ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

იადიგარ დაუდი – ქართული მედიცინის უნიკალური არტეფაქტები – როგორ მკურნალობდნენ ქართველები ათასწლაულების წინ…

#post_seo_title

ქართული მედიცინის უნიკალური არტეფაქტები

ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში.

იადიგარ დაუდი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული სამედიცინო ფარმაკოლოგიური ხელნაწერია, ის დავით XI-ს უკავშირდება. სახელი სპარსულიდან ასე ითარგმნება: „დავითის საჩუქარი“. ირანში გატაცებულ ქართლის მეფეს განათლება აღმოსავლურ ენებსა და მეცნიერებაში, მათ შორის სამედიცინო და ფარმაკოლოგიური მიმართულებით მიუღია.

დავითის სამკურნალო საგანძური ერთ-ერთი პირველი ქართული სამედიცინო ენციკლოპედიაა. იადიგარ დაუდი აერთიანებს ავიცენას კანონების სტრუქტურას, ბერძნულ-არაბულ მედიცინას, ქართულ მცენარეულ რეცეპტებს და გვაჩვენებს, თუ როგორ მკურნალობდნენ ქართველები ათასწლაულების წინ…

წიგნის ზოგად ნაწილში მოკლე ანატომიური-ფიზიოლოგიური მონაცემების შემდეგ დეტალურადაა განხილული ჰიგიენისა და დიეტეტიკის საკითხები და დიაგნოსტიკური საშუალებები.

ავტორი დაწვრილებით აღწევს დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკერნალობის წესებს, „ძილისა და სიფხიზლის“, სქესობრივი ჰიგიენის საკითხებს, იხილავს საკვები პროდუქტების და სამკურნალო საშუალებების თვისებებს, მათ კვებითს და სამკურნალო ღირებულებასა თუ მავნებლობას.

თანმიმდევრულადაა განხილული იმ დროს არსებული მედიცინის თითქმის ყველა დარგი: უპირველეს ყოვლისა ნერვული და ფსიქოლოგიური დაავადებები, შემდეგ თვალის, ყურის, კბილის, სახსრებისა და კანის, შარდ-სასქესო და სხვა შინაგანი ორგანოების დაავადებები, ციებ-ცხელება, მოტეხილობა, სიდამწვრე და ა. შ. „იადიგარ დაუდში“ თითქმის ყველა დაავადება ცალცალკეა დახასიათბული, აღწერილია აგრეთვე კლიმატურ-ბალნეოლოგიური და სხვა ბუნებრივი ფაქტორების სამკურნალო გამოყენება.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

“გლუტეინი” – გაეცანით 8 მიზეზს, იქნებ თქვენც გაქვთ გლუტეინის აუტანლობა

“გლუტეინი” – გაეცანით 8 მიზეზს, იქნებ თქვენც გაქვთ გლუტეინის აუტანლობა
#post_seo_title

“გლუტეინი” – თანამედროვე მოდური სიტყვაა, რომლისგანაც ათეულობით ადამიანი იტანჯება. ეს არის კვებითი ალერგია პურსა და თეთრი ფქვილის ნაწარმზე.

ადამიანი იტანჯება მუცლის ტკივილით, შეიძლება გულისრევა ჰქონდეს ან კუჭის აშლილობა. მართალია, ეს უკვე უკიდურესი ფორმაა, მაგრამ უმჯობესია, მის შესახებ ინფორმირებული იყოთ. გაეცანით 8 მიზეზს, იქნებ თქვენც გაქვთ გლუტეინის აუტანლობა.

1. ტკივილი მუცლის არეში
ყველა ექიმი ამბობს: “დააკვირდით მუცელს”. თუ სადილზე ბევრი პური შეჭამეთ, შედეგად კი მუცლის შებერილობა გაქვთ, დიარეა ან შეკრულობა? ე.ი. გლუტეინმა ნაწლავების მიკროფლორა დააზიანა. ამასთანვე, ორგანიზმი ვერ ღებულობს საჭირო მინერალებს, ვიტამინებსა და საკვებ ნივთიერებებს. განაგრძეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა სახსრების სამკურნალოდ?!

სახსრები
#post_seo_title

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა სახსრების სამკურნალოდ?!

არსებობს რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტები, რომლებიც ეხმარება ართრიტსა და ანთებას, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, მაგრამ ასევე არის ბუნებრივი საშინაო საშუალებები, რომლებიც ინდოეთში 3000 წელზე მეტია რაც გამოიყენება და ისისნი მედიკამენტებთან შედარებით ბევრად ეფექტურია.

ანთებას ახასიათებს სახსრების ტკივილი და სიმტკიცე, ისევე როგორც გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა და კუნთების სიმტკიცე.

ქვემოთ მოცემულია აიურვედული (ტრადიციული ინდური) საშუალებები, რომლებიც შეგიძლიათ სცადოთ სახლში! განაგრძეთ კითხვა

 

სახსრები

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გსურს გაიგო რა ხდება შენს ორგანიზმში 18 საათიანი დიეტის ანუ ინტერვალური შიმშილის დროს? – მაშინ ეს სტატია შენთვისაა რათა გაიგო მეტი 18 საათიანი დიეტის შესახებ

შიმშილის დიეტები
#post_seo_title

რა წარმოადგენს 18-საათიან შიმშილს? – როგორ დავიწყოთ 18 საათიანი დიეტა

ინტერვალური შიმშილის ამ ვარიანტში ადამიანი მხოლოდ ექვს საათს უთმობს კვებას, ხოლო დანარჩენ პერიოდში კალორიებს არ იღებს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სხეულს ეძლევა დრო, გადავიდეს ცხიმის ენერგიად გადამუშავების რეჟიმზე, რაც ხელს უწყობს როგორც წონის კლებას, ისე სხვადასხვა დაავადების რისკის შემცირებას.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასეთ რეჟიმში ორგანიზმი უკეთ წვავს ცხიმს, არამარტო იმიტომ, რომ ნაკლებ კალორიას იღებ, არამედ იმიტომაც, რომ სხეული იწყებს ენერგიის გამომუშავებას კეტონების საშუალებით — ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგიისთვის იყენებს ცხიმის მარაგს და არა გლუკოზას.

გსურს გაიგო რა ხდება შენს ორგანიზმში 18 საათიანი დიეტის ანუ ინტერვალური შიმშილის დროს? და რა სარგებელი აქვს შენი ორგანიზმისთვის? მაშინ ეს სტატია შენთვისაა რათა გაიგო მეტი 18 საათიანი დიეტის შესახებ

რა პროცესები ვითარდება ორგანიზმში 18-საათიანი შიმშილისას?

კეტოზი და ცხიმის წვა

გრძელი შუალედი საკვების გარეშე მეტაბოლიზმს აიძულებს, გადაერთოს ცხიმოვანი უჯრედების წვაზე. სწორედ ამიტომ, ამ მეთოდს ხშირად უკავშირებენ სწრაფ ცვლილებებს წონაში.

ზრდის ჰორმონის მომატება

შიმშილის პერიოდში იზრდება HGH — ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვანია კუნთების რეგენერაციისთვის და ცხიმის წვის ეფექტიანად მიმდინარეობისთვის. ამ ჰორმონის მომატება ადამიანს აძლევს მეტ ენერგიას და მხარს უჭერს სხეულის სტრუქტურის გაუმჯობესებას.

18-საათიანი ინტერვალის დადებითი მხარეები

1. ანთების შემცირება

ანთება ბევრი დაავადების საწყისი მიზეზია. ინტერვალური შიმშილი ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განელებას, რაც დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, გულზე, სისხლძარღვებზე და სხვა ფუნქციებზე.

2. დიაბეტის რისკის შემცირება

შიმშილის ხანგრძლივი პერიოდები აწესრიგებს ინსულინის მგრძნობელობას და ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს, რაც დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს.

3. გულის ჯანმრთელობა

ქოლესტერინის შემცირება და არტერიული წნევის დარეგულირება გულის ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. რეგულარული ინტერვალური შიმშილი ორგანიზმს ეხმარება, თავიდან აიცილოს სისხლძარღვებში სახიფათო დაგროვებები.

4. კიბოს რისკის შემცირების პოტენციალი

მეტაბოლიზმის აჩქარება და იმუნური სისტემის გაძლიერება შესაძლოა ხელს უწყობდეს იმ პირობების განეიტრალებას, რომლებიც გარკვეული ტიპის სიმსივნეს გამოკვებავს.

როგორ დავიწყოთ 18:6 რეჟიმი? — მარტივი რჩევები

  1. დაიწყე მცირე ინტერვალით
    12-საათიანი შუალედი შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი. როცა მოერგები, შეგიძლია გადახვიდე 18-საათიან გეგმაზე.

  2. გამოიყენე აპლიკაციები
    ისინი დაგეხმარება, არ გამოტოვო წყლის დალევა და აკონტროლო შენი პროგრესი.

  3. მოარგე გრაფიკს
    კვების ექვსსაათიანი ფანჯარა ისე დაგეგმე, რომ ეწერებოდეს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში — იქნება ეს ლანჩი მეგობრებთან თუ საღამოს გასეირნება.

  4. გამოიყენე ბუნებრივი მადის დამთრგუნველები
    წყალი, ყავა და ჯანჯაფილი დაგეხმარება იმ დროს, როცა შიმშილი ძლიერია.

  5. კარგად იკვებე კვების პერიოდში
    აუცილებელია, რაციონში შედიოდეს:

    • ბოსტნეული (თითქმის ყველა სახეობა)

    • პარკოსნები და მარცვლეული

    • ხილი და კენკრები

    • თხილი

    • ცილოვანი პროდუქტები — ხორცი ან ზღვისნაყოფი

ვინ უნდა მოერიდოს ამ დიეტას?

18-საათიანი შიმშილი არ არის ყველასთვის. მოერიდონ:

  • დიაბეტის მქონე პირები

  • ადამიანები, რომლებიც იღებენ გულისა და წნევის მედიკამენტებს

  • ვინც წარსულში ქონდა ან აქვს კვებითი აშლილობები

  • ძალიან დაბალი წონის მქონე პირები

თუ ორგანიზმი მზად არის და ექიმის რეკომენდაცია არ გაქვს საწინააღმდეგო, 18:6 ინტერვალური შიმშილი შეიძლება იყოს მარტივი, ეფექტური და საკმაოდ ბუნებრივი გზა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

როგორ დავიკლოთ წონაში კალორიების დათვლით? - რატომ არის მნიშვნელოვანი კალორიების დათვლა?

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დაბერებული მავნე უჯრედების განადგურების გზას მიაგნეს – მეცნიერებმა აღმოაჩინეს იმუნური უჯრედი, რომელიც დაბერებას ანელებს

რა იცვლება ასაკთან ერთად?
#post_seo_title

ისრაელის ბენ გურიონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მექანიზმი, რომელიც ორგანიზმში დაგროვილი დაბერებული მავნე უჯრედების განადგურებას შეძლებენ.

მექნიზმი „ზომბი“ უჯრედების მოცილებას ეხება. ასეთი უჯრედები ასაკთან ერთად მატულობენ, აზიანებენ მიმდებარე ქსოვილებს, გამოიწვევენ ანთებით რეაქციებს და საბოლოოდ აჩქარებენ დაბერებას.

კვლევამ აჩვენა, რომ დაბერების დასაწყისში იმუნური სისტემის განსაზღვრული ტიპის CD4 უჯრედები იცვლიან ფუნქციას და ხდება ქსოვილების დამაზიანებელი უჯრედების „მწმენდელები“. აქტივაციის შემდეგ ისინი ამოიცნობენ პრობლემურ უჯრედებს და ანადგურებენ მათ, რითიც დაბერების პროგრესს ანელებენ. ეს სპეციალიზებული უჯრედები CD4-Eomes სახელით არის ცნობილი — აღნიშვნა ეძლევა იმ პროტეინის მიხედვით, რომელსაც ისინი გამოყოფენ.

მიუხედავად იმისა, რომ CD4-Eomes უჯრედები მეცნიერებისთვის აქამდეც ცნობილი იყო, ახალმა კვლევამ პირველად აჩვენა მათი მჭიდრო კავშირი სენესცენტურ უჯრედებთან და ხაზგასმით აღნიშნა მათი წილი დაბერების მოლეკულურ პროცესებში. როგორც ავტორები აღნიშნავენ, აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვან პერსპექტივებს ხსნის ასაკთან დაკავშირებული დაავადებების უკეთ გასაგებად.

სენესცენტური უჯრედები აღარ მონაწილეობენ დაყოფაში, თუმცა მაინც აქტიურად გამოყოფენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს ანთებას და გავლენას ახდენს მიმდებარე გარემოზე. წინა კვლევების თანახმად, დაბერებისკენ მიმავალ გზაზე იმუნური სისტემის ზოგიერთი კომპონენტი, რომლებიც ასეთ უჯრედებს უტევს, უფრო მრავლდება — სწორედ ამ გარემოებამ უბიძგა მეცნიერებს საფუძვლიანად შეესწავლათ CD4-Eomes უჯრედების როლი.

თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ორი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოავლინა:

  • CD4-Eomes ფუნქციაზე გადასვლა უშუალოდ სენესცენტური უჯრედების არსებობით იყო გამოწვეული — როგორც ჩანს, იმუნური სისტემა პოტენციური ანთების საფრთხეს ამოიცნობს და თავადვე იცვლება მის წინააღმდეგ საბრძოლველად.

  • როცა თაგვებს გენეტიკურად ჩამოაშორეს CD4-Eomes-ის ჩამომყალიბებელი მექანიზმი, დაბერებული უჯრედები ბევრად უფრო სწრაფად დაგროვდა. ეს მიუთითებს, რომ აღნიშნული იმუნური უჯრედები ნამდვილად აკონტროლებენ სენესცენტური უჯრედების რაოდენობას.

იმუნური სისტემის ასეთი ადაპტაციის გამოვლენა ცხადყოფს, რომ ასაკთან ერთად ჩვენი დაცვის მექანიზმები სრულად არ ქრება — პირიქით, ისინი ცდილობენ დაბერებასთან დაკავშირებულ ზიანთან გამკლავებას. წინ დგას მნიშვნელოვანი ამოცანა: დადგინდეს, მსგავსად მოქმედებს თუ არა ეს პროცესი ადამიანებშიც.

მომავალი კვლევები ასევე მოიცავს იმას, თუ როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს CD4-Eomes უჯრედების აქტივობა ინდივიდუალურად — გენეტიკის, ცხოვრების წესის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. თუ მომავალში შეძლებენ ამ უჯრედების რაოდენობის გაზრდას ან მათი მოქმედების გაძლიერებას, შესაძლოა დაბერების შენელების ეფექტიანი გზაც გამოჩნდეს. თუმცა ასეთი მიდგომები ჯერ კვლევის ადრეულ ეტაპზეა და მათი პრაქტიკულად გამოყენება დამატებით ცოდნას მოითხოვს.

დანია ისტორიას წერს! – უპრეცედენტო გადაწყვეტილება: თქვენი სახე, ხმა და სხეული — ახლა თქვენი სამართლებრივი საკუთრება ხდება! – ეს რას ნიშნავს?

დანია ისტორიას წერს! - უპრეცედენტო გადაწყვეტილება: თქვენი სახე, ხმა და სხეული — ახლა თქვენი სამართლებრივი საკუთრება ხდება! - ეს რას ნიშნავს?
#post_seo_title

დანია ისტორიას წერს!

2025 წლის 26 ივნისს დანიამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება:
თქვენი სახე, ხმა და სხეული — ახლა თქვენი სამართლებრივი საკუთრება ხდება!
ეს რას ნიშნავს?
  • თუ ვინმე თქვენს ფოტოს, ვიდეოს ან ხმას გამოიყენებს თქვენთან შეუთანხმებლად —
  • შეგიძლიათ მყისიერად მოითხოვოთ წაშლა
  • შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია
  • პლატფორმებს დაუსახეს მკაცრი ვალდებულებები რეაგირების ვადებზე
  • დიპფეიკები და ციფრული ტყუილი ვიდეოები მიიღებენ სამართლებრივ პასუხს
დანიაში ეს უკვე სახელმწიფო პოლიტიკაა — მოქალაქის ციფრული იდენტობა იმდენადვე დაცულია, როგორც მისი ქონება.
როდის ამოქმედდება?
მოსალოდნელია, რომ კანონი ძალაში შევა 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საქართველოში?
• დიპფეიკები და ყალბი ვიდეოები უკვე პრობლემაა საქართველოში
• ბავშვების ფოტოები ხშირად ვრცელდება ნებართვის გარეშე
• მედიასა და პლატფორმებს მოუწევთ მეტი პასუხისმგებლობა
• საქართველო ევროპულ ციფრულ სივრცეს მიჰყვება — ძალიან დიდი შანსია მსგავსი რეგულაციები აქაც გაჩნდეს
ეს არის მომავალი:
  • თქვენი სახე — თქვენი საკუთრება
  • თქვენი ხმა — თქვენი უფლება
  • თქვენი იდენტობა — თქვენი დაცვა
წყაროები:
1. Bryant M. Denmark to give people copyright over their own face, voice and body to fight deepfakes. Business & Human Rights Resource Centre. 2025 Jun 27. Available from: https://www.business-humanrights.org/…/denmark-to-give…/
2. Axelsson S. Owning the Self: Denmark’s Copyright Turn Against Deepfakes. Schjodt. 2025 Sep 3. Available from: https://schjodt.com/…/owning-the-self-denmarks-copyright…
3. Denmark takes action to tackle deepfake harms. ICLG News. 2025 Jul 1. Available from: https://iclg.com/…/22776-denmark-takes-action-to-tackle…
4. Leiden University. Danish citizens to get copyright to their whole body. In the Media. 2025 Jul 18. Available from: https://www.universiteitleiden.nl/…/danish-citizens-to-get…—what-about-the-netherlands
5. World Economic Forum. Deepfake legislation: Denmark moves to protect digital identity. 2025 Jul 30. Available from: https://www.weforum.org/…/deepfake-legislation-denmark…/

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად – მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომელი პროდუქტი რასთან ურთიერთობაში, რომელ მასალასთან ურთიერთობაში ქმნის რისკს

როგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად - მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომელი პროდუქტი რასთან ურთიერთობაში, რომელ მასალასთან ურთიერთობაში ქმნის რისკს
#post_seo_title

როგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად:

„არ შეიძლება, ღვინო პლასტმასის ჭურჭელში შევინახოთ“ – საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია”:

„არ შეიძლება, ღვინო პლასტმასის ჭურჭელში შევინახოთ. ღვინოს პლასტმასის ბოთლი ან ჭურჭელი ნამდვილად არ უხდება — ასეთი მასალა ბარდაზე ცუდ გავლენას ახდენს და სასმლის ხარისხსაც აკლებს. იგივე ეხება მჟავე პროდუქტებს: აჯიკას, ტყემალს, ძმარს და სხვა მსგავსი საკვებს პლასტმასში შენახვა რეკომენდებული არ არის, რადგან მჟავიანობა პლასტმასის კომპონენტებთან რეაქციაში შევა და საბოლოოდ არც ჯანმრთელობისთვისაა სასურველი და არც პროდუქტის ბიოქიმიური სტრუქტურისთვის.

ასევე, თუ ემალირებულ თასს ან ქვაბს ნახეთ ამოღლეტილი ან დაზიანებული ადგილი, მისი გამოყენება ჯობია შეწყვიტოთ — დაზიანებული ემალი უკვე აღარ იცავს საკვებს ლითონთან ზერელე კონტაქტისგან.

არ არის საჭირო ყველა ახალი, „მაღალტექნოლოგიური“ ნივთის უსათუოდ მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ მოდაშია ან ხშირად ჩანს სოციალურ ქსელებში. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა მასალა რასთან მოქმედებს, რომელი კომბინაცია შეიძლება გახდეს არასასურველი და როგორ ავიცილოთ თავიდან საფრთხე, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველ დეტალებში იმალება.

მაგალითად, ხის, მინის, კერამიკისა და თიხის ჯამი ერთმანეთს შევადაროთ. რა თქმა უნდა, ხის მასალა ძალიან სასარგებლოა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბუნებრივი თვისებების გამოყენება. მათ შორის, საგემოვნო თვალსაზრისით. მაგრამ, ხორც-პროდუქტებისათვის ხის ჭურჭლის ან ხის დაფის გამოყენება შეიძლება, მაღალი რისკის შემცველი იყოს, რადგან ესა თუ ის მიკროორგანიზმი, მიკრობი დარჩეს ამ მასალაში დარჩეს და ძალიან სერიოზული პრობლემა შეიქმნას ამ ჭურჭლის ხელმეორედ გამოყენების დროს.

მინის ჭურჭელი ძალიან ეფექტიანად გამოიყენება როგორც შესანახად, ასევე თერმული დამუშავებისთვისაც, მაგრამ შეგვიძლია, ყველანაირი ცხიმი შევინახოთ ისეთ გამჭვირვალე ჭურჭელში, რომელიც ხელთ მაქვს? – არა.“

ცხიმი არ შეიძლება გამჭვირვალე ჭურჭელში შევინახოთ, რადგან მასში არსებული, მაგალითად, A ვიტამინი დაიშლება და ის სიკეთე, რაც ამ პროდუქტისგან უნდა მივიღოთ, მხოლოდ არასწორად შერჩეული ჭურჭლის გამო დაგვეკარგება. კარაქი და ზეთი სასურველია, მინის დაბურულ, მუქი ფერის ჭურჭელში შევინახოთ, რომელიც გამჭვირვალე არ არის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ფიტნესი — რას ნიშნავს? – რას ურჩევენ, ხანდაზმულ ადამიანებს

ამ კვლევის მიზანი იყო ძალისმიერი მაჩვენებლებისა და სხეულის შედგენილობის განსხვავებების შედარება მაღალ ინტენსიური წრიული ვარჯიშების (HICT) და კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშების (TS) შემდეგ გამწვრთნილ ქალებში

ფიტნესი — რას ნიშნავს?

სპეციალისტები ფიზიკურ ფიტნესს განმარტავენ, როგორც მდგომარეობას, როცა ადამიანს შეუძლია ყოველდღიური საქმეების შესრულება ენერგიულად, ზედმეტი დაღლილობის გარეშე, უკეთესად უმკლავდება სტრესს და ამავდროულად ინარჩუნებს სხეულის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.

მაღალი ფიტნესის დონე ამცირებს ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. სხეული ბუნებრივადაა შექმნილი მოძრაობისთვის — რაც მეტად ვაქტიურდებით, მით ეფექტიანად მუშაობს.

აშშ-ს ჯანმთლობისა და ადამინური სერვისების დეპარტამენტის (HHS)  ამერიკელებისთვის ფიზიკური აქტივობის სახელმძღვანელოს მიხედვით ფიზიკური ვარჯიშის ხუთი კომპონენტი არსებობს:

  • სასუნთქი-სისხლძარღვთა გამძლეობა — შენი ორგანიზმის უნარი, ეფექტურად გამოიყენოს ჟანგბადი.

  • კუნთოვანი ძალა და გამძლეობა — კუნთების სიძლიერე, გამძლეობა და ძალის წარმოქმნის უნარი.

  • მოქნილობა — სახსრების მოძრაობის გადაკვეთის შესაძლებლობა.

  • ბალანსი — სხეულის სტაბილურად კონტროლი, რათა ავიცილოთ დაცემები.

  • სისწრაფე — რამდენად სწრაფად გადაადგილდება სხეული.

ფიტნესის ძირითადი მიმართულებები

1. აერობული ვარჯიში

ყველა სავარჯიშო პროგრამის ბაზა სწორედ კარდიო ვარჯიშია. ის აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ზრდის გულისცემასა და სუნთქვის სიხშირეს. ასეთ აქტივობებში შედის:
სირბილი, სწრაფი სიარული, ცურვა, ველოსიპედით სვლა, ცეკვა, კიკბოქსი, ბაღში მუშაობა, ჩოგბურთი, თოკზე ხტომა და სხვა.

2. ძალის ვარჯიში

ასაკთან ერთად კუნთოვანი მასა ბუნებრივად მცირდება. ძალოვანი ვარჯიშები ეხმარება კუნთებსა და ძვლებს გაძლიერებაში, რაც გვიცავს ტრავმებისა და დაცემისგან. შედის წონების აწევა, საკუთარი სხეულის წონით ვარჯიში, მძიმე ტვირთის ტარება და სხვა წინააღმდეგობის ტიპის აქტივობები.

3. მოქნილობა და მობილურობა

მოქნილობა გულისხმობს კუნთებისა და მყესების გაჭიმვის უნარს, ხოლო მობილურობა — სახსრის შესაძლებლობას თავისუფლად იმოძრაოს. ორივე კომპონენტი აუცილებელია ჯანმრთელი მოძრაობისთვის.

ხანდაზმულ ადამიანებს განსაკუთრებით ურჩევენ ბალანსზე მომუშავე სავარჯიშოებს, რადგან ისინი მნიშვნელოვნად ამცირებენ დაცემის რისკს.

4. დასვენება და აღდგენა

ვარჯიშისას კუნთები იტვირთება და მცირედი დაზიანებები წარმოიქმნება — სწორედ მათი აღდგენის პროცესში ძლიერდება სხეული. ამიტომ აუცილებელია დასვენების დღეები.

აღდგენა შეიძლება იყოს სრული დასვენება ან მსუბუქი აქტივობა, მაგალითად, მშვიდი 10-წუთიანი გასეირნება ან ნაზი იოგა.

ფიტპას ჯორჯიას მომხმარებელთა უფლებების დარღვევა: GCCA-ის ახალი გადაწყვეტილება

ფიტნესის გავლენა ჯანმრთელობაზე

ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს ქრონიკული დაავადებების — გულის დაავადების, დიაბეტის, ზოგი ტიპის კიბოს — განვითარების ალბათობას.

მრავალი კვლევა მიუთითებს, რომ ვარჯიში დადებითად მოქმედებს განწყობაზე, ამცირებს შფოთვასა და დეპრესიის სიმპტომებს. ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ძილის ხარისხსაც — თუმცა ძილის წინ ძალიან ინტენსიურმა ვარჯიშმა ზოგჯერ შეიძლება ძილი გააძნელოს.

ვარჯიში ეხმარება ორგანიზმს ფუნქციონირებაში და ეს მოიცავს ჯანმრთელობის სხვა ქრონიკული პრობლემების მართვას.  აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად , თუ გაქვს ოსტეოართრიტი, მაღალი წნევა, ტიპი 2 დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, დემენცია, ან გქონდა ინსულტი ან კიბო, ფიზიკური აქტივობა დაგეხმარება. ვარჯიში ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას, ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესებას და სისხლში შაქრის კონტროლს, ხელს უწყობს მობილურობას, აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, ამცირებს სხვა ქრონიკული დაავადებების რისკს და გეხმარება ფსიქიკურ ჯანმრთელობაში.

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა გაქვს, სიარული ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მარტივი გზაა აქტიურად ცხოვრების დასაწყებად.

ფიტნესი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია. არ აქვს მნიშვნელობა, იწყებ თუ უკვე ვარჯიშობ — მთავარი ნაბიჯია, რომ სხეული მოძრაობას დაუბრუნდეს. და საუკეთესო დრო დასაწყებად ყოველთვის დღეს არის.

ახალი კვლევა:  ეს იქნება ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემენციის პრევენციის მიმართულებით – რა არის მეხსიერების დაქვეითების ადრეული ნიშანი?

ტვინის მუშაობის შენელება B12 ვიტამინის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს!
#post_seo_title

 საყვარელო სპორტის მოყვარულებო -გამოიკვლიეს და შედეგი იყო შემაშფოთებელი,  რა არის სინამდვილეში პროტეინის ფხვნილში, რომელსაც ყოველდღე სვამთ?

პროტეინის ფხვნილების ფარული რისკები: მკაცრი რეგულაციის აუცილებლობა საქართველოში
#post_seo_title

 საყვარელო სპორტის მოყვარულებო… ერთი ხშირი შეცდომა უნდა გავშიფროთ.

აქვს თუ არა ვინმეს კითხვა:
 რა არის სინამდვილეშიპროტეინის ფხვნილში, რომელსაც ყოველდღე სვამთ?
ბევრს ჰგონია, რომ ეს არის „ჯანმრთელობის მოკლე გზა“, მაგრამ… ბოლო მონაცემები სხვა რამეს გვაჩვენებს.

 134 პოპულარული პროტეინის ფხვნილი გამოიკვლიეს და შედეგი იყო შემაშფოთებელი:
აღმოაჩინეს
• ტყვია
• დარიშხანი
• კადმიუმი
• ვერცხლისწყალი
• პესტიციდები
• BPA (ბისფენოლი)

ზოგიერთ შეფუთვაში მძიმე ლითონების დონე სერიოზულად აღემატებოდა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ზღვარს.

რატომ ხდება ეს?
პროტეინის ფხვნილები იყიდება როგორც „კვების დანამატები“, ანუ —
არავინ ამოწმებს მათ რეალურ სისუფთავეს და უსაფრთხოებას.
მწარმოებელს შეუძლია გაყიდოს პროდუქტი ისე, რომ ვინმემაც არ იცოდეს, რეალურად რა არის შიგნით.

 ახლა კითხვა შენთვის:
რას ირჩევ — გაურკვეველ ფხვნილს თუ რეალურ, უსაფრთხო ცილას?

 ექსპერტების რეკომენდაცია ძალიან მარტივია:
• კვერცხი
• თევზი
• ლობიო
• იოგურტი
• ბარდა
• ქათამი
• ნაკლებად დამუშავებული ბუნებრივი ცილა

ეს არის ცილის ყველაზე უსაფრთხო და სანდო წყარო.

მხოლოდ ისინი, ვისაც აქვს სპეციფიკური სამედიცინო საჭიროება, უნდა იყენებდეს ფხვნილს — ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

 შენ რას სვამ დღეს?
გიფიქრია ოდესმე, რა შეიძლება იყოს იმ ფხვნილში, რომელსაც დილით „ჯანმრთელობისთვის“ იღებ?

პროფესორი  გიორგი ფხაკაძიე
MD, MPH, PhD
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი

წყარო: Harvard Health Publishing
„The Hidden Dangers of Protein Powders“, 15 აგვისტო.

#foryouシ #fypageシ #viralシ #foryoupageシ #ფორიუ #fypageシ #sheniambebi #drpkhakadze #შენიექიმი #აქხარისხია #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #sheniambebi #აქხარისხია Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniSilamaze.ge • შენი სილამაზე SheniSupra.ge • შენი სუფრა SheniGanatleba.ge • შენი განათლება supplement.ge 
შეიძლება იყოს მედიკამენტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights