ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
მთავარიშენი ექიმი„პანიკა არ არის საჭირო! მიმართეთ ექიმს, თვითმკურნალობა დაუშვებელია - საქართველოში არსებობს მუნის...

„პანიკა არ არის საჭირო! მიმართეთ ექიმს, თვითმკურნალობა დაუშვებელია – საქართველოში არსებობს მუნის მკურნალობის საშუალება“ – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას ამშვიდებს

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე  ამბობს, რომ მუნის გამო პანიკა არ არის საჭირო!

მუნის გამო პანიკა არ არის საჭირო!
საქართველოში არსებობს მკურნალობის საშუალება.
სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს — თვითმკურნალობა დაუშვებელია“ – განუცხადა გიორგი ფხაკაძემ sheniekimi-ს.

თბილისსა და ბათუმში ათასობით სკოლასა და ბაღში პარაზიტული ინფექცია მუნია გავრცელებული.

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

ინფექცია იწვევს ძლიერ ქავილს და მცირე, მოწითალო კვანძების გაჩენას კანზე.

სპეციალისტების განმარტებით, მუნის მკურნალობა ადვილია და ის კანით კანზე, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.

“სიტუაცია ისეთია, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც წლის განმავლობაში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით ასეთი მონაცემები გვაქვს და საქართველოშიც 1%-ზე ნაკლებია. მთავარია, პროფილაქტიკისთვის მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს. თუ ადამიანს ქავილი აწუხებს, ის ექიმს აუცილებლად უნდა გაესინჯოს”, — განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. მან მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მუნის განსაკუთრებული მატება არ შეინიშნება, ის ყოველ წელს ფიქსირდება და ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება.

„მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

რა არის მუნი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ.

მანუალ თერაპევტი, ფსიქოლოგი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი, მამუკა რაშოიანი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

„გაფრთხილება: თბილისში გავრცელდა კანის დაავადება — მუნი

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.
სიმპტომები:
  • ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით;
  • წვრილი გამონაყარი და სიწითლე კანზე;
  • ხშირად – გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, მუცელზე, მკერდზე ან სასქესო არეში“ – წერს მამუკა რაშოიანი.
  დაფნა ნამდვილად უნიკალური მცენარეა! ის კურნავს ისეთ დაავადებებს, რომლებიც აქამდე ჯერ კიდევ არ იცოდით!..

როგორ ამოვიცნოთ მუნი, როგორია დაავადების ნიშნები და მახასიათებლები და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს – თემაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, მალვინა ჯავახაძე საუბრობს:

„მუნს 1-2 წერტილოვანი, ხაზოვანი რკალი და გამონაყარი ახასიათებს. მას ტკიპა იწვევს. მუნის ტკიპა კანს კბენს, აკეთებს ხვრელს, სადაც კვერცხებს დებს. კანზე წყვილ-წყვილი ელემენტებია. ასეთი ელემენტები, რომლებიც დღის განმავლობაში, თითქოს, უფროსებისთვის შეიძლება, შეუმჩნეველი იყოს, ბავშვებისთვის ძალიან შემაწუხებელია. ძლიერი ქავილი ეწყებათ“.

ექიმი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მუნის შესახებ წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან.

როგორ ვლინდება მუნი?! 

მუნი ანუ ბღერი ბობოქრობს? დღეს უკვე მესამე პაციენტი ვნახე ამ დიაგნოზით!!! მუნს იწვევს ტკიპა sarcoptes scabiei, კანზე მოხვედრის შემდეგ ის აღწევს კანქვეშ და „თხრის“ პატარა გვირაბებს, იქ დებს კვერცხებს, საიდანაც 3-4 დღეში იჩეკება ლავრა, რომელიც იზრდება და გადადის სხვა უბნებზე, ეს პერიოდი კვერცხიდან ზრდასრულამდე 2-3 კვირა გრძელდება!!! გავრცელებას ხელს უწყობს ხალხმრავალი გარემო (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები).

დასუსტებული იმუნიტეტი – ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა,
ჰიგიენური ნორმების დარღვევა (თუმცა ბღერი არ არის მხოლოდ „ბინძურთა დაავადება“, სუფთა გარემოშიც შეიძლება გავრცელდეს!)“ – ამბობს ექიმი.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული,

მისივე თქმით, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები რისკს წარმოადგენენ და აუცილებელია მკურნალობის ჩატარება.

„ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მკვეთრად გამოხატული ქავილი და ქავილის შედეგად შესაძლებელია კანზე განაკაწრები გამოჩნდეს, მეორადად დაინფიცირდეს, ეს მისი ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც არცთუ ისე ხშირად ვითარდება.
ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული. რაკი ჩვენ ახლო კონტაქტებზე ვსაუბრობთ, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, რისკს და როდესაც მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ოჯახის ამ წევრებთანაც მკურნალობის ჩატარება აუცილებელია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

“მუნი გადადის ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირებულის კანთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით. ამიტომ პარაზიტი ძირითადად გადადის ოჯახის წევრებზე და სქესობრივ პარტნიორებზე. ასევე გადაეცემა ტანსაცმლით, პირსახოცით, თეთრეულით, რბილი სათამაშოებით. დაავადება, როგორც წესი, არ გადადის ხანმოკლე კონტაქტით, მაგალითად, ხელის ჩამორთმევით და ჩახუტებით. პარაზიტის გადაცემა ძალიან იშვიათია მყარ ზედაპირებთან შეხებით. შესაბამისად, მაგალითად, ავეჯის ზედაპირებთან შეხება არ წარმოადგენს ინფიცირების რისკ-ფაქტორს”, — წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის“ - მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights