გაფრთხილება: თბილისში გავრცელდა კანის დაავადება — მუნი
მანუალ თერაპევტი, ფსიქოლოგი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი, მამუკა რაშოიანი ამბობს, რომ თბილისში კანის დაავდება, მუნი გავრცელდა.
„გაფრთხილება: თბილისში გავრცელდა კანის დაავადება — მუნი
ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.
სიმპტომები:
- ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით;
- წვრილი გამონაყარი და სიწითლე კანზე;
- ხშირად – გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, მუცელზე, მკერდზე ან სასქესო არეში.
როგორ ვრცელდება:
- მუნი მარტივად გადადის ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირი კანის კონტაქტით ან ტანსაცმლის, თეთრეულის, ბალიშის გაზიარებით.
- ინკუბაციის პერიოდი საშუალოდ 1–2 კვირაა.
- აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი — თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული.
მკურნალობისას საჭიროა:
- ტანსაცმლისა და თეთრეულის დეზინფექცია (გარეცხვა მაღალ ტემპერატურაზე, დაუთოება);
- ოჯახის ყველა წევრის პროფილაქტიკური მკურნალობა;
- გარემოს საფუძვლიანი დასუფთავება.
- არ ათხოვოთ პირადი ნივთები (ტანსაცმელი, პირსახოცი, საწოლი).
- რეგულარულად დაიბანეთ ხელები და შეინარჩუნეთ ჰიგიენა.
- შეინარჩუნეთ სიფრთხილე საზოგადოებრივ სივრცეებში.
თუ შენ ან ოჯახის წევრს აგეღნიშნებათ ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით — არ გადადო ექიმთან ვიზიტი.
მუნი იკურნება, მაგრამ მოითხოვს დროულ და სწორ მკურნალობას.“ – წერს მამუკა რაშოიანი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. გაფრთხილება: თბილისში გავრცელდა კანის დაავადება — მუნი – მკურნალობისას რა არის საჭირო [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 31]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/11/04/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90/
sheniekimi.ge
