By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
    • პრეპარატები
    • დანამატები
    • სამედიცინო მასალა
  • ექიმები
    • ყველა ექიმი
    • სტომატოლოგი
    • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
    • ვეტერინარი
  • კლინიკები
    • ყველა კლინიკა
    • ფარმაცია / აფთიაქი
    • რეაბილიტაციის ცენტრი
    • ესთეტიკური კლინიკა
    • სამედიცინო დაზღვევა
  • დაავადებები
    • ყველა დაავადება
    • ანალიზი / კვლევა
  • სიმპტომები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
    • პრეპარატები
    • დანამატები
    • სამედიცინო მასალა
  • ექიმები
    • ყველა ექიმი
    • სტომატოლოგი
    • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
    • ვეტერინარი
  • კლინიკები
    • ყველა კლინიკა
    • ფარმაცია / აფთიაქი
    • რეაბილიტაციის ცენტრი
    • ესთეტიკური კლინიკა
    • სამედიცინო დაზღვევა
  • დაავადებები
    • ყველა დაავადება
    • ანალიზი / კვლევა
  • სიმპტომები
  • GMJ News
გამოგვყევით
სამინისტრო

მნიშვნელოვანი ცვლილებები. 25 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა ჯანდაცვის, ხოლო 15 მილიონზე მეტი ლარი სოციალური მიმართულებით

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 10, 2026 12:42 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გეგმავს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, რაც მოიცავს ჯანდაცვისთვის ოცდაათი მილიონი ლარის და სოციალური მიმართულებისთვის თხუთმეტი მილიონი ლარის გამოყოფას. 2024 წლის ბიუჯეტი გაიზრდება და ჯამში 51 მილიონი ლარი იქნება. სამინისტროს პროგრამებით უკვე ისარგებლა 53 ათასზე მეტი ბენეფიციარი. იგეგმება ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის გაფართოება, რაც მოიცავს ორგანოთა ტრანსპლანტაციებს და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებას. ასევე, გაიზრდება სოფლის ექიმებისა და ექთნების დანამატები. მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით პროგრამების ბიუჯეტი გაიზრდება, რაც უფრო მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს საჭირო დახმარება.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #სამინისტრო #კომიტეტისსხდომა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის III კვარტალი 96,1%-ით შესრულდა. სამინისტროს გასული 9 თვის საქმიანობის ანგარიში მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
სამინისტროს მიმდინარე წლის ამჟამინდელი ბიუჯეტი 40, 035, 000 ლარს შეადგენს. გასული III კვარტალის განმავლობაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით გამოიყო 32, 340, 025 ლარი. სამინისტროს პროგრამებით 53 981-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
მინისტრმა სხდომაზე ასევე ისაუბრა 2024 წელს დაგეგმილს სიახლეებთან დაკავშირებით. მომავალ წელს სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით 11 220 000 ლარით გაიზრდება და 51 255 000 ლარი იქნება, ზრდა შეადგენს 21.9%-ს.
“ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. 25 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა ჯანდაცვის, ხოლო 15 მილიონზე მეტი ლარი სოციალური მიმართულებით. იზრდება თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი, ფართოვდება მოსარგებლე პირთა ჩამონათვალი. 7 000 000 მილიონი ლარია გათვალისწინებული ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომლითაც იფარება ორგანოთა ტრანსპლანტაციები და ძვირადღირებული მედიკამენტები, ამავე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადებების და გოგირდშემცველი ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით გამოწვეული მკურნალობის დაფინანსება მაღალეფექტური მედიკამენტებით” – აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამას, ბენეფიციარებად დაემატება სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი. 30%-ით გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი. თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა, ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატებით ყველა პაციენტს დაუფინანსდება სრულად.
5 615 000 ლარი გამოიყოფა ბავშვთა და მოზარდთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებისთვის გათვალისწინებულია 928 000 ლარი. 34.2%-ით და 5 016 840 ლარი იქნება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი.
ასევე, 2024 წელს გაიზრდება სოფლის ექიმებისა და ექთნების დანამატი. გეგმის მიხედვით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს დანამატის სახით 400 ლარს, მედდებს 250 ლარს გამოუყოფს. დანამატი სახელმწიფო პროგრამის პარალელურად გაიცემა.ნ ჯამში, დანამატს 107 ექიმი და 110 ექთანი მიიღებს.
#datashvil   #drpkhakadze   #SheniEkimi.ge
FacebookTwitter
TAGGED:კომიტეტის სხდომა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

სამინისტრო

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებებით

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მომსახურებას მრავალდარგობრივი გუნდი უზრუნველყოფს, რომელშიც ექიმი, ექთანი, მომვლელი და სოციალური მუშაკი არის ჩართული. ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური და საყოფაცხოვრებო დახმარება
სამინისტრო

მომსახურებას მრავალდარგობრივი გუნდი უზრუნველყოფს, რომელშიც ექიმი, ექთანი, მომვლელი და სოციალური მუშაკი არის ჩართული. ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური და საყოფაცხოვრებო დახმარება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სამინისტრო

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რესპუბლიკური საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი…

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სამინისტრო

„2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?