By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი დაავადება

რა არის გინეკომასტია?

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: დეკემბერი 26, 2024 2:31 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
რა არის გინეკომასტია?
#post_seo_title
გაზიარება

გინეკომასტია – სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში, რომლის შედეგად მამაკაცის მკერდი ემსგავსება ქალისას. იმის თქმა, რომ გინეკომასტია ქალებშიც არის – არასწორია: სარძევე ჯირკვლების გადიდება ქალებში წარმოადგენს სარძევე ჯირკვლის ჰიპერტროფიას.

გინეკომასტია, ეს არის სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში, რასაც ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები იწვევს.

ძირითადად გინეკომასტიის აღმოცენება ხდება მოზარდ ბიჭებში გარდატეხის ასაკის დროს, ხოლო მისი დასრულებისას სარძევე ჯირკვალი უბრუნდება ნორმალურ ზომას, თუმცა საკმაოდ ხშირია როდესაც სარძევე ჯირკვალი არ უბრუნდება ნორმალურ ზომას და რჩება გადიდებული. ეს პრობლემა თავს იჩენს მამაკაცების 20%-ში და წამყვანი ჩივილი გინეკომასტიან პაციენტებში არის ვიზუალური დისკომფორტი. იშვიათია, რომ ამ პათოლოგიას თან ახლდეს გვერდითი ჩივილები. დიაგნოსტიკა ძალიან მარტივი და არაინვაზიურია, ამისათვის გამოიყენება ექოსკოპია და პალპაცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ მკერდის გადიდება გამოწვეულია ცხიმოვანი თუ ჯირკვლოვანი ქსოვილით.

გინეკომასტია მამაკაცებში არის სამი ტიპის:
·         ნამდვილი – ჯირკვლების ქსოვილის გაზრდა;
·         ცრუ – ცხიმოვანი ნადების გაზრდა;
·         შერეული – ნამდვილი და ცრუ გინეკომასტიის ნარევი.

გინეკომასტიის წარმოშობის მიზეზები
დაავადების წარმოშობის მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა:
·         ზოგიერთი პრეპარატის და ანაბოლიური სტეროიდების მიღება;
·         სიმსუქნე, საკვერცხეების დასიება, თირკმელზედა ჯირკვლის გადიდება, ასევე ფილტვების, კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები;
·         პროსტატის ადენომა;
·         შაქრიანი დიაბეტი;
·         ღვიძლის დაავადება;
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
·         დიფუზიური, ტოქსიკური ჩიყვი;
·         გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;
·         ფილტვების ტუპერკულოზი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა;
·         ალკოჰოლიზმი.
გარდამავალ ასაკში მამრობითი სქესის თითქმის 70%-ს ემართება ე.წ. ასაკობრივი გინეკომასტია. ის ჩნდება გარდატეხის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებების გამო, მას ჩვეულებრივ არ მკურნალობენ.

სიმპტომები
არსებობს გინეკომასტიის სამი სტადია:
·         განვითარებადი – მიმდინარეობს ოთხი თვის მანძილზე;
·         შუალედური – პაციენტი საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას;
·         ფიბროზული – მკერდი ემსგავსება ქალისას და მისი ფორმის შეცვლა აღარ ხდება.
გინეკომასტიის ნიშნებია:
·         სარძევე ჯირკვლების გადიდება (საშუალოდ 1-4 სმ);
·         შესაძლოა ტკივილი და ძუძუს თავებიდან გამონადენი.

დიაგნოსტიკა
·         სამედიცინო დათვალიერება;
·         სისხლის ანალიზი შემდეგ ჰორმონებზე: ჰორიოგონადოტროპინი, ტესტოსტერონი, ესტრადიოლი, მალუტეინიზებელი ჰორმონი, პროლაქტინი;
·         კუნთქვეშა ლიმფოკვანძებისა და მკერდის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         მამოგრაფია;
·         პუნქციონალური ბიოპსია, გამონადენის ციტოლოგიური გამოკვლევა;
·         ღვიძლის ფუნქციური სინჯები;
·         ჩვენებების მიხედვით იკვლევენ ფარისებრ ჯირკვალს, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებს; აკეთებენ ქრომოსომულ ანალიზს.

მკურნალობა
მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც კონსერვატიული, ისე ოპერატიული. თუ თერაპია არ შველის, მაშინ ხორციელდება ქირურგიული მკურნალობა. გინეკომასტიის განსაკურნებლად, ექიმი ახდენს სარძევე ჯირკვლისა და ხიმოვანი ქსოვილის მოშორებას. გინეკომასტიის მოცილება პრაქტიკაში ნაკლებად ტრამვატული (პუნქციურ-ასპირაციული, ენდოსკოპიური) მეთოდებით ხდება.

საშიშროება
გინეკომასტია შესაბამისი მკურნალობის გარეშე შესაძლოა გადაიზარდოს ავთვისებიან წანაზარდში.

პროფილაქტიკა
ალკოჰოლზე უარის თქმა, ზემდმეტ ჭამასა და სპროტული პრეპარატების გამოყენებაზე უარის თქმა, რომლებიც ზრდიან კუნთის მასას. «ხალხური» მეთოდებით გინეკომასტია არ იკურნება.

რისკის ჯგუფი

11-14 წლის მოზარდი ბიჭები, მამაკაცები 50-დან 80 წლამდე. სპორტსმენები, რომლებიც იყენებენ ანაბოლურ სტეროიდებს.

#drpkhakadze #აქხარისხია
FacebookTwitter

გინეკომასტია — სიმპტომები

სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებასთან ერთად განიხილება. თითოეულზე დეტალური ინფორმაცია სიმპტომების ცნობარშია.

გამონაჟონი / სეკრეციაგამონაჟონი / სეკრეციასიმპტომი

იხილეთ ასევე: ენდოკრინული

დიაბეტური ტერფიდიფუზური ჩიყვითირეოიდიტიიოდის დეფიციტიკვანძოვანი ჩიყვიკისტოზური ჩიყვიკრეტინიზმიკუშინგის დაავადება
დაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

რომელ ექიმს მივმართოთ

სპეციალისტები, რომელთა პროფილსაც ეს მიეკუთვნება. პირველ რიგში შეგიძლიათ ოჯახის ექიმს მიმართოთ.

ენდოკრინოლოგიმამოლოგი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

TAGGED:გინეკომასტია
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ნაღვლკენჭოვანი დაავადება — საჭმლის მომნელებელი
შენი დაავადება

ნაღველკენჭოვანი დაავადება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგისიახლეებიშენი დაავადებაშენი პაციენტი

ფსორიაზი – სისტემური ანთებითი დაავადება და თანამედროვე მიდგომები მკურნალობაში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი დაავადება

კაპოშის სარკომა – კანის ავთვისებიანი დაავადება, რომელიც ვითარდება მასში არსებული ლიმფური და სისხლძაღვების ენდოტელიისგან

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი დაავადება

პედიკულოზი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?