By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
    • პრეპარატები
    • დანამატები
    • სამედიცინო მასალა
  • ექიმები
    • ყველა ექიმი
    • სტომატოლოგი
    • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
    • ვეტერინარი
  • კლინიკები
    • ყველა კლინიკა
    • ფარმაცია / აფთიაქი
    • რეაბილიტაციის ცენტრი
    • ესთეტიკური კლინიკა
    • სამედიცინო დაზღვევა
  • დაავადებები
    • ყველა დაავადება
    • ანალიზი / კვლევა
  • სიმპტომები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
    • პრეპარატები
    • დანამატები
    • სამედიცინო მასალა
  • ექიმები
    • ყველა ექიმი
    • სტომატოლოგი
    • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
    • ვეტერინარი
  • კლინიკები
    • ყველა კლინიკა
    • ფარმაცია / აფთიაქი
    • რეაბილიტაციის ცენტრი
    • ესთეტიკური კლინიკა
    • სამედიცინო დაზღვევა
  • დაავადებები
    • ყველა დაავადება
    • ანალიზი / კვლევა
  • სიმპტომები
  • GMJ News
გამოგვყევით
სხვა-ამბები

ოთხი ფარმაცევტული კომპანია დაჯარიმდა – დაეკისრათ 53 მილიონ ლარამდე ჯარიმის მოცულობა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 10, 2026 12:56 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

კონკურენციის ეროვნული სააგენტო ოთხი ფარმაცევტული კომპანია დააჯარიმა, ჯარიმის საერთო თანხა 53 მილიონი ლარია. კომპანიებმა, რომლებიც ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობდნენ, შეთანხმებული ფასები დააფიქსირეს, რაც კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა იდენტური ფასების 88 შემთხვევა, რაც საკმაოდ შეშფოთებაა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სრულად აფინანსებს ონკოლოგიურ მედიკამენტებს, თუმცა ფასების ფიქსაცია შესაძლოა პაციენტებისათვის პრობლემები შექმნას. რეკომენდაცია გაცემულია, რომ ბაზარზე კონკურენტული გარემო გაუმჯობესდეს. პრაქტიკული takeaway: თითოეული პაციენტისათვის მნიშვნელოვანია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე იყოს კონკურენცია, რათა მათ მიაწვდონ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტები.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #სხვაამბები #ჯარიმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო 53 მლნ ლარით დააჯარიმა
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ბრიფინგზე განაცხადა:

„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა მოკვლევა, რომელიც ეხებოდა ფარმაცევტულ სექტორში შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას.

მიმდინარე წლის მარტის თვეში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო ინფორმაცია კონკრეტულ ონკოლოგიურ მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში, კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან იდენტური ფასების დაფიქსირების შესახებ.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ამის საფუძველზე დაიწყო მოკვლევა, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.

ჩვენ მიმდინარე წლის 9-თვიან პერიოდში აქტიური სამუშაო გავწიეთ. შედეგად დადგინდა, რომ მოკვლევის ფარგლებში 2021-2023 წლის პერიოდში ოთხი კომპანიის მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნულ სახელმწიფო შესყიდვაში, ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, – ანუ ფასების ფიქსაციას“.

მისი თქმით, სააგეენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით იდენტიფიცირებულია 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას,ცცცცც კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები ერთი თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.

„სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს 23 შემთხვევას ორი კომპანიის მონაწილეობით, 47 შემთხვევას სამი კომპანიის მონაწილეობით და 18 შემთხვევას ოთხი კომპანიის მონაწილეობით.

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნისმქონე შეთანხმებულ ქმედებას და კლვალიფიცრდება როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში დაეკისრათ 53 მილიონ ლარამდე ჯარიმის მოცულობა.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში, 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ: „ავერსს“ 14 402 425 ლარი; „გეფას“: 20 349 336 ლარი; „პსპ“-ს 17 094 872 ლარი; „მერმისს“ 951 301 ლარი.

სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად, პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს. სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა.

„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ხუთი კომპანიის – „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“, „მერმისი“ და „ეს კა იმპექსის“ მიმართ აწარმოებდა. საკითხის შესწავლის პროცესში, „ეს კა იმპექსის“ მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა. 2023 წელს სააგენტომ დაასრულა შვიდი მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, ერთ შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, ერთ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, ხუთ შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს. ამ დროსთვის, სააგენტო სამ საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს – კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასცა ერთი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით, რომელიც ეხება პორტალის მუშაობის მიმართულებას, კერძოდ, ჩვენი რეკომენდაციით მნიშვნელოვანია შეიქმნას ნორმატიული ბაზა, რომელიც აღნიშნული პორტალის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფო სრულად აფინანსებს ონკოლოგიურ მედიკამენტებს.

„სახელმწიფო სრულად აფინანსებს ონკოლოგიურ მედიკამენტებს, თუმცა არსებობს წლიური ლიმიტები, ლიმიტი არის 25 ათასი ლარი თითოეული პაციენტის მიმართულებით და მოიცავს როგორც მედიკამენტებს, ასევე სხვა ჩარევებს.

ჩვენს მიერ იდენფიცირებული ქმედებით კონკრეტული კომპანიების მიერ ადგილი არ ჰქონდა საფასო კონკურენციას და საფასო კონკურენცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთი მხრივ, პაციენტისთვის 25 ათასლარიანი ლიმიტი იყოს საკმარისი, რომ მან ადეკვატური მკურნალობა ჩაიტაროს, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც ადგილი არ აქვს საფასო მკონკურენციას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ ზედმეტი თანხების გადახდას.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ონკოლოგიური მედიკამენტები გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი ფასით და კონკურენცია ამ ნაწილში სწორედ აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შეთანხმებული ფასები და ფასების ფიქსაცია ფიქსირდებოდა თურქეთის რესპურბლიკიდან იმპორტირებული მედიკამენტების შემთხვევაშიც, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თურქეთის რესპუბლკიდან განხორციელდა მედიკამენტების გამარტივებული შემოტანა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა ფასების შეთანხმებას.

საბოლოოდ, სახეზე გვაქვს ზიანის განსაკუთრებული სიმცირე, აქედან გამომდინარე ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ დარღვევასთან დაკავშირებული სანქციის პრევენციული ხასიათის, ასევე ქმედების შინაარსის გათვალისწინებით გამოგვეყენებინა ჯარიმა, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს პრევენციული ხასიათი, რათა შემდგომში არც ამ და არც სხვა ბაზარზე მოხდეს ამგვარი შეთანხმებული ქმედების გამეორებას…“ – განმარტა მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

FacebookTwitter
TAGGED:ჯარიმა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

„2026 წელს იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და ჯამში, 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს“-ინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
სიახლეებისხვა-ამბები

„2026 წელს იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და ჯამში, 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს“-ინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

ზაზა ლომინაძე: “ოპოზიციას ალბათ ეგონა, რომ მიხეილ სარჯველაძე რამეს არ უპასუხებდა, არ გაჩერდებოდა ბოლომდე, ან შეეშინდებოდა, ან უკან დაიხევდა. არა – ვინც ვიცნობთ მიხეილ სარჯველაძეს ამდენი წელია, ვიცით, თუ ვინ არის, რა წესიერი და პატიოსანი ადამიანია“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა, სამედიცინო პერსონალის, ექიმი-ნარკოლოგებისა და საპროცედუროს ექთნებისთვის კონკურსი გამოაცხადა
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა, სამედიცინო პერსონალის, ექიმი-ნარკოლოგებისა და საპროცედუროს ექთნებისთვის კონკურსი გამოაცხადა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა - მშობლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა – მშობლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?