რა საფრთხეები ახლავს წონის კლების ინექციებს: Auto-Brewery სინდრომი და მოულოდნელი თრობა ალკოჰოლის გარეშე. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ წონის კლების ინექციებს მძიმე და, პოტენციურად ლეტალური გვერდითი მოვლენის გამოწვევა შეუძლიათ. საუბარია პაციენტების დათრობაზე ისე, რომ მათ წვეთი ალკოჰოლიც არ აქვთ მიღებული – ამის შესახებ ბრიტანული მედია, Daily Mail წერს.
ბოლო პერიოდში წონის კლების ინექციები, როგორიცაა Ozempic და Mounjaro, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თავდაპირველად ისინი შეიქმნა შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, თუმცა დღეს აქტიურად გამოიყენება გადამეტებული წონის მოსაშორებლად. თუმცა, მედიკოსები სულ უფრო ხშირად აფრთხილებენ საზოგადოებას სერიოზულ გვერდით მოვლენებზე — მათ შორის ისეთ იშვიათ, მაგრამ პოტენციურად ლეტალურ მდგომარეობაზე, როგორიცაა Auto-Brewery Syndrome (ABD), იგივე ავტოლუდსახარში სინდრომი.
რა არის Auto-Brewery სინდრომი?
ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი, ნაწლავის მიკრობიომის დისბალანსის გამო, ალკოჰოლს შინაგანად გამოიმუშავებს. ამის მიზეზი ნაწლავის მიკრობიომის დარღვევაა, რის შედეგადაც საკვები დუღდება ორგანიზმში და იქმნება ეთანოლი — იგივე ნივთიერება, რაც ალკოჰოლურ სასმელებში გვხვდება.
როგორ უკავშირდება წონის კლების ინექციები ამ მდგომარეობას?
ექსპერტების თქმით, წონის კლების ინექციები ახდენენ საჭმლის მომნელებელი პროცესის შენელებას. ეს კი სოკოვანი ინფექციების განვითარებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით — Saccharomyces cerevisiae-ს, იგივე საფუარი, რომელიც ლუდის დასამზადებლად გამოიყენება. სწორედ ეს საფუარი შეიძლება გახდეს ორგანიზმში ალკოჰოლის წარმოების მიზეზი.
ინექციები და ანტიბიოტიკები – საშიში კომბინაცია
ბევრი პაციენტი, ვინც Ozempic-ს ან მსგავს პრეპარატებს იღებს, ონლაინ ფორუმებზე ყვება “მოულოდნელი თრობის” სიმპტომებზე, მაშინაც კი, როცა ალკოჰოლი არ აქვთ მიღებული. მათი მონაყოლის მიხედვით, ეს სიმპტომები განსაკუთრებით მწვავდება იმ დროს, როდესაც ინექციებთან ერთად ანტიბიოტიკებსაც იღებენ.
ცნობილია, რომ ანტიბიოტიკები მიკრობიომის დისბალანსს კიდევ უფრო აუარესებს და ხშირად ABD-ის განვითარებას ხელს უწყობს, განსაკუთრებით მათი ხანგრძლივი გამოყენებისას.
რამდენად იშვიათია ABD?
სტატისტიკურად, Auto-Brewery სინდრომი დღემდე მხოლოდ 100 შემთხვევით არის დადასტურებული, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ამ მდგომარეობის დიაგნოსტირება რთულია და ხშირად დასაწყისში ალკოჰოლის მოხმარებას მიაწერენ.
დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ Ozempic და სხვა ანალოგიური ინექციები ეფექტიანად ამცირებენ წონას, მათი უსაფრთხოება სრულად შესწავლილი არ არის. თუ გაწუხებთ უცნაური სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, კოორდინაციის დაკარგვა ან თრობის შეგრძნება ალკოჰოლის გარეშე — აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ასევე მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების სიფრთხილით მიღება, რადგან მათი კომბინაცია ამ პრეპარატებთან სერიოზულ რისკებს ქმნის.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

