ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
მთავარიშენი ფიტნესიროგორ უნდა შეამჩნიოთ, რომ თქვენი შვილი იღებს ანაბოლურ სტეროიდებს?

როგორ უნდა შეამჩნიოთ, რომ თქვენი შვილი იღებს ანაბოლურ სტეროიდებს?

ანაბოლური სტეროიდების კონტროლი სხვა და სხვა ქვეყნებში:

აშშ — სამართლებრივი ასპექტი

ფედერალური დონე: Controlled Substances Act (CSA) — ანაბოლური ანდროგენული სტეროიდები (AAS) აშშ-ში ჩვეულებრივ განიხილება როგორც კონტროლირებადი ნივთიერებები (Schedule III). მწვრთნელისთვის AAS-ის რეცეპტის გარეშე მიწოდება, გაყიდვა ან პროპაგანდირება (encouraging distribution/use, facilitating procurement) შეიძლება ფედერალურ დანაშაულად ჩაითვალოს (possession with intent to distribute, distribution to minors და ა.შ.).

შტატური კანონები: ბევრი შტატი დამატებით კოდექსს და სანქციებს ადგენს (მაგ., განმეორებითი დანაშაული, მოსწავლე/მწვრთნელის მიმართებაში გამკაცრებული პატიმრობა/ჯარიმა). კონკრეტული წესები შტატიდან შტატამდე განსხვავდება.

ევროპა — სამართლებრივი ასპექტი:

ევროპის ბევრ ქვეყანაში ანაბოლურ სტეროიდებს განიხილავენ როგორც აკრძალულ ან კონტროლირებად მედიკამენტს; გაყიდვას, მიწოდებას და ბავშვებთან დაკავშირებულ შემთხვევებში სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სანქციები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.

გაერთიანებული სამეფო (UK): Anabolic steroids are classified as Class C drugs under the Misuse of Drugs Act; supply or intent to supply, especially to minors, არის კრიმინალი. მასწავლებლის/მწვრთნელის კარიერის დასრულების მიზეზიც კი შეიძლება იყოს.

WADA (World Anti-Doping Agency): ანაბოლური სტეროიდები შეტანილია აკრძალულ ნივთიერებათა სიაში; მწვრთნელის ჩართულობა სპორტსმენის ნივთიერების მიღებაში ან პროპაგანდირებაში მთავრდება ჯარიმით და ლიცენზიის შეჩერებით.

WADA-ს ოპერაციული პარტნიორი ნაციონალური ანტიდოპინგი ბიუროები ასევე მიმართავენ ადგილობრივ სამართლებრივ მექანიზმებს.

ეროვნული ფედერაციები:

საქართველო ამჟამად პასუხობს WADA-ს რეკომენდაციებს; 2016–2019 წლებში მიღებული ეროვნული ანტიდოპინგი კანონმდებლობა განახლდა რამდენიმე რეგულაციით, მათ შორის მკაცრი სანქციები მწვრთნელების და სპორტული ფედერაციების მიმართ.

ნაციონალური ანტიდოპინგი ორგანიზაცია: საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგი სააგენტო (NADO Georgia) ფუნქციონირებს აქტიური შემოწმებებით და საგანმანათლებლო პროგრამებით; ისინი თანამშრომლობენ WADA‑სთან და რეგიონალურ პარტნიორებთან.

მაგრამ ეს ეხება მხოლოდ ოლიმპიურ სპორტს. მოდით შევიხედოთ დარბაზებს, სადაც ხშირად არ მოქმედებს რეგულაციები და მორალური პრინციპებიც. „დანინგისა და კრუგერის” ეფექტი მწვრთნელებში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. დღეს ბევრი თვლის, რომ შეუძლია მოამზადოს მსურველი სხვადასხვა კატეგორიაში ბოდიბილდინგისა და ფიტნესის მიმართულებით; ძირითადად ასეთი მომზადება უფრო მედიკამენტურ ქაოსს ჰგავს — პრეპარატების დოზირება, წარმომავლობა და ხარისხი მწვრთნელისთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენს.

  რა ღირს ინ ვიტრო განაყოფიერება, რაც შესაძლოა სახელმწიფომ დააფინანსოს

თვითნასწავლი „ქიმიკოსები”, რომლებიც თავს ექიმებზე მაღლა აყენებენ, თვლიან, რომ მათ აქვთ  იმის კომპეტენცია და უფლება დაუნიშნონ ნებისმიერ მსურველს მათი წარმოდგენით სწრაფი შედეგის მისაღწევად საჭირო პრეპარატები; ბუნებრივია, ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას შესაძლო უკუჩვენებებზე. ბევრმა მათგანმა არც კი იცის, რა უკუჩვენებები შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ პრეპარატს.

როგორც წესი, დაზარალებული მოსწავლე არ უჩივის მწვრთნელს შესაბამის ინსტანციებში, რადგან თავად დათანხმდა პრეპარატის მიღებაზე. ჯანმრთელობის გაუარესების პროცესში, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სიმპტომებს მოიცავდეს, ადამიანი ანებებს სტეროიდების მიღებას და კარგავს როგორც მიღებულ ფორმას, ისე ჯანმრთელობას, რადგან სტეროიდების მოხმარება არავისთვის არ ჩაივლის უკვალოდ.

ასეთ მწვრთნელებზე ამ ეტაპზე თითქმის არ მოქმედებს არც კანონი და არც სანქციები, თუმცა ეს სიტუაცია მალე შეიცვლება.

როგორ უნდა შეამჩნიოთ, რომ თქვენი შვილი იღებს ანაბოლურ სტეროიდებს?

მოზარდები ყველაზე ხშირად ხდებიან არაკეთილსინდისიერი პერსონალური მწვრთნელების პროპაგანდის მსხვერპლნი, რადგან მათ სწრაფად უნდათ შედეგი და მზად არიან წავიდნენ რისკზე.

რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ დროულად აღმოვაჩინოთ აკრძალული პრეპარატების მიღება?

რა თქმა უნდა, სიმპტომი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრეპარატს მიიღებს მოზარდი, მაგრამ ყველა სტეროიდს აქვს საერთო მახასიათებლები უკუჩვენებებში.

ფიზიკური ნიშნები:

  • აკნე და კანის გამონაყარები (როგორც წესი, ეს სიმპტომი პრეპარატის მიღებიდან მე-4, მე-5 კვირას იჩენს თავს)
  • კუნთების სწრაფი ზრდა და მათი შეშუპება

მენტალური და ფსიქოლოგიური ნიშნები:

  • გაღიზიანება და აგრესია (მოზარდი ხდება ჩაკეტილი და გაღიზიანებული, ასევე ხშირია აგრესიული ეპიზოდები)
  • ხასიათის ცვალებადობა (არასტაბილური განწყობა დროის მოკლე მონაკვეთში)
  • ძილის დარღვევა

ადიქცია:

დიდი ხანია რაც არაა საიდუმლო, რომ სტეროიდები იწვევენ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, რომელიც გამოიხატება სხვა და სხვა სომატურ რეაქციებში.

როგორც წესი, ადამიანები, რომლებიც არიან დამოკიდებულები სხვა და სხვა ნივთიერებებზე ან პრეპარატებზე, არ აღიარებენ ამას როგორც დამოკიდებულებას, განსაკუთრებით ეს ეხება სტეროიდების მომხმარებლებს.

ისინი ვერ ანებებენ თავს მედიკამენტებს, იქამდე სანამ ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად არ გაუარესდება. ზოგი ამის შემდეგაც ვერ ანებებს თავს ა. ს..

  პოსტი ნახა მილიონზე მეტმა ადამიანმა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება დროულად და პირდაპირ არის ინფორმირებული - 6 საყურადღებო სიმპტომი, რომლითაც „კოვიდ 19-ის“ ახალი შტამი ვლინდება

ზოგი ამბობს, რომ არ სურს მიღებული შედეგის დაკარგვა რადგან საკუთარ თავს ვეღარ აღიქვამს სრულფასოვნად, თუ სხეულის ფორმები შეეცვლება. ზოგი ვერ უძლებს (დოფამინურ ორმოს) და ისევ იწყებს პრეპარატების გამოყენებას, რადგან ფსიქიკურად არაა მდგრადი.

ზოგი, პატარა შესვენების შემდეგ, ისევ უბრუნდება ა.ს., რადგან ჰგონია, რომ ამით შეამცირებს უკუჩვენებებს.

ბევრ მამაკაცს ექმნება დროებითი ლიბიდოს დაქვეითება, რადგან სასქესო ჯირკვლები გამოფიტულია ან გაზარმაცებული. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი მამაკაცებში პრეპარატების განმეორებითი გამოყენების.

ჩვენს საზოგადოებაში ადიქციას აქვს სოციალური დიფერენციაცია.

მწეველი არ ითვლება ნარკომანად, როგორც კვირაში ორჯერ ან სამჯერ ალკოჰოლის მომხმარებელი, ასევე არ ითვლება ნარკომანად ის, ვინც დამოკიდებულია სტეროიდებზე, რადგან ის ხომ სპორტით არის დაკავებული და უბრალოდ ცდილობს დაეხმაროს სხვა და სხვა მედიკამენტებით თავს შედეგის მისაღწევად. მაგრამ თუ ფართოდ გავახელთ თვალებს და ვაღიარებთ საკუთარ თავთან პრობლემას, რომლის წინაშეც ვდგავართ, მივხვდებით, რომ ნებისმიერი ადიქცია არის დამანგრეველი და ნებისმიერი დამოკიდებული ადამიანი ნარკომანია – უბრალოდ ყველას თავისი ნარკოტიკი აქვს.

როგორ უნდა შეამჩნიოთ, რომ თქვენი შვილი იღებს ანაბოლურ სტეროიდებს? | sheniekimi.ge | შენი ექიმი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights