
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- მაია ბეგიაშვილი
- სპეციალობა
- ენდოკრინოლოგია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა ქალაქ დედოფლისწყაროში 1979 წლის 14 სექტემბერს. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე აქტიურად ჩაერთო საექიმო საქმიანობაში. 2003 წლიდან დღემდე მუშაობს სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმად. ასევე 2016 წლიდან დღემდე საქმიანობს დედოფლისწყაროს შ.პ.ს. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ ექიმ-ენდოკრინოლოგად. 2019 წლიდან 2025 წლამდე თანამშრომლობდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან. 2022 წლიდან დღემდე კი არის საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის – ფიროსმანის ამბულატორიის ექიმი. პროფესიული საქმიანობის პარალელურად, იგი აქტიურადაა ჩართული დარგობრივ გაერთიანებებში. არის საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის წევრი, საქართველოს თირეოდოლოგთა ასოციაციის წევრი, ევროპის ენდოკრინული საზოგადოების (ESE) წევრი, ასევე საქართველოს დიპლომის შემდგომი განათლებისა და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის სრული წევრი. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ორი შვილიშვილი.
რა არის კარგი ექიმი?
კარგი ექიმობა ერთდროულად მოითხოვს აკადემიურ სიზუსტეს, ემოციურ ინტელექტსა და ადამიანურ თავგანწირვას. გულისხმიერი და პროფესიონალი ექიმის ჩამოსაყალიბებლად უნდა გქონდეს ემპათიის უნარი. მაღალი პასუხისმგებლობა, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება, უწყვეტი განათლებისადმი ინტერესი და კომუნიკაციის უნარი. ასევე მინდა, ჩემი პედაგოგის - ბატონ დავით მეტრეველის სიტყვები გამოვიყენო: „ექიმობა არის ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება“. ვამაყობ, რომ მისი მოსწავლე ვარ. ცოდნასთან ერთად მან ეს თვისებებიც გააღვივა ჩემში.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა, სხვა პროფესიას არც კი განვიხილავდი. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი რა გზის გავლა მომიწევდა ექიმად ჩამოყალიბებამდე და შემდეგ რა რთული და პასუხისმგებლობით სავსე ცხოვრების წესით უნდა მეცხოვრა, ჩემს პროფესიასთან ერთად. დამჭირდა დიდი შრომა, მოთმინება და მონდომება, ვფიქრობ, ამ თვისებების გამომუშავებამ შემაძლებინა დღემდე დავრჩე ამ მძიმე, მაგრამ ჰუმანური პროფესიის ერთგულად. თქვენ როგორ გგონიათ, ადვილია იყო დედა და თან იყო ექიმი ისე, რომ ორივე უდიდესი ვალდებულება სწორად შეასრულო?!
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ექიმი - ეს სიტყვა ბევრისთვის იმედის, დახმარებისა და თავდადების სიმბოლოა.
რჩევა მომავალ ექიმებს
პროფესიის არჩევას, ცხოვრების მეგობრის არჩევას შევადარებდი. მგონი, ყველაფერი ნათქვამია. მომავალ ექიმებს ვურჩევდი: დაკვირვებას, მოთმინებას, სიყვარულსა და თავდადებას. ექიმის პროფესია ნებისმიერ საზოგადოებაში, განსაკუთრებულად პატივსაცემი იყო. მკურნალობა პროფესია კი არაა, ცხოვრების წესია. თუ ჩვეულებრივი ადამიანი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გმირად ცხადდება, ექიმისთვის ეს ყოველდღიური მძიმე შრომაა.
გამოცდილება
მაია ბეგიაშვილი დაიბადა ქალაქ დედოფლისწყაროში 1979 წლის 14 სექტემბერს. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე აქტიურად ჩაერთო საექიმო საქმიანობაში. 2003 წლიდან დღემდე მუშაობს სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმად. ასევე 2016 წლიდან დღემდე საქმიანობს დედოფლისწყაროს შ.პ.ს. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ ექიმ-ენდოკრინოლოგად. 2019 წლიდან 2025 წლამდე თანამშრომლობდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან. 2022 წლიდან დღემდე კი არის საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის – ფიროსმანის ამბულატორიის ექიმი. პროფესიული საქმიანობის პარალელურად, იგი აქტიურადაა ჩართული დარგობრივ გაერთიანებებში. არის საქართველოს ე
სამუშაო ადგილი
გოთუას სამედიცინო ცენტრი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ენდოკრინოლოგი
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების — ფარისებრი ჯირკვლის, პანკრეასის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზის — დაავადებების, მათ შორის შაქრიანი დიაბეტის, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც ენდოკრინოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება







