კვირა, მაისი 3, 2026

თავბრუხვევა და ყურებში შუილი – წარმოადგენს თუ არა ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი აღნიშნული სიმპტომების მიზეზს

თავბრუხვევა და ყურებში შუილი - წარმოადგენს თუ არა ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი აღნიშნული სიმპტომების მიზეზს
#post_seo_title

თავბრუხვევა და ყურებში შუილი – წარმოადგენს თუ არა ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი აღნიშნული სიმპტომების მიზეზს

თავბრუსხვევისა და ყურებში შუილის კავშირი ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქართან  – კლინიკა „ენმედიცის“ რეაბილიტაციის ცენტრი თერაპევტ ზურაბ მიქელაძის ვიდეოს ავრცელებს.

„წარმოადგენს თუ არა ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი ან პროტრუზია თავბრუხვევის, თავის ტკივილისა და ყურში შუილის მიზეზს, რომელიც თითქოსდა ვითარდება თიაქარისა ან პროტრუზიის მიერ სისხლძარღვზე მიჭყლეტით, რომელიც ამარაგებს თავის ტვისნ სისხლით? – რასაკვირველია, ეს სრული სიცრუეა, რადგან თავის ტვინი სისხლით მარაგდება ხერხემლის არტერიისა და საძილე არტერიის დახმარებით, რომლებიც მდებარეობს ხერხემლის გარეთ, ხოლო მალთაშორისი დისკის თიაქარის დროს, თაიქარი მდებარეობს ხერხემლის შიგნით არხში, რა დროსაც აწვება ნარვულ წნულს და არასისხლძარღვს, რომელიც მიდის თავის ტვინისაკენ, ამიტომ შეუძლებელია თიაქარმა მიჭყლიტოს არტერია“ – ამბობს ექიმი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მისი მიზეზი მრავალი სხვადასხვა მდგომარეობა შეიძლება იყოს – გენიტალური ქავილი მამაკაცებში

მისი მიზეზი მრავალი სხვადასხვა მდგომარეობა შეიძლება იყოს - გენიტალური ქავილი მამაკაცებში
#post_seo_title

მამაკაცებში სასქესო ორგანოების ქავილი საკმაოდ გავრცელებული ჩივილია და მისი მიზეზი მრავალი სხვადასხვა მდგომარეობა შეიძლება იყოს.

ხშირია შემთხვევა, როცა ქავილი არა მხოლოდ გენიტალიებში, არამედ ანალურ არეშიც შეიმჩნევა — ამ ორს ერთად ხშირად „ანოგენიტალურ ქავილს“ უწოდებენ. მსგავსი დისკომფორტი, როგორც წესი, ადგილობრივია და კონკრეტულ ზონას მოიცავს. ქავილი ზოგჯერ დამოუკიდებელ სიმპტომად ჩნდება, ხოლო ზოგჯერ — სხვა დაავადებებს ახლავს. ქვემოთ განვიხილავთ მიზეზთა ძირითად ჯგუფებს:

ტილიანობა (პედიკულოზი).
ტილი მცირე პარაზიტია, რომელიც თმიან უბნებში სახლდება —  ბოქვენზე ან თავზე. ზოგჯერ შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილზეც გავრცელდეს. მისი აღმოჩენა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია, ასევე ჩანს თმის ღერებზე მიმაგრებული წილები. ინფექცია ძლიერი ქავილით გამოირჩევა. მკურნალობა ტარდება სპეციალური ლოსიონებითა და ემულსიებით და სწორად ჩატარების შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია გამოჯანმრთელება.

მუნი.
ეს ინფექცია კანში ჩახლართულ ტკიპას იწვევს. მას გადადება შეუძლია როგორც პირდაპირი კონტაქტით, ისე საერთო ნივთების გამოყენებით. ყველაზე ხშირად ზიანდება თითებს შუა სივრცე, მუცლისა და გულმკერდის ქვედა ნაწილი, ასევე გენიტალიები. ქავილი განსაკუთრებით ღამის საათებში ძლიერდება. ტკიპები კანქვეშ გვირაბებს ქმნიან, რომლებიც ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მკურნალობისთვის გამოიყენება გოგირდის მალამოები და შესაბამისი ხსნარები, ხოლო თერაპია აუცილებელია ყველა იმ პირისთვის, ვინც ერთად ცხოვრობს. სწორად ჩატარების შემთხვევაში სრულად მკურნალდება.

სოკოვანი ინფექციები.
კანდიდა ალბიკანსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოა, რომელიც შეიძლება სქესობრივი გზით გადაედოს პარტნიორს. იგი იწვევს ანთებას როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში და ხშირად აღინიშნება ძლიერი ქავილი და წვის შეგრძნება. მკურნალობა მოითხოვს ანტიმიკოტურ პრეპარატებსა და კარგ ჰიგიენას. თერაპია ხანგრძლივია, მაგრამ დროულად დაწყების შემთხვევაში შედეგი, როგორც წესი, დადებითია.

გენიტალური ჰერპესი.
ეს ვირუსული დაავადება გავრცელებით ტუჩის ჰერპესს ჩამოაგავებს. ინფიცირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩნდება მტკივნეული ბუშტუკები, რომლებიც ქავილს იწვევს. შეიძლება ასევე გამოვლინდეს ლიმფკვანძების გადიდება და სიცხე. დიაგნოზი დგინდება სისხლის ან ბუშტუკის შიგთავსის ანალიზით. მკურნალობა ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებით ტარდება (მაგ., აციკლოვირი). ვირუსი შესაძლოა ხანგრძლივად დარჩეს ორგანიზმში და პერიოდულად გააქტიურდეს, თუმცა რეციდივები ხშირად შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

ტრიქომონიაზი.
ეს შარდსადენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა, რომელსაც თან ახლავს გამონადენი და მკვეთრი ქავილი. დიაგნოზი დგინდება მიკროსკოპიული ანალიზით. დაავადება ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ მძიმე გართულებებს იშვიათად იწვევს. მკურნალობა მეტრონიდაზოლის ჯგუფის პრეპარატებით ტარდება და სწორი თერაპიის შემთხვევაში სრულად ითრგუნება.

ქლამიდიოზი.
მიზეზობს საშარდე გზების ანთებას, რომლის დროსაც აღინიშნება ქავილი, წვა და შარდვის დროს ტკივილი. შესაძლებელია პროსტატის ან სათესლე ჯირკვლის დანამატის ჩართვაც. ხშირად დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. მკურნალობა ანტიბიოტიკებით ხდება და დროულად დაწყების შემთხვევაში სრულად განიკურნება.

ბალანოპოსტიტი.
ასოს თავისა და ჩუჩის შიდა ფენის ანთებაა. მიზეზად ხშირ შემთხვევაში სმეგმის დაგროვება ითვლება, რაც ბაქტერიებსა და სოკოებს კარგი გამრავლების გარემოს აძლევს. ზოგჯერ მიზეზი პარტნიორის სოკოვანი ინფექციაც შეიძლება იყოს, ამიტომ მკურნალობა ორივე პარტნიორს ერთდროულად სჭირდება. ყველაზე ხშირად ვითარდება ფიმოზის დროს — როდესაც ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. ქავილს თან მოყვება წვა და მოგვიანებით შეიძლება ტკივილიც განვითარდეს. მძიმე შემთხვევებში პროცესი შესაძლოა წყლულოვან ფორმაშიც გადავიდეს, ამიტომ ექიმთან ვიზიტი აუცილებლად საჭიროა.

დასკვნა:
სასქესო ორგანოების ქავილი არასოდეს უნდა დარჩეს უყურადღებოდ. უროლოგთან დროული მიმართვა ხელს უშლის გართულებებს და უზრუნველყოფს ეფექტურ მკურნალობას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა დადასტურდა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში

5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა დადასტურდა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში
#post_seo_title

5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა დადასტურდა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში

5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა დადასტურდა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში – ამის შესახებ საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი”:

„5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა დადასტურდა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში. ეს გახლავთ ომეგა-3, ვიტამინი დ3, მაგნიუმი, რკინა, თუთია.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჩუმი შხამი, რომელსაც ყოველდღე ვსვამთ! მოქმედებს გულზე, ღვიძლზე, სისხლძარღვებზე და ადამიანის ნივთიერებათა ცვლაზე…

ზეითუნის ზეთი
#post_seo_title

 დამუშავებული ზეთები — ჩუმი შხამი, რომელსაც ყოველდღე ვსვამთ!

 Sheniekimi — საქართველოს ოფიციალური სამედიცინო პლატფორმა
www.sheniekimi.ge
პროფესორი  გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
თავმჯდომარე — საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PublicHealth.ge)

საქართველოში არსებული პრაქტიკა — ერთი და იგივე ზეთის 7–10-ჯერ მომზადება, გადახურება, წვის ზღვრამდე მიყვანა — ეს არის უდიდესი საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ასეთ ზეთში ჩნდება ალდეჰიდები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში აჩქარებს გულის შეტევას, დიაბეტს, ინსულინის რეზისტენტობას, სისხლძარღვთა ანთებასა და ღვიძლის დაზიანებას. იქ, სადაც „სამარხვო ზეთი“ დგას, იქ უკვე მოქმედებს ნელი, მაგრამ მუდმივი ტოქსიკური ქიმიური რეაქტორი. ეს არ არის სამზარეულოს საკითხი — ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემური პრობლემაა, და საფრთხე არა ზეთის სახეობაშია, არამედ იმაში, როგორ ვუყურებთ მის დამუშავებას, გახურებას და მრავალჯერ გამოყენებას.“

რა არის პრობლემა სინამდვილეში

მზესუმზირის, სიმინდის, სოიოსა და კანოლას ზეთები, როდესაც სითბურ-ქიმიურად ძლიერადაა დამუშავებული, წარმოადგენენ ნაერთების წყაროს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მაღალ ტემპერატურაზე ზეთი იშლება და წარმოქმნის ალდეჰიდებს, ტრანს-ცხიმოვან მჟავებს, თავისუფალ რადიკალებს და ოქსიდაციურ ნარჩენებს, რომლებიც ასტიმულირებს უჯრედულ სტრესს, ანთებას და მეტაბოლურ დარღვევებს.

ეს პროცესები მოქმედებს გულზე, ღვიძლზე, სისხლძარღვებზე და ადამიანის ნივთიერებათა ცვლაზე. ამიტომ პრობლემის არსი არა „ზეთის სახელშია“, არამედ მის დამუშავებასა და გამოყენების მეთოდში.

საქართველოს რეალობა — ადგილობრივი რისკები და სტატისტიკა

საქართველოს მოსახლეობის 70–80% ყოველდღიურად მოიხმარს ზეთში შემწვარ საკვებს. კვების ობიექტების 89%-ში დაფიქსირებულია ზეთის მრავალჯერადი გამოყენება. ოჯახების 60%-ში მაღალი სიცხით შეწვა ყოველდღიური ჩვევაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ალდეჰიდების ქრონიკული მიღება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 30–40%-ით. საქართველოში კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უკვე არის სიკვდილიანობის 46%.
ასევე მზარდია ინსულინის რეზისტენტობის მაჩვენებელი, რომელიც მოსახლეობის 21%-ს უახლოვდება.
ეს ვითარება ქმნის ქრონიკული ანთების, დიაბეტის II ტიპისა და მეტაბოლური სინდრომის ფართო გავრცელების საფუძველს — ეროვნული მასშტაბის ზიანს, რომელსაც ქვეყანა უხილავად აგროვებს.

რა ხდება ზედმეტი გახურებისას

ზეთი კარგავს ბუნებრივ სტრუქტურას და იწყებს დაშლას. ხდება ისეთ ნაერთთა წარმოქმნა, რომლებიც ააქტიურებს ანთებით და სტრესულ პროცესებს: ნაწიბუროვანი ცვლილებები სისხლძარღვებში, ფუნქციური დარღვევები გულში, უჯრედული დაზიანება ღვიძლში და ნივთიერებათა ცვლის ცვლილებები. ეს შედეგები ვითარდება ნელა, ხანგრძლივად, ხშირად შეუმჩნევლად — და საბოლოოდ ვლინდება გულის შეტევით, დიაბეტით, ჰორმონული დეკომპენსაციით და უჯრედული დაბერების აჩქარებით.

რეკომენდაცია

შემწვარი საკვების მოხმარება უნდა შემცირდეს.
ზეთი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ერთხელ.
უპირატესობა უნდა მიენიჭოს ცივი დაწურვით მიღებულ, მინიმალურად დამუშავებულ ზეთებს.
მაღალი სიცხით მომზადებული საკვები არ შეიძლება იყოს ყოველდღიური ჩვევა.
კვების ობიექტებში უნდა განხორციელდეს ხარისხის მკაცრი კონტროლი.



წყაროები:
Grootveld M. Formation of toxic aldehydes in cooking oils exposed to high temperatures. Food Chem Toxicol. 2017;110:218–224.
Loffredo L, et al. Oxidized lipid products and vascular inflammation. J Nutr Biochem. 2020;75:108260.
BBC Health. Health risks linked to repeatedly heated vegetable oils. BBC News. 2017.
European Lipid Science Union. Thermal degradation patterns of edible oils. Eur J Lipid Sci Technol. 2020;122:2000044.
World Health Organization – Regional Office for Europe. Fats and health: scientific evidence and recommendations. 2019.

ავტორის შესახებ:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD) — საერთაშორისო ეპიდემიოლოგი და ჯანდაცვის პოლიტიკის მკვლევარი.
თავმჯდომარე — საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PublicHealth.ge).
თანამშრომლობს გაეროს, ევროკავშირის და წამყვან აკადემიურ ინსტიტუტებთან; სპეციალიზდება მოსახლეობის ჯანმრთელობაში, კვებით რისკებსა და დაავადებათა პრევენციაში.

ინტერესთა შეუთავსებლობა:
ავტორს არ აქვს ფინანსური ან კომერციული ინტერესები, რომლებიც გავლენას მოახდენდა სტატიის შინაარსზე. ტექსტი ეფუძნება მხოლოდ სამეცნიერო მონაცემებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესს.

#foryouシ #fypageシ #viralシ #foryoupageシ #ფორიუ #fypageシ
#sheniambebi #drpkhakadze #შენიექიმი #აქხარისხია #გიორგიფხაკაძე
#sheniekimi #sheniambebi #აქხარისხია

Sheniekimi – საქართველოს ოფიციალური სამედიცინო პლატფორმა

ვებსაიტი: www.sheniekimi.ge
აპლიკაცია „შენი ექიმი“ –
iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram: https://t.me/SheniEkimi
Giorgi Pkhakadze SheniAmbebi.ge • შენი ამბები supplement.ge SheniEkimi.ge • შენი ექიმი 

შეიძლება იყოს მედიკამენტი და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მომხმარებელს აჯერებენ, რომ რაც უფრო ძვირია ბოთლი, მით უფრო „სუფთაა“ წყალი – მონაცემები სხვაგვარია, რა დადასტურდა კვლევებით

 შეიძლება თუ არა მინის ბოთლები უფრო საშიში იყოს, ვიდრე პლასტმასის? — ახალი, შოკისმომგვრელი კვლევა!

ბოთლის წყალი? სინამდვილეში პლასტმასს სვამთ.

 Sheniekimi — საქართველოს ოფიციალური სამედიცინო პლატფორმა
www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
თავმჯდომარე — საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PublicHealth.ge)

პროფესორის კომენტარი

ბოთლის წყალი ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციული მანიპულაცია. მომხმარებელს აჯერებენ, რომ რაც უფრო ძვირია ბოთლი, მით უფრო „სუფთაა“ წყალი. თუმცა მონაცემები საპირისპიროს გვიჩვენებს: რიგ „პრემიუმ“ წყლებში იპოვეს არსენიკი, მიკროპლასტმასი და ქიმიური ნარჩენები. Fiji-ს წყალში დაფიქსირდა არსენიკის მაჩვენებელი, ხოლო კლივლენდში ონკანის წყალში — ნულოვანი. ბოთლის წყალი უმეტეს შემთხვევაში არ არის ხარისხი, ეს არის მარკეტინგი. სადაც ონკანის წყალი რეგულირდება, იგი ხშირად უფრო სუფთაა, ვიდრე ბოთლში ჩამოსხმული პროდუქტი.“

ცნობილმა ტესტირებამ რა აჩვენა

Cleveland-ის წყლის სამსახურმა შეადარა Fiji წყალი და ქალაქის ონკანის წყალი. Fiji წყალში დაფიქსირდა არსენიკის 6,31 მიკროგრამი ლიტრზე, კლივლენდში კი — 0.
ეს ადასტურებს, რომ მაღალი ფასი და „მთის წყლის“ ლეგენდები არ უდრის ხარისხს.

ბოთლის წყლის ძირითადი საფრთხეები

ბოთლის წყლის უმეტესობა ინახება პლასტმასში, რომელიც ტემპერატურის ცვლილებისა და ხანგრძლივი შენახვისას გამოყოფს ქიმიურ ნაერთებს.
კვლევებით დადასტურდა:

• ბოთლის წყალში მიკროპლასტმასი 50–100-ჯერ მეტია, ვიდრე ონკანის წყალში
• ზოგიერთ ბრენდში ნანოპლასტმასის რაოდენობა 200 000-ზე მეტია ლიტრში
• მიკრო და ნანოპლასტმასი გვხვდება სისხლში, ტვინში, ფილტვებში, ღვიძლში და პლაცენტაშიც

ეს არის უხილავი, მაგრამ მუდმივი დაბინძურება, რომელსაც ჯანმრთელობის მრავალი გართულება მოჰყვება.

„ბრომატი 0%“ — ნამდვილი სარგებელი თუ უბრალოდ მარკეტინგი

ბრომატი ჩნდება მაშინ, როცა წყალს ოზონირებით ამუშავებენ. ზედმეტი დონე დაკავშირებულია კიბოსა და თირკმლის დაზიანების რისკთან.
დაშვებული ზღვარია 10 მიკროგრამი ლიტრზე.
„ბრომატი 0%“ კარგია, მაგრამ ეს არ არის განსაკუთრებული უპირატესობა — ეს არის ელემენტარული ნორმა, რომელსაც ყველანაირი წყალი უნდა აკმაყოფილებდეს.
კომპანიები ამას იყენებენ ისე, თითქოს რაღაც გამორჩეული სარგებელი ჰქონდეთ, მაშინ როცა რეალური საფრთხეები — მიკროპლასტმასი, ნანოპლასტმასი და ქიმიური ნარჩენები — ყველაზე ნაკლებად არის განხილული.

ყველაზე გავრცელებული მარკეტინგული ტყუილები

ბოთლის წყლის მრავალი ბრენდი იყენებს ჯანმრთელობის სისუსტეებზე შექმნილ მითებს. ყველაზე გავრცელებულია:

„ალკალური წყალი წმენდს და აჯანსაღებს ორგანიზმს“
„ვულკანური ფილტრაცია ქმნის განსაკუთრებულ სისუფთავეს“
„წყალი იძენს ენერგიას“
„სპეციალური სტრუქტურა აუმჯობესებს შეწოვას“
„სილიციუმით გამდიდრებული წყალი აძლიერებს ტვინს“

ამ მტკიცებებს არ აქვს სამეცნიერო საფუძველი.
ბუნებრივი მინერალური წყლის შემთხვევაში მინერალები შეიძლება იყოს სასარგებლო, მაგრამ ბევრი ბრენდი მინერალებს ხელოვნურად ამატებს მხოლოდ გემოსა და მარკეტინგული ეფექტისთვის.

რატომ არის ეს ინდუსტრია 350 მილიარდის ღირებულების

2023 წელს ბოთლის წყლის ბაზარი მსოფლიოში 348,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
2030 წლისთვის მიმართულია 520 მილიარდამდე ზრდაზე.
ონკანის წყლის ფასი ლიტრზე პრაქტიკულად ნულია, ბოთლის წყალი კი 2 000–3 000-ჯერ ძვირია.
ეს არის საზოგადოებაზე დაფუძნებული უზარმაზარი კომერციული პროექტი — და არა სისუფთავის ან ჯანმრთელობის გარანტია.

საქართველოს რეალობა

საქართველოში ბოთლის წყლის მოხმარება ბოლო ათწლეულში 70 პროცენტით გაიზარდა.
თბილისის ონკანის წყალი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნების 95 პროცენტს აკმაყოფილებს.
რეგიონებში სურათი განსხვავებულია, თუმცა აქაც გამოსავალია არა ბოთლის წყლის მასობრივი მოხმარება, არამედ წყლის სისტემების გაძლიერება.
ბოთლის წყლის მუდმივი მოხმარება ოჯახებისთვის წარმოადგენს ზედმეტ ფინანსურ ტვირთს და ზრდის პლასტმასის ნარჩენების რაოდენობას.

რას ნიშნავს ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის

ბოთლის წყალი ნაკლებად კონტროლდება, ნაკლებად მოწმდება და ბევრ შემთხვევაში მეტად დაბინძურებულია.
იქ, სადაც ონკანის წყალი რეგულირდება, ის ხშირად სუფთა და უსაფრთხოა.
ჯანმრთელობის არჩევანი უნდა ეფუძნებოდეს მონაცემებს და არა რეკლამას.



წყაროები

Shotyk W, et al. Nanoplastic contamination in bottled water. Environ Sci Technol. 2023;57(3):1125–1134.
Cleveland Water Department. Comparative analysis of bottled and tap water. 2022.
Mayo Clinic. Evaluation of alkaline water health claims. 2023.
World Health Organization. Drinking water quality guidelines. WHO Press; 2022.
Harris J. Bottled water global market report. 2024.

ავტორის შესახებ

პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD) — საერთაშორისო ეპიდემიოლოგი, ჯანმრთელობის პოლიტიკის მკვლევარი და გაეროს, ევროკავშირის და წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტების მრჩეველი.
თავმჯდომარე — საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PublicHealth.ge).

ინტერესთა შეუთავსებლობა

ავტორს არ აქვს ფინანსური ან კომერციული ინტერესი ბოთლის წყლის ინდუსტრიასთან. ანალიზი ეფუძნება მხოლოდ მეცნიერულ კვლევებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესს.

#drpkhakadze #sheniekimi #ქართველიექიმი #აქხარისხია #გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #sheniambebi #sheniekimi

Sheniekimi — შენი ჯანმრთელობის ოფიციალური პლატფორმა

www.sheniekimi.ge
iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram: https://t.me/SheniEkimi
Giorgi Pkhakadze SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniSilamaze.ge • შენი სილამაზე supplement.ge SheniSupra.ge • შენი სუფრა SheniGanatleba.ge • შენი განათლება SheniTbilisi.ge • შენი თბილისი SheniSofeli.ge • შენი სოფელი SheniEkimi.ge • შენი ექიმი 

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 იცოდით, რომ გარკვეული პროდუქტები თქვენს ორგანიზმს ბუნებრივად აძლიერებს ენერგიის წვას?

რა უნდა ვჭამოთ დილით
#post_seo_title

 იცოდით, რომ გარკვეული პროდუქტები თქვენს ორგანიზმს ბუნებრივად აძლიერებს ენერგიის წვას?

ასეთ პროდუქტებს შეუძლიათ ააქტიურონ ე.წ. ყავისფერი ცხიმი — სპეციალური ქსოვილი, რომელიც კალორიებს წვავს სითბოს წარმოსაქმნელად. სწორედ ამიტომ მას მეტაბოლიზმის „ენერგეტიკულ ძრავსაც ეძახიან.

 კვლევების მიხედვით, ყავისფერი ცხიმი უკეთ მუშაობს მაშინ, როდესაც ორგანიზმში ძლიერია სისხლძარღვთა ახალი ქსელების წარმოქმნა (ანგიოγενეზი). რაც უფრო მაღალია მისი აქტივობა, მით უკეთ წვავს ორგანიზმი კალორიებს.

 პროდუქტები, რომლებიც ამ პროცესს ხელს უწყობს:

• მოცვი, წითელი ღვინო, მიწისთხილი, ყურძენი – შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც აძლიერებს ენერგიის წვას.
• სოიოს პროდუქტები – ეხმარება ცხიმოვანი მასის შემცირებას.
• მწვანე ჩაი, ვაშლი, ალუბალი, ლიმონი – აძლიერებს თერმოგენეზს, ანუ სითბოს წარმოქმნას.
• წიწაკა, პიტნა, კურკუმა – ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს.

ეს არის მარტივი და ბუნებრივი გზა მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად და ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი



#foryouシ #fypageシ #viralシ #foryoupageシ #ფორიუ #fypageシ #sheniambebi #drpkhakadze #შენიექიმი #აქხარისხია #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #sheniambebi #აქხარისხია
Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniSilamaze.ge • შენი სილამაზე supplement.ge SheniSupra.ge • შენი სუფრა SheniGanatleba.ge • შენი განათლება 

შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „brown fat RED WINE BLUEBERRIES PEANUTS SOY FOODS GREEN TEA APPLES CHILI PEPPERS PEPPERMINT TUMERIC“ გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

🥱🍞 უნდა მივირთვათ თუ არა პური ღამით? – პურის ამოღება რაციონიდან აუცილებლად დაბალკალორიულ კვებას არ ნიშნავს

🥱🍞 უნდა მივირთვათ თუ არა პური ღამით? - პურის ამოღება რაციონიდან აუცილებლად დაბალკალორიულ კვებას არ ნიშნავს
#post_seo_title

🥱🍞 უნდა მივირთვათ თუ არა პური ღამით?

ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა “შუადღის” ეთერში საუბრობს, უნდა მივირთვათ, თუ არა პური ღამის საათებში და რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა:

„პურის მიღებაზე პასუხი მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. თუ პური მთლიან მარცვალზეა დამზადებული და არა პირველი ხარისხის ფქვილზე, რომელიც ზედმეტად დამუშავებულია, მისი ჭამა უფრო მისაღებია — მათ შორის საღამოსაც. სწორ კვებაში უმთავრესი პრინციპი არა აკრძალვა, არამედ ზომიერებაა. შესაბამისად, თუ პურს გონივრულ რაოდენობაში მივირთმევთ, ის შემზღუდველი პროდუქტი ნამდვილად არ არის.

ხშირად მომისმენია, რომ ზოგიერთი ადამიანი პურს საერთოდ გამორიცხავს მენიუდან, თითქოს ის აუცილებლად აფერხებდეს ჯანსაღ კვებას. რეალურად, პურის სრულად ამოღება სულაც არ ნიშნავს დაბალკალორიულ ან უკეთეს კვებას — მთავარი არის პურის ტიპის სწორად შერჩევა და რაოდენობის კონტროლი.

შესაძლოა, დღის განმავლობაში, პურის ნაცვლად, ისეთი პროდუქტი მივირთვათ, რომელიც საერთოდ არ ითვლიდეს კალორიას. ამიტომაც, თუ ყველა პროდუქტს ზომიერად გამოვიყენებთ, შეგვიძლია, თითოეული მათგანისაგან ბედნიერება მივიღოთ. თუ, დაახლოებით, 12 საათზე ვიძინებთ, მაქსიმუმ, ბოლო კვება 9 საათზე უნდა გვქონდეს. 9 საათზეც კვება ძალიან მსუბუქი უნდა იყოს. უნდა მივირთვათ ან რძის პროდუქტები, ან ბოსტნეული. რძის პროდუქტებში B ჯგუფის ვიტამინები და თუთია შედის, რომლებიც ჩვენს ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, გარკვეულწილად, სარელაქსაციო ეფექტი აქვს, რომელიც მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, არსებობს ძილის ჰორმონი, მელატონინი, რომელიც ყველა ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება. ბოსტნეული მელატონინის გამომუშავებასა და ორგანიზმში მინერალების შევსებას ხელს უწყობს, რძის პროდუქტები თავადვე ბუნებრივ მელატონინს შეიცავს და შესაბამისად, სისხლში მის დონეს ვამაღლებთ.“

ფილტვების ანთების, შეფასების ყველაზე უტყუარი და სპეციფიკური ნიშანი – როგორ შეიძლება მშობელმა ეჭვი ფილტვების ანთებაზე მიიტანოს

საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს.
#post_seo_title

როგორ შეიძლება მშობელმა ეჭვი ფილტვების ანთებაზე მიიტანოს

ივანე ჩხაიძე, გადაცემაში”პირადი ექიმი მარი მალაზონია”განმარტავს, როგორ შეიძლება მშობელმა ეჭვი ფილტვების ანთებაზე მიიტანოს:

„ბავშვებში სუნთქვის სიხშირის დათვლა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პირველ რიგში, ფილტვების ანთების, შეფასების ყველაზე უტყუარი და სპეციფიკური ნიშანია. წნევის, ტემპერატურის გაზომვა ძალიან კარგად ვიცით. ბოლო პერიოდში, სატურაციის გაზომვა ძალიან კარგად ვისწავლეთ. კარგი იქნება, თუ ბავშვის შეფასების არსენალში კიდევ ერთი ნიშანი დაემატება – ვნახოთ, დავთვალოთ, რამდენჯერ სუნთქავს ჩვენი შვილი. 1 წუთის განმავლობაში, მოსვენებულ მდგომარეობაში სუნთქვის სიხშირის მაჩვენებელი ექიმისთვის იდეალური მიმანიშნებელი იქნება იმისა, აქვს თუ არა ბავშვს სავარაუდოდ ფილტვების ანთება. ეს ასაკზეა დამოკიდებული და ამიტომ, ციფრებზე არ გავჩერდები, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვა აქვს, დათვალეთ და ექიმს უთხარით. ეს ციფრი მისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ტემპერატურის მატება ან თუნდაც ხველის ხანგრძლივობა“, – ამბობს ივანე ჩხაიძე. 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ქსოვილებზე, რბილ სათამაშოებზე შეიძლება, დიდხანს გაჩერდეს – კანით კანთან მჭიდრო კონტაქტით გადადის…“

#post_seo_title

რჩევები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია, ტანსაცმლიდან და სხვადასხვა ნივთიდან მუნის გამომწვევი ტკიპა მოვაშოროთ

დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი გადაცემაში “დღის პოსტი” ე.წ. მუნით ინფიცირების შემთხვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. ასევე, სპეციალისტი ასახელებს იმ პრაქტიკულ რჩევებს, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია, ტანსაცმლიდან და სხვადასხვა ნივთიდან მუნის გამომწვევი ტკიპა მოვაშოროთ:

მიკროსკოპული ტკიპა მომენტალურად კვდება 100 გრადუს ტემპერატურაზე. ყველა ნივთი, რაც იხარშება, მაგალითად, პირადი თეთრეული, საწოლის თეთრეული, გადმოვხარშოთ. ასევე, სარეცხის მანქანებს 90-95 გრადუსი აქვს. თუ ტკიპა 100 გრადუსზე მომენტალურად კვდება, ამ შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში თუ თეთრეული იქ ჩერდება, ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დეზინფექცია მოხდეს.

ქსოვილებზე, რბილ სათამაშოებზე შეიძლება, დიდხანს გაჩერდეს ტკიპა. ასევე, თუ ადამიანი მძღოლია, საჭეზეც შეიძლება, იყოს. სკამით არ გადავა იმიტომ, რომ ჩვენ ტანსაცმლით ვსხდებით და მუნით ინფიცირებულიც ტანსაცმლით იჯდა. თეორიული პროცენტია იმისა, რომ ტანსაცმლით ავიკიდოთ, შემდეგ ის ტანსაცმელი კანზე მოგვხვდეს. კანით კანთან მჭიდრო კონტაქტით გადადის. ასევე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ეოზინოფილების მომატება, ანუ ეოზინოფილია, სხვადასხვა ფაქტორს შეიძლება უკავშირდებოდეს. ყველაზე ხშირი მიზეზებ

ეოზინოფილების მომატება, ანუ ეოზინოფილია, სხვადასხვა ფაქტორს შეიძლება უკავშირდებოდეს. ყველაზე ხშირი მიზეზებ
#post_seo_title

ეოზინოფილები — სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ჯგუფი — მონაწილეობენ უჯრედულ იმუნურ დაცვაში.

მათი ძირითადი ამოცანაა ორგანიზმში მოხვედრილი პარაზიტების და უცხო აგენტების განეიტრალება და დაშლა.

ეოზინოფილების მომატება, ანუ ეოზინოფილია, სხვადასხვა ფაქტორს შეიძლება უკავშირდებოდეს. ყველაზე ხშირი მიზეზებია:

  • პარაზიტული ან სოკოვანი ინფექციები;

  • ალერგიული მდგომარეობები და მგრძნობელობის რეაქციები;

  • ჰორმონალური სისტემის დისბალანსი;

  • იმუნური სისტემის აუტოაგრესიული დარღვევები.

გარდა ამისა, ეოზინოფილების მატება შესაძლოა სხვა დაავადებებმაც გამოიწვიოს, მაგალითად:

  • გარკვეული ტიპის ლეიკემიები;

  • ონკოლოგიური პროცესები;

  • კრონის დაავადება;

  • ატოპიური დერმატიტი;

  • ტრიქინოზი — პარაზიტული ინფექცია, რომელიც ხშირად კუნთოვან ქსოვილს აზიანებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights