შაბათი, მაისი 9, 2026

ბიონიკური მუხლი ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული და ქსოვილებშია ინტეგრირებული – ბარძაყის ძვალს ტიტანის ღერძითა და ფეხის კუნთებში იმპლანტირებული ელექტროდებით უერთდება

ბიონიკური მუხლი ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული და ქსოვილებშია ინტეგრირებული
#post_seo_title

 ახალი ბიონიკური მუხლი სხეულის ამ ნაწილის ამპუტაციის შემდეგ იმაზე მარტივად გადაადგილების საშუალებას იძლევა, ვიდრე ტრადიციული პროთეზები.

ის ადამიანის ბარძაყის ძვალს ტიტანის ღერძითა და ფეხის კუნთებში იმპლანტირებული ელექტროდებით უერთდება.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ბიონიკური მუხლი ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული და ქსოვილებშია ინტეგრირებული. შესაბამისად, ის არა ცალკეულ და უსიცოცხლო მოწყობილობად, არამედ ადამიანის ფიზიონომიის ნაწილად აღიქმება. აღსანიშნავია, რომ კვლევის თანაავტორ ჰიუ ჰერს თავადაც ორივე ფეხი აქვს მოკვეთილი, ანუ მსგავსი პაციენტების საჭიროებები მისთვის ცნობილია.

ჩვეულებრივი პროთეზი ფეხს სპეციალური ბუდით უმაგრდება, ახალი მოდელი კი პირდაპირ ძვალსა და კუნთს უკავშირდება. ეს გუნდის მიერ შემუშავებული ქირურგიული მეთოდის დამსახურებაა, რომელიც ერთმანეთის საპირისპიროდ შეკუმშვადი და გაწელვადი წყვილი კუნთების ხელახლა “გადაბმას” გულისხმობს. მსგავსი რამ სტანდარტული ამპუტაციისას არ კეთდება.

 

 

“ყველა ნაწილი ერთობლივად მუშაობს, რათა სხეულიდან გარეთ ან პირიქით ინფორმაცია უკეთ მიიღოს და მოწყობილობასთან გაუმჯობესებულ მექანიკურ ურთიერთქმედებას შეუწყოს ხელი”, — აცხადებს ტონი შუ, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

მეცნიერებმა მეთოდი ორ პაციენტზე გამოცადეს, რომელთაც ტრადიციული მუხლზედა ამპუტაცია ჰქონდათ ჩატარებული. პროცედურები მათი კუნთების დაკავშირებასა და ელექტროდების იმპლანტაციას მოიცავდა. კვლევის მონაწილეთა მონაცემები იმ ადამიანებისას შეადარეს, რომელთა ერთ ნაწილსაც მხოლოდ კუნთების ოპერაცია ჩაუტარდა, მეორეს კი — არცერთი.

ყველა მათგანმა ახალი პროთეზი კიბეებზე ასვლისას, დაბრკოლებაზე გადაბიჯებისას, ასევე მუხლის მოხრისას და გაჭიმვისას მოსინჯა. როგორც მოსალოდნელი იყო, კომბინირებულმა პროცედურამ ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა, მეორე ჯგუფმა კი დავალებების შესრულებას მესამეზე უკეთ გაართვა თავი. ზემოხსენებულ ორ პაციენტში პროთეზის ფლობისა და კონტროლის უკეთესი ხარისხიც დაფიქსირდა, თითქოს ის მათი სხეულის ნაწილი იყო.

ახალი პროთეზი ჯერჯერობით კომერციულად ხელმისაწვდომი არაა. მისი გამოყენება საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამსახურმა უნდა დაუშვას, რასაც, სავარაუდოდ, 5 წლამდე პერიოდი დასჭირდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

შენი ფაქტჩექი – შენი მრჩეველი სანდო პროდუქტების შერჩევაში / გიორგი ფხაკაძის ახალი პროექტი საქართველოში

#post_seo_title

შენი ფაქტჩექი — სიმართლე ჯანმრთელობის შესახებ

საქართველოში ყოველდღიურად ვრცელდება ათასობით განცხადება, რეკლამა და ვიდეო ჯანმრთელობაზე, საკვებზე, სამკურნალო პროდუქტებზე, კლინიკებზე, და სხვა ბევრ საკითხზე…

ხშირად ეს ინფორმაცია არ არის სანდო და არა მხოლოდ შეცდომაში შევყავართ, არამედ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ შეიქმნა პლატფორმა „შენი ფაქტჩექი“.

„შენი ფაქტჩექი“ წარმოადგენს “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” (PHIG) ინიციატივას და ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას, როგორც ჯანმრთელობის სფეროში, ისე მასთან დაკავშირებული პროდუქტებისა და სერვისების შეფასებით.
ჩვენ ვამოწმებთ განცხადებებს, რეკლამებს, პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც გავრცელებულია ქართულ ბაზარზე ან სოციალურ მედიაში და რომლებმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინონ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ჩვენ არ ვეყრდნობით კომენტარებს ან შთაბეჭდილებებს — ყოველი შეფასება ეფუძნება სამეცნიერო მტკიცებულებას, დოკუმენტურ მასალებს და პროფესიულ ანალიზს.

რას ვამოწმებთ?

„შენი ფაქტჩექის“ ინტერესის სფერო ფართოა და მოიცავს:
• დიაგნოსტიკურ ტესტებს (ვიტამინებზე, ვირუსებზე, ალერგიებზე და სხვ.)
• საკვებს და საკვებ დანამატებს
• სამედიცინო სერვისებსა და კლინიკებს
• სილამაზის საშუალებებს და კოსმეტიკას
• მშენებლობის, გარემოსა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებს
• სოციალურ მედიაში გავრცელებულ ჯანდაცვის რჩევებს ან ვიდეოებს

ჩვენ ასევე ვამოწმებთ განცხადებებს, რომელთაც მომხმარებლები გვიგზავნიან — მათ შორის “სასწაულმოქმედ” პროდუქტებზე, უსერტიფიკატო ტესტებზე და რეკლამებზე, რომლებიც პირობას დებს „დიაბეტის განკურნებას ექიმის გარეშე“.

როგორ ვამოწმებთ?

შეფასება ხორციელდება შვიდი ეტაპის საფუძველზე:
1. საეჭვო ინფორმაციის იდენტიფიცირება (შიდა მონიტორინგით ან მოქალაქეთა შეტყობინებით)
2. რეგისტრაციისა და დოკუმენტაციის გადამოწმება
3. სამეცნიერო მტკიცებულებების ანალიზი (WHO, EMA, FDA, PubMed და სხვა)
4. პროდუქტის ან სერვისის კლინიკური და ეთიკური შეფასება
5. საბოლოო შეფასების მინიჭება
6. საჯარო პუბლიკაცია Sheniekimi.ge-ზე
7. საჭიროების შემთხვევაში – განახლება მწარმოებლის ან ახალი კვლევის საფუძველზე

როგორ ხდება შეფასება?

შედეგები მოცემულია მარტივად და გასაგებად:
• მწვანე – სანდო და გადამოწმებული პროდუქტი ან სერვისი
• ყვითელი – გაურკვეველი ან საეჭვო ინფორმაცია; ფრთხილად იყავით
• წითელი – ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტი
• შავი ბუზი – თაღლითური ან საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი პრაქტიკა

და არა მხოლოდ უარყოფითი…

ჩვენ არ ვამოწმებთ მხოლოდ მავნე პროდუქტებს. თუ პროდუქტი ან სერვისი გადის შეფასებას და მიიღებს „მწვანე“ შეფასება, ანუ სანდოდ ჩაითვლება — ვუჭერთ მხარს და ვანიჭებთ კონკრეტულ უპირატესობებს:

• უფლება გამოიყენოს ბეჭედი: „რეკომენდირებულია Sheniekimi-ის მიერ“
• 50%-იანი ფასდაკლება Sheniekimi.ge-ის ყველა სერვისზე (სტატიები, რეკლამა, ინტერვიუები, ვიდეოები)
• დამატებითი პუბლიკაცია სოციალურ მედიასა და სხვა Sheni-ს პლატფორმებზე

ეს ხელს უწყობს საქართველოში მაღალი სტანდარტის პროდუქტებისა და ბიზნესების განვითარებას და აღიარებას.

როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ?

თუ გაქვთ პროდუქტი ან სერვისი, რომელიც გსურთ, შეფასდეს, ან ფიქრობთ, რომ რაღაც ინფორმაცია/რეკლამა არ შეესაბამება სიმართლეს:

• შეავსეთ განაცხადის ფორმა ოფიციალურ ვებსაიტზე: www.phig.ge
• ან პირდაპირ მოგვწერეთ შეტყობინება Facebook Messenger-ით:
https://www.facebook.com/share/14Kdw9EmgjS/?mibextid=wwXIfr

ჩვენ ვმუშაობთ სწრაფად, გამჭვირვალედ და მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად.

შენი ფაქტჩექი — ვიცავთ სიმართლეს და ვაძლიერებთ ხარისხს.

რა სარგებელი მოაქვს სწრაფ ტესტს, რომელიც ვირუსს ვერ ამოიცნობს? – შეიძლება გავუკეთო ბავშვს ასეთი ტესტი სახლში?

გიორგი ფხაკაძე
#post_seo_title

რა სარგებელი მოაქვს სწრაფ ტესტს, რომელიც ვირუსს ვერ ამოიცნობს?

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეპიდემიების მართვაში — მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი სანდოა. სამწუხაროდ, ბაზარზე არსებული ზოგიერთი პროდუქტი, მათ შორის SmartHealth-ის მიერ გავრცელებული და ჩინური კომპანია Hangzhou AllTest Biotech-ის მიერ წარმოებული ტესტები, არაერთ კვლევაში გამოჩნდა როგორც არაეფექტური და პოტენციურად მავნე.
მაშინ, როცა ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე აუკრძალა ან შეზღუდა ასეთი ტესტების გამოყენება, საქართველოში ისინი თავისუფლად იყიდება — რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.
რაშია პრობლემა?
1. დაბალი სენსიტიურობა და მაღალი ცრუ უარყოფა
გამოცდილი კვლევების თანახმად, AllTest-ის მიერ წარმოებული სწრაფი ანტიგენის ტესტი რეალურ პირობებში მხოლოდ ინფიცირებულთა 46.7%-ს ამოიცნობს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 10 ინფიცირებულიდან 5 ადამიანი შეიძლება შეცდომით „ჯანმრთელად“ შეფასდეს PMID: 36214658.
კერძოდ, ვირუსის დაბალი რაოდენობის (მაგალითად, ინფექციის ადრეულ ეტაპზე) შემთხვევებში ტესტი პრაქტიკულად უვარგისია — რაც განსაკუთრებით პრობლემატურია მასობრივ სკრინინგში.
2. ახალი შტამების მიმართ არაეფექტურობა
კვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეული გენეტიკური მუტაციები SARS-CoV-2-ის ნუკლეოკაფსიდის პროტეინში (მაგალითად, D399N) იწვევს ტესტის მგრძნობელობის 1000-ჯერ დაქვეითებას JAMA, 2022.
ეს ნიშნავს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების დროს ტესტი უბრალოდ ვერ ამოიცნობს ინფექციას — რაც მომხმარებელს ტყუილად აჯერებს, თითქოს ინფიცირებული არ არის.
3. ქიმიური ნივთიერებები – ფარული საფრთხე
ტესტებში ხშირად გამოიყენება ქიმიური კონსერვანტები (მაგალითად, ნატრიუმის აზიდი და ProClin), რომლებიც მცირე დოზით არ არის ტოქსიკური, მაგრამ შესაძლოა საფრთხე შექმნას ბავშვებისთვის ან არასწორად გამოყენების შემთხვევაში. Health Canada-მაც კი გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ამ ნივთიერებებმა მოწამვლის შემთხვევები გამოიწვია Health Canada Advisory, 2022.
4. გავლენა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე
არაზუსტი ტესტები არა მხოლოდ ინდივიდს აყენებს ზიანს, არამედ მთელ სისტემას. ინფიცირებული ადამიანების “დამალვა”, მათი თვითდარწმუნება, რომ „ვირუსი არ აქვთ“, ხელს უშლის დროულ მკურნალობასა და ვირუსის გავრცელების შეჩერებას.
მოდელირების მიხედვით, რომ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტები დროულად ყოფილიყო დანერგილი ხანდაზმულთა სახლებში, შესაძლოა COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის 50%-იც კი თავიდან აგვეცილებინა Nature Medicine, 2022.
რატომ არ მოქმედებს სახელმწიფო?
პროდუქტი საქართველოში ხელმისაწვდომია პლატფორმებზე — მაგალითად, smarthealth.ge-ზე — ისე, რომ მომხმარებელი არ იღებს სრულყოფილ ინფორმაციას სანდოობის შესახებ. მეტიც, ვებგვერდზე მითითებულია, რომ ტესტი „სერტიფიცირებულია სამედიცინო სპეციალისტების მიერ“, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია და დასაბუთება არც კომპანიამ და არც მწარმოებელმა ოფიციალურად არ წარადგინა.
ეს მიდგომა არღვევს სამომხმარებლო უფლებებს და ჯანდაცვის პრინციპებს.
რეკომენდაცია
• არ შეიძინოთ ტესტი, რომელიც სერტიფიცირების სანდო მტკიცებულებებს არ ატარებს.
• ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს ბაზარზე დაშვებული ტესტების ხარისხს.
• საზოგადოება უნდა იყოს გაფრთხილებული — სიჩქარე არ ნიშნავს სიზუსტეს.
კითხვები და პასუხები
შეიძლება გავუკეთო ბავშვს ასეთი ტესტი სახლში?
არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით თუ არ იცით როგორია ტესტის სიზუსტე და ქიმიური შემადგენლობა. გარკვეული ნივთიერებები შესაძლოა ტოქსიკური იყოს.
მაქვს უარყოფითი პასუხი ამ ტესტზე — ნიშნავს ეს, რომ ნამდვილად არ ვარ ინფიცირებული?
არა. თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები ან გქონდათ კონტაქტი, მიმართეთ PCR ტესტს. სწრაფი ტესტი შეიძლება ცრუ უარყოფით პასუხს გაძლევდეთ.
არის საქართველოში რეგულაცია ასეთ ტესტებზე?
თეორიულად, უნდა არსებობდეს, თუმცა პრაქტიკაში რეგულაციები არ არის გამჭვირვალე. არაერთი სუსტი ტესტი იყიდება ღიად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
ლიტერატურა (Vancouver სტილი)
1. Ferguson J, Dunn S, Best A, et al. Validation testing to determine the sensitivity of lateral flow testing for asymptomatic SARS-CoV-2 detection in low prevalence settings. PLoS One. 2021;16(8):e0260292. https://doi.org/10.1371/journal.pone.0260292
2. Bekliz M, Adea K, Alvarez C, et al. Analytical sensitivity of seven SARS-CoV-2 antigen-detecting rapid tests for Omicron variant. Microbiol Spectr. 2022;10(2):e0085222. https://doi.org/10.1128/spectrum.00852-22
3. Pekosz A, Parvu V, Li M, et al. Antigen-based testing but not real-time PCR correlates with SARS-CoV-2 virus culture. Clin Infect Dis. 2021;73(9):e2861-e2866. https://doi.org/10.1093/cid/ciaa1706
4. Health Canada. Rapid test kits containing toxic chemical. 2022. https://recalls-rappels.canada.ca/…/rapid-test-kits…
5. Larremore DB, Wilder B, Lester E, et al. Test sensitivity is secondary to frequency and turnaround time for COVID-19 surveillance. Sci Adv. 2021;7(1):eabd5393. https://doi.org/10.1126/sciadv.abd5393
6. Wagenhäuser I, Knies K, Rauschenberger V, et al. Clinical performance evaluation of SARS-CoV-2 rapid antigen testing in point of care usage in comparison to RT-qPCR. EClinicalMedicine. 2021;31:100677. https://doi.org/10.1016/j.eclinm.2020.100677
7. Pollock NR, Berlin D, Smole SC, et al. Performance and Implementation Evaluation of the Abbott BinaxNOW Rapid Antigen Test in a High-Throughput Drive-Through Community Testing Site. J Clin Microbiol. 2021;59(5):e00083-21. https://doi.org/10.1128/JCM.00083-21
ინტერესთა კონფლიქტის განცხადება (COI):
სტატიის ავტორი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, არ წარმოადგენს არცერთ კომერციულ კომპანიას, მათ შორის არც კომპანია Hangzhou AllTest Biotech Co., არც smarthealth.ge-ს, არც მათი ადგილობრივი დისტრიბუტორებს, და არც მათ კონკურენტებს. ავტორს არ გააჩნია რაიმე ფინანსური, პარტნიორული, სავაჭრო, ან კვლევითი კავშირი აღნიშნულ ორგანიზაციებთან.
სტატია ეფუძნება დამოუკიდებელ, საერთაშორისო, სამეცნიერო წყაროებს და ღიად ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს (peer-reviewed publications, სახელმწიფო რეგულაციები და ლაბორატორიული შეფასებები). მასში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს მხოლოდ პროფესიული პოზიციას, რომელიც ემყარება მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებს.
სტატიის მიზანია საზოგადოებისა და პოლიტიკის შემოქმედთა ინფორმირება ტესტების რეალური სიზუსტის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანებისთვის ცრუ უსაფრთხოების განცდის შექმნა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის დაზიანება.
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას სწრაფი ტესტების შესახებ აფრთხილებს❗️- “პოტენციურად მავნეა და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას”

#post_seo_title

რა სარგებელი მოაქვს სწრაფ ტესტს, რომელიც ვირუსს ვერ ამოიცნობს?

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეპიდემიების მართვაში — მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი სანდოა.

სამწუხაროდ, ბაზარზე არსებული ზოგიერთი პროდუქტი, მათ შორის SmartHealth-ის მიერ გავრცელებული და ჩინური კომპანია Hangzhou AllTest Biotech-ის მიერ წარმოებული ტესტები, არაერთ კვლევაში გამოჩნდა, როგორც არაეფექტური და პოტენციურად მავნე.

მაშინ, როცა ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე აკრძალა ან შეზღუდა ასეთი ტესტების გამოყენება, საქართველოში ისინი თავისუფლად იყიდება — რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

რაშია პრობლემა?

1. დაბალი სენსიტიურობა და მაღალი ცრუ უარყოფა

გამოცდილი კვლევების თანახმად, AllTest-ის მიერ წარმოებული სწრაფი ანტიგენის ტესტი რეალურ პირობებში მხოლოდ ინფიცირებულთა 46.7%-ს ამოიცნობს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 10 ინფიცირებულიდან 5 ადამიანი შეიძლება შეცდომით „ჯანმრთელად“ შეფასდეს PMID: 36214658.

🔍 კერძოდ, ვირუსის დაბალი რაოდენობის (მაგალითად, ინფექციის ადრეულ ეტაპზე) შემთხვევებში ტესტი პრაქტიკულად უვარგისია — რაც განსაკუთრებით პრობლემატურია მასობრივ სკრინინგში.

2. ახალი შტამების მიმართ არაეფექტურობა

კვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეული გენეტიკური მუტაციები SARS-CoV-2-ის ნუკლეოკაფსიდის პროტეინში (მაგალითად, D399N) იწვევს ტესტის მგრძნობელობის 1000-ჯერ დაქვეითებას JAMA, 2022.

👉 ეს ნიშნავს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების დროს ტესტი, უბრალოდ, ვერ ამოიცნობს ინფექციას — რაც მომხმარებელს ტყუილად აჯერებს, თითქოს ინფიცირებული არ არის.

3. ქიმიური ნივთიერებები – ფარული საფრთხე

ტესტებში ხშირად გამოიყენება ქიმიური კონსერვანტები (მაგალითად, ნატრიუმის აზიდი და ProClin), რომლებიც მცირე დოზით არ არის ტოქსიკური, მაგრამ შესაძლოა საფრთხე შექმნას ბავშვებისთვის ან არასწორად გამოყენების შემთხვევაში. Health Canada-მაც კი გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ამ ნივთიერებებმა მოწამვლის შემთხვევები გამოიწვია Health Canada Advisory, 2022.

4. გავლენა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე

არაზუსტი ტესტები არა მხოლოდ ინდივიდს აყენებს ზიანს, არამედ მთელ სისტემას. ინფიცირებული ადამიანების “დამალვა”, მათი თვითდარწმუნება, რომ „ვირუსი არ აქვთ“, ხელს უშლის დროულ მკურნალობასა და ვირუსის გავრცელების შეჩერებას.

მოდელირების მიხედვით, რომ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტები დროულად ყოფილიყო დანერგილი ხანდაზმულთა სახლებში, შესაძლოა COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის 50%-იც კი თავიდან აგვეცილებინა Nature Medicine, 2022.

🤯 რატომ არ მოქმედებს სახელმწიფო?

პროდუქტი საქართველოში ხელმისაწვდომია პლატფორმებზე — მაგალითად, smarthealth.ge-ზე — ისე, რომ მომხმარებელი არ იღებს სრულყოფილ ინფორმაციას სანდოობის შესახებ. მეტიც, ვებგვერდზე მითითებულია, რომ ტესტი „სერტიფიცირებულია სამედიცინო სპეციალისტების მიერ“, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია და დასაბუთება არც კომპანიამ და არც მწარმოებელმა ოფიციალურად არ წარადგინა.

ეს მიდგომა არღვევს სამომხმარებლო უფლებებს და ჯანდაცვის პრინციპებს.

📌 რეკომენდაცია
• არ შეიძინოთ ტესტი, რომელიც სერტიფიცირების სანდო მტკიცებულებებს არ ატარებს.
• ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს ბაზარზე დაშვებული ტესტების ხარისხს.
• საზოგადოება უნდა იყოს გაფრთხილებული — სიჩქარე არ ნიშნავს სიზუსტეს.

❓💬 კითხვები და პასუხები

შეიძლება გავუკეთო ბავშვს ასეთი ტესტი სახლში?
არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით თუ არ იცით როგორია ტესტის სიზუსტე და ქიმიური შემადგენლობა. გარკვეული ნივთიერებები შესაძლოა ტოქსიკური იყოს.

მაქვს უარყოფითი პასუხი ამ ტესტზე — ნიშნავს ეს, რომ ნამდვილად არ ვარ ინფიცირებული?
არა. თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები ან გქონდათ კონტაქტი, მიმართეთ PCR ტესტს. სწრაფი ტესტი შეიძლება ცრუ უარყოფით პასუხს გაძლევდეთ.

არის საქართველოში რეგულაცია ასეთ ტესტებზე?
თეორიულად, უნდა არსებობდეს, თუმცა პრაქტიკაში რეგულაციები არ არის გამჭვირვალე. არაერთი სუსტი ტესტი იყიდება ღიად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

📲 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
✔ მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
🔹 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
🔹 Android: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.sheniekimi.app
📡 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

ლიტერატურა (Vancouver სტილი)
1. Ferguson J, Dunn S, Best A, et al. Validation testing to determine the sensitivity of lateral flow testing for asymptomatic SARS-CoV-2 detection in low prevalence settings. PLoS One. 2021;16(8):e0260292. https://doi.org/10.1371/journal.pone.0260292
2. Bekliz M, Adea K, Alvarez C, et al. Analytical sensitivity of seven SARS-CoV-2 antigen-detecting rapid tests for Omicron variant. Microbiol Spectr. 2022;10(2):e0085222. https://doi.org/10.1128/spectrum.00852-22
3. Pekosz A, Parvu V, Li M, et al. Antigen-based testing but not real-time PCR correlates with SARS-CoV-2 virus culture. Clin Infect Dis. 2021;73(9):e2861-e2866. https://doi.org/10.1093/cid/ciaa1706
4. Health Canada. Rapid test kits containing toxic chemical. 2022. https://recalls-rappels.canada.ca/en/alert-recall/rapid-test-kits-containing-toxic-chemical
5. Larremore DB, Wilder B, Lester E, et al. Test sensitivity is secondary to frequency and turnaround time for COVID-19 surveillance. Sci Adv. 2021;7(1):eabd5393. https://doi.org/10.1126/sciadv.abd5393
6. Wagenhäuser I, Knies K, Rauschenberger V, et al. Clinical performance evaluation of SARS-CoV-2 rapid antigen testing in point of care usage in comparison to RT-qPCR. EClinicalMedicine. 2021;31:100677. https://doi.org/10.1016/j.eclinm.2020.100677
7. Pollock NR, Berlin D, Smole SC, et al. Performance and Implementation Evaluation of the Abbott BinaxNOW Rapid Antigen Test in a High-Throughput Drive-Through Community Testing Site. J Clin Microbiol. 2021;59(5):e00083-21. https://doi.org/10.1128/JCM.00083-21

#drpkhakadze #აქხარისხია #შენიექიმი #accreditationge #გიორგიფხაკაძე #შენიამბები #sheni #sheniambebi @highlight Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniAcademia DrPkhakadze Smart Health – სმარტ ჰელზ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH Health Promotion Alliance/ჯანმრთელობის ხელშეწყობის ალიანსი საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია • Health Federation of Georgia

🔒 ინტერესთა კონფლიქტის განცხადება (COI):

სტატიის ავტორი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, არ წარმოადგენს არცერთ კომერციულ კომპანიას, მათ შორის არც კომპანია Hangzhou AllTest Biotech Co., არც smarthealth.ge-ს, არც მათი ადგილობრივი დისტრიბუტორებს, და არც მათ კონკურენტებს. ავტორს არ გააჩნია რაიმე ფინანსური, პარტნიორული, სავაჭრო, ან კვლევითი კავშირი აღნიშნულ ორგანიზაციებთან.

სტატია ეფუძნება დამოუკიდებელ, საერთაშორისო, სამეცნიერო წყაროებს და ღიად ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს (peer-reviewed publications, სახელმწიფო რეგულაციები და ლაბორატორიული შეფასებები). მასში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს მხოლოდ პროფესიული პოზიციას, რომელიც ემყარება მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებს.

სტატიის მიზანია საზოგადოებისა და პოლიტიკის შემოქმედთა ინფორმირება ტესტების რეალური სიზუსტის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანებისთვის ცრუ უსაფრთხოების განცდის შექმნა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის დაზიანება.

მეცნიერები შიშობენ, რომ ტატუს მელანი შესაძლოა ზიანს აყენებდეს იმუნურ სისტემას – რას იწვევს მელნის ნაწილაკები

ტატუ შესაძლოა სიმსივნის წარმოქმნის რისკთან იყოს დაკავშირებული - კვლევა
ფოტო: istock

ტატუ და კიბო – რას გვიმალავენ მელნის წვეთებში?

ავტორი: პროფესორი  გიორგი ფხაკაძე
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
კვლევა ტყუპებზე: ტატუირებულებს კანის კიბო უფრო ხშირად აქვთ
დანიაში და ფინეთში ჩატარებული მასშტაბური კვლევა, რომელშიც 2,600 ტყუპი ადამიანი მონაწილეობდა, შთამბეჭდავ შედეგს გვთავაზობს:
  • ტატუირებულებს კანის კიბოს განვითარების 1.6-ჯერ მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ იდენტურ და ტატუარაუდებელ და-ძმებს.
  • განსაკუთრებით საგანგაშოა შედეგები იმ შემთხვევებში, როცა ტატუ დიდი ზომისაა — ხელის გულზე დიდი ტატუ სამჯერ ზრდის კიბოს რისკს.
რა იწვევს ამ რისკს?
  • ტატუს მელანი ხშირად შეიცავს ტოქსიკურ ქიმიკატებს, მძიმე მეტალებსა და ნანონაწილაკებს.
  • ეს ნაწილაკები კანიდან გადაადგილდებიან ლიმფურ კვანძებში — ჩვენი იმუნური სისტემის მთავარ პუნქტში.
  • ამ ნაწილაკებზე ორგანიზმი მუდმივად რეაგირებს, როგორც უცხო სხეულზე, რაც იწვევს ქრონიკულ ანთებას.
  • ქრონიკული ანთება კი ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია სიმსივნეების, მათ შორის ლიმფომის განვითარებისთვის.
მეცნიერები შიშობენ, რომ ტატუს მელანი შესაძლოა ზიანს აყენებდეს იმუნურ სისტემას
მკვლევრების ეჭვით, მელნის ნაწილაკებმა შესაძლოა გამოიწვიოს:
• ლიმფური სისტემის მუდმივი სტიმულაცია
• უჯრედული სტრუქტურების დაზიანება
• ლიმფომისა და კანის სიმსივნეების რისკის გაზრდა
შემდეგი ნაბიჯები მეცნიერებისთვის:
მკვლევართა გუნდი გეგმავს გააგრძელოს კვლევა და პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
• რომელი კონკრეტული მელანი შეიცავს ყველაზე მეტ ტოქსიკურ ნივთიერებას?
• როგორ ზემოქმედებს მელანი იმუნურ უჯრედებზე მოლეკულურ დონეზე?
• რა კავშირია ტატუსა და ლიმფური კიბოს ტიპებს შორის?
ხშირად დასმული კითხვები
მართლა იმატებს კიბოს რისკი ტატუს გამო?
დიახ, კვლევები აჩვენებს მკაფიო კავშირს ტატუსა და კანის კიბოს შორის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დიდ ტატუს. თუმცა, კიბოს განვითარება მრავალი ფაქტორის ერთობლიობაა, ამიტომ ტატუ მხოლოდ ერთ-ერთი რისკფაქტორია.
ყველა ტატუ საშიშია?
არა. თუმცა ტატუს უსაფრთხოება დამოკიდებულია მელნის შემადგენლობაზე. ზოგიერთ მელანში აღმოჩენილია ტყვია, კადმიუმი, არსენი და სხვა ტოქსიკური ელემენტები, რომლებიც სერიოზულ გართულებებს იწვევს.
როდის ვრცელდება მელნის ნაწილაკები ლიმფურ სისტემაში?
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მელანი ღრმად შეჰყავთ კანქვეშ, და სხეული მას „დამუშავებას“ ვერ ასწრებს. ნანონაწილაკები ლიმფურ კვანძებში რჩება წლების განმავლობაში.
როგორ უნდა მოვიქცე, თუ უკვე მაქვს ტატუ?
მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას
რეგულარულად შეამოწმეთ კანის ფერი და ტექსტურა ტატუს გარშემო
ეწვიეთ დერმატოლოგს, თუ შეამჩნევთ გამუქებას, სიმაგრეს ან მტკივნეულობას
ტატუს მოცილება ამცირებს რისკს?
სამწუხაროდ, არა. მელნის ნაწილაკები უკვე გადატანილია ლიმფურ სისტემაში. ლაზერული მოცილება კი კიდევ უფრო აფრქვევს ამ ნაწილაკებს ორგანიზმში.
არსებობს უსაფრთხო ტატუების ალტერნატივა?
დიახ, ზოგიერთი პროფესიონალური სტუდია იყენებს ორგანულ, FDA-ს მიერ დადასტურებულ მელანს. თუმცა მსოფლიო მასშტაბით რეგულაცია კვლავ არასაკმარისია.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ლიტერატურა (Vancouver სტილით)
1. Kluger N, et al. Tattoos and risk of cutaneous cancers: a systematic review. J Eur Acad Dermatol Venereol. 2024;38(3):412–9. doi:10.1111/jdv.19076
2. Danish Twin Registry. Tattoo prevalence and cancer incidence among monozygotic twins. Scand J Public Health. 2025;53(2):201–10.
3. Schreiver I, et al. Synchrotron-based ν-XRF mapping and μ-FTIR microscopy of human skin samples with tattoos: identification of pigment particles in lymph nodes. Sci Rep. 2017;7:11395. doi:10.1038/s41598-017-11721-z
ინტერესთა კონფლიქტის განცხადება (COI):
სტატია მომზადებულია მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ავტორს არ გააჩნია კომერციული ან ფინანსური დაინტერესება ამ საკითხში.
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, ინა და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მორიგი საკადრო ცვლილება

მორიგი საკადრო ცვლილება
#post_seo_title

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში მორიგი საკადრო ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრად გიორგი ჟღენტი დაინიშნა.

ახლად დანიშნული მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ მის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და ახალი ხელმძღვანელის პირობებში ჯანდაცვის მიმართულების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

გიორგი ჟღენტი 1978 წელს გალში დაიბადა. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA. მინიჭებული აქვს მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხები.

მას კერძო სექტორში მრავალწლიანი და ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება აქვს. მინისტრად დანიშვნამდე იყო “საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და მხარდაჭერისთვის” დირექტორის მოადგილე.

გიორგი ჟღენტმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ქარდავა შეცვალა.

ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ნაზავი, რომელიც სიბერისგან დაგიცავთ – ამ საშუალების მიღებით, თვალსა და ხელს შუა თქვენ გაახალგაზრდავდებით

ნაზავი, რომელიც სიბერისგან დაგიცავთ - ამ საშუალების მიღებით, თვალსა და ხელს შუა თქვენ გაახალგაზრდავდებით
#post_seo_title

ლიმონი, თაფლი და ზეითუნის ზეთი- ნაზავი, რომელიც სიბერისგან დაგიცავთ

ძალიან ეფექტური და ესთეტიკური საშუალება. ამ საშუალების მიღებით, თვალსა და ხელს შუა თქვენ გაახალგაზრდავდებით.

თვალები გაგიბრწყინდებათ, ნაოჭები გაგიქრებათ და სახის ფერი გაგიუმჯობესდებათ.
საჭმლის მონელება ნორმალიზდება, სკლეროზის არ შეგეშინდებათ.

ამ შესანიშნავი რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:

  •  200 გრამი თაფლი
  • 100 მლ ლიმონის წვენი
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი.

უბრალოდ აურიეთ ეს ყველა ინგრედიენტი და მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი ყოველდღიურად უზმოზე. მასა უნდა შეინახოთ მაცივარში. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გიორგი ფხაკაძე შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს – „ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს!..“

გიორგი ფხაკაძე
#post_seo_title

ერითრიტოლი — დიეტური დამატკბობელი, რომელიც ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს!

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
რა ხდება?
ახალი კვლევა, რომელიც განხორციელდა აშშ-ის კოლორადოს უნივერსიტეტში (University of Colorado Boulder), მიუთითებს, რომ ფართოდ გამოყენებული შაქრის შემცვლელი — ერითრიტოლი (erythritol) — შესაძლოა უარყოფითად მოქმედებდეს თავის ტვინის მიკროსისხლძარღვების უჯრედებზე. ეს პირდაპირ უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის ინსულტისა და ინფარქტის გაზრდილ რისკს.
როგორ მოქმედებს ერითრიტოლი სისხლძარღვებზე?
ლაბორატორიულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ერითრიტოლის ერთჯერადი დოზაც კი (რომელიც თავსდება ერთ დიეტურ სასმელში), იწვევს:
• სისხლძარღვების მოდუნებაზე პასუხისმგებელი ნიტრიკის ოქსიდის (NO) დაქვეითებას,
• ვაზოკონსტრიქციულ (შემკუმშავ) ნივთიერება ენდოთელინ-1-ის (ET-1) მატებას,
• სისხლის ნაკადის რეგულაციის დარღვევას,
• და თრომბის განმხსნელი ნივთიერების — tPA-ის შემცირებულ გამოყოფას.
შედეგი: სისხლძარღვები ქვეითებენ ელასტიურობას, ადვილად იკუმშებიან, წარმოიქმნება თრომბები — ეს კი ზრდის როგორც ინსულტის, ისე ინფარქტის რისკს.
რას გვიჩვენებს სტატისტიკა?
  • 2023 წელს გამოქვეყნებული მრავალწლიანი კვლევა აჩვენებს, რომ ერითრიტოლის მაღალი დონის მქონე პირებს, სხვა ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც კი, 80%-ით მაღალი ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა ინციდენტების რისკი.
  • საშუალოდ, მოსახლეობის 25%-ზე მეტს აღმოაჩნდა ერითრიტოლის მნიშვნელი კონცენტრაცია სისხლში მხოლოდ ერთ-ორ დიეტურ პროდუქტთან კონტაქტის შემდეგ.
რატომ იყენებენ ერითრიტოლს?
ერითრიტოლი გავრცელებულია როგორც “უსაფრთხო” შაქრის შემცვლელი დიეტურ პროდუქტებში, მათ შორის:
• დაბალკალორიულ სასმელებში
• “კეტო” დიეტურ საკვებში
• შაქრის გარეშე ტკბილეულში
ის არ ზრდის სისხლში შაქრის დონეს და არ იწვევს კბილების დაზიანებას. თუმცა, უახლესი მტკიცებულებები ახალ კითხვებს სვამს მის უსაფრთხოებაზე.
რა იწვევს ზიანს?
ერითრიტოლი იწვევს ენდოთელიუმის (სისხლძარღვების შიდა შრის) უჯრედებში ჟანგვითი სტრესის მატებას და აზიანებს უჯრედშიდა სიგნალებს, რაც უშუალოდ მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და თრომბების ჩამოყალიბებაზე.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
• ერითრიტოლი არ უნდა ჩაითვალოს უსაფრთხო ყოველდღიურ ინგრედიენტად, განსაკუთრებით ადამიანებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი.
• წაიკითხეთ ეტიკეტები — ერითრიტოლი ხშირად ფიგურირებს როგორც “Natural Sweetener”, “Erythritol”, ან “Sugar-Free”.
• არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვებს დიდი რაოდენობით ერითრიტოლით გამდიდრებული პროდუქტი. მათი ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა.
კითხვები და პასუხები
1. ერითრიტოლი შაქრის კარგი შემცვლელი არ არის?
ადრე ითვლებოდა, რომ ის უსაფრთხოა, რადგან არ ზრდის გლუკოზის დონეს, მაგრამ ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ის შესაძლოა ზიანს აყენებდეს სისხლძარღვებს.
2. ვიღაცამ მითხრა, რომ ის “ნატურალურია”. რას ნიშნავს ეს?
ერითრიტოლი ბუნებაში არსებობს მცირე რაოდენობით, მაგრამ სამომხმარებლო პროდუქტებში იგი ინდუსტრიალურად მზადდება და სისუფთავე ვერ ნიშნავს ავტომატურად უსაფრთხოებას.
3. რამდენად ხშირია მისი მოხმარება საქართველოში?
საქართველოში “შაქრის გარეშე” პროდუქტების პოპულარობამ მნიშვნელოვნად იმატა ბოლო წლებში, განსაკუთრებით “კეტო” და დიაბეტური პროდუქტების ხაზებში.
4. ბავშვებს უნდა ავარიდოთ ერითრიტოლი?
დიახ. ბავშვების სისხლძარღვები უფრო მგრძნობიარეა. მათ არ სჭირდებათ ხელოვნური დამატკბობლები.
5. რას გვთავაზობს პროფესორი ფხაკაძე?
შეზღუდეთ და გააკონტროლეთ თქვენი მიღებული დამატკბობლების რაოდენობა. საუკეთესო გზა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად — ბუნებრივ პროდუქტებზე გადასვლაა.
წყაროები:
1. Berry AR, Ruzzene ST, Ostrander EI, Wegerson KN, et al. The non-nutritive sweetener erythritol adversely affects brain microvascular endothelial cell function. J Appl Physiol. 2025.
2. Witkowski M, Nemet I, Alamri H, Wilcox J, et al. The artificial sweetener erythritol and cardiovascular event risk. Nat Med. 2023 Mar;29(3):710–718.
3. Suez J, Korem T, Zeevi D, Zilberman-Schapira G, et al. Artificial sweeteners induce glucose intolerance by altering the gut microbiota. Nature. 2014;514(7521):181–186.
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე “შენი ექიმი” აპლიკაცია და მიიღე უახლესი სამეცნიერო ინფორმაცია ქართულ ენაზე.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ინტერესთა კონფლიქტი: ავტორი არ ფლობს ეკონომიკურ ან სამეწარმეო ინტერესს არცერთ ბრენდში ან პროდუქტში, რომელიც ამ სტატიაშია ნახსენები.
შეიძლება იყოს გული და ტექსტი გამოსახულება

ნიტრატები და შხამქიმიკატები ხილსა და ბოსტნეულში – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? – ყველაზე ეფექტური მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები

კვებასთან დაკავშირებული რჩევები COVID-19 -ის დროს მოზრდილთათვის
#post_seo_title

ნიტრატები და შხამქიმიკატები ხილსა და ბოსტნეულში – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ნიტრატები და შხამქიმიკატები ხილსა და ბოსტნეულში – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხილისა და ბოსტნეულის შერჩევისას?
» სახლის პირობებში ნიტრატების შემცირების ყველაზე ეფექტური მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორაა შესაძლებელი სხვადასხვა არაგადამდები დაავადებების მეთვალყურეობა ტელემედიცინის მეშვეობით?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს
#post_seo_title

როგორაა შესაძლებელი სხვადასხვა არაგადამდები დაავადებების მეთვალყურეობა ტელემედიცინის მეშვეობით?

საქართველოში, 110 სოფლის ამბულატორიაში უკვე დაინერგა ტელემედიცინის
სერვისები. ეს ნიშნავს რომ პაციენტს შეუძლია ასთმასთან, დიაბეტთან თუ გულსისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული კონსულტაციები სპეციალისტ ექიმებთან თავისივე სოფლის ამბულატორიიდან მიიღოს.
ტელემედიცინის დანადგარის მეშვეობით და ამბულატორიის ექიმის დახმარებით, პაციენტს შეუძლია დისტანციურად, ვიდეო ზარით დაუკავშირდეს სპეციალისტ ექიმს და მასთან ერთად განიხილოს სხვადასხვა დაავადებების სიმპტომები, ხელისშემწყობი ფაქტორები და თავიდან აცილებისა თუ მკურნალობის შესაძლებლობები.
ისეთი ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, ციფრული ელექტროკარდიოგრამა (ეკგ) და ციფრული ოფთალმოსკოპი, ექიმი შეძლებს დისტანციურად გამოიკვლიოს პაციენტის გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობა და მისცეს შესაბამისი დანიშნულება; ვიდეოკონსულტაციის დროსვეა შესაძლებელი დიაბეტის რისკების შეფასება, სხვადასხვა
ფაქტორების განხილვა, ხოლო ციფრული ოფთალმოსკოპით ექიმი შეძლებს გამოიკვლიოს პაციენტის თვალის მდგომარეობა და დროულად გამოავლინოს დიაბეტით გამოწვეული შესაძლო დაზიანება.
დისტანციური კონსულტაციების დროს ასევე შესაძლებელია დანიშნულების მიღება თუ მკურნალობის სქემის შეცვლა, რაც პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების შესაძლებლობას იძლევა.
დღეს ტელემედიცინის დანადგარები საქართველოს ყველა რეგიონში, ძირითადად მაღალმთიან დასახლებებშია ხელმისაწვდომი. შერჩეული 110 სოფლიდან 60 ამბულატორია ევროკავშირის მხარდაჭერით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მისი პარტნიორების მიერ აღიჭურვა.
შეიძლება იყოს სქელი ლორი და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights