By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
გამოგვყევით
ბლოგი

„ეს ვირუსი თუ შემოვიდა, მას ევროპა ვერ უმკლავდება და საქართველო გაუმკლავდება?! ” – გიორგი ფხაკაძე

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: აგვისტო 15, 2021 1:20 pm
ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
9 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

23/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ფარმადეპოს და ჯიპისის თანამშრომლებმა „ააფეთქეს“ ჩემი ფეისბუქი კომენტარებით, წერენ სისულეებს. ამდენ წერის მაგივრად დადეთ იმ თურქული კომპანიის -ტესტრეპორტი, ყუთი, სურათები და ფურცელი (რომელიც შიგნით არის). პრობლემა არის ის, რომ ეს პატარა ფურცელი არ არსებობს, ყუთზე ინფორმაცია არასწორად არის და ტესტრეპორტი არ არსებობს (სერტიფიკატი). ამით თქვენ საკუთარ კომპანიას ანადგურებთ.


ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლების შეგრძნება, როგორ შეიძლება, იყო მონა?! ეს არის მონური მენტალიტეტი. როცა იცი, რომ შენი კომპანიას იქცევა არასწორად, თქვენ თუ გგონიათ, როცა რამეს დაწერთ, რამე ბონუსს მოგცემენ, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ!


მე კი არ ვამბობ, ქართული წარმოების რესპირატორის სურათებს ნუ დებთ. მე ვამბობ, თურქულის დადეთ!


სახელწიფო ჩამოშლილია ძალიან ბევრი მიმართულებით, მადლობა თქვენ (ვინც მისმენთ, ახმოვანებთ ჩემს ნათქვამს), თქვენ აკეთებთ ძალიან დიდ საქმეს, თქვენ, მოქალაქეები აკეთებთ იმას, რასაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, და არა „ვიღაცა“ ფხაკაძე საფრანგეთიდან და ამბობდეს, – „აი, ეს პირბადე არ ვარგა!“


ყველა ფარმაკომოანიასთან მიმოწერა მაქვს საჯარო. მივწერე პსპ-ს, – ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ, რასაც ყიდით, ვერავინ გაიგო, რას ყიდით და თუ შეიძლება, საჯაროდ ახსენით, რას აკეთებთ, რას ყიდით?! პსპ-მ დაწერა ეს ყველაფერი და დადო თავის ფეისბუქ გვერდზე, რაც მე გავაზიარე!


მე არავისგან არც ფული მაქვს აღებული, არც ნათესაური კავშირი მაქვს, არანაირი ინტერესი არ მაქცს, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ, – დაწყნარდით! დამშვიდდით!


ჯიპისის და პსპ-ს თანამშრომლებმა ბევრი შეურაცხყოფაც მომაყენეს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ, თქვენ მე კი არ მაყენებთ შეურაცხყოფას, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ იმ მომხმარებლებს, რომლებიც თქვენ მოატყუეთ! მე მაქვს საქმე მენეჯმენტთან, რომლებმაც მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება!


არის კომპანია – რესპირატორი (ეს არ არის ქარხანა, რომელიც პირბადეებს ამზადებს), ეს არის შემომტანი კომპანია.


ისეთი მიმოწერა მქონდა ერთ ქალბატონთან (ადამიანს არ ვიცნობ, მელაპარაკება შემობით, მაგრამ, არა უშავს), ტყუილები ილაპარაკა. ის სქრინშოტები ჩავუგდე, სადაც ელაპარაკებოდა სხვა მომხმარებელს(ილაპარაკა ტყუილები), მახსენა მე, – ეს ფხაკაძე ქრისტიანი არ არისო, მასონი არისო. როცა ხარ პირბადეების შემომტანი, რა შუაშია ფხაკაძის მასონობა და ქრისტიანობა, ვერ გავიგე (კარგი, ჯანდაბას, გავატარე), ჩვენ ფხაკაძემ მოგვთხოვა 50 ათასი და არ გადავიხადეთო რეკლამაშიო! ეს არის დიდი ცისლიწამება! იურისტებს გადავუგზავნე ეს ყველაფერი! ოფიციალურ ბოდიშს ვითხოვ ამ კომპანიისგან! მერე მწერდნენ, ეს იყო შეცდომა და ის ადამიანი გადავგდეთო! ისეთ რაღაცეებს ამბობდა (არაპროფესიონალურს), სიცრხვილია!


საქართველოში არის დიდი არაპროფესიონალიზმი! ვინც ხართ შემომტანები, ღიად, საჯაროდ მოვითხოვ, რომ ბოდიში მოიხადონ! ის ყველა მიმოწერა (სხვა ადამიანებსაც რომ ელაპარაკებით), მაქვს. ეს არის იურიდიული პირის პასუხისმგებლობა!


ერთი გოგონა, ანანო ჰქვია (12 წლის არის), მომწერა, მეც ვუპასუხე. ეს არის ჩვენი საზოგადოების უბედურება, რომ პატარა ბავშვს ამდენი ინფორმაცის აქვს (არასწორი ინფორმაცია, გასაგებია).


ყველაზე მეტად მომეწონა ამ ბავშვის, როდესაც თქვა, რომ „მე ვარ თავისუფალი!“ „მე მაქვს ჩემი მოსაზრება!“ შეიძლება, ცდებით, არ არის პრობლემა. ანანო არის თავისუფალი და გამოხატა თავისი აზრი. ეს თავისუფლება ძალიან მომეწონა.


ჩემი წინანადება არის ასეთი, – დავიწყოთ პირბადეებით, უმარტივესია.


ვაქცინაციის პროგრამა, ქვეყანაში ჩავარდა! თებერვალი დამთავრდა და არაფერი არ ჩანს! ვინ არის პასუხისმგებელი პირი, ვინ აკეთებს და როგორ აკეთებს. მივდივართ კომუნიზმისაკენ! არავინ არის პასუხისმგებელი. ბევრს არ მოსწონს, რასაც ვამბობ, მაგრამ „ცივი წყალი დალიეთ!“ ეს ჩავარდნა ნიშნავს იმას, რომ ვაქცინაცია როცა დაიწყება, ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენთან არ მოხდეს უბედურება, არ გავრცელდეს ვირუსი და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს არის სამედიცინო პირბადე! რომ ამბობენ, სამშრიანი პირბადე, სისულელეა! ჩვენ გვინდა სამედიცინიო პირბადე! მე როცა ვამბობ რაღაცას ბევრად ადრე, ევროპაში შემდეგ მოდის,- მაგალითად, პირბადეებზე!


ხომ შეიძლება, ერთი ადამიანი ავირჩიოთ, მაგალითად, – სამხედრო (ბევრ ქვეყანაში სამხედროები არიან პასუხისმგებელი, სამეხდროები ხომ არიან აპოლიტიკურები), თქვეს, რომ ეს სამხდრო გენერალი იქნება პასუხისმგებელი ვაქცინაციის! როგორც ისრაელშია! ასე სჯობს! ჩვენს ქვეყანაში ორი რაღაც მუშაობს კარგად – პატრული და სამეხდროები! ამერიკელი მეგობრები მყავს და ამბობენ, ჩვენი ბიჭები ავღანეთში არიან მართლა ძალიან მაგრები! ერაყშიც! – პროფესიონალები! ერთი ცუდი დახასიათება არ იყო! სხვა არაფერი მუშაობს და იქნებ სამხედროებს ჩავაბაროთ(კარგ გენერალს), რა მთავრობაც არ უნდა იყოს, ეს გენერალი მიხედავს ვაქცინაციას!


აუცილებელია, სწორი ინფორმაცია მივიდეს ადამიანებთან! კოვიდთან ბრძოლის სწორი მექანიზმი, რომელიც არსებობს, გამოვიყენოთ კარგად! ჩვენ, რეალურად, შედეგს დავინახავთ ხუთი თვის შემდეგ. თუ, ადამიანი ვაქცინირებული იყო იანვარში, დაახლოებით აგვისტოს თვეში დავინახავთ შედეგს! ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ისრაელს, რასაც ის აკეთებს, არის ენით აღუწერელი! ისრაელის მთავრობამ გააკეთა ის, რაც ვერც ერთი ქვეყნის მთავრობამ ვერ გააკეთა! ძალიან დიდი თანხა გადაიხადეს ვაქცინაში! შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ხდება დიდი კლინიკაური კვლევა, ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ არიან, ყველაფერს აკვირდებიან. ჩვენ გვექნება ის მონაცემები, რისთვისაც მსოფლიოს, ასეთი ინფომაციისათვის დასჭირდებოდა 2-3 წელი და ეს ინფორმაცია ახლა გვექნება 5 თვეში!


ვირუსის მაჩვენებელი მიდის ქვემოთ! არავინ იცის, რა ხდება! ვინც დადიხართ ტაძარში, დავანთოთ სანთელი და რაც ლოცვები არსებობს, ვილოცოთ, იმიტომ, რომ მეცნიერებაში არ ჯდება!


ახალი, ბრიტანული შტამი ძალიან ცუდია! ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ბრიტანული ვირუსი არ შემოვიდეს ქვეყანაში! ვინც შემოვა ქვეყანაში საზღვარგარეთიდან, კარანტინი უნდა იყოს მკაცრი, 14 დღის განმავლობაში! ეს ვირუსი თუ შემოვიდა ქვეყანაში, ევროპა ვერ უმკლავდება და საქართველოს არ გაუჭირდება?!


ფაიზერის ვაქცინა არის მსოფლიოში საუკეთესო! მოდერნაზე რაღაც პრობლემები არის! საქართველოში მოდერნას ვაქცინა არ ჩამოვა! მე მაინტერესებს საქართველო!


საქართველოში შემოვა ასტრაზენეკას ვაქცინა. ასტრაზენეკას აქვს ორი ვაქცინა. ერთი დაამტკიცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (კორეაში დამზადებული), ერთია დამზადებული ინდოეთში. ცალკე ლიცენზია მისცეს.


ფაიზერი არის ძალიან ეფექტური, მაგრამ საქართველო მიიღებს ძალიან ცოტას, სამწუხაროდ! დანარჩენს მივიღებთ იმას, რასაც ღარიბი ქვეყნები მიიღებენ! ეს არის ძირითადად ასტრაზენეკას ვაქცინა! ეს ვაქცინები, მე არ ვამბობ, რომ არის ცუდი. სიმართლეს ვამბობ და ამის გამო ახლა „დამესევა“ ხალხი, – არც ერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული! ეს არის დროებითი თანხმობის უფლება, რომელიც ეხება გადაუდებელ სიტუაციას (გადაუდებელ სიტუაციაში უნდა გამოვიყენოთ). დროებითი ნიშნავს, რომ კარგია, მაგრამ 100%-იანი არა! ფაიზერის ვაქცინას 100 ადამიანს რომ გაუკეთებ, ვირუსი რომ შეგხვდეთ, 92 ადამიანს აღარ დაემართება კოვიდი, მაგრამ 8 ადამიანს მაინც დაემართება.


სეზონურ გრიპის ვაქცინას ვიკეთებ მეც და ძალიან ბევრი ადამიანი იკეთებს საქართველოში. სეზონურ გრიპის ვაქცინის ეფექტურობა არის 45%, 100 ადამიანი რომ გაიკეთებს ამ ვაქცინას, 45 ადამიანი არის დაცული, 55 ადამიანს, შეიძლება, დაემართოს გრიპი!



ჩემი მოსაზრებით, ასტრაზენეკას ვაქცინის ეფექტურობა არის დაახლოებით 50%-იანი! 100 ადამიანი რომ გაიკეთებს ამ ვაქცინას, ადამიანების 60% იქნება დაცული, 40 ადამიანს დაემართება ვირუსი. მაგრამ, აქვე მინდა დავამატო, საქართველოში თუ შემოვიდა სამხრეთ აფრიკის ვირუსი, ძალიან საშიშია, ასტრაზენეკას ეფექტურობა არის 20%, 100 კაცი რომ აიცრას (საქართველოში თუ იქნება სამხრეთ აფრიკის შტამი), ეს ნიშნავს იმას, რომ 20 ადამიანი იქნება დაცული, 80 ადამიანი არ იქნება დაცული! ის ვირუსი, რომელიც ახლა არის საქართველოში, ასტრაზენეკას ვაქცინა დაიცავს მოსახლეობის 60%-ს.


უნდა ვიყით ფრთხილად! ვინც შემოვა საქართველოში საზღვარგარეთიდან, ყველა უნდა იყოს ორკვირიან კარანტინში! ეს ვირუსი რომ არ შემოვიდეს საქართველოში და ვიყოთ დაცულები! სამედიცინო პირბადე უნდა გამოვიყენოთ!


რატომ ვწუხვარ და რატომ ვყვირი ამდენს პირბადეებზე, მიხვდით?!


ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა იცი, რომ საფრთხე მოდის (წარმოიდგინეთ, არის ციხესიმაგრე, შენ დგახარ კოშკზე და უყურებ, – მტერი მოდის – ერთია ჩინური ვირუსი, მეორეა ბრიტანული ვირუსი, მესამეა აფრიკული ვირუსი, მე ვყვირივარ და თქვენ ამბობთ, -ამან გააწყალა გული!) ასეთი შეგრძნება მაქვს საქართველოზე, აი, ასეთ დღეში ვართ! საქართველოს აქვს ბევრი კოშკი და ყველა კოშკიდან უნდა იყვირონ!


სკოლებს სანამ გახსნიდნენ, ვამბობდი, საჭიროა ორმეტრიანი დისტანცია, ბავშვები არ გამოვიდნენ კლასებიდან შესვენებაზე. ვინ გისმენს?! მაინც გაკეთედა რაღაც საქართველოში!- ძალიან კარგია! უფრო ბევრის გაკეთება შეიძლებოდა და საჭიროა უფრო მეტის გაკეთება!


პირბადეების ფასებთან დაკავშირებით, ხარისხთან დაკავშირებით, არის გიორგი ფხაკაძის გაკეთებული საქმე! ეს არის გაკეთებული უანგაროდ!“, – -აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.


ნახეთ ვრცლად – ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159974033795579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

FacebookTwitter
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ბლოგი

დღეს არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაბადების დღე – გიორგი ფხაკაძე

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგი

„სამედიცინო პერსონალის კოვიდ ინფიცირება საკმაოდ მძიმე ტვირთად დაედო მსოფლიო ჯანდაცვის სისტემას“

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგი

გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს სოლიდარობას უცხადებს: „ჩემს კოლეგას გიორგი ღოღობერიძეს მე…

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგი

გაიმართა შეხვედრა ბატონ გიორგი ფხაკაძესთან

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?