საქართველოში დიალიზის პროგრამა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ სერვისი უკვე ხელმისაწვდომია თორმეტ რეგიონში. პროგრამის მიზანია იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და დიალიზის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ბოლო პერიოდში მომსახურება დაიწყო მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში და სხვა ქალაქებში. უახლოეს მომავალში, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ჭიათურაში, საგარეჯოში და სხვა ადგილებში. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების გადაადგილების საჭიროებას. პრაქტიკული რჩევა: თუ თქვენ ან თქვენი ახლობლები საჭიროებენ დიალიზის სერვისს, აუცილებლად გაეცანით ახლად გახსნილ სერვისებს თქვენს რეგიონში.
პრიორიტეტული რჩება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებების დაფარვა, დიალიზის, ტრანსპლანტაციის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, – ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დაიწყო და სერვისი 12 რეგიონში დაემატა.
„პროგრამის გაფართოება, 2022 წლის აპრილში დავაანონსეთ. მალევე, მომსახურება ეტაპობრივად ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში. 2023 წლის დეკემბრიდან, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდა დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილსა და ხულოში. უახლოეს მომავალში, მომსახურების მიღება იწყება და წლის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება ჭიათურაში, საგარეჯოში, წალენჯიხაში, ცაგერში, წნორში, კასპსა და დედოფლისწყაროში. შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება გეოგრაფიული მოცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
