პარასკევი, მაისი 8, 2026

რას ნიშნავს ეს ნიშანი სინამდვილეში? ნამდვილად იცავს თუ არა თქვენს ჯანმრთელობას? რატომ არის GMP (Good Manufacturing Practice) გაცილებით ძლიერი გარანტია?

რას ნიშნავს ეს ნიშანი სინამდვილეში? ნამდვილად იცავს თუ არა თქვენს ჯანმრთელობას? რატომ არის GMP (Good Manufacturing Practice) გაცილებით ძლიერი გარანტია?

„ISO 22000“ vs „GMP“ — ოქროს ლოგო, მაგრამ რეალური გარანტია სად არის?

ბაზარზე უამრავ საკვებ დანამატს ვხვდებით, რომელთა შეფუთვაზეც გამოსახულია ლამაზი ლოგოები, მათ შორის — ISO 22000:2018.
მაგრამ რას ნიშნავს ეს ნიშანი სინამდვილეში? ნამდვილად იცავს თუ არა თქვენს ჯანმრთელობას? და რატომ არის GMP (Good Manufacturing Practice) გაცილებით ძლიერი გარანტია?
ISO 22000:2018 — რა არის ეს?
ISO 22000:2018 არის სურსათის უსაფრთხოების მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტი.
ეფუძნება HACCP პრინციპებს — რისკების ანალიზი და კრიტიკული წერტილების კონტროლი.
ვრცელდება მთელ საწარმოზე და პროცესებზე (ნედლეულის მიღებიდან, წარმოებამდე და დისტრიბუციამდე).
სერტიფიკატი გაიცემა კომპანიაზე, და არა კონკრეტულ პროდუქტზე.
მნიშვნელოვანი: ISO ლოგო არ ნიშნავს, რომ თქვენი კონკრეტული ფლაკონი შემოწმებულია ან კლინიკურად დამტკიცებულია.
დადებითი მხარეები
გვიჩვენებს, რომ საწარმო მართავს სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მინიმალურ საკვებ უსაფრთხოებას.
ასახავს გარემოსა და პროცესების კონტროლს (ჰიგიენა, ტრასაბელურობა, HACCP).
მომხმარებლისთვის არის დამხმარე სიგნალი, რომ ქარხანას მინიმალური სტანდარტები აქვს.
შეზღუდვები
არ ამტკიცებს ეფექტიანობას — ISO 22000 არ ნიშნავს, რომ დანამატი მუშაობს.
არ ამოწმებს კონკრეტულ პარტიას — ეს მხოლოდ სისტემურ აუდიტს ეხება, არა ფლაკონის ლაბორატორიულ ანალიზს.
ხშირად კომპანიები ISO ლოგოს იყენებენ როგორც მარკეტინგულ ხრიკს, თითქოს ეს იყოს „ხარისხის ოქროს ბეჭედი“.
GMP — რეალური გარანტია
GMP არის საერთაშორისო და იურიდიული მოთხოვნა (FDA, EMA, WHO).
მოიცავს მკაცრ წესებს წარმოების, აღრიცხვის, ჰიგიენის, შეფუთვისა და ტრასაბელურობისთვის.
რეგულატორი (FDA/EMA) ან მესამე მხარე (NSF, TÜV) ამოწმებს საწარმოს და გასცემს ოფიციალურ სერტიფიკატს.
ეს ნიშნავს, რომ თითოეული პარტია დამზადებულია კონკრეტული წესების დაცვით.
სწორედ ამიტომ GMP არის მინიმალური საერთაშორისო სტანდარტი ყველა სანდო საკვები დანამატისთვის.
ISO 22000 vs GMP – ძირითადი განსხვავებები
პარამეტრი ISO 22000:2018 GMP (Good Manufacturing Practice)
ტიპი ნებაყოფლობითი საერთაშორისო სტანდარტი იურიდიული მოთხოვნა
ფოკუსი უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა პროდუქტის ხარისხი და წარმოება
სერტიფიკატის ობიექტი საწარმო/პროცესი საწარმო და კონკრეტული პროდუქტი
ინსტრუმენტი HACCP, რისკების ანალიზი დეტალური პრაქტიკული წესები
მომხმარებლის გარანტია პროცესების კონტროლი პროდუქტის ხარისხი და რეგულატორის გარანტია
რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა საქართველოში
თუ დანამატს მხოლოდ ISO 22000 ლოგო აქვს, ეს არ არის საკმარისი გარანტია.
აუცილებელია, რომ პროდუქტს ჰქონდეს:
GMP სერტიფიკატი
პარტიის მიხედვით CoA (Certificate of Analysis)
რეგისტრაცია საქართველოს ბაზარზე
ამის შემოწმება შეგიძლიათ www.supplement.ge
— ოფიციალურ პლატფორმაზე, სადაც მოცემულია „რეკომენდებული“ და „არარეკომენდებული“ დანამატები PHOG-ის (საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) მიერ.
დასკვნა
ISO 22000:2018 არის სასარგებლო სიგნალი, მაგრამ არ არის ხარისხის გარანტია.
მხოლოდ GMP + რეალური ლაბორატორიული სერტიფიკატები იძლევა მომხმარებლისთვის ნამდვილი უსაფრთხოების გარანტიას.
„ლამაზი ლოგო“ არ უნდა შეცვალოს ფაქტები — მოითხოვეთ მეტი გამჭვირვალობა!
მეტი სანდო და უახლესი ინფორმაცია იხილეთ:
– შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
ლიტერატურა (Vancouver სტილი):
International Organization for Standardization. ISO 22000:2018 – Food safety management systems [Internet]. Geneva: ISO; 2018.
World Health Organization. Good manufacturing practices for health products. Geneva: WHO; 2021.
European Medicines Agency (EMA). GMP certificates and inspections [Internet]. EMA; 2023.
FAO/WHO Codex Alimentarius. General Principles of Food Hygiene. Rome: FAO; 2020.

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება –

#post_seo_title

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტის დაფინანსების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ხოლო განაცხადების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

„მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომლის დაწყებაც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თბილისის მერია პირველი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს, რაც ძვირად ღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი, შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ქმედუნარიანები ხდებიან და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მოქალაქე განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში.

„ბევრჯერ მითქვამს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება დავუდგებით გვერდით. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. თუ გადავხედავთ სტატისტიკას ვნახავთ, რამდენი დახმარებაა გაცემული ჩვენი შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მიერ – სხვადასხვა სოციალური პროგრამები გვაქვს, ოპერაციებს ვაფინანსებთ და ა.შ.

თბილისის მერიის აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა კი ექნებათ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ქულა DAS28 ინდექსით არის 3.2 ან მასზე მეტია. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსების მისაღებად, განცხადებას უნდა ერთვოდეს:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის საინფორმაციო ბარათი;

ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე;

ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგ ჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ;

კონსილიუმის ვადიანი დასკვნა, პაციენტისთვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;

კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;

სხვა დოკუმენტი, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ჩემს პატარას ჩუჩა არ ეწევა ასოზე და წავიყვანო ქირურგთან???“ – ინგა მამუჩაშვილი რეკომენდაციებს გვიზიარებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
#post_seo_title

მედიცინის მეცნიერაბათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„კითხვაჩემს პატარას ჩუჩა არ ეწევა ასოზე და წავიყვანო ქირურგთან???

პასუხიარავითარ შემთხვევაში ძალით არ გადაუწიოთ, თუ არ აქვს შარდვის პრობლემა და გამოხატული ანთებითი პროცესი, ამ პროცედურას ძველად ატარებდნენ თითქმის ყველა ახალშობილზე, თანამედროვე გაიდლაინებით დღეს იკრძალებაჩუჩის (ღერძის) ძალით გადაწევა — ანუ მაშინ, როცა ის ჯერ ბუნებრივად არ აქვს მოშორებული — სერიოზულ გართულებებს იწვევს. ძირითადად ესენია:
ტრავმა და ტკივილი:
ძალით გადაწევამ შეიძლება დააზიანოს ჩუჩისა და ასოს თავის კანი, რაც ძლიერი ტკივილით და ბავშვის პანიკით შეიძლება დასრულდეს.
მიკროტკივლები და სისხლდენა:წვრილი კაპილარების დაზიანებით ჩნდება სისხლდენა ან შეშუპება.
შეწებება და ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნა!
გადაჭარბებულმა ჩარევამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწიბურების წარმოქმნა და შეწებება, რაც ზრდის შემდგომი ფიმოზის ან პარაფიმოზის რისკს.
პარაფიმოზის განვითარება
ეს არის მწვავე მდგომარეობა, როცა ჩუჩა უკან იწევს და ვეღარ ბრუნდება უკან — ასოსთავს შემოეჭირება და იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას რაც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.ინფექციის შეჭრა
დაზიანებულ კანში ადვილად ხვდება ბაქტერიები და ვითარდება ბალანოპოსტიტი (ასოსთავის და ჩუჩის ანთება) დაიმახსოვრეთ, რომ თუ ბავშვს ჩუჩა ჯერ ბუნებრივად არ აქვს მოშორებული — ნუ აიძულებთ. ის ჩვეულებრივ ასაკთან ერთად თავად განცალკევდება (ზოგჯერ 3–7 წლის ასაკშიც კი), თუმცა ზოგჯერ არსებობს სამედიცინო ჩვენებაც ამ მანიპულაციისთვის!!!
ყოველთვის ჯობია პედიატრის კონსულტაცია, ვიდრე მანიპულაციური ჩარევის თვითნებური განხორციელება!!!“
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დუშეთში სასწრაფოს ექიმებმა ტურისტი სიკვდილს გადაარჩინეს

დუშეთში სასწრაფოს ექიმებმა ტურისტი სიკვდილს გადაარჩინეს

დუშეთის რაიონული სამსახურის პირველი ბრიგადა გამოძახებაზე იმყოფებოდა, როდესაც ახალი გამოძახება მიიღო.

ლოზუნგი – სასუნთქ გზებში უცხო სხეული.

აღმოჩნდა, რომ საქართველოში, სტუმრად მყოფი ტურისტების ოჯახი სადილზე გზად მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შეყოვნდა. სადილობისას ერთ-ერთ მათგანს, ახალგაზრდა ქალს მოულოდნელად რაღაც გადასცდა, როგორც შემდეგ გაირკვა, ხორცის ნაჭერი და დაეწყო ზედა სასუნთქი გზების სრული ობსტრუქცია.

ექიმი ლიანა ნათელაშვილი, ადგილზე მისულებს დაგვხვდა სრული პანიკა და დაბნეულობა. წამებში მოხდა პაციენტის მდგომარეობის შეფასება და დავიწყეთ ჰეიმლიკის მანევრის ჩატარება, რომელიც დაახლოებით 45-50 წუთი გაგრძელდა. აქვე უნდა აღვნიშნო აღნიშნული კვების ობიექტის თითოეული წევრის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩართულობა. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის.
ერთ-ერთი მანიპულაციის დროს პაციენტმა ხმის ამოღება შეძლო და ექიმო, მიშველეო -მომმართა. როგორც კი შევძელით პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება, სასწრაფო წესით ჰოსპიტალიზაციის პროცესი დავიწყეთ. გადავიყვანეთ სასწრაფო დახმარების მანქანაში, ავიყვანეთ მონიტორზე და სტაბილურ მდგომარეობაში თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შევიყვანეთ.“
ექიმ ლიანა ნათელაშვილის თქმით, აუცილებლად აღსანიშნავია მისი გუნდის წევრების ექთანის ეკატერინე გელოვანისა და სასწრაფო დახმარების მძღოლის დემურ გვრიტიშვილის მაღალი პროფესიონალიზმი. ამ უკანასკნელმა, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტისკენ მიმავალი გზა საცობის გამო თითქმის სრულად იყო პარალიზებული, შეუძლებელი შეძლო და ბრიგადის წევრები გამოძახების ადგილას ოპერატიულად მიიყვანა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

BCI ტექნოლოგიაში რევოლუციური მიღწევა – შექმნეს თავის ტვინის იმპლანტანტი, რომელსაც შეუძლია, ფიქრები მეტყველებად გარდაქმნას

BCI ტექნოლოგიაში რევოლუციური მიღწევა - შექმნეს თავის ტვინის იმპლანტანტი, რომელსაც შეუძლია, ფიქრები მეტყველებად გარდაქმნას

აზრების ტექსტად ან ხმად გადაყვანა უკვე რეალობაა —  მეცნიერები მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ თავის ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) ტექნოლოგიაში. ახლახან შექმნილ სისტემას შეუძლია, ჩვენი ფიქრები ტექსტად ან ხმად გარდაქმნას.

🧠 ამერიკელმა მეცნიერებმა მორიგი ნაბიჯი გადადგეს თავის ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) განვითარების მიმართულებით — მათ მიერ შექმნილ სისტემას შეუძლია ადამიანის ფიქრები რეალურ დროში ტექსტად ან ხმოვან მეტყველებად გარდაქმნას.

რა არის შინაგანი მეტყველების დეკოდერი?

ახალი BCI ტექნოლოგია მოქმედებს როგორც შინაგანი მეტყველების დეკოდერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამოიცნობს და გარდაქმნის იმ სიგნალებს, რომლებიც ტვინში ჩნდება, როცა ადამიანი უბრალოდ ფიქრობს ლაპარაკზე, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა მას ფიზიკურად საუბარი.

კვლევა ჩატარდა მძიმე პარალიზებული ოთხი პაციენტის მონაწილეობით, რომელთაც მეტყველების უნარი სრულად არ ჰქონდათ. შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა — სისტემამ 74%-მდე სიზუსტით შეძლო აზრების სიტყვებად გადმოცემა.


როგორ მუშაობს ტექნოლოგია?

BCI ეფუძნება ტვინში ჩადგმულ სპეციალურ იმპლანტს, რომელიც აფიქსირებს ნერვული აქტივობის ნიმუშებს. ეს ნიმუშები დაკავშირებულია ფონემებთან — მეტყველების ელემენტარულ ერთეულებთან. შემდეგი ნაბიჯი არის ამ ფონემების სიტყვებად და წინადადებებად გარდაქმნა, რაშიც მანქანური სწავლება (Machine Learning) აქტიურად გამოიყენება.

კვლევისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ფაქტი: ტვინის იმავე უბანში ჩნდება აქტივობა როგორც მაშინ, როცა ადამიანი ცდილობს ლაპარაკს, ისე მაშინაც, როცა ის მხოლოდ წარმოიდგენს სიტყვებს. ამ აქტივობების ერთმანეთისგან გარჩევა შესაძლებელი აღმოჩნდა, რაც ტექნოლოგიის სიზუსტეს მნიშვნელოვნად ზრდის.


სიტყვათა მარაგი და პერსონალიზაცია

ახალმა სისტემამ შეძლო 125,000-მდე სხვადასხვა სიტყვის ამოცნობა მხოლოდ ფიქრის საფუძველზე. ეს მიუთითებს BCI-ის პოტენციალზე, რომელსაც შეუძლია მკვეთრად შეცვალოს კომუნიკაცია საუბრის ან მოძრაობის უნარს მოკლებულ ადამიანებში.

თუმცა, მიუხედავად დიდი პროგრესისა, ტექნოლოგია ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია. საჭიროა სიზუსტის, რეაქციის სიჩქარის და ინდივიდუალურ მორგების გაუმჯობესება, რათა სისტემამ უკეთ მოახდინოს ადაპტაცია სხვადასხვა ადამიანზე.


კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ჩნდება კითხვებიც — როგორ დავიცვათ შინაგანი მონოლოგები, რომლებსაც ადამიანები კონფიდენციალურად აღიქვამენ?

მკვლევრებმა უკვე დაიწყეს ამ პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი: ერთ-ერთი შემოთავაზება არის “გაშიფვრის პაროლები”, რომლებიც გააქტიურებენ ან გამორთავენ ფიქრების გაშიფვრას. მსგავსი მექანიზმი უკვე გაიტესტა და 98%-იან სიზუსტეს მიაღწია.


მომავლის პერსპექტივა

2025 წელს BCI-ის მიმართულებით ბრწყინვალე მიღწევები დაფიქსირდა. წლის დასაწყისში გაჩნდა ტექნოლოგია, რომელიც ფიქრების გაშიფვრას რეალურ დროში ახერხებდა, თუმცა ის მხოლოდ ერთ ინდივიდზე იყო მორგებული. ახლანდელი კვლევა კი დიდ ნაბიჯს წარმოადგენს უნივერსალურობისა და მასობრივი გამოყენებისკენ.

🎙️ როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ნეირომეცნიერი ფრენკ ვილეტი აღნიშნავს:

„ვგრძნობთ რეალურ იმედს, რომ მომავალში BCI საშუალებას მისცემს ადამიანს სრულფასოვნად იკომუნიკაციოს ისე, როგორც ამას ბუნებრივ მეტყველებაში აკეთებს.“


დასკვნა

ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისების განვითარება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვისაც მეტყველების ან მოძრაობის სერიოზული შეზღუდვა აქვს. ტექნოლოგიის პროგრესი, რომელიც ფიქრებს ტექსტად და ხმად გარდაქმნის, მხოლოდ დასაწყისია — მომავალში ის შესაძლოა განუსაზღვრელ შესაძლებლობად იქცეს.

კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ფრჩხილები — თქვენი ჯანმრთელობის სარკე! – რას გვეუბნება ფრჩხილები?

რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, ასევე თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს
#post_seo_title

ფრჩხილები — თქვენი ჯანმრთელობის სარკე!

ფრჩხილები მხოლოდ ესთეტიკა არ არის. მათი ფერი, სიგრძე, სიძლიერე თუ ცვლილებები ხშირად მიუთითებს სხეულის საერთო მდგომარეობაზე. როგორც კანისა და თმის, ისე ფრჩხილების ჯანმრთელობაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს კვებას, ჰიდრატაციას და ზოგად ჯანმრთელობას.
რას გვეუბნება ფრჩხილები?
  • ყვითელი ფერი — შესაძლოა გამოწვეული იყოს ანტიბიოტიკებით, სოკოთი, ინფექციით ან ფსორიაზით.
  • თეთრი ლაქები — შეიძლება მიუთითებდეს თირკმელების დაავადებაზე, სოკოზე, ტრავმაზე ან ფსორიაზზე.
  • ხვრელები და ჩაღრმავებები — ხშირია ფსორიაზისას.
  • მტვრევადი ფრჩხილები — გამოწვეულია ინფექციით ან ვიტამინების დეფიციტით.
  • ჰორიზონტალური ხაზები — შეიძლება იყოს სტრესის, თირკმლის დაავადების, ფსორიაზის ან ქიმიოთერაპიის შედეგი.
  • ვერტიკალური ხაზები — ხშირად უკავშირდება თირკმელების პრობლემას ან ინფექციას.
  • მუქი, წითელი, შავი ან ყავისფერი შეფერილობა — შესაძლოა მიუთითებდეს ანემიაზე, მელანომაზე, ფსორიაზზე ან ვიტამინ B12-ის დეფიციტზე.
როგორ დავიცვათ ფრჩხილების ჯანმრთელობა?
  • დაიცავით ჰიდრატაცია — წყალი აუცილებელია ფრჩხილების სიმტკიცისთვის.
  • სწორი კვება — სრულფასოვანი, ბალანსირებული დიეტა ფრჩხილების ჯანმრთელობის საფუძველია.
  • ვიტამინები და მინერალები — განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიტამინი B და თუთია (Zinc), რომლებიც ამაგრებენ ფრჩხილებს და იცავენ მტვრევადობისგან.
დასკვნა
ფრჩხილების მდგომარეობა ხშირად წინასწარ გვაფრთხილებს იმაზე, რაც სხეულში ხდება. თუ შეამჩნევთ ცვლილებებს — ნუ უგულებელყოფთ! შესაძლოა, ეს იყოს სერიოზული დაავადების პირველი ნიშანი.
მეტი სანდო და სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ www.sheniekimi.ge
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
References:
1. Cleveland Clinic. Nail abnormalities: What your nails say about your health. [Internet]. Available from: https://my.clevelandclinic.org/…/17706-nail-abnormalities
2. Rich P. Nail disorders. Med Clin North Am. 2015;99(6):1293-313. doi:10.1016/j.mcna.2015.07.008
3. Cashman MW, Sloan SB. Nutrition and nail disease. Clin Dermatol. 2010;28(4):420-5. doi:10.1016/j.clindermatol.2010.03.035

შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „What Are Your Nails Telling You? These changes may signal an issue Yellow Antibiotics, nail fungus, nail infection, psoriasis White spots Kidney disease, nail fungus, nail injury, psoriasis Pits or depressions Psoriasis Brittle Nail infection, vitamin deficiency Horizontal ridges Chemotherapy drugs, kidney disease, psoriasis, stress Vertical ridges Kidney disease, nail infection Purple, red, black or brown discolorations Anemia, chemotherapy drugs, moles, nail injury, psoriasis, subungual melanomas, vitamin B12 deficiency Cleveland Clinic“ გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როდესაც „ვიტამინი“ წამლად მოგყიდეს – წამალია ეს თუ უბრალოდ დანამატი? რატომ არ წერია ქართულად? სად არის ოფიციალური რეგისტრაცია?

როდესაც „ვიტამინი“ წამლად მოგყიდეს

ქალბატონი მივიდა ექიმთან – უჩივის დაღლილობასა და გულის პრობლემებს. ექიმმა დაუნიშნა „ვიტამინი“ და აფთიაქში გაგზავნა.
პაციენტმა შეიძინა Q bene Co-Enzyme Q10 (200mg). ფასი? თითქმის 200 ლარი. ბოთლზე მხოლოდ ინგლისური წარწერები: „food supplement“, „produced in Slovenia“.
რამდენიმე დღეში ჩნდება კითხვა:
წამალია ეს თუ უბრალოდ დანამატი?
რატომ არ წერია ქართულად?
სად არის ოფიციალური რეგისტრაცია?
ქალბატონი კონსულტაციას ითხოვს პროფესორ გიორგი ფხაკაძესთან და პირველად შედის www.supplement.ge – საიტზე, სადაც PHIG/SSG ავლენს უსაფრთხო და არასაიმედო დანამატებს.
რა აღმოვაჩინეთ?
პროდუქტი გადავამოწმეთ PHIG / Safe Supplement Georgia (SSG) 7 სტანდარტით, რასაც ყველა კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს (იხილეთ დეტალურად www.supplement.ge):
1. კომპანია – მწარმოებელი სლოვენიიდან, მაგრამ ქართულად იდენტიფიკაცია ბოთლზე არ არის.
2. რეგისტრაცია საქართველოში – ვერ მოიძებნა.
3. GMP სერტიფიკატი – არ ჩანს.
4. ლაბორატორიული ანალიზი (CoA) – არ არის ხელმისაწვდომი.
5. ქართულ ენაზე ეტიკეტირება – მხოლოდ ქაღალდზე, შეფუთვაზე არა.
6. უსაფრთხოების გაფრთხილებები – არასაკმარისი.
7. სარეკლამო პრეტენზიები – „ამცირებს დაღლილობას“, „ეხმარება გულს“ — მტკიცებულების გარეშე.
საბოლოო შეფასება www.supplement.ge-ს მიხედვით:„არ არის რეკომენდებული“.
პრობლემა ბევრად დიდია
საქართველოში ექიმები ხშირად დანამატებს ნიშნავენ როგორც წამლებს.
აფთიაქები ყიდიან ძვირადღირებულ პროდუქტებს, რომელთა უსაფრთხოება და ეფექტიანობა www.supplement.ge-ზე ვერ დადასტურდა.
მომხმარებელი რჩება დაბნეული — წამალია ეს თუ უბრალოდ „საკვები დანამატი“?
ეს არის ქართული „ანიმაცია“:
• ექიმი წერს დანამატს, თითქოს წამალია;
• აფთიაქი ყიდის, თითქოს რეგისტრირებულია;
• სახელმწიფო ვერ აკონტროლებს.
Q&A
რა განსხვავებაა დანამატსა და წამალს შორის?
წამალი გადის მკაცრ კლინიკურ კვლევებს და რეგისტრირდება როგორც სამკურნალო საშუალება.
დანამატი არის მხოლოდ დამატებითი საკვები ნივთიერება, რომელსაც სამკურნალო ძალა არ აქვს დადასტურებული.
როგორ გადავამოწმო, არის თუ არა დანამატი ოფიციალურად რეგისტრირებული საქართველოში?
შედით www.supplement.ge – იქ ნახავთ „რეკომენდებულია“ ან „არ არის რეკომენდებული“ ვერდიქტს.
რატომ არის საშიში არარეგისტრირებული დანამატი?
შეიძლება შეიცავდეს დაუდგენელ ინგრედიენტებს, იყოს დაბინძურებული, ან საერთოდ არ შეიცავდეს იმას, რაც წერია ეტიკეტზე.
რას უნდა ვკითხო ექიმს, როცა მირჩევს „ვიტამინს“?
ვკითხოთ: „ეს დანამატია თუ წამალი?“ „სად არის რეგისტრირებული?“ და „არის თუ არა შემოწმებული www.supplement.ge-ზე?“
დასკვნა
ეს არ არის პაციენტის ბრალი — ეს არის სისტემური ჩავარდნა.
ექიმმა არ უნდა დანიშნოს არარეგისტრირებული დანამატი.
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქე.
მოქალაქემ უნდა იცოდეს: ყველა დანამატი გადაამოწმეთ www.supplement.ge-ზე.

შეიძლება იყოს მედიკამენტი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „09:34 x 92 19619 meQI0- me m mg roog LEMUN Aa“ გამოსახულებაშეიძლება იყოს მედიკამენტი და ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს ბილეთის ძირი და ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს ბილეთის ძირი და ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს ბილეთის ძირი და ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს 1 ადამიანი, თმების მოსავლელი პროდუქტი და ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას – პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს

#post_seo_title

როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას – პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს

ზაფხულში ქვეწარმავლების აქტიური პერიოდი იწყება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გველის ნაკბენების რისკს. საქართველოში 20-22 სახეობის გველი გვხვდება, რომელთაგან მხოლოდ ოთხი სახეობა არის შხამიანი: ველის გველგესლა, კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა და გიურზა.
გიურზა: ყველაზე დიდი და საშიში გველი
გიურზა საქართველოს ყველაზე დიდი ზომის გველია (130 სმ-დან 160 სმ-მდე სიგრძის). მას აქვს გამოხვეული ცხვირი და მკვეთრად წამოწეული საფეთქლის ძვლები. მისი სხეული მოყავისფრო-ქვიშისფერია ან მოწითალო-მოყავისფრო, ზურგზე კი მოზრდილი ლაქებით. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე.
გველის ნაკბენის სიმპტომები
გველის ნაკბენთან დაკავშირებული სიმპტომები მოიცავს:
წყვილი კბილის ანაბეჭდი: ნაკბენის ადგილას გამოკვეთილი კვალი.
სიწითლე და ტკივილი: ნაკბენის ადგილას სიწითლე, ტკივილი და შეშუპება.
თავბრუსხვევა და სისუსტე: ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა.
ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვის დენა: ოფლიანობისა და ნერწყვის გაძლიერება.
გულისრევა და ღებინება: გულისრევა, ზოგჯერ ღებინება.
სუნთქვის გაძნელება: სუნთქვის გაძნელება.
გონების დაბინდვა: მოგვიანებით შესაძლოა უგონო მდგომარეობა.
რა არ უნდა გააკეთოთ გველის ნაკბენის დროს
გველის ნაკბენის დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს:
არ დაუდოთ ლახტი: შხამი ძირითადად ლიმფური სადინარებით გადაადგილდება.
არ გაწოვოთ ჭრილობა: ნაკბენის ნაწილის გაწოვა მავნებელია.
არ გაკვეთოთ ან არ წაშალოთ ნაკბენი: ნაკბენის შეწოვის არაკეთილსინდისიერი მეთოდები, როგორც ჭრილობის მოწვა ან გაკვეთა.
როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას
დაზარალებულის მდებარეობა: დაყენეთ დაზარალებული ისეთ პოზიციაში, რომ იყოს უმოძრაოდ. მოძრაობის მინიმიზირება მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევის დასამუხრუჭებლად.
ნაკბენის მდებარეობა: შეინარჩუნეთ ნაკბენი გულის დონიდან ქვემოთ, რათა შემცირდოს შხამის მოხვედრა ცენტრალურ ცირკულაციაში.
ჭრილობის დამუშავება: ჩამოიბანეთ ჭრილობა წყლით ან ანტისეპტიკური ხსნარით და დააფინეთ სტერილური საფენით.
ელასტიური ნახვევი: ნაკბენ ადგილზე მთელი სიგრძით დაადეთ ელასტიური ბინტი.
დასკვნა
გველის ნაკბენით გამოწვეული მდგომარეობა სწრაფ და სწორ რეაგირებას საჭიროებს.თქვენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევით პირველადი დახმარების პრინციპების დაცვისას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ორსულობისას რეგულარული სამედიცინო შემოწმების ჩატარება აუცილებელია

რა გავლენა შეუძლია მოახდინოს ვირუსმა ორსულზე და როგორ შეიძლება სხვადასხვა ვირუსის პრევენცია.
#post_seo_title

ორსულობისას რეგულარული სამედიცინო შემოწმების ჩატარება აუცილებელია.

მიმართეთ სასწრაფო დახმარებას, თუ ორსულობისას შეამჩნიეთ შემდეგი სიმპტომები:

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

იმ შემთხვევაში თუ მედპერსონალის წარმომადგენლების საქმიანობის გადაცდომა გამოვლინდება, რეაგირება იქნება ადეკვატური.

იმ შემთხვევაში თუ მედპერსონალის წარმომადგენლების საქმიანობის გადაცდომა გამოვლინდება, რეაგირება იქნება ადეკვატური.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, რა მოხდა ორი დღის წინ ერთ-ერთ ჰოსპიტალში, სადაც 18 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მშობლის განცხადებით, მისი შვილისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე კლინიკამ უარი განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მედპერსონალის წარმომადგენლების საქმიანობის გადაცდომა გამოვლინდება, რეაგირება იქნება ადეკვატური.

მოზარდი ახლა „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. პაციენტის ოჯახთან გუშინ საღამოს ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. როგორც ბავშვის დედა აცხადებს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მისი შვილი მკურნალობას ამავე კლინიკაში განაგრძობს, რადგან სხვა კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს. შესაბამისად, ყველა საჭირო დახმარებას ექიმები პაციენტს ამავე საავადმყოფოში აღმოუჩენენ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights