ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

ტრანსპორტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, გადაადგილების, დასვენების, ეკონომიკური, ეკოსისტემებსა  და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის თვალსაზრისით

ტრანსპორტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, გადაადგილების, დასვენების, ეკონომიკური, ეკოსისტემებსა  და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის თვალსაზრისით

ტრანსპორტი, გარემო და ჯანმრთელობა

ტრანსპორტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, გადაადგილების, დასვენების, ეკონომიკური, ეკოსისტემებსა  და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის თვალსაზრისით.

ტრანსპორტი  გავლენას ახდენს, კერძოდ:

ჰაერის ხარისხზე: ავტომობილების გამონაბოლქვი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.

• იწვევს ხმაურსა და ვიბრაციას;

• ემისიებისა და ნახშირორჟანგის (CO2) დიდი რაოდენობით გამოყოფის გამო ზეგავლენას ახდენს კლიმატზე;

• მანქანებისა და მისი ნაწილების ნარჩენები ქმნის პრობლემებს ნაგავსაყრელებზე.

• გადატვირთული საგზაო მოძრაობის გამო წარმოიქნება საცობები, საცობებში დაკარგული დრო ზემოქმედებს საერთო პროდუქტიულობაზე და  იწვევს გარემოს დაბინძურებას.

• საგზაო–სატრანსპორტო ტრავმატიზმი. საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, 50 მილიონზე მეტი კი, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს და ინვალიდდება.

• ენერგეტიკული უსაფრთხოება: დამოკიდებულება  სხვადასხვა სახის საწვავზე და ბენზინზე აისახება ეროვნულ ენერგეტიკულ  უსაფრთხოებაზე.

• ეკონომიკური ეფექტურობა: ავტოტრანპორტის მოხმარებაზე დახარჯული თანხა ამცირებს კაპიტალს სხვა ინვესტიციებისათვის.

• ვიზუალური  იძულებითი ზემოქმედება: მანქანები, გზები და მანქანების გასაჩერებელი ადგილები ცვლის ქალაქების სილამაზეს და თვითმყოფადობას.

•სივრცითი/გეგმარებითი პრობლემები და  საცხოვრებელი ფართების შემცირება: გზები და მანქანების გასაჩერებლი ადგილები  ქალაქებში საჭიროებს  დიდი რაოდენობით ურბანულ სივრცეს.

თანამედროვე ქალაქებში უნდა მოხდეს ადაპტირება სოციალური და დემოგრაფიული ცვლილებების მიმართ, რომელიც განპირობებულია მოსახლეობის დაბერებითა და იმიგრაციით, ასევე ეკოლოგიური ცვლილებებითა და ამინდის ექსტრემალური მოვლენებით.

ადაპტაციის პროცესი XXI საუკუნის ქალაქებში არ მოიცავს მხოლოდ სატრანსპორტო სისტემების და ინფრასტრუქტურას, არამედ საცხოვრებელ ზონირებასა და სივრცით დაგეგმვას, გამწვანებას და დაცულ ტერიტორიებს, ნაკრძალებს, ასევე მომსახურების გაწევას საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც  ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, ბავშვებისა და განსაკუთრებით მოხუცებისათვის.

ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, გაერთიანებული  ერების ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის  (WHO/Euro)  ერთობლივი ხელმძღვანელობით გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის მე-3 მაღალი დონის მინისტერიალზე  ლონდონში 1999 წლის  16-18 ივნისს,  მიღებულ იქნა ქარტია ტრანსპორტის, გარემოსა და  ჯანმრთელობის შესახებ და დაიგეგმა   შემდეგი ქმედებების განსაზღვისათვის მაღალი დონის პირველი შეხვედრა ტრანსპორტის, გარემოსა და ჯანმრთელობის სექტორების წარმომადგენლებისათვის ჟენევაში 2001 წლის  4 მაისს.

ტრანსპორტის, გარემოსა და ჯანმრთელობის სექტორების წარმომადგენელთა მე- 2 შეხვედრა გაიმართა 2002 წლის 5 ივლისს ჟენევაში, მე-3 მაღალი დონის  შეხვედრა გაიმართა 2009 წლის  22-23 იანვარს ამსტერდამში, ჰოლანდია,  ხოლო  2014 წლის 14-16 აპრილს   საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა მე-4 მაღალი დონის შეხვედრა.

ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პან-ევროპული პროგრამა

ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პან-ევროპული პროგრამის ეგიდით გაერთიანებული  ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის  (WHO/Euro)  ერთობლივი ხელმძღვანელობით 2009 წელს ამსტერდამში გამართულ შეხვედრის დროს UNECE  და WHO/Euro-ს წევრმა სახელმწიფოების მინისტრებმა  და მაღალი დონის  სახელმწიფო მოხელეებმა  ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის  სექტორებიდან დაადასტურეს რეგიონში მდგრადი და ჯანსაღი ტრანსპორტის უზრუნველყოფის მიმართ თავიანთი პოლიტიკური ვალდებულებები და მიიღეს ამსტერდამის დეკლარაცია (სატრანსპორტო საშუალებების არჩევანი ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და კეთილდღეობისათვის, ტრანსპორტიდან ემისიების  და ხმაურის შემცირება), რომელშიც მკაცრად არის განსაზღვრული მისი განხორციელების ხელშემწყობი მექანიზმები.

ამტერდამში საფუძველი ჩაეყარა ესტაფეტის დაწყებას, როგორც ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს პან-ევროპული პროგრამის განხორციელების მექანიზმს 2009-2014 წლებში. ქალაქებში უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ფეხით სიარულისა და ველოსიპედით მგზავრობისათვის უნდა  ხელი შეეწყოს მიუნიციპალიტეტების მიერ საველოსიპედო და საფეხმავლო  არსებული ინფრასტრუქტურის შესწავლა/შეფასებას, გაუმჯობესებას და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ქალაქში მოძრაობის ჯანსაღი წესის დანერგვასთან დაკავშირებით.

ხოლო 2014 წლის 14-16 აპრილს   საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა მე-4 მაღალი დონის შეხვედრა, ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის პან-ევროპული პროგრამის მინისტერიალი ეგიდით „დინამიურ ქალაქში, მთავარი ადამიანია“. შეხვედრას ესწრებოდა დელეგატები 56 ქვეყნიდან, მიღებულ იქნა პარიზის დეკლარაცია.

პარიზის დეკლარაციაში გათვალისწინებულია პრიორიტეტული მიზნების განხორციელების  გზები და ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სექტორების ინტეგრირების აუცილებლობა. ასევე, მინისტერიალის მიზანს ევროპის რეგიონში მდგრადი და უსაფრთხო ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის ერთიანი სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბება წარმოადგენდა და ის სამი სექტორის, ჯანდაცვის, გარემოსა და ტრანსპორტის სფეროების ინტეგრაციას ითვალისწინებს.  მინისტერიალის მონაწილეებმა ასევე განიხილეს „მწვანე“ ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობები, რაც ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს და შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობას. მინისტერიალი გაიმართა ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის პანევროპული პროგრამის (THE PEP), საფრანგეთის მთავრობის, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ორგანიზებით.

პანევროპული პროგრამის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ  განისაზღვრა გრძელვადიანი კონცეპტუალური ხედვა „PEP 2020“ როგორც “მწვანე და ჯანსაღი მობილურობა და სატრანსპორტო მდგრადი განვითარება ყველასათვის”, რომლის საბოლოო მიზანია პარტნიორობა და ხელშეწყობა ინტეგრირებული პოლიტიკის განხორციელებლად   ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სექტორებს შორის, ერთობლივი  და თანაბარი ძალისხმებვით  „მწვანე“ და ჯანსაღი  ტრანსპორტისა და მობილობისათვის.

 

ახალიგლობალური „მწვანე“შეთანხმება

2008 წლის უკანასკნელმა ფინანსურმა კრიზისმა, რომელმაც საგრძნობლად შეასუსტა ბევრი დიდი ქვეყნის ეკონომიკა დააფიქრა მსოფლიო საზოგადოება, რომ განვითარება უნდა იყოს უფრო მდგრადი. 2009 წელს გაეროს მიერ გამოცხადდა ახალი გლობალური „მწვანე“ შეთანხმების „Global Green New Deal“ (GGND) კონცეფცია, რომელიც ორიენტირებულია სამ ფართო ამოცანაზე:

• შეიტანოს წვლილი მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის, სამუშაო ადგილების შექმნისა და დაუცველი ჯგუფების სოციალური დაცვის საკითხებში;

• ხელი შეუწყოს ინკლუზიურ და მდგრად ზრდას, ასევე ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით კი უკიდურესი სიღარიბის დაძლევას 2015 წლისთვის;

• გარდა ამისა, შეამციროს ნახშირბადზე დამოკიდებულება და ეკოსისტემის  დეგრადაცია, რაც მსოფლიო ეკონომიკის მდგრადობის მთავარ რისკებს წარმოადგენს.

მრავალი სპეციალისტის აზრით, მწვანე ეკონომიკა ექვს მთავარ სექტორს მოიცავს:

1. განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო, მათ შორის ტალღების, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია);

2. მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები);

3.სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები);

4. წყლის მართვა (წყლის და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება);

5. ნარჩენების მართვა (უტილიზაცია,  მუნიციპალური ნარჩენი მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა);

6. მიწის მართვა (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები, ტყეების განაშენიანება).

ახალი გლობალური შეთანხმება, რეკომენდაციას უწევს მთავრობებს მოახდინონ ეკონომიკის ტრანსფორმაცია  „მწვანე“ეკონომიკისკენ, გამოიყენონ პოლიტიკური და ეკონომოკური ინსტრუმენტები, რასაც უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს განახლებად ენერგიაზე გადასვლას, მდგრადი სატრანსპორტო საშუალებების გაზრდასა და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

 

     ტრანპორტით ჰაერის დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე 

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის  ჟანგეულებით, გოგირდის  ორჟანგით, ჭვარტლით, ბენზ(ა)პირენით, ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკებით(PM10 , PM2,5 ) და ა.შ. დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის  ჯანმრთელობას და პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესების ზრდის ტენდენციასთან. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის პოტენციურ რისკ ფაქტორს. დაავადებების სპექტრი საკმაოდ ფართოა და ძირითადად დამოკიდებულია ჰაერში დამბინძურებლების სახეობაზე, კონცენტრაციაზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ზემოქმედება შედარებით მაღალი რისკის ჯგუფის მოსახლეობაზე – ბავშვებსა და ორსულ ქალებზე.

მოსახლეობის ჯანმრთელობის, ეკოსისტემებისა და მატერიალური ფასეულობების მდგომარეობაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უარყოფითი ზემოქმედება დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკურ ხარჯებთანაც, კერძოდ, ავადობისა და სიკვლდიანობის ზრდა, მკურნალობისა და პროფილაქტიკური მედიცინის ხარჯების ზრდა, შრომისუნარიანი ზრდასრული მოსახლეობის ავადმყოფობის ხარჯზე სამუშაო დღეების დაკარგვა და შესაბამისად, ეკონომიკური ზარალის მიღება, ეკოსისტემების განადგურება, მოსავლიანობის შემცირება, შენობების და ისტორიული ძეგლების დაზიანება, ტურისტული ადგილების ესთეტიკური ღირებულების გაუარესება და  ა.შ.

ჯანმო-ს მონაცემების მიხედვით, ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს 2 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზს ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით. მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასევე, ალერგიებისა და  ფილტვის კიბოს განვითარების რისკს და გლობალურად ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები სიკვდილიანობის[1]  მესამე მიზეზია და  იწვევს 3,2 მილიონი ადამიანის (10,6%) სიკვდილს, ხოლო  სიკვდილიანობის პირველი მიზეზია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის.

ასევე,  ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული  დაავადებები  გლობალურად სიკვდილიანობის მე-4 მიზეზია და იწვევს 3 მილიონი (6,7%)  ადამიანის სიკვდილს.

ჯანმო-ს მონაცემების თანახმად ადამიანის ორგანიზმზე დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის ზეგავლენა მრავალკომპონენტიანი პროცესია[2], რაც  განაპირობებს ადამიანის ორგანიზმში ერთდროულად რამდენიმე ნივთიერების მოხვედრას. ატმოსფერულ ჰაერში გავრცელებული დამაბინძურებლების მოკლევადიანი  და გრძელვადიანი ზემოქმედება განაპირობებს  ჯანმრთელობის ეფექტებს.

ეპიდემიოლოგიური კვლევები საქართველოში, რომელიც დაადასტურებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებებს შორის უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირებს, ასევე შეაფასებს არსებულ რისკებს ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო ბოლო წლებში არ ჩატარებულა.

გასატარებელი ზომები, რომლებიც ამცირებს დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე ემყარება[3] ნორმატიულ-საკანონმდებლო რეგულირებას (უფრო მკაცრი კანონები, ჰაერის ხარისხობრივი  მაჩვენებლების ნორმება, ემისიების შემცირება), სტრუქტურულ ცვლილებებს ( მოხმარებული ენერგიის შემცირება, გამოყენებული საწვავის შემცირება, გადადგილების რეჟიმების და სატრანსპორტო საშუალებების შეცვლა, მიწათსარგებლობის დაგეგმვა), ასევე  ქცევითი ცვლილებები ინდივიდუალურ დონეზე , რაც გამოიხატება ეკოლოგიურად სუფთა  სატრანსპორტო საშუალებებით გადადგილებაში.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან გარემოს რისკების, განსაკუთრებით ჰაერის დაბინძურების მიმართ რამდენიმე ფაქტორის გამო: ბავშვის ორგანიზმი მზარდია. სხეულის მასის პროპორციის გათვალისწინებით იგი სუნთქავს მეტ ჰაერს, მოიხმარს მეტ საკვებს და წყალს ვიდრე მოზრდილი; ბავშვის ორგანიზმის  განვითარების გარკვეულ ეტაპებზე გარემოს რისკ-ფაქტორებმა და დაბინძურებულმა ჰაერმა მოსალოდნელია შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს; შესაბამისად, ბავშვებში მოზრდილებთან შედარებით მაღალია გარემოს ზემოქმედებით განპირობებული, ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული დაავადებების ავადობის ტვირთი და სიკვდილიანობა.

სამედიცინო სტატისტიკის მონაცემების[4] მიხედვით, საქართველოში 2000-2012წწ ადგილი აქვს ქვეყნის მოსახლეობაში  სუნთქვის ორგანოების დაავადებების მაჩვენებლების ზრდას.



[1]The top 10 causes of death. Updated July 2013. http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs310/en/index.html

[2] Air  Quality Guidelines, WHO,  2005

http://www.euro.who.int/en/health-topics/environment-and-health/air-quality/publications

[3] HealtH effects of particulate matter Policy implications for countries in eastern Europe, Caucasus and central Asia,  WHO. 2013

http://www.euro.who.int/en/health-topics/environment-and-health/air-quality/publications

[4]  „ჯანმრთელობის დაცვა“  სტარისტიკური ცნობარი 2012წ

 

ცხრილი 1. სასუნთქი სისტემის ავადმყოფობების გავრცელება საქართველო2000 – 2012წწ

 

 

დიაგრამა 1. სასუნთქისისტემისავადმყოფობების  ინციდენტობასაქართველო 2000-2012წწ

 

2000დან- 2012წლამდე ინციდენტობის ზრდა მთლიან მოსახლეობაში 242.3%–ს, ხოლო   ბავშვებში 329.5%–ს შეადგენს. საშუალო წლიური ზრდა მთლიან მოსახლეობაში 20,2%–ს, ბავშვებში კი 27.5%–ს შეადგენს.ზრდის ტენდენციებით აღინიშნება ისეთი დაავადებების მაჩვენებლები, როგორიცაა პნევმონიები, როგორც მთლიან მოსახლეობაში, ასევე ბავშვებში. მთლიან მოსახლეობაში პნევმონიების ახალი შემთხვევების სიხშირე 100000 მოსახლეზე 2000-2012 წლების პერიოდში 207% შეადგინა (საშუალო წლიური ზრდა – 17%), ხოლო ბავშვებში ინციდენტობის მაჩვენებელი 188%-ით გაიზარდა (საშუალო წლიური ზრდა – 15,7%). აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურებული შემთხვევაში დაავადებები გაცილებით უფრო მძიმე ფორმებით და გართულებებით მიმდინარეობს.

 

 

საზოგადოების ცნობიერების დონე

ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პირობების ფონზე საზოგადოების მხრიდან ეკოლოგიური შედეგების სერიოზულობა არასაკმარისად არის გააზრებული. მძღოლების ცნობიერების დონე მეტად დაბალია. ისინი ხშირად არღვევენ მოძრაობისა და უსაფრთხოების წესებს, არასწორად უვლიან და მართავენ თავიანთ ავტომობილებს. მათ ცოტა რამ თუ იციან ეკო-მართვის შესახებ, რაზეც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვის რაოდენობის შემცირება. მოსახლეობას არა აქვს სათანადო ინფორმაცია  ქალაქებში უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ფეხით სიარულისა და ველოსიპედით მგზავრობის უპირატესობის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს დამატებითი ხარჯებისაგან და ასევე არის  რეგულარული ფიზიკური აქტივობა.

 

პრობლემის აქტუალობა საქართველოში

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. მისი წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს. აღნიშნული სექტორიდან ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის  ჟანგეულებით, გოგირდის  ორჟანგით, ჭვარტლით, ბენზ(ა)პირენით და ა.შ. დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც ამ მავნე ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

არახელსაყრელი გარემოს უარყოფითი შედეგები პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესების ზრდის ტენდენციასთან. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის პოტენციურ რისკ ფაქტორს. დაავადებების სპექტრი საკმაოდ ფართოა და ძირითადად დამოკიდებულია ჰაერში დამბინძურებლების სახეობაზე, კონცენტრაციაზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ზემოქმედება შედარებით მაღალი რისკის ჯგუფის მოსახლეობაზე – ბავშვებსა და ორსულ ქალებზე.

მნიშვნელოვანია საავტომობილო ტრანსპორტის წილი სათბურის გაზებით გარემოს დაბინძურების კუთხითაც, რადგან იგი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებელია და ახდენს ნახშირორჟანგის (CO2) დიდი რაოდენობით გამოყოფას.

ჰაერის დაბინძურებასთან ერთად დიდი ქალაქებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქალაქო ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობით განპირობებული  და გენერირებული ხმაურის დონის განუხრელი ზრდა. ხმაურის მაღალ დონეს განაპიროებს  საქალაქო ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა, მათი  ნაწილის ტექნიკური გაუმართაობა, ვიწრო ქუჩები, გამზირებისა და ქუჩების საფარის არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობა, ქვეითად მოსიარულეთა გზებსა და ქუჩის სამგზავრო ნაწილს შორის არასაკმარისი მწვანე ნარგავების დაცვითი ზოლის არარსებობა, ავტოსაგზაო  მოძრაობის წესების დარღვევა, აკრძალულ ადგილებში ავტოტრანსპორტის მიერ ხმოვანი საყვირების გამოყენება, ქუჩების არასწორი განაშენიანება და კეთილმოუწყობლობა.

ხმაური გულისხმობს არითმულ ბგერათწარმოქმნას, სხვადასხვა ტონალობის ბგერების უწესრიგო არევას, აგრეთვე ნებისმიერ ბგერას, რომელიც ხელს უშლის გარშემო მყოფთ ან იწვევს დისკომფორტს.  ხმაური არაკეთილსასურველ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლილობასა და მთელ რიგ დაავადებებს.  ამდენად, ხმაური გარკვეული ხარისხით განსაზღვრავს  მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შრომის ნაყოფიერებას. დარღვეულია სავრანსპორტო ნაკადების ინტენსიური მოძრაობის  ტერიტორიებზე მცხოვრებლების ყოფა-ცხოვრების, ძილისა და დასვენების რეჟიმი.

ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და გენერირებული ხმაური მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან აღსანიშნავია:

           ავტოპარკის ასაკი და ტექნიკური მდგომარეობა

საქართველოში საავტომობილო პარკი მოძველებულია. 2012 წლის მონაცემებით მანქანების 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა და კონტროლის არარსებობის პირობებში სავარაუდოა, რომ ავტომობილების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია. გამონაბოლქვი აირის მოცულობა და ტოქსიკურობა კი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ძრავის კონსტრუქციაზე, ტექნიკურ მდგომარეობასა და მუშაობის რეჟიმზე.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, რომლებიც საავტომობილო პარკის დაახლოებით 80%-ს შეადგენს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რეგულირება საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხორციელდება, რადგან 2004 წლიდან მათთვის ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება ნებაყოფლობითია. სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და რეგისტრირებული მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც ხორციელდება საერთაშორისო და ქვეყნის შიდა კომერციული გადაყვანა/გადაზიდვა, სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, ასევე სატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.

დიდია ალბათობა იმისა, რომ მანქანების უმეტესობას არ გააჩნია კატალიზური გარდამქმნელი (კონვერტერი), რომელიც ხელს უწყობს ძრავაში საწვავის ბოლომდე წვას და მავნე გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებას. ამას ემატება ისიც, რომ იმპორტირებულ მეორადი უცხოური მარკის ავტომანქანებში, რომელთა რაოდენობამაც ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა, კატალიზური გარდამქმნელის ექსპლუატაციის ვადა ან უკვე გასულია ან დაბალი ხარისხის საწვავის ჩასხმისას მწყობრიდან ადვილად გამოდის. ავტომობილის ამ მოწყობილობებით აღჭურვის და მათი გამართული მუშაობის ვალდებულების არარსებობის პირობებში, ქვეყანაში არ შეიმჩნევა კატალიზური კონვერტერების რეაბილიტაციის მოტივაცია, რაც უხეში გათვლებით ერთი სატრანსპორტო ერთეულიდან იწვევს 10-ჯერ მეტი ემისიის გამოყოფას ვიდრე ამავე კლასის კონვერტერით აღჭურვილი მანქანიდან.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი

ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა დღეში საშუალოდ 170 ერთეულს შეადგენს, რომელთა 77% 10 წელზე მეტი ხნისაა. სააქციზო გადასახადის არსებული სისტემა საქართველოში არ უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა, შედარებით ნაკლები ხნოვანების ავტომობილების და საწვავის მოხმარების თვალსაზრისით, უფრო ეკონომიური ავტომობილების იმპორტის სტიმულირებას. დღეისათვის აქციზის გადასახადი ავტომობილის ხნოვანების და ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება, რომლითაც ყველაზე მეტად 7-დან 12 წლამდე ასაკის ავტომანქანების იმპორტის სტიმულირება ხდება.

 საწვავისხარისხი და სახეობა

ავტოტრანსპორტიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილება მნიშვნელოვნად განპირობებულია მოხმარებული საწვავის სახეობით, ხარისხით და რაოდენობით. ავტოსაწვავის ხარისხზე, ანუ მის შემადგენლობაში შემავალ ეკოლოგიურ მახასიათებლებზე (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადების, გოგირდის შემცველობა და ა.შ) მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გამონაბოლქვის რაოდენობა და მასში შემავალი მავნე კომპონენტების შემადგენლობა. სწორედ ამ ეკოლოგიური მახასიათებლების მიხედვით ხდება საწვავის ხარისხის შეფასება.

სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, მოძრაობის ინტენსიობა და ორგანიზაცია

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ინტენსივობა მათი რაოდენობის და მოძრაობის ზრდის პარალელურად იზრდება. უპირველეს ყოვლისა, დიდია სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა დედაქალაქში და შესაბამისად, დიდია საერთო სატრანსპორტო გაფრქვევებიც. თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 და თავმოყრილია მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 40%.

რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური თავისებურებების გამო დედაქალაქში გართულებულია ჰაერის მასების მოძრაობა, რაც ხელს უშლის თბილისის ცენტრალური ნაწილის საკმარისად განიავებას. ავტოტრანსპორტით ქუჩების გადატვირთვა და მოძრაობის შეფერხება კი იწვევს ჰაერის დამატებით დაბინძურებას.

აუცილებებლია ყურადღება გამახვილდეს თბილისში ტრანსპორტზე მოთხოვნილების მართვაზე (საზოგადოების მხრიდან ტრანსპორტზე არჩევანის გაზრდა, ბაზრისა და ფასების რეფორმა, პარკირებისა და მიწის გამოყენების მართვა და ა.შ), რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმგვარად განვითარებას, რომ ნაკლებ მიმზიდველი გახდეს მოსახლეობისთვის კერძო ტრანსპორტის გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან შედარებით.

საქართველოს ზოგიერთ ქალაქში და თბილისში არასაკმარისად ფუნქციონირებს სატრანპორტო  ნაკადების ოპტიმიზაციის სისტემები. შედეგად ხშირია საცობები, რის გამოც ავტომობილების ძრავები მაღალი გაფრქვევის რეჟიმში მუშაობს და იწვევს ემისიების გაზრდას.

საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა განსაზღვრავს მის სატრანზიტო როლს კავკასიაში. დღესდღეობით ქვეყანაში აქტიურად ვითარდება სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, შენდება ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალები. დასახლებული სოფლები განლაგებულია სატრანსპორტო მაგისტრალების გასწვრივ, შესაბამისად, მომავალში მოსალოდნელია სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადის და გადაზიდვათა ზრდა. შესაბამისი ზომების გატარების გარეშე, ამ პროცესის თანმდევი შედეგი იქნება ატმოსფერულ ჰაერში დამბინძურებელთა ემისიების ზრდა. სასურველია ხელი შეეწყოს ელექტროტრანსპორტის განვითარებას. მსუბუქი ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტემპის შესამცირებლად უკეთ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და აუცილებელია ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ავტოსატრანსპორტო  საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის, გამონაბოლქვების შემცირების, საწვავის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სფეროში საქმიანობის  რადიკალურად გაუმჯობესება.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მინისტრი პირადად გაეცნო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას, ინფრასტრუქტურას და სამედიცინო პერსონალისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

მინისტრი პირადად გაეცნო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას, ინფრასტრუქტურას და სამედიცინო პერსონალისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი თბილისში, წყნეთის, თამარაშვილისა და კალაუბნის ქუჩაზე მდებარე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით მინისტრი პირადად გაეცნო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას, ინფრასტრუქტურას და სამედიცინო პერსონალისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ბესიკ კუსიდმა ექიმებს დევნილი ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

შეხვედრებს აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდა.

ნაყენი, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს მისი სარგებლიანობიდან გამომდინარე – უებარი წამალი

#post_seo_title

ნაყენი, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს მისი სარგებლიანობიდან გამომდინარე.

ხავხის ფურცლების უებარი წამალი. 

Პირველი რეცეპტი

იმისათვის, რომ სწრაფად მოიცილოთ სისველე ცხვირში,  მშრალი ხახვის რამდენიმე ფოჩი ჩააგდეთ მდუღარე წყალში, შემდეგ კი ნაყენის  ორთქლი შეისუნთქეთ სამიდან ხუთ წუთამდე.

მეორე რეცეპტი

თუ ხველა გაწუხებთ, უნდა ჩაყაროთ ორი დიდი სუფრის კოვზი ხახვის ფურცელი ორ ჭიქა მდუღარე წყალში, შემდეგ კი აადუღეთ ნარევი მინიმუმ ათი წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. ასეთი სამკურნალო სითხე უნდა დალიოთ  ნახევარი ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში სამჯერ. გააგრძელეთ კითხვა

 

Ხახვის ჩაი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ხმამაღლა კითხვის უპირატესობები – ჩუმად კითხულობთ თუ ხმამაღლა?

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა
#post_seo_title

რა სჯობს – ხმამაღლა კითხვა თუ ხმადაბლა?

ორივე მეთოდს აქვს თავისი დადებითი მხარე, თუმცა მეცნიერები და პრაქტიკული გამოცდილება მიგვანიშნებს, რომ ხმამაღლა კითხვა ხშირად უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ჩუმად კითხვა.

რატომ არის ხმამაღლა კითხვა ეფექტური?

1. მეხსიერების გაუმჯობესება

კვლევები აჩვენებს, რომ ხმამაღლა წაკითხული ინფორმაცია უკეთ ინახება მეხსიერებაში, ვიდრე ჩუმად წაკითხული. ეს ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა როგორც ბავშვების, ისე ხანდაზმული ადამიანებისთვის. ხმამაღლა წაკითხვისას მუშავდება არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ აუდიო არხიც, რაც გონებაში მასალის გამყარებას უწყობს ხელს.

2. ყურადღების კონცენტრაცია

ხშირად ჩუმად კითხვისას გონება მარტივად იფანტება სხვა საკითხებზე. ხმამაღლა კითხვა კი აიძულებს ტვინს კონცენტრირდეს თითოეულ სიტყვასა და წინადადებაზე, რაც კითხვის ხარისხსაც და გაგების დონესაც ამაღლებს.

3. პუნქტუაციის გაცნობიერება

ხმამაღლა კითხვისას ადამიანი იძულებულია, ყურადღება მიაქციოს სასვენ ნიშნებს – წერტილებს, მძიმეს, ძახილის ნიშნებს. ეს კი ხელს უწყობს ტექსტის სტრუქტურის უკეთ გააზრებას და სინტაქსური უნარების განვითარებას.

4. სიტყვების სწორი წარმოთქმა

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსწავლობთ უცხო ენას, ხმამაღლა კითხვა გვეხმარება სწორ გამოთქმაში. ის გვასწავლის, როგორ ჟღერს სიტყვა სინამდვილეში და ავითარებს აუდიო-მეტყველებით უნარებს.

5. ბავშვებთან ურთიერთობის გამყარება

როცა ბავშვი ხმამაღლა კითხულობს, ადვილია შევამოწმოთ, თუ რამდენად კარგად იგებს ტექსტს. მათთვის გაუგებარი სიტყვების შემთხვევაშიც უფრო ხშირად ითხოვენ დახმარებას. გარდა ამისა, უფროსის მიერ ხმამაღლა წაკითხული წიგნი შეიძლება გადაიქცეს სახალისო და შემეცნებით ოჯახურ რიტუალად, რომელიც აძლიერებს კავშირს მშობელსა და შვილს შორის.

6. სოციალური და ემოციური კავშირები

ხმამაღლა კითხვა შესაძლოა იქცეს საერთო აქტივობად მეგობრებსა და ოჯახს შორის. ერთად წაკითხული ტექსტები გახდება საფუძველი მსჯელობის, ემოციების გაზიარებისა და ურთიერთობების გაღრმავების. ასეთ დროს კითხვის პროცესი აღარ არის მხოლოდ ინდივიდუალური – ის ხდება სოციალური და ემოციური გამოცდილება.


როდის ჯობია ხმადაბლა კითხვა?

  • საზოგადოებრივ ადგილებში, ხმამაღლა კითხვა შესაძლოა მოუხერხებელი იყოს.

  • ხმადაბლა კითხვა ნაკლებ ენერგიას მოითხოვს და ზოგჯერ სწრაფად მუშაობის საშუალებასაც იძლევა.

თუმცა, თუ თქვენი მიზანია უკეთესი დამახსოვრება, მეტი კონცენტრაცია, სწორი წარმოთქმა და სხვებთან კავშირის გაღრმავება, მაშინ ხმამაღლა კითხვა არის საუკეთესო არჩევანი.


დასკვნა:

ხმამაღლა კითხვა არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის – ის ძლიერი ინსტრუმენტია სწავლაში, კომუნიკაციაში და ურთიერთობების გაუმჯობესებაში. გამოიყენეთ იგი, როგორც ყოველდღიური პრაქტიკა და დატკბით მის მრავალრიცხოვანი სარგებელით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჯანსაღი განტვირთვის დღე – „ამ დღეს სრულიად გამორიცხეთ შაქარი, თეთრი ფქვილის ნაწარმი და გაზიანი სამელები“

#image_title

ჯანსაღი განტვირთვის დღე

ენდოკრინოლოგი ნატა გაგუა გვიზიარებს ჯანსაღი განტვირთვის ერთი დღის მენიუს:

ამ დღის მთავარი მიზანია საჭმლის მომნელებელი სისტემის “დასვენება”, ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით მომარაგება და ენერგიის შენარჩუნება.
განტვირთვის დღის მენიუ (≈1500 კკალ)
1. საუზმე (≈ 410 კკალ): ენერგიული სტარტი
საუზმე უნდა იყოს ნოყიერი, რათა თავიდან აიცილოთ შიმშილის გრძნობა დღის პირველ ნახევარში.
შვრიის ფაფა კენკრითა და ნიგვზით:
• 50 გრ მთელმარცვლოვანი შვრია (ჰერკულესი).
• 200 მლ წყალი.
• 100 გრ სეზონური კენკრა (ჟოლო, მოცვი, მარწყვი – ახალი ან გაყინული).
• 15 გრ ნიგოზი (დაახლოებით 4-5 ლებანი).
• 1 ჩაის კოვზი ჩიას თესლი.
• სურვილისამებრ: ცოტაოდენი დარიჩინი არომატისთვის.
სასმელი:
• 1 ჭიქა მწვანე ჩაი ან უშაქრო ყავა.
2. ხემსი (≈ 220 კკალ): იოგურტი ან მაწონი და ხილი:
• 150 გრ ნატურალური ბერძნული იოგურტი (2-4% ცხიმის შემცველობით) ან მაწონი (2-4% ცხიმის შემცველობით).
• 1 საშუალო ზომის ვაშლი ან ატამი.
3. სადილი (≈ 450 კკალ): დაბალანსებული კვება
სადილი მდიდარი უნდა იყოს მცენარეული ცილებითა და ჯანსაღი ცხიმებით.
მუხუდოსა და ავოკადოს სალათი:
• დიდი ჯამი სალათის ფურცლები (რუკოლა, ისპანახი, აისბერგი).
• 100 გრ მოხარშული ან დაკონსერვებული მუხუდო.
• ნახევარი საშუალო ზომის ავოკადო (დაახლ. 70-80 გრ).
• ბოსტნეული: 1 კიტრი, 1 პომიდორი, ნახევარი წითელი ბულგარული წიწაკა.
• საკმაზი: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და შავი პილპილი.
სასმელი:
• 1 ჭიქა წყალი ლიმონის ნაჭრით.
4. ვახშამი (≈ 410 კკალ): ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი, რათა არ გადაიტვირთოს ორგანიზმი ძილის წინ, თუმცა უნდა შეიცავდეს ცილას დანაყრებისთვის.
ომლეტი ბოსტნეულით და ყველით:
• 2 ცალი კვერცხისგან მომზადებული ომლეტი (შეწვით 1 ჩაის კოვზ ზეთში ან 5 გრ კარაქში).
• დიდი პორცია (დაახლ. 300 გრ) ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი.
• 50 გრ ნაკლებად მარილიანი ყველი (მაგალითად ფეტა).
• შეაზავეთ მწვანილებით (კამა, ოხრახუში).
სასმელი:
• 1 ჭიქა ბალახეულის ჩაი (გვირილა ან პიტნა).
დამატებითი რეკომენდაციები:
• სითხის მიღება: დღის განმავლობაში აუცილებელია 1.5-2 ლიტრი სუფთა წყლის დალევა. დაიწყეთ დილა 1 ჭიქა თბილი წყლით.
• მოერიდეთ გადამუშავებულ საკვებს: ამ დღეს სრულად გამორიცხეთ შაქარი, თეთრი ფქვილის ნაწარმი და გაზიანი სასმელები.
• შეზღუდეთ მარილი: გამოიყენეთ მინიმალური რაოდენობა, რადგან ის აფერხებს სითხის გამოდევნას.
ფიზიკური აქტივობა: მოერიდეთ ინტენსიურ ვარჯიშს. რეკომენდებულია მსუბუქი აქტივობა, მაგალითად, ფეხით სეირნობა. განტვირთვის დღე დაიცავით კვირაში ერთხელ.
წარმატებულ და ჯანსაღ დღეს გისურვებთ
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გავრცელებული სტერეოტიპია, რომ უნაყოფობა მხოლოდ ქალის პრობლემაა – რა აჩვენა კვლევამ

უნაყოფობა - ანთება, ჭარბწონიანობა და არასათანადო კვება შესაძლოა მიზეზი იყოს - ხშირად დასმული კითხვები
#post_seo_title

გავრცელებული სტერეოტიპია, რომ უნაყოფობა მხოლოდ ქალის პრობლემაა.

თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ შემთხვევათა 40-50%-ში მიზეზი მამაკაცის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული.
მამაკაცებში უნაყოფობის ძირითადი მიზეზებია:
•⁠ ⁠სპერმის რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება
•⁠ ⁠ინფექციები და ანთებები
•⁠ ⁠ჰორმონალური ან გენეტიკური დარღვევები
•⁠ ⁠სათესლე ვენების პათოლოგიური გაფართოება
•⁠ ⁠მავნე ჩვევები და არასაჯანსაღი ცხოვრების წესი
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

100-ზე მეტი მიზეზი თამბაქოს მოწევაზე თავის დანებებისათვის

გენდერული თანასწორობა და თამბაქო – 10 ფაქტი
#post_seo_title

100-ზე მეტი მიზეზი თამბაქოს მოწევაზე თავის დანებებისათვის

წყარო: https://www.who.int/news-room/spotlight/more-than-100-reasons-to-quit-tobacco

  1. მწეველები კოვიდ-19-ის მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

თამბაქო უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს გარეგნობაზე

  1. ყველაფერი იჟღინთება უსიამოვნო სუნით: კანი, ტანსაცმელი, თითები, პირის ღრუ, მთლიანად სახლი.
  2. თამბაქო იწვევს კბილის ნადების წარმოქმნას და კბილების გაყვითლებას.
  3. სიგარეტისა და თამბაქოს სხვა პროდუქტების გამოყენება იწვევს უსიამოვნო სუნს პირიდან.
  4. თამბაქო ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას, რის გამოც ადამიანი თავის ასაკთან შედარებით ხნიერად გამოიყურება. მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, ხელს უწყობს იმ ცილების დაშლას, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის ელასტიურობას, აქვეითებს A ვიტამინის დონეს და არღვევს სისხლის მიმოქცევას.
  5. ასეთი ნაოჭები თავს ყველაზე მეტად იჩენენ თვალებისა და ტუჩების გარშემო. ამასთანავე, თამბაქო აუხეშებს და აშრობს კანს.
  6. მოწევა ზრდის ფსორიაზის, კანის არაინფექციური ანთებითი დაავადების განვითარების რისკს, რომელსაც ახასიათებს ქავილი და წითელი ლაქები მთელ სხეულზე.

მოწევა ვნებს არა მხოლოდ თქვენსარამედ თქვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასაც

  1. ყოველწლიურად 1 მილიონ ადამიანზე მეტი კვდება პასიური მწეველობის გამო.
  2. არამწეველ ადამიანებს, რომლების პასიური მოწევის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, აქვთ ფილტვის კიბოს განვითარების მაღალი რისკი.
  3. სიგარეტი კვლავ რჩება ხანძრის გამოწვევისა და მასთან დაკავშირებული მსხვერპლის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად.
  4. ელექტრონული სიგარეტი ახდენს ნიკოტინითა და სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებებით ზეგავლენას გარშემომყოფ ადამიანებზე.
  5. პასიური მოწევისას თამბაქოს კვამლს შეუძლია გაზარდოს ტუბერკულოზის გამწვავებისა და მის აქტიურ ფაზაში გადასვლის რისკი.
  6. ტიპი ორი დიაბეტი ასოცირდება პასიურ მწეველობასთან.

თამბაქოს ან ელექტრონული სიგარეტის მოწევა ბავშვების გარემოცვაში ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას

  1. მწეველთა ბავშვებს ხშირად აქვთ შემცირებული ფილტვის ფუნქცია, რის შედეგადაც ზრდასრულ ასაკში უყალიბდებათ ქრონიკული რესპირაციული დაავადებები.
  2. ელექტრონული სიგარეტის სითხე სერიოზულ რისკს წარმოადგენს ბავშვის ჯანმრთელობისათვის.
  3. ცნობილია ტრავმის შემთხვევები, მათ შორის დამწვრობა, რაც გამოწვეულია ელექტრონული სიგარეტის აალებითა და აფეთქებით.
  4.  პასიურ მწეველ სკოლის ასაკის ბავშვებში აგრეთვე მაღალია ასთმის განვითრების რისკი, რაც გამოწვეულია სასუნთქი გზების ანთებით.
  5. ოჯახურ პირობებში პასიურ მწეველ 2 წლამდე ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს შუა ყურის ანთება, რასაც შეიძლება მოჰყვეს სმენის დაქვეითება და სიყრუე.
  6. თამბაქოზე უარის თქმა ამცირებს ბავშვებში პასიურ მოწევასთან დაკავშირებული მრავალი დაავადების რისკს, მათ შორის რესპირაციული დაავადებებისა (მაგალითად ასთმ) და ოტიტის.

თამბაქოს მოხმარებას თან ახლავს უარყოფითი სოციალური შედეგები

20.   თქვენ არ გსურთ იყოთ ცუდი მაგალითი შვილებისთვის, მეგობრებისთვისა და ახლობლებისთვის.

  1. თამბაქოს მოხმარებამ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს სოციალურ ურთიერთობებზე.
  2. თამბაქოზე უარის თქმა ნიშნავს ცხოვრებას შეზღუდვების გარეშე – თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ იმყოფებოდეთ საზოგადოებაში, მოსაწევად გარეთ გასვლის საჭიროების გარეშე.
  3. თამბაქოზე უარის თქმა გაგხდით უფრო პროდუქტიულს და შრომისუნარიანს – აღარ გექნებათ საჭიროება მოწყდეთ საქმეს მოწევის გამო.

მოწევა დაკავშირებულია ფინანსურ დანახარჯებთან

  1. ერთ-რთი კვლევის მიხედვით, მწეველთა დანახარჯი საშუალოდ 1,4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამაში შედის დანახარჯები თავად სიგარეტზე, სამედიცინო დანახარჯები, მედიკამენტები და ზოგიერთ ქვეყანაში არსებული უფრო დაბალი ხელფასი მწეველებისთვის, მასთან დაკავშრებული პასიური მწეველობის რისკის გამო.
  2. თამბაქოს მოხმარება გავლენას ახდენს დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე, რადგან ზრდის სამსახურის გაცდენის ალბათობას.
  3. თამბაქოს მოხმარება იწვევს სიღარიბეს, რადგან ოჯახები ხარჯავენ ფინანსურ რესურსებს თამბაქოზე იმის ნაცვლად, რომ დახარჯონ ისეთ ძირითად მოთხოვნილებებზე, როგორიცაა საკვები და საცხოვრებელი.
  4. თამბაქოს მოხმარება ქმნის დამატებით ტვირთს მსოფლიო ეკონომიკისათვის, დაახლოებით 1,4 ტრილიონი აშშ დოლარი იხარჯება იმ დაავადებები სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია თამბაქოს მოხმარებით, და მასთან დაკავშირებული შრომითი რესურსების დანაკარგებითა და სიკვდილიანობით.

მოწევა უარყოფითად მოქმედებს ფერტილობაზე

  1. მწეველებში უფრო ხშირია უნაყოფობა. თამბაქოზე უარი ნიშნავს თავიდან ავიცილოთ დაფეხმძიმების პრობლემების, ნაადრევი მშობიარობის, დაბალი წონის ნაყოფის და თვითნებური აბორტის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი.
  2.  მოწევა იწვევს ერექციულ დისფუნქციას, ზღუდავს სისხლის მიწოდებას სასქესო ორგანოსთან, რაც ხელს უშლის ერექციას. ერექციული დისფუნქცია უფრო ხშირად ვლინდება მწეველებში. ეს პრობლემა დიდი ალბათობით არ მოიხსნება, იქნება მუდმივი, თუკი მამაკაცი უარს არ იტყვის თამბაქოზე ახალგაზრდობაში.
  3. თამბაქო უარყოფით გავლენას ახდენს სპერმატოზოიდების ხარისხზე, მათ მობილობასა და ფორმაზე.

თამბაქოს ყველა სახეობა სასიკვდილოა

  1. ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარების გამო.
  2. თამბაქო კლავს მისი მომხმარებლის ნახევარს. თამბაქოს ნებისმიერი სახეობის მოხმარება იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებასა და მძიმე დაავადებებს.
  3. ჩილიმის მოწევა ისეთივე მავნებელია, როგორც ნებისმიერი სხვა თამბაქოსი.
  4. საღეჭმა თამბაქომ შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუს კიბო, კბილების დაკარგვა, ემალის გამუქება, ღრძილებზე თეთრი ლაქების გაჩენა და პაროდონტიტი.
  5. უკვამლო თამბაქო იწვევს ნიკოტინის უფრო სწრაფ შეწოვას და, შესაბამისად, დამოკიდებულების უფრო სწრაფ განვითარებას.

თამბაქოს ყიდვით თქვენ ფინანსურად ეხმარებით ინდუსტრიასრომელიც ექსპლუატაციას უწევს ფერმერებსა და ბავშვებს და ხელს უწყობს ავადობის და სიკვდილიანობის ზრდას

  1. თამბაქოს მოყვანით დაკავებულ ფერმერებს ხშირად ემართებათ ნიკოტინის კანში შეწოვით, სასუქითა და თამბაქოს მტვრით გამოწვეული დაავადებები.
  2. ზოგიერთ ქვეყანაში თამბაქოს მოყვანით ბავშვები არიან დაკავებულნი, რაც არა მარტო მათ ჯანმრთელობაზე ახდენს უარყოფით გავლენას, არამედ უზღუდავს მათ სასკოლო განათლების საშუალებას.
  3. თამბაქოს მოხმარება აღრმავებს სიღარიბის არსებულ პრობლემას, რადგან თამბაქოს მომხმარებლები არიან ონკოლოგიურ დაავადებათა, მასთან დაკავშრებული ნაადრევი სიკვდილიანობის, გულის შეტევის, რესპირატორული და სხვა დაავადებათა ბევრად მაღალი რისკის ქვეშ, რაც ართმევს ოჯახებს ესოდენ მნიშვნელოვან შემოსავალს და იწვევს დამატებით ხარჯებს სამედიცინო დახმარებისთვის.
  4. თამბაქოს სექტორში მომუშავე ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ზოგადად ძალიან მცირე შემოსავალი აქვს, მაშინ როცა, თამბაქოს მწარმოებელ მსხვილ კომპანიებს აქვთ ძალიან დიდი მოგება.

გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი ვნებს ჯანმრთელობას

  1. გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის მომხმარებელი ისეთი ტოქსიკური გამონაბოლქვის უშუალო ზემოქმედების ქვეშ ექცევა, რომელთაგანაც მრავალი იწვევს კიბოს.
  2. გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი თავისი არსით თამბაქოს ნაწარმია, ამიტომ მასზე გადასვლა, არ ნიშნავს თამბაქოზე უარის თქმას.
  3. არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი ჩვეულებრივ სიგარეტზე ნაკლებად მავნეა.

ელექტრონული სიგარეტი ვნებს ჯანმრთელობას და არ არის უსაფრთხო

  1. იმ ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, როგორც მინიმუმ ორჯერ იზრდება ზრდასრულ ასაკში თამბაქოს მოხმარების ალბათობა.
  2. ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ზრდის გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს.
  3. ელექტრონულ სიგარეტში არსებული ნიკოტინი იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას და ვნებს ბავშვის ტვინის განვითარებას.

ნებისმიერი ტიპის თამბაქოს მოხმარებაგანსაკუთრებულად კი მოწევაარ გვაძლევს სრულფასოვნად სუნთქვის საშუალებას.

  1.  თამბაქოს მოხმარება კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 25%-ის მიზეზია მთელს მსოფლიოში.
  2. მწეველ ბავშვებს აქვთ ცხოვრების განმავლობაში ფილტვის კიბოთი დაავადების 22-ჯერ მეტი რისკი არამწეველ ბავშვებთან შედარებით. მოწევა ფილტვის კიბოს ძირითადი მიზეზია და მას უკავშირდება ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის ორ მესამედზე მეტი.
  3. ყოველ მეხუთე მწეველს უვითარდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება სიცოცხლის განმავლობაში. განსაკურებით კი მათ, ვინც მოწევას იწყებს ბავშვობაში და მოზარდობაში, რადგან თამბაქოს გამონაბოლქვი მნიშვნელოვნად აფერხებს ფილტვების განვითარებას.
  4. მოწევა ამწვავებს ასთმას ზრდასრულებში, ზღუდავს მათ ფიზიკურ აქტივობას, ხელს უწყობს ინვალიდობის განვითარებას და ზრდის ასთმის მძიმე შეტევების რისკს, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
  5. თამბაქოს მოხმარება 2-ჯერ ზრდის ტუბერკულოზის ლატენტურიდან აქტიურ ფორმაში გადასვლის რისკს და ამძიმებს დაავადების ბუნებრივ სვლას. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 25% აქვს ტუბერკულოზის ლატენტურ ფორმა.

თამბაქო ამსხვრევს გულებს

  1. დღეში თუნდაც რამდენიმე სიგარეტის მოწევა, ეპიზოდური ან პასიური მოწევა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
  2. მწეველები ინსულტის 2-ჯერ უფრო მაღალი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 4-ჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
  3. თამბაქოს გამონაბოლქვი აზიანებს გულის არტერიებს, წარმოქმნის ნადებს და ხელს უწყობს თრომბის განვითარებას, რითიც ზღუდავს სისხლის თავისუფალ მიმოქცევას და საბოლოო ჯამში იწვევს გულის შეტევას და ინსულტს.
  4. თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმის გამოყენება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

თამბაქო იწვევს სიმსივნის 20-ზე მეტ სახეობას

  1. თამბაქოსა და უკვამლო თამბაქოს ნაწარმის გამოყენება იწვევს პირის ღრუს, ტუჩების,  ხორხისა და საყლაპავის კიბოს.
  2. სიმსივნით დაზიანებული ხორხის ქირურგიულმა ამოკვეთამ, შესაძლოა გამოიწვიოს ტრაქეოსტომიის ანუ ყელსა და ტრაქეაში ღია ღრუს ამოჭრის აუცილებლობა, რომელიც პაციენტს სუნთქვის საშუალებას მისცემს.
  3. მწეველები არიან მწვავე მიელოიდური ლეიკემიის, ცხვირის და პარანაზალური სინუსური ღრუების, მსხვილი ნაწლავის, თირკმლის, ღვიძლის, პანკრეასის, კუჭის ან საკვერცხის და ქვედა საშარდე გზების კიბოს (შარდის ბუშტის, შარდსაწვეთის და თირკმლის მენჯის ჩათვლით) განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
  4. ზოგიერთმა კვლევამ ასევე თვალსაჩინო გახადა კავშირი მოწევასა და მკერდის კიბოს განვითარებას შორის, განსაკუთრებით მძიმე მწეველებსა და იმ ქალებს შორის, რომლებიც მოწევას პირველ ფეხმძიმობამდე იწყებენ .
  5. ასევე ცნობილია, რომ მოწევა ზრდის საშვილოსნოს ყელი კიბოს რისკს, ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ) ინფიცირებულ ქალებში.

მწეველები უფრო ხშირად კარგავენ მხედველობასა და სმენას

  1. მოწევა იწვევს თვალის მრავალ დაავადებას, რომელმაც მკურნალობის გარეშე, შეიძლება მხედველობის სრულ დაკარგვამდე მიიყვანოს ადამიანი.
  2. მწეველებს არამწეველებთან შედარებით უფრო მაღალი ალბათობით ემართებათ მაკულოდისტროფია, რომელიც იწვევს გარდაუვალ სიბრმავეს.
  3. მწეველებს ასევე აქვთ კატარაქტის (თვალის ბროლის შემღვრევა) განვითარების უფრო მაღალი რისკი, რის დროსაც, თვალი ბლოკავს სინათლის გატარებას. კატარქტა იწვევს მხედველობის გაუარესებას, ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა რჩება მხედველობის აღდგენის ერთადერთ საშუალებად.
  4. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, მოწევა ასევე იწვევს გლაუკომას – მდგომარეობა, რომლის დროსაც მატულობს თვალის შიდა წნევას და ქვეითდება მხედველობა.
  5. ზრდასრული მწეველები უფრო ხშირად განიცდიან სმენის დაკარგვას.

თამბაქო ვნებს ყველა ორგანოს

  1. ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოიხმარენ თამბაქოს, კარგავენ სიცოცხლის არანაკლებ 10 წელს.
  2. თითო ნაფაზთან ერთად ორგანიზმში აღწევს ტოქსინები და კანცეროგენები. ამათგან სულ ცოტა 70 ნივთიერება იწვევს სიმსივნეს.
  3. მწეველები დიაბეტის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
  4. მოწევა არის დემენციის (აშლილობის ჯგუფი, რომელიც ვლინდება გონებრივი უნარების დაქვეითებითა და ტვინის ფუქციის მოშლით) განვითარების რისკ-ფაქტორი.
  5.  ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მსოფლიოს მასშტაბით, შემთხვევათა დაახლოებით 14% შესაძლოა მოწევასთან იყოს დაკავშირებული.
  6. მწეველ ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ მტკივნეული მენსტრუაცია და აქვთ მენოპაუზის უფრო გამოკვეთილი სიმპტომები.
  7. მწეველ ქალებში მენოპაუზა იწყება 1-4 წლით ადრე, რადგან თამბაქო უარყოფითად მოქმედებს კვერცხუჯრედების წარმოქმნაზე, რაც იწვევს რეპროდუქციული ფუნქციის დაკარგვას და ესტროგენის დონის შემცირებას.
  8. თამბაქოს გამონაბოლქვი აფერხებს სხეულის ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებას.
  9. თამბაქოს გამოყენება აფერხებს სისხლის ნაკადს, რამაც, მკურნალობის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს განგრენა (სხეულის ქსოვილის კვდომა) და დაზიანებული ადგილის ამპუტაცია.
  10. თამბაქოს მოწევა ზრდის პაროდონტოზის რისკს. პაროდონტოზი ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც აზიანებს ღრძილებს, შლის ყბის ძვალს და იწვევს კბილების დაკარგვას.
  11. თამბაქოს მწეველები ოპერაციის შემდგომი გართულებების ბევრად მაღალი რისკის ქვეშ არიან.
  12. მწვეველთათვის უფრო რთულია მართვითი სუნთქვიდან გამოსვლა. ეს ხშირად ახანგრძლივებს მათ მიერ რეანიმაციულ და ინტესიური თერაპიის განყოფილებაში და ზოგადად საავადმყოფოში დაყოფილ დროს, რაც ზრდის ინფექციური დაავადებებით ინფიცირების რისკს.
  13. მწეველებს უფრო ხშირად აწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, როგორიცაა კუჭის წყლული, ნაწლავების ანთებითი დაავადება, მასთან ასოცირებული მუცლის სპაზმი, მუდმივი დიარეა, ცხელება, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან და კუჭ-ნაწლავის კიბო.
  14. მწეველები უფრო ხშირად კარგავენ ძვლის სიმკვრივეს, უფრო ხშირად აწუხებთ მოტეხილობები და უფრო ადვილად უვითარდებათ სერიოზული გართულებები, როგორიცაა დაგვიანებული შეხორცება ან განკურნება.
  15. თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერებები ასუსტებენ იმუნურ სისტემას, აყენებენ მწეველებს ფილტვის ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ.
  16. ავტოიმუნური დაავადებების გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები არიან ისეთი დაავადებების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ, როგორიცაა, რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, ბაქტერიული მენინგიტი, პოსტოპერაციული ინფექციები და სხვადასხვა სახის კიბო.
  17. მოწევა დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, მაგალითად, კისტოზური ფიბროზით, გაფანტული სკლეროზით ან კიბოთი დაავადებულებს, აყენებს თანმხლები დაავადებების და ნაადრევი სიკვდილის რისკის ქვეშ.
  18. თამბაქოს სუპრესიული მოქმედება იმუნიტეტზე აივ-ინფიცირებულ ადამიანებს შიდსის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. აივ-ინფიცირებულ მწეველთა შორის, დაკარგული ცხოვრების წლების საშუალო რაოდენობა 12,3 წელია. ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია აივ-ინფიცირებულ არამწეველთა მაჩვენებელზე.

თამბაქო და ნიკოტინი ვნებს თქვენს შვილს

  1. თამბაქოს მოხმარება ან პასიური მწეველობა ორსულობის დროს ზრდის ნაყოფის დაღუპვის რისკს.
  2. ქალები, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს ან არიან პასიური მწეველები, ორსულობისას მათ სპონტანური აბორტის მაღალი რისკი აქვთ.
  3. ასევე ხშირია მკვდრადშობადობის (საშვილოსნოში გარდაცვილილი ნაყოფის დაბადება) შემთხვევები ნაყოფის ჰიპოქსიისა და პლაცენტის ანომალიების გამო, რაც გამოწვეულია თამბაქოს კვამლში არსებული ნახშირბადის მონოქსიდით და თამბაქოს კვამლში და უკვამლო თამბაქოში არსებული ნიკოტინით.
  4. მწეველი ქალები საშვილოსნოს  გარე ორსულობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ეს  დედის სიცოცხლისთვის პოტენციურად სასიკვდილო გართულებას წარმოადგენს.
  5. თამბაქოსა და პასიური მწეველობისაგან თავის შეკავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, ასევე ორსული და იმ ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
  6. ელექტრონული სიგარეტის მოხმარება მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს ორსულთათვის, რადგან იგი ვნებს ნაყოფს.
  7. თამბაქოს მომხმარებელი ან პასიური მწეველი ქალები იმყოფებიან ნაადრევი მშობიარობისა და მცირე წონის ჩვილების დაბადების მაღალი რისკის ქვეშ.

თამბაქო ანაგვიანებს გარემოს

  1. თამბაქოს ნარჩენებისაგან გარემოს გაწმენდას ფინანსურად უზრუნველყოფენ ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლებები და არა თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები. შეწყვიტეთ მოწევა გარემოს დასაცავად.
  2. თამბაქოს ნამწვი მსოლიოში ყველაზე ხშირად გადაყრილ ნარჩენებს შორისაა. თამბაქოს ნარჩენი წარმოადგენს პლაჟებსა და წყლის პირას ყველაზე ხშირად გამორიყულ ნაგავს.
  3. სიგარეტის ნამწვი შეიცავს საშიშ ნივთიერებებს, მათ შორის დარიშხანს, ტყვიას, ნიკოტინს და ფორმალდეჰიდს, საიდანაც ეს ნივთიერებები ხვდებიან წყალსა და ნიადაგში.
  4. თამბაქოს გამონაბოლქვი ჰაერის დაბინძურებას უწყობს ხელს.
  5. სიგარეტის მოსაკიდებლად ვიყენებთ ასანთს ან სანთებელას. თუ დავუშვებთ, რომ ერთი ხის ასანთი გამოიყენება ორი სიგარეტის მოსაკიდებლად, წელიწადში გლობალურად მოწეული ექვსი ტრილიონი სიგარეტი საჭიროებს ცხრა მილიონი ხის განადგურებას, რათა ვაწარმოოთ ამისთვის საჭირო სამი ტრილიონი ხის ასანთი.
  6. ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი შეიძლება შეიცავდეს ელემენტებს, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ გადამუშავებას, აგრეთვე ქიმიკატებს, შეფუთვას და სხვა არაბიოდეგრადირებად მასალას.
  7. ამჟამად, ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯების უმეტესობა არ არის მრავალჯერადი და არ ხდება მათი გადამუშავება – თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ასაღებენ ერთჯერად კარტრიჯებს, სავარაუდოდ, გაყიდვებისა და ერთგული მომხმარებლების მოზიდვის მიზნით.
  8. თამბაქოს წარმოების მთლიანი გამონაბოლქვი უდრის 3 მილიონ ტრანსატლანტიკურ გადაფრენას.
  9. თამბაქოს კვამლი შეიცავს სამი სახის სათბურის გაზებს: ნახშიროჟანგს, მეთანს და აზოტის ოქსიდებს და აბინძურებს შენობის გარე და შიდა ჰაერს.
  10. თამბაქოს მოყვანისა და გადამუშავების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად დაახლოებით 200,000 ჰექტარი მიწა გამოიყენება.
  11. თამბაქოს მოსაშენებლად ტყის გაჩეხვას მოაქვს არაერთი ძალზედ მავნე ეკოლოგიური შედეგი – ბიომრავალფეროვნების შემცირება, ნიადაგის ეროზია და დეგრადაცია, წყლის დაბინძურება და ატმოსფერული ნახშირორჟანგის მომატება.
  12. თამბაქოს მოყვანა მოითხოვს ისეთი ქიმიკატების დიდი რაოდენობით გამოყენებას როგორიც არის პესტიციდები, სასუქები და ზრდის მარეგულირებლები. ეს ნივთიერებები სასმელი წყლის წყაროებში ხვდება თამბაქოს პლანტაციებიდან ჩამონადენის სახით.
  13. ყოველ 300 წარმოებულ სიგარეტზე (დაახლოებით 1,5 ბლოკი), მხოლოდ თამბაქოს ფოთლების გამოშრობას სჭირდება ერთი ხე.
  14. ყოველწლიურად 6 ტრილიონი სიგარეტის წარმოებით, თამბაქოს ნაწარმისთვის მზადდება დაახლოებით 300 მილიარდი პაკეტი (თითო კოლოფში 20 სიგარეტი). თუ ჩავთვლით, რომ თითოეული ცარიელი შეფუთვა იწონის დაახლოებით ექვს გრამს, ეს შეადგენს დაახლოებით 1,800,000 ტონა შეფუთვის ნარჩენს, რომელიც შედგება ქაღალდის, მელნის, ცელოფანის, ფოლგისა და წებოსაგან. დისტრიბუციისა და შეფუთვისათვის გამოყენებული მუყაოს ან ყუთების ნარჩენების ჩათვლით მთლიანი წლიური მყარი პოსტმოხმარების ნარჩენების წონა მინიმუმ 2 000 000 ტონას აღწევს.
  15. თამბაქოს კვამლი ტოვებს ტოქსიკურ ნარჩენს, რომლებიც ცნობილია როგორც მესამეული მწეველობა რომელიც ჯდება ზედაპირებზე (როგორიცაა კედლები, იატაკი, ტანსაცმელი და ავეჯი) და გროვდება სახლის მტვერში. სათანადო წმენდის გარეშე ეს ნარჩენი შეიძლება შენარჩუნდეს წლების განმავლობაში. იგი საზიანოა, განსაკუთრებით ჩვილებისა და ბავშვებისათვის.

WHO Country Office Georgia

eurowhogeo@who.int

www.facebook.com/WHOGeorgia

www.euro.who.int/georgia

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ ვრცელდება სეზონური გრიპი? – გრიპმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
#post_seo_title

პედიატრი – მაია ხუხუნაიშვილი, სეზონურ ვირუსებზე საუბრობს: 

გრიპი სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებაა. ადამიანს აავადებს A, B და C ტიპის გრიპის ვირუსები. A ტიპის ვირუსი პანდემიური შტამია ანუ იწვევს მასობრივ ავადობას. ის 10-15 წელიწადში ერთხელ აქტიურდება მთელ მსოფლიოში. B ტიპის ვირუსი სეზონური გრიპის გამომწვევია. ის ყოველწლიურად ცირკულირებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სახელდახელო ცვლილება ახასიათებს და A გრიპთან შედარებით მძიმე დაავადებას არ იწვევს. შესაძლოა, ადამიანს ის ყოველ წელს შეხვდეს. C ვირუსით გამოწვეული დაავადება კიდევ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. მას “ჩვეულებრივ გაციებას” ვეძახით. ამ ტიპის ვირუსი არც პანდემიებს იწვევს, არც ეპიდემიებს და არც ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს.

✅რას ნიშნავს გრიპის HN კლასიფიკაცია?
– H (ჰემაგლუტინინი) და N (ნეირამინიდაზა) გრიპის ვირუსის ცილებია, რომელთა მიხედვითაც ხდება შტამის სუბტიპირება. A ვირუსი სასუნთქი გზების სამიზნე უჯრედებზე ფიქსირდება H-ით, რომლის 16-მდე სუბტიპს ვიცნობთ, ხოლო N, რომლის ცხრამდე სუბტიპია ცნობილი, ხელს უწყობს უჯრედში სინთეზირებული ვირუსების გამოსვლას ახალი უჯრედების დასაზიანებლად. ამ ორი ცილის ყოველი ახალი კომბინაცია ვირუსის ახალ შტამს ქმნის.

✅გრიპის სიმპტომები
გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით და შესაძლოა დასრულდეს ლეტალური გამოსავლითაც. უბრალო გაციებისგან განსხვავებით გრიპი მწვავედ იწყება. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, ცხელება >38-39 0 c, ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში; იშვიათად დიარეა და/ან ღებინება. სწორედ ეს სიმპტომები ახასიათებს H3N2-ს და B ტიპის ვირუსს.

როგორ ვრცელდება სეზონური გრიპი?
გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.

✅გრიპის გართულებები
გრიპმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. გრიპის გართულებებია:
• პნევმონია (ფილტვების ანთება) – ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოქსია, ციანოზი;
• დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების დაკარგვა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა).
• ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია);
• თანმხლები დაავადებების გართულება (მაგ: გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი);
• ბავშვებში ყურის ინფექციები, სინუსიტები. ჩვილ ბავშვებს გრიპის დროს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი.

✅გრიპის გართულებების რისკ- ჯგუფები
გრიპის მეორადი გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან:
• ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე;
• ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;
• ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ)..

✅გრიპს ახასიათებს ტალღობრივი მიმდინარეობაც, მაგალითად ხუთი დღის განმავლობაში არის მაღალი ცხელება, მე-6 ან მე-7 დღიდან მდგომარეობა უმჯობესდება და მერვე დღეს შეიძლება 1 ან 2 დღიანი ცხელებაც კი გამოვლინდეს. გამოჯანმრთელების დრო შეიძლება გახანგრძლივდეს 10-დან 14 დღემდე. ამიტომ აუცილებელია ბავშვი 2-3 კვირის განმავლობაში იყოს ბინის პირობებში, რადგან ამ პერიოდში ის ინფექციის წყაროა სხვა ბავშვებისთვი, გარდა ამისა, არახელსაყრელ გარემო პირობებში, მას შეიძლება განუვითარდეს ინფექციის ახალი ტალღა.

✅გრიპის მკურნალობა
არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას გრიპის სამკურნალოდ. ანტივირუსული პრეპარატები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
გახსოვდეთ! თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით კატეგორიულად მიუღებელია!

გრიპით დაავადებულთან კონტაქტის შემდგომ რამდენ ხანში შეიძლება სხვა ადამიანს დაემართოს დაავადება?
– გრიპის სიმპტომების გამოვლენა ჩვეულებრივ იწყება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 1-4 დღის შემდგომ, საშუალოდ 2 დღის განმავლობაში.
რამდენ ხანს არის გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი?
– უმეტესწილად გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის (ზოგჯერ – მეტიც) განმავლობაში. ბავშვები ჩვეულებრივ 7 დღეზე მეტ ხანს არიან გადამდებები.
რამდენად სწრაფად ხდება გამოჯანმრთელება გრიპის შემთხვევაში?
– გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 1-4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე-7-10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14-20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება (ასთენიური სინდრომი).

✅გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები არის 3 და 4 კომპონენტიანი , რომლებიც იცავენ ყველაზე გავრცელებული A და B ვირუსის შტამებისაგან.
✅ვის უნდა ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინაცია?
სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს. განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფებია:
• 5 წლამდე (განსაკუთრებით – 2 წლამდე) ასაკის ბავშვები;
• 65 წელს გადაცილებულები;
• ორსულები;
• ქრონიკულად დაავადებულნი (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები);
• ნერვული სისტემის დარღვევათა მქონე პირები (ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, ინსულტი, გონებრივი უნარშეზრუდულობა, კუნთოვანი დისტროფია);
• ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ანემია, იმუნოდეფიციტი (შიდსი, კიბო), ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40-ს);
• ჯანდაცვის მუშაკები, მათ შორის – ხანში შესულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომვლელები.

✅როდის ჯობია ვაქცინაცია
იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩატარდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე, საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი.

რამდენად უსაფრთხოა გრიპის ვაქცინა?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროდუქტია, რომლითაც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ას მილიონ ადამიანზე მეტი იქნა აცრილი გართულებების გარეშე.

✅არის თუ არა შესაძლებლობა, ვაქცინამ გრიპი გამოიწვიოს, თუნდაც მსუბუქი ფორმით?
გრიპის ვაქცინა ვერ გამოიწვევს დაავადებას, ვინაიდან წარმოადგენს ვირუსის ინაქტივირებულ სახეცვლილ ფორმას, რომელსაც შეუძლია მხოლოდ იმუნიტეტის გამომუშავება.

როგორ დავიცვათ თავი გრიპისაგან და მასთან დაკავშირებული გართულებებისაგან?
• გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია!
• განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა – მოერიდეთ მასიური თავშეყრის ადგილებს! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!
• როგორც ჯანმრთელებმა, ასევე გრიპით დაავადებულმა პირებმა, შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა; რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით;
• დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;
• ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა – მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები და ა.შ.

✅იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზის გამოყენებით

რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზის გამოყენებით

რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზით – თემაზე სტომატოლოგი თამარ ორდენიძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს:

„დღევანდელ რეალობაში ძირითადი ნაკადი ექიმ-სტომატოლოგს ამ პრობლემით მიმართავს. შესაძლოა, ბავშვს, რომელიც 2,5 წლისაა და ექიმთან მიდის, დემინერალიზაციიდან გამომდინარე ყველა კბილი დაშლილი ჰქონდეს. საქმე გვაქვს ტკივილთან, რომელსაც ბავშვი ვერ ახსნის. მისთვის წყლის დალევაც დისკომფორტია, არა თუ საკვების მიღება. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ეტიოლოგიური ფაქტორი უნდა გავარკვიოთ. თუ გამომწვევ ფაქტორს არ გამოვიკვლევთ, პროფილაქტიკური ღონისძიება, რომ ბავშვს კბილი გავუკეთოთ, შედეგს არ მოგვცემს. დემინერალიზაცია უფრო გავრცელდება და მუდმივი კბილებიც ასე დაიშლება. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩატარდეს, რა იწვევს კბილის დაშლას. მხოლოდ კალციუმი და ფტორი არ გახლავთ ის მიკროელემენტები, რომელთა ნაკლებობამაც შეიძლება, კბილების დაშლა გამოიწვიოს.

კითხვაზე თუ რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზის გამოყენებით, აზრი ორად იყოფა. მშობელს ურჩევნია, რომ აღიქვას, თუ რა უკეთდება მის შვილს. ბავშვიც მზად იყოს, თუ რა მანიპულაციებთან აქვს საქმე და ამ რეალობას თავი არ აარიდოს. ჩვენ ბავშვთა ასაკში 20 კბილი გვაქვს, შემდეგ – 32 კბილი. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რამდენ ნარკოზს მოიცავს თითო კბილის მკურნალობა. მაგრამ, არსებობს ისეთი უმართავი სიტუაციები, ან ისეთი მასშტაბის დაზიანებები, სადაც უბრალოდ სტომატოლოგია უძლურია. შესაძლოა, სპეციალისტმა 2,5 წლის ბავშვი ვერ გააჩეროს და ყველა კბილი ვერ მოუწესრიგოს. ამიტომ, უნდა ავწონ-დავწონოთ. რა თქმა უნდა, სწორი მიდგომით, ჯობს, ყველა მანიპულაცია ბავშვის ფსიქიკისთვის და მშობლის მზაობისთვის შესაბამისად გაკეთდეს. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანესთეზია კეთდება, ადამიანი სრულიად ჯანსაღი და ჯანმრთელი უნდა იყოს. კბილი კი ისე სწრაფად გვტკივდება, ამის გარკვევას ვერ ვასწრებთ”.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პარალელურად, პრემიერის გადაწყვეტილებით, ნარკოტიკის მომხმარებლებზე ზრუნვაც პრიორიტეტად განისაზღვრა

#post_seo_title

ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პარალელურად, პრემიერის გადაწყვეტილებით, ნარკოტიკის მომხმარებლებზე ზრუნვაც პრიორიტეტად განისაზღვრა.

15 აგვისტოდან სახელმწიფომ სრულად გადაიბარა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, ასევე ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი.

წესით სამკურნალო პროგრამის კერძო კლინიკების მიერ მართვამ, ბევრი პრობლემა შექმნა და ეს უკვე ფაქტებით დადასტურდა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights