ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
მთავარიბლოგისად იყიდება, მსოფლიოში, ყველაზე უსაფრთხო ვიტამინები და დანამატები?

სად იყიდება, მსოფლიოში, ყველაზე უსაფრთხო ვიტამინები და დანამატები?

სად იყიდება მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ვიტამინები და დანამატები?

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე,— საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე.
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
დღეს, როცა ინტერნეტში მარტივად შეგიძლიათ შეუკვეთოთ ათასობით „ჯადოსნური“ დანამატი, მთავარი კითხვა ასეთია:
სად ვიყიდოთ ყველაზე უსაფრთხო და სანდო ვიტამინი ისე, რომ არ გავრისკოთ ჩვენი ჯანმრთელობა?
პასუხი მარტივია: აფთიაქში ნაყიდი დანამატი ყოველთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ონლაინ–მაღაზიიდან ან უცნობი წყაროდან მიღებული პროდუქტი. განსაკუთრებით სამი ქვეყანა გამოირჩევა, სადაც აფთიაქში ნაყიდი დანამატი შეიძლება თითქმის მედიკამენტის ხარისხის გარანტიად ჩაითვალოს:
  • იაპონია
  • ირლანდია
  • დანია
იაპონია — ფარმაცევტული სტანდარტი დანამატებისთვის
• იაპონიაში დანამატები ხვდებიან კატეგორიაში FOSHU (Food for Specified Health Use).
• ფოსჰუ სტატუსის მისაღებად აუცილებელია:
ადამიანებზე ჩატარებული კლინიკური კვლევები, რომლებიც ადასტურებს უსაფრთხოებას და ეფექტიანობას.
ოფიციალური ნებართვა ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროდან (MHLW).
• იაპონური აფთიაქში ნაყიდი დანამატი თითქმის ისეთივე კონტროლს გადის, როგორც წამალი.
• ონლაინ შეძენილი დანამატი იაპონიიდან არ ნიშნავს ავტომატურად სანდოობას — მხოლოდ აფთიაქის პროდუქტი იძლევა გარანტიას.
ირლანდია — ევროკავშირის ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი ზედამხედველობა
• ირლანდია მოქმედებს ევროკავშირის საკვები დანამატების დირექტივის შესაბამისად.
აქ:
მხოლოდ EFSA–ს მიერ დამტკიცებული ვიტამინები და მინერალებია ნებადართული.
აკრძალულია საშიში ნივთიერებები (მაგალითად, ეფედრა).
ჯანმრთელობის პრეტენზიები მხოლოდ მეცნიერულად დამტკიცებული უნდა იყოს.
• ირლანდიის საკვები უსაფრთხოების სააგენტო (FSAI) მუდმივად ამოწმებს ბაზარს.
• ამიტომ, დუბლინის აფთიაქში ნაყიდი დანამატი არის ორმაგად უსაფრთხო — როგორც ევროკავშირის, ისე ადგილობრივი კონტროლის ქვეშ.
დანია — დანამატების ნაწილი მედიკამენტად ითვლება
• დანიაში ყველაზე მკაცრი კონტროლია ევროპაში:
ბევრი დანამატი რეგისტრირდება როგორც მედიკამენტი, არა უბრალოდ საკვები.
დანარჩენი მაინც რეგისტრირდება საკვების აქტის ფარგლებში, სადაც მკაცრად არის გაწერილი დოზები და შემადგენლობა.
კონტროლი ხშირია და ნებისმიერი საეჭვო პროდუქტი სწრაფად იხსნება გაყიდვიდან.
• ამიტომ, კოპენჰაგენის აფთიაქში ნაყიდი დანამატი თითქმის მედიკამენტის ხარისხის გარანტიას ატარებს.
რატომ უნდა ვენდოთ აფთიაქში ნაყიდ დანამატს?
• აფთიაქში არსებული დანამატი უკვე გასულია რეგისტრაციისა და კონტროლის ყველა საფეხური.
• ონლაინ ან ქუჩის ბაზრობაზე ნაყიდ პროდუქტს შეიძლება ჰქონდეს:
ყალბი სერტიფიკატი
  • ზედმეტი დოზა ან აკრძალული ნივთიერება
  • არასწორი ეტიკეტი
  ჰეპატიტი A ევროპაში — ჩუმი ეპიდემია ტურისტულ ზონებში - ECDC-ის (ევროპის დაავადებათა პრევენციის ცენტრი) მონაცემებით, აფეთქება უკავშირდება
სწორედ ამიტომ აფთიაქში ნაყიდი დანამატი = ყველაზე უსაფრთხო არჩევანი.
კითხვა–პასუხი
რატომ არ არის ონლაინ ნაყიდი დანამატი სანდო, მაშინაც კი თუ ის იაპონიიდან ან დანიიდან მოდის?
იმიტომ, რომ ონლაინ პლატფორმებზე ხშირად იყიდება არარეგისტრირებული ან ყალბი პროდუქტები.
საჭიროა თუ არა ექიმის კონსულტაცია დანამატის ყიდვამდე?
დიახ. დანამატი არ არის უვნებელი „ვიტამინკა“ — ზედმეტი დოზა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.
საქართველოში რატომ არის პრობლემური დანამატების ბაზარი?
საქართველოში ხშირად შემოდის ისეთი პროდუქტი, რომელიც სხვა ქვეყნებში აკრძალულია ან არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული.
დასკვნა
თუ გსურთ აბსოლუტურად უსაფრთხო დანამატის შეძენა, არჩევანი მარტივია:
იაპონიაში, ირლანდიასა და დანიაში აფთიაქში ნაყიდი დანამატი არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სანდო და ხარისხიანი პროდუქტი.
საქართველოში უკვე დაიწყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი დანამატების უსაფრთხოების მიმართულებით — საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა (PHIG) შექმნა ოფიციალური პლატფორმა Safe Supplements Georgia (SSG). მისი მიზანია:
• ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული დანამატების დეტალური შემოწმება,
• მათი ლეგალური სტატუსის დადასტურება,
• მომხმარებლისთვის მხოლოდ სანდო და ხარისხიანი პროდუქტის რეკომენდაცია.
შედეგები გამოქვეყნდება საჯაროდ ვებ–გვერდზე www.supplement.ge, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად გადაამოწმონ კონკრეტული პროდუქტი. ეს არის პირველი მსგავსი საჯარო და გამჭვირვალე ინიციატივა საქართველოში, რომელიც ემყარება საერთაშორისო სტანდარტებს.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ლიტერატურა (Vancouver სტილი)
1. Shimizu T. Health claims on functional foods in Japan. Nutr Res Rev. 2003;16(2):241–252. doi:10.1079/NRR200366.
2. Ministry of Health, Labour and Welfare (Japan). FOSHU Guidelines. 2022.
3. European Food Safety Authority (EFSA). Food supplements and safety regulation in EU. EFSA Journal. 2020;18(7). doi:10.2903/j.efsa.2020.6200.
4. Food Safety Authority of Ireland (FSAI). Food supplements regulation. 2023.
5. Danish Medicines Agency. Food supplements and medicines legislation. 2024.
ავტორი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

 

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Údarás Sábháilteachta Bia na hÉireann Food Safety Authority of Ireland“ გამოსახულება
შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „焼ん Danish Veterinary and Food Administration“ გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „უნდა შეიქმნას კვლევითი ჰაბები, ჩაერთოს ქვეყანა საერთაშორისო კლინიკურ ცდებში და მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა“-გიორგი ფხაკაძე,
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights