
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: აჭარა
- ექიმი
- ასმათ ცეცხლაძე
- სპეციალობა
- ენდოკრინოლოგია
- რეგიონი
- აჭარა
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1989 წლის 28 ნოემბერს. უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბსუ), სადაც 2014 წელს დაასრულა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი. მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც 2021 წელს წარმატებით გაიარა რეზიდენტურის კურსი მეან- გინეკოლოგიის მიმართულებით. 2021 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ასმათ ცეცხლაძემ გაიარა კვალიფიკაციის კურსი კოლპოსკოპიაში, ხოლო 2023 წელს მიიღო დამატებითი სპეციალიზაცია გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიაში. ასმათ ცეცხლაძის კლინიკური კარიერა 2013 წელს დაიწყო „ევექსის კლინიკების“ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უმცროსი ექიმის პოზიციაზე. 2013– 2014 წლებში მიღებული საწყისი პრაქტიკული გამოცდილების შემდეგ, 2015 წლის თებერვლიდან 2021 წლის მარტამდე იგი მუშაობდა კომპანია „HB GEORGIA“-ში სამედიცინო წარმომადგენლად. 2021 წლის აპრილიდან დღემდე, საექიმო საქმიანობას ეწევა ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა „რეპროარტში“ (ბათუმი) მეან-გინეკოლოგის პოზიციაზე. 2022 წლის სექტემბრიდან, ასმათ ცეცხლაძე პარალელურად მუშაობს მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში (ბათუმი), ასევე თანამშრომლობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრთან („პლაზმა ბათუმი“) და ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან („მედცენტრი“). პრაქტიკულ საექიმო საქმიანობასთან ერთად, ასმათ ცეცხლაძე აქტიურადაა ჩართული აკადემიურ სფეროშიც. 2022 წლის სექტემბრიდან იგი გახლავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, სადაც საკუთარ ცოდნასა და მდიდარ კლინიკურ გამოცდილებას მომავალ მედიკოსებს უზიარებს.
რა არის კარგი ექიმი?
ვფიქრობ, კარგი ექიმობისთვის მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის. აუცილებელია ემპათია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პატიოსნება და მუდმივი განვითარების სურვილი.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
მედიცინა ჩემთვის ყოველთვის იყო პროფესია, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხოვრების ხარისხის შეცვლა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
კონკრეტულ ადამიანს არ ვბაძავ. ჩემთვის შთაგონების წყაროა ყველა ექიმი, რომელიც საკუთარ საქმეს პროფესიონალიზმით, ღირსებითა და პაციენტისადმი პატივისცემით ემსახურება.
რჩევა მომავალ ექიმებს
არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა და არასოდეს დაკარგოთ ადამიანურობა.
განათლება
დაასრულა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი. გაიარა რეზიდენტურის კურსი მეან- გინეკოლოგიის მიმართულებით.
გამოცდილება
ასმათ ცეცხლაძე დაიბადა 1989 წლის 28 ნოემბერს. უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბსუ), სადაც 2014 წელს დაასრულა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი. მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც 2021 წელს წარმატებით გაიარა რეზიდენტურის კურსი მეან- გინეკოლოგიის მიმართულებით. 2021 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ასმათ ცეცხლაძემ გაიარა კვალიფიკაციის კურსი კოლპოსკოპიაში, ხოლო 2023 წელს მიიღო დამატებითი სპეციალიზაცია გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიაში. ასმათ ცეცხლაძის კლინიკური კარიერა 2013
სამუშაო ადგილი
მედცენტრი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ენდოკრინოლოგი
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების — ფარისებრი ჯირკვლის, პანკრეასის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზის — დაავადებების, მათ შორის შაქრიანი დიაბეტის, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც ენდოკრინოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება




