ანაფილაქსია – მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა, რომელიც ალერგიის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა.
ანფილაქსიური შეტევის დროს სიმპტომები ალერგენთან კონტაქტიდან სულ რამოდენიმე წუთშიც შეიძლება გამოვლინდეს.
ანაფილაქსიური შეტევა სწრაფად მწვავდება და საფრთხეს უქმნის სხეულის ისეთ სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა.
ანაფილაქსია შეიძლება განუვითრდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის ჩვილებს, ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს.
ნებისმიერი სახისა და სიმძიმის ანაფილაქსიური შეტევა ექიმთან ვიზიტის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, რადგან ექიმმა უნდა შეაფასოს ანაფილაქსიური შეტევის სირთულე და მისი გამომწვევი მიზეზები. ექიმი განსაზღვრავს ასევე რა არის საჭირო, რომ შეტევა აღარ განმეორდეს.
თუ ერთხელ მაინც გქონიათ ანაფილაქსიური შეტევა, ყოველთვის თან იქონიეთ ექიმის მიერ შერჩეული სასწრაფო დახმარების ნაკრები და ისწავლეთ ამ საჭირო მედიკამენტებისა და ინჰალატორის გამოყენების წესი – ასე შეძლებთ, რომ თქვენი სიცოცხლე გადაირჩინოთ.
ანაფილაქსია არის ორგანიზმის მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში, სისტემური, გენერალიზებული რეაქცია სხვადასხვა სახის ალერგენის მიმართ. ანაფილაქსიური შოკი ძირითად შემთხვევებში ვითარდება ძალიან სწრაფად, ალერგენის ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა რამდენიმე საათის შემდეგაც განვითარდეს. მისი განვითარება არ არის დამოკიდებული ალერგენის დოზაზე და უმნიშვნელო რაოდენობამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი. რაც უფრო სწრაფად ვითარდება რეაქცია, მით უფრო მძიმეა მისი საბოლოო შედეგი.
მიზეზები
ანაფილაქტიკური შოკი წარმოიქმნება ორგანიზმის უცხო ნივთიერებებთან ურთიერთობისას;
რეაქციის წარმოქმნის მიზეზები:
· მწერების ნაკბენი;
· მედიკამენტები (ვაქცინები, პენიცილინი);
· საკვები ალერგენები (ხილი, არაქისი, შოკოლადი);
· მტვრის ალერგია.
ანაფილაქტიკური შოკის სიმპტომები
დაავადების პირველადი გამოვლენა ხდება ალერგენთან ურთიერთობიდან რამოდენიმე წამში ან 5 საათის მანძილზე და გამოიხატება:
· თავის ტკივილში;
· გულმკერდის ტკივილში;
· ტემპერატურის აწევაში;
· სუსტი პულსი;
· კანის ჰიპერემია (სიწითლე).
დაავადების მახასიათებელი სიმპტომების დაყოფა შეიძლება მისი გამოვლინების ლოკალიზაციის მიხედვით:
· გამონაყარი კანზე – ქავილი, ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, კვინკეს შეშუპება;
· ნერვული სისტემა – თავის ტკივილი, გულის რევა, კრუნჩხვები, გაუცნობიერებელი შარდვა, გონების დაკარგვა;
· სასუნთქი ორგანოები – ხუთვა, ზედა სასუნთქი ორგანოების სპაზმი;
· გული – მწვავე მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტი.
დიაგნოსტიკა
დაავადების გამოსაკვლევად ექიმი-ალერგოლოგი ნიშნავს მთელ რიგ ანალიზებსა და გამოკვლევებს:
· სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზს;
· კანის ტესტებს;
· იმუნოლაბორატორიული სინჯები.
ანაფილაქტიკური შოკის მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
· ალერგენთან ურთიერთობის სასწრაფოდ შეწყვეტა;
· ალერგენის შეყვანის ან მწერის ნაკბენის ადგილას სახვევის გადაჭერა;
· ავადმყოფის დაწვენა;
· ენის დაფიქსირება ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად;
· ადრენალინის შეყვანა;
· ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფა;
· ანტიალერგიული საშუალებების შეყვანა.
შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი სამედიცინო დახმარების გაწევა:
· ხელოვნური სუნთქვა;
· გულის დახურული მასაჟი;
· ტრაქეოსტომია;
· ბრონქების ინკუბაცია.
საშიშროება
ანაფილაქტიკურმა შოკმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები:
· სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
· ფილტვების უკმარისობა;
· გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა;
· თავის ტვინის შესიება;
· ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ
· ქალები;
· ალერგიის მქონე ადამიანები;
· ასთმით დაავადებული ადამიანები;
· ადამიანები, რომლებმაც ადრე გადაიტანეს ანაფილაქტიკური შოკი.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· წამლების შერჩევა მათი ამტანობის შესაბამისად;
· არ დაუშვათ ერთდროულად სხვადასხვა მედიკამენტის მიღება;
· რაციონიდან შესაძლო ალერგენების გამორიცხვა;
· ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა;
· რესტორნებსა და კაფეებში საკვების შემადგენლობის დაზუსტება;
· მწერის ნაკბენის თავიდან ასაცილებლად პარკების, ტყეებისა და წყალსატევების სიახლოვეს ყოფნისთვის თავის არიდება.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

