By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
ბლოგი

“ძალიან მარტივი მაგალითით, ქართულ-ჯიგრული პონტით ავხსნი, როგორ გვიცავს ვაქცინა” – გიორგი ფხაკაძე

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 29, 2023 9:08 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

12/08/2021

თამო კეშელავა

„ალიას” ესაუბრება ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე


– როდის უნდა აიცრან ადამიანები, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს? ასევე, რა დამატებით ინფორმაციას ფლობთ, ბავშვების აცრასთან დაკავშირებით?


– ინფიცირებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ უნდა აიცრან. დღეს, ამწუთას, ეს ინფორმაციაა და ასე უნდა მოვიქცეთ. ახლა საქართველომ უნდა მოახერხოს ყველა რესურსის მობილიზება, ფაიზერის და მოდერნას შესაძენად.


რაც შეეხება ბავშვების აცრას, დღეის მდგომარეობით, ევროპასა და ამერიკაში 5 წელზე ზემოთ ბავშვების აცრა დაიწყეს. ფაიზერი დამტკიცდა 5 წლის ასაკიდან ზემოთ ბავშვებში დროებით მოხმარებისთვის, თუმცა, კომპანიას განაცხადი აქვს შეტანილი ამერიკის წამლის სააგენტოში და სავარაუდოდ, იანვრიდან, იგი მიიღებს დროებით კი არა, უკვე სრულ რეგისტრაციას 5 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში გამოყენებისთვის, რომლის შემდეგაც, ბევრ ქვეყანაში, სავარაუდოდ, სავალდებულო გახდება 5 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია, სხვა გზა არ იქნება. სადაც ვაქცინა არ არის – სიკვდილია.

დააკვირდით რა ხდება – ღარიბი ქვეყნების ნაწილი ვაქცინის გარეშეა, მდიდარ ქვეყნებს კი ვაქცინები აქვთ! – ესეც არ არის ნიშანი? ზიმბაბვესა და მონღოლეთში ვაქცინა არ არის და რა იქნება სავალდებულო? შვეიცარისა და ნორვეგიაში კი სავარაუდოდ იქნება სავალდებულო, რადგან ვაქცინაცია არის კაცობრიობის გადარჩენის გზა.

რაც უნდა ილაპარაკონ ანტივაქსერებმა, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, მონღოლეთის და ზიმბაბვეს გზა უნდა აირჩიოს, თუ შვეიცარიის და ნორვეგიის? ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, მონღოლეთის და ზიმბაბვეს გზას ვუყურებთ. შვეიცარიასა და ნორვეგიაში არ არის დემოკრატია და მონღოლეთშია? როგორ ფიქრობთ?


ანტივაქსერებს გამოსვლები აქვთ და რა ალტერნატივას გვთავაზობენ ვაქცინაციის სანაცვლოდ, თქვან, აბა? რა იქნება გადარჩენის გზა? რეიტინგის და ლაიქების მონები არიან და ეს დაწერეთ დიდი ასოებით, ისინი მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობენ, ხვალ რა მოხდება და რა მოელის ხვალ, მათი ასეთი ქმედების გამო, ეს არ აინტერესებთ.


რისკი ვაქცინირებულთა და არავანქიცინრებულთა ინფიცირების განსხვავდება. მაგალითად, თქვენ ხართ ორჯერ აცრილი, თქვენი ასაკიდან გამომდინარე, თქვენი დაინფიცირების რისკი არის 20 პროცენტი. თუ შენობაში ყველა, ვინც შევა, იქნება აცრილი, დაინფიცირების შანსი იქნება კიდევ უფრო დაბალი. ეს კითხვა, როგორ გვიცავს ვაქცინა, პირბადე, დისტანცია – ხშირია. როგორც ჩანს, მოსახლეობა ვერ ითავისებს.

ამიტომ ახლა ვეცდები ძალიან მარტივი მაგალითით ავხსნა, დაახლოებით, ქართულ-ჯიგრული პონტით რომ ავხსნა, ვითარება ასეთია: წარმოიდგინეთ, მანქანას მართავთ 200 კმ.სთ სიჩქარით. შესაძლებელია მთელი გზა ისე გაიაროთ, ავარიაში არ მოხვდეთ და მაქსიმუმ დაჯარიმდეთ, მაგრა რისკი იმისა, რომ ავარია მოგიხდეთ, მაღალია, ვიდრე იმ ადამიანის ავარიაში მოხვედრის რისკი, რომელიც მოძრაობდა 100 კმ. სთ. სიჩქარით.

ვაქცინა გვიცავს სიკვდილისგან? – მეკითხებიან ხშირად და მინდა მათ ვუპასუხო, ავარიისას ღვედი სრულად გიცავთ სიკვდილისგან? ავარიის დროს, ღვედიანი ადამიანები არ იღუპებიან? იღუპებიან, მაგრამ 100 შემთხვევიდან 80 გადაურჩება სიკვდილს, თუ ღვედი უკეთია – ასეა ვაქცინაც, ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირებისგან 80 პროცენტით დაცულია. სპეციალური ბალიშებია კიდევ მანქანაში, რომელიც ავარიისას იხსნება და დამატებითი დაცვაა – ესეც სამედიცინო პირბადის დამატებითი დაცვა.

100 კმ.სთ სიჩქარით მოძრაობა დამატებით ამცირებს რისკს და ასე ამცირებს ინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად დისტანციაც. 100 პროცენტით რისკს ვერაფერი ამცირებს, მაგრამ აცრა, პირბადე, დისტანცია სამი ფარია და ისინი მაღალი პროცენტობით ამცირებენ ინფიცირების რისკს და კიდევ მეტად მაღალი პროცენტი ამცირებენ გართულებებისა და ლეტალური შემთხვევის რისკს. ეს უნდა გაითავისოს საზოგადოებამ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/vetsdebi-dzalian-martivi-magalithith-qarthul-jigruli-pontith-avkhsna-rogor-gvitsavs-vaqtsina-giorgi-phkhakadze/


FacebookTwitter
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ბლოგი

Pfizer-ის ვაქცინა მიმართული იქნება ბავშვების დასაცავად

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგი

გიორგი ფხაკაძე კარგ ამბავს ავრცელებს…

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგი

„სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტო ფუნქციონირებს იმისთვის, რომ გადააზღვიოს პაციენტთა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგი

ანტივაქსერების ისტერიას წერტილი დაესვა! – ვის უხდის მადლობას გიორგი ფხაკაძე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?