გიორგი ფხაკაძე ნინო წილოსანს მადლობას უხდის: „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იგი დღეს უკვე სისტემურ დონეზე განიხილება – გულწრფელ მადლობას გიხდით პარლამენტის კომისიაში წამლების ბაზართან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის“
მიხეილ სარჯველაძე: სამართლიანი რეგულირება ნიშნავს იმას, რომ ოპტიმალურ ფასად, სამართლიან ფასად მიეწოდებოდეს მედიკამენტი პაციენტს და მეორეს მხრივ, მოხერხებადი იყოს ბიზნესისთვის
სამართლიანი რეგულირება ნიშნავს იმას, რომ ოპტიმალურ ფასად, სამართლიან ფასად მიეწოდებოდეს მედიკამენტი პაციენტს და მეორეს მხრივ, მოხერხებადი იყოს ბიზნესისთვის, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ იმ მედიკამენტების რაოდენობა გაიზრდება, რომელზეც რეფერენტული ფასები იმოქმედებს.
„ვფიქრობ, ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნადაა გადასადგმელი ნაბიჯები და [სია გასაფართოებელია]. ფაქტია, რომ იმ მედიკამენტებზე, რომელზეც რეფერენტული ფასები ვრცელდება, იქ სამართლიანი ფასებია უზრუნველყოფილი. სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ გვაქვს არასწორი საფასო პოლიტიკის შემთხვევები. სამართლიანი რეგულირება ნიშნავს იმას, რომ ოპტიმალურ ფასად, სამართლიან ფასად მიეწოდებოდეს მედიკამენტი პაციენტს და მეორეს მხრივ, მოხერხებადი იყოს ბიზნესისთვის, რომ მოგების მიღება მაინც შეძლოს, თუნდაც სამართლიან ფასად აწვდიდეს კონკრეტულ მედიკამენტს პაციენტს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობთ, რომ უნდა გაფართოვდეს წრე იმ მედიკამენტებისა, რომელზეც დაწესდება რეფერენტული ფასები. სახელმწიფო აქტიურად ჩაერევა იმ პროცესში, რომ რაც შეიძლება მეტად და ეფექტიანად დავიცვათ მომხმარებლების ინტერესი
თუკი ბიზნესისგან მოდის ეს ინიციატივა, რომ გადაიხედოს მედიკამენტების რეფერენტული ფასები, ვშიშობ ამ შემთხვევაში იგულისხმება მოთხოვნა ფასების გაზრდასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტების ფასებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ყველა მედიკამენტის რეფერენტული ფასი სამართლიანადაა დადგენილი.
„ჩვენ ვნახულობთ დაახლოებით ჩვენი ზომის ოთხ სახელმწიფოში არსებულ ფასებს იმავე მედიკამენტზე, რაზეც ვადგენთ რეფერენტულ ფასებს, ანუ ზღვარს, რომლის ზემოთაც არ შეიძლება ღირდეს კონკრეტული მედიკამენტი. ბიზნეს რა თქმა უნდა სურვილი აქვს, რომ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს მიიღოს მეტი მოგება, ჩვენ ვალდებული ვართ ბიზნესის ინტერესი მივიღოთ მხედველობაში, მაგრამ ჩვენთვის უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მომხმარებლის ინტერესი.
ვფიქრობთ, რომ უნდა გაფართოვდეს წრე იმ მედიკამენტებისა, რომელზეც დაწესდება რეფერენტული ფასები. ამას არა უბრალოდ ბაზარი დაარეგულირებს, არამედ სახელმწიფო აქტიურად ჩაერევა იმ პროცესში, რომ რაც შეიძლება მეტად და ეფექტიანად დავიცვათ მომხმარებლების ინტერესი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ოპტიმალურ ფასად მიიღოს მედიკამენტი პაციენტმა და მეორე მხრივ ისე დაგეგმოს საკუთარი ბიზნესი ნებისმიერმა მხარემ, რომ ამ ფარგლებში უზრუნველყოფდეს საკუთარი მოგების წილის არსებობას. სხვაგვარად ალბათ ძალიან გაგვიჭირდება ურთიერთობა.
ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ სხვა ქვეყანაში რა ფასადაც შესაძლებელია, რომ იყოს მედიკამენტი, საქართველოშიც გვინდა, რომ იმავე ფასად ხდებოდეს მედიკამენტის შეძენა პაციენტის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია. თუკი რომელიმე ქვეყანაში აღმოჩნდება, რომ რომელიმე მედიკამენტზე ფასის შეცვლის საჭიროება დადგა, ჩვენ ამას პერიოდულად განვიხილავთ და იქ, სადაც ასეთი საფუძველი იკვეთება არ ვაყოვნებთ გადაწყვეტილების მიღებას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
2021 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება
2021 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება.
ამასთან, ლეგალიზებული კომპენსაციის დაბრუნების თაობაზე საქმეებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები შეწყდება.
აღნიშნულ ცვლილებებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ პირველი მოსმენით წარადგინა.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია, რომლის შედეგად, შესაბამისი პირები/გარდაცვლილი პირების მემკვიდრეები სახელმწიფოს მიმართ კომპენსაციის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან გათავისუფლდებიან.
ანალოგიური ცვლილებები ხორციელდება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებში.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება შეეხება 1685 პენსიონერს, კომპენსაციის მიმღებ 250 პირს, სოციალური პაკეტის მიმღებ 300-ზე მეტ ოჯახს და საარსებო შემწეობის მიმღებ 1400-ზე მეტ ოჯახს. მთლიანობაში ლეგალიზებას დაექვემდებარება დაახლოებით 4,5 მლნ ლარი“, – განაცხადა მომხსენებელმა.
კომიტეტის სხდომაზე ასევე, პირველი მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირებს, აგრეთვე მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით კომპენსაციის მიმღებ ოჯახის წევრებს, რომლებსაც კომპენსაცია დანიშნული აქვთ 2006 წლის 1 იანვრამდე და იღებენ აღნიშნულ კომპენსაციას ე.წ. შენარჩუნებული უფლების ფარგლებში, კომპენსაცია გადაუანგარიშდებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად.
კომიტეტის წევრებმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი დაუჭირეს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება. მედიკამენტებზე, რომლებზეც ვრცელდება რეფერენტული პოლიტიკა, სამართლიანი ფასებია უზრუნველყოფილი, სხვა შემთხვევაში გვხვდება არასწორი საფასო პოლიტიკის შემთხვევები“ – მიხეილ სარჯველაძე
ფაქტია რომ იმ მედიკამენტებზე, რომელზეც ვრცელდება რეფერენტული პოლიტიკა, უზრუნველყოფილია სამართლიანი ფასები. სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, გვხვდება არასწორი საფასო პოლიტიკის შემთხვევები, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება.
„როდესაც ვსაუბრობთ თავისუფალ რეჟიმში მედიკამენტების მიმოქცევაზე, სამწუხაროდ, შესაძლოა გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს. ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება, რაც გულისხმობს იმას, რომ მედიკამენტები პაციენტებს მიეწოდებოდეთ ოპტიმალურ, სამართლიან ფასად და მეორე მხრივ, ბიზნესისთვისაც იყოს შესაძლებელი მოგების მიღება.
თუმცა აქ პრობლემების ჩამონათვალი არ მთავრდება. სამწუხაროდ, კვლავ გვხვდება კომერციული გავლენით მედიკამენტების დეფიციტის შექმნის ფაქტები. ამ კუთხით აქტიური რეგულირება დაგვჭირდება და აუცილებელია პრევენციული ზომების გატარება, რათა არსებობდეს მკაფიო ვალდებულება – პაციენტებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ყველა საჭირო მედიკამენტზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა და ამავდროულად, შენარჩუნდეს სამართლიანი ფასი. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის რეგულირება სამართლიანია, რადგან ის პაციენტებს იცავს გაზრდილი, ჭარბი ფასებისგან. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და ვფიქრობ, მის საპირისპიროდ რაიმე წონადი და მნიშვნელოვანი არგუმენტი ობიექტურად არ მოიპოვება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რამდენად ეთიკურია, თუკი შესაძლებელი იყო რეფერენტული ფასების დაწესება, რატომ არ გააკეთა სექტორმა ეს იქამდე, ვიდრე ამ საქმეს სახელმწიფომ არ ითავა – მიხეილ სარჯველაძე ეთიკის პრობლემა ნაკლებად ხედავს, რადგან ბიზნესის არსი მაინც ისაა, რომ ის ყოველთვის მიდრეკილია, ნაკლებად სოციალურ პასუხისმგებლობაზე. სახელმწიფოს როლი კი აქ გაცილებით მნიშვნელოვანია
კონკურენციის მიმართულებით აუცილებლად, მუდმივად თვალ-ყურის დევნება სჭირდება თვითონ სექტორს და ამის დასტურია კონკურენციის სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რამდენიმე გამოკვლევა ამ მიმართულებით, რომელიც ფარმაცევტულ სექტორს შეეხებოდა, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
კითხვაზე, რამდენად ეთიკურია, თუკი შესაძლებელი იყო რეფერენტული ფასების დაწესება, რატომ არ გააკეთა სექტორმა ეს იქამდე, ვიდრე ამ საქმეს სახელმწიფომ არ ითავა, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აქ იგი ეთიკის პრობლემა ნაკლებად ხედავს, რადგან ბიზნესის არსი მაინც ისაა, რომ ის ყოველთვის მიდრეკილია, ნაკლებად სოციალურ პასუხისმგებლობაზე. სახელმწიფოს როლი კი აქ გაცილებით მნიშვნელოვანია.
„რეფერენტულ ფასებამდე თუ რატომ არ მოხდა თვითრეგულირების რეჟიმში ფასების ოპტიმიზაცია, აქ ორ საკითხს ვიტყოდი: მე აქ ეთიკის პრობლემა ნაკლებად მგონია, რადგან ბიზნესის არსი მაინც ისაა, რომ ის ყოველთვის მიდრეკილია, რა თქმა უნდა, ნაკლებად სოციალურ პასუხისმგებლობაზე და უფრო მეტად, მოგების მაქსიმალურად მიღებაზე იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობა მას აძლევს მოქმედი კანონმდებლობა, არსებული ბიზნეს-გარემო და ასე შემდეგ. ამიტომ, აქ სახელმწიფოს როლი გაცილებით მნიშვნელოვანია.
ამდენად, აქ ეთიკასთან მიმართებით ნაკლებად მექნება კითხვები, მაგრამ რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, რომ კონკურენცია როგორც ასეთი, სამწუხაროდ, თავისთავად ვერ უზრუნველყოფდა სამართლიანი ფასების შენარჩუნებას. ეს კი ნამდვილად აქტუალური კითხვაა. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ კონკურენციის მიმართულებით აუცილებლად, მუდმივად თვალ-ყურის დევნება სჭირდება თვითონ სექტორს და ამის დასტურია კონკურენციის სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რამდენიმე გამოკვლევა ამ მიმართულებით, რომელიც ფარმაცევტულ სექტორს შეეხებოდა და იქ საკმაოდ მწვავე პრობლემები იყო გამომზეურებული – დაწყებული არაკეთილსინდისიერი მარკეტინგიდან, დამთავრებული ცალკეული საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები. ამდენად, ამ ყველაფერს ბუნებრივია, ანგარიშის გაწევა სჭირდება, სჭირდება მუდმივად დაკვირვება და პერმანენტულად რელევანტური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოახდენს იმის პრევენციას, რასაც ჰქვია, დაწყებული კარტელური გარიგებებიდან, დამთავრებული მაგალითად, ცალკეული პოლიფარმაციასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა“, – აღნიშნა მინისტრმა.
„საკანონმდებლო პაკეტი ეხება სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის თვისობრივად ახალ მოდელზე გადასვლას“ – „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად.
კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ეხება სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის თვისობრივად ახალ მოდელზე გადასვლას.
მომხსენებლის ინფორმაციით, ერთიან ცენტრალურ სისხლის დაწესებულებასთან ერთად, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემა ასევე იმ სისხლის დაწესებულებებს, რომლებიც დღეისთვის ფლობენ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას.
მისივე განმარტებით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უანგარო დონაციის პრინციპზე ეტაპობრივად გადასვლას 2030 წლის 1 აპრილამდე, რათა შესაძლებელი გახდეს 100%-იანი შედეგის მიღწევა.
კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„მადლობას ვუხდი ქალბატონ ნინო წილოსანს. მადლობა ამ შეკითხვისთვის!“ – რატომ უხდის მადლობას გიორგი ფხაკაძე ნინო წილოსანს
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე დეპუტატ ნინო წილოსანს მადლობას უხდის.
მამოგრაფია – საინფორმაციო ბუკლეტი (ქალთა ჯანმრთელობა)
მამოგრაფია – საინფორმაციო ბუკლეტი (ქალთა ჯანმრთელობა)
მამოგრაფია არის რენტგენის სკანირების პროცედურა, რომელიც გამოიყენება მკერდის კიბოს ადრეული ნიშნების გამოსავლენად. ეს ტესტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია კიბოს აღმოჩენა ადრეულ სტადიებზე, როდესაც მკურნალობის შანსი გაცილებით მაღალია. ეს ბუკლეტი მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ტარდება მამოგრაფია, როდის არის რეკომენდირებული მისი გაკეთება და რას უნდა ელოდოთ პროცედურის დროს.
რა არის მამოგრაფია და რატომ ტარდება?
მამოგრაფიის მიზანი
როგორ მოქმედებს?- მამოგრაფია არის სპეციალური რენტგენის სკანირება, რომელიც აფიქსირებს მკერდის ქსოვილს და ამოწმებს შესაძლო ცვლილებებს ან კიბოს ნიშნებს. ტესტი გეხმარებათ მკერდის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენაში, სანამ სიმპტომები გამოჩნდება.
პრევენციული ჯანმრთელობა
ადრეული გამოვლენა და მკურნალობა: მამოგრაფია საშუალებას აძლევს ექიმებს, შეამჩნიონ კიბოს ნიშნები მის ადრეულ სტადიაზე, რაც ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსებს. ტესტი არის პრევენციული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი მკერდის კიბოს წინააღმდეგ.
ვისთვის და როდის არის რეკომენდირებული მამოგრაფია?
რეკომენდაციები ასაკის და რისკის ფაქტორების მიხედვით
რეკომენდირებული სიხშირე: ქალებისთვის 40 წლიდან ზემოთ, მამოგრაფია რეკომენდირებულია ყოველ 1-2 წელიწადში ერთხელ. სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, რისკის ფაქტორების და ოჯახის ისტორიის მიხედვით.
მაღალი რისკის ჯგუფები
როდესაც საჭიროა უფრო ხშირი ტესტირება: თუ გაქვთ მკერდის კიბოს რისკის მაღალი ფაქტორები, მაგალითად, ოჯახის წევრებს ჰქონდათ მკერდის კიბო ან გენეტიკური მუტაციები (მაგალითად, BRCA1 ან BRCA2 გენი), ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო ხშირად მამოგრაფიის ჩატარება.
როგორ ტარდება მამოგრაფია?
პროცედურის ხანგრძლივობა – მამოგრაფია ჩვეულებრივ გრძელდება დაახლოებით 20 წუთი. პროცედურის დროს თითოეული მკერდი მოთავსდება აპარატში, რომელიც მსუბუქად აწვება ქსოვილს, რათა მიიღოს სუფთა და მკაფიო გამოსახულება.
რა უნდა ველოდოთ პროცედურის დროს?
საჭირო მოსამზადებელი ნაბიჯები: მამოგრაფიის დროს მცირე ზეწოლა ან დისკომფორტი არის ნორმალური, თუმცა ტკივილი არ უნდა იყოს ძლიერი. პრესი აუცილებელია, რათა რენტგენის აპარატმა მაქსიმალურად მკაფიო გამოსახულება მიიღოს.
მამოგრაფიის შედეგები და მათი განხილვა
როდის იქნება შედეგები?- მამოგრაფიის შედეგები ჩვეულებრივ მზად არის რამდენიმე დღეში. თუ ტესტის შედეგებში გამოვლინდება რაიმე საეჭვო ცვლილებები, ექიმი გირჩევთ დამატებით ტესტებს, როგორიცაა ულტრაბგერითი სკანირება ან ბიოფსია.
ნორმალური და არანორმალური შედეგები
რა უნდა ველოდოთ?- ნორმალური შედეგები მიუთითებს, რომ თქვენს მკერდში არ არის საეჭვო ცვლილებები. თუ შედეგები აჩვენებს რაიმე არანორმალურს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაქვთ კიბო, მაგრამ საჭიროა დამატებითი გამოკვლევა დიაგნოზის დასაზუსტებლად.
პროცედურის შემდეგ მოვლა და პრევენცია
რეგულარული სკრინინგი – მამოგრაფიის რეგულარულად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული გამოვლენისთვის. რაც უფრო ადრე გამოვლინდება კიბოს ნიშნები, მით უფრო მაღალია წარმატებული მკურნალობის შანსი.

პირად ჯანმრთელობაზე ზრუნვა
კიბოს რისკის შემცირება: რეგულარული მამოგრაფიის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. კვების დაბალანსებული რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა და შაქრიანი და ცხიმიანი საკვების მიღების შემცირება ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს.
დასკვნა
მამოგრაფია არის მკერდის კიბოს ადრეული გამოვლენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური გზა. რეგულარული სკრინინგი და პრევენციული ზომები გეხმარებათ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელი მკერდი და თავიდან აიცილოთ სერიოზული დაავადებები. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან მამოგრაფიის პროცედურასთან დაკავშირებული ეჭვები, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოყენების ინსტრუქცია: დააკლიკეთ ბმულს PDF ფაილისთვის. ფაილი A4 ფორმატშია და მარტივად დაიბეჭდება ფერად პრინტერზე. ამობეჭდეთ და განათავსეთ თქვენს დაწესებულებაში. სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ თქვენი ლოგო. გამოყენება არის სრულიად უფასო.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: მასალა განკუთვნილია საგანმანათლებლო მიზნებისთვის და არ ცვლის პროფესიონალურ სამედიცინო რჩევას.
მომზადებულია: “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ “საქართველოს პაციენტთა საბჭოს ინიციატივის” ფარგლებში.
ყველა ექიმს ვულოცავთ ექიმების საერთაშორისო დღეს! – 30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა
30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა.
ვულოცავთ საქართველოს მედიკოსებს, რომლებიც ყოველდღიურად და ურთულეს პირობებში უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.
გისურვებთ ჯანმრთელობას და გამარჯვებებს!
პროფესიული დღის ოფიციალურად გამოცხადების დოკუმენტს, 1990-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოაწერა ხელი. მოგვიანებით, ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დამკვიდრდა.










