შაბათი, მაისი 9, 2026

ანაფილაქსია – მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა

ანაფილაქტიკური შოკი  – ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
#post_seo_title

ანაფილაქსია – მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა, რომელიც ალერგიის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა.

ანფილაქსიური შეტევის დროს სიმპტომები ალერგენთან კონტაქტიდან სულ რამოდენიმე წუთშიც შეიძლება გამოვლინდეს.
ანაფილაქსიური შეტევა სწრაფად მწვავდება და საფრთხეს უქმნის სხეულის ისეთ სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა.
ანაფილაქსია შეიძლება განუვითრდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის ჩვილებს, ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს.
ნებისმიერი სახისა და სიმძიმის ანაფილაქსიური შეტევა ექიმთან ვიზიტის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, რადგან ექიმმა უნდა შეაფასოს ანაფილაქსიური შეტევის სირთულე და მისი გამომწვევი მიზეზები. ექიმი განსაზღვრავს ასევე რა არის საჭირო, რომ შეტევა აღარ განმეორდეს.
თუ ერთხელ მაინც გქონიათ ანაფილაქსიური შეტევა, ყოველთვის თან იქონიეთ ექიმის მიერ შერჩეული სასწრაფო დახმარების ნაკრები და ისწავლეთ ამ საჭირო მედიკამენტებისა და ინჰალატორის გამოყენების წესი – ასე შეძლებთ, რომ თქვენი სიცოცხლე გადაირჩინოთ.

ანაფილაქსია არის ორგანიზმის  მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში, სისტემური, გენერალიზებული რეაქცია სხვადასხვა სახის ალერგენის მიმართ. ანაფილაქსიური შოკი ძირითად შემთხვევებში ვითარდება ძალიან სწრაფად, ალერგენის ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა რამდენიმე საათის შემდეგაც განვითარდეს. მისი განვითარება არ არის დამოკიდებული ალერგენის დოზაზე და უმნიშვნელო რაოდენობამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი. რაც უფრო სწრაფად ვითარდება რეაქცია, მით უფრო მძიმეა მისი საბოლოო შედეგი.

მიზეზები
ანაფილაქტიკური შოკი წარმოიქმნება ორგანიზმის უცხო ნივთიერებებთან ურთიერთობისას;
რეაქციის წარმოქმნის მიზეზები:
·         მწერების ნაკბენი;
·         მედიკამენტები (ვაქცინები, პენიცილინი);
·         საკვები ალერგენები (ხილი, არაქისი, შოკოლადი);
·         მტვრის ალერგია.

ანაფილაქტიკური შოკის სიმპტომები
დაავადების პირველადი გამოვლენა ხდება ალერგენთან ურთიერთობიდან რამოდენიმე წამში ან 5 საათის მანძილზე და გამოიხატება:
·         თავის ტკივილში;
·         გულმკერდის ტკივილში;
·         ტემპერატურის აწევაში;
·         სუსტი პულსი;
·         კანის ჰიპერემია (სიწითლე).
დაავადების მახასიათებელი სიმპტომების დაყოფა შეიძლება მისი გამოვლინების ლოკალიზაციის მიხედვით:
·         გამონაყარი კანზე – ქავილი, ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, კვინკეს შეშუპება;
·         ნერვული სისტემა – თავის ტკივილი, გულის რევა, კრუნჩხვები, გაუცნობიერებელი შარდვა, გონების დაკარგვა;
·         სასუნთქი ორგანოები – ხუთვა, ზედა სასუნთქი ორგანოების სპაზმი;
·         გული – მწვავე მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტი.

დიაგნოსტიკა
დაავადების გამოსაკვლევად ექიმი-ალერგოლოგი ნიშნავს მთელ რიგ ანალიზებსა და გამოკვლევებს:
·         სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზს;
·         კანის ტესტებს;
·         იმუნოლაბორატორიული სინჯები.

ანაფილაქტიკური შოკის მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
·         ალერგენთან ურთიერთობის სასწრაფოდ შეწყვეტა;
·         ალერგენის შეყვანის ან მწერის ნაკბენის ადგილას სახვევის გადაჭერა;
·         ავადმყოფის დაწვენა;
·         ენის დაფიქსირება ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად;
·         ადრენალინის შეყვანა;
·         ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფა;
·         ანტიალერგიული საშუალებების შეყვანა.
შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი სამედიცინო დახმარების გაწევა:
·         ხელოვნური სუნთქვა;
·         გულის დახურული მასაჟი;
·         ტრაქეოსტომია;
·         ბრონქების ინკუბაცია.

საშიშროება
ანაფილაქტიკურმა შოკმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები:
·         სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
·         ფილტვების უკმარისობა;
·         გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა;
·         თავის ტვინის შესიება;
·         ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ
·         ქალები;
·         ალერგიის მქონე ადამიანები;
·         ასთმით დაავადებული ადამიანები;
·         ადამიანები, რომლებმაც ადრე გადაიტანეს ანაფილაქტიკური შოკი.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         წამლების შერჩევა მათი ამტანობის შესაბამისად;
·         არ დაუშვათ ერთდროულად სხვადასხვა მედიკამენტის მიღება;
·         რაციონიდან შესაძლო ალერგენების გამორიცხვა;
·         ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა;
·         რესტორნებსა და კაფეებში საკვების შემადგენლობის დაზუსტება;
·         მწერის ნაკბენის თავიდან ასაცილებლად პარკების, ტყეებისა და წყალსატევების სიახლოვეს ყოფნისთვის თავის არიდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

როგორია გულის რიტმი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ არითმოლოგს?

როგორია გულის რიტმი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ არითმოლოგს?
#post_seo_title

როგორია გულის რიტმი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ არითმოლოგს?

მოუსმინეთ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის არითმოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი პაპიაშვილს
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

Daily Mail – რა საფრთხეები ახლავს წონის კლების ინექციებს – წონის კლების ინექციათა ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა ალკოჰოლის მიღების გარეშე თრობაა

„ოზემპიკის“ მწარმოებელი კომპანია გასახდომ აბებზე მუშაობას იწყებს
#post_seo_title

რა საფრთხეები ახლავს წონის კლების ინექციებს: Auto-Brewery სინდრომი და მოულოდნელი თრობა ალკოჰოლის გარეშე. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ წონის კლების ინექციებს მძიმე და, პოტენციურად ლეტალური გვერდითი მოვლენის გამოწვევა შეუძლიათ. საუბარია პაციენტების დათრობაზე ისე, რომ მათ წვეთი ალკოჰოლიც არ აქვთ მიღებული – ამის შესახებ ბრიტანული მედია, Daily Mail წერს.

ბოლო პერიოდში წონის კლების ინექციები, როგორიცაა Ozempic და Mounjaro, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თავდაპირველად ისინი შეიქმნა შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, თუმცა დღეს აქტიურად გამოიყენება გადამეტებული წონის მოსაშორებლად. თუმცა, მედიკოსები სულ უფრო ხშირად აფრთხილებენ საზოგადოებას სერიოზულ გვერდით მოვლენებზე — მათ შორის ისეთ იშვიათ, მაგრამ პოტენციურად ლეტალურ მდგომარეობაზე, როგორიცაა Auto-Brewery Syndrome (ABD), იგივე ავტოლუდსახარში სინდრომი.

რა არის Auto-Brewery სინდრომი?

ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი, ნაწლავის მიკრობიომის დისბალანსის გამო, ალკოჰოლს შინაგანად გამოიმუშავებს. ამის მიზეზი ნაწლავის მიკრობიომის დარღვევაა, რის შედეგადაც საკვები დუღდება ორგანიზმში და იქმნება ეთანოლი — იგივე ნივთიერება, რაც ალკოჰოლურ სასმელებში გვხვდება.

როგორ უკავშირდება წონის კლების ინექციები ამ მდგომარეობას?

ექსპერტების თქმით, წონის კლების ინექციები ახდენენ საჭმლის მომნელებელი პროცესის შენელებას. ეს კი სოკოვანი ინფექციების განვითარებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით — Saccharomyces cerevisiae-ს, იგივე საფუარი, რომელიც ლუდის დასამზადებლად გამოიყენება. სწორედ ეს საფუარი შეიძლება გახდეს ორგანიზმში ალკოჰოლის წარმოების მიზეზი.

ინექციები და ანტიბიოტიკები – საშიში კომბინაცია

ბევრი პაციენტი, ვინც Ozempic-ს ან მსგავს პრეპარატებს იღებს, ონლაინ ფორუმებზე ყვება “მოულოდნელი თრობის” სიმპტომებზე, მაშინაც კი, როცა ალკოჰოლი არ აქვთ მიღებული. მათი მონაყოლის მიხედვით, ეს სიმპტომები განსაკუთრებით მწვავდება იმ დროს, როდესაც ინექციებთან ერთად ანტიბიოტიკებსაც იღებენ.
ცნობილია, რომ ანტიბიოტიკები მიკრობიომის დისბალანსს კიდევ უფრო აუარესებს და ხშირად ABD-ის განვითარებას ხელს უწყობს, განსაკუთრებით მათი ხანგრძლივი გამოყენებისას.

რამდენად იშვიათია ABD?

სტატისტიკურად, Auto-Brewery სინდრომი დღემდე მხოლოდ 100 შემთხვევით არის დადასტურებული, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ამ მდგომარეობის დიაგნოსტირება რთულია და ხშირად დასაწყისში ალკოჰოლის მოხმარებას მიაწერენ.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ Ozempic და სხვა ანალოგიური ინექციები ეფექტიანად ამცირებენ წონას, მათი უსაფრთხოება სრულად შესწავლილი არ არის. თუ გაწუხებთ უცნაური სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, კოორდინაციის დაკარგვა ან თრობის შეგრძნება ალკოჰოლის გარეშე — აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ასევე მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების სიფრთხილით მიღება, რადგან მათი კომბინაცია ამ პრეპარატებთან სერიოზულ რისკებს ქმნის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

კატებსა და ძაღლებზე ზრუნვა ხანდაზმულ ასაკში ადამიანს კოგნიტიურ ცვლილებებთან, მათ შორის დემენციასთან ბრძოლაში ეხმარება- კვლევა

ჟენევის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატებსა და ძაღლებზე ზრუნვა ხანდაზმულ ასაკში ადამიანს კოგნიტიურ ცვლილებებთან, მათ შორის დემენციასთან ბრძოლაში ეხმარება.

სპეციალისტებით განმარტებით, შინაური ცხოველები მათი პატრონების ტვინის დაბერების პროცესს აჩერებენ. ძაღლები ხელს უწყობენ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მეხსიერების გაუმჯობესებას, ხოლო კატები ეხმარებიან საუბრის გამართულობის შენარჩუნებაში.

ევროპაში ჩატარებული ჯანმრთელობისა და პენსიაზე გასვლის შესახებ კვლევის რვა ტალღის მონაცემების მიხედვით, 50 წელზე უფროსი ასაკის შინაური ცხოველების მფლობელები ავლენენ აშკარა განსხვავებებს კოგნიტიურ ფუნქციებში ცხოველის ტიპის მიხედვით. თუმცა, თევზებსა და ფრინველებს არ აქვთ ისეთი ეფექტი, როგორიც კატებსა და ძაღლებს.

მეცნიერი ადრიანა როსტეკოვა აღნიშნავს, რომ ემოციური კავშირი ცხოველთან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თევზებისა და ფრინველების მოკლე სიცოცხლე შეიძლება ამ კავშირს ზღუდავდეს, ხოლო ფრინველების ხმაურმა შესაძლოა ძილის ხარისხზე და, შესაბამისად, კოგნიტიურ ფუნქციაზეც უარყოფითად იმოქმედოს.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ კატებსა და ძაღლებზე ზრუნვა ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობის მნიშვნელოვან კომპონენტად უნდა ჩაითვალოს. კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ ოთხფეხა მეგობრები მფლობელების განწყობას აუმჯობესებენ.

„ასევე არსებობს ალბათობა, რომ კატები და ძაღლები ხელს უწყობენ სოციალური სტიმულაციის გაზრდას, რაც შეიძლება კოგნიტიური ფუნქციის შენელებულ დაქვეითებას უკავშირდებოდეს: ძაღლები უფრო ხშირად ურთიერთობენ ადამიანებთან, ხოლო კატები ადამიანებისთვის სოციალური ქსელის შემცვლელები ხდებიან,“ – დაამატა ადრიანა როსტეკოვამ.

მუდმივი დაღლილობა? ხანგრძლივი ტკივილები? დახეთქილი კუთხეები ტუჩებზე? – გაფრთხილება, სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ!

მუდმივი დაღლილობა? ხანგრძლივი ტკივილები? დახეთქილი კუთხეები ტუჩებზე? - გაფრთხილება, სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ!
#post_seo_title
გაფრთხილება: ვიტამინების დეფიციტის სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ!
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
მუდმივი დაღლილობა?
ხანგრძლივი ტკივილები?
დახეთქილი კუთხეები ტუჩებზე?
ეს შესაძლოა უბრალო გადაღლილობა არ იყოს — თქვენ შეიძლება გქონდეთ ვიტამინების დეფიციტი, რაც უარყოფითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე.
ვიტამინების დეფიციტის მთავარი ნიშნები:
ვიტამინი B12
• მეხსიერების პრობლემები
• დაღლილობა, სისუსტე
• ჩხვლეტა ხელებში ან ფეხებში
ვიტამინი D
• ძვლის ან ზურგის ტკივილი
• სუსტი იმუნიტეტი
• დეპრესია, სევდიანობა
ვიტამინი E
• მშრალი ან უხეში კანი
• დაბინდული მხედველობა
• კუნთების სისუსტე
ვიტამინი C
• სისხლმდენი ღრძილები
• ხშირად ჩნდება სილურჯეები
• ჭრილობების ნელი შეხორცება
ვიტამინი A
• ღამის ხედვის დაქვეითება
• მშრალი თვალები
• მყიფე, მშრალი კანი
ვიტამინი K
• მარტივი ჩალურჯება
• სისხლმდენი ღრძილები
• შენელებული სისხლის შედედება
ვიტამინი B6
• დახეთქილი კუთხეები ტუჩებზე
• გაღიზიანებადობა, განწყობის ცვალებადობა
• ჩხვლეტა ხელებში ან ფეხებში
ვიტამინი B1 (თიამინი)
• გონებრივი დაბინდვა (brain fog)
• გაღიზიანება
• დაღლილობა
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)
• ყელის ტკივილი
• დახეთქილი ტუჩები
• შუქისადმი მომატებული მგრძნობელობა
პროფესორი ფხაკაძის რჩევა:
„ვიტამინის დეფიციტი საქართველოში გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხშირად გვიან დიაგნოსტირდება. ქრომატიული დიეტა, ქრონიკული სტრესი და მზის ნაკლებობა განსაკუთრებით მოქმედებს ვიტამინ D-ს, B12-სა და C-ზე. სჯობს ერთხელ ჩატარდეს ანალიზი, ვიდრე ხანგრძლივი ქრონიკული დაავადებები განვითარდეს.“
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – შეამოწმე შენი ვიტამინების დონე და მიიღე მკაფიო რჩევები
ვიტამინების ნიშნების გადამოწმება
ინტელექტუალური კვების გეგმა
საქართველოში ხელმისაწვდომი ვიტამინის ტესტები
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
მეტი სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
კონფლიქტების ინტერესის განცხადება:
ავტორს არ აქვს კომერციული ან პირადი ინტერესი, რომელიც გავლენას ახდენს ამ პუბლიკაციის შინაარსზე.

შეიძლება იყოს 9 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Warning Signs of Vitamin Deficiencies VITAMIN B12 VITAMIN VITAMIN E Memory problems Fatigue or weakness Tingling in hands or feet Bone or back pain Low immunity Depression or sadness Dry or rough skin Blurry vision Muscle weakness VITAMIN c VITAMIN VITAMIN K Bleeding gums Frequent bruising Slow healing wounds Poor might VISIOn Dry eyes Rough, dry skin VITAMIN B6 •Easy bruising Bleeding gums Slow blood clotting VITAMIN 1 VITAMIN B2 Cracked corners of mouth Irritability or mood swings Tingling hands or feet Brain fog Irritability •Fatigue Sore throat Cracked lips Light sensitivity“ გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ახლა უკვე დადასტურებულია: თუნდაც ზომიერი ალკოჰოლის მოხმარება კიბოს რისკს ზრდის

#post_seo_title

თუნდაც ზომიერი ალკოჰოლის მოხმარება კიბოს რისკს ზრდის

რატომ აფრთხილებენ მეცნიერები ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით
ბოლო წლებში მეცნიერებმა საბოლოოდ უარყვეს “ზომიერი ალკოჰოლის” მავნებლობის არდამადასტურებელი მითები. ახლა უკვე დადასტურებულია:
  • ალკოჰოლის მოხმარება — თუნდაც მცირე დოზით — ზრდის სხვადასხვა ტიპის სიმსივნის რისკს.
  • დღესდღეობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ევროპის კიბოს პრევენციის ორგანიზაცია (ECL) და წამყვანი სამეცნიერო ჟურნალები ერთხმად აფრთხილებენ მოსახლეობას:
უსაფრთხო დოზა არ არსებობს.
  • როგორ აზიანებს ალკოჰოლი ჩვენს ორგანიზმს
ეთანოლი — ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მთავარი კომპონენტია — ორგანიზმში გარდაიქმნება აცეტალდეჰიდად, რომელიც მუტაციურად მოქმედებს დნმ-ზე, ანუ ჩვენს გენეტიკურ კოდზე.
ალკოჰოლი ასევე აუარესებს ფოლატის შთანთქმას, რაც სიმსივნის საწინააღმდეგო ბუნებრივ დაცვას ასუსტებს.
კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) ეთანოლი და მასთან დაკავშირებული სასმელები დაასახელა როგორც პირველი ჯგუფის კანცეროგენები — იგივე კატეგორიაშია, რაც თამბაქო და აზბესტი.
რომელი სიმსივნეების რისკს ზრდის ალკოჰოლი
• პირის ღრუს, ყელის, ხორხის და საყლაპავის სიმსივნეები
• ღვიძლის კიბო
• ძუძუს კიბო
• მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის კიბო
განსაკუთრებით მაღალი რისკია ქალებისთვის — ძუძუს სიმსივნის განვითარება პირდაპირ კავშირშია თუნდაც კვირაში 2-3 ჭიქა ღვინოსთან [1,2].
ზომიერი დოზაც კი საშიშია
არაერთი ახალი კვლევა ადასტურებს, რომ დღეში ერთი ჭიქაც კი არ არის უსაფრთხო.
The Lancet Oncology (2021): ალკოჰოლს 2020 წელს მიეწერება მსოფლიოში 741,000 სიმსივნის შემთხვევა. აქედან ნახევარზე მეტი იყო მსუბუქი ან ზომიერი მომხმარებლების ჯგუფში [3].
BMJ (2022): მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ვინც ალკოჰოლს თვეში მხოლოდ რამდენჯერმე იღებს, მაინც ზრდის ღვიძლის და ნაწლავის კიბოს რისკს [4].
AMA Network Open (2023): ტაივანში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის მცირე დოზებიც ზრდის სასუნთქი გზების კიბოს რისკს არასამწევარ მამაკაცებში [5].
The Lancet Public Health (2023): ალკოჰოლის მოხმარება, თუნდაც დღეში ნახევარი ჭიქა ღვინის დონეზე, ზრდის დნმ-ის დაზიანების ნიშნებს და ორგანიზმში სიმსივნური მუტაციების რაოდენობას [6].
ხშირი მითები
მითი #1: „ღვინო უკეთესია, არაყთან შედარებით.“
→ტყუილია — ყველა სახის ალკოჰოლი შეიცავს ეთანოლს. ღვინო, ლუდი, არაყი — ყველა მოქმედებს უჯრედზე ერთი და იგივე გზით.
მითი #2: „ერთ ჭიქასაც ვერ დავლევ?“
→თუ გსურთ თავიდან აიცილოთ კიბოს რისკი, სრული თავის შეკავება საუკეთესო გზაა. არ არსებობს უსაფრთხო დოზა.
როგორ დავიცვათ თავი
• თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მოხმარებისგან.
• თუ მაინც იღებთ — გააკეთეთ ინფორმირებული არჩევანი და შეამცირეთ რაოდენობა მაქსიმალურად.
• რეგულარულად გამოიკვლიეთ ღვიძლი, ნაწლავები, ძუძუს ჯირკვლები.
• მიიღეთ ჯანსაღი საკვები, იმოძრავეთ და მოერიდეთ სიგარეტს და ალკოჰოლს ერთდროულად — ეს კომბინაცია განსაკუთრებით სახიფათოა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
ავტორის შესახებ
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
გამოყენებული წყაროები (Vancouver სტილით)
1. IARC. Alcohol consumption and ethyl carbamate. IARC Monographs. Vol. 96. Lyon: WHO; 2010.
2. Bagnardi V, Rota M, Botteri E, et al. Alcohol and cancer risk: a systematic review and meta-analysis. Br J Cancer. 2015;112(3):580–593. https://doi.org/10.1038/bjc.2014.579
3. Rumgay H, Shield K, Charvat H, et al. Global burden of cancer in 2020 attributable to alcohol consumption. Lancet Oncol. 2021;22(8):1071–1080. https://doi.org/10.1016/S1470-2045(21)00279-5
4. Burton R, Sheron N. No level of alcohol consumption improves health. BMJ. 2022;364:k5228. https://doi.org/10.1136/bmj.k5228
5. Chang ET, Wu P, Yeh KW, et al. Alcohol drinking and risk of respiratory tract cancer among never-smokers in Taiwan. JAMA Netw Open. 2023;6(2):e2250935. https://doi.org/10.1001/jamanetworkopen.2022.50935
6. Chen Y, Zhang Y, Gao H, et al. Alcohol exposure and DNA damage: a biomarker analysis. Lancet Public Health. 2023;8(3):e121–e129. https://doi.org/10.1016/S2468-2667(23)00011-2

შეიძლება იყოს სასმელი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Alcohol and Cancer Risk Female breastcancer breast cancer Certain types of head and neck cancer Liver cancer Colorectal cancer Esophageal cancer Stomach cancer 2024 American Association น Cancer Research".. Progres Report 2024 2405017 F12.“ გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

საშიში ნაწილაკები ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი ან ორალური გზით ხვდებიან და აზიანებენ სხვადასხვა სისტემას

მიკროპლასტმასი
#post_seo_title

მიკროპლასტიკი, ანუ პლასტმასის მცირე ნაწილაკი, რომელიც უხილავ საფრთხედ მიიჩნევა – საშიში ნაწილაკები ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი ან ორალური გზით ხვდებიან და აზიანებენ სხვადასხვა სისტემას.

ბოლო კვლევის თანახმად კი, ის უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს.

მკვლევარებმა, როგორც ქალების ისე მამაკაცების რეპროდუქციულ სითხეში დალექილი პლასტმასი აღმოაჩინეს.

უნაყოფობის პრობლემით რეპროდუქტოლოგებს ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად მიმართავენ. მიზეზის კვლევისას საქართველოში ორგანიზმში პლასტმასის კუმულაცია არ დაფიქსირებულა, თუმცა ექიმები არც ამას გამორიცხავენ.

გარდა უშვილობისა მიკრო პლასტმასი სხვა არაერთი დაავადების მიზეზად ითვლება

როგორ ხვდება ორგანიზმში მიკრო და ნანო პლასტიკი?! – წყარო შეიძლება იყოს პლასტმასის ჭურჭელი, ბოთლები, კონტეინერები, მედიკამენტების შეფუთვები, სათამაშოები, კოსმეტიკა და პლასტმასასთან უშუალო შეხებაში მყოფი სურსათი.

იმისთვის, რომ პლასტმასის გამოყენებამ ადამიანის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს, არსებობს წესები. უნდა ვიცოდეთ პლასტმასაზე დატანილი ნიშანდების ამოცნობა. პროდუქციას უნდა ჰქონდეს სამკუთხედი ნიშანი, ფიგურაში კი ციფრი, რომელიც აღნიშნავს ხარისხს და გამოყენების წესს.

მთავარი რჩევა მაინც პლასტმასის ჩანაცვლებაა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიო წელიწადში 400-დან 600 მლნ ტონა პლასტმასს აწარმოებს, რაც, გარდა დადასტურებული ჯანმრთელობის პრობლემებისა, გარემოს შეუქცევად ზიანსაც აყენებს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

მიმდინარე ზაფხულს ისტორიაში სამი ყველაზე ხანმოკლე დღე დაფიქსირდება, დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა – რას ამბობენ მეცნიერები

კლიმატური პირობების გაუარესების გამო დედამიწის ზედაპირი შეცვლილია - ასტრონომებმა პლანეტის ახალი ფოტოები მიიღეს
ფოტო: NASA

მეცნიერების განცხადებით, დედამიწის ბრუნვის სიჩქარე მოულოდნელად გაიზარდა, რის გამოც მიმდინარე ზაფხულს ისტორიაში სამი ყველაზე ხანმოკლე დღე დაფიქსირდება.

ჩვენი პლანეტის ერთ სრულ ბრუნვას ჩვეულებრივ 24 საათი სჭირდება, თუმცა, მიმდინარე ზაფხულში იქნება სამი დღე, როდესაც დღე-ღამის ხანგრძლივობა დაახლოებით 1.51 მილიწამით შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია Popular Mechanics-ის ანგარიშში.

დედამიწის ბრუნვისა და საძიებო სისტემების სამსახურების მონაცემებით, ხანმოკლე დღეები მოსალოდნელია 9 ივლისს, 22 ივლისსა და 5 აგვისტოს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს თარიღები ემთხვევა პერიოდს, როდესაც მთვარე ყველაზე შორს იმყოფება ეკვატორიდან — სწორედ ეს ფაქტორი ახდენს გავლენას დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან დღემდე ყველაზე ხანმოკლე დღედ 2024 წლის 5 ივლისი ჩაითვალა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ აჩქარების მიზეზი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მეცნიერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა დედამიწის შიდა ფენომენებით იყოს გამოწვეული, რადგან არც ატმოსფერული და არც ოკეანური მოდელები ამ პროცესს ვერ ხსნიან.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ბრუნვის ეს უზარმაზარი ცვლილება კატასტროფას არ გამოიწვევს, მეცნიერების აზრით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ძალიან უჩვეულო ეპოქაში ვცხოვრობთ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

შეთქმულების თეორიების მორწმუნეთა ტვინი მართლაც განსხვავებულია – რა ხდება შეთქმულების თეორიების მორწმუნეთა ტვინში?

ამ აღმოჩენამ ახსნა, თუ როგორ იწმინდება ტვინი ნარჩენებისგან და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტვინის ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური დაავადებების შესახებ ჩვენი თანამედროვე გაგების ჩამოყალიბებაზე
#post_seo_title

შეთქმულების თეორიების მორწმუნეთა ტვინი მართლაც განსხვავებულია – მეცნიერება ადასტურებს | Sheniekimi.ge

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
რა ხდება შეთქმულების თეორიების მორწმუნეთა ტვინში?
მეცნიერულად დადასტურდა, რომ შეთქმულების თეორიებისადმი მიდრეკილება არა მხოლოდ სოციო-კულტურული ფაქტორებით აიხსნება, არამედ პირდაპირ კავშირშია ადამიანის ტვინის მუშაობასთან და ფსიქოლოგიურ მახასიათებლებთან. ახლახან გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შეთქმულების მორწმუნეებს ახასიათებთ ტვინის განსაკუთრებული ტენდენცია – ქაოსშიც კი ეძებონ კანონზომიერება და „დალაგებული სურათი“.
წყარო: European Journal of Social Psychology
„კავშირების დანახვა იქ, სადაც ისინი არ არსებობს“ — ტვინის ხრიკი
ადამიანის ტვინი ევოლუციურად ისეა მოწყობილი, რომ მან უნდა შეძლოს სწრაფად ამოიცნოს საფრთხე — ეს იყო გადარჩენის მექანიზმი. სწორედ ამ განწყობამ შექმნა ტენდენცია, რომელსაც მეცნიერები ილუზორულ შაბლონურ აღქმას (illusory pattern perception) უწოდებენ — როცა ადამიანი ხედავს კავშირს ისეთ შემთხვევით მოვლენებს შორის, სადაც სინამდვილეში არანაირი კავშირი არ არის.
მაგალითი: კვლევაში შეთქმულების თეორიების მორწმუნეებმა ჩვეულებრივ ადამიანებზე ბევრად ხშირად „დალაგებული სურათი“ დაინახეს შემთხვევით მონასმებში, ქაოტურ ნახატებსა და მონეტების ჩხარუნის სერიებში.
პიროვნული თვისებები: ვინ არის მიდრეკილი შეთქმულებისადმი?
მეცნიერებმა განსაზღვრეს რამდენიმე ფსიქოლოგიური მახასიათებელი, რომლებიც ხშირად გვხვდება შეთქმულების მორწმუნეებში:
• ნარცისიზმი – საკუთარი მნიშვნელობის გადაჭარბებული შეგრძნება
• უნიკალურობის მოთხოვნა – განცდა, რომ მხოლოდ მე ვიცი „ნამდვილი სიმართლე“
• ემოციური არასტაბილურობა – მუდმივი შფოთვა და დრამატული აზროვნება
• ანტაგონიზმი და აგრესიულობა – სხვებისადმი სკეპტიკური ან მტრული დამოკიდებულება
• კაოსით გატაცება – სამყაროს ქაოტურ აღქმაში სიამოვნების პოვნა
საინტერესოა, რომ ეს თვისებები შესაძლოა როგორც მიზეზად, ასევე შედეგად ითვლებოდეს შეთქმულების რწმენის ჩამოყალიბებისას.
რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი?
შეთქმულების თეორიები მხოლოდ ინდივიდუალური რწმენა არ არის — ისინი რეალურ ზიანს აყენებს საზოგადოებას: ეჭვს აჩენს ვაქცინებზე, სამეცნიერო კვლევებზე, სამედიცინო სისტემებზე, არღვევს ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას.
შეთქმულების მორწმუნე ხშირად თავს თვლის „შიდა წრის წევრად“, ვისაც „დამალული სიმართლე“ გააჩნია, და ამით იგი მეტად რადიკალიზდება.
როგორ ვებრძოლოთ შეთქმულებებს?
1. განათლება კრიტიკული აზროვნების მიმართულებით – სკოლებში, უნივერსიტეტებში და საზოგადოებრივ მედიაში
2. ემპათიური კომუნიკაცია – შეთქმულების მორწმუნეებთან აგრესიის გარეშე საუბარი
3. მტკიცებულებების სწორად მიწოდება – მეცნიერების მარტივი ენით გადმოცემა
4. სოციალური მხარდაჭერა – ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესება
შეჯამება:
•ტვინი, რომელიც ეძებს შაბლონებს, ხშირად „ხედავს“ შეთქმულებას იქ, სადაც ის არ არსებობს
•ნარცისიზმი, უნიკალურობის მოთხოვნა და ემოციური არასტაბილურობა ამტკიცებს შეთქმულებისადმი მიდრეკილებას
•შეთქმულების თეორიები დეზინფორმაციის და ჯანმრთელობის კრიზისების ერთ-ერთი მთავარი წყაროა
•ერთადერთი გზა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში – განათლება, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და სამეცნიერო ცნობიერების ამაღლება
კითხვა & პასუხი
შესაძლებელია შეთქმულების მორწმუნე დაიყოლიოს სიმართლეზე?
დიახ, თუმცა ამას სჭირდება დრო, ემპათიური მიდგომა და სწორი ინფორმაციის დოზირებული მიწოდება.
არის თუ არა შეთქმულების რწმენა ფსიქიური დაავადება?
არა. ეს არ ნიშნავს ფსიქიურ დაავადებას, თუმცა ის ხშირად უკავშირდება ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ემოციურ შფოთს.
შეიძლება თუ არა შეთქმულების რწმენა გავრცელდეს, როგორც ვირუსი?
სწორედ ასე ხდება — სოციალურ ქსელებში ეს რწმენები ხშირად ვირუსულად ვრცელდება და იმეორებს ინფექციური დაავადებების ლოგიკას.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ლიტერატურა:
1. van Prooijen JW, Ligthart JEM. Illusory pattern perception predicts belief in conspiracies and the supernatural. Eur J Soc Psychol. 2020;50(1):160-173. doi:10.1002/ejsp.2331
2. Imhoff R, Lamberty P. A biobehavioral framework of conspiracy beliefs. Curr Opin Psychol. 2022;47:101351. doi:10.1016/j.copsyc.2022.101351
3. Douglas KM, Sutton RM. The psychology of conspiracy theories. Curr Dir Psychol Sci. 2018;26(6):538–542. doi:10.1177/0963721417718261

შეიძლება იყოს რენტგენი and ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

რისი თქმა შეუძლია დნმ-ის ტესტს ბავშვის შესახებ – ახალშობილებს დნმ-ის ტესტს ჩაუტარებს

ადამიანის დნმ-ის რედაქტირება
#post_seo_title

მომდევნო 10 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი ახალშობილებს დნმ-ის ტესტს ჩაუტარებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ამ ინიციატივის მიზანი  სიცოცხლისთვის საშიში/ქრონიკული გენეტიკური დაავადებების დროული დიაგნოსტირებაა. გეგმის განსახორციელებლად მთავრობის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 650 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. 

ახალშობილებს დნმ-ის ტესტი მშობლების თანხმობის შემდეგ, სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ.

რისი თქმა შეუძლია დნმ-ის ტესტს ბავშვის შესახებ:

– დნმ-ს მაკრომოლეკულა ორგანიზმის განვითარების გენეტიკური პროგრამების შენახვას, გადაცემასა და რეალიზაციას  უზრუნველყოფს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი „აწყობის“ ინსტრუქცია. დნმ-ს გაშიფვრით სპეციალისტს ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაშინაც კი, თუ ის ჯერ არ დაბადებულა.

დნმ-ის ტესტით ისეთი დაავადებების წინასწარ გამოვლენაა შესაძლებელი, რომლებიც  დაბადებისთანავე არ იჩენს თავს – არსებობს 7 ათასზე მეტი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელთა დადასტურება მხოლოდ დნმ-ის ანალიზით შეიძლება. ასეთი დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენით გართულებების თავიდან აცილება და დროული მკურნალობის დანიშვნაა შესაძლებელი. ამ მონაცემების საფუძველზე შეიძლება შემუშავდეს კვების რეჟიმისა და ცხოვრების წესის რეკომენდაცია.

– დნმ-ის ანალიზის გამოყენების კიდევ ერთი სფერო – მამობის დადგენაა. თუმცა, ამ ტესტით ნებისმიერი ნათესაური კავშირის განსაზღვრაა შესაძლებელი.

– დნმ-ს ანალიზი ზედმიწევნით ზუსტია, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მისი სანდოობის ხარისხი დამოკიდებულია კვლევის ტიპზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights