კვირა, მაისი 10, 2026

მწვანე ლობიო შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც გააჩნია ლევოდოპას მსგავსი მოქმედება – მწვანე ლობიოს შეუძლია ინსულტის შემდგომი დეფექტების მოცილება

მწვანე ლობიო შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც გააჩნია ლევოდოპას მსგავსი მოქმედება - მწვანე ლობიოს შეუძლია ინსულტის შემდგომი დეფექტების მოცილება
#post_seo_title

აღმოჩნდა რომ მწვანე ლობიოს შეუძლია ინსულტის შემდგომი დეფექტების მოცილება

Ბებია 70 წლის ასაკში, ინსულტის გადატანის შემდეგ პარალიზებული იყო: ის ვერ ჯდებოდა, ხელი ვერ გწევდა, სახის აბსოლუტურად უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოკლედ, თქვენ თვითონ იცით რა არის ინსულტი.

ექიმებმა დაუნიშნეს მედიკამენტები ასეთი შემთხვევებისთვის, მაგრამ მათთან ერთად ბებიამ, კეთილი ხალხის რჩევით, შეუზღუდავი რაოდენობით დალია ლობიოს ნაყენი.

ლობიოს მომზადება Ასე  გვასწავლეს: ლობიო, მისი ძირები, ფოთლები, ფესვები და ღეროები, გარეცხეს, ჩაყარეს ქვაბში, დაასხეს მდუღარე წყალი და მოათავსეს გაზქურაზე. 10 წუთი დუღილის შემდეგ გადმოვდგით ნახარში, გადავწურეთ , ოდნავ შეგრილდა და ბებიამ დაიწყო დალევა. დღეში ორ ჭიქას სვამდა სამ კვირაში ის ფეხზე წამოდგა. გაააგრძელეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა ცვლილებები მიმდინარეობს მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში და რა ადრეული სიმპტომები აქვს მას

ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?
#post_seo_title

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი გადაცემაში “შუადღე” საუბრობს რა ცვლილებები მიმდინარეობს მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში და რა ადრეული სიმპტომები აქვს მას:

არსებობს აბსოლუტურად ჩვეულებრივად მიმდინარე მენოპაუზური პერიოდი. მაგრამ, ქალბატონების 60%-ში ამ პერიოდში ცხოვრების ხარისხი მკვეთრად უარესდება. მათთან სასქესო ჰორმონების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება.

სტატისტიკის თანახმად, საშუალო ასაკი, როდესაც მენოპაუზა დგება, 50-51 წელია. თუმცა, ბოლო კვლევების მიხედვით, ქალები უფრო ადრეც უჩივიან მენოპაუზის სიმპტომებს.

40 წლამდე არსებულ პრობლემას, როდესაც მენსტრუაციის არქონაა გამოხატული, მას საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა ჰქვია. პროცენტულად ამ მაჩვენებელმა მოიმატა. შესაძლოა, მეტი ქალბატონი მივიდა ექიმთან და სტატისტიკამ ეს აღრიცხა. გარდა ამისა, შესაძლოა, ეკოლოგიურმა პრობლემებმა იმოქმედა. საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა შესაძლოა, გენეტიკური იყოს. ასევე, მას შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადება და ოპერაციული მკურნალობა.

როდესაც 40-დან 45 წლამდე ასაკზე ვსაუბრობთ, ამ პერიოდს ადრეული მენოპაუზა ჰქვია. ადრეული მენოპაუზას ასევე შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. მათ შორის, გარემო, გენეტიკა, სხვადასხვა დაავადების ერთობლიობა.

პრე-მენოპაუზის პერიოდი შეიძლება, 7-8 წელს მოიცავდეს. ასეთ დროს, მენსტრუალური ციკლი ირღვევა. შეიძლება, გამოხატული იყოს ძილის დარღვევა, ოფლიანობა, ალები.

რაც შეეხება მენოპაუზას, როცა ბოლო მენსტრუაციიდან ერთი წელი გავიდა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქალბატონი მენოპაუზაშია. ერთი წლის შემდეგ უკვე პოსტ-მენოპაუზა მოდის.

ესტროგენი ერთ-ერთი წამყვანი ჰორმონია. მათ შორის, პროგესტერონიც. როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულების რაოდენობა მცირდება, ესტროგენი, პროგესტერონი და ანდროგენი მცირდება. ყველა ეს ჰორმონი ჩვენს ტვინს იცავს. როდესაც მცირდება, რა თქმა უნდა, ჩვენს ხასიათზე, მეხსიერებაზე აისახება. გარდა ამისა, პროცესში ძვალ-სახსროვანი სისტემაა ჩართული. კუნთების მასის განლევა ხდება. თუ ვიცით, რომ ბებიას, დედას მძიმე ოსტეოპოროზი აქვს, ამას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. მენოპაუზის დროს ძვლის მასის შემცირება მეტად ღრმავდება. დროული ჩარევა აუცილებელია. ასევე, მეხსიერების პრობლემები შეგვიძლია, სხვადასხვა საშუალებით გავაუმჯობესოთ. ეს შეიძლება იყოს მენოპაუზალური ჰორმონოთერაპია, ვიტამინები, რომლებიც გვაკლია. როცა ოვულაცია მცირდება, 40 წლის შემდეგ, წონის მატება იწყება. მეტაბოლიზმი ირღვევა, რაც წონის მატებას იწვევს.

რაც შეეხება სიმპტომებს, როდესაც ჩვენი სასქესო ჰორმონები, ესტროგენი, პროგესტერონი და ანდროგენი მცირდება, ესტროგენის რეცეპტორი ყველა ორგანოსა და სისტემაშია. შესაბამისად, ფუნქციები, რა თქმა უნდა, მცირდება. პროგესტერონის შემცირება ძილის დარღვევასა და შფოთვას იწვევს. ქალები დეპრესიისაკენ არიან მიდრეკილნი.

თუ ქალს გახშირებული ალები აწუხებს, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს?

როდესაც ალები იწყება, შეიძლება, ამ სიმპტომმა 3 თვეში გაიაროს. 50% შემთხვევაში შეიძლება, 5 წელიც გაგრძელდეს… შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კუთხით სერიოზული პრობლემები შექმნას. მარტივად ნუ ვიტყვით, რომ ალები გაივლის. თუ დღეში 6-7 შემოტევა გვაქვს. ამასთან ერთად, ძილი გვერღვევა და მენტალური პრობლემები იწყება, საყურადღებოა.

მენოპაუზის პერიოდში სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჩნდება. ესტროგენის დაქვეითება ვაგინალურ სიმშრალეს იწვევს. როდესაც ვაგინალური სიმშრალეა, სქესობრივი ურთიერთობა მტკივნეულია. ასევე, ანდროგენის დაქვეითება ლიბიდოს შემცირებას იწვევს.

ექიმის ჩართულობით, პრობლემების მოგვარება აბსოლუტურად შესაძლებელია. სქესობრივი ცხოვრება ნამდვილად არ სრულდება. თუ ვინმე 45 წლის შემდეგ გვეუბნება: “თქვენი მატარებელი წავიდა”, ნუ დაუჯერებთ. პირიქით, ჩვენ გველოდება თვითმფრინავები, იახტები, იმიტომ, რომ 50 წლის შემდეგ ახალი სიცოცხლე იწყება.

ბალანსირებულ კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სადაც უნდა იყოს ცილა – ხორცი, თუ ხორცს არ ვიღებთ, ვეგეტარიანული ცილოვანი საკვები, ბოსტნეული, არაპროცესირებულ ცხიმებით მდიდარი საკვები და მნიშვნელოვანია, ნახშირწყლები. რთულ ნახშირწყლებზეა საუბარი. თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებაზე უარი უნდა ვთქვათ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ვირუსული ჰეპატიტების, ჰეპატიტებით გამოწვეული დაავადებების და მათი პრევენციული ღონისძიებების შესახებ

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა
#post_seo_title

28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ვირუსული ჰეპატიტების, ჰეპატიტებით გამოწვეული დაავადებების და მათი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

🔷საქართველოში, C ჰეპატიტისა და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს.
🔹C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა და დღემდე პროგრამაში 91 300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, მკურნალობა დაასრულა 87 000-მა მოქალაქემ, განკურნების მაჩვენებლია 98.5%.
🔹სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისები, როგორც დიაგნოსტიკა, ასევე, სამკურნალო მედიკამენტი, ანაზღაურდება სრულად სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
🔷2024 წლიდან, ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო სრულად ფარავს სკრინინგულ და დაიგნოსტიკურ კვლევებს, ასევე – პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები. მიმდინარე მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 1 024 პაციენტი.
🔹იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსი, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში შეეთავაზებათ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.
🔷სახელმწიფო, ასევე, უზრუნველყოფს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, როგორც აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, ასევე 18 წლის და უფროსი ასაკის აუცრელი და/ან ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირთათვის, აცრის სტატუსის მიუხედავად.
შეიძლება იყოს რუკა და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებსა და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა

მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებსა და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა
#post_seo_title

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ჰეპატიტების პრევენციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და მიღწევები შეჯამდა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით, ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებსა და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებაში, თენგიზ ცერცვაძის ღვაწლი შეუფასებელია და მისი როლი გადამწყვეტი იყო როგორც პროგრამის დაგეგმვის, ისე – მისი ეფექტიანი განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე, ელიმინაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებზე, გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან, ქვეყანაში, მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო, სრულად ფარავს სკრინინგულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, ასევე, პაციენტებს, უსასყიდლოდ, გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა და დღემდე, პროგრამაში, 91 300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, მკურნალობა დაასრულა 87 000-მა მოქალაქემ, განკურნების მაჩვენებელია 98.5%. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისები, როგორც დიაგნოსტიკა, ისე – სამკურნალო მედიკამენტი, ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას, პაციენტის მხრიდან.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, „თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო – პრაქტიკული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი მარინე ეზუგბაია. ასევე – მედიკოსები, პაციენტები და სხვა მოწვეული სტუმრები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 საქართველოში არსებული დამხმარე საშუალებებისა თუ სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საინფორმაციო შეხვედრები გამართა

 საქართველოში არსებული დამხმარე საშუალებებისა თუ სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საინფორმაციო შეხვედრები გამართა
#post_seo_title

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დამხმარე საშუალებების მიმართ ინტერესი მსოფლიოში თანდათან უფრო იზრდება.

მიუხედავად ამისა, ხშირად ამ სასიცოცხლო ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერება დაბალია. გამონაკლისი არც საქართველოა.
 საქართველოში არსებული დამხმარე საშუალებებისა თუ სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საინფორმაციო შეხვედრები გამართა თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სოციალური სამსახურების წარმომადგენლები, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები, თემის ლიდერები თუ სამოქალაქო საზოგადოების წევრები დაესწრნენ.
შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების როლს, პროგრამებში მონაწილეობის კრიტერიუმებსა და პროცედურებს, ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას დაეთმო, რათა უფრო გაიზარდოს წვდომა ტექნოლოგიებზე, რომელიც ადამიანებს დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის ესაჭიროებათ.
საინფორმაციო ინიციატივის მხარდამჭერი ATscale – დამხმარე საშუალებების გლობალური ინიციატივაა, ხოლო შეხვედრებს უძღვებოდნენ ჯანდაცვის ექსპერტები და Coalition For Independent Living / კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
ცნობიერების ამაღლებისა და სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებს შორის კავშირების გაღრმავებით, ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა საქართველოში დამხმარე საშუალებების მიმართ წვდომა იყოს უფრო ინკლუზიური, მოქნილი და გაიზარდოს სათემო მხარდაჭერა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიკროპლასტმასი ტვინში, სისხლსა და დედის რძეში – მეცნიერების განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია პლასტმასის ნაწილაკების ადამიანის თავის ტვინში აღმოჩენამ

მიკროპლასტმასი ტვინში, სისხლსა და დედის რძეში - მეცნიერების განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია პლასტმასის ნაწილაკების ადამიანის თავის ტვინში აღმოჩენამ
#post_seo_title

მიკროპლასტმასი ტვინში, სისხლსა და დედის რძეში –

რა რაოდენობით ნანო ნაწილაკები ხვდება ჩვენს ორგანიზმში ყოველდღიურად?

ყოვწელწლიურად ჩვენს ორგანიზმში პლასტმასის მთელი რიგი მიკროსამყარო იყრის თავს. საშუალოდ 5 ტრილიონამდე ნაწილაკი, მხოლოდ ერთ კვირაში კი ჩვენდაუნებურად დაახლოებით ერთი საბანკო ბარათის ზომის მიკროპლასტმასს ვყლაპავთ.

პლასტმასის ეს უხილავი ნაწილაკები ჩვენს სხეულში სხვადასხვა გზით ხვდება. მაგალითად მაშინ, როხა წყალს პლასტმასის ბოთლიდან ვსვამთ, ვსამთ 150-325  გრამამდე მიკროპლასტმასს და ამის შესახებ არაფერი ვიცით, მათ ვყლაპავთ ჭამის დროსაც, პლასტმასის კონტეინერების თუ ერთჯერადი დანა-ჩანგლების გამოყენების დროს და თითო ასეთი ულუფის მირთმევის შედეგად ჩვენს ორგანიზმში დაახლოებით 100-250-მდე მიკრონაწილაკი აღწევს.

საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩაის ერთჯერადი პაკეტები და მხოლოდ ერთი ფინჯანი ჩაი 14 მილიარდამდე მიკროპლასტმასს შეიცავს. 25 ათასზე მეტი ნანონაწილაკი გამოიყოფა ყავის ერთჯერადი ქაღალდის ჭიქიდანაც. განსაკუთრებით ცხელი სასმელების მირთმევის დროს.

მიკროპლასტმასის 90% კუჭ-ნაწლავის გზით გამოიდევნება, თუმცა დარჩენილი 10% ორგანიზმში შეიწოვება და მძიმე პათოლოგიების მიზეზი ხდება. იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, ქრონიკულ ანთებებს, ჰორმონალურ დარღვევებს, ნევრულ და რეპროდუქციულ პრობლემებს, იმუნური სისტემის დაქვეითებას, მეტაბოლურ აშლილობებს, უნაყოფობას, უშვილობას და განვითარების შეფერხებას ბავშვებში.

მეცნიერების განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია პლასტმასის ნაწილაკების ადამიანის თავის ტვინში აღმოჩენამ, რადგან ეს ორგანო დაცულია სისხლტვინის ანუ ჰემატოენცოფარული ბარიერით, რომელიც ხელს უშლის სისხლიდან ტოქსიკური ნივთიერებების მასში შეღწევას.

საშიშია ის ფაქტი, რომ მიკროპლასტმასი ინერტული არ არის. როცა ის ადამიანის ტვინში აღწევს, იქ ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას იწყებს, რომლებიც ანგრევს ჰორმონალურ ბალანსს და აფერხებს უჯრედების აღდგენას. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ტვინი ყველაზე აქტიური და ყველაზე დაუცველი ორგანოა. ასეთ ზიანს კი შეუძლია სერიოზულად დააზიანოს ნერვული სისტემა და მთლინად შეცვალოს მისი ფუნქციონირება. პლასტმასი კიდევ ერთი მიზეზითაც სახიფათოა, ის ცხიმში ხსნადია, რაც ნიშნავს, რომ ჩუმად გროვდება სხეულში და წლობით რჩება იქ როგორც უხილავი  ტოქსინი.

დღეს პლასტმასის წარმოება იზრდება და ეს შაუქცევადი პროცესია, რაც ცხადად გვაჩვენებს, რომ ეს პრობლემა, რომელიც კი არ გაქრება, უფრო გამწვავდება…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ერითრიტოლი – დაუნახავი საფრთხე „დიეტური“ საკვებიდან – შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე იყოს

ერითრიტოლი – დაუნახავი საფრთხე
#post_seo_title

ერითრიტოლი – დაუნახავი საფრთხე „დიეტური“ საკვებიდან

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
რა ხდება სინამდვილეში?
შაქრის გარეშე? დიეტური? ჯანსაღი?
ერითრიტოლი, პოპულარული დამატკბობელი, რომელიც შედის მრავალი „დიაბეტური“, „კეტო“ ან „დაბალკალორიული“ პროდუქტის შემადგენლობაში, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე იყოს.
ახალი კვლევის დასკვნა:
• ერითრიტოლი აზიანებს სისხლძარღვების შიდა ზედაპირს (ენდოთელიუმს)
• ამცირებს აზოტის ოქსიდის (NO) გამომუშავებას – ეს ნივთიერება აუცილებელია არტერიების მოდუნებისთვის
• აძლიერებს ენდოთელინ-1-ის გამომუშავებას – ნივთიერება, რომელიც სისხლძარღვებს ავიწროვებს
• აფერხებს თრომბების დაშლას, რაც ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს
სად გვხვდება ერითრიტოლი?
• დიეტური სასმელები
• უშაქრო საღეჭი რეზინები
• „კეტო“ ან დაბალკალორიული დესერტები
• ენერგეტიკული ბატონები
• დიაბეტურ მარკით შეფუთული პროდუქტები
საკმარისია მხოლოდ ერთი სასმელი — რომ სისხლძარღვებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს.
პროფესორ ფხაკაძის კომენტარი:
„ჩვენ გვაწვდიან პროდუქტებს, რომლებიც ‘შაქრის გარეშეა’, მაგრამ არავინ გვაფრთხილებს, რომ დამატკბობელი შეიძლება უფრო მავნე აღმოჩნდეს, ვიდრე შაქარი. ერითრიტოლი, მიუხედავად მისი დიეტური პროფილისა, უჩინარი საფრთხეა. ჩემი რეკომენდაცია მარტივია – წაიკითხეთ ეტიკეტები და ნუ ენდობით მარკეტინგს.“
ხშირად დასმული კითხვები
1. ერითრიტოლი შაქარზე ჯობია?
→ არა აუცილებლად. შეიძლება სისხლში შაქარს არ ზრდიდეს, მაგრამ აზიანებს სისხლძარღვებს.
2. ერითრიტოლი ბუნებრივია?
→ ის ბუნებრივად გვხვდება მცირე ოდენობით ხილში, მაგრამ ინდუსტრიაში მისი სინთეზური ფორმა გამოიყენება – კონცენტრირებულად და მასობრივად.
3. დიაბეტიანებისთვის ეს რისკია?
→ დიახ. მიუხედავად დაბალი გლიკემიური ინდექსისა, სისხლძარღვების დაზიანება დიაბეტიანებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა.
4. შეიძლება ერთჯერადად მიღება?
→ იშვიათად მიღება ნაკლებად სახიფათოა, მაგრამ რეგულარული მოხმარება სერიოზულად გაზრდის გული-ტვინის დაავადების რისკს.
5. არსებობს ალტერნატივა?
→ მცირე რაოდენობით ნატურალური თაფლი ან ხილი ჯობს. ასევე სტევია (თუმცა ისიც ზომიერად), ნამდვილი ხილის პიურე და დამწიფებული ბანანი.
6. ეს გავლენას ახდენს ბავშვებზეც?
→ დიახ. ბავშვებში, რომელთა სისხლძარღვები ჯერ კიდევ განვითარებაშია, ერითრიტოლის რეგულარული მიღება განსაკუთრებით უნდა იქნეს აცილებული.
7. რომელი პროდუქტებია ყველაზე სარისკო?
→ დიეტური გაზიანი სასმელები, „შაქრის გარეშე“ წარწერით, ხშირად შეიცავს სწორედ ერითრიტოლს.
8. სამომხმარებლო რეგულაციები არსებობს?
→ ჯერჯერობით არა საკმარისად. სწორედ ამიტომ საჭიროა საჯარო ცნობიერების ამაღლება, რაც „შენი ექიმის“ მიზანია.
წყაროები
1. Witkowski M, Nemet I, et al. The artificial sweetener erythritol and cardiovascular event risk. Nat Med. 2023;29:710–718. doi:10.1038/s41591-023-02223-9
2. University of Colorado Boulder. Research News Release. July 2025.
3. Suez J, Elinav E. Artificial sweeteners—sweet taste, bitter consequences? Cell Metab. 2023;35(1):120–122. doi:10.1016/j.cmet.2022.12.001
4. WHO. Guideline: Non-Sugar Sweeteners. Geneva: WHO; 2023.
5. SciencePulse. Hidden Danger in Diets. 2025.
6. Monteiro CA et al. Ultra-processed products: what they are and how to identify them. Public Health Nutr. 2019. doi:10.1017/S1368980018003762
7. Sylvetsky AC, Rother KI. Trends in the consumption of low-calorie sweeteners. Curr Gastroenterol Rep. 2018. doi:10.1007/s11894-018-0632-8
8. Chazelas E, et al. Artificial sweeteners and risk of cardiovascular diseases. BMJ. 2022. doi:10.1136/bmj.n1391
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ლაბორატორიაში გაზრდილი ცრემლები – პატარა ჯირკვლები, რომლებიც ტირიან — სამეცნიერო გარღვევა დიდ ბრიტანეთში

ლაბორატორიაში გაზრდილი ცრემლები - პატარა ჯირკვლები, რომლებიც ტირიან — სამეცნიერო გარღვევა დიდ ბრიტანეთში
#post_seo_title

პატარა ჯირკვლები, რომლებიც ტირიან — სამეცნიერო გარღვევა დიდ ბრიტანეთში

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
ლაბორატორიაში გაზრდილი ცრემლები
დიდ ბრიტანეთში, ჰიუბრეხტის ინსტიტუტის მკვლევრებმა წარმოუდგენელი შეძლეს — ლაბორატორიაში გაზარდეს პატარა, მაგრამ ფუნქციური ადამიანის ცრემლსადენი ჯირკვლები, რომლებიც რეალურ ცრემლებს გამოყოფენ!
ეს არ არის მოდელი ან მიკროსკოპული სტრუქტურა — ეს არის ცოცხალი ორგანოიდი, რომელიც რეაგირებს როგორც ჰორმონებზე, ისე ემოციებზე.
როგორ მუშაობს?
• გამოყენებულია ადამიანის ღეროვანი უჯრედები, რომლებიც 3D გარემოში ჩამოყალიბდნენ ცრემლსადენი ქსოვილად
• როდესაც მათ ჰორმონალური (მაგ. ადრენალინ-მსგავსი) სტიმულები მიაწოდეს:
• გამოყოფდნენ ცრემლებს ენზიმებითა და ცილებით, ზუსტად ისე, როგორც ბუნებრივი ცრემლები
• რეაგირებდნენ ემოციურ სიმულაციაზეც
რაში შეიძლება გამოგვადგეს?
  • მშრალი თვალის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის
  • შიოგრენის სინდრომი ან ოპერაციული ტრავმის შედეგად დაზიანებული ცრემლსადენი ჯირკვლების ჩანაცვლება
  • ცხოველებზე კოსმეტიკური ტესტირების ალტერნატივა — ეს ორგანოიდები შეიძლება გამოყენებულ იქნას წამლების და კოსმეტიკის ტესტირებისთვის, რაც უფრო ეთიკურია
პროფესორ ფხაკაძის შეფასება
„ეს გარღვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეგენერაციული მედიცინა აღარ არის მხოლოდ მომავალი — ეს უკვე აწმყოა. თვალის დაავადებების მკურნალობაში ბუნებრივი ცრემლის დაბრუნება არა მარტო კომფორტს, არამედ მხედველობის შენარჩუნებასაც ნიშნავს. მსგავსი ნაბიჯები ცხადყოფს, რომ მეცნიერება ემოციის დონეზეც აღწევს.“
ხშირად დასმული კითხვები
1. რა არის ცრემლსადენი ორგანოიდი?
→ ეს არის ლაბორატორიაში გაზრდილი პატარა ჯირკვალი, რომელიც იმეორებს ადამიანის ცრემლის ჯირკვლის ფუნქციას.
2. ტირიან რეალურად?
→ დიახ! რეაგირებენ ჰორმონებზე და გამოყოფენ სითხეს, რომელიც სტრუქტურით და შემადგენლობით წააგავს ნამდვილ ცრემლს.
3. როგორ გამოიყურება ეს ცრემლები?
→ მდიდარია ცილებითა და ფერმენტებით, რომლებიც იცავს თვალის ზედაპირს.
4. როდის იქნება ხელმისაწვდომი მკურნალობისთვის?
→ ჯერ კვლევის ფაზაშია. კლინიკური ცდების დაწყება შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში.
5. ჩასანერგია ადამიანში?
→ მომავლის მიზანი სწორედ ესაა — ფუნქციური ჩანაცვლება დაზიანებული ჯირკვლებისა.
6. გამოიყენება კოსმეტიკის ინდუსტრიაში?
→ დიახ. ეს არის არაცხოველური ტესტირების უპირატესობა — ადამიანის ქსოვილზე, ეთიკური და ზუსტი.
7. შეიძლება რომ ემოციებზე რეაგირებდეს?
→ ორგანოიდი რეაგირებს სტრესსა და ადრენალინზე — რაც ბუნებრივ ემოციურ მექანიზმებს იმეორებს.
8. სხვა ორგანოებიც შეიძლება ასე გავზარდოთ?
→ უკვე გაჩნდა ლაბორატორიული კანი, ღვიძლი, ნაწლავი და თირკმელი. ცრემლის ჯირკვალი კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია ამ გზაზე.
წყაროები
1. Van der Vaart J, et al. Functional human tear gland organoids grown from stem cells. Cell Stem Cell. 2025; doi:10.1016/j.stem.2025.06.004
2. Hubrecht Institute, UK. Press Release, July 2025
3. Dua HS et al. Tear film and ocular surface in health and disease. Surv Ophthalmol. 2022. doi:10.1016/j.survophthal.2022.01.002
4. WHO. Global burden of eye disease. Geneva: WHO; 2023.
5. Zhang Y, et al. Hormonal response of engineered lacrimal gland organoids. Nat Biomed Eng. 2024. doi:10.1038/s41551-024-00981-x
6. National Eye Institute. Dry Eye Statistics. 2024
7. OECD. Alternatives to animal testing. 2023
8. Science Pulse. Tiny Glands That Cry. 2025.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და საავადმყოფო გამოსახულება

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ეს განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში…

რა არის გამოსავალი? - ჯანმო: ყოველი მეათე მოზარდი მსოფლიოში სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ თამაშებზეა დამოკიდებული
#post_seo_title

OpenAI-ის გენერალურმა დირექტორმა სემ ალტმანმა განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი სულ უფრო მეტად ეყრდნობა ჩატბოტ ChatGPT-ს გადაწყვეტილებების მიღებისას – წერს Business Insider-ი.

გამოცემის ინფორმაციით, ამ კვირაში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ორგანიზებულ საბანკო კონფერენციაზე გამოსვლისას ალტმანმა შეშფოთება გამოთქვა იმ ტენდენციის გამო, რომელსაც ის აღწერს, როგორც “ემოციური დამოკიდებულების გადაჭარბებულ ფორმას” ChatGPT-ზე. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში.

„ადამიანები ზედმეტად ეყრდნობიან ChatGPT-ს. არიან ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ: “ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ ჩემს ცხოვრებაში, თუ ყველაფერს არ მოვუყვები ChatGPT-ს. მას ესმის ჩემი, იცნობს ჩემს მეგობრებს, გავაკეთებ ყველაფერს, რასაც მეტყვის.” ეს სულაც არ მომწონს,“ — განაცხადა ალტმანმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კვლევამ აჩვენა, რომ ძალისმიერი ვარჯიში სპეციფიკურად ააქტიურებს MKK3b/6 → p38 → MK2 → mTORC1 სიგნალიზაციის კასკადს. ეს გზა იწვევს ცილის სინთეზს და კუნთოვანი ბოჭკოების ზრდას

ვარჯიშები
#post_seo_title

1. MKK3b‑p38‑MK2‑mTORC1 სიგნალურ გზაზე დაფუძნებული ახალი მოლეკულური მექანიზმი 2025 წლის მაისში ჟურნალ Nature Metabolism-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძალისმიერი ვარჯიში სპეციფიკურად ააქტიურებს MKK3b/6 → p38 → MK2 → mTORC1 სიგნალიზაციის კასკადს. ეს გზა იწვევს ცილის სინთეზს და კუნთოვანი ბოჭკოების ზრდას.

2. ლოკალური,მეტაბოლური სტრესი კუნთის ჰიპერტროფიისათვის და გამძლეობისათვის Frontiers ინსპირირებული კვლევა (2025) გამოქვეყნებული მიმოხილვა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ უწყობს ხელს მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს მეტაბოლიტების (მაგ. ლაქტატის) დაგროვება არა მხოლოდ კუნთის ჰიპერტროფიაზე, არამედ კუნთების გამძლეობაზეც.

თუმცა, ზომიერ დონეზეც კი, ისეთი ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა BFR (სისხლის ნაკადის შეზღუდვა), შეიძლება ერთდროულად ხელი შეუწყოს მასასი, ძალასა ზრდაზე პრაქტიკული მნიშვნელობა:

• სეტები კუნთის უარამდე, მოკლე დასვენების პერიოდებით და სისხლის მიმოქცევის ნაწილობრივი შეზღუდვიღ შეიძლება მძიმე დატვირთვების ალტერნატივა იყოს, რაც ტრავმის რისკს ამცირებს. თუმცა რა თქმა უნდა არის ბევრი ფაქტორი,რომელიც წინაამღდეგობაში მოდია ამ დასკვნასთან. დავუშვათ ის,რომ საშუალო ან დაბალი ინტენსივობოს დატვირთვა არ უქმნის პასიურ აპარატს საადაპტაციო გარემოს,და ამ შემთხვევაში დიდი წონების აწევა უფრო ზრდის ტრავმის რისკს .ასევე გასარკვევია ხანგრძლივ პერსპექტივაში რამდენად ხდება 2-x ბოჭკოების ჰიპერტროფია ,რომელიც კლასიკური ძალისმიერი ტრებინგის დროს მუშაობს ყველაზე აქტიურად.

⸻ Concurrent training – გავლენა კუნთების ზრდაზე და გამძლეობაზე 2024–2025 წლების მეტაანალიზები და რანდომიზებულმა კონტროლირებადმა კვლევებმა აჩვენა ორაზროვანი ეფექტი ძალისმიერი და აერობული ვარჯიშების (კონკორენტული ტრენინგის) შერწყმისას: Key insight: ერთი მხრივ, ძალიან ხშირმა მაღალი მოცულობის აერობულმა ვარჯიშმა შეიძლება შეანელოს ძალისა და ჰიპერტროფიის ზრდა. მეორე მხრივ, თუ ინტენსივობას, სიხშირესა და მონაცვლეობას სწორად დაარეგულირებთ, ძალისმიერი და აერობული ვარჯიში ერთმანეთს ავსებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვარჯიშები იყოფა და აერობულ ვარჯიშსზე მეტად ძალას ენიჭება უპირატესობა.

შედეგი: როდესაც ძალისმიერი ვარჯიში პირველ ადგილზეა, ძალისმიერი მაჩვენებლები და სხეულის შემადგენლობა უმჯობესდება; როდესაც აერობული ვარჯიში დაბალანსებულია დროში, კონფლიქტი ადაპტაციაში არ მოხდება.

⸻ MKK3b/6 → p38 → MK2 → mTORC1, როგორც ჩანს, კუნთების ზრდის ერთ-ერთი მთავარი „გადამრთველია“.

• მეტაბოლურ სტრესს (განსაკუთრებით BFR-ის მეშვეობით) შეუძლია ეფექტურად მოახდინოს ანბოლურ რეაქციების სტიმულირება.

• კონკორენტული ტრენინგი ყოველთვის არ უშლის ხელს ჰიპერტროფიას, და ძალის ზრდას.

წყარო

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights