსია შეიძლება განუვითრდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის ჩვილებს, ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს.
ნებისმიერი სახისა და სიმძიმის ანაფილაქსიური შეტევა ექიმთან ვიზიტის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, რადგან ექიმმა უნდა შეაფასოს ანაფილაქსიური შეტევის სირთულე და მისი გამომწვევი მიზეზები. ექიმი განსაზღვრავს ასევე რა არის საჭირო, რომ შეტევა აღარ განმეორდეს.
თუ ერთხელ მაინც გქონიათ ანაფილაქსიური შეტევა, ყოველთვის თან იქონიეთ ექიმის მიერ შერჩეული სასწრაფო დახმარების ნაკრები და ისწავლეთ ამ საჭირო მედიკამენტებისა და ინჰალატორის გამოყენების წესი – ასე შეძლებთ, რომ თქვენი სიცოცხლე გადაირჩინოთ.

ანაფილაქსია არის ორგანიზმის  მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში, სისტემური, გენერალიზებული რეაქცია სხვადასხვა სახის ალერგენის მიმართ. ანაფილაქსიური შოკი ძირითად შემთხვევებში ვითარდება ძალიან სწრაფად, ალერგენის ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა რამდენიმე საათის შემდეგაც განვითარდეს. მისი განვითარება არ არის დამოკიდებული ალერგენის დოზაზე და უმნიშვნელო რაოდენობამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი. რაც უფრო სწრაფად ვითარდება რეაქცია, მით უფრო მძიმეა მისი საბოლოო შედეგი.

მიზეზები
ანაფილაქტიკური შოკი წარმოიქმნება ორგანიზმის უცხო ნივთიერებებთან ურთიერთობისას;
რეაქციის წარმოქმნის მიზეზები:
·         მწერების ნაკბენი;
·         მედიკამენტები (ვაქცინები, პენიცილინი);
·         საკვები ალერგენები (ხილი, არაქისი, შოკოლადი);
·         მტვრის ალერგია.

ანაფილაქტიკური შოკის სიმპტომები
დაავადების პირველადი გამოვლენა ხდება ალერგენთან ურთიერთობიდან რამოდენიმე წამში ან 5 საათის მანძილზე და გამოიხატება:
·         თავის ტკივილში;
·         გულმკერდის ტკივილში;
·         ტემპერატურის აწევაში;
·         სუსტი პულსი;
·         კანის ჰიპერემია (სიწითლე).
დაავადების მახასიათებელი სიმპტომების დაყოფა შეიძლება მისი გამოვლინების ლოკალიზაციის მიხედვით:
·         გამონაყარი კანზე – ქავილი, ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, კვინკეს შეშუპება;
·         ნერვული სისტემა – თავის ტკივილი, გულის რევა, კრუნჩხვები, გაუცნობიერებელი შარდვა, გონების დაკარგვა;
·         სასუნთქი ორგანოები – ხუთვა, ზედა სასუნთქი ორგანოების სპაზმი;
·         გული – მწვავე მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტი.

დიაგნოსტიკა
დაავადების გამოსაკვლევად ექიმი-ალერგოლოგი ნიშნავს მთელ რიგ ანალიზებსა და გამოკვლევებს:
·         სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზს;
·         კანის ტესტებს;
·         იმუნოლაბორატორიული სინჯები.

ანაფილაქტიკური შოკის მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
·         ალერგენთან ურთიერთობის სასწრაფოდ შეწყვეტა;
·         ალერგენის შეყვანის ან მწერის ნაკბენის ადგილას სახვევის გადაჭერა;
·         ავადმყოფის დაწვენა;
·         ენის დაფიქსირება ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად;
·         ადრენალინის შეყვანა;
·         ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფა;
·         ანტიალერგიული საშუალებების შეყვანა.
შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი სამედიცინო დახმარების გაწევა:
·         ხელოვნური სუნთქვა;
·         გულის დახურული მასაჟი;
·         ტრაქეოსტომია;
·         ბრონქების ინკუბაცია.

საშიშროება
ანაფილაქტიკურმა შოკმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები:
·         სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
·         ფილტვების უკმარისობა;
·         გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა;
·         თავის ტვინის შესიება;
·         ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ
·         ქალები;
·         ალერგიის მქონე ადამიანები;
·         ასთმით დაავადებული ადამიანები;
·         ადამიანები, რომლებმაც ადრე გადაიტანეს ანაფილაქტიკური შოკი.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         წამლების შერჩევა მათი ამტანობის შესაბამისად;
·         არ დაუშვათ ერთდროულად სხვადასხვა მედიკამენტის მიღება;
·         რაციონიდან შესაძლო ალერგენების გამორიცხვა;
·         ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა;
·         რესტორნებსა და კაფეებში საკვების შემადგენლობის დაზუსტება;
·         მწერის ნაკბენის თავიდან ასაცილებლად პარკების, ტყეებისა და წყალსატევების სიახლოვეს ყოფნისთვის თავის არიდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

როგორია გულის რიტმი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ არითმოლოგს?

როგორია გულის რიტმი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ არითმოლოგს?
#post_seo_title

როგორია გულის რიტმი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ არითმოლოგს?

მოუსმინეთ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის არითმოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი პაპიაშვილს
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

Daily Mail – რა საფრთხეები ახლავს წონის კლების ინექციებს – წონის კლების ინექციათა ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა ალკოჰოლის მიღების გარეშე თრობაა

„ოზემპიკის“ მწარმოებელი კომპანია გასახდომ აბებზე მუშაობას იწყებს
#post_seo_title

რა საფრთხეები ახლავს წონის კლების ინექციებს: Auto-Brewery სინდრომი და მოულოდნელი თრობა ალკოჰოლის გარეშე. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ წონის კლების ინექციებს მძიმე და, პოტენციურად ლეტალური გვერდითი მოვლენის გამოწვევა შეუძლიათ. საუბარია პაციენტების დათრობაზე ისე, რომ მათ წვეთი ალკოჰოლიც არ აქვთ მიღებული – ამის შესახებ ბრიტანული მედია, Daily Mail წერს.

ბოლო პერიოდში წონის კლების ინექციები, როგორიცაა Ozempic და Mounjaro, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თავდაპირველად ისინი შეიქმნა შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, თუმცა დღეს აქტიურად გამოიყენება გადამეტებული წონის მოსაშორებლად. თუმცა, მედიკოსები სულ უფრო ხშირად აფრთხილებენ საზოგადოებას სერიოზულ გვერდით მოვლენებზე — მათ შორის ისეთ იშვიათ, მაგრამ პოტენციურად ლეტალურ მდგომარეობაზე, როგორიცაა Auto-Brewery Syndrome (ABD), იგივე ავტოლუდსახარში სინდრომი.

რა არის Auto-Brewery სინდრომი?

ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი, ნაწლავის მიკრობიომის დისბალანსის გამო, ალკოჰოლს შინაგანად გამოიმუშავებს. ამის მიზეზი ნაწლავის მიკრობიომის დარღვევაა, რის შედეგადაც საკვები დუღდება ორგანიზმში და იქმნება ეთანოლი — იგივე ნივთიერება, რაც ალკოჰოლურ სასმელებში გვხვდება.

როგორ უკავშირდება წონის კლების ინექციები ამ მდგომარეობას?

ექსპერტების თქმით, წონის კლების ინექციები ახდენენ საჭმლის მომნელებელი პროცესის შენელებას. ეს კი სოკოვანი ინფექციების განვითარებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით — Saccharomyces cerevisiae-ს, იგივე საფუარი, რომელიც ლუდის დასამზადებლად გამოიყენება. სწორედ ეს საფუარი შეიძლება გახდეს ორგანიზმში ალკოჰოლის წარმოების მიზეზი.

ინექციები და ანტიბიოტიკები – საშიში კომბინაცია

ბევრი პაციენტი, ვინც Ozempic-ს ან მსგავს პრეპარატებს იღებს, ონლაინ ფორუმებზე ყვება “მოულოდნელი თრობის” სიმპტომებზე, მაშინაც კი, როცა ალკოჰოლი არ აქვთ მიღებული. მათი მონაყოლის მიხედვით, ეს სიმპტომები განსაკუთრებით მწვავდება იმ დროს, როდესაც ინექციებთან ერთად ანტიბიოტიკებსაც იღებენ.
ცნობილია, რომ ანტიბიოტიკები მიკრობიომის დისბალანსს კიდევ უფრო აუარესებს და ხშირად ABD-ის განვითარებას ხელს უწყობს, განსაკუთრებით მათი ხანგრძლივი გამოყენებისას.

რამდენად იშვიათია ABD?

სტატისტიკურად, Auto-Brewery სინდრომი დღემდე მხოლოდ 100 შემთხვევით არის დადასტურებული, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ამ მდგომარეობის დიაგნოსტირება რთულია და ხშირად დასაწყისში ალკოჰოლის მოხმარებას მიაწერენ.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ Ozempic და სხვა ანალოგიური ინექციები ეფექტიანად ამცირებენ წონას, მათი უსაფრთხოება სრულად შესწავლილი არ არის. თუ გაწუხებთ უცნაური სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, კოორდინაციის დაკარგვა ან თრობის შეგრძნება ალკოჰოლის გარეშე — აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ასევე მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების სიფრთხილით მიღება, რადგან მათი კომბინაცია ამ პრეპარატებთან სერიოზულ რისკებს ქმნის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

კატებსა და ძაღლებზე ზრუნვა ხანდაზმულ ასაკში ადამიანს კოგნიტიურ ცვლილებებთან, მათ შორის დემენციასთან ბრძოლაში ეხმარება- კვლევა

ჟენევის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატებსა და ძაღლებზე ზრუნვა ხანდაზმულ ასაკში ადამიანს კოგნიტიურ ცვლილებებთან, მათ შორის დემენციასთან ბრძოლაში ეხმარება.

სპეციალისტებით განმარტებით, შინაური ცხოველები მათი პატრონების ტვინის დაბერების პროცესს აჩერებენ. ძაღლები ხელს უწყობენ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მეხსიერების გაუმჯობესებას, ხოლო კატები ეხმარებიან საუბრის გამართულობის შენარჩუნებაში.

ევროპაში ჩატარებული ჯანმრთელობისა და პენსიაზე გასვლის შესახებ კვლევის რვა ტალღის მონაცემების მიხედვით, 50 წელზე უფროსი ასაკის შინაური ცხოველების მფლობელები ავლენენ აშკარა განსხვავებებს კოგნიტიურ ფუნქციებში ცხოველის ტიპის მიხედვით. თუმცა, თევზებსა და ფრინველებს არ აქვთ ისეთი ეფექტი, როგორიც კატებსა და ძაღლებს.

მეცნიერი ადრიანა როსტეკოვა აღნიშნავს, რომ ემოციური კავშირი ცხოველთან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თევზებისა და ფრინველების მოკლე სიცოცხლე შეიძლება ამ კავშირს ზღუდავდეს, ხოლო ფრინველების ხმაურმა შესაძლოა ძილის ხარისხზე და, შესაბამისად, კოგნიტიურ ფუნქციაზეც უარყოფითად იმოქმედოს.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ კატებსა და ძაღლებზე ზრუნვა ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობის მნიშვნელოვან კომპონენტად უნდა ჩაითვალოს. კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ ოთხფეხა მეგობრები მფლობელების განწყობას აუმჯობესებენ.

„ასევე არსებობს ალბათობა, რომ კატები და ძაღლები ხელს უწყობენ სოციალური სტიმულაციის გაზრდას, რაც შეიძლება კოგნიტიური ფუნქციის შენელებულ დაქვეითებას უკავშირდებოდეს: ძაღლები უფრო ხშირად ურთიერთობენ ადამიანებთან, ხოლო კატები ადამიანებისთვის სოციალური ქსელის შემცვლელები ხდებიან,“ – დაამატა ადრიანა როსტეკოვამ.

მუდმივი დაღლილობა? ხანგრძლივი ტკივილები? დახეთქილი კუთხეები ტუჩებზე? – გაფრთხილება, სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ!

მუდმივი დაღლილობა? ხანგრძლივი ტკივილები? დახეთქილი კუთხეები ტუჩებზე? - გაფრთხილება, სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ!
#post_seo_title
გაფრთხილება: ვიტამინების დეფიციტის სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ!
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
მუდმივი დაღლილობა?
ხანგრძლივი ტკივილები?
დახეთქილი კუთხეები ტუჩებზე?
ეს შესაძლოა უბრალო გადაღლილობა არ იყოს — თქვენ შეიძლება გქონდეთ ვიტამინების დეფიციტი, რაც უარყოფითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე.
ვიტამინების დეფიციტის მთავარი ნიშნები:
ვიტამინი B12
• მეხსიერების პრობლემები
• დაღლილობა, სისუსტე
• ჩხვლეტა ხელებში ან ფეხებში
ვიტამინი D
• ძვლის ან ზურგის ტკივილი
• სუსტი იმუნიტეტი
• დეპრესია, სევდიანობა
ვიტამინი E
• მშრალი ან უხეში კანი
• დაბინდული მხედველობა
• კუნთების სისუსტე
ვიტამინი C
• სისხლმდენი ღრძილები
• ხშირად ჩნდება სილურჯეები
• ჭრილობების ნელი შეხორცება
ვიტამინი A
• ღამის ხედვის დაქვეითება
• მშრალი თვალები
• მყიფე, მშრალი კანი
ვიტამინი K
• მარტივი ჩალურჯება
• სისხლმდენი ღრძილები
• შენელებული სისხლის შედედება
ვიტამინი B6
• დახეთქილი კუთხეები ტუჩებზე
• გაღიზიანებადობა, განწყობის ცვალებადობა
• ჩხვლეტა ხელებში ან ფეხებში
ვიტამინი B1 (თიამინი)
• გონებრივი დაბინდვა (brain fog)
• გაღიზიანება
• დაღლილობა
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)
• ყელის ტკივილი
• დახეთქილი ტუჩები
• შუქისადმი მომატებული მგრძნობელობა
პროფესორი ფხაკაძის რჩევა:
„ვიტამინის დეფიციტი საქართველოში გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხშირად გვიან დიაგნოსტირდება. ქრომატიული დიეტა, ქრონიკული სტრესი და მზის ნაკლებობა განსაკუთრებით მოქმედებს ვიტამინ D-ს, B12-სა და C-ზე. სჯობს ერთხელ ჩატარდეს ანალიზი, ვიდრე ხანგრძლივი ქრონიკული დაავადებები განვითარდეს.“
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – შეამოწმე შენი ვიტამინების დონე და მიიღე მკაფიო რჩევები
ვიტამინების ნიშნების გადამოწმება
ინტელექტუალური კვების გეგმა
საქართველოში ხელმისაწვდომი ვიტამინის ტესტები
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
მეტი სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
კონფლიქტების ინტერესის განცხადება:
ავტორს არ აქვს კომერციული ან პირადი ინტერესი, რომელიც გავლენას ახდენს ამ პუბლიკაციის შინაარსზე.

შეიძლება იყოს 9 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Warning Signs of Vitamin Deficiencies VITAMIN B12 VITAMIN VITAMIN E Memory problems Fatigue or weakness Tingling in hands or feet Bone or back pain Low immunity Depression or sadness Dry or rough skin Blurry vision Muscle weakness VITAMIN c VITAMIN VITAMIN K Bleeding gums Frequent bruising Slow healing wounds Poor might VISIOn Dry eyes Rough, dry skin VITAMIN B6 •Easy bruising Bleeding gums Slow blood clotting VITAMIN 1 VITAMIN B2 Cracked corners of mouth Irritability or mood swings Tingling hands or feet Brain fog Irritability •Fatigue Sore throat Cracked lips Light sensitivity“ გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights