ქართული ელექტრონული მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი eZo პირველად ოკეანეს გადაღმა — ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს შოუქეისს. ნიუ-იორკის ბრუკლინის უბანში, The 1896 Studios & Stages-ის სივრცეში, ორდღიანი ღონისძიება 17-18 ოქტომბერს გაიმართება.
პროექტი საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის ერთობლივი თანამშრომლობის ნაყოფია. ორგანიზაციები ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენასა და დიასპორის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის გაძლიერებაზე ერთად მუშაობენ.
eZo Festival საქართველოში უკვე წლებია მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა — ელექტრონული მუსიკისა და DIY-ხელოვნების მოყვარულებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ევროპაში, კერძოდ გერმანიაში გასტრულის შემდეგ, ფესტივალი ახლა ამერიკის მაყურებელსაც შეხვდება და ნიუ-იორკის საერთაშორისო კულტურულ კალენდარში პირველად გაჩნდება.
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს სპეციალური შეღავათი მოეცემათ: ბილეთების შეძენისას 20-პროცენტიანი ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლებათ. ეს შეთავაზება მხოლოდ 10 სექტემბრამდეა მოქმედი.
საქართველოს ბანკისთვის ემიგრანტებისა და დიასპორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ პოლიტიკის ფარგლებში ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ კულტურულ და სოციალურ ინიციატივებსაც ახორციელებს — რათა ქართველობა სამშობლოდან მოშორებითაც ნაკლებად იგრძნოს.
Sheni Ambebi News
წყარო: on.ge

