ბოლო პერიოდში საქართველოში ვირუსული დაავადებების სიმპტომები, როგორებიცაა მაღალი სიცხე, სისუსტე და ტკივილი, უფრო ხშირია. ამჟამად ქვეყანაში ძირითადად ღორის გრიპის შტამები H1N1 და H1N2 ვრცელდება, თუმცა ახალი ვარიანტი JN.1, რომელიც ომიკრონის ქვეშტამია, სწრაფად იჭერს ადგილს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცირება გავითვალისწინოთ, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ვიღებდეთ მონაწილეობას. საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის დაცვისთვის, მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას.
მაღალი სიცხე, სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი – ვირუსით გამოწვეული დაავადებების სიმპტომებს ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული – H1N1 და H1N2 შტამები ცირკულირებს; ხოლო უკანა პლანზეა – COVID-19.
მაგრამ დეკემბრიდან მსოფლიოს ახალი თავსატეხი გაუჩინა ომიკრონის ახალმა ქვეშტამმა – JN.1, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, მათ შორის – აშშ-ში. ზოგიერთ შტატში, კლინიკებში, პირბადეების ტარების სავალდებულო წესიც დააბრუნეს.
რა მდგომარეობაა ჩვენ ქვეყანაში და როგორ დავიცვათ თავი ამ ვირუსებისგან? ამის გასგებად „ვერსია“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექპერტ გიორგი ფხაკაძეს დაუკავშირდა:
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
