Long COVID რეალურია — და მეცნიერებმა ახლა მტკიცებულება იპოვეს!

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
კოტე მათითაშვილის „კოტკასტს“ სტუმრობდა ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი და საერთაშორისო პარტნიორი საქართველოში, Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელი თორნიკიე ენუქიძე.
„პერორალურად მიღებული საკვები დანამატები, ვიტამინები, რასაც წყალთან ერთად ვიღებთ, – მათი ეფექტურობა ჩამორჩება საკვების ბუნებრივ წყაროს.
რამდენად ჩამორჩება და ამასობაში ბრენდებს შორის რა განსხვავებაა, დიდი ალბათობით კაცმა არ იცის. მანამ, სანამ ჩვენი კვება არის მრავალფეროვანი, იმდენი გადაჯაჭვულობა ჩნდება და საერთო მამრავლი, მშვიდად ვარ, თუ მოიცავს, როგორც ბურღულეულს, ცისარტყელას პრინციპით გადანაწილებულ ბოსტნეულსა და ხილს, ცხოველურ პროდუქტებს, ზღვის პროდუქტებს, თხილეულ-თესლეულს და პარკოსნებს, საფიქრალი ნაკლები მაქვს.
საფიქრალი თუ გამიჩნდება, კითხვას ვსვამ, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა და რაღაც მოხდა ჩემს ორგანიზმში? ამას სჭირდება სპეციალისტის ჩართულობა…“
მივიღოთ თუ არა ვიტამინები და გვიცვლის თუ არა ისინი სრულფასოვან კვებას: „მათი ეფექტურობა ჩამორჩება საკვების ბუნებრივ წყაროს. რამდენად ჩამორჩება და ამასობაში ბრენდებს შორის რა განსხვავებაა, დიდი ალბათობით, კაცმა არ იცის…“
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
როგორ შეიძლება გულის შეტევა გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტის პრობლემებმა?
რატომ იცის გულის შეტევა?
საუბრობს ექიმი ნინო ვაშაკიძე:
„შეიბერა მუცელი და გარდა იმისა, რომ აწვება დიაფრაგმას…“
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ჯანდაცვის მინისტრი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის დაწყებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი ინტერესი პაციენტთა უფლებების დაცვაა.
„ჩვენი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება იყოს გამახვილებული ამ თვალსაზრისით, თუ რამდენად სწორად ოპერირებს ბიზნესი გარკვეული მიმართულებებით. ჩვენ ვნახეთ გარკვეული უპასუხისმგებლო განცხადებები, ცალკეული ბიზნეს სუბიექტების, ზოგიერთი ასოციაციის მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მეტი მოგების მიღების მიზნით, გარკვეული ხარჯების გადასაფარად და ა.შ. ისინი არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას მიმართავენ.
ბუნებრივია, ასეთი ტიპის განცხადებების არსებობა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან დაინტერესების საფუძველი გახდა.
ჩემი მოლოდინიც ასეთია, რომ გარკვეული საყურადღებო გარემოებები ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გამოკვეთოს ამგვარმა კვლევამ. გახსოვთ , ახლო წარსულში დაასრულა კონკურენციის სააგენტომ მონიტორინგი, რომელიც ზოგიერთი ფარმაცევტული საშუალების იმპორტს უკავშირდებოდა და იქაც სრულიად გაუგონარი და არანორმალური ფაქტები იქნა იდენტიფიცირებული. ძალიან არ მინდა, ეს ასე იყოს სხვა სექტორებშიც,მაგრამ ვშიშობ, რომ შეიძლება ასეთი ფაქტები გამოვლინდეს. რა თქმა უნდა, აქაც სახელმწიფო იქნება შეურიგებელი ნებისმიერი ისეთი პრაქტიკის მიმართ, რომელიც ამ შემთხვევაში არ აყენებს, ნომერ პირველ ინტერესად პაციენტის ინტერესს.ეკონომიკური ინტერესი შეწყნარებადია მანამ, ვიდრე ის წინააღმდეგობაში არ ექცევა პაციენტის საუკეთესო ინტერესთან“, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს აღიარება ადასტურებს არა მხოლოდ ფლებოლოგიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში, არამედ – საქართველოს როლის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე, რომელიც რომში, ვენურ-ლიმფური გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართა.
მიხეილ სარჯველაძემ, სამიტზე მასპინძლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრს სკილაჩისა და მსოფლიო ფლეგოლოგთა კავშირის პრეზიდენტს, ფერარას უნივერსიტეტის პროფესორს სერჯო ჯანეზინის.
„თბილისი – ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქალაქი, უნიკალურ პოზიციას იკავებს, რომ კონტინენტებს შორის დამაკავშირებელ ხიდად და საერთაშორისო სამედიცინო ცენტრად იქცეს, რომელიც ხელს უწყობს დარგის განვითარებას რეგიონში და ამაღლებს მის მნიშვნელობას მსოფლიო მასშტაბით.
საქართველო მზად არის უმასპინძლოს ფლებოლოგთა საერთაშორისო კონგრესს – ღიაობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით. მზად ვართ, რომ მსოფლიო კონგრესი იქცეს არა მხოლოდ წარმატებულ ღონისძიებად, არამედ – მნიშვნელოვან ეტაპად საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამედიცინო პროგრესის წინსვლის საქმეში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი, მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ლაზარაშვილი, ქართველი ანგიოლოგები, სისხლძარღვთა ქირურგები, ექსპერტები სამედიცინო დარგში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა.
სამინსიტროს ინფორმაციით, სამიტში 80-მდე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, ფლებოლოგთა ასოციაციების წევრები, ექიმები, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები და ექსპერტები იღებენ მონაწილეობას.
სამიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, სამედიცინო სერვისებისა თუ მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ჯიბიდან გადახდების შემცირებას ისახავს მიზნად.
მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე. ისაუბრა მედიკამენტებზე დაწესებულ რეფერენტულ ფასებზე, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების პირდაპირი შესყიდვის მექანიზმზე. ხაზი გაუსვა კარდიოლოგიური სერვისების გასაძლიერებლად განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებსაც.
„ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვის პროცესში. ბოლო წლების განმავლობაში, დამტკიცდა გაიდლაინები ონკოლოგიაში, ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, ისეთი იშვიათი და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტენზია. ხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის ეროვნული პროტოკოლების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა და პროცესის ციფრული ინსტრუმენტებითა და უწყვეტი ტრენინგებით მხარდაჭერა.
აღნიშნული ძალისხმევა ცხადყოფს ჩვენს მიზანდასახულობას არ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის, არამედ თანასწორობის, ინოვაციების და პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის მიმართ. თუმცა, კარგად გვესმის, რომ გაიდლაინები მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როდესაც მათ საფუძველს უმყარებს ნდობა, შესაძლებლობები და თანამშრომლობა. ეს სამიტი ამ მიზნის მისაღწევ უმნიშვნელოვანეს სივრცეს წარმოადგენს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ: იტალიის ჯანდაცვის მინისტრი ორაციო სკილაჩი, იტალიის იუსტიციის მინისტრი კარლო ნორდიო, სენატორი ინიაციო ძულო, გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ლაზარაშვილი. ასევე, პროფესორები სხვადასხვა ქვეყნიდან.
სამიტში, ასევე, მონაწილეობენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი, ქართველი ანგიოლოგები, სისხლძარღვთა ქირურგები და სხვა.
ექიმი-ნუტრიციოლოგი ნანა გაგუა გვთავაზობს 5 პრაქტიკულ გზას, რომელიც დაგვეხმარება ემოციური კვების მართვაში.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi