არ არსებობს უსაფრთხო დოზა — რატომ კლავს ინდუსტრიულად გადამუშავებული საკვები ჯანმრთელობას?

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ავსტრალიის სამხრეთ უნივერსიტეტის 2025 წლის კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ დღეში ორი კვერცხის მიღება, დაბალცხიმოვანი რაციონის ფონზე, ხელს უწყობს LDL ქოლესტერინის (ე.წ. „ცუდი ქოლესტერინი“) შემცირებას.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
როდესაც წონებით ვარჯიშობთ — განსაკუთრებით ძალისმიერი ან კუნთის ჰიპერტროფიის მიკართულებით — თქვენი კუნთები განიცდიან სტრესს და იღებენ მიკრო დაზიანებას.
ეს ნორმალურია და აუცილებელია კიდეც თქვენი კუნთების გასაზრდელად და გასაძლიერებლად. მაგრამ გარდა კუნთის დატვირთვისა, უნდა ასევე გვესმოდეს მისი აღდგენის მექანიზკები.
1. ანთებითი ფაზა (პირველი 24–72 საათი)
რა ხდება: კუნთოვანი ბოჭკოების მიკროსკოპული რღვევები იწვევს ანთებას.
ეს ორგანიზმის დამცავი რეაქციაა. იმუნური უჯრედები (მაკროფაგები, ნეიტროფილები) „ასრუოებენ მაშველების როლს“ და ასუფთავებენ დაზიანებულ ქსოვილს არასასურველი ნაწილაკებისგან, რომელიც ჩნდება დაზიანების შედეგად. როგორ გრძნობთ კუნთში არსებულ ანთებით პროცეზს:
კუნთების ტკივილი (განსაკუთრებით მე-2-3 დღეს არის მკვეთრად გამოხატული – ამ მოვლენას DOMS ეწოდება)
• შებოჭილობა
• შესაძლოა მცირე შეშუპება დაზიანებული ქსოვილი იზიდავ წყალს და აკავებს მას.
აღდგენა: 3–7 დღე : კუნთოვანი უჯრედები იწყებენ დაზიანების აღდგენას. აქტიურდება სპეციალური უჯრედები — სატელიტები (მიოსატელოტაციტები), ისინი „მშენებლებივით“ არიან, ისინი აღადგენენ სტრუქტურას და შეუძლიათ დაყოფაც კი, რაც აძლიერებს კუნთს.
სატელიტური უჯრედების გააქტიურება (2–5 დღე) სატელიტური უჯრედები „სარეზერვო“ ღეროვანი უჯრედებია, რომლებიც კუნთოვანი ბოჭკოს სარკოლემასა და ბაზალურ მემბრანას შორის მდებარეობს.
სასიგნალო მოლეკულების ზემოქმედებით ისინი აქტიურდებიან და იწყებენ დაყოფას (პროლიფერაციას).
შემდეგ ისინი:
• ან ერწყმიან დაზიანებულ ბოჭკოს, აღადგენენ მას;
• ან ქმნიან ახალ მიოფიბრილარულ ბირთვს, და აძლიერებენ კუნთს. ახლა, როდესაც დაზიანება აღდგენილია, სხეული აძლიერებს კუნთების სტრუქტურას ისე, რომ ის უფრო მდგრადი იყოს მომავალი სტრესის მიმართ,ამას ეწოდება (ადაპტაცია). იზრდება სტრუქტურული ცილების გენები(აქტინი, მიოზინი, დესტროფინი).
• იზრდება სარკომერების რაოდენობა — ისინი კუნთოვანი ბოჭკოს „აგურებივით“ სტრუქტურულ ერთეულებად ითვლება.
• ახალი ბირთვები, რომლებიც მიეწოდება სატელიტურ უჯრედებს, აუმჯობესებენ ცილოვანი სინთეზის უნარს თავად კუნთის ბოჭკოში.
• ძლიერდება მიტოქონდრიების ბიოგენეზი — განსაკუთრებით მაშინ, თუ დატვირთვას თან ახლდა აერობული ფაზაც. ⸻ სატელიტური უჯრედების აქტივაციის გარეშე კუნთი სრულად ვერ ახერხებს აღდგება.
• რაც უფრო ასაკშია ადამიანი, მით უფრო ნელა მიმდინარეობს უჯრედების დაყოფა (პროლიფერაცია) და სტრუქტურული აღდგენა (რემოდელაცია)
• ამიტომ ასაკოვან ადამიანებსა და გადატვირთულ სპორტსმენებში, კუნთის სრული აღდგენის ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 2–3 კვირამდე.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
საუბრობს ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ნინო ხელაძე, გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია”
„თუ გოგონას მცირე ასაკიდან ჭარბი წონა აქვს, მას მეორადი სასქესო ნიშნებიც უფრო ადვილად და ადრიანად უვითარდება.
შესაბამისად, ეს მისთვის სტრესისა და ემოციური არასტაბილურობის დამატებითი წყარო ხდება, რამაც ასევე შეიძლება, ტკბილზე მომატებული მოთხოვნილება გამოიწვიოს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადრე მწიფდება, ციკლი ადრე ეწყება, სიმაღლეში ზრდასაც ადრე ასრულებს. ეს მხოლოდ ვიზუალური კუთხით არ ქმნის პრობლემას. ხშირად მშობელი ამბობს, რომ უნდოდა, მისი შვილი უფრო მაღალი ყოფილიყო.
გარდა ამისა, ბევრი კვლევით დასტურდება, რომ ეს სოციალურ-ემოციურ პრობლემებს იწვევს. როცა მისი გონება 8-9 წლის ბავშვისაა და უნდა, ითამაშოს, მის სხეულს კი სხვანაირი “მოსაზრებები” აქვს და სხვანაირი ჰორმონალური ბალანსია, ეს ასევე დამატებითი მნიშვნელოვანი სტრესია, რომელსაც თავად ბავშვი ვერ ერევა. ვერც ხვდება, რა უნდა ქნას…“
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ნაყენი, რომელიც დღეს უნდა გასწავლოთ, ამცირებს ზომაში კენჭებს და პროვოცირებს სხეულიდან მათი გამოდევნის პროცესს.
აუცილებელია დიდი სიფრთხილის გამოჩენა: თუ თირკმელებში არსებული კენჭების ზომა 5 მილიმეტრს აღემატება, შეიკავეთ თავი ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებისგან. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
იგი შეიძლება დაუმატოთ თქვენ ფავორიტ კანის კრემს, ან ჩაამატოთ მისი წვეთები ჯამში საყვარელი ბოსტნეულის სალათის მომზადებისას.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
როგორც ალიანსში აღნიშნავენ, კანონი ირღვევა ელექტრონული სიგარეტების, გასახურებელი ან საღეჭი/საწუწნი თამბაქოს ნაწარმის და მათი მწარმოებელი კომპანიების რეკლამირებით, ციფრული მედიის საშუალებით (მათ შორის, სოციალური ქსელებით, რაც ასევე კანონდარღვევაა) პირდაპირი ან ირიბი პოპულარიზაციის შედეგად.
„მონიტორინგის თანახმად, ფიქსირდება ფაქტები, როდესაც მედიასაშუალებები ან ცალკეული ინფლუენსერები პირდაპირ ან ირიბად არღვევენ კანონის მოთხოვნებს. კერძოდ: იქმნება თემატური გვერდები და ბლოგები, რომელთა შინაარსი მიმართულია კონკრეტული ელ-სიგარეტების (ე.წ.ვეიპების), გასახურებელი ან საღეჭი/საწუწნი თამბაქოს მოწყობილობების პოპულარიზაციისკენ;
პირდაპირ ან ირიბად, პროპაგანდისტულ სტატიებში შეუფარავად ცდილობენ კონკრეტული პროდუქტები წარმოაჩინონ როგორც „ნაკლებად მავნე“ „ზიანის შემცირების შესაძლებლობა“ ან „მოწევის ალტერნატივა“.
რეკლამირების პროცესში აქტიურად ერთვებიან ინფლუენსერები – რაც კანონით პირდაპირ იკრძალება.
სარეკლამო სააგენტოები იყენებენ შუალედურ სქემებს:
მედია პლატფორმებს აწვდიან ე.წ. საჭირო მასალას — რომელიც გადმოცემულია ფსევდო-საინფორმაციო ფორმით, თუმცა რეალურად რეკლამის მახასიათებლებს ატარებს.
ვთხოვთ მედია საშუალებებს, გამოიჩინოთ სიფრთხილე მსგავს მასალებზე მუშაობისას. ნებისმიერი მათგანი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ემსახურება თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლის პოპულარიზაციას, არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და გამოიწვევს:
· ორგანიზაციის დაჯარიმებას 5000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 10 000 ლარის ოდენობით
· მედიაორგანიზაციის რეპუტაციის საფრთხეს.
ვთხოვთ, მედიას, არ წამოეგონ თამბაქოს ინდუსტრიის სტრატეგიულ ანკესს და თავი შეიკავონ კანონდარღვევისგან — განსაკუთრებით მაშინ, როცა მიზანია თამბაქოს ახალი პროდუქტების, როგორც თითქოსდა სასარგებლო პროდუქტის იმიჯის შექმნა და მისი ნორმალიზაცია მოზარდებსა და ახალგაზრდებში.
აქვე, კიდევ ერთხელ, დამატებით შეგახსენებთ, რომ აკრძალვა ვრცელდება ყველანაირ პლატფორმაზე — იქნება ეს ონლაინ მედია, ბეჭდური გამოცემა თუ სოციალური ქსელი.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის მედიის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. არავის მასობრივად ინფორმირება ისე არ შეუძლია, როგორც მედიას. ამიტომაც თქვენ შეგიძლიათ საზოგადოებას უბიძგოთ, დაარწმუნოთ გახდეს საუკეთესო. მაშინ, როდესაც სახელმწიფო პროგრამები, საკომუნიკაციო კამპანიები ფაქტობრივად არ არსებობს, საზოგადოების ცნობიერების სწორად წარმართვაში თქვენი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაც, გთხოვთ, ნუ გახდებით თამბაქოს ინდუსტრიის მსხვერპლი და ნებსით თუ უნებლიეთ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი დეზინფორმაციის გამავრცელებელი. თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს ჯანსაღი ალტერნატივა არ გააჩნია. ერთადერთი ალტერნატივა მოწევაზე სრულად უარის თქმაა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi