
- ექიმი
- ნათია ვაშაყმაძე
- სპეციალობა
- ენდოკრინოლოგია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- 032 243 33 43
- ელ-ფოსტა
- info@hcore.ge
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- hcore.ge/text/mission-and-vision
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
ენდოკრინოლოგი, ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ბიოგრაფიული ცნობები
- საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
- კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი და კლინიკა „კარდიოს" კონსულტანტი ენდოკრინოლოგი.
- დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით
განათლება
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სამკურნალო ფაკულტეტი
- სანკტ-პეტერბურგის მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლური სამედიცინო უნივერსიტეტი - კლინიკური რეზიდენტურა ენდოკრინოლოგიაში
- შატირეს საუნივერსიტეტო კლინიკა (ბერლინი)- ენდოკრინოლოგია და იშვიათი მეტაბოლური დარღვევების განყოფილება.
ნათია ვაშაყმაძე - ორგანიზებული პროექტები
- საერთაშორისო სატელიტური სიმპოზიუმი დიაბეტოლოგიაში - 2017წ.
- საერთაშორისო სატელიტური სიმპოზიუმი ლიპიდოლოგიაში - 2018წ.
- დისლიპიდემიის ნათარგმნი გაიდლაინის პრეზენტაცია პროფესორ პიტერ ლანსბერგთან ერთად - 2018წ.
- D ვიტამინის საერთაშორისო ვორქშოფი - 2018წ.
- გერიატრიული ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია - 2018წ.
- თირეოიდოლოგიის საერთაშორისო მასტერკლასის - 2019წ.
- ლიპიდოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია - 2019წ.
- ონლაინ კონფერენცია - "ენდოკრინოლოგია Covid-19-ის ეპოქაში" - 2021წ.
- საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „ფარისებრი ჯირკვლის კიბო - მულტიდისციპლინური მიდგომის პრინციპები“ – 2021წ.
- საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია დიაბეტოლოგიაში - 2021წ.
- საერთაშორისო კონფერენცია რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგიაში - 2022წ.
სამეცნიერო საქმიანობა
ნათია ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით ითარგმნა და გამოიცა ხარისხიანი სამედიცინო ლიტერატურა ქართულ ენაზე, მათ შორის:
- ენდოკრინული საზოგადოების (endocrine society) გაიდლაინი D ვიტამინის დეფიციტის (2018წ.) შესახებ
- ევროპის თირეოიდული ასოციაციის (ETA) გაიდლაინები: გრეივსის დაავადების, გრეივსის ორბიტოპათიის და ამიოდარონთან ასოცირებული თირეოპათიების მართვის შესახებ - 2019წ.
- სტატიების კრებული გერიატრიულ ენდოკრინოლოგიაში - 2019წ.
- სტატიების კრებული ლიპიდოლოგიაში - 2019წ.
-
ამერიკის თირეოიდული ასოციაციის (ATA) გაიდლაინები ფარისებრი ჯირკვლის კვანძებისა და კიბოს შესახებ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს RAI-ით თერაპიის შესახებ - 2021წ.
-
ენდოკრინული საზოგადოების გაიდლაინის ჰიპერპროლაქტინემიის შესახებ - 2022წ.
ნათია ვაშაყმაძე არის წიგნის „ბიოქიმია ექთნებისთვის“ ავტორი.
იგი არის Elsevier-ის გამოცემული წიგნის „დაბერების ენდოკრინოლოგია სქემებსა და სურათებში“ მე-20 თავის თანაავტორი.
იგი მუდმივად ესწრება გლობალურ და ადგილობრივ კონფერენციებს, ხშირად აქვს მოხსენებები სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და ექიმებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ღონისძიებებზე. ნათია ვაშაყმაძე არის ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ESE), ევროპის ახალგაზრდა მეცნიერ ენდოკრინოლოგთა საზოგადოების (EYES), ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISE), ევროპის თირეოიდული საზოგადოების (ETA) წევრი.
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: წინასწარი — certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
რას მკურნალობს ენდოკრინოლოგი
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების — ფარისებრი ჯირკვლის, პანკრეასის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზის — დაავადებების, მათ შორის შაქრიანი დიაბეტის, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც ენდოკრინოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება





