სამშაბათი, მაისი 5, 2026
მთავარიშენი ექიმიბიონიკური მუხლი ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული და ქსოვილებშია ინტეგრირებული - ბარძაყის ძვალს ტიტანის ღერძითა...

ბიონიკური მუხლი ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული და ქსოვილებშია ინტეგრირებული – ბარძაყის ძვალს ტიტანის ღერძითა და ფეხის კუნთებში იმპლანტირებული ელექტროდებით უერთდება

 ახალი ბიონიკური მუხლი სხეულის ამ ნაწილის ამპუტაციის შემდეგ იმაზე მარტივად გადაადგილების საშუალებას იძლევა, ვიდრე ტრადიციული პროთეზები.

ის ადამიანის ბარძაყის ძვალს ტიტანის ღერძითა და ფეხის კუნთებში იმპლანტირებული ელექტროდებით უერთდება.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ბიონიკური მუხლი ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული და ქსოვილებშია ინტეგრირებული. შესაბამისად, ის არა ცალკეულ და უსიცოცხლო მოწყობილობად, არამედ ადამიანის ფიზიონომიის ნაწილად აღიქმება. აღსანიშნავია, რომ კვლევის თანაავტორ ჰიუ ჰერს თავადაც ორივე ფეხი აქვს მოკვეთილი, ანუ მსგავსი პაციენტების საჭიროებები მისთვის ცნობილია.

ჩვეულებრივი პროთეზი ფეხს სპეციალური ბუდით უმაგრდება, ახალი მოდელი კი პირდაპირ ძვალსა და კუნთს უკავშირდება. ეს გუნდის მიერ შემუშავებული ქირურგიული მეთოდის დამსახურებაა, რომელიც ერთმანეთის საპირისპიროდ შეკუმშვადი და გაწელვადი წყვილი კუნთების ხელახლა “გადაბმას” გულისხმობს. მსგავსი რამ სტანდარტული ამპუტაციისას არ კეთდება.

 

 

“ყველა ნაწილი ერთობლივად მუშაობს, რათა სხეულიდან გარეთ ან პირიქით ინფორმაცია უკეთ მიიღოს და მოწყობილობასთან გაუმჯობესებულ მექანიკურ ურთიერთქმედებას შეუწყოს ხელი”, — აცხადებს ტონი შუ, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

მეცნიერებმა მეთოდი ორ პაციენტზე გამოცადეს, რომელთაც ტრადიციული მუხლზედა ამპუტაცია ჰქონდათ ჩატარებული. პროცედურები მათი კუნთების დაკავშირებასა და ელექტროდების იმპლანტაციას მოიცავდა. კვლევის მონაწილეთა მონაცემები იმ ადამიანებისას შეადარეს, რომელთა ერთ ნაწილსაც მხოლოდ კუნთების ოპერაცია ჩაუტარდა, მეორეს კი — არცერთი.

ყველა მათგანმა ახალი პროთეზი კიბეებზე ასვლისას, დაბრკოლებაზე გადაბიჯებისას, ასევე მუხლის მოხრისას და გაჭიმვისას მოსინჯა. როგორც მოსალოდნელი იყო, კომბინირებულმა პროცედურამ ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა, მეორე ჯგუფმა კი დავალებების შესრულებას მესამეზე უკეთ გაართვა თავი. ზემოხსენებულ ორ პაციენტში პროთეზის ფლობისა და კონტროლის უკეთესი ხარისხიც დაფიქსირდა, თითქოს ის მათი სხეულის ნაწილი იყო.

ახალი პროთეზი ჯერჯერობით კომერციულად ხელმისაწვდომი არაა. მისი გამოყენება საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამსახურმა უნდა დაუშვას, რასაც, სავარაუდოდ, 5 წლამდე პერიოდი დასჭირდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  როგორ დავიცვათ თავი თბური ტალღებისგან - რა უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი?

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights