კვირა, მაისი 3, 2026

„რაზე არიან იცი ჩაბღაუჭებული ექიმები? ანალიზის პასუხებზე – D ვიტამინის გადაჭარბება იწვევს თირკმელებში კენჭების გაჩენას, ეს არის დანაშაული“ – ზაზა თელია

„საკვები დანამატები და ვიტამინები არ მოწმდება არც ერთ ქვეყანაში - შეიძლება შეიცავდეს ნივთიერებებს, რომელიც ანოტაციაზე არ აწერია - ჰორმონს, სტეროიდს, სტიმულანტებს“-ზაზა თელია
#post_seo_title

“D ვიტამინის გადაჭარბება ორგანიზმში იწვევს ჰიპერკალცემიას,სისხლძარღვებში კალციფიკატების გაჩენას, თირკმელებში კენჭების გაჩენას. D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა არ არსებობს, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, ეს არის ორ წლამდე ასაკი, როცა ხდება რაქიტის პროფილაქტიკა“, – ამის შესახებ ზაზა თელიამ მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში, „სილამაზის აკადემია” ისაუბრა.

თელია ამბობს, რომ „განათლებული პაციენტი დაცულია, რომ არ დაზარალდეს“:

„რაზე არიან იცი ჩაბღაუჭებული ექიმები? ანალიზის პასუხებზე. ენდოკრინოლოგთა საზოგადოება რეფერენსულ ნორმაზე ვერ თანხმდება. საქართველოში წერენ 30 ნანოგრამიდან 100-მდე, არადა რეფერენსული ნორმა, სამეცნიერო მტკიცებულებებით 20 ნანოგრამია. ვინახავ ჩემი პაციენტების ასეთ დანიშნულებებს.

მაგალითად, მოვიდა პაციენტი, ანალიზის პასუხი აქვს პირობითაც 23, ამაზე დანიშნული აქვს 50 ათასი ერთეული D ვიტამინი კვირაში. ეს არის დინოზავრის დოზა. D ვიტამინის გადაჭარბება ორგანიზმში იწვევს ჰიპერკალცემიას, სისხლძარღვებში კალციფიკატების გაჩენას, თირკმელებში კენჭების გაჩენას – ეს არის დანაშაული.

გლობალური „მოდაა”, საქართველოს მოსახლეობის 80 % იღებს D ვიტამინს. პაციენტი უნდა იყოს განათლებული. მედიცინა მაღალ საფეხურზეა იმ ქვეყნებში, სადაც პაციენტი განათლებულია. თუ ექიმმა რაღაც დაგიწერა დანიშნულებაში, თვალდახუჭულმა არ უნდა იმკურნალო. პაციენტი ჩემგან რომ მოდის, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი კონსულტაციის თანხა ავიღო. ჯერ ვუხსნი რა დაავადებაა, რატომ დაემართა, თუ არის საშუალება შევთავაზო მკურნალობის რამდენიმე მოდელი. თუ ამის შესაძლებლობა არაა, ვეუბნები რომ აქვს ერთადერთი ვარიანტი, იმკურნალოს რამე კონკრეტულით. ამას ჰქვია გაზიარებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება. განათლებული პაციენტი დაცულია, რომ არ დაზარალდეს”, – ამბობს თელია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და გაძლიერდეს კონტროლი, რადგან დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას

სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და გაძლიერდეს კონტროლი, რადგან დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას
#post_seo_title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარადგინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და გაძლიერდეს კონტროლი, რადგან დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას.

მისივე განცხადებით, პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათ გადასაჭრელად, ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, აუცილებელია კვლევები, რომელთაგან მიღებულ მტკიცებულებებზეც, დაფუძნდება შემდგომი ნაბიჯები.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი გლობალური კვლევების შედეგების მიხედვით, თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 25.4% და ახალგაზრდების 14% მოიხმარს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, მიღებული შედეგები მიუთითებს დადებით დინამიკას, თუმცა, საჭიროა თამბაქოს კონტროლის გაძლიერება. კვლევების მონაცემების საფუძველზე მიღებული ეფექტური გადაწყვეტილებები უკვე ასახულია 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში.

კვლევები, 2023-2025 წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მოხმარების პარალელურად, თამბაქოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც მოიცავდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუდომენტე, ასევე – სხვა მოწვეული სტუმრები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დნმ-ის კვლევით დაადგინეს, რომელმა ცხოველმა გაავრცელა ადამიანებში ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ჭირი

დნმ-ის კვლევით დაადგინეს, რომელმა ცხოველმა გაავრცელა ადამიანებში ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ჭირი
#post_seo_title

ჭირი, რომელიც ევრაზიაში 2000 წლის განმავლობაში მძვინვარებდა, შუა საუკუნეების შავ ჭირამდე ათასწლეულებით ადრე — ამ დრომდე მხოლოდ ადამიანის ძვლების ნაშთებში იყო დაფიქსირებული. უკვე ათწლეულებია, მეცნიერები ვერ ხსნიდნენ, როგორ გავრცელდა ბრინჯაოს ხანის ჭირი ასე ფართოდ. თუმცა, ახლახან დაადგინეს, სავარაუდოდ რომელი ცხოველი იყო მისი მატარებელი.

ახალ, ფართომასშტაბიან კვლევაში, მეცნიერები სწავლობენ დნმ-ის ნარჩენებს ბრინჯაოს ხანის მსხვილფეხა საქონლის, თხებისა და ცხვრების ძვლებსა და კბილებში. კვლევის მიზანია დადგინდეს, როგორ მიგრირებდნენ ეს ცხოველები ადამიანებთან ერთად ახლო აღმოსავლეთის ნაყოფიერი ნახევარმთვარიდან ევრაზიის მასშტაბით.

ცხოველთა დნმ-ის ასეთი ძველი ნიმუშები არასოდესაა ბოლომდე ხელუხლებელი. როგორც წესი, ისინი საკმაოდ ფრაგმენტირებულია და ძლიერ არის დაბინძურებული იმ ორგანიზმთა ნარჩენებით, რომლებიც ცხოველის სხეულში ბინადრობდნენ როგორც მის სიცოცხლეში, ისე სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ.

„როდესაც უძველეს ნიმუშებში შინაური საქონლის დნმ დავტესტეთ, მივიღეთ დაბინძურების კომპლექსური გენეტიკური სოუსი. ეს დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ცხოველის ნიმუშებიდან ძლიერი სიგნალის მისაღებად, მაგრამ ასევე გვაძლევს შანსს, მოვძებნოთ პათოგენები, რომლებიც აინფიცირებდა ნახირს და მათ მწყემსებს“, — ამბობს არკანზასის უნივერსიტეტის არქეოლოგი ტეილორ ჰერმესი.

რუსეთში, ურალის მთების სამხრეთში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლ არკაიმში აღმოჩენილ 4000 წლის წინანდელ მოშინაურებული ცხვრის ნაშთებში, ჰერმესმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს ერთი პათოგენი, რომელმაც მათი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ცხვრის ერთ-ერთ კბილზე იპოვეს ჭირის ბაქტერია Yersinia pestis-ი — უძველესი შტამი, რომელსაც არ შეეძლო რწყილების ინფიცირება, როგორც ამას მოგვიანებით, შუა საუკუნეებში აკეთებდა.

იმის გამო, რომ Y. pestis-მა ბრინჯაოს ხანაში ჯერ არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა რწყილები, როგორც ვექტორი, არქეოლოგები ხშირად ფიქრობდნენ, თუ როგორ გავრცელდა ჭირი ასე ფართოდ ადამიანებში. ცნობილია, რომ ამ ინფექციამ მრავალი ადამიანი იმსხვერპლა, ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრის დაშორებით აღმოჩენილი მათი სხეულები დღემდე შეიცავს ჭირის იდენტური შტამის გენეტიკურ კვალს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ბაქტერიების გვიანდელი ბრინჯაოს ხანის შტოს მტკიცებულება ცხოველებში იპოვეს და წლის დასაწყისში, მკვლევრებმა აღმოჩენა არარეცენზირებულ პუბლიკაციაში აღწერეს. ამჯერად, პუბლიკაციამ რეცენზირება უკვე გაიარა.

ადვილი წარმოსადგენია, როგორ გადაედო ეს ბაქტერია გარეული ცხოველისგან ევრაზიის ვრცელ სტეპებზე მობალახე შინაურ ცხვარს, რომელიც ამის გამო ცუდად არ გამხდარა, მაგრამ თავად გახდა ბაქტერიის მატარებელი და ის ნახირში და მწყემსებში გაავრცელა. თუმცა, მკვლევრები არ გამორიცხავენ ადამიანისგან ცხვარზე გადადების ალბათობასაც.

„ეს უბრალოდ ადამიანების გადაადგილებაზე მეტი უნდა ყოფილიყო. ჭირიანმა ცხვარმა საოცარ აღმოჩენამდე მიგვიყვანა. ახლა მას ვხედავთ, როგორც დინამიკას ხალხს, საქონელსა და ჯერ კიდევ გაურკვეველ მის „ბუნებრივ რეზერვუარს“ შორის, რომელიც შეიძლება იყოს ევრაზიის სტეპებში გავრცელებული მღრღნელები ან გადამფრენი ფრინველები“, — ამბობს ჰერმესი.

უძველესი პათოგენების დნმ-ის კვალის პოვნა რთულია. ადამიანები ცხოველებს ადამიანებივით არ მარხავენ და ამიტომ, როგორც წესი, მათი ნარჩენები კარგად შემონახული არ არის.

შინაურ ცხოველთა მრავალი ეგზემპლარი, რომლებსაც არქეოლოგები პოულობენ, სინამდვილეში, ადამიანთა სადილის ნარჩენებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძირითადად მომზადებულია (ცეცხლი დანამდვილებით შლის დნმ-ს).

„ამას გარდა, ადამიანები თავს არიდებენ აშკარად ავადმყოფი ცხოველის ჭამას და შესაბამისად, ფაუნის კოლექცია ჯანმრთელი ცხოველებისკენ არის მიკერძოებული. ერთი ინფიცირებული ცხოველის შეჭმამაც კი შეიძლება მრავალი ადამიანი დააინფიციროს; ამ კონკრეტული ცხოველის პოვნისა და შემდგომში შესწავლის ალბათობა დაბალია“, — წერენ მკვლევრები. განაგრძეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

37°C გრადუსი ტემპერატურა ცხელება და სიცხე არ არის – რა ითვლება ნამდვილად ცხელებად

ახალი კვლევა, გაფრთხილება: ბავშვობის დროს მიღებული ანტიბიოტიკები ზრდის სიმსუქნის რისკს 20%-ით
#post_seo_title

37°C გრადუსი ტემპერატურა ცხელება და სიცხე არ არის. ამის შესახებ გადაცემაში „დიდი შესვენება“ ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე საურობს.

37°C გრადუსი ტემპერატურა ცხელება და სიცხე არ არის, არც 37.1 და არც 37.2 არ ითვლება ცხელებად“, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის სტუმარი“ ინფექციონისტმა, რევაზ ნაჭყებიამ განაცხადა.

ექიმი ამბობს, რომ ნამდვილად ცხელებად ითვლება 38°C და მეტი:

„37°C გრადუსი ტემპერატურა ცხელება და სიცხე არ არის, არც 37.1 და არც 37.2 არ ითვლება ცხელებად. ნამდვილად ცხელებად ითვლება 38°C და მეტი. შესაძლოა 37.3-დან 38 ცხელებად აღვიქვათ, მაგრამ თუ ტემპერატურის შესაბამისი სიმპტომები არ ახლავს თან, ეს საშიში არ არის. თუ სხვა სიმპტომები არ გაქვთ, მაშინ შეგვიძლია სხეულის ასეთი ტემპერატურა ფიზიოლოგიურად მივიჩნიოთ. თუ სხვა სიმპტომები არ აქვს, მაშინ შეგვიძლია ბავშვი სკოლაში გავუშვათ“, – ამბობს რევაზ ნაჭყებია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიმდინარე წელს თბილისის მერიამ სახსრების ენდოპროთეზირების 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

მიმდინარე წელს თბილისის მერიამ სახსრების ენდოპროთეზირების 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა
#post_seo_title

სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

მისი თქმით, სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების საკითხი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც ზედმიწევნით სრულდება.

„წინა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულება. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშიც, დაახლოებით, 27% არის აღნიშნული მიმართულების წილი. წინაზე ვისაუბრე „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის შესახებ, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დავიწყეთ. ამ მცირე დროის განმავლობაში, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი – „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დავუფინანსეთ.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი – „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ყველა იმ დაპირების აღსრულებას, რომელიც მოსახლეობას მივეცით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეები არიან – მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მერია არ ზღუდავს მოქალაქეებს და მათ სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევის საშუალებას აძლევს.

„მერიის პროგრამით სარგებლობისთვის, მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, შესაბამისი საბუთებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. თბილისის მერია მომსახურების მისაღებად მატერიალიზებულ ვაუჩერს/თანხმობის წერილს გასცემს და დაფინანსების თანხა შეადგენს არაუმეტეს 6 000 ლარს. პაციენტის თანაგადახდა ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და ყველა იმ ადამიანს ხელს შევუწყობთ, ვინც ამ საჭიროების წინაშე დგას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება – კვლევა

კლიმატური პირობების გაუარესების გამო დედამიწის ზედაპირი შეცვლილია - ასტრონომებმა პლანეტის ახალი ფოტოები მიიღეს
ფოტო: NASA

დედამიწის ბირთვში მიმდინარე ცვლილებებმა დღე-ღამის ხანგრძლივობაზე შეიძლება იმოქმედოს, – ნათქვამია შვეიცარიელი სპეციალისტების კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობა სტაბილური ჩანს, სინამდვილეში ცვლილებები ფიქსირდება.

დედამიწა ტრიალებს ღერძის ირგვლივ, მაგრამ მისი მოძრაობა ყოველთვის არ ჯდება 24 საათში. დღე-ღამის ხანგრძლივობაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის მთვარის გრავიტაციული ზემოქმედება და პროცესები, რომლებიც დედამიწის ქერქში შეიმჩნევა.

დღე-ღამის ხანგრძლივობაზე ზემოქმედება ასევე შეუძლია იქონიოს ყინულის დნობამ და წყლის მოცულობის ცვლილებამ.

მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი იმისთვის, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობის რყევების უფრო ზუსტი ანალიზი მოახდინონ. ამისთვის მათ გამოიყენეს ნეიროქსელები და მონაცემები დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ, რომლებიც სპეციალური კვლევების შედეგად იყო მიღებული. ასევე, გამოყენებული იყო მონაცემები მზის დაბნელების შესახებ, რომლებიც აძლევს მეცნიერებს საშუალებას დააკვირდნენ პლანეტის ბრუნვის ცვლილებებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ ყოველწლიურად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობის გადახედვა და განახლება, რათა მისი შემადგენლობა შეესაბამებოდეს ვირუსის ყველაზე გავრცელებულ შტამებს

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
#post_seo_title

გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ ყოველწლიურად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობის გადახედვა და განახლება, რათა მისი შემადგენლობა შეესაბამებოდეს ვირუსის ყველაზე გავრცელებულ შტამებს.

ვაქცინაცია ხელს უწყობს დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან აცილებას. მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციის რეკომენდაციას უწევს შემდეგ რისკ-ჯგუფებს:
– ჯანდაცვის სპეციალისტები
– 65+ ასაკის ასაკოვანი პირები
– ორსულები
– 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვები
– ქრონიკული დაავადების მქონე პირები
აცრა ვაქცინაციის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
დაწესებულებათა სია ▶ https://ncdc.ge/…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ ჩნდება ეჭვიანობა წყვილს შორის | როგორ შევძინოთ ურთიერთობას მეტი სიმშვიდე

მამაკაცის ტვინი ქალების ტვინზე უფრო სწრაფად მცირდება ასაკთან ერთად
#post_seo_title

რატომ ჩნდება ეჭვიანობა წყვილს შორის | როგორ შევძინოთ ურთიერთობას მეტი სიმშვიდე

ფსიქოლოგი, ზურა მხეიძე გადაცემას – „დილა მშვიდობისა საქართველო” სტუმრობდა. 

„თუ გინდა გაარკვიო რა არის შენი, ყველაფერი უნდა გაუშვა. გაშვება ნიშნავს იმას, რომ ვინც ჩემთან დარჩება, ის ყოფილა ჩემი. მე თუ ესე მიჭირავს ვიღაცა, ის ჩემი არაა. თუ კონტროლი ვინმეზე მჭირდება, ე.ი. ის ადამიანი ჩემთან არ არის”,- ამბობს მხეიძე.

იხილეთ სრული გადაცემა:

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კანარის კუნძულებზე ზღვის ზღარბების პანდემიაა – ახალი კვლევა

კანარის კუნძულებზე ზღვის ზღარბების პანდემიაა - ახალი კვლევა
#post_seo_title

კანარის კუნძულებზე ზღვის ზღარბების პოპულაცია უეცრად და საგანგაშო მასშტაბით მცირდება.

მეცნიერების ინფორმაციით, აქამდე უცნობი პანდემიის შედეგად ზღვის ზღარბების ერთ-ერთი მთავარი სახეობა — Diadema africanum — არქიპელაგზე თითქმის ქრება, რასაც შესაძლოა მძიმე და ხანგრძლივი ეკოლოგიური შედეგები მოჰყვეს.

ზღვის ზღარბები უხერხემლო ცხოველები არიან, რომლებიც წყალმცენარეებს ქვებიდან ფხეკენ და ამ გზით რიფებზე მათი ჭარბი ზრდის კონტროლს უზრუნველყოფენ. სწორედ ამიტომ, ისინი მარჯნებისა და სხვა ნელა მზარდი ზღვის ორგანიზმების დაცვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თუმცა, როცა ზღვის ზღარბების რაოდენობა უკონტროლოდ იზრდება, ისინი თავად იქცევიან საფრთხედ — ფსკერიდან ზედმეტად ბევრ მცენარეს ანადგურებენ და წყალქვეშა ლანდშაფტებს „უდაბნოდ“ აქცევენ.

ახალი კვლევის თანახმად, 2022–2023 წლებში კანარის კუნძულებსა და მადეირაზე დაფიქსირდა „მასობრივი სიკვდილიანობის მოვლენა“, რომელმაც D. africanum-ის პოპულაციები მძიმედ დააზიანა.

2022 წლის თებერვალში მკვლევრებმა ლა პალმასა და გომერასთან ახლოს ზღვის ზღარბების დიდი რაოდენობით სიკვდილი დააფიქსირეს. ინფიცირებულ ინდივიდებს უცნაური ქცევა ჰქონდათ — სუსტად რეაგირებდნენ სტიმულზე, მოძრაობა უჭირდათ, სიკვდილამდე კი ეკლები და ქსოვილები სცილდებოდათ.

ზუსტი სურათის მისაღებად მეცნიერებმა შვიდ კუნძულზე 76 ლოკაცია შეისწავლეს და 2022–2025 წლების მონაცემები ძველ ჩანაწერებს შეადარეს. შედეგებმა აჩვენა, რომ Diadema africanum-ის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა, ზოგიერთი ადგილობრივი პოპულაცია კი პრაქტიკულად გადაშენებულია.

მკვლევრებმა ჯერ ვერ დაადგინეს, რა გახდა ზღვის ზღარბების მასობრივი განადგურების მიზეზი. სხვა რეგიონებში მსგავსი მოვლენები პარაზიტებს უკავშირდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში დაზუსტებული პასუხი ჯერ არ არსებობს. ასევე უცნობია, როგორ მოხვდა დაავადება კანარის კუნძულებზე — ზღვის დინებებით, ნაოსნობით თუ კლიმატის ცვლილების შედეგად.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ხშირად ტვინი განზრახ გვავიწყებინებს რაღაცეებს

ამ აღმოჩენამ ახსნა, თუ როგორ იწმინდება ტვინი ნარჩენებისგან და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტვინის ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური დაავადებების შესახებ ჩვენი თანამედროვე გაგების ჩამოყალიბებაზე
#post_seo_title

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ მორიგ პოსტს აქვეყნებს:

„დავიწყების ფიზიოლოგია
ხშირად ტვინი განზრახ გვავიწყებინებს რაღაცეებს.
ძირითადად ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომ დაგვიცვას ჩვენ და საკუთარი თავიც გადატვირთვისგან.
ანალოგიისთვის ავიღოთ ტვინზე გაცილებით მარტივი კომპიუტერი – ჩვენი სმარტფონები.
აქაც რაღაც ეტაპზე გვიწევს ძველი სურათების, ვიდეოების, აპლიკაციების წაშლა, რომ ახალი მასალა შევიყვანოთ, განვათავსოთ და შევინახოთ ტელეფონში.
ცენტრალური ნერვული სისტემა ასევე ივიწყებს იმას, რაც დიდი ხანია აღარ არის გამოყენებაში.
მაგალითად, სამსახურის ან ახლო მეგობრის გზა სულ გვახსოვს.
აი, ერთხელ რომ სადღაც ვიყავით და იმ გზას რაღაც დროის მერე ვეღარ ვიხსენებთ, ეს მინიმუმ ლოგიკურია და ფიზიოლოგურად ბუნებრივიც.
ნუ ჩავარდებით პირდაპირი რეისით პანიკაში, თუ რაღაცეები აღარ გახსოვთ!
მიეცით ტვინს საშუალება, იზრუნოს თქვენს მეხსიერებაზე და დაგავიწყოთ რაღაცეები.
კონტრაინტუიტიულად ჟღერს, მაგრამ ასეა!
თან ყველაფრის დამახსოვრება საერთოდ არც არის საჭირო, მრავალი მიზეზის გამო!“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights