სკოლასა და ბაღში „შენიღბული“, „დაფარული“ ალერგენები.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ბოლო დროს სტილისტები სულ უფრო მეტს საუბრობენ თმის მოვლის ინოვაციურ მეთოდზე, რაც როზმარინის სხვადასხვა ფორმით გამოყენებას გულისხმობს. ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით, როგორ შეიძლება მოვამზადოთ ეს მცენარე სახლის პირობებში ისე, რომ ჩვენს თმას იდეალური ხარისხი და ბზინვარება მივანიჭოთ.როზმარინის ზეთი არის პოპულარული ინფუზიური ზეთი, რომელიც გამოიყენება სამზარეულოში და თავის მოვლისთვის. თუ გსურთ, სწრაფად მოამზადოთ როზმარინის ზეთი, ამისთვის აიღეთ სასურველი მცენარის ზეთი და მოათავსეთ მასში როზმარინის რამდენიმე ტოტი. გააგრძელეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
კანზე მოულოდნელად გაჩენილი წრიული ლაქები, გაღიზიანება და ქავილი ხშირად უბრალო ალერგიას გვაგონებს, თუმცა შესაძლოა საქმე „მუნთან“, ანუ სოკოვან ინფექციასთან გვქონდეს.
ეს გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემა ადვილად გადადის და მკურნალობის გარეშე შესაძლოა ფართოდ გავრცელდეს, ამიტომ მისი დროული ამოცნობა და პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორ ამოვიცნოთ მუნი, როგორია დაავადების ნიშნები და მახასიათებლები და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს – აღნიშნულ თემაზე ვრცლად აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა მავლინა ჯავახაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი პროცედურები გააცნო.
მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან.
მისი თქმით, პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კეთილსინდისიერ და სამართლიან დამოკიდებულებას ყველა მონაწილე მხარის მხრიდან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილება მინიმუმამდე შეამცირებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივად მოხმარების რისკებს. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროცესს მკაცრად გააკონტროლებს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ცვლილება დადებითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის პირობებში, ეს ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასის სტაბილიზაციას. მინისტრმა ფარმაცევტებს მოუწოდა, აღნიშნული პრინციპი საცალო რეალიზაციის დროსაც გაითვალისწინონ.
ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს – „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა.
ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებს შეკვეთების გაგზავნა ელფოსტაზე – sales@mhpa.ge შეეძლებათ. შეკვეთის გასაკეთებლად, მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 591 960 680; 591 960 690
შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს, რაც სამეცნიერო კვლევებში ერთობლივ მონაწილეობას, სპეციალისტების გადამზადების პროგრამების გააქტიურებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანეგვას მოიცავს. შეხვედრაზე, ექიმების პროფესიული გადამზადების პროგრამები განიხილეს.
„შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს გავაღრმავოთ ურთიერთობები უნგრეთთან, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ხელი შევუწყოთ ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებულ ინიციატივებს,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეხვედრას სემელვეისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ბელა მერკელი, ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ფერენც რენი-ვამოსი და საქართველოს საპატიო კონსული უნგრეთში შაბტაი მიხაელი ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ სემელვეისის უნივერსიტეტი განსაკუთრებული აღიარებით სარგებლობს სამედიცინო მეცნიერების, განათლებისა და კვლევების სფეროში, როგორც უნგრეთში, ისე საერთაშორისო დონეზე. ასევე, უნივერსიტეტი ცნობილია კლინიკური ცოდნითა და პრაქტიკით.
ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სისტემების განვითარების, სოციალური დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივებზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, ისე სხვა საზოგადოებრივ მიმართულებებში.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აშშ — სამართლებრივი ასპექტი
ფედერალური დონე: Controlled Substances Act (CSA) — ანაბოლური ანდროგენული სტეროიდები (AAS) აშშ-ში ჩვეულებრივ განიხილება როგორც კონტროლირებადი ნივთიერებები (Schedule III). მწვრთნელისთვის AAS-ის რეცეპტის გარეშე მიწოდება, გაყიდვა ან პროპაგანდირება (encouraging distribution/use, facilitating procurement) შეიძლება ფედერალურ დანაშაულად ჩაითვალოს (possession with intent to distribute, distribution to minors და ა.შ.).
შტატური კანონები: ბევრი შტატი დამატებით კოდექსს და სანქციებს ადგენს (მაგ., განმეორებითი დანაშაული, მოსწავლე/მწვრთნელის მიმართებაში გამკაცრებული პატიმრობა/ჯარიმა). კონკრეტული წესები შტატიდან შტატამდე განსხვავდება.
ევროპა — სამართლებრივი ასპექტი:
ევროპის ბევრ ქვეყანაში ანაბოლურ სტეროიდებს განიხილავენ როგორც აკრძალულ ან კონტროლირებად მედიკამენტს; გაყიდვას, მიწოდებას და ბავშვებთან დაკავშირებულ შემთხვევებში სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სანქციები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.
გაერთიანებული სამეფო (UK): Anabolic steroids are classified as Class C drugs under the Misuse of Drugs Act; supply or intent to supply, especially to minors, არის კრიმინალი. მასწავლებლის/მწვრთნელის კარიერის დასრულების მიზეზიც კი შეიძლება იყოს.
WADA (World Anti-Doping Agency): ანაბოლური სტეროიდები შეტანილია აკრძალულ ნივთიერებათა სიაში; მწვრთნელის ჩართულობა სპორტსმენის ნივთიერების მიღებაში ან პროპაგანდირებაში მთავრდება ჯარიმით და ლიცენზიის შეჩერებით.
WADA-ს ოპერაციული პარტნიორი ნაციონალური ანტიდოპინგი ბიუროები ასევე მიმართავენ ადგილობრივ სამართლებრივ მექანიზმებს.
ეროვნული ფედერაციები:
საქართველო ამჟამად პასუხობს WADA-ს რეკომენდაციებს; 2016–2019 წლებში მიღებული ეროვნული ანტიდოპინგი კანონმდებლობა განახლდა რამდენიმე რეგულაციით, მათ შორის მკაცრი სანქციები მწვრთნელების და სპორტული ფედერაციების მიმართ.
ნაციონალური ანტიდოპინგი ორგანიზაცია: საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგი სააგენტო (NADO Georgia) ფუნქციონირებს აქტიური შემოწმებებით და საგანმანათლებლო პროგრამებით; ისინი თანამშრომლობენ WADA‑სთან და რეგიონალურ პარტნიორებთან.
მაგრამ ეს ეხება მხოლოდ ოლიმპიურ სპორტს. მოდით შევიხედოთ დარბაზებს, სადაც ხშირად არ მოქმედებს რეგულაციები და მორალური პრინციპებიც. „დანინგისა და კრუგერის” ეფექტი მწვრთნელებში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. დღეს ბევრი თვლის, რომ შეუძლია მოამზადოს მსურველი სხვადასხვა კატეგორიაში ბოდიბილდინგისა და ფიტნესის მიმართულებით; ძირითადად ასეთი მომზადება უფრო მედიკამენტურ ქაოსს ჰგავს — პრეპარატების დოზირება, წარმომავლობა და ხარისხი მწვრთნელისთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენს.
თვითნასწავლი „ქიმიკოსები”, რომლებიც თავს ექიმებზე მაღლა აყენებენ, თვლიან, რომ მათ აქვთ იმის კომპეტენცია და უფლება დაუნიშნონ ნებისმიერ მსურველს მათი წარმოდგენით სწრაფი შედეგის მისაღწევად საჭირო პრეპარატები; ბუნებრივია, ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას შესაძლო უკუჩვენებებზე. ბევრმა მათგანმა არც კი იცის, რა უკუჩვენებები შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ პრეპარატს.
როგორც წესი, დაზარალებული მოსწავლე არ უჩივის მწვრთნელს შესაბამის ინსტანციებში, რადგან თავად დათანხმდა პრეპარატის მიღებაზე. ჯანმრთელობის გაუარესების პროცესში, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სიმპტომებს მოიცავდეს, ადამიანი ანებებს სტეროიდების მიღებას და კარგავს როგორც მიღებულ ფორმას, ისე ჯანმრთელობას, რადგან სტეროიდების მოხმარება არავისთვის არ ჩაივლის უკვალოდ.
ასეთ მწვრთნელებზე ამ ეტაპზე თითქმის არ მოქმედებს არც კანონი და არც სანქციები, თუმცა ეს სიტუაცია მალე შეიცვლება.
როგორ უნდა შეამჩნიოთ, რომ თქვენი შვილი იღებს ანაბოლურ სტეროიდებს?
მოზარდები ყველაზე ხშირად ხდებიან არაკეთილსინდისიერი პერსონალური მწვრთნელების პროპაგანდის მსხვერპლნი, რადგან მათ სწრაფად უნდათ შედეგი და მზად არიან წავიდნენ რისკზე.
რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ დროულად აღმოვაჩინოთ აკრძალული პრეპარატების მიღება?
რა თქმა უნდა, სიმპტომი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრეპარატს მიიღებს მოზარდი, მაგრამ ყველა სტეროიდს აქვს საერთო მახასიათებლები უკუჩვენებებში.
ფიზიკური ნიშნები:
მენტალური და ფსიქოლოგიური ნიშნები:
ადიქცია:
დიდი ხანია რაც არაა საიდუმლო, რომ სტეროიდები იწვევენ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, რომელიც გამოიხატება სხვა და სხვა სომატურ რეაქციებში.
როგორც წესი, ადამიანები, რომლებიც არიან დამოკიდებულები სხვა და სხვა ნივთიერებებზე ან პრეპარატებზე, არ აღიარებენ ამას როგორც დამოკიდებულებას, განსაკუთრებით ეს ეხება სტეროიდების მომხმარებლებს.
ისინი ვერ ანებებენ თავს მედიკამენტებს, იქამდე სანამ ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად არ გაუარესდება. ზოგი ამის შემდეგაც ვერ ანებებს თავს ა. ს..
ზოგი ამბობს, რომ არ სურს მიღებული შედეგის დაკარგვა რადგან საკუთარ თავს ვეღარ აღიქვამს სრულფასოვნად, თუ სხეულის ფორმები შეეცვლება. ზოგი ვერ უძლებს (დოფამინურ ორმოს) და ისევ იწყებს პრეპარატების გამოყენებას, რადგან ფსიქიკურად არაა მდგრადი.
ზოგი, პატარა შესვენების შემდეგ, ისევ უბრუნდება ა.ს., რადგან ჰგონია, რომ ამით შეამცირებს უკუჩვენებებს.
ბევრ მამაკაცს ექმნება დროებითი ლიბიდოს დაქვეითება, რადგან სასქესო ჯირკვლები გამოფიტულია ან გაზარმაცებული. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი მამაკაცებში პრეპარატების განმეორებითი გამოყენების.
ჩვენს საზოგადოებაში ადიქციას აქვს სოციალური დიფერენციაცია.
მწეველი არ ითვლება ნარკომანად, როგორც კვირაში ორჯერ ან სამჯერ ალკოჰოლის მომხმარებელი, ასევე არ ითვლება ნარკომანად ის, ვინც დამოკიდებულია სტეროიდებზე, რადგან ის ხომ სპორტით არის დაკავებული და უბრალოდ ცდილობს დაეხმაროს სხვა და სხვა მედიკამენტებით თავს შედეგის მისაღწევად. მაგრამ თუ ფართოდ გავახელთ თვალებს და ვაღიარებთ საკუთარ თავთან პრობლემას, რომლის წინაშეც ვდგავართ, მივხვდებით, რომ ნებისმიერი ადიქცია არის დამანგრეველი და ნებისმიერი დამოკიდებული ადამიანი ნარკომანია – უბრალოდ ყველას თავისი ნარკოტიკი აქვს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ესაა დნმ-ის გადამტანი ცილა HMGB1, რომელიც ძირითადად უჯრედის ბირთვში გვხდება და დნმ-ს “აწესრიგებს”. ამის მიუხედავად, ზოგჯერ იგი გარეთ გამოიდევნება, რის გამოც უჯრედული დაყოფა წყდება და მისი განადგურება იწყება — ამ პროცესს დაბერება ჰქვია.
HMGB1 ახალ გარემოში სხვაგვარად მოქმედებს და ფორმის შეცვლა იმის მიხედვით შეუძლია, თუ რა ოდენობის ჟანგბადია მის ირგვლივ. მაგალითად, დაბალ დონეში ის მცირდება და იმ უჯრედებს აბერებს, რომლებსაც ებმება. მაღალ დონეში მას იგივე ეფექტი არ აქვს.
შემცირებული HMGB1-ის გავლენა მეცნიერებმა ადამიანის თირკმლის, კუნთისა და კანის ქსოვილებზე გამოცადეს. შედეგად, უჯრედებში დაბერების ნიშნებმა იჩინა თავი და ანთებასთან ასოცირებული მოლეკულებიც გამომუშავდა. როგორც ვარაუდობდნენ, ჟანგბადით გაჯერებულ ცილას ასეთი ზემოქმედება არ ჰქონია.
იგივე მექანიზმი გამოვლინდა თაგვებშიც. მაშინ, როცა მეცნიერებმა ახალგაზრდა ჯანმრთელი მღრღნელების ორგანიზმში შემცირებული HMGB1 დაბალი დოზებით გადაიტანეს, ნაადრევი დაბერებისა და ანთების ნიშნები ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირდა. ასევე, 70-80 წლის ასაკის ადამიანთა სისხლის ნიმუშებში მკვლევრებმა შემცირებული HMGB1 ცილის მაღალ დონეს მიაგნეს იმ პირებთან შედარებით, რომლებიც 50 წლამდე იყვნენ. ანალოგიური რამ დაფიქსირდა ლაბორატორიის თაგვებშიც.
“ეს კვლევა აჩვენებს, რომ დაბერების თანმდევი ბიოლოგიური სიგნალები ინდივიდუალურ უჯრედებში არაა მოქცეული, არამედ სისხლის მეშვეობით სისტემურად შეიძლება გავრცელდეს” — აცხადებენ მეცნიერები.
ეს ნიშნავს, რომ, შესაძლოა, სიბერე უჯრედიდან უჯრედს გადაედოს არა მხოლოდ ერთ ორგანიზმში, არამედ სხვა სხეულში მოხვედრის შემთხვევაშიც.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მისი თქმით, განსაკუთრებით საშიშია 6 თვიდან ბავშვების პლანშეტთან შეხება.
„ექვსი თვიდან ბავშვებს აქვთ შეხება პლანშეტთან. მე რატომ ვარ პლანშეტების მტერი ამ ასაკში – ცხადია, მერე არა. ამ ასაკში ბავშვი უნდა მოძრაობდეს და თვითონ შეიგრძნოს რაღაცები დამოუკიდებლად. ახლა კი უძრავად ზის და მხოლოდ ვიზუალური, ბრჭყვიალა გამღიზიანებლები აქვს. ვიზუალური ჭკვიანი გამღიზიანებლები, ანუ ეს გამოსახულებები, ააქტიურებს ტვინის მარჯვენა ჰემისფეროს. მე ახლა როგორც ნეიროფსიქოლოგი ვლაპარაკობ: ჩვენი ენა ვითარდება მარცხენა ჰემისფეროს აქტიურობის ხარჯზე. შედეგი იცით რა გვაქვს? დღეს ის შედეგი გვაქვს, რომ ბავშვები უცხო ენაზე უკეთესად ლაპარაკობენ, ვიდრე საკუთარ მშობლიურ ენაზე,“ – აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.
@mshobeltakreba უყურე სრულად: https://youtu.be/gOKcnmW9bOE?si=PsfevfhosUxzavru
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi