ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

საჭიროა მხოლოდ 4 ინექცია – „ალერგია შეიძლება დასრულდეს“

კიბოს ვაქცინები – ახალი ეპოქის დასაწყისი მედიცინაში
#post_seo_title

„ალერგია შეიძლება დასრულდეს“ — ახალი mRNA ვაქცინა არაქისის ალერგიას მხოლოდ 4 ინექციით აქრობს

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
PhD — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ალერგია, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურად ემუქრება
არაქისის ალერგია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ალერგიული მდგომარეობაა.
საკმარისია უმცირესი რაოდენობა საკვებში ან შემთხვევითი შეხება და ადამიანს შეიძლება განუვითარდეს:
• მწვავე ალერგიული რეაქცია,
• ანაფილაქსიური შოკი,
• სასუნთქი გზების შეშუპება,
• სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობა.
მსოფლიოში მილიონობით ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვები, ცხოვრობს მუდმივ შიშში.
ახლა პირველად ჩანს გზა, რომელიც არა მხოლოდ აკონტროლებს, არამედ შეიძლება საერთოდ გააქროს ალერგია.
რა არის ახალი?
კანადელმა მეცნიერებმა შექმნეს mRNA ვაქცინა, რომლის მიზანია ალერგიის მკურნალობა, და არა მხოლოდ მისი მართვა.
ვაქცინა:
• „ასწავლის“ იმუნურ სისტემას, როგორ მიიღოს არაქისის ცილა აგრესიული რეაქციის გარეშე,
• ამცირებს იმუნური სისტემის ზედმეტ ძალადობას,
• ქმნის „ამტანობას“ — ორგანიზმი აღარ აღიქვამს არაქისს როგორც საფრთხეს.
საჭიროა მხოლოდ 4 ინექცია.
ეს არის იგივე ტექნოლოგია, რომელიც COVID-19–ის ვაქცინებში გამოიყენეს, მაგრამ ახლა მიზანია ალერგიის საბოლოო აღმოფხვრა.
როგორ მუშაობს?
• mRNA შეიცავს „ინსტრუქციას“ უჯრედებისთვის.
• უჯრედები წარმოქმნიან ცილებს, რომლებიც ამცირებენ IgE ანტისხეულების რაოდენობას.
• IgE არის ის მოლეკულა, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას.
როცა IgE მცირდება → ორგანიზმი აღარ რეაგირებს ზედმეტად.
შედეგი:
ალერგია აღარ მართავს ადამიანს — ადამიანი მართავს თავის ჯანმრთელობას.
როდის იქნება ხელმისაწვდომი?
ვაქცინა ჯერ კლინიკური კვლევის ფაზაშია.
• 2025–2026 — გაგრძელდება კვლევები ადამიანებში
• 2027 — მესამე, მასშტაბური კვლევის დაწყება
• 2028–2029 — ვაქცინის შესაძლო რეგისტრაცია და გამოყენება
ოპტიმისტური სცენარით,
ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს 2029 წლიდან.
ამ ეტაპზე ვაქცინა არც ერთ ქვეყანაში არ იყიდება, იგი კვლევის პროცესშია.
რატომ არის ეს ეპოქალური გარღვევა?
დღემდე არსებული ყველა მეთოდი:
• მხოლოდ აკონტროლებს ალერგიას,
• მოითხოვს მუდმივ სიფრთხილეს,
• აჩენს მუდმივ შიშს.
ახალი მიდგომა სრულიად განსხვავებულია —
mRNA ვაქცინა ცვლის იმუნური სისტემის რეაქციას და უშლის ალერგიის განვითარებას.
ეს არის არა დროებითი დაცვა, არამედ ალერგიის აღმოფხვრა ძირიდან.
„ეს არის რეალური სამეცნიერო გარდატეხა.
წლების განმავლობაში ალერგიას მხოლოდ ვაკონტროლებდით, ახლა კი პირველად ვსაუბრობთ მის სრულად მოცილებაზე.
მომავალში იგივე ტექნოლოგიამ შეიძლება სხვა ალერგიების მკურნალობაც შესაძლებელი გახადოს.“
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე
ხშირად დასმული კითხვები
შესაძლებელია ალერგიის საბოლოო მოცილება?
შედეგები ძალიან დამაინტრიგებელია — ვაქცინამ უკვე შექმნა „ამტანობა“.
უსაფრთხოა ვაქცინა?
კვლევის პირველმა ფაზამ აჩვენა, რომ ვაქცინა კარგად გადაიტანება.
ბავშვებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი?
ასაკობრივი ჯგუფები განისაზღვრება კვლევის დასრულების შემდეგ.
შეიძლება ეს ტექნოლოგია სხვა ალერგიებზეც გამოვიყენოთ?
დიდი ალბათობით — დიახ. ეს არის ამ კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსპექტივა.
წყაროები (Vancouver სტანდარტი — ბმულებით)
1. CBC News — mRNA ვაქცინის ტესტირება არაქისის ალერგიის წინააღმდეგ
2. University of British Columbia (UBC) — ოფიციალური კვლევის ანგარიში
3. Journal of Allergy and Clinical Immunology (JACI) — mRNA იმუნოთერაპია: პრეკლინიკური კვლევა
4. Nature Reviews — mRNA ტექნოლოგიის გაფართოება ალერგიების მკურნალობაში
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“
სანდო ინფორმაცია
ინტერაქტიული ტესტები და კალკულატორები
მუდმივი განახლებები
ავტორის ბიოგრაფია
პროფესორი გიორგი ფხაკაძე —
დოქტორი (PhD), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე.
25+ წლის გამოცდილება WHO-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

შეიძლება იყოს წინწკალა და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„პერსონალიზებული მედიცინა უკვე თბილისში — რევოლუცია მკურნალობის ხარისხში“-გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„პერსონალიზებული მედიცინა უკვე თბილისში — რევოლუცია მკურნალობის ხარისხში“-გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
#post_seo_title

„ეს არის მომავალი, რომელიც უკვე საქართველოში დაიწყო“

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (MD, MPH, PhD)
„პერსონალიზებული მედიცინა მთლიანად ცვლის მიდგომას პაციენტის მკურნალობისადმი.
აქ აღარ მოქმედებს პრინციპი „ერთი მკურნალობა ყველასთვის“.
გადაწყვეტილებას აღარ ვიღებთ ვარაუდით — დღეს უკვე შესაძლებელია მკურნალობის შერჩევა თითოეული ადამიანის ბიოლოგიური და გენეტიკური მონაცემების მიხედვით.
ეს ნიშნავს: უფრო ზუსტ დიაგნოზს, მიზანმიმართულ მკურნალობას და ნაკლებ დროს ისეე ექსპერიმენტებზე.
პროცესი საქართველოში უკვე დაიწყოეს აღარ არის მომავალი, ეს არის რეალობა.“
პერსონალიზებული მედიცინა უკვე თბილისში — რევოლუცია მკურნალობის ხარისხში
8 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია-ში გაიმართა პირველი მასშტაბური სამეცნიერო ღონისძიება, რომელიც მთლიანად მიეძღვნა პერსონალიზებულ მედიცინას:
„ინოვაციები პერსონალიზებულ მედიცინაში: გამოწვევები და შესაძლებლობები“
(ორგანიზატორი: Thermo Fisher Scientific) 
ეს არის კომპანიის იმავე დონის ღონისძიება, რომელიც обычно ტარდება ევროპის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში — და ახლა უკვე თბილისში.
ღონისძიებამ საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას აჩვენა, რომ სამეციცინო მეცნიერებაში ახალ ეტაპზე გადასვლის დრო დადგა.
რას ნიშნავს პერსონალიზებული მედიცინა?
პერსონალიზებული მედიცინა არის მკურნალობის ისეთი მიდგომა, სადაც:
• პაციენტი აღარ არის საშუალო სტატისტიკა
• მკურნალობა შეირჩევა პაციენტის უჯრედების და გენეტიკური პროფილის მიხედვით
• ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მტკიცებულებაზე, და არა ინტუიციაზე დაყრდნობით
ეს მიდგომა პასუხობს მთავარ კითხვას:
„რა იმუშავებს კონკრეტულად ამ ორგანიზმში?“
თბილისში წარმოდგენილი ტექნოლოგიები — რაც ცვლის სამედიცინო მომავალს
ღონისძიების ოფიციალური პროგრამის მიხედვით :
მოლეკულური პროფილირება
დაავადების წარმოშობის აღმოჩენა უჯრედულ დონეზე — სწრაფად და მაღალი სიზუსტით.
იმუნური და სიმსივნური უჯრედების ვიზუალიზაცია ახალი თაობის ციტომეტრიით
ინფორმაცია, რომელიც ტრადიციულ ანალიზებში საერთოდ არ ჩანს.
ღეროვანი უჯრედების 3-განზომილებიანი პლატფორმა
ქსოვილების აღდგენისა და რეგენერაციული მედიცინის განვითარება.
ეპიგენეტიკური ტესტი (EpiCheck®)
სიმსივნის აღმოჩენა ყველაზე ადრე — ხშირად მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ახალი ტექნოლოგიები ამცირებს შეცდომის რისკს და ზრდის სწორი მკურნალობის შანსს.
რას იგებს პაციენტი?
• მკურნალობა ირჩევა ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით
• მცირდება გვერდითი რეაქციების რისკი
• აღარ არის „ცდა–შეცდომის“ მიდგომა
• ექიმი ხედავს რა ხდება კონკრეტულად პაციენტის ორგანიზმში
ეს არის სრულიად ახალი სამედიცინო ფილოსოფია:
  • „არ ვცადოთ — ზუსტად ვიცით.“
საქართველო უკვე ამ პროცესშია
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი მეცნიერები და სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში ამ ტექნოლოგიების დანერგვას იწყებენ. 
ეს ნიშნავს:
  • საქართველო აღარ ადევნებს თვალს პროგრესს —
  • საქართველო ხდება პროგრესის ნაწილი.
დასკვნა
პერსონალიზებული მედიცინა =
ზუსტი დიაგნოზი + მიზანმიმართული მკურნალობა + ნაკლები რისკი
ეს უკვე იწყება აქ — საქართველოში.
მეტი სანდო და თანამედროვე სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ
ავტორი:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გიორგი ფხაკაძე მუნის მკურნალობის პროტოკოლს და სამკურნალო საშუალებებს აქვეყნებს

საქართველოში ვირუსების მსხვერპლთა რიცხვი იზრდება: გრიპი და მისი ფატალური შედეგები
#post_seo_title

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე  მუნის მკურნალობის პროტოკოლს აქვეყნებს.

თბილისსა და ბათუმში ათასობით სკოლასა და ბაღში პარაზიტული ინფექცია მუნია გავრცელებული.

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

ინფექცია იწვევს ძლიერ ქავილს და მცირე, მოწითალო კვანძების გაჩენას კანზე

მუნი (Scabies) – მკურნალობის ოფიციალური რეკომენდაცია CDC-დან.
მუნი არ არის “ბინძურობა”. ეს არის კანის ინფექცია პარაზიტით (ტკიპა), რომელიც ვრცელდება კონტაქტით – კანის შეხებით, ტანსაცმლით, თეთრეულით, პირსახოცით.
ყველაფერი მუნის შესახებ - როგორ ამოვიცნოთ და როგორ ვუმკურნალოთ - მკურნალი.გე
CDC-ის რეკომენდაციები მკურნალობაზე:
პირველი ხაზი – სპეციალური კრემი/ლოსიონი (რეცეპტის მიხედვით ექიმისგან)
ზოგ შემთხვევაში საჭიროა პერორალური პრეპარატი (იშოვება მხოლოდ რეცეპტით)
მკურნალობა მეორდება 7–14 დღეში (დამოკიდებულია პროტოკოლზე)
ყველა ოჯახის წევრი ერთდროულად უნდა განიკურნოს, თუნდაც სიმპტომები არ ჰქონდეს.

„პაციენეტების მეორედი მუნის დიაგნოზით ტოვებს ჩემს კაბინეტს“ - რა უნდა გავაკეთოთ მუნის დიაგნოზის შემთხვევაში

სახლში აუცილებელია:
• ტანსაცმლის, თეთრეულის, პირსახოცების რეცხვა 60°C-ზე
• ის, რაც ვერ ირეცხება – დახურული პაკეტით 72 საათით
• ფუმიგაცია არ არის საჭირო
მთავარი სიმპტომია შემაწუხებელი ქავილი ღამით + წვრილი წითელი გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, წელზე.
თუ ეჭვი გაქვს — ექიმს მიმართე, თვითმკურნალობა მიუღებელია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გიორგი ფხაკაძე  მუნის მკურნალობის პროტოკოლს აქვეყნებს

მომრავლდა მუნის შემთხვევები - „მუნის წამალი ქვეყანაში არ არის!!!“ - გიორგი ფხაკაძე
#post_seo_title

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე  მუნის მკურნალობის პროტოკოლს აქვეყნებს.

თბილისსა და ბათუმში ათასობით სკოლასა და ბაღში პარაზიტული ინფექცია მუნია გავრცელებული.

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

ინფექცია იწვევს ძლიერ ქავილს და მცირე, მოწითალო კვანძების გაჩენას კანზე

მუნი (Scabies) – მკურნალობის ოფიციალური რეკომენდაცია CDC-დან.
მუნი არ არის “ბინძურობა”. ეს არის კანის ინფექცია პარაზიტით (ტკიპა), რომელიც ვრცელდება კონტაქტით – კანის შეხებით, ტანსაცმლით, თეთრეულით, პირსახოცით.
ყველაფერი მუნის შესახებ - როგორ ამოვიცნოთ და როგორ ვუმკურნალოთ - მკურნალი.გე
CDC-ის რეკომენდაციები მკურნალობაზე:
პირველი ხაზი – სპეციალური კრემი/ლოსიონი (რეცეპტის მიხედვით ექიმისგან)
ზოგ შემთხვევაში საჭიროა პერორალური პრეპარატი (იშოვება მხოლოდ რეცეპტით)
მკურნალობა მეორდება 7–14 დღეში (დამოკიდებულია პროტოკოლზე)
ყველა ოჯახის წევრი ერთდროულად უნდა განიკურნოს, თუნდაც სიმპტომები არ ჰქონდეს.

„პაციენეტების მეორედი მუნის დიაგნოზით ტოვებს ჩემს კაბინეტს“ - რა უნდა გავაკეთოთ მუნის დიაგნოზის შემთხვევაში

სახლში აუცილებელია:
• ტანსაცმლის, თეთრეულის, პირსახოცების რეცხვა 60°C-ზე
• ის, რაც ვერ ირეცხება – დახურული პაკეტით 72 საათით
• ფუმიგაცია არ არის საჭირო
მთავარი სიმპტომია შემაწუხებელი ქავილი ღამით + წვრილი წითელი გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, წელზე.
თუ ეჭვი გაქვს — ექიმს მიმართე, თვითმკურნალობა მიუღებელია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„პანიკა არ არის საჭირო! მიმართეთ ექიმს, თვითმკურნალობა დაუშვებელია – საქართველოში არსებობს მუნის მკურნალობის საშუალება“ – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას ამშვიდებს

მომრავლდა მუნის შემთხვევები - „მუნის წამალი ქვეყანაში არ არის!!!“ - გიორგი ფხაკაძე
#post_seo_title

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე  ამბობს, რომ მუნის გამო პანიკა არ არის საჭირო!

მუნის გამო პანიკა არ არის საჭირო!
საქართველოში არსებობს მკურნალობის საშუალება.
სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს — თვითმკურნალობა დაუშვებელია“ – განუცხადა გიორგი ფხაკაძემ sheniekimi-ს.

თბილისსა და ბათუმში ათასობით სკოლასა და ბაღში პარაზიტული ინფექცია მუნია გავრცელებული.

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

ინფექცია იწვევს ძლიერ ქავილს და მცირე, მოწითალო კვანძების გაჩენას კანზე.

სპეციალისტების განმარტებით, მუნის მკურნალობა ადვილია და ის კანით კანზე, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.

“სიტუაცია ისეთია, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც წლის განმავლობაში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით ასეთი მონაცემები გვაქვს და საქართველოშიც 1%-ზე ნაკლებია. მთავარია, პროფილაქტიკისთვის მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს. თუ ადამიანს ქავილი აწუხებს, ის ექიმს აუცილებლად უნდა გაესინჯოს”, — განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. მან მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მუნის განსაკუთრებული მატება არ შეინიშნება, ის ყოველ წელს ფიქსირდება და ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება.

„მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

რა არის მუნი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ.

მანუალ თერაპევტი, ფსიქოლოგი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი, მამუკა რაშოიანი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

„გაფრთხილება: თბილისში გავრცელდა კანის დაავადება — მუნი

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.
სიმპტომები:
  • ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით;
  • წვრილი გამონაყარი და სიწითლე კანზე;
  • ხშირად – გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, მუცელზე, მკერდზე ან სასქესო არეში“ – წერს მამუკა რაშოიანი.

როგორ ამოვიცნოთ მუნი, როგორია დაავადების ნიშნები და მახასიათებლები და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს – თემაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, მალვინა ჯავახაძე საუბრობს:

„მუნს 1-2 წერტილოვანი, ხაზოვანი რკალი და გამონაყარი ახასიათებს. მას ტკიპა იწვევს. მუნის ტკიპა კანს კბენს, აკეთებს ხვრელს, სადაც კვერცხებს დებს. კანზე წყვილ-წყვილი ელემენტებია. ასეთი ელემენტები, რომლებიც დღის განმავლობაში, თითქოს, უფროსებისთვის შეიძლება, შეუმჩნეველი იყოს, ბავშვებისთვის ძალიან შემაწუხებელია. ძლიერი ქავილი ეწყებათ“.

ექიმი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მუნის შესახებ წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან.

როგორ ვლინდება მუნი?! 

მუნი ანუ ბღერი ბობოქრობს? დღეს უკვე მესამე პაციენტი ვნახე ამ დიაგნოზით!!! მუნს იწვევს ტკიპა sarcoptes scabiei, კანზე მოხვედრის შემდეგ ის აღწევს კანქვეშ და „თხრის“ პატარა გვირაბებს, იქ დებს კვერცხებს, საიდანაც 3-4 დღეში იჩეკება ლავრა, რომელიც იზრდება და გადადის სხვა უბნებზე, ეს პერიოდი კვერცხიდან ზრდასრულამდე 2-3 კვირა გრძელდება!!! გავრცელებას ხელს უწყობს ხალხმრავალი გარემო (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები).

დასუსტებული იმუნიტეტი – ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა,
ჰიგიენური ნორმების დარღვევა (თუმცა ბღერი არ არის მხოლოდ „ბინძურთა დაავადება“, სუფთა გარემოშიც შეიძლება გავრცელდეს!)“ – ამბობს ექიმი.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული,

მისივე თქმით, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები რისკს წარმოადგენენ და აუცილებელია მკურნალობის ჩატარება.

„ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მკვეთრად გამოხატული ქავილი და ქავილის შედეგად შესაძლებელია კანზე განაკაწრები გამოჩნდეს, მეორადად დაინფიცირდეს, ეს მისი ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც არცთუ ისე ხშირად ვითარდება.
ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული. რაკი ჩვენ ახლო კონტაქტებზე ვსაუბრობთ, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, რისკს და როდესაც მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ოჯახის ამ წევრებთანაც მკურნალობის ჩატარება აუცილებელია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

“მუნი გადადის ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირებულის კანთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით. ამიტომ პარაზიტი ძირითადად გადადის ოჯახის წევრებზე და სქესობრივ პარტნიორებზე. ასევე გადაეცემა ტანსაცმლით, პირსახოცით, თეთრეულით, რბილი სათამაშოებით. დაავადება, როგორც წესი, არ გადადის ხანმოკლე კონტაქტით, მაგალითად, ხელის ჩამორთმევით და ჩახუტებით. პარაზიტის გადაცემა ძალიან იშვიათია მყარ ზედაპირებთან შეხებით. შესაბამისად, მაგალითად, ავეჯის ზედაპირებთან შეხება არ წარმოადგენს ინფიცირების რისკ-ფაქტორს”, — წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა – მშობლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ

მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა - მშობლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე, ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც პრეპარატ „ნოვორაპიდით“ მკურნალობა, ამ ეტაპზე, გაგრძელდება მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული ინსულინით „აპიდრა“.
მშობლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ. ენდოკრინოლოგების განცხადებით, „ნოვორაპიდიცა“ და „აპიდრაც“ მაღალი ხარისხის მედიკამენტებია და ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლა, პაციენტებისთვის, ექიმების აქტიური ზედამხედველობის შემთხვევაში, უმტკივნეულო და უსაფრთხო იქნება.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მედიკამენტი „აპიდრა“ საქართველოში ხელმისაწვდომია და მიწოდების კუთხით, არანაირი შეფერხება არ არის მოსალოდნელი. ამასთან, მინისტრის განცხადებით, გრძელდება მოლაპარაკებები, რომ „ნოვორაპიდის“ მწარმოებელმა კომპანია Novo Nordisk-მა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და მედიკამენტით უზრუნველყოფა უახლოეს პერიოდში შეძლოს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი ირმა ზავრადაშვილი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ პროცესის ნაწილია. ჩვენი მიზანია თითოეული დევნილისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი სამედიცინო სერვისები, რაშიც მუდმივად გვეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო“-ბესიკ კუსიდი

„დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ პროცესის ნაწილია. ჩვენი მიზანია თითოეული დევნილისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი სამედიცინო სერვისები, რაშიც მუდმივად გვეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო“-ბესიკ კუსიდი
#post_seo_title

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ეფექტურად განხორციელებისთვის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

გადაუდებელი დახმარების შესაბამისი ტექნიკა სამინისტროს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, კლინიკის დირექტორს პირადად შეხვდა და დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ პროცესის ნაწილია. ჩვენი მიზანია თითოეული დევნილისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი სამედიცინო სერვისები, რაშიც მუდმივად გვეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ასევე ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკას დღევანდელი დღისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ბესიკ კუსიდმა.

სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს კლინიკებთან თანამშრომლობას.

როგორ დაიცავთ თქვენს სახლს გრიპის ვირუსისგან

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს საქართველოში - რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
#image_title

გრიპის სეზონზე ხშირად ხდება ისე, რომ ოჯახის ერთ წევრს დაავადება უკვე სჭირს, მაგრამ თავად ჯერ ვერ ამჩნევს. ამ დროს ვირუსი უკვე ვრცელდება და შესაძლოა მალე სხვა წევრებშიც გაჩნდეს იგივე სიმპტომები.

გრიპის გადადება შესაძლებელია არა მხოლოდ სიმპტომების დაწყების შემდეგ, არამედ მანამდეც — და ის ერთი კვირის განმავლობაში რჩება გადამდები. თუმცა, რამდენიმე მარტივი ჩვევის დაცვა მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ოჯახის წევრების დასაცავად და ვირუსის გავრცელების შეჩერებაში.

😷 1. ცემინებისას და ხველებისას დაიფარეთ პირი და ცხვირი

გრიპი ვრცელდება ჰაერში წვეთების სახით — როცა ავადმყოფი ახველებს ან აცემინებს. ამიტომ აუცილებელია პირზე და ცხვირზე აიფაროთ ერთჯერადი ცხვირსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი გადააგდეთ და ხელები დაუყოვნებლივ დაიბანეთ.
თუ ხელსახოცი ვერ მოასწარით, შეეცადეთ, ცემინებისას იდაყვით დაიფაროთ სახე — ეს შეამცირებს ვირუსის გავრცელებას გარემოში. განაგრძეთ კითხვა

გრიპის მორჩენა მდოგვის დახმარებით - უსწრაფესად მოგარჩენთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

🌞 დ ვიტამინის მნიშვნელობა და მისი დეფიციტის შევსება 🌞☀️ რატომ გვჭირდება დ ვიტამინი?

მუდმივი დაღლილობა? ხანგრძლივი ტკივილები? დახეთქილი კუთხეები ტუჩებზე? - გაფრთხილება, სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ!
#post_seo_title

🌞 დ ვიტამინის მნიშვნელობა და მისი დეფიციტის შევსება 🌞

თუ სისხლის ანალიზის პასუხში დაბალი დ ვიტამინის დონე აღმოგაჩნდა, ნუ შეშინდები — ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ჩვენს ქვეყანაში მოზრდილების დაახლოებით 60%-ს და ხანდაზმულების 80%-ს აღენიშნება ამ ვიტამინის დეფიციტი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რატომ არის აუცილებელი დ ვიტამინი, რა იწვევს მის ნაკლებობას და როგორ შეგვიძლია მისი დონის რეგულირება.

☀️ რატომ გვჭირდება დ ვიტამინი?

დ ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის უკეთ ათვისებაში, რაც ძვლების სიმტკიცისა და ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია. გარდა ამისა, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის, კუნთების და იმუნიტეტის გამართულ მუშაობაში.

ჩვენი სხეული ამ ვიტამინს ბუნებრივად გამოიმუშავებს მაშინ, როცა კანი მზის სხივებთან კონტაქტშია. თუმცა, მზეზე ხანგრძლივმა ყოფნამ შეიძლება დააზიანოს კანი, ამიტომ უმეტესობა ცდილობს დ ვიტამინის მიღებას საკვების ან დანამატების მეშვეობით.

⚠️ დ ვიტამინის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზები

დ ვიტამინის დაბალი დონე ნიშნავს, რომ ორგანიზმს არ ჰყოფნის საკმარისი რაოდენობა ძვლების და ზოგადი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მზიანი ქვეყანაა, დ ვიტამინის დეფიციტი მაინც ხშირია — ძირითადად იმის გამო, რომ ადამიანები მზეზე ნაკლებ დროს ატარებენ.

მეტი რისკი აქვთ:

  • ჭარბწონიან ადამიანებს;

  • ორსულ ქალებს;

  • თირკმლის დაავადების მქონეებს;

  • ხანდაზმულებს, რადგან ასაკთან ერთად კანი ნაკლებად გამოიმუშავებს ვიტამინს;

  • მუქი კანის მქონე ადამიანებს, რადგან მელანინი ზღუდავს დ ვიტამინის სინთეზს.

💀 რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს დ ვიტამინის დეფიციტს

ვიტამინის ხანგრძლივმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ძვლების სისუსტე და მოტეხილობის მაღალი რისკი;

  • ოსტეოპოროზი და ოსტეომალაცია (ძვლის დარბილება და ტკივილი);

  • ბავშვებში — რაქიტი, რომელიც იწვევს ძვლების დეფორმაციას;

  • ზოგ შემთხვევაში — იმუნიტეტის დაქვეითება და ქრონიკული დაღლილობა.

მეცნიერები ასევე სწავლობენ დ ვიტამინის შესაძლო გავლენას ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია, კიბო და აუტოიმუნური პათოლოგიები.

🤰 ორსულობის დროს დ ვიტამინის როლი

ორსულებში დ ვიტამინის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს პრეეკლამფსიის, ნაადრევი მშობიარობის და გესტაციური დიაბეტის რისკი. ამასთანავე, ნაყოფის სწორ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დედის ორგანიზმში არსებული საკმარისი დ ვიტამინი — ის აუცილებელია ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის.

ამიტომ ორსულობის პერიოდში და მის შემდეგაც საჭიროა ამ ვიტამინის დონეზე კონტროლი — მისი დეფიციტის შევსება ბავშვის ჯანმრთელობის გარანტიაა.

📏 რამდენი დ ვიტამინი გვჭირდება?

რეკომენდებული დღიური რაოდენობა (საერთაშორისო ერთეულებში, IU):

  • ჩვილები (0–12 თვე) — 400 IU

  • ბავშვები (1–13 წელი) — 600 IU

  • მოზარდები (14–18 წელი) — 600 IU

  • მოზრდილები (19–70 წელი) — 600 IU

  • ხანდაზმულები (71+) — 800 IU

  • ორსული და მეძუძური ქალები — 600 IU

🍽 როგორ მივიღოთ დ ვიტამინი

საკვებიდან: ცხიმიანი თევზი (ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია), კვერცხის გული და ხორცი — ეს პროდუქტები შეიცავს დ ვიტამინის ბუნებრივ ფორმებს.

მზის სხივებით: ზომიერი მზის აბაზანები ხელს უწყობს დ ვიტამინის წარმოქმნას კანში. თუმცა, აუცილებელია მზეზე ყოფნის დრო ექიმთან შეთანხმებით განსაზღვრო, რომ თავიდან აიცილო კანის დაზიანება.

დანამატებით: არსებობს როგორც ცალკეული დ ვიტამინის პრეპარატები, ასევე მულტივიტამინური ფორმულები. მათი მიღება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით, რადგან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება სერიოზული გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.

დ ვიტამინის ნაკლებობა სიმპტომები
დ ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი ძვლების, იმუნიტეტისა და ენერგიისთვის. მისი დონის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შევსება დაგეხმარება ორგანიზმის გამართულ მუშაობაში და მრავალი დაავადების თავიდან აცილებაში.

✨ იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე — ცოტა მზე, ჯანსაღი კვება და გონივრული დანამატები საკმარისია დ ვიტამინის ბალანსის აღსადგენად!

რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო?! – ამის ცოდნა აუცილებელია!

ამ სტატიაში გასწავლით მართლაც ეფექტურ ნაყენს, რომელიც მოკლე დროში ასტაბილურებს წნევას

ეს განმაცვიფრებელი რეცეფტი დამეხმარა უმოკლეს ვადებში წნევის დაწევაში

კალენდულა ლიმნით მყისიერად დაგირეგულირებთ წნევას

არასტაბილური წნევით შეწუხებული ადამიანები იძულებულები არიან მუდმივად მიიღონ წნევის დასარეგულირებელი რამდენიმე წამალი.

ბევრმა მათგანმა არც კი იცის, რომ ცხოვრების წესის შეცვლით შესაძლებელია მდგომარეობის მნიშვნელოვნად გამოსწრება და წამლებზე უარის თქმაც კი.

თუ თქვენთვის ეს პრობლემა კარგად ნაცნობია, აუცილებლად უნდა გაიაროთ  ექიმთან კონსულტაციები და მოიძიოთ წამლების გარდა პრობლემის გადაჭრის გზები.

ამ სტატიაში გასწავლით მართლაც ეფექტურ ნაყენს, რომელიც მოკლე დროში ასტაბილურებს წნევას. განაგრძეთ კითხვა

#post_seo_title

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights