კვირა, მაისი 3, 2026

ISO 15189:2022 ონლაინ ტრენინგი — ლაბორატორიის ხარისხის მართვის საფუძვლები – 26 ნოემბერი/ Accreditation Canada

#post_seo_title

ISO 15189:2022 ონლაინ ტრენინგი — ლაბორატორიის ხარისხის მართვის საფუძვლები

📅 თარიღი: 26 ნოემბერი | 🕓 დრო: 16:00 | 🌐 ფორმატი: Zoom
🎫 მონაწილეობა: სრულიად უფასო, რეგისტრაცია აუცილებელია: დაარეგისტრირდით აქ

გსურთ თქვენი ლაბორატორია საერთაშორისო დონეზე აიყვანოთ? ISO 15189:2022 ონლაინ ტრენინგი დაგეხმარებათ სტანდარტის სწორად გაგებაში და ხარისხის მართვის სისტემის პრაქტიკულ დანერგვაში.

ტრენერი და ექსპერტები

👨‍🏫 ასოცირებული პროფესორი მალხაზ ბაბუაშვილი
პროცესის კოორდინატორი, ლაბორატორიული ხარისხისა და უსაფრთხოების განვითარების ექსპერტი
Accreditation Canada Diagnostics – საქართველოს გუნდი

ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებს, რაც საქართველოს ლაბორატორიებში უკვე წარმატებით გამოყენებულია.

რას ისწავლით ტრენინგზე

  • ISO 15189:2022 სტანდარტის სწორი ინტერპრეტაცია – რას ითხოვს სტანდარტი რეალურად
  • Pre-analytical, Analytical და Post-analytical რისკების მართვა
  • QMS (Quality Management System) ძირითადი პრინციპები
  • რისკებზე დაფუძნებული აზროვნება (RBT) და PDCA ციკლი
  • IQC/EQA – ხარისხის კონტროლის თანამედროვე მიდგომები
  • ISO აუდიტებზე გავრცელებული შეცდომები საქართველოში
  • რეალური შემთხვევები ქართულ ლაბორატორიებში

ვისთვისაა ტრენინგი

  • ლაბორატორიის ხელმძღვანელები
  • ხარისხის მენეჯერები
  • QMS პასუხისმგებელი პირები
  • ბიოქიმიკოსები, მიკრობიოლოგები, ლაბორატორიის ექიმები
  • საავადმყოფოების მენეჯერები
  • ყველა, ვინც ISO 15189-ის დანერგვაზე მუშაობს ან გეგმავს

სერტიფიკატი

მონაწილეები მიიღებენ Accreditation Canada Diagnostics-ის ოფიციალურ სერტიფიკატს, რაც დაგეხმარებათ პროფესიული განვითარების დოკუმენტირებაში.

რატომ უნდა დაესწროთ

  • სრული ინტერფეისი პრაქტიკული მაგალითებით
  • პროფესიული სერტიფიკატი + CME კრედიტი
  • უფასო ტრენინგი, ნებისმიერი კლინიკისთვის — მიუხედავად აკრედიტაციის სტატუსისა
  • რეალური გამოცდილება ISO 15189:2022 სტანდარტის დანერგვისა

როგორ გავწევრიანდე

🔗 რეგისტრაცია ტრენინგზე: https://zoom.us/meeting/register/xYIABm4uTqC0U2J8ia3LjA
გაითვალისწინეთ: ადგილია შეზღუდული — რეგისტრაცია დროულად!

დამატებითი რესურსები

📱 გადმოწერეთ Sheni Ekimi — თქვენი ჯანმრთელობის ცოდნის აპლიკაცია:

🌍 ვებ-პლატფორმა: www.sheniekimi.ge

🎓 Sheni Academy — ონლაინ ტრენინგები ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, აკრედიტაციაზე და ISO სტანდარტებზე: https://sheni.learnworlds.com/

სოკოს ნიშნები ადამიანის ორგანიზმში – რა არ უყვარს სოკოს?

ნერვული სისტემის სოკოვანი ინფექციები
#post_seo_title

სოკოს ნიშნები ადამიანის ორგანიზმში

1. ყველაფერი, რაც ქავილს იწვევს სოკოა.
ამბობენ:
— ძაღლი დაავადდა.
— რა სჭირს?
— ყური გაუცივდა.
— რას აკეთებს?
— იფხანს.
თუ ძაღლი იფხანს ყურს – მას ყურში სოკო აქვს.
თუ ადამიანი იფხანს ყურს ასანთით, კბილისჩხირით — აქ ერთი ვარიანტია – სოკო. სხვა ვარიანტი არ არსებობს. თუ ქავილია — სოკოა.
2. ბზარები, ბუშტუკები, გაღიზიანებები სოკოა.
ყველა ადგილი, რომელიც იფცქვნება,ან სველდება ერთდროულად, განსაკუთრებით საზარდულის ნაკეცებში.
3. უცნაური გამონაყარი ხელებზე, იღლიებში, საზარდულში სოკოა.
4.ყველაფერი, რაც იქერცლება, წითლდება, იფშვნება — ეს სოკოა.
5.თეთრი, „ხაჭოსებრი“ მსგავსი გამონადენი — ყველგან, პირში, ვაგინაში, ბრონქებში — ესაც სოკოა.
6. ენის თეთრი ნადები
დილით — ყველაზე ნათლად ჩანს. ეს არის სოკო. ორგანიზმი მთელი ღამე აგროვებს მას ენის ზედაპირზე.
ენა უნდა გაიწმინდოს ჩხირით ან კოვზით.
7. ყველაფერი, რაც არ გტკივა მაგრამ ჩანს.
  • ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია.
  • სოკო ჭამს ნერვულ დაბოლოებებს.
  • მაგალითად, ფსორიაზი რომ სტკიოდეს, ადამიანი ვერ აიტანდა. სოკო კი რთავს ამ მგრძნობელობას.
  • სოკო მარტივად ბინადრობს იქ, სადაც არის ლიმფური კვანძები.
  • ის ცხოვრობს შუალედურ სითხეში, რომელიც ივსება ლიმფით.
  • თუ სოკო ფეხებზეა, ის ადის ზემოთ — მუხლის ლიმფურ კვანძებამდე. იქ ჩერდება და წყალს აღარ ატარებს.სახსრები სივდება → და იწყებს ტკივილს.
რა არ უყვარს სოკოს? – ანტიფუნგალური საკვები
ნიორი, ხახვი
ყველა ანტიპარაზიტული პროდუქტი ერთდროულად ანტისოკოსიც არის.
ფიჭვის, ნაძვის, ფიჭვის ფისი
ხეები თავს იცავენ სოკოსგან – ამიტომ მათი ფისი ძლიერ ანტიფუნგალურია.
ფისი შეიძლება ჩაიდოს ჩაიში, ნახარშებში, ჩაიში, კომპოტებში; შეიძლება დაღეჭვაც.ეთერზეთები,ჩაის ხის ზეთი,კედრის კაკლის ზეთი.
საჭიროა ცხიმში გახსნა: 1–2 წვეთი.
პროპოლისი
ნებისმიერი ფორმით: სპირტიანი, წყლიანი, ფიჭა, დაღეჭვა — მთავარია, მოხვდეს ორგანიზმში.
ანტიგელმინტური და ანტიფუნგალური სანელებლები: წიწაკის ყველა სახეობა .ბოლოკი, ხრენი (პირშუშხა), კურკუმა, მჟავე კენკრები: შავი მოცხარი, წითელი მოცხარი, მოცვი, ჟოლო და ა.შ.
თუ შაქარს არ შევურევთ.
მთავარია, რომ არ მივაწოდოთ სოკოს საკვები და არ შევუქმნათ გამრავლების პირობები.ნუ გაზრდით სოკოებს ორგანიზმში
სოკოები — სრულიად განსხვავებული ცივილიზაციაა; თანაც ყველაზე ძველი, თითქმის მარადიული მატერია.
ადამიანის ორგანიზმიდან სოკოების „გამოძევება“ უკიდურესად რთულია. როდესაც სოკო უკვე ჩასახლებულა და, ასე ვთქვათ, თავის სოკოვან ქსელს – მიცელიუმს – განივითარებს, საკმაოდ რთული პრობლემები აღმოცენდება.
სოკოები მრავალფეროვანია. არსებობენ თითქოს „კეთილშობილი“ სოკოები და არსებობენ ქვედა საფეხურის სოკოები ე.წ. ობობები. სოკოებს უამრავი ფორმა და დასახელება აქვთ — 50-ზე მეტი სახეობა. არიან ნაკლებად ტოქსიკური სოკოები, არიან ტყის სოკოები, არიან ქვედა და არიან უმაღლესი საფეხურის სოკოები. უმაღლესი სოკოების მთელი კლასი არსებობს,მაგ+ ჩინური ქორდიცეფსი, რეიშიც.
რა არის სოკოს არსი?
სოკოს არსი იმაში მდგომარეობს, რომ მას საკუთარი გენეტიკური კოდი აქვს და ის არ არის ერთეული ორგანიზმი — იგი კოლონიებად ცხოვრობს. ამ კოლონიებს შორის მოქმედებს ზუსტი, სეგმენტური ურთიერთკავშირი. ანუ თითოეული სოკოვანი ელემენტი ათასობით სეგმენტური კავშირით უკავშირდება სხვა სოკოვან ელემენტებს.
თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ორგანიზმი სოკოებისგან თავისუფალი იყოს, ერთადერთი, რის გაკეთებაც შეგვიძლია, არის — არ მოვუმზადოთ მათ საკვები. რადგან თუ ჩვენს ორგანიზმში სოკოსთვის საკმარისი საკვებია, ისინი აუცილებლად იცხოვრებენ.
აი, მაგალითად: პურის ყუთში პური დევს. მასზე ობი წარმოიშვა. თუ პურს აიღებთ და მხოლოდ ობს დატოვებთ, იგი ნელ-ნელა მოკვდება — იმიტომ, რომ აღარ ექნება საკვები. გამოშრება, ვერ გამრავლდება, რადგან გამრავლებისთვის საკვები ნივთიერებები სჭირდება.
მაგალითად, ვიღებთ ფქვილს, ვამატებთ შაქარს, ზეთს წყალს, ვამატებთ საფუარს — და აი, ეს არის განსაკუთრებული სახის ობი — პურის ობი. შემდეგ ამ ობს ვაძლევთ ტემპერატურას — აუცილებლად 37 გრადუსს.
ობის მოკვლა შეუძლებელია — თუნდაც პური ზედმეტად შეაშროთ. გადამწვარი ორცხობილა.ნებისმიერ წვენში ჩაყარეთ, წვენი დაიწყებს დუღილს — რაც ნიშნავს, რომ როგორც კი ობი ცოცხლია.
ყველაფერი, რაც საფუარით არის დამზადებული, ჩვენთვის ობისმიერი საფრთხის მატარებელია. რადგან ობის სახეობები ერთმანეთთან „მეგობრობენ“ — ერთი კლასი არიან. და იქ, სადაც ერთი ობი ცხოვრობს, შეუძლია იცხოვროს მეორემ, მესამემ…
ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე პათოგენურ ობად კვლავაც კადნიდა რჩება. მაგრამ არსებობს გაცილებით უფრო საშიში ობები — ასპერგილუსი, შავი ობი, მუკორუმუზუსი.
„ობი“ — გამაერთიანებელი სიტყვაა, სინამდვილეში კი ყოველი სოკო — სხვაა.
ფრჩხილის სოკოები — იგივე არ არის, რაც კანდიდა.
ზოგიერთი სოკო საზარდულის ლიმფურ კვანძებს აზიანებს, სხვები — მკერდქვეშა მიდამოს, მესამენი მხოლოდ ფრჩხილის ფირფიტას არღვევენ და მხოლოდ იქვე არსებობენ.
ზოგი მხოლოდ ლორწოვან გარსებს ედება და ცხოვრობს პირში — კანდიდოზებისა და სტომატიტების სახით; ან საშოში — კანდიდოზებისა და ვაგინიტების სახით.
ზოგი სოკო კანს აზიანებს და მასზე ცხოვრობს ბზარების, ფსორიაზის, ეგზემის, ნეიროდერმიტის სახით — მაგრამ ყველგან, სადაც ეს არის — ერთსა და იმავე კლასს მიეკუთვნება — სოკოებს.
წყარო: Lalo Gelashvili
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

იცოდით?!.. კვების ჯანსაღი რეჟიმის დროსაც შეუთავსებელი პროდუქტები იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას – 13 მაგალითი, რომელსაც უნდა მოერიდოთ

ზაფხულში ბავშვის კვება: როგორ უნდა მოაწესრიგოთ მადა და კვების რეჟიმი
#post_seo_title

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი იმუნიტეტის დასუსტების შესახებ საუბრობს

იცოდით?!..

კვების ჯანსაღი რეჟიმის დროსაც შეუთავსებელი პროდუქტები იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას

აი, 13 მაგალითი, რომელსაც უნდა მოერიდოთ
1. რძისა და ნებისმიერი ხილის, ქოქოსის, თხილის, ხორცის, კვერცხის, იოგურტის, ლობიოსა და ბოსტნეულის შეთავსებამ შეიძლება საკვების მომნელებელი ფერმენტების დარღვევა გამოიწვიოს.
2. ნუ დააყოლებთ რძეს ბოლოკს, ნიორს, მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს და ქათმის ბარკალს.
3. ხილი – სრულფასოვანი საკვებია. ნუ შეურევთ მათ სხვა პროდუქტებთან.
4. თაფლი და გამდნარი კარაქი თანაბარი პროპორციით – ეს საწამლავია.
5. თაფლის გათბობა, ადუღება ან ორთქლში გატარება სპობს მის
არომატს და შხამიანს ხდის.
6. ლიმონის შეხამება რძესთან, იოგურტტან, კიტრთან და პომიდორთან, წევს მჟავიანობას. თავი შეიკავეთ.
7. ნუ მიირთმევთ ქათმისა და ღორის ხორსც ერთ დღეში, მით უარესი – ერთ კერძში.
8. არასოდეს შეათბოთ ხაჭო – საკვების მომნელებელი სისტემის დარღვევა გარანტირებულია.
9. თაფლი და ბოლოკი შეურიეთ მხოლოდ ვეგეტაიანულ პროდუქტებს.
10. ხაჭო და ფინიკი, შავი პილპილი და თევზი, რძე და ალკოჰოლი – შეუთავსებელია.
12. პლასტიკურ ჭურჭელში 10 დღეზე მეტ ხანს შენახული კარაქი ტოკსიკურია. შეინახეთ მინის ჭურჭელში.
13. ქუნჯუთის პასტასთან შერეული ისპანახი ფაღარათს იწვევს.
და ბოლოს, უმი და თერმულად დამუშავებული პროდუქტების შეთავსებას ორგანიზმი კარგად ვერ ითვისებს. ერიდეთ ისეთ შეთავსებას, როგორიცაა, მაგალითად, ცხელი გარნირი და ხორცი.

 

ულტრადამუშავებული საკვები ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა არის გამოსავალი? – „ტვინი ქიშმიშად იქცევა“ — რა ემართება შენს გონებას, როცა წყალს ვერ ახსენებ?

ამ აღმოჩენამ ახსნა, თუ როგორ იწმინდება ტვინი ნარჩენებისგან და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტვინის ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური დაავადებების შესახებ ჩვენი თანამედროვე გაგების ჩამოყალიბებაზე
#post_seo_title

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი ტვინის შესახებ საუბრობს:

ტვინი ქიშმიშად იქცევა“ — რა ემართება შენს გონებას, როცა წყალს ვერ ახსენებ?

თქვენი ტვინი 75% წყალია. ამიტომ, როცა დეჰიდრატირებული ხარ, შრება არამარტო პირი — ტვინიც ფიზიკურად მცირდება. როგორც ყურძენი კარგავს ტენს და ქიშმიშად იქცევა, ტვინიც იქაჩება, სკულს შორდება და მისი ფუნქციონირება ნელდება. თუნდაც მსუბუქი დეჰიდრატაციაც იწვევს ტვინის შეკუმშვას. ეს მოქმედებს მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე და განწყობაზე. შეიძლება იგრძნოთ გაღიზიანება ან სუსტი ენერგია — ყველაფერი იმიტომ, რომ ტვინი ნაკლები სითხით მუშაობას ცდილობს.
მინდა გითხრათ რომ, ქრონიკულმა დეჰიდრატაციამ შეიძლება დააძაბოს ტვინის უჯრედები, გაზარდოს ანთება და შესაძლოა დააჩქაროს კოგნიტური დაქვეითება და შეიძლება ვერც კი იგრძნო წყურვილი, სანამ ორგანიზმი უკვე სითხის დეფიციტშია.

ახლა გაინტერესებთ ხომ რა არის გამოსავალი? სტაბილურად დალევა. არა მხოლოდ მაშინ, როცა მუშაობ ან ვარჯიშობ, არამედ დასვენების დროსაც კი. წყალი ხელს უწყობს ტვინის სისუფთავეს, არეგულირებს ტემპერატურას, ზრდის ენერგიას და ეხმარება ტოქსინების გამოდევნას, რომლებიც აზროვნებას ბინძურებენ. დეჰიდრატაცია არ არის არჩევითი — ეს არის ტვინის აუცილებელი მოვლა.
ამიტომ, როცა შემდეგ ჯერზე, წყლის დალევა დაგავიწყდებათ, წარმოიდგინეთ თქვენი ტვინი, რომელიც ჩუმად ჩურჩულებს და ელოდება, როდის მიუბრუნებთ იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება.


შეიძლება იყოს წყლის სივრცე და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა, რატომ არის გლობალური პრობლემა და ვინ შეიძლება გახდეს მოწყვლადი? ამ და სხვა თემებზე საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია

რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა, რატომ არის გლობალური პრობლემა და ვინ შეიძლება გახდეს მოწყვლადი? ამ და სხვა თემებზე საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია
#post_seo_title

როგორ უნდა გავერთიანდეთ ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისთვის?

ყოველწლიურად, 18-24 ნოემბერს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება. კვირეული მიმართულია იმაზე, რომ საზოგადოებას გააცნოს, რა მნიშვნელობა აქვს ანტიმიკრობული საშუალებების სიფრთხილით გამოყენებას და როგორ შეიძლება გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები რეზისტენტობის წინააღმდეგ.
კვირეული გვაძლევს შესაძლებლობას, მეტად აქტიურად ვისაუბროთ პრობლემაზე, რომელიც უკვე გლობალური საფრთხეა და ყველა სექტორს შეეხება – ადამიანის ჯანმრთელობას, ცხოველებს, მცენარეებს და გარემოს. აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა მედიკამენტების მოხმარეა მოხდეს სწორად.
რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა, რატომ არის გლობალური პრობლემა და ვინ შეიძლება გახდეს მოწყვლადი?
ამ და სხვა თემებზე საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია.
რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა (АМР)?
ანტიმიკრობული რეზისტენტობა ვითარდება მაშინ, როდესაც ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები ან პარაზიტები აღარ პასუხობენ მედიკამენტებს. ეს პრობლემა საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებსა და გარემოს.
რატომ არის АМР გლობალური პრობლემა ?
ანტიმიკრობული რეზისტენტობა დღეს გლობალური ჯანმრთელობის ათ უმთავრეს საფრთხეს შორისაა დასახელებული. ბოლო 100 წლის განმავლობაში ანტიბიოტიკებმა და სხვა ანტიმიკრობულმა საშუალებებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა, მათი ჭარბი ან არასწორი გამოყენება რეზისტენტობის განვითარებას იწვევს. შედეგად, ზოგიერთი ინფექცია მედიკამენტებზე აღარ რეაგირებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.
ვინ შეიძლება გახდეს მოწყვლადი АМР-ის მიმართ?
ანტიმიკრობული რეზისტენტული ინფექციები ადამიანებს ნებისმიერ ასაკში ემუქრება (ბავშვებს, მოზარდებს, მოზრდილებს და ხანდაზმულებს). ასევე, რისკის ქვეშ შეიძლება იყოს ნებისმიერი რეგიონი მსოფლიოში, მიუხედავად ქვეყნის განვითარებისა ან რესურსების დონისა. რისკის ზრდას ხელს უწყობს მედიკამენტების არასწორი ან ზედმეტი გამოყენება ადამიანებში, მეცხოველეობასა და სოფლის მეურნეობაში, რადგან მიკროორგანიზმები მიჩვეულია პრეპარატებს და ჩამოყალიბდება რეზისტენტობა. დამატებით, სუფთა წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შეზღუდული ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ინფექციების გავრცელებას და ამ გზით ზრდის რისკს, რომ ადამიანები დაინფიცირდნენ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით.
რამდენი ადამიანი ავადდება ყოველწლიურად?
მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ავადდება ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული ინფექციებით. ეს პრობლემა განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან რეზისტენტული ინფექციები მკურნალობას ართულებს, ზრდის გართულებებისა და მძიმე დაავადებების რისკს და სერიოზულად მოქმედებს როგორც ინდივიდებზე, ასევე საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ საფრთხის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული, რის გამოც აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, მედიკამენტების მიზნობრივი გამოყენება, ინფექციების პრევენცია და ჰიგიენის გაუმჯობესება. მხოლოდ მრავალმხრივი მიდგომით შეგვიძლია შევამციროთ რეზისტენტული ინფექციების გავრცელება და დავიცვათ ჯანმრთელობა.
როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ პრობლემის შემცირებას?
ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელების შეჩერება მოითხოვს მრავალმხრივ და მიზნობრივ მიდგომას. მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტები გამოიყენებოდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მითითებით და სწორი დოზირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების წინააღმდეგ პრეპარატების რეზისტენტობის განვითარება. ასევე, აუცილებელია ინფექციების პრევენცია: რეგულარული ჰიგიენა, სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა და გარემოს სისუფთავის უზრუნველყოფა. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და განათლება არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან მხოლოდ ინფორმირებული ადამიანები აცნობიერებენ, რატომ არის სიფრთხილით გამოყენება აუცილებელი. საბოლოოდ, სექტორთაშორისი თანამშრომლობა – ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროებში, საშუალებას აძლევს ერთიან ძალისხმევას, რომელიც ეფექტურად შეზღუდავს რეზისტენტული ინფექციების გავრცელებას.
როგორ არის ჩართული ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი კამპანიაში?
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალაქტიურად უერთდება ინიციატივას „ლურჯი ფერი АМР-ისთვის“ და მხარს უჭერს მსოფლიო ანტიმიკრობული რეზისტენტობის ცნობიერების ამაღლების კვირეულს სხვადასხვა აქტივობებით, რათა გაზარდოს საზოგადოებრივი ცნობიერება და ხელი შეუწყოს მედიკამენტების სიფრთხილით გამოყენებას.
რას შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს АМР-ის წინააღმდეგ?
🔵გამოიყენეთ მედიკამენტები მხოლოდ ექიმის მითითებით – არასაჭირო მედიკამენტები, ან ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება ზრდის რეზისტენტობის რისკს.
🔵დაიცავით პირადი ჰიგიენა – სუფთა ხელები, წყალი და გარემოს სისუფთავე ხელს უწყობს ინფექციების კონტროლს.
🔵გაითვალისწინეთ პასუხისმგებლობა მეცხოველეობასა და სოფლის მეურნეობაში – მედიკამენტების ჭარბი გამოყენება ცხოველებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეზისტენტობის გაჩენაში.
🔵გააზიარეთ ინფორმაცია და ჩაერთეთ აქტივობებში, ეს აძლიერებს ცნობიერებას და ერთობლივი ძალისხმევა ეფექტიანად ამცირებს რეზისტენტული ინფექციების გავრცელების შესაძლებლობას.
Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კომშის ფოთლის სამკურნალო ძალა — ბუნებრივი გზა ჯანმრთელობისკენ!

კომშის ფოთლის სამკურნალო ძალა — ბუნებრივი გზა ჯანმრთელობისკენ!
#post_seo_title

ფიტნეს ინსტრუქტორი მამუკა რაშოიანი კომშის ფოთლის სამკურნალო ძალაზე საუბრობს

კომშის ფოთლის სამკურნალო ძალა — ბუნებრივი გზა ჯანმრთელობისკენ!
შენ ალბათ უკვე იცი, რომ კომში ძალიან სასარგებლოა, მაგრამ იცი, რომ მისი ფოთლებიც ნამდვილი ოქროა ჯანმრთელობისთვის?
რატომ არის კომშის ფოთოლი ასე სასარგებლო?
გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის— კვლევების მიხედვით, კომშის ფოთლის ექსტრაქტს შეუძლია ქოლესტერინის დონის შემცირება და სისხლძარღვების გაჯანსაღება. ბუნებრივი ალტერნატივა წამლების გარეშე!
საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის— ეხმარება კუჭ-ნაწლავის სისტემას, ამსუბუქებს დიარეას და ამცირებს ანთებებს. ფოთლებში არსებული ფენოლური ნაერთები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევიან. განაგრძეთ კითხვა
 
შეიძლება იყოს მსხალი და ტექსტი გამოსახულება

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

🔷 როგორ გავაკეთოთ სუნთქვის ვარჯიშები სწორად?

🔷 როგორ გავაკეთოთ სუნთქვის ვარჯიშები სწორად?
#post_seo_title

🔷 როგორ გავაკეთოთ სუნთქვის ვარჯიშები სწორად?

სტუმარი: თეონა კვიცაძე – რეაბილიტოლოგი
საუბრობს რეაბილიტოლოგი თეონა კვიცაძე, გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“:

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ლაბორატორიის რისკების მატრიცა – პრობლემები, რომლებიც დღემდე იშვიათად იზომება | დღევანდელი რეალობა

Dr Malkhaz Babuashvili
Malkhaz Babuashvili

ლაბორატორიის რისკების მატრიცა – პრობლემები, რომლებიც დღემდე იშვიათად იზომება | დღევანდელი რეალობა

რატომ ვერ იყენებს თითქმის ყველა ლაბორატორია რისკების მატრიცას სწორად?
რა ხდება შიდა აუდიტზე და რატომ რჩება რისკების შეფასება მხოლოდ ფორმალურად?

ავტორი: ასოცირებული პროფესორი მალხაზ ბაბუაშვილი — პროცესის კოორდინატორი, ლაბორატორიული ხარისხისა და უსაფრთხოების განვითარების ექსპერტი, Accreditation Canada-ის საქართველოს წარმომადგენლობის გუნდის წევრი.

დღეს ნებისმიერი ქართულ ან რეგიონული სამედიცინო ლაბორატორიის შიდა აუდიტზე მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამთ — „სად გაქვთ განახლებადი, დინამიკური და რეალურად გამოყენებადი რისკების მატრიცა?“ — პასუხი თითქმის ყოველთვის ასეთი იქნება:

👉 „გაკეთებულია… სადღაც დოკუმენტებშია… გასულ წელს…“
– ეს არის პრობლემა.

რისკის მატრიცა არ არის ფორმალობა. ეს არის ცოცხალი ინსტრუმენტი, რომელიც ან მართავს უსაფრთხოებას, ან მისი არქონა ქმნის სისტემურ საფრთხეებს.
მოდი, ვთქვათ ხმამაღლა — დღეს საქართველოში რისკის მატრიცა 90% ლაბორატორიაში ფორმალურად არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად არ მუშაობს. რატომ? – ეს სტატიაც სწორედ ამის გასაშიფრადაა.

ISO 15189:2022-ის 5.6 მუხლი ლაბორატორიას ავალდებულებს, შექმნას, დანერგოს და განახორციელოს სისტემური პროცესი, მაგრამ თუ როგორ უნდა დაინერგოს და განხორციელდეს იგი – ამის დეტალურ ინსტრუქციას არ იძლევა.
ლაბორატორია ვალდებულია, სხვა ორი სტანდარტი გამოიყენოს როგორც გზამკვლევი რისკის მართვაში ხოლო ISO 15189 — როგორც აუცილებელი მოთხოვნა.
აქედან გამომდინარე, დღევანდელ სიტუაციაში გამოვყოფდი შემდეგ პრობლემებს, რომელზეც მუშაობა და მათი გადაჭრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული უსაფრთხო პროცესების და სანდო შედეგების კუთხით სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ფუნქციონირებისათვის.

პრობლემა #1 — რისკის მატრიცას მხოლოდ „სერტიფიცირების“ წინ იგონებენ

ISO 15189:2022 გვეუბნება: რისკის შეფასება არის უწყვეტი, დინამიკური და პროცესზე ორიენტირებული მოქმედება.
ჩვენთან კი მატრიცა იქმნება:

• ერთხელ

• მხოლოდ აუდიტორებისთვის

• ზოგადი ტექსტებით („შესაძლოა… შეიძლება… იშვიათი… საშუალო…“)

• ფაქტობრივი სამუშაო პროცესის დაუკავშირებლად.
ეს მატრიცა არაფერს მართავს — მხოლოდ ფურცელია. რისკი კი რეალურ ცხოვრებაში ცხოვრობს, მოძრაობს, იცვლება.

პრობლემა #2 — მატრიცა ბრმა და ზედაპირულია: ხდომილობა „ნახევრად“ აფასებენ როგორც წესი, ქართულ ლაბორატორიებში ხდომილობა ფასდება 3 კატეგორიით:

დაბალი“, „საშუალო“, „მაღალი“ — მაგრამ რეალურად:

❌ არ ხდება მონაცემების შეგროვება

❌ არ ხდება ტენდენციის ანალიზი

❌ არ გამოიყენება ინციდენტების/შეუსაბამობების ისტორია

❌ არ ხდება არაორგანიზებული საფრთხეების შეფასება
ანუ „სავარაუდო“ ხდება „რეალურის“ ნაცვლად.
მაგალითად: თუ ბოლო 12 თვეში დაფიქსირდა 44 ჰემოლიზი, მაგრამ მატრიცაში წერია „დაბალი რისკი“ — ეს უკვე კრიტიკული შეუსაბამობაა.

პრობლემა #3 — შედეგის სიმძიმე თითქმის ყოველთვის არასწორია

რისკის შედეგი ხშირად ფასდება არა კლინიკური ზემოქმედებით, არამედ…

🔹 „აქამდე არაფერი მომხდარა“

🔹 „თანამშრომელი გამოცდილია“

🔹 „ტექნიკა კარგი გვაქვს“
ეს კატასტროფულად შეცვლილი მიდგომაა.
შედეგის სიმძიმე უნდა ეფუძნებოდეს:

✔ პაციენტის ზიანის პოტენციალს

✔ სენტინელური შემთხვევის ალბათობას

✔ სისტემურ ეფექტს (მთელი დეპარტამენტი / მთელი მეთოდოლოგია)

✔ ფინანსურ გავლენას

✔ რეპუტაციულ მოტეხილობას

✔ რეგულატორულ დარტყმას

თუ ნიმუშის არასწორი იდენტიფიკაცია მატრიცაში „საშუალო“ კატეგორიაში დევს — ეს უკვე ლაბორატორიული უსაფრთხოების ფუნდამენტური ჩავარდნაა.

პრობლემა #4 — არ ხდება რეალური კონტროლის ზომების სწორად შედარება ISO 15189 მკაფიოდ ამბობს: საინჟინრო კონტროლი გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ადმინისტრაციული ან PPE.
მაგრამ ჩვენი მატრიცების 80% ასეა შედგენილი:

„PPE დამატება — რისკის შემცირება: მაღალი → დაბალი“
ეს არის მეთოდოლოგიური შეცდომა. PPE არ ამცირებს მაღალი რისკს დაბლობამდე. ეს არის უკანასკნელი ბარიერი, არა მთავარი მექანიზმი.
რეალური შემცირება მიიღწევა:

✔ პროცესის ასინქრონულობის აღმოფხვრით

✔ ავტომატიზაციით

✔ საინჟინრო ბარიერებით

✔ SOP-ის გარდატეხით

✔ ტექნოლოგიის შერჩევით

✔ საკადრო სტრუქტურის ადეკვატურობით
PPE ისევეა „გადასაფარებელი პლედივით“ — სითბო შეიძლება მოგცეს, მაგრამ შენობას არ აშენებს.

პრობლემა #5 — რისკის მატრიცა არ გამოიყენება ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში ISO 15189:2022-ის ახალი ფილოსოფია ამბობს:

„რისკის შეფასება უნდა იკითხებოდეს ყოველ გადაწყვეტილებაში.“
მაგრამ ჩვენს რეალობაში:

• ახალი ანალიზატორი შემოდის → მატრიცა არ ახლდება

• SOP იცვლება → მატრიცა იგივე რჩება

• პერსონალი იცვლება → მატრიცაში არაფერი იცვლება

• ინციდენტი მოხდა → მატრიცა არ იტვირთება ახალი მონაცემებით

• ტრენინგები არ ხდება → მატრიცაში მაინც „დაბალი რისკია“
ანუ მატრიცა არ მუშაობს როგორც მართვის ინსტრუმენტი, არამედ მხოლოდ როგორც „სავალდებულო დოკუმენტი“.

პრობლემა #6 — არ ხდება რისკის ხელახალი შეფასება კონტროლის ზომების შემდეგ ISO ამბობს: „დამატებითი კონტროლის ზომების იდენტიფიცირების შემდეგ, MUST be a re-evaluation.“
მაგრამ ქართულ ლაბორატორიებში ხშირია შემთხვევა:

• კალიბრაცია გავაკეთეთ

• SOP ჩავასწორეთ

• PPE მოვუმატეთ
და ამით „პრობლემა მოგვარებულია“ –
არა – სისტემური მიდგომა მოითხოვს:

👉 ხდომილობის ახალი შეფასება

👉 შედეგის ახალი შეფასება

👉 ახალი რისკ-ქულა

👉 მოქმედების შედეგის დოკუმენტირება

ამის გარეშე კონტროლის ზომები უბრალოდ „სასურველად“ რჩება.

პრობლემა #7 — პერსონალი საერთოდ არ მონაწილეობს რისკის მატრიცის შედგენაში

ყველაზე დიდი შეცდომა: მატრიცას ყოველთვის წერს მხოლოდ მენეჯმენტი, მაგრამ რისკს ქმნის რეალურად პროცესში მყოფი ადამიანი.

🔥 დასკვნა: რისკის მატრიცა საქართველოში „არის“, მაგრამ არ „მუშაობს“ რისკის მართვა უნდა იყოს:

✔ თანამშრომლობითი

✔ დინამიკური

✔ რეალურ პროცესებზე დაფუძნებული

✔ განმეორებადი და მუდმივი

✔ დოკუმენტირებული ისე, რომ გადაწყვეტილებებს მართავდეს

✔ ანალიზზე და მონაცემებზე დაფუძნებული
დღეს ბევრი ლაბორატორია ოფიციალურად ამბობს — „ჩვენ გვაქვს რისკების მატრიცა“, მაგრამ მართალი კითხვა ასეთია:

👉 „გამოიყენებთ მას ყოველდღე?“

👉 „ცვლის ის გადაწყვეტილებებს?“

👉 „ეფექტურად ამცირებს რისკს?“
თუ პასუხი არის – არა, მაშინ რისკის მატრიცა მხოლოდ ფორმალობაა, არა უსაფრთხოების სისტემა.

დასკვნა:

ლაბორატორიის რისკების მატრიცა არის ერთადერთი რეალური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ISO 15189:2022-ის შესაბამისობას, პაციენტის უსაფრთხოებას და ლაბორატორიის მდგრად ფუნქციონირებას.

თუმცა საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში), მისი გამოყენების მთავარი პრობლემა არის ის, რომ მატრიცა:
🚫 ფორმალურია – არა ფუნქციური
🚫 ერთჯერადია – არა დინამიკური
🚫 ინტუიციაზეა აგებული – არა მონაცემებზე
🚫 მენეჯმენტის მიერ შექმნილი – მაგრამ არა გუნდის მიერ გამოყენებული
🚫 არ აისახება ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში
🚫 არ იცვლება SOP-ის, აღჭურვილობის და ინციდენტების ცვლილებისას

ეს ქმნის სიტუაციას, სადაც რისკის მატრიცა არსებობს, მაგრამ რისკი მაინც არ იმართება.

ISO 15189:2022-ის ახალი მიდგომა კი მკაფიოდ გვასწავლის:
👉 რადგან რისკი ყოველდღიურად იცვლება, მატრიცა უნდა იყოს ცოცხალი, რეგულარული და მონაცემებზე დაფუძნებული.
👉 მონაცემების გარეშე მიღებული რისკი = ყალბი უსაფრთხოება.
👉 ინტერაქტიული, გუნდის ჩართულობით შექმნილი მატრიცა = ნამდვილი უსაფრთხოების კულტურა.

იდეალური რისკის მატრიცა არის არა Excel-ფაილი, არამედ ლაბორატორიის ყოველდღიური ქცევა.

პროფესორი გიორგი ფხაკაძეAccreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში:

რისკების მართვა ლაბორატორიაში არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც მხოლოდ დოკუმენტების არსებობით ვერ ფასდება. ჩემი გამოცდილებით, ბევრ ლაბორატორიაში რისკების მატრიცა არსებობს ფორმალურად, თუმცა რეალურად არ მოქმედებს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში. ეფექტური რისკების მატრიცა უნდა იყოს დინამიკური, მონაცემებზე დაფუძნებული და ყველა პერსონალის ჩართულობით შექმნილი. ISO 15189:2022-ის ახალი მიდგომა სწორედ ამას მოითხოვს — რომ რისკი ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილი იყოს და არა მხოლოდ აუდიტის დროს გაწერილი ცარიელი ფურცელი.“

დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე, დღეს, თითქმის მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი განვითარებული ქვეყნები დგანან. მხარეებმა იმსჯელეს არსებული გლობალური ტენდენციების გავლენასა და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას

დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე, დღეს, თითქმის მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი განვითარებული ქვეყნები დგანან. მხარეებმა იმსჯელეს არსებული გლობალური ტენდენციების გავლენასა და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას
#post_seo_title

დემოგრაფიული პოლიტიკისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა – აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეაფასეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დემოგრაფიული პოლიტიკის ფარგლებში მოქმედ, სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მიმდინარე პროგრამები მიმართულია ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, რაც დემოგრაფიული გარემოს გაჯანსაღების ერთ-ერთი წინაპირობაა. მინისტრის განცხადებით, საჭიროა კიდევ უფრო თანმიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც ოჯახების ინსტიტუტის გაძლიერებას, სტაბილური მხარდაჭერის მექანიზმების გაფართოებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის მდგრად ზრდას უზრუნველყოფს.

როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე, დღეს, თითქმის მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი განვითარებული ქვეყნები დგანან. მხარეებმა იმსჯელეს არსებული გლობალური ტენდენციების გავლენასა და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას. ასევე, განიხილეს გამოწვევების გადაჭრის პრაქტიკული მექანიზმები.

დისკუსიის შედეგად, განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებებიც, რომლებიც დემოგრაფიული პოლიტიკის კიდევ უფრო ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი საპარლამენტო კომისიისა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ასევე, აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„კრიტიკული დარღვევები დაუყოვნებლად შეჩერებულია, ხოლო უმეტეს საწარმოში წესები დაცულია“-სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს
#post_seo_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგი — 200-მდე თევზის საწარმოს შემოწმების შედეგები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამოწმა 200-მდე ობიექტი (შესაბოლი საწარმოები, თევზისა და ხიზილალის საწარმოები, სატბორე მეურნეობები, სარეალიზაციო წერტილები).
გამოვლენილი კრიტიკული პრობლემები (ფაქტები):
1. 2 საწარმო თბილისში — კრიტიკული შეუსაბამობები
• არასათანადო რეცხვა/დეზინფექცია/დეზინსექცია/დერატიზაცია
• დაზიანებული შესაბოლი კამერა
• ეტიკეტირების წესების დარღვევა
შედეგი: დაჯარიმება და პროცესის შეჩერება პრობლემების აღმოფხვრამდე.
2. 9 ბიზნესოპერატორი — მომხმარებლისთვის ინფორმაციის არასრული მიწოდება
• არ იყო მითითებული საღებავის/დანამატების დასახელება
• წარმოდგენილი არ ჰქონდათ საჭირო სერტიფიკატები
რაც პოზიტიურად ჩაითვალა:
• დანარჩენ საწარმოებში გამოყენებული იყო მხოლოდ კანონით ნებადართული საღებავები
• ეტიკეტები შეიცავდა სრული და სწორ ინფორმაციას დანამატებზე
• ნაწილია უკვე მუშაობს შეუსაბამობების გამოსასწორებლად
მთავარი პრობლემა:
ინფორმაციის სრულად არმიწოდება — მომხმარებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ზუსტი მონაცემები ნაწარმში გამოყენებული ყველა დანამატის და საღებავის შესახებ.
მთავარი დადებითი შედეგი:
ბაზრის კონტროლი რეალურად მუშაობს — კრიტიკული დარღვევები დაუყოვნებლად შეჩერებულია, ხოლო უმეტეს საწარმოში წესები დაცულია.

შეიძლება იყოს ანჩოუსები გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights