
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: იმერეთი
- ექიმი
- ქეთევან ჯუღელი
- სპეციალობა
- საოჯახო მედიცინა
- რეგიონი
- იმერეთი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1967 წლის 11 ივნისს. 1986–1992 წლებში დაამთავრა თსსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტი. 1995 წელს მიენიჭა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ხოლო 1997 წელს კი კარდიოლოგიის სერტიფიკატი. რასაც მოჰყვა შესაბამისი სერტიფიცირება. 2002 წელს გაიარა ზოგადი პრაქტიკის ექთნების მასწავლებელთა გადამზადების სასწავლო პროგრამა, ხოლო 2006 წელს — ოჯახის ექიმთა მასწავლებლების მომზადების პროგრამა. ქეთევანს გავლილი აქვს: პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კურსი შვედეთში (მალმო, 2002 წ.), გასტროენტეროლოგიის საზაფხულო სკოლა ჩეხეთში (პრაღა, 2006 წ.), ზალცბურგის სემინარი საოჯახო მედიცინაში დიუკის უნივერსიტეტის ორგანიზებით ავსტრიაში (2011 წ.) და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრაქტიკული კურსი (UEGF EBM) ვენაში (2012 წ.). 1993–1999 წლებში მუშაობდა ქუთაისის N1 საავადმყოფოში ექიმ-რეანიმატოლოგად, ხოლო 1999–2003 წლებში — ქუთაისის N1 მოზრდილთა პოლიკლინიკაში ექიმ-თერაპევტად. 1999–2011 წლებში იყო ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტის „ქუთაისის“ შინაგან სნეულებათა კათედრის მასწავლებელი, ხოლო 2012 წლიდან დღემდე, არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობს შპს „ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრში“ როგორც ოჯახის ექიმი, მასწავლებელი და სასწავლო პროცესის კოორდინატორი. ქეთევან ჯუღელი ასევე მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „არდში“. ის აქტიურად არის ჩართული USAID-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (JSI, ჯონ სნოუ, The Global Fund, URC) მიერ ინიცირებულ ჯანდაცვის პროგრამებში, სადაც ძირითადად იკავებდა ტრენერისა და კონსულტანტის პოზიციებს: ტუბერკულოზის კონტროლისა და პრევენციის პროექტები (2005-2006, 2013-2014 წწ. ტრენერი). ჯონ სნოუს (USAID) პროგრამები: “The Health Women in Georgia“ (2008- 2009) და “Sustain in Georgia Program / Sustain Program“ (2010-2012) – კონსულტანტი. ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტი საქართველოში (URC / USAID, 2012- 2015) – რეგიონული კოორდინატორი. ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი „USAID SUSTAIN“ (2011 წ.) და ბავშვთა ჯანმრთელობის სამედიცინო პროექტები (2020-2021 წწ.).
რა არის კარგი ექიმი?
გულისხმიერი და პროფესიონალი ექიმი რომ გახდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისებაა საჭირო: პროფესიონალიზმი, კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობა, კომუნიკაციის კარგი უნარი, ემპათია, მოთმინება, პატიოსნება და სტრესის მართვა.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
პროფესია ბავშვობიდან უკვე არჩეული მქონდა, სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
არასოდეს მიფიქრია, რომ ვინმეს უნდა მივბაძო, თუმცა ბევრი სამაგალითო კოლეგა მყავს...
რჩევა მომავალ ექიმებს
პატივი ეცით პაციენტის ღირსებას, გამოიჩინეთ ყურადღება და მოუსმინეთ, ზოგჯერ რამდენიმე წუთი, რომელიც გულწრფელ საუბარს დაუთმეთ, ისეთივე მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, როგორც დანიშნული მკურნალობა.
გამოცდილება
ქეთევან ჯუღელი დაიბადა 1967 წლის 11 ივნისს. 1986–1992 წლებში დაამთავრა თსსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტი. 1995 წელს მიენიჭა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ხოლო 1997 წელს კი კარდიოლოგიის სერტიფიკატი. რასაც მოჰყვა შესაბამისი სერტიფიცირება. 2002 წელს გაიარა ზოგადი პრაქტიკის ექთნების მასწავლებელთა გადამზადების სასწავლო პროგრამა, ხოლო 2006 წელს — ოჯახის ექიმთა მასწავლებლების მომზადების პროგრამა. ქეთევანს გავლილი აქვს: პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კურსი შვედეთში (მალმო, 2002 წ.), გასტროენტეროლოგიის საზაფხულო სკოლა ჩეხეთში (პრაღა, 2006 წ.), ზალცბურგის სემინარი საოჯახო მედიცინაში დიუკის უნივერსიტეტის
სამუშაო ადგილი
გაგუას კლინიკა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ოჯახის ექიმი
პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს — ბავშვებსაც და მოზრდილებსაც — უწევს მეთვალყურეობას, პროფილაქტიკას, ხშირი დაავადებების მკურნალობასა და საჭიროებისას სპეციალისტთან მიმართვას.
სიმპტომები, რომლებითაც ოჯახის ექიმის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება





